Civicidea

რისთვის და რამდენი ოსი გადმოდის დანარჩენ საქართველოში და რისი ეშინია ცხინვალს?!

ბოლო წლებია, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემოსაზღვრის პროცესს (ბორდერიზაციას) ფონად გასდევს საქართველოს მოქალაქეების დაკავება „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით, რაც ქართულ-რუსულ-ოსური ურთიერთობების პერიოდულ დაძაბვასა და ხშირად, შიდა ქართულ, მინი-პოლიტიკურ კრიზისებსაც იწვევს.

ათი წელი აგვისტოს ომიდან: პრაგმატული ოსები, იმედგაცრუებული აფხაზები, „არაპროგნოზირებადი“ რუსები და ჩვენ, ქართველები

2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლის თავზე საქართველო კიდევ უფრო დაშორდა აფხაზეთსა და ოსეთს, რუსეთი – საქართველოს, აფხაზეთი – დამოუკიდებლობას. ალბათ სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ნაიცონალურ პროექტს – გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი, უფრო მიუახლოვდა, ვიდრე დაშორდა. ამასთანავე, 2008 წელმა და თანმდევმა საშინაო და საგარეო პოლიტიკურმა მოვლენებმა, ერთი სიახლე ნამდვილად მოიტანა – კერძოდ, მხარეებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ კონფლიქტი განგრძობით ხასიათს ატარებს და სტატუს-კვოს კიდევ ერთხელ შესაცვლელად არავინაა მზად.

რუსული რბილი ძალა საქართველოში: შედეგები, შეზღუდვები და სამომავლო საფრთხეები

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ბევრის აზრით, ამ ცვლილებას შეეძლო, ქვეყანა დასავლური კურსიდან გადაეხვია და რუსული გავლენისაგან დაუცველი გაეხადა.

ნატო და ტერიტორიული მთლიანობის რუსეთისეული საფასური

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის ამგვარი თეზა: „ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის და ზოგადადაც, გაუგებარია, რატომ მივისწრაფვით ნატოსკენ, როდესაც მისი კარი ჩვენთვის დახურულია“; რომლის ართქმული გაგრძელებაა: „რადგან ამ საქმიდან არაფერი სახეირო არ გამოდის, ხომ არ აჯობებს, ისევ რუსეთთან გვეცადა ბედი“.პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ამ კითხვებს სვამენ, დისკუსიაში შედიან მეორე ნაწილთან, რომელიც სრულიად …

ნატო და ტერიტორიული მთლიანობის რუსეთისეული საფასური Read More »

რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში

„რბილი ძალა“ პოლიტიკურ მეცნიერებებში შედარებით ახალი ცნებაა და განვლილი საუკუნის 90-იან წლებში ფუძნდება სამეცნიერო ლიტერატურაში. რბილი ძალა ყველაზე მარტივად, ალბათ, შემდეგნაირად შეგვიძლია განვსაზღვროთ: სასურველი შედეგის მიღება არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. რბილი ძალის წარმატებით გამოყენების პრაქტიკას ძირითადად დასავლეთის ქვეყნებს უკავშირებენ, თუმცა ბოლო დროს ამ კონცეპტის განვითარებას სხვებიც ცდილობენ, მათ შორის რუსეთიც.