რუსული და ირანული გავლენები

ირანული ნავთობის კვალდაკვალ: იმპორტიორი კომპანიები და მათი პოლიტიკური კავშირები საქართველოში

“სამოქალაქო იდეამ” 2025 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, “ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა – შესაძლებლობა ირანისთვის”, ირანულენოვანი წყაროების საფუძველზე გაანალიზა და  გაშიფრა ის სქემები თუ როგორ იყენებენ ირანული ბიზნესწრეები საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო სანქციების თავიდან ასაცილებლად.

წინამდებარე კვლევა ეხება იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2022-2025 წლებში საქართველოში ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახორციელებდნენ, მათ შორის არსებულ კავშირებსა და მათ საქმიანობას.

კვლევის ძირითადი მიგნებები

ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური მონაცემებისა და დოკუმენტაციის მიხედვით,  2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა.

აღნიშნული 72 კომპანიიდან:

  • 15 კომპანია დაკავშირებულია უცხოეთის, მესამე ქვეყნების – აზერბაიჯანის, ყაზახეთის და სომხეთის, მოქალაქეებთან.
  • 10 კომპანია დაკავშირებულია ირანის მოქალაქეებთან, ხოლო ორი კომპანიის ხელმძღვანელთა ან/და მეწილეთა პარტნიორებს შორის ასევე არიან ირანის მოქალაქეები.
  • 8 კომპანია დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან, რომელთაგან სამი კომპანია სახელმწიფო ტენდერებშია გამარჯვებული.
  • 8 კომპანიასთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს გაფორმებული აქვთ კონტრაქტები, ხოლო სამი კომპანიის ხელმძღვანელ ან/და მეწილე პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო კონტრაქტების მფლობელები არიან.
  • 5 კომპანია დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველთან. კერძოდ, შპს „აისი“, შპს „იჰლას“, შპს „ბახულა მოტორსი“, შპს „ბაზა-22“, შპს და „სულფეკო“ წარმოადგენენ საქართველოში მოქმედი აიპი „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წევრ ორგანიზაციებს. აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტია ბაკურ ხუნდაძე, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” შემომწირველია.
  • 4 კომპანია არაპირდაპირი გზით დაკავშირებულია საჯარო ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – „ქართული ოცნების“ დეპუტატთან.

ანგარიში სრულად:

ირანული ნავთობის კვალდაკვალ: იმპორტიორი კომპანიები და მათი პოლიტიკური კავშირები საქართველოში Read More »

ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა – შესაძლებლობა ირანისთვის

როგორ იყენებენ ირანული კომპანიები საქართველოს, სანქციების გვერდის ასავლელად?

წარმოგიდგენთ “სამოქალაქო იდეას” ახალ კვლევას, რომელიც ირან-საქართველოს ურთიერთობების ნაკლებად გამოკვლეულ, თუმცა მეტად პრობლემურ ასპექტებს ეხება. დოკუმენტი ამხელს, თუ როგორ იყენებენ ირანელი ბიზნესმენები საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად და ირანის ისლამური რესპუბლიკის დასაფინანსებლად.

„სამოქალაქო იდეას“  მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური კავშირების ინტენსიფიკაციის პარალელურად, საქართველოში ოპერირებენ კომპანიები, რომლებიც ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სააგენტოსთან არიან დაკავშირებულნი.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ქართულ კომპანიებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ირანელ პარტნიორებთან ერთად ჩართულნი არიან სავარაუდო იარაღის კონტრაბანდასა და საეჭვო ეკონომიკურ ოპერაციებში.

უფრო ვრცლად იხილეთ სრული ანგარიში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ირან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის რისკებსა და საფრთხეებს.

ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა – შესაძლებლობა ირანისთვის Read More »

ქართული ენერგეტიკა დასავლური მხარდაჭერის გარეშე: გზა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ

“მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.” 

„ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“. 

ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, დააკნინოს წლების განმავლობაში დასავლური ინსტიტუტების მიერ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო თუ ინფრასტრუქტურულ განვითარებაში შეტანილი წვლილი. სინამდვილეში, ევროკავშირის დაფინანსებაზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ევროკავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივას ართმევს ქვეყანას, არამედ ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარების შესაძლებლობასაც. 

სამოქალაქო იდეა იწყებს ანგარიშების სერიას იმის შესახებ, თუ რას კარგავს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტით. პირველ ანგარიშში წარმოგიდგენთ ევროკავშირისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის გაწეული დახმარების ანალიზს. კვლევა ეფუძნება 2013-2024 წლებში საქართველოს მიერ განხორციებული პროექტების რაოდენობრივ და თვისებრივ ანალიზს. დაელოდეთ ჩვენს ანალოგიურ კვლევებს სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა მიმართულებების შესახებ. 

ნახეთ ანგარიში სრულად:

ქართული ენერგეტიკა დასავლური მხარდაჭერის გარეშე: გზა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ Read More »

რუსული ოკუპაცია ახლა უკვე საქართველოს საჰაერო სივრცეში: ფრენები სოხუმისკენ დასავლეთის მიერ სანქცირებულმა ავიაკომპანიებმა გახსნეს

2025 წლის 1 მაისს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი, რეგულარული ფრენები დაიწყო. 

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, UVT Aero-მ „მაღალი მოთხოვნის გამო“ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმში პირველი რეისი დაგეგმილზე ორი დღით ადრე განახორციელა. ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენები არღვევს როგორც საერთაშორისო ავიაციის სტანდარტებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს: 

UVT aero, რომელიც საერთაშორისო დონეზე სანქცირებულია და საქართველოს ოკუპაციის კანონის დარღვევით სოხუმში დაფრინავს, კვლავაც ასრულებს რეისებს დანარჩენ საქართველოშიც.

📝 ჩვენი ახალი ანგარიში აჩვენებს:

  • როგორ დაიწყო სოხუმის აეროპორტის აღდგენა 2023 წლიდან;
  • როგორ ენიჭება ფრენის ნებართვები სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს;
  • რა საფრთხეს ქმნის ეს პრეცედენტი საქართველოს სუვერენიტეტისთვის და
  • როგორ მონაწილეობს ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება საკუთარი უმოქმედობით. 

რუსული ოკუპაცია ახლა უკვე საქართველოს საჰაერო სივრცეში: ფრენები სოხუმისკენ დასავლეთის მიერ სანქცირებულმა ავიაკომპანიებმა გახსნეს Read More »

რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში

აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში, რუსული საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება, ეკონომიკური სტაბილურობა და საქართველოს სუვერენიტეტი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთი ამ ექსპანსიას სტრატეგიულ საჭიროებად მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უკრაინის თავდასხმების შედეგად მისი საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში მნიშვნელოვნად დაზიანდა. თავის მხრივ, საქართველოსა და მისი დასავლელი მოკავშირეებისთვის, მოსკოვის ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევას და რეგიონში გავლენის გაძლიერების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

ნახეთ კვლევა სრულად:

რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში Read More »

“ქართული ოცნების შემომწირველების რუსული ბიზნესები” ნაწილი II

  ორგანიზაცია, სამოქალაქო იდეამ, ამა წლის 16 ოქტომბერს წარმოგიდგინათ ფაქტები მმართველი პარტიის, რუსული ხაზინის შესახებ. კერძოდ, ჩვენს ანგარიშში ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველების უმრავლესობის უკან რუსეთის ბაზარი და რუსული ფული დგას. მათი ინტერესები ორგანულად არის დაკავშირებული მოსკოვთან და შესაბამისად, მეტი სარგებლის მიღებისთვის სწორედ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას და გაძლიერებას უჭერენ მხარს. ჩვენ ფაქტებით გაჩვენეთ თუ რამ გამოიწვია ქართული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების 73,5 პროცენტამდე ზრდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ისეთი სახიფათო ზღვარია, რომელიც კრემლის მხრიდან ბაზრის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოყენების ნებისმიერი შემდეგი რაუნდის დროს, ქართულ ეკონომიკას მორიგი კრიზისითა და ჩამოშლით ემუქრება.

  მთავარი მავნებლობა, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში განხორციელდა, ბაზრების დივერსიფიცირების ნაცვლად, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მუდმივი ზრდაა რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების (ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი და სხვები) და მათი ბიზნეს პარტნიორი შემომწირველების ხელით კეთდებოდა.

  დღეს, ამ კვლევის მეორე ნაწილი უნდა წარმოგიდგინოთ, სადაც კიდევ უფრო ტრაგიკულ შემთხვევებზე მოგიყვებით. კერძოდ, ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით იხილავთ ოცნების იმ შემომწირველების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც არა უბრალოდ ვაჭრობენ ან სხვაგვარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ კავშირებში არიან რუსეთთან, არამედ უკრაინაში „ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში“ მოხვდნენ და შესაბამისად სანქციების ქვეშ არიან.

იხილეთ კვლევის მეორე ნაწილი სრულად:

“ქართული ოცნების შემომწირველების რუსული ბიზნესები” ნაწილი II Read More »

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი

წინამდებარე ანგარიშის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენოთ, რომ მმართველი პარტია, მისი ბიზნეს ინტერესებითა და რუსული კავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და საფრთხეს წარმოადგენს. არ გაგიკვირდებათ როდესაც წაიკითხავთ, რომ ქართული ოცნების პრაქტიკულად ყველა დიდ შემომწირველს ორი რამ აკავშირებს ერთმანეთთან.

– სრული დამოკიდებულება რუსეთსა და რუსულ ბაზარზე; პრაქტიკულად ყველას აქვს ორმაგი – რუსული და ქართული მოქალაქეობა ან ჰყავს რუსეთის მოქალაქე დამფუძნებელი, თანამეწილე, ან დირექტორი.

– პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

შესაბამისად, გვსურს გაგიზიაროთ მონაცემები ქართული ოცნების ყველაზე მნიშვნელოვანი დონორების შესახებ.

შეგიძლიათ, იხილოთ ანგარიში:

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი Read More »

ტრანსპორტირების გეოპოლიტიკა: შუა დერეფანი – ტრანსკასპიის საერთაშორისო მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით

„სამოქალაქო იდეა“ გიზიარებთ ანგარიშს – „შუა დერეფანი: ტრანსკასპიის საერთაშორისო მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით.“

გეოპოლიტიკური ცვლილებების და რუსეთში გამავალი სავაჭრო მარშრუტის ჩანაცვლების საჭიროების გათვალისწინებით, ანგარიში აქცენტს აკეთებს ტრანსკასპიის საერთაშორისო მარშრუტის (TITR) აღდგენის ტენდენციაზე.

დოკუმენტში მიმოხილულია აღნიშნული ინიციატივის ეკონომიკური სარგებელი და ისეთი მთავარი მოთამაშეების როლი, როგორებიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და დასავლური ინსტიტუტები. გარდა ამისა, ანგარიშში გამოკვეთილია ის ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაც შუა დერეფნის სრული პოტენციალის რეალიზებისთვისაა საჭირო.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ სრული ანგარიში:👇

ტრანსპორტირების გეოპოლიტიკა: შუა დერეფანი – ტრანსკასპიის საერთაშორისო მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით Read More »

სამოქალაქო იდეას ანგარიში #2 “ჩინეთის მშვიდობის თამაში – უკრაინის ომის ფონზე“ 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული ანგარიში ?

სამოქალაქო იდეას ანგარიში #2 “ჩინეთის მშვიდობის თამაში – უკრაინის ომის ფონზე“  Read More »

ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში

„სამოქალაქო იდეა“ უკვე გამოქვეყნებული პუბლიკაციის – „შეუძლია თუ არა რუსეთს მეტი მეგობრისა და მხარდაჭერის პოვნა უკრაინის წინააღმდეგ ომში? ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია და რეაქციები“ – შემდეგ საზოგადოებას ახალ, ამჯერად, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ პეკინიდან მომდინარე ტაქტიკური და სტრატეგიული ნარატივების კრებულს – „ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში“ სთავაზობს.

ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში Read More »

Scroll to Top