“სამოქალაქო იდეის”და ეუთო-ს ერთობლივი ახალგაზრდული ფორუმი “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“
“სამოქალაქო იდეა” (თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი) ეუთო-ს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის ჩართულობით 6 თებერვალს გამართავს ახალგაზრდულ ფორუმს – “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“.
ფორუმის მიზანია ეუთო-ს ახალი ინიციატივის – „პერსპექტივები 20-30“ პრეზენტაცია. ეს უნიკალური პლატფორმაა საქართველოსათვის აქტუალური საკითხების განსახილველად, როგორც ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებს შორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის – როგორიცაა ეუთო, OSCE/ODIHR, გაერო, ევროკავშირი და მედია საზოგადოებას შორის.
შეხვედრას გახსნიან ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი და ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
ფორუმში
მონაწილეობენ
ეუთო-ს მოქმედი
სპეციალური
წარმომადგენელი
ახალგაზრდობისა
და
უსაფრთხოების
საკითხებში
ალბა
ბროჟკა, და 2015-2019 წლებში ეუთოს ახალგაზრდობის
საკითხებში
სპეციალური
წარმომადგენლები
სამუელ
გოდა, ანა-კატერინა დაინინგი
და
ნიკო
შერნბეკ.
ქართველი
სპიკერები:
გიორგი
კანაშვილი – მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მართვის ექსპერტი;
დავით
უსუფაშვილი
– საქართველოს
პარლამენტის
ყოფილი
თავჯდომარე;
მანანა
ქოჩლაძე
– მწვანე
ალტერნატივა;
პროფ.ბესიკ ლოლაძე
– საკონსტიტუციო
სასამართლოს
ყოფილი
მოსამართლე,
ახალგაზრდა
მომხსენებლებთან ერთად წარმოადგენენ კონფლიქტების ანალიზს,
ისაუბრებენ
სამოქალაქო
ინტეგრაციასა
და
ახალგაზრდების
მონაწილეობით
მშვიდობის
მშენებლობის
საუკეთესო
პრაქტიკაზე.
ფორუმის ფარგლებში მოხდება რეკომენდაციების შემუშავება ეუთო-ს დოკუმენტის “პერსპექტივა 20-30”-ის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იმპლემენტაციისთვის.
ფორუმი – “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, სამოქალაქო იდეას ეგიდით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.
ახალგაზრდული ფურუმი ჩატარდება 6-7 თებერვალს.