ამბები

„ოცნება“ აქციის მონაწილეებს ჩინური კამერებით აკონტროლებს

სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში ეხება “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, პარლამენტის შენობასთან, ჩინური სათვალთვალო კამერების გამოყენების მზარდ ტენდენციას.

2025 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ ჩინური სათვალთვალო კამერების შესყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” მიერ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე მოქალაქეების დაშინების და მონიტორინგის გაძლიერებულ მცდელობებს.

ანგარიში, ასევე, მიმოიხილავს ჩინურ სათვალთვალო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებისთვის შექმნილ გამოწვევებს.

იხილეთ სამოქალაქო იდეას ანგარიში სრულად აქ: 👇

„ოცნება“ აქციის მონაწილეებს ჩინური კამერებით აკონტროლებს Read More »

თინათინ ხიდაშელი პარიზის “უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ფორუმზე”

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა პარიზის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ფორუმზე მონაწილეობა მიიღო პანელში „შავი ზღვა: კონფლიქტებსა და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს შორის“. მისი გამოსვლა შეეხებოდა საქართველოს როლს რეგიონში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ფლოტის ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში გადატანას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციურ ჩინურ მფლობელთან დაკავშირებულ საფრთხეებს. თინათინმა, ასევე,  ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ მთავრობის მზარდი პრორუსული კურსის საფრთხეებზე, რომელმაც,  შესაძლოა, თბილისი რუსეთის მარიონეტულ რეჟიმად გადააქციოს.

თინათინ ხიდაშელი პარიზის “უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ფორუმზე” Read More »

თინათინ ხიდაშელი ლიდერობის საერთაშორისო ფორუმზე აბიჯანში

22 თებერვალს, სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა, მონაწილეობა მიიღო აფრიკაში, ქალაქ აბიჯანში გამართულ ფორუმში:   „ხელოვნური ინტელექტი: აფრიკის მომავლის გარდაქმნა გლობალური გამოწვევების ფონზე“. ფორუმმა მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, ლიდერები და გავლენიანი ფიგურები შეკრიბა, რათა განეხილათ AI-ის როლი აფრიკის უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებულ და მდგრად მომავალში. თინათინ ხიდაშელი II პანელის – „ხელოვნური ინტელექტი და გეოპოლიტიკა: უსაფრთხოება, ძალაუფლება და მონაცემთა დიპლომატია“ – სპიკერი იყო, სადაც ხელოვნური ინტელექტის, მმართველობისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გავლენაზე ისაუბრა თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე.

ფორუმი ორგანიზებული იყო Centre d’Études Prospectives (CEP) -ის მიერ და მისი მთავარი მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე დიალოგის ხელშეწყობა. 

თინათინ ხიდაშელი ლიდერობის საერთაშორისო ფორუმზე აბიჯანში Read More »

ჩინური ბანკების საქართველოში შემოსვლის რისკები

სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში ეხმაურება სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ მოსალოდნელ შედეგს, ქართულ ბაზარზე ჩინური ბანკების შემოსვლას.

ანგარიშში წარმოდგენილია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკებს შორის გამართული შეხვედრები, რომლებზეც ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი ჩინური სამთავრობო ბანკების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესახებ.

ანგარიშში ასევე განხილულია ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც ჩინური ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას უკავშირდება. მათ შორის, წარმოდგენილია „ვალის მახის დიპლომატიის“ შემთხვევები შრი-ლანკაში, ტაჯიკეთსა და მონტენეგროში.

ჩინური ბანკების საქართველოში შემოსვლის რისკები Read More »

ახალი გამოწვევა ჩინური სათვალთვალო კამერები საქართველოში

“სამოქალაქო იდეას“ ახალი ანგარიში იკვლევს ჩინეთ-საქართველოს სამართალდაცვითი თანამშრომლობის ახალ ასპექტს: ქართული სამთავრობო ინსტიტუტების მიერ ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიების შესყიდვას.

სამოქალაქო იდეამ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვლია 2019-2024 წლებში ჩინური სათვალთვალო კამერების შესაძენად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევები. აღნიშნული მონაცემების ანალიზმა აჩვენა ჩინური ტექნოლოგიების შეძენის მზარდი ტენდენცია.

ანგარიშის ბოლო ნაწილში მიმოხილულია ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი გამოწვევები, როგორებიცაა მონაცემების დაუცველობა, კიბერ-თავდასხმის რისკები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ახლო კავშირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. აღნიშნული გამოწვევების გამო, ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიები არაერთი დასავლური სახელმწიფოს მიერაა აკრძალული.

 

ახალი გამოწვევა ჩინური სათვალთვალო კამერები საქართველოში Read More »

ნაშრომის, “HYBRID THREATSAND RESILIENCE’, პრეზენტაცია

12 დეკემბერს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია, სადაც „სამოქალაქო იდეას“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა საკუთარი ნაშრომი წარადგინა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული საფრთხეების სხვადასხვა ასპექტზე და ისაუბრა იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო. 

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თინათინმა განიხილა დეზინფორმაციის გავრცელების, უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინაშე არსებული საფრთხეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ მთავარ საკითხს:

1. როგორ ხდება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული ქმედებების გამოვლენა;

2. როგორ გამოიყენება ავტორიტარული ძალების მიერ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ბერკეტები, მათ შორის სავაჭრო ზეწოლა და სტრატეგიულ სფეროებში განხორციელებული ინვესტიციები, მავნე გავლენების გავრცელების მიზნით.

 

ნაშრომი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ნაშრომის, “HYBRID THREATSAND RESILIENCE’, პრეზენტაცია Read More »

რა გამოტოვა სუსმა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 დეკემბერს გამოაქვეყნა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე „კონტრტერორიზმის საკითხებში 2023 წლის საქმიანობის შეჯამება“. სუს-ის განცხადების მიხედვით, ამ სფეროში ქართული მხარის საქმიანობა შეფასდა, როგორც პროდუქტიული და მრავალმხრივ ეფექტური.

თუმცა, სუს-ს გამორჩა საზოგადოებისთვის ეცნობებინა იმ სერიოზული პრობლემებისა და ხარვეზების შესახებ, რომელზეც ამ ანგარიშშია საუბარი, განსაკუთრებით რუსეთთან საზღვრის მონაკვეთზე. ასევე, არ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ მხოლოდ აშშ-სთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით არის შესაძლებელი ამ პრობლემების გამოსწორება და ქვეყნის საზღვრების ეფექტური დაცვა.

  1. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგარიში 2023 წლის საქმიანობის შეჯამებას შეეხება და არაფერი აქვს საერთო ქვეყანაში 2024 წლის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისთან ან სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიასთან.
  2. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ წარმატებით შესრულებული ცალკეული ამოცანების პარალელურად, ხაზი გაუსვა ქვეყნის საზღვრებზე რესურსების ნაკლებობას, რომელთა აღმოსაფხვრელად დახმარებისთვის საქართველომ სწორედ აშშ-ს მიმართა.
  3. პრობლემები, რომელიც 2023 წლის ანგარიშშია ასახული ფუნდამენტური ხასიათისაა, საზღვრების ეფექტურ კონტროლს ეხება და პარტნიორების მხარდაჭერასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კერძოდ,
    a. აეროპორტებისათვის თვალის სკანერები;
    b. საპატრულო ნავებისთვის ძრავები;
    c. სწრაფი რეაგირების ჯგუფებისთვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა.
  4. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს საზღვრების 10 ფორპოსტის სავალალო მდგომარეობა, რომლის პერსონალს უმძიმესი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აქვთ.
  5. განსაკუთრებით საგანგაშოა ანგარიშის ის ნაწილები, სადაც საუბარია რუსეთთან საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე. მაღალმთიან ადგილებზე არსებულ სასაზღვრო პუნქტებზე ზამთრის თვეების განმავლობაში პერსონალი რთული პირობების გამო ვერ მუშაობს. შესაბამისად, აღნიშნული სექციების მონიტორინგისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პატრულირებისთვის დაბლობში არსებულ პოსტებს იყენებს და ეყრდნობა მხოლოდ დაზვერვის მონაცემებს.
  6. ანგარიშის მიხედვით, იგეგმება ახალი ფორპოსტების შექმნა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციის ოპერაციულ შესაძლებლობებს მთელი წლის განმავლობაში საგრძნობლად გააუმჯობესებს, რაც აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

რა გამოტოვა სუსმა Read More »

არალეგიტიმური პარლამენტი პრეზიდენტის არჩევას ასევე უკანონოდ, ვადების დარღვევით აპირებს.

უხილავმა ხელმამორიგ ჯერზე, ზუსტად ისევე უკანონოდ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საკონსტიტუციოგადაწყვეტილებამდე პარლამენტის სხდომა.

14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა არის არაკონსტიტუციური და უკანონო!  

პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ მას არალეგიტიმური პარლამენტი ირჩევს, მას ამძიმებს თავად არჩევნების ჩატარების კანონსაწინააღმდეგო პროცედურა და ვადები.

საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 50) ადგენს, რომ „საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ხოლო „პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“. ორგანული კანონის ქვეშ, იგულისხმება „საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.  პრეზიდენტის არჩევის წესს განსაზღვრავს კოდექსის XI თავი: “საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები“. კერძოდ, კანონი ადგენს, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებიდან 45 დღის ვადაში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, პრეზიდენტის არჩევის კონსტიტუციური ვადა იყო 2025 წლის 9 იანვარი. ამ ვადის გადაცილება არ შეიძლება. პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა.

დიახ, არჩევის ვადების შემცირება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაირღვეს საარჩევნო კოდექსით დადგენილი არჩევნების პროცედურები და ვადები. მაგალითად, საარჩევნო კოდექსი ადგენს, რომ „პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს(მუხლი 97), და „პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30- დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს“ (მუხლი 97). ანუ მხოლოდ „კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ“, კოლეგიის 30 წევრს შეუძლია კანდიდატის წარდგენა.

რა მოხდა სინამდვილეში:

1. უკანონობა რომელსაც 14 დეკემბერს საქართველოს პარლემენტი ჩაიდენს კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ არის არჩევნების დანიშვნის ვადის დარღვევა – პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დასაშვებია არჩევნებამდე არაუგვიანეს 30- დღისა, ერთმნიშვნელოვნად ამბობს კანონი.

14 დეკემბრიდან უკან რომ გადმოვთვალოთ, კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადა 15 ნოემბერს გამოდის, ანუ მაშინ როდესაც. პარლამენტის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ გამოქვეყნებულიც არ აქვს ცესკოს! (16 ნოემბერს გამოქვეყნეს)

აქვე უნდა განიმარტოს, რომ საარჩევნო კოდექსი იცნობს გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა,” ცესკოს უფლებას “დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები”. (მუხლი 14.1.გ)

თუმცა მნიშვნელოვანია პირობა რომელსაც კანონი აყენებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშიდა რაც მთავარია, თუშეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა“. შესაბამისად, კანონის ასეთი ჩანაწერი აუცილებლად გულისხმობს ამ გარემოებების აღწერას და დასაბუთებას. ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება დეტალურად უნდა ხსნიდეს და განმარტავდეს გარემოებას, რაც ვადების დაცვას შეუძლებელს გახდიდა. ბუნებრივია, მსგავსი ახსნა და გარემოებების განმარტება დოკუმენტებში არ არსებობს.

2. ცესკომ საარჩევნო კოლეგია დაამტკიცა განკარგულებით 2024 წლის 2 დეკემბერს. ანუ, მხოლოდ 2 დეკემბრის შემდეგ იყო შესაძლებელი პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა და არა 27 ნოემბერს, როგორც ეს მოხდა.  მეტიც, ცესკოს გვერდზე წარდგინების ტექსტი საერთოდ არ იძებნება. გამოქვეყნებულია „ცნობა“ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებული პირის შესახებ“ და ეს ცნობა არ შეიცავს არავითარ რეკვიზიტს, „ბლანკს“, ან წარმდგენი 30 პირის ხელმოწერებს.

რეალურად, “უხილავმა ხელმა” მორიგ ჯერზე, ზუსტად ისევე უკანონოდ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტის სხდომა.

არალეგიტიმური პარლამენტი პრეზიდენტის არჩევას ასევე უკანონოდ, ვადების დარღვევით აპირებს. Read More »

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელის, პირდაპირი ჩართვა SKYNEWS- თან. #პროტესტი

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელის, პირდაპირი ჩართვა SKYNEWS- თან. #პროტესტი Read More »

Scroll to Top