“სამოქალაქო იდეას” განცხადება

 “სამოქალაქო იდეას” განცხადება

ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, უმკაცრესად გმობს, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განხორციელებულ, შტურმის ოპერაციას. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება და ოფისზე შტურმი, არის პირდაპირი გალაშქრება, დემოკრატიის იმ უმცირეს ნარჩენებზეც, რაც 23 თებერვლის დილას ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა. აღნიშნული ქმედებები არ იყო არც სამართლებრივად დასაბუთებული, მას არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან და საფუძველშივე ანგრევს ქვეყნის წარმატების შანსს.

დღეს, ჯერ კიდევ არსებობს შანსი მოიძებნოს ვითარებიდან გამოსავალი, გადავარჩინოთ ქვეყანა და საბედნიეროდ ეს შანსი, სხვა ადამიანების ხელშია და მაინცდამაინც გუშინ დანიშნული, რეტროგრადი, კორუმპირებული კლანის წარმომადგენელი, ექსტრემისტი პრემიერის ხელში არ არის.

1. მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, გააცნობიეროს მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა და ცარიელი სიტყვების ნაცვლად, სახელმწიფოს ერთიანობის გარანტიის პასუხისმგებლობით განმუხტოს კრიზისი. ნიკა მელიასთან დაკავშირებული ეპიზოდი, დღეს მთლიანად მის ხელშია.

2. მივმართავთ პარლამენტში მყოფ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა და ოკუპაციის კვირეულში, განსაკუთრებით უნდა ხედავდნენ პრობლემის სიმძიმეს, უზრუნველყონ საპარლამენტო კრიზისი, ახალი არჩევნების დანიშვნის მიზნით. პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით, დღეს ამ საქმისთვის მცირედი გმირობაც საკმარისია. სამოქალაქო მშვიდობის გარეშე არ არსებობს კანონის უზენაესობა, განვითარება და პროგრესი. სამოქალაქო მშვიდობის გარეშე, კიდევ უფრო დავსუსტდებით პანდემიასთან, სიღარიბესთან ბრძოლაში და საბოლოოდ ოკუპაციის 100 წლის თავზე იგივე კითხვები დაგვრჩება პასუხგაუცემელი, როგორ დაუშვა ჩვენმა წინაპარმა ოკუპაცია.


ისტორიის უკუღმართობით, დღეს ეს არჩევანი თქვენზეა.

Scroll to Top