20 მაისს, უკრაინის კრიზისის მედია ცენტრის (UCMC) ორგანიზებით გაიმართა ექსპერტთა დისკუსია თემაზე: „რუსეთის გავლენის ოპერაციები საარჩევნო კამპანიების დროს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (2024–2025): გაკვეთილები უკრაინისთვის“.
პანელში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს შეეხებოდა, მონაწილეობა მიიღო „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელმა. მისი გამოსვლის თემა იყო: „საქართველო: არჩევნები ხელისუფლების სცენარით“.
საერთაშორისო შეხვედრამ თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებსა და ექსპერტებს, რომელთაც იმსჯელეს რუსეთის საინფორმაციო გავლენის ოპერაციებსა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
დისკუსია სრულად:




