პროექტი

კონფერენცია: მცირე სახელმწიფოები ცვალებად მსოფლიო წესრიგში

სამოქალაქო იდეამ 6-7 ოქტომბერს გამართა საერთაშორისო კონფერენცია : ” მცირე სახელმწიფოები ცვალებად მსოფლიო წესრიგში: დემოკრატიზაცია როგორც მედეგობის განვითარების საწინდარი”. კონფერენციის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ შემდეგ ლინკზე: ?

https://civicidea.ge/elementor-5566/

კონფერენცია: მცირე სახელმწიფოები ცვალებად მსოფლიო წესრიგში Read More »

ეთნიკური მრავალფეროვნება ევროინტეგრაციის დღის წესრიგში

საზაფხულო სკოლის მთავარი ამოცანა, საქართველოს მოქალაქეების (მიუხედავად ადამიანების ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა) ერთიან სამოქალაქო ერად ფორმირების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, 6 დღის განმავლობაში, თქვენთან ერთად, შევეცდებით ვიმსჯელოთ მრავალფეროვან საკითხებზე: ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე, მის პოლიტიკაზე უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გასაძლიერებლად, საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, განვიხილოთ თუ როგორ და რა ფორმით მუშაობს/ვრცელდება დეზინფორმაცია საქართველოს რეგიონებში, როგორი უნდა იყოს უმცირესობების ინტერესების დაცვაზე მორგებული ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკა, რა პრაქტიკა აქვს განვითარებული ქართულ სასამართლოს ამ კუთხით და ა.შ.

ჩვენი მთავარი მიზანია, თქვენთან ერთად, განვიხილოთ ქვეყანაში არსებული ყველა გამოწვევა და ერთად ვიპოვნოთ მათი გადაჭრის გზები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე. ვისაუბროთ საქართველოში მოღვაწე იმ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის განვითარებაში და იმსახურებენ დაფასებას.

საქართველოს მსგავსი მრავალეთნიკური და მულტირელიგიური ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლებმა იგრძნონ თავი ერთიანი სახელმწიფოს ნაწილად, არამედ, უმრავლესობის წარმომადგენლებსაც სრულად ჰქონდეთ გაცნობიერებული ქვეყნის განვითარებაში, ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლის წვლილი და დამსახურება. არსებითად არასწორი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სწორედ იმ ღრმად ფესვგადგმული ნარატივის არსებობა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მხოლოდ ეთნიკურად ქართველების „შექმნილი“ ქვეყანაა. ამგვარი მიდგომა, სხვა პრობლემებთან ერთად, რომლებიც უკვე სახელმწიფოს პოლიტიკაში გამოიხატება, იწვევს ეთნიკური ჯგუფების ერთმანეთისგან დაშორებას და იზოლაციას.

სწორედ ამ თემებზე ვიმსჯელებთ საზაფხულო სკოლაში და თქვენთან ერთად, თავისუფალ და საინტერესო გარემოში, სასიამოვნოდ გავატარებთ ზაფხულის ცხელ დღეებს.

საზაფხულო სკოლის დღის წესრიგი და ბიოგრაფიები ?

ეთნიკური მრავალფეროვნება ევროინტეგრაციის დღის წესრიგში Read More »

კონფერენცია – უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან

🟣 15 ივნისს, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამოქალაქო იდეა“, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) და დემოკრატიის ინდექსი – საქართველო ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია – უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან.
🟣 კონფერენციის მთავარი მიზანი იყო დიალოგისა და დისკუსიის სივრცის უზრუნველყოფა, საქართველოსთვის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ:
📍 წლის ბოლომდე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე;
📍 ივლისში დაგეგმილი, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მოლოდინებზე.
🟣 ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პოლიტიკური პარტიების და საქართველოს სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
🟣 კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა – თინათინ ხიდაშელმა, ხოლო კონფერენცია გახსნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – პაველ ჰერჩინსკიმ.
👉 ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა 2 პანელური დისკუსია:
✔️ საქართველოს გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე – არის თუ არა გატარებული რეფორმები საკმარისი?
პანელის მომხსენებლები:
მარკოს გრანადოს გომესი – საქართველოში ესპანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ესპანეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა 2023 წლის 1 ივლისიდან – 31 დეკემბრამდე.
დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (2012 – 2016 წწ);
თამარ ხულორდავა – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016 – 2019 წწ);
სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016 – 2020);
ვანო ჩხიკვაძე – ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.
მოდერატორი – თამარ ხიდაშელი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, დირექტორი.
✔️ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტიდან ვილნიუსში?
პანელის მომხსენებლები:
ანდრიუს კალინდრა – ლიეტუვას ელჩი საქართველოში;
რიინა კალიურანდი – ესტონეთის ელჩი საქართველოში;
თეონა აქუბარდია – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ლევან დოლიძე – საქართველოს ელჩი ნატოში (2013-2014).
მოდერატორი – ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, თავმჯდომარე.
 

დღის-წესრიგი 

 

2022 - კონფერენცია “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“

კონფერენცია – უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან Read More »

ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის მედია გაშუქების მონიტორინგის ანგარიში 

პროექტის – „ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის სამოქალაქო მონიტორინგი  – ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში“, გიზიარებთ დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის მიერ მომზადებულ მედიამონიტორინგის ანგარიშს.

განხორციელებული მედიამონიტორინგი მიზნად ისახავდა შეგვესწავლა:

✓  თუ რა სიხშირითა და ტონით (პოზიტიური/ნეგატიური/ნეიტრალური) აშუქებდა სატელევიზიო და ონლაინმედია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს;

✓ შეინიშნებოდა თუ არა სატელევიზიო და ონლაინ მედიასაშუალებების მხრიდან მიკერძოება რომელიმე საკითხისადმი, ან – პოზიციისადმი; დაცული იყო თუ არა ბალანსი თითოეული პრიორიტეტის გაშუქების პროცესში;

✓ დაცული იყო თუ არა ბალანსი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების პოზიციების საზოგადოებამდე მიტანის პროცესში და სხვა.

   პროექტის ფარგლებში განხორციელდა 4 ტელეარხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქშოუების, ასევე, სამი საინფორმაციო სააგენტოს მონიტორინგი.

მონიტორინგის პერიოდი: 3 თვე / 2022 წლის 1 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრამდე.

მონიტორინგის ძირითადი მიგნებები:

✅ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 12 რეკომენდაციიდან ყველაზე რეზონანსული ხასიათის ქართული მედიასაშულებებისათვის „დეოლიგარქიზაციის“ საკითხი და „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე მუშაობის გაშუქება აღმოჩნდა. აღნიშნული საკითხი ყველაზე ხშირად და განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქა  სხვადასხვა მედიასაშუალებამ.

სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების და ხელისუფლების პოზიციის სასარგებლოდ არის მიკერძოებული, მეორე ნაწილი კი – ოპოზიციის; ტელეკომპანია „იმედმა“ ფართოდ გააშუქა ევროკავშირის რეკომენდაციების თემა. თუმცა, თავად საკითხი  ტელემაყურებლისთვის მრავალმხრივი და დაბალანსებული ფორმით არ მიუწოდებია. არხი ტენდენციური იყო ხელისუფლების მიმართ და, შესაბამისად, საკითხი ხელისუფლების პოზიციის მხარდამჭერ ტონში შუქდებოდა. ოპოზიცია კი ნახსენები იყო მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში და ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მთავარ ხელისშემშლელ აქტორად.

✅ „ტელეკომპანია პირველმა“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თემა გააშუქა დაბალი ინტენსივობით და  ცალმხრივად, სამართლიანობა მოითხოვს დავაზუსტოთ რომ ხელისუფლების, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანიაში სტუმრობაზე. არხს, კონკრეტულად, თოქშოუებში ჰქონდა მხოლოდ ოპოზიციის  მოსაზრებები, ხელისუფლების პოზიციას კი მაყურებელს  საინფორმაციო გამოშვებებში სთავაზობდა, თუმცა  ნეგატიურ კონტექსტში. „ტელეკომპანია პირველი“ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულია და  ხელისუფლების ევროინტეგრაციის პოლიტიკა შეფასებული იყო,  როგორც უარყოფითი და ქვეყნის წინსვლაში ხელისშემშლელი.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ 12 – პუნქტიანი გეგმის გაშუქებისას უფრო დაბალანსებული და ნეიტრალური ტონით გამოირჩეოდა. აშუქებდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლების მოსაზრებებს. თუმცა, ნიუსების უმრავლესობა ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა ზედაპირული  განცხადებები იყო.  საკითხების გაშუქებისას არხზე არ შეიმჩნეოდა მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მაუწყებელს შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ, ნეიტრალურად გაშუქების მცდელობები ჰქონდა,  თუმცა, ხელისუფლების პოზიციის მიმართ ტენდენციურობით და ლოიალური განწყობებით გამოირჩეოდა. ასევე, უფრო ხშირად უთმობდა დროს ხელისუფლების წარმომადგენელების პოზიციას, როგორც მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ისე პოლიტიკურ თოქ – შოუებში.

ონლაინმედიაში ნაკლებად იგრძნობოდა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია, სატელევიზიო მედიასთან შედარებით. თუმცა, შერჩეული სამი სააგენტოდან ერთი – pia.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობით, დადებითი გაშუქების ტონით, ხოლო tabula.ge ნაკლებ ინტერესს იჩენდა ზოგადად, პროცესის გასაშუქებლად და უფრო მეტად, გამოირჩეოდა გაშუქების ნეგატიური ტონით. რაც შეეხება interpressnews.geს აშუქებდა ყველა მხარის თითქმის ყველა ნიუსს. გაშუქების ტონი  უმეტესად ნეიტრალური, თუმცა ზედაპირული იყო;

✅ ონლაინმედიის ყველაზე დიდ გამოწვევად 12 რეკომენდაციაზე მუშობის პროცესის ზედაპირული გაშუქება გამოიკვეთა; მონიტორინგისთვის შერჩეული საინფორმაციო სააგენტოები ვერ ახერხებდნენ საკითხების სიღრმისეულად და მრავალმხრივად გაშუქებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს  სტრატეგიული  კვლევისა  და  განვითარების  ცენტრთან  კოორდინაციით.

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ?

ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის მედია გაშუქების მონიტორინგის ანგარიში  Read More »

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა სამაგისტრო საფეხურისთვისაც დაიწყო

3 ოქტომბერს დაიწყო 2022-2023 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სამაგისტრო კურსის მონაწილეებისთვის. სამაგისტრო საფეხურზე შერჩეული 25 მონაწილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 13 სტუდენტთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს, როგორიცაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და „კორუფციასთან ბრძოლა – საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.

პირველი სამაგისტრო კურსი, რომელსაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან არის ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში. სასწავლო კურსს კითხულობს თინათინ ხიდაშელი. ამჟამად, ქალბატონი თინა გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური მოსწრების კრედიტებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროგრამის დასრულების სერტიფიკატიც.

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კონკურსი წელსაც ტრადიციულად დიდი იყო. გამოგზავნილი იყო თითქმის 400-მდე განაცხადი. გასაუბრების პროცესი გაგრძელდა 4 დღის განმავლობაში, რომლის შედეგად შეირჩა საუკეთესო კონკურსანტები, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურებისთვის. სამაგისტრო საფეხურზე, კონკურსის შედეგად, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტიდან შეირჩა 25 მონაწილე, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამას გაივლიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 13-მა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტმა აირჩია ქალბატონი თინას საგანი.

კონკურსის წესით მოხვედრილი მონაწილეები წარმოადგენენ როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორებს. მაგალითად, არიან წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ფინანსური ინსტიტუტებიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.

2019-2020 წლებში სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში შექმნილი იყო რვა პროფესიული მოდული, რომელიც მომდევნო წლებში გარდაიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ოთხ აკადემიურ საგნად. 

კერძოდ, საბაკალავრო საფეხურისთვის – „კარგი მმართველობა და კორუფცია“, და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“, ხოლო სამაგისტრო საფეხურისთვის – „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, და „კორუფციასთან ბრძოლა – საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.


კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ, ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა სამაგისტრო საფეხურისთვისაც დაიწყო Read More »

მრგვალი მაგიდა წარმატებული სამართალწარმოების მაგალითებზე.

„სამოქალაქო იდეას“ ორგანიზებით და თბილისში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს დაფინანსებით, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, გაიმართა მრგვალი მაგიდა წარმატებული სამართალწარმოების მაგალითებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები.

მრგვალი მაგიდა ემსახურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს როლის წარმოჩენას და წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილებების ჩვენებას, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ქვეყნის განვითარების კურსი და არსებული პრაქტიკა.

შეხვედრა გახსნა მერაბ ტურავამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელმაც სასამართლოს მიერ გამოტანილ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა შორისაცაა, 2015 წელს მიღებული, მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენის საქმე, საქმეები, რომლებმაც შეცვალეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, ისაუბრეს გადაწყვეტილებებზე, სადაც სასამართლომ იმსჯელა პროცესუალურ-სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობაზე და ამასთან, იმსჯელეს საერთაშორისო გადაწყვეტილებების/მექანიზმების გამოყენებაზე საკონსტიტუციო სასამართლოში, მათი ურთიერთმიმართებისა და გამოყენების ლეგიტიმურობის საკითხებზე.

მოცემული პროექტის ფარგლებში, ამ საქმეებზე იგეგმება რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს გადაღება, სადაც მთავარი ყურადღება დაეთმობა საქმეების შინაარსს, ისტორიულ კონტექსტს და მოსამართლის/მოსამართლეების როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მრგვალი მაგიდა წარმატებული სამართალწარმოების მაგალითებზე. Read More »

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – გავლენა დემოკრატიასა და დემოკრატიის მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

„საერთაშორისო იდეას“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ მრგვალი მაგიდა – „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – გავლენა დემოკრატიასა და დემოკრატიის მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებას და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პოტენციური საფრთხეების ანალიზს სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ეროვნულმა და საერთაშორისო აქტორებმა დემოკრატიის გასაძლიერებლად, მოცემული კრიზისის პირობებში.

მომხსენებლებმა – საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვადან მიმოიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო გავლენები, მათი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაზე;

შეაფასეს, თუ რა პოტენციური საფრთხე შეიძლება დაემუქროს განვითარებადი ქვეყნების დემოკრატიებს და განსაზღვრეს ომის მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგები;

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სასწრაფო განაცხადი გააკეთა, რასაც საქართველოსა და მოლდოვას მხრიდან წევრობაზე განაცხადის გაკეთება მოჰყვა. გაკეთებული განაცხადი კიდევ ერთხელ ავალდებულებს ამ ქვეყნებს და მათ მოქმედ მთავრობებს, ევროპული სტილის დემოკრატიის დამკვიდრებას, სადაც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცული და უზრუნველყოფილია. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ეს მოვლენები, მაშინაც კი, თუ ევროკავშირში გაწევრიანება შორეულ პერსპექტივად რჩება, სამივე ქვეყნის გადაწყვეტილება ერთგვარი სიგნალია, რომ ისინი ირჩევენ პროდასავლურ კურსს და გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ ინვესტიციები დემოკრატიულ სამყაროში. თუ ამ დამანგრეველი ომისგან რაიმე დადებითი შედეგის პოვნა შეიძლება, ეს შეიძლება აღნიშნული ფაქტი იყოს.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – გავლენა დემოკრატიასა და დემოკრატიის მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. Read More »

თინათინ ხიდაშელის სტატია მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის კონფერეციის ანგარიშში

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა, მონაწილეობა მიიღო, მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – “30 წლის შემდეგ: ისევ არსებობს თუ არა პოსტ-საბჭოთა სივრცე?”. გამოქვეყნდა კონფერენციის ანგარიში, რომელშიც მოცემულია თინათინ ხიდაშელის სტატიაც:

„ქართული პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ პოლიტიკური და გეოგრაფიული ევროპა. თავად საქართველო საკუთარ თავს პოლიტიკური ევროპის ნაწილად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ის კავკასიაში მდებარეობს. საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც რუსეთი დასავლეთს ებრძვის გავლენისთვის და ცდილობს იმის ჩვენებას, რომ საქართველო მუდმივად მის მიერ დომინირებული სამეზობლოს ნაწილი იქნება. ქართველებისთვის იქმნება განცდა, რომ ევროკავშირი და ნატო „რკინის ფარდას“ აშენებს, და ქვეყნები, რომლებიც ამ ფარდის მიღმა ექცევიან, მათ საზრუნავს აღარ წარმოადგენს“. 

ანგარიშის ლინკი ?

https://www.iipvienna.com/ussr-conf-2021

თინათინ ხიდაშელის სტატია მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის კონფერეციის ანგარიშში Read More »

პროექტის „საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით და დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ დასკვნითი ღონისძიება

2021 წლის 16 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო Hilton Garden-ში, სამოქალაქო იდეამ საქართველოს რეფორმების ასოციაციასა და მედიის განვითარების ფონდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მედიაწიგნიერების პროექტის დახურვის ღონისძიებაში, რომელსაც მასპინძლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “People in Need” ჩეხეთის მთავრობისა და USAID / საქართველოს მხარდაჭერით.

გახსნითი სიტყვა ეკუთვნოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას, USAID/GEORGIA-ს მისიის ხელმძღვანელს, პეტერ ვიბლერსა და „People in Need Georgia”-ს აღმასრულებელ დირექტორს დიონ ბატერსბს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ჩინეთისა და რუსეთის მავნე გავლენები, როგორც საფრთხე დემოკრატიული პროცესისთვის საქართველოში, დეზინფორმაციის მასშტაბები, უცხოური ყალბი ამბები და პროპაგანდისტული კამპანიები Covid-19-ის პანდემიის დროს.

მოკლე ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ?

https://bit.ly/3p60Gqx

პროექტის „საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით და დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ დასკვნითი ღონისძიება Read More »

კონფერენცია „ჩინეთი: საფრთხე, თუ სტრატეგიული ალტერნატივა“.

2 დეკემბერს, სამოქალაქო იდეამ, პოლონეთის საელჩოსთან ერთად, გამართა კონფერენცია სახელწოდებით, „ჩინეთი: საფრთხე, თუ სტრატეგიული ალტერნატივა“. ღონისძიება გაიმართა პოლონეთის საელჩოში, საქართველოში. დისკუსიების დროს მომხსენებლებმა მიმოიხილეს პეკინის ჩართულობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მისი ეკონომიკური ექსპანსია, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი ჩინეთის დიდ სტრატეგიაში.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენციის დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში. სამოქალაქო იდეა, უკვე მეოთხე წელია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ჩინეთის გავლენის ოპერაციებს იკვლევს.

დღის-წესრიგი„ჩინეთი-საფრთხე-თუ-სტრატეგიული-ალტერნატივა-2

კონფერენცია „ჩინეთი: საფრთხე, თუ სტრატეგიული ალტერნატივა“. Read More »

Scroll to Top