“The Dragon Dance- ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე

19 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან ერთად უმასპინძლა რიგით მეორე მედია მონიტორინგის ანგარიშის: “The Dragon Dance: ჩინეთის გავლენები ქართულ მედიასა და აკადემიაში” პრეზენტაციას თბილისში, სასტუმრო ჯინჯერში. მედია ანგარიში იკვლევს ჩინეთის პოზიციონირებას სხვადასხვა ქართულ მედიასაშუალებებში და განიხილავს სინო-ქართულ აკადემიურ პარტნიორობას. ანგარიში 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის დაკვირვებებს მოიცავს. კვლევაში თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია იყო გამოყენებული, რომელიც მოიცავდა სამაგიდო კვლევას, მედიის მონიტორინგს კონტენტ-ანალიზის მეშვეობით, შემთხვევების თვისებრივ შედარებას, ფოკუს ჯგუფებსა და სიღრმისეულ ინტერვიუებს. აღნიშნული კვლევისას მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ მედია საშუალებებზე:   მთავარი არხი, TV პირველი, საზოგადოებრივი მაუწყებელი,  POSTV , BM.ge,  Sinomedia.ge,  Sinologia.ge, SputnikGEO. 

პრეზენტაციების სანახავად გახსენით:

 მედია ლანდშაფტის მიღმა, კვლევამ შეისწავლა ჩინეთსა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების ფონზე. აღნიშნულმა პარტნიორობამ გზა გაუხსნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო თანამშრომლობისთვის, მათ შორის სტიპენდიების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების და ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის პროგრამების პოპულარიზაციას. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ტრანსფორმაციაა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტად (GIU), რაც ჩინური დაინტერესებული მხარეების მიერ მოტივირებული რებრენდინგით არის გამოწვეული.

 კვლევამ ასევე ხაზი გაუსვა Sinomedia-ს მსგავსი პლატფორმების როლს ამ საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობაში. ჩინეთის უნივერსიტეტების ქართველი კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი Sinomedia ხელს უწყობს ჩინური საგანმანათლებლო პროგრამების, კონკურსებისა და ენის კურსების პოპულარიზაციას საქართველოში. თუმცა, კვლევაში ასევე ასახულია უსაფრთხოების ის რისკებიც რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აკადემიური თანამშრომლობის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს. ანგარიში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სიფხიზლისკენ და ამ რისკების აღიარებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი ჩინეთთან პარტნიორობის დინამიკის ტენდენცია კვლავაც მზარდია. კვლევა დამატებით ასახავს სხვადასხვა ღონისძიებებსა და ინიციატივებს, როგორებიც არის საერთაშორისო კონკურსები და პარტნიორობა ჩინურ სააგენტოებთან, რაც საქართველოს აკადემიურ სექტორში ჩინეთის გავლენის გაფართოების თვალსაჩინო მაგალითია. 

სამოქალაქო იდეა მადლობას უხდის ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრსა და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს (NED) გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ანგარიში და ღონისძიების ფოტოები
Scroll to Top