ამბები

სამოქალაქო იდეა ქართველ პარტნიორებთან ერთად GRASS, MDF და DFRLab მონაწილეობს “Georgia Watch Briefing” (საქართველოს გუშაგი) ბიულეტენის შექმნაში.

ძვირფასო მეგობრებო, სამოქალაქო იდეა ქართველ პარტნიორებთან ერთად (საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab)) მონაწილეობს “Georgia Watch Briefing” (საქართველოს გუშაგი) ბიულეტენის შექმნაში, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაცია „ევროპული ღირებულებების“, თქვენთვის შესაძლოა უკვე ნაცნობი პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში. ამ ბიულეტენის (გამოიცემა ყოველ ორ კვირაში ერთხელ) ძირითადი ამოცანაა მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და სამოქალაქო სექტორის აქტივობების შესახებ, რაც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება.

იხილეთ გამოცემები 👇

სამოქალაქო იდეა ქართველ პარტნიორებთან ერთად GRASS, MDF და DFRLab მონაწილეობს “Georgia Watch Briefing” (საქართველოს გუშაგი) ბიულეტენის შექმნაში. Read More »

მეხუთე ვებინარი „ლიბერალური შეხედულებები და პასუხები COVID-19-ის კრიზისზე. როგორ ვიცხოვროთ დიდ მეზობელთან?“

13 მაისს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მეხუთე ვებინარს სახელწოდებით „ლიბერალური შეხედულებები და პასუხები COVID-19-ის კრიზისზე. როგორ ვიცხოვროთ დიდ მეზობელთან?“ ვებინარის სპიკერები იყვნენ: გიორგი კანაშვილი – ლელო საქართველოსთვის, სამოქალაქო იდეის უფროსი მრჩეველი;

იულიუს ფონ ფრიტაგი – ლორინგჰოვენი – რუსეთისა და ცენტრალური აზიის პროგრამების ხელმძღვანელი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, რუსეთი;

აჰმად ალილი – კავკასიის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CPAC) ხელმძღვანელი, აზერბაიჯანი;

ინესე ვოიკა – სეიმის წევრი, ლატვია.

ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/2zp7uZ0

მეხუთე ვებინარი „ლიბერალური შეხედულებები და პასუხები COVID-19-ის კრიზისზე. როგორ ვიცხოვროთ დიდ მეზობელთან?“ Read More »

Do we have 27 different policies, or one United European Front?

6th week in a row and another discussion about pandemic responses. On Wednesday, at 12 Tbilisi Time view form Netherlands, Finland, Germany, Turkey, Georgia and with the expertise of GMF from Brussels about EU policies.
Do we have 27 different policies, or one United European Front?
register at
https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_xpPYh4UCTn2VXS2LudFh_w

Do we have 27 different policies, or one United European Front? Read More »

მეოთხე ვებინარი „COVID19 -ის კრიზისი. ლიბერალური შეხედულებები და პასუხები ბრიტანეთისა და აშშ-ს მაგალითზე.“

6 მაისს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მეოთხე ვებინარს სახელწოდებით „COVID19 -ის კრიზისი. ლიბერალური შეხედულებები და პასუხები ბრიტანეთისა და აშშ-ს მაგალითზე.“ ვებინარის სპიკერები იყვნენ: ელჩი თედო ჯაფარიძე – ყოფილი დეპუტატი და საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველო; ელჩი ჯონ ჰერბსტი – ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ატლანტიკური საბჭო; გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯსი – ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილი სარდალი, CEPA– ს სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე; დოქტორი ნილ მელვინი – RUSI-ის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დირექტორი; ჯეიმი კირჩიკი – აშშ-სა და ევროპის მკვლევარი ბრუკინგსის ცენტრში; ჰითერ კონლი – CSIS-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის, ევრაზიისა და არქტიკის საკითხებში.

ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/3fUVsaf

მეოთხე ვებინარი „COVID19 -ის კრიზისი. ლიბერალური შეხედულებები და პასუხები ბრიტანეთისა და აშშ-ს მაგალითზე.“ Read More »

V Webinar by Civic IDEA, in English COVID 19 – How to live with a big neighbor?

This is V week and we meet again to discuss challenges of COVID-19. This time with the neighbors of Russia.
V Webinar by Civic IDEA, in English
COVID 19 – How to live with a big neighbor?
Please Register on Zoom and join us
May 13, 10:00 AM CET; 12:00 Georgia Time
https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_t5rP_DGMQEWHBSHyZciyfw
Webinar in English

V Webinar by Civic IDEA, in English COVID 19 – How to live with a big neighbor? Read More »

The fourth webinar on the challenges of COVID-19. Experts from the US and the UK.

The fourth webinar on the challenges of COVID-19.
Experts from the US and the UK.
IV Webinar by Civic IDEA, in English
COVID 19 – Responses from Democracies: US & UK
register / Register and join us
May 6, 6:00 p.m.
https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_4PrDdXVxRIGczU9k8Hq5BQ
Webinar in English

The fourth webinar on the challenges of COVID-19. Experts from the US and the UK. Read More »

მესამე ვებინარი „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე: გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითები. რა ხდება ჩინეთთან მიმართებაში?“

29 აპრილს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მესამე ვებინარს სახელწოდებით „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე: გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითები. რა ხდება ჩინეთთან მიმართებაში?“

ვებინარის სპიკერები იყვნენ: ფილიპ ჟირუსი – სინოლოგი, Sinopsis.cz მკვლევარი, პრაღა; ეკა აკობია – კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი; საქართველო; მარტინ ჰალა – Sinopsis.cz დირექტორი; დიდი კირსდენ ტატლოუ -გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი თანაშემწე, ბერლინი.

ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/3datbui

მესამე ვებინარი „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე: გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითები. რა ხდება ჩინეთთან მიმართებაში?“ Read More »

მეორე ვებინარი „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე. უწევენ თუ არა კაპიტალიზაციას რუსეთი და ჩინეთი COVID19 -ის კრიზისს?“

22 აპრილს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მეორე ვებინარს სახელწოდებით „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე. უწევენ თუ არა კაპიტალიზაციას რუსეთი და ჩინეთი COVID19 -ის კრიზისს?“

ვებინარის სპიკერები იყვნენ: გიორგი კანაშვილი – სამოქალაქო იდეის უფროსი მრჩეველი; ივანა კლიმპუშ-ცინცაძე – საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში; კეიტ პენტუს-როსიმანსუსი – ესტონეთის პარლამენტის წევრი; კერსტინ ლუნდგენი – რიკსდაგის სპიკერის მოადგილე; ემილ კირჯასი – „ლიბერალ ინტერნაციონალ“-ის ყოფილი გენერალური მდივანი; ანდრეი პივოვაროვი – “ღია რუსეთი”.

ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/2YBTIwE


მეორე ვებინარი „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე. უწევენ თუ არა კაპიტალიზაციას რუსეთი და ჩინეთი COVID19 -ის კრიზისს?“ Read More »

ქართული პოლიტიკური სისტემის კრახი კოვიდ-19-თან ბრძოლის ველზე

COVID -19-ის კრიზისის პიკური მდგომარეობის გადავლისა და აფთიაქების დახლებზე წამლის გამოჩენის შემდეგაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იგი დარჩება ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად.

დღეს ყველანი ადვილად ვთანხმდებით, რომ მსოფლიო ომშია. ჩვენ ყველანი, ყველა კონტინენტზე, საბრძოლო თეატრის შუაგულში ვართ. ჩვენს თვალწინ ჩვენი მონაწილეობით მიმდინარეობს ომი უხილავ მტერთან, თან ისე, რომ გამყოფი ხაზი “წითლებსა” და “თეთრებს” შორის გავლებული არ არის. თითქოს ყველანი, მთელი კაცობრიობა, ფრონტის ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ, ვინაიდან მეორე მხარეს უხილავი ბოროტი მტერია, რომელმაც არაფერი იცის ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ ან ეკონომიკურ განსხვავებებსა და ინტერესებზე და ყველა შემხვედრს ერთნაირად უტევს. ამასთანავე, პერიოდულად სახესა და ზნეს იცვლის უფრო მეტი დამანგრეველი ეფექტისთვის.

ტრადიციული ომის შესაბამისად: ადამიანები მასობრივად იღუპებიან, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ნადგურდება, მსოფლიო საზოგადოებაში დიდი პანიკა და იდეოლოგიური კრიზისია, არეულია სწორისა და არასწორის, ლეგიტიმურისა და არალეგიტიმურის განმასხვავებელი ნიშნები. ყველაფერი უფრო დიდი მიზნის, სიცოცხლის გადარჩენის, არგუმენტითა და ამოცანით “პრავდება”. შესაბამისად, ზუსტად ისე, როგორც დიდი, გამანადგურებელი ომის დროს, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული პროცედურები, ძალისა და შეზღუდვების ლეგიტიმური გამოყენების მართვა და საინფორმაციო სივრცის თავისუფლება და მიუკერძოებლობა თითქოს მეორეხარისხოვანი ხდება.

სწორედ ამიტომ, მაღალია ხელისუფლების ცდუნება გაიმარტივოს ყოფა და ერთი ხელის მოსმით აღკვეთოს, შეზღუდოს, დახუროს ყველაფერი, რაც იმწუთიერი კატასტროფის გამომწვევად მოეჩვენება. ცოტა უფრო გონიერი და ანგარიშვალდებული ხელისუფალი პირველი შოკიდან გამოსვლის შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილებების შეცვლას, რეალობასთან შესაბამებას და საკუთარი ამომრჩევლისგან წამოსული წუხილების მოსმენას იწყებს; მასზე კიდევ უფრო გონიერი და ანგარიშვალდებული ხელისუფალი კი, დამატებით, დღევანდელი პრობლემების გრძლევადიანი კატასტროფის პრიზმაში ანალიზს შეუდგება.

ჩემი ქვეყანა, საქართველო, ბევრის აზრით, დღეს COVID-19-თან ბრძოლის პოზიტიურ მაგალითად ითვლება. ამ იდეის ავტორებისა და მომხრეების მთავარი იარაღი სტატისტიკაა. საქართველოს მსოფლიო დემოკრატიებს შორის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, როგორც ინფიცირების, ასევე ლეტალური შედეგის თვალსაზრისით. ახალი ვირუსით პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) თითქმის ორი თვის შემდეგ ქვეყანას 411 ინფიცირებული და მხოლოდ 5 გარდაცვლილი ჰყავს. ასევე მართალია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებმა – როგორც ექიმებმა, ასევე მენეჯერებმა – მაღალი პროფესიონალიზმი, კრიზისში მოქმედებისა და კომუნიკაციის მაღალი კლასი და დიდი გამძლეობის მაგალითი მოგვცეს ყველას.

თუმცა, თუკი მოვლენების განვითარებას ქვეყნის გრძელვადიანი და წარმატებული განვითარების პერსპექტივით შევხედავთ, ვითარება არცთუ სახარბიელოა.

მთავარი კითხვაც სწორედ აქ დგება. რა არის ამ დროს წარმატება? როგორ უნდა გავზომოთ? რა არის მთავარი მახასიათებელი? ის ერთკომპონენტიანია, – რამდენი ინფიცირებული და გარდაცვლილი გვყავს დღეს და რომელ საფეხურზე ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რუკაზე, – თუ მრავალკომპონენტიანია და სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხით, მომავლის პრიზმაში უნდა გავზომოთ?

ვფიქრობ, სწორი პასუხი სწორედ მეორეა. წარმატება ვირუსთან ომის მოგებაა და არა ექსკლუზიურად დღევანდელი ბრძოლის, რომელიც პოზიტიური ჯანდაცვის დინამიკაში გამოიხატება.

საქართველო, ავად თუ კარგად, კონსტიტუციური დემოკრატიაა, სადაც -,მათ შორის საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებისთვისაც – დემოკრატიული წესები არსებობს. ქვეყნის დემოკრატიული მდგრადობა სწორედ ჟამიანობის დროს იწრთობა და ფასდება. ჩვენმა პოლიტიკურმა სისტემამამ მხრივ, ჯერჯერობით სრული კრახი განიცადა.

საქართველოში პირველი მსხვერპლი გაღებულია. კონსტიტუციური, სრულიად მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად და მის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა ზუსტად დაედგინა მთავრობის მოქმედების საზღვრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. კონსტიტუცია ასევე პირდაპირ მოითხოვს, რომ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს მუდმივი სხდომის რეჟიმში იყოს, რაზეც ასევე უარი თქვეს ხალხის წარმომადგენლებმა და სრულიად უკონტროლო ძალაუფლება გადასცეს პრემიერსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას.

პარლამენტის მიერ, ნებაყოფლობით და კონსტიტუციური მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მმართველობაზე უარის თქმის პირობებში, აბსოლუტურად იდენტურად იქცევა პრემიერ-მინისტრიც. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არც ერთ ეტაპზე ის პარლამენტში არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად ითვლება. უფრო მეტიც, ერთთვიანი კრიზისის შემდეგ შეზღუდვების გაგრძელების თხოვნით პარლამენტში პრემიერის ნაცვლად პოლიტიკური პასუხისმგელობისგან თავისუფალი მისი აპარატის უფროსი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატებისთვის უსიტყვო და უპირობო მხარდაჭერა ეთხოვა. პარლამენტი კი ისე მისცემს თანხმობას, რომ არც ერთი სიტყვა არ მოუსმენია იმაზე, ამ ერთი თვის მანძილზე როგორ გააუმჯობესა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ქვეყანამ, ან რა ზომები გაატარა მთავრობამ ეკონომიკის გადასარჩენად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს იმ ერთ თვეში, რომელიც დღეს დამატებით მოითხოვა.

დემოკრატია, პირველ რიგში, ანგარიშვალდებულებას, თავისუფალ დებატებს, დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემას ნიშნავს. ამისთვის სახელმწიფოებმა პარლამენტები მოიგონეს. ხალხის წარმომადგენლები ყველა კრიტიკულ მომენტში აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ხალხის სახელით ანგარიშს ისმენენ, გეგმებს ითხოვენ, დეტალებს აზუსტებენ და არკვევენ. პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუკი დემოკრატიული პროცესი შეჩერებულია, თუკი ადამიანის უფლებების შეზღუდულია და ქვეყანა ომშია. ამ დროს გაცილებით მაღალია პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებების სტანდარტი.

ამის ნაცვლად, პრემიერი ან რომელიმე სხვა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი პირი, საერთოდ უარს ამბობს საჯარო პროცესში მონაწილეობაზე, თავს არიდებს დისკუსიას და კრიტიკულ კითხვებს, უარს აცხადებს პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე. უფრო მეტიც, პროცესს კანონმდებლობით დადგენილი წესის უგულებელყოფით, ნაცვლად კოლექტიური და მეტ-ნაკლებად წარმომადგენლობითი უსაფრთხოების საბჭოსი, გაუგებარი სამართლებრივი სტატუსის მქონე შტაბით მართავს, რომელსაც თავის მხრივ, არავითარი კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა ან ანგარიშვალდებულება არა აქვს ვინმეს წინაშე, გარდა მხოლოდ თავად პრემიერისა.

საქართველოში ხელისუფლება სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად თავს არიდებს ფართო დისკუსიას სხვა, ზუსტად ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ვირუსის გავრცელების პრევენციაა, თუმცა არც პრევენციულ ღონისძიებებზე ამბობს რამეს. იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი “თვითდათხოვნაშია”, მსგავსი დისკუსიის ფორმატი და ადგილიც გაფერმკრთალებულია.

საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც დღეს ქვეყნის პარლამენტში დისკუსია უნდა ყოფილიყო, ვრცელია:

  • რა გააკეთა ქვეყნის მთავრობამ ამ ერთი თვის მანძილზე საავადმყოფოების უკეთ აღჭურვისთვის?
  • კრიზისის შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემის მეტი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად?
  • ვირუსის მეტი პრევენციისთვის, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ ჩვენი, თითოეული ადამიანის კეთილგონიერებაზე არ იქნება დამოკიდებული?
  • რა გააკეთეს სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის?
  • სახლში დარჩენილი მოქალაქეების შემოსავლის წყაროს დივერსიფიკაციისთვის?
  • საგანგებო მდგომარეობის რომელი აკრძალვები იყო არასაჭირო და, შესაბამისად, სასწრაფოდ გასაუქმებელი?
  • სად გადის ზღვარი პრევენციისა და ხელისუფლების შიშებით გამოწვეულ აკრძალვებს შორის?
  • როგორ უნდა განახლდეს პოლიტიკური კალენდარი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ?
  • ქვეყანაში ინიცირებული იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შუა გზაში გაჩერდა, როგორია გეგმა “ბ” ან “გ” ამ პროცესის დასრულების და მის საარჩევნო კალენდართან მორგების ნაწილში? და მრავალი, მრავალი სხვა.

ამ ომს ზუსტად მაშინ წავაგებთ, თუკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი ნაგვის ურნაში გადაიყრება, თუკი უარს ვიტყვით რეფორმებზე, რომლებიც ვირუსის წამალზე არანაკლებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, და უარს ვიტყვით დემოკრატიულ მმართველობაზე.

მაგალითად, საქართველოში დღეს კვლავაც მუშაობს საკვები პროდუქტების სახლში გამოძახების სერვისი, თუმცა ისევ დახურული და აკრძალულია ასევე სახლში გამოძახებით მომსახურების ყველა სხვა ანალოგიური სერვისი ტექნიკისა ან სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროების მაღაზიებიდან; დაშვებულია იურიდიული მომსახურება, მაგრამ რატომღაც აკრძალულია ყველა სხვა საკონსულტაციო ან მსგავსი მომსახურება, რომელიც ასევე უკონტაქტო ფორმით შეიძლება განხორციელდეს, მაგალითად, საბუღალტრო საქმიანობა; ბოლო დრომდე შეჩერებული იყო სანოტარო მომსახურება და სხვა. არც რაციონალური ან რამე დასაბუთებული ახსნის ვალდებულებას გრძნობს პრემიერი და არც პარლამენტი მოითხოვს ამას. ამასობაში, ასე აუხსნელად და დაუსაბუთებლად ადამიანებს ერთმევათ შემოსავალი შეზღუდვებით, რომელიც მათ სიცოცხლის გადარჩენასთან ან ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებთან არავითარ კავშირში არ არის.

კიდევ ერთხელ, დასკვნისთვის: ადვილია პოლიციურ სახელმწიფოში ნებისმიერი შემოტევის მოგერიება და ბრძოლის მოგება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, პოლიციური სახელმწიფო ომიდან ყოველთვის დამარცხებული გამოდის.

დემოკრატული პროცესი კი სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ უმძიმეს და მტკივნეულ რეფორმებზე, რომლებიც პოსტ-COVID-19-ის პერიოდში იქნება გასატარებელი, კონსენსუსი შედგეს და ყველას ძალისხმევით, ერთად მოვიგოთ ომი.

ვტორი: თინათინ ხიდაშელი

https://bit.ly/3atANWX

ქართული პოლიტიკური სისტემის კრახი კოვიდ-19-თან ბრძოლის ველზე Read More »

COVID19 -ის კრიზისის უსაფრთხოების გამოწვევებზე პირველი ვებინარი.

15 აპრილს სამოქალაქო იდეამ COVID19 -ის კრიზისის უსაფრთხოების გამოწვევებზე პირველ ვებინარს უმასპინძლა. ვებინარის სპიკერები იყვნენ თედო ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; ედვინას კერძა, ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ვონდრა, ევროპარლამენტის წევრი, ჩეხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომან იაკიჩი, სლოვენიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის და სებასტიან ვახტი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის უსაფრთხოების ჰაბის ხელმძღვანელი.

ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/2ze7tqp

COVID19 -ის კრიზისის უსაფრთხოების გამოწვევებზე პირველი ვებინარი. Read More »

Scroll to Top