ამბები

ნატოს დოკუმენტში მოლდოვასთან ერთად მოხსენიება არის მარცხი საქართველოსთვის – თინათინ ხიდაშელი

„ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის და ნულოვანი შედეგი“, — ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს მადრიდის სამიტის შედეგებს თბილისისთვის და დეკლარაციაში საქართველოს მოლდოვასთან დაჯგუფებას.

„დიდი პატივისცემით მოლდოვასადმი, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ჩემთვის პირადად ნატოს სამიტზე (ხაზს ვუსვამ, რომ ნატო-ზე ვსაუბრობ და არა — ევროკავშირზე) რამე ტიპის დოკუმენტი, რომელშიც საქართველო და მოლდოვა ერთად არის მოხსენიებული, არის ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის. სულ რამდენიმე წლის წინ, მოლდოვა ჰორიზონტზე არ არსებობდა [ნატოსთვის]. ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორებში, ფინეთთან და შვედეთთან ერთად. ახლა უცბად ვართ მოლდოვასთან ერთად პროგრამაში, რომელიც არ ვიცით რა არის და რომელსაც გვპირდებიან, რომ იქნება. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ აბსოლუტური ნულოვანი ჩართულობის, ნულოვანი ბრძოლის, ნულოვანი მოთხოვნის, რომელიც გააფორმა პრემიერმა ყატარში ფორუმზე, როდესაც თქვა, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე — ნატო. ამის შედეგია, რაც მივიღეთ მადრიდში. ძალიან მრცხვენია, რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩვდით“, — ამბობს ხიდაშელი.

ხიდაშელის თქმით, ნატოს არასდროს დაუსახელებია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გაწევრიანების წინაღობად და ქართული მხარის მიერ ამ „არგუმენტზე“ აპელირება რუსეთისადმი კაპიტულაციური გზავნილის გაჟღერების ტოლფასია.

თინა ხიდაშელის შეფასებით, თავისთავად ცუდი ფაქტია, რომ მადრიდის სამიტის დეკლარაციაში პირველად, 2008 წლის შემდეგ, არ არის ჩანაწერი, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საქართველოს გაწევრიანების შესახებ. თუმცა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ადასტურებს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს.

„გასაგებია, რომ იგულისხმება [რომ გადაწყვეტილება ძალაშია] და ხელისუფლება ამას იტყვის, მაგრამ როგორც წესი, არაფერი იგულისხმება ხოლმე და როგორც წესი, ბოლომდე ვიბრძვით ხოლმე ასეთი ტიპის ჩანაწერების შენარჩუნებისთვის“, — დასძინა ხიდაშელმა.

“ნეტგაზეთი“

ინტერვიუ სრულად: ?

https://netgazeti.ge/opinion/618812/?fbclid=IwAR0rXC0d7tAd0quClWMvyhRVL-4WJ2ypXC9mRGZjZFwGNqyQ54_7Dz7MMFc

ნატოს დოკუმენტში მოლდოვასთან ერთად მოხსენიება არის მარცხი საქართველოსთვის – თინათინ ხიდაშელი Read More »

სამოქალაქო სექტორი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ჩინჩალაძის ხელახალი ვადით დანიშვნას ეხმიანება

ხელმომწერი პირები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ხელახალი ვადით დანიშვნის მცდელობას და მოუწოდებენ მოსამართლეებს არ დაუჭირონ მხარი კლანური მმართველობის გამაძლიერებელ გადაწყვეტილებებს.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს ამოეწურა  სასამართლოს თავმჯდომარეობის 5 წლიანი ვადა. კანონით, სასამართლოს თავმჯდომარეს ამავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს.

სასამართლო სისტემის მიმართ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მზარდი კრიტიკის ფონზე იუსტიციის საბჭო, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოებისგან მალულად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში.  იუსტიციის საბჭომ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება დროებით დააკისრა კლანის არაფორმალურ ლიდერს, მიხეილ ჩინჩალაძეს. ამ დრომდე ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის.

მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში დანიშნულია 2007 წლიდან, მაშინ, როდესაც იმდროინდელი მთავარი პროკურორის გავლენით, მოსამართლეებზე არაფორმალური კონტროლის განხორციელების მიზნით, პროკურატურის სისტემიდან მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა რამდენიმე კაციანი ჯგუფი. 2016 წელს, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძეს ეწურებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათწლიანი ვადა, საქართველოს პარლამენტმა დასრულებული კანონპროექტი დააბრუნა ხელახლა განსახილველად  და შეიტანა მასში ცვლილება, რომელიც მორგებული იყო კონკურენციის გარეშე მიხეილ ჩინჩალაძის უვადო დანიშვნაზე. ამ ცვლილების საფუძველზე ის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა 2017 წლიდან.

2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის მოსაზრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა არის საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანად არსებობის მნიშვნელოვანი დაბრკოლება. მოსაზრებაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ პირობად აღნიშნულია მართლმსაჯულების ინსტიტუციურ ჯაჭვში სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ამ დრომდე პარლამენტს არ ჰყავს დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭში, რაც იმას ნიშნავს რომ საზოგადოება არ მონაწილეობს საბჭოს საქმიანობაში, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს. იუსტიციის საბჭოს მიერ ამ ვითარებით სარგებლობა და კლანის არაფორმალური ლიდერისთვის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივება აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ იუსტსიციის უმაღლეს საბჭოს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს:

  • მხარი არ დაუჭირონ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობზე.
  • თავმჯდომარის შერჩევის პროცესი გაიმართოს გამჭირვალედ, ინკლუზიურად, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციები ჩატარდეს საჯაროდ.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სასამართლოს გუშაგი
სამოქალაქო იდეა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ევროპულ ქართული ინსტიტუტი

სამოქალაქო სექტორი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ჩინჩალაძის ხელახალი ვადით დანიშვნას ეხმიანება Read More »

კონფერენცია- “ევროპის ახალი გეოსტრატეგიული რეალობა – არის თუ არა გაფართოება მისი ნაწილი?”

2-4 ივნისს, მიუნხენში, Bled Strategic Forum- თან თანამშრომლობით, გაიმართა კონფერენცია- “ევროპის ახალი გეოსტრატეგიული რეალობა – არის თუ არა გაფართოება მისი ნაწილი?”.

ღონისძიების მოხსენებლები იყვნენ: თინათინ ხიდაშელი- Civic IDEA-ს თავმჯდომარე,  ზორან ნეჩევი-  დემოკრატიის ინსტიტუტის  Societas Civilis Skopje – IDSCS  – უფროსი მკვლევარი და ადნან კერიმაგიჩი – ევროპული სტაბილურობის ინიციატივის უფროსი ანალიტიკოსი.

კონფერენცია ეხებოდა უკრაინაში, რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეულ ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ რეალობას. მომხსენებლებმა ისაუბრებს გაფართოების გზაზე არსებულ გამოწვევებზე და ევროპის პოლიტიკურ მომავალზე, რომელიც ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ინსტრუმენტია. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა პიტერ გრკი- ბლედის სტრატეგიული ფორუმის გენერალური მდივანი.

კონფერენცია- “ევროპის ახალი გეოსტრატეგიული რეალობა – არის თუ არა გაფართოება მისი ნაწილი?” Read More »

ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პოსტ-კოვიდური რეალობა

„სამოქალაქო იდეა“-მ გამოაქვეყნა ანგარიშის მეორე ნაწილი- “ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პოსტ-კოვიდური რეალობა”. ანგარიშში მიმოხილულია საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა აკადემიურ სივრცეში, კერძოდ, აღწერილია სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის დამყარებული თანამშრომლობები, განხორციელებული აკადემიური პროგრამები, გამოყოფილი სტიპენდიები და ა.შ. გაანალიზებულია კოვიდ პანდემიის მიერ შექმნილი რეალობა და მისი შედეგები. ამასთან, ანგარიშში მოცემულია შედარებითი ანალიზი ჩინეთის მავნე გავლენების შესახებ აკადემიაში, უცხოური ტენდენციებისა და პოლიტიკის შეფასებით.  ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ნიდერლანდების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, სერბეთის, აშშ-სა და შვედეთის შემთხვევებზე, რაც ადასტურებს, რომ ისევე როგორც, სხვა არსებითი სფეროები, აკადემიაც შესაძლოა გახდეს ექსპლუატირებული უცხოელი აქტორების მიერ.

ანგარიში ხორციელდება დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისა და თბილისში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ცენტრალური ევროპის აზიის კვლევების ინსტიტუტთან ერთობლივი თანამშრომლობით.

ანგარიში ?

ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პოსტ-კოვიდური რეალობა Read More »

ევროკავშირის კითხვარის პასუხების გასაჯაროების შესახებ

მიმართვა პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

2022 წლის 29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, გაასაჯაროოთ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები, ან წარმოადგინოთ არგუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რა საფუძველით ახდენთ  ინფორმაციის გასაიდუმლოებას. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს, როგორც ამას საქართველოსა და ევროკავშირის ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტი მოითხოვს.

ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და მასში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.

ხელმომწერი ორგანიზაციები

  1. ღია საზოგადოება საქართველო
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  4. მედიის განვითარების ფონდი
  5. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  6. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  7. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  8. უფლებები საქართველო
  9. სამოქალაქო იდეა
  10. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  11. დემოკრატიის ინდექსი საქართველო
  12. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  13. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  14. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  15. მწვანე ალტერნატივა
  16. ევროპის ფონდი
  17. საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
  18. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი
  19. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  20. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  21. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
  22. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  23. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  24. ლიბერალური აკადემია თბილისი
  25. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  26. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  27. კავშირი საფარი
  28. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  29. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  30. ღია სივრცე კავკასია

ევროკავშირის კითხვარის პასუხების გასაჯაროების შესახებ Read More »

„სამოქალაქო იდეა“ დაესწრო ონლაინ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ჩინეთის ინდექსის ვებსაიტის პრეზენტაციას.

25 აპრილს, „სამოქალაქო იდეა“ დაესწრო ონლაინ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ჩინეთის ინდექსის  ვებსაიტის პრეზენტაციას.

ჩინეთის ინდექსის კითხვარი შემუშავდა ჩინეთის კვლევების სამეცნიერო კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად. ინდექსი ფოკუსირებულია  ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის გავლენების კვლევაზე შემდეგ სფეროებში: მედია, საგარეო პოლიტიკა, აკადემია, ადგილობრივი პოლიტიკა, ეკონომიკა, ტექნოლოგია, საზოგადოება, სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოები.  კითხვარი გამოყოფს იმ კონკრეტულ ინდიკატორებს, რომლებიც აფასებენ  ქვეყნებში ჩინეთის გავლენებს კონკრეტული სფეროების მიხედვით. „სამოქალაქო იდეა“ თანამშრომლობდა საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა გეოგრაფიული რეგიონებიდან და ტაივანის ანალიტიკურ ცენტრ “Doublethinklab”-ის ზედამხედველობით, მოიცვა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონები.  საბოლოოდ, „Doublethinklab“-მა შეძლო პროექტის საპილოტე გამოცემაში ჩინეთის გავლენების ჩვენება 38 ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:  https://china-index.io/

„სამოქალაქო იდეა“ დაესწრო ონლაინ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ჩინეთის ინდექსის ვებსაიტის პრეზენტაციას. Read More »

თინათინ ხიდაშელი გადაცემა რეალური სივრცე

? “დასავლეთი არის ქართული სახელმწიფოს მეგობარი. 11 აპრილი ზუსტად ამისი მაგალითია, რომლისთვისაც არაფერი გაგვიკეთებია დღეს, მაგრამ ჩვენ მივიღებთ კითხვარს ზუსტად ისე, როგორც მიიღო უკრაინამ. ზუსტად იმიტომ, რომ ისინი საქართველოს მეგობრები არიან და ჩვენ, ქვეყანა, ვახერხებთ ჯერჯერობით, ვაჩვენოთ სხვაობა, რომ ეს ქვეყანა არ არის ღარიბაშვილი.“ – თინათინ ხიდაშელი გადაცემა რეალური სივრცე.

თინათინ ხიდაშელი გადაცემა რეალური სივრცე Read More »

საქართველოს საგარეო ვალის პოლიტიკა: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბანკი საქართველოს მთავარ კრედიტორებს შორის

სამოქალაქო იდეა საქართველოს საგარეო ვალების პოლიტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. ირკვევა, რომ საქართველო კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუციისგან, თუ პირდაპირ სახელმწიფოებისგან კრედიტების აღებას. ქვეყნის ორ მთავარ კრედიტორს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენენ. 2021 წლის 21 სექტემბერს, აზიის განვითარების ბანკმა (ADB), ოფიციალურად განაცხადა, რომ ის საქართველოს მთავრობას 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის გაძლიერებას. 2021 წლის 24 სექტემბერს, ADB–მ უკვე დაამტკიცა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოს ვაქცინაციის პროგრამების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზიის განვითარების ბანკის ეს გადაწყვეტილება სულ რაღაც სამი კვირით უსწრებს, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის 75 მილიონი ევროს დახმარების პროგრამაზე უარს. 2021 წლის 31 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად განაცხადა რომ, საქართველომ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან დამატებითი დახმარება არ იყო საჭირო.

ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ იღებს საქართველოს ხელისუფლება ვალს აზიის განვითარების ბანკისა ან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან და უარს ამბობს ევროკავშირის სესხზე მაშინ, როდესაც მათი მომსახურება ევროკავშირთან შედარებით ორჯერ ძვირია? ჩვენ შემოგთავაზებთ თანმიმდევრულ ისტორიას იმის თუ როდის, რატომ და რა პირობებით გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ იმ ბანკთან თანამშრომლობა, რომელიც 2016 წელს დაარსდა.

საქართველოს საგარეო ვალის პოლიტიკა: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბანკი საქართველოს მთავარ კრედიტორებს შორის Read More »

ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში

„სამოქალაქო იდეა“ უკვე გამოქვეყნებული პუბლიკაციის – „შეუძლია თუ არა რუსეთს მეტი მეგობრისა და მხარდაჭერის პოვნა უკრაინის წინააღმდეგ ომში? ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია და რეაქციები“ – შემდეგ საზოგადოებას ახალ, ამჯერად, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ პეკინიდან მომდინარე ტაქტიკური და სტრატეგიული ნარატივების კრებულს – „ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში“ სთავაზობს.

ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში Read More »

მრგვალი მაგიდა წარმატებული სამართალწარმოების მაგალითებზე.

„სამოქალაქო იდეას“ ორგანიზებით და თბილისში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს დაფინანსებით, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, გაიმართა მრგვალი მაგიდა წარმატებული სამართალწარმოების მაგალითებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები.

მრგვალი მაგიდა ემსახურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს როლის წარმოჩენას და წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილებების ჩვენებას, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ქვეყნის განვითარების კურსი და არსებული პრაქტიკა.

შეხვედრა გახსნა მერაბ ტურავამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელმაც სასამართლოს მიერ გამოტანილ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა შორისაცაა, 2015 წელს მიღებული, მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენის საქმე, საქმეები, რომლებმაც შეცვალეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, ისაუბრეს გადაწყვეტილებებზე, სადაც სასამართლომ იმსჯელა პროცესუალურ-სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობაზე და ამასთან, იმსჯელეს საერთაშორისო გადაწყვეტილებების/მექანიზმების გამოყენებაზე საკონსტიტუციო სასამართლოში, მათი ურთიერთმიმართებისა და გამოყენების ლეგიტიმურობის საკითხებზე.

მოცემული პროექტის ფარგლებში, ამ საქმეებზე იგეგმება რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს გადაღება, სადაც მთავარი ყურადღება დაეთმობა საქმეების შინაარსს, ისტორიულ კონტექსტს და მოსამართლის/მოსამართლეების როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მრგვალი მაგიდა წარმატებული სამართალწარმოების მაგალითებზე. Read More »

Scroll to Top