პროექტი

სარაკეტო აფიორის ექო საქართველოში: თავდაცვის მემორანდუმი “მოტორ სიჩთან“

2021 წლის 23 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის თავდაცვის უწყების თაოსნობით, „მოტორ სიჩმა“ საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „DELTA“- სა და თბილისის საავიაციო ქარხანა (TAM) “თბილავიამშენთან“ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თანამშრომლობა და შესაბამისად, მემორანდუმი „სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს …

სარაკეტო აფიორის ექო საქართველოში: თავდაცვის მემორანდუმი “მოტორ სიჩთან“ Read More »

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიში „მსოფლიო უსაფრთხოება პარტიისთვის, ჩინეთის ავტორიტარული გავლენა და დემოკრატიული რეჟიმების რეაგირება“ – საქართველოდან სამოქალაქო იდეას პარტნიორობით გამოიცა

“BRIDGE” ინიციატივის ფარგლებში, სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიშის „მსოფლიო უსაფრთხოება პარტიისთვის, ჩინეთის ავტორიტარული გავლენა და დემოკრატიული რეჟიმების რეაგირება“ შექმნაში. კვლევა მოიცავს ნეპალის, პანამის, კენიის, მონტენეგროს, საქართველოსა და საბერძნეთის მაგალითებს და ასახავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციებს მსოფლიოში გარდამავალი დემოკრატიების წინააღმდეგ და მათ შედეგებს. საქართველოს კვლევა ყურადღებას ამახვილებს მის სტრატეგიულ ლოკაციაზე, რის გამოც იგი ჩინეთის “ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის” მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურმა თანამშრომლობამ, რომელიც თავისთავად გამყარდა “ერთი სარტყელი- ერთი გზა” ინიციატივით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებითა და სხვადასხვა ორმხრივი შეთანხმებების შედეგად, საქართველოს არაერთგვაროვანი შედეგები მოუტანა. “ჩინეთის სახელმწიფოს ან მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების მიერ “ერთი სარტყელი- ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა საქართველოში ხელი შეუწყო ერთი მხრივ ინფრასტრუქტურის განვითარებას, თუმცა მეორე მხრივ, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან კორუფციისა და სხვა არაკანონიერი ქმედებებით ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავებას. ჩინური კომპანიების მიერ განხორციელებული მრავალი მსხვილი პროექტი ხშირად დაუსრულებელი რჩება ან უამრავ ფინანსურ და ლოგისტიკურ პრობლემებს შეიცავს.” მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ხშირ შემთხვევაში აღიქმება, როგორც საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა სცილდება ეკონომიკურ სექტორს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა მედია, სამოქალაქო საზოგადოება, კულტურა და აკადემია. სწორედ ამ სფეროების მეშვეობით განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივები გავლენას ახდენს ჩინეთის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე და ემსახურება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო პოლიტიკის უფრო ფართო მიზნებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს :https://www.iri.org/resource/china-expands-global-authoritarian-influence-efforts-some-fragile-democracies-show …

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიში „მსოფლიო უსაფრთხოება პარტიისთვის, ჩინეთის ავტორიტარული გავლენა და დემოკრატიული რეჟიმების რეაგირება“ – საქართველოდან სამოქალაქო იდეას პარტნიორობით გამოიცა Read More »

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოში პოლონეთის ელჩის განცხადებებს ჩინური კომპანიების შესახებ და პასუხი გავცეთ მის მიერ დასმულ შეკითხვებს.

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოში პოლონეთის ელჩის განცხადებებს ჩინური კომპანიების შესახებ და პასუხი გავცეთ მის მიერ დასმულ შეკითხვებს. დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ სრულად ვიზიარებთ მის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. „სამოქალაქო იდეა“ 2018 წლიდან აწარმოებს კვლევებს საქართველოში ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ და საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია ჩვეულებრივ ამბად …

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოში პოლონეთის ელჩის განცხადებებს ჩინური კომპანიების შესახებ და პასუხი გავცეთ მის მიერ დასმულ შეკითხვებს. Read More »

მეორე ვებინარი სამხრეთ კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე და ომის შედეგებზე.

29 ოქტომბერს სამოქალაქო იდეამ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან ერთად, ორგანიზება გაუწია მეორე ვებინარს სამხრეთ კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე და ომის შედეგებზე. ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ომის მონაწილე ქვეყნებიდან და ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ყარაბაღის საკითხზე მუშაობენ. მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, კონფლიქტში სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფო აქტორების მონაწილეობასა და მთიანი ყარაბაღის დავის გრძელვადიან შედეგებზე კავკასიის …

მეორე ვებინარი სამხრეთ კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე და ომის შედეგებზე. Read More »

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მესამე ანგარიში

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მესამე ანგარიში მოიცავს სინოჰიდროსა და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან დაკავშირებულ გადაცდომებს. კვლევა ეთმობა ორ ჩინურ კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მიმდინარე მრავლობით ინფრასტრუქტურულ პროექტზე და ამავდროულად, გამოირჩევიან განსაკუთრებული შელახული რეპუტაციით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში არსებულ დარღვევებს. კერძოდ: 🟣 გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევას; 🟣 შრომითი უფლებების …

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მესამე ანგარიში Read More »