ბლოგი

ცესკოს კონტრაქტორი კომპანიის „სმარტმატიკის“ საერთაშორისო სკანდალები

ქრთამის აღების შემთხვევებიდან დაწყებული ხმების გაყალბებამდე: რა ბრალდებებს უყენებენ ქვეყნები საარჩევნო ტექნოლოგიის დამამზადებელ კომპანიას „SMARTMATIC“?

სრულად:

ცესკოს კონტრაქტორი კომპანიის „სმარტმატიკის“ საერთაშორისო სკანდალები Read More »

რა კავშირი აქვს ანაკლიის პოტენციურ ჩინურ ინვესტორს სერბეთში მომხდარ ინციდენტთან, რომელიც 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა

ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პოტენციური კერძო პარტნიორია, მორიგ საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. სერბეთში კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ რკინიგზის სადგურში მომხდარ ინციდენტს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

შეგიძლიათ, იხილოთ სრული სტატია:

რა კავშირი აქვს ანაკლიის პოტენციურ ჩინურ ინვესტორს სერბეთში მომხდარ ინციდენტთან, რომელიც 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა Read More »

ბრესტიდან სამხრეთ-ჩინეთის ზღვამდე: ჩინეთის საიდუმლო როლი რუსეთ-უკრაინის ომში

ვიდრე უკრაინაში კონფლიქტი მწვავდება, სულ უფრო მეტად იჩენს თავს ისეთი სახიფათო  ალიანსი, რომელსაც საერთაშორისო წესრიგის გარღვევა შეუძლია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა (ჩსრ) და რუსეთს შორის არსებული სამხედრო პარტნიორობა, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, მძიმე შეშფოთების საგანი ხდება შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის

ამ დახმარებამ რუსეთს საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა სამხედროსამრეწველო ბაზა, შეენარჩუნებინა ომის მსვლელობა. ასე რომ, ეს უნდა შეწყდეს,

აშშ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

    ეჭვები რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩინეთის პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ისედაც არსებობდა. დავის და განსჯის საგანი იყო ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევის საკითხი. თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამსხვრია  მითი, რომ ჩინეთი უშუალოდ არ მონაწილეობს რუსეთუკრაინის ომში. ჩსრის მთავრობა რუსეთს გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო დახმარებას აწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია  მუდმივად უსვამს ხაზს საკუთარ ფსევდონეიტრალურ პოზიციას.

მითების მსხვრევა –  ანუ, ჩინეთის სრულმასშტაბიანი ჩართულობა უკრაინის ომში

ჩინეთის ჩართულობა რუსეთუკრაინის ომში მრავალმხრივი იყო, მიუხედავად პეკინის ფსევდონეიტრალიტეტისა. ბოლო პერიოდის დოკუმენტები კიდევ უფრო კომპლექსურ სიტუაციას ასახავს. როგორც აღმოჩნდა, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გახანგრძლივების მიზნით ჩინური კომპანიები რუსეთს უკვე დიდი ხანია, რაც უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ დახმარებას ევენ. მაგალითად, BelPol-ის მიერ მოპოვებული მასალები აჩვენებს, რომ შენჭენში დაფუძნებულმა სამხედრო მიმწოდებელმა კომპანიამ “Green Cycle Energy-ბელორუსის სახელმწიფო თავდაცვის

კონტრაქტორ BelOMO Holding-,  სწორედ, ის აუცილებელი კომპონენტები მიაწოდა, რითაც  ლაზერით მართვადი ბომბები და სამხედრო რაკეტები მზადდება. ტრანზაქცია, რომელიც  აშშ ფინანსთა სამინისტროს მიერ BelOMO- დასანქცირების შემდეგაც გაგრძელდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩინური კომპანიები, მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა, მაინც აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებას. რუსეთის არმიისადმი ჩინეთის მხარდაჭერა იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ლოჯისტიკური კომპონენტების მიწოდების ქსელი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინური კომპანიები აქტიურად ამარაგებენ ბელორუსულ სამხედრო საწარმოებს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სამხედრო მიზნებს ემსახურება. მაგალითად, ჩინურიMorotack (Tianjin) Technology” კრიტიკულ კომპონენტებს აწვდის ბელორუსულ BelOMO-. ხოლო, სანკტპეტერბურგში დაფუძნებული .. “Precision Laser Systems” ახორციელებს ლაზერული ნაწილების[1] (რომელთა შორისაა ჩინური წარმოების ლაზერული დიოდები) ექსპორტს ბელორუსში. ყოველივე ეს  ჩინეთისა და რუსეთის თავდაცვის სექტორებს შორის კავშირების აშკარა გაღრმავებას ამტკიცებს.

ჩინეთი აგრძელებს რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, რის წინააღმდეგაც აშშ მას მკაცრად აფრთხილებდა. სინამდვილეში, მსგავსი ლოჯისტიკური კომპონენტების მიწოდება, შესაძლოა, იმდენადვე, ფასეული იყოს, რამდენადაც თვითონ საომარი იარაღისა.

აშშ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

ამას გარდა, რუსეთი უკრაინასთან ომის შედეგად მიღებულ გამოცდილებას უზიარებს  ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას (ჩსა), რაც შეშფოთების კიდევ ერთი საგანი გახლავთ დასავლეთისთვის და ლეგიტიმურს ხდის აშშის ოფიციალური პირების შიშებს იმის შესახებ, რომ ჩსა შეუძლია, აითვისოს რუსული სამხედრო ტაქტიკა და კონტრზომები, რაც წაადგება აშშსა და მის მოკავშირეებთან ინდოწყნარი ოკეანის რეგიონის შესაძლო კონფლიქტშიამ შეშფოთებას აძლიერებს ჩსა მონაწილეობა რუსეთთან და ბელორუსთან ერთობლივ წვრთნებში, კერძოდ, ზემოხსენებული Eagle Assault-2024 მანევრებში ბრესტის მახლობლად. როგორც უკვე ვთქვით, მიუხედავად მისიანტიტერორისტული იარლიყისადა მძევლების გადარჩენის  საბაბისა, წვრთნები აღიქმება, როგორც სამხედრო ძალების ერთგვარი სადემონსტრაციო შოუ ნატოს წინააღმდეგ.

ლოჯისტიკური დახმარების გარდა, არსებობს ჩინეთისა და რუსეთის თავდაცვით ძალებს შორის ტაქტიკური თანამშრომლობის მტკიცებულება რომ რუსეთი ჩინეთს უზიარებს საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციას, რაც, შესაძლოა, დასავლური შეიარაღების სისტემის მოწყვლადობის მიზეზი გახდეს. სადაზვერვო ინფორმაციის ამგვარი მიმოცვლა შეშფოთების საგანია აშშსა და მისი მოკავშირეებისთვის, რადგან ამ ფაქტორმა, შესაძლოა, მომავალ კონფლიქტებში სამხედრო ტექნოლოგიების ეფექტურობა მნიშვნელოვნად შეამციროს. აშშ და ევროპის ქვეყნები კი, უფრო და უფრო ცდილობენ სანქციების გამკაცრებას და დაინტერესებულ ჩინურ კომპანიებზე მონიტორინგის გაძლიერებას.


[1] ლაზერული იარაღი იყენებს სინათლის კონცენტრირებულ სხივებს სამიზნეების მიზანში ამოსაღებად და დასაზიანებლად, რაც უზრუნველყოფს ზუსტი და უფრო მაღალი ინტენსივობით სამხედრო ობიექტის ან სუბიექტის განადგურებას.

წვრთნები ბელორუსში: რატომ არის მნიშვნელოვანი?

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ჩინეთი სამხედრო თანამშრომლობას სულ უფრო ააქტიურებს რუსეთის მოკავშირე ბელორუსთანაც, რაც საუკეთესოდ გამოჩნდა, ქალაქ ბრესტთან 8 ივლისს ჩინეთისა და ბელორუსის ჯარების მონაწილეობით, ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წვრთნებით,  რომელიც 11 დღე გრძელდებოდა. ნიშანდობლივია, რომ წვრთნები პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მიმდინარეობდა, ვაშინგტონში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინა დღეს. არავინ დავობს, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი ძალის დემონსტრირება და მუქარა იყო.ბელორუსის შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილის თქმით, ეს მანევრები იყო ერთგვარი პასუხი დასავლეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უკრაინის პროვოკაციების წინააღმდეგ. წვრთნები ხაზს უსვამს ჩსრის სტრატეგიულ მიზანს.

წვრთნები, რომელიც ჩინურმა მედიამ ანტიტერორისტულ ოპერაციად მოიხსენიაწარმოადგენდა არა უბრალოდ რუტინულ სამხედრო მოქმედებას, არამედ, გამაფრთხილებელ სიგნალს. ვინაიდან ჩინეთის მხრიდან ამ ტიპის ანტიტერორისტული მისიებიარც თუ ისე ხშირია. ბოლოს მსგავსი რამ  2015 წელს მოხდა, რაც ბევრად უფრო საგანგაშო სურათს იძლევა, და სრულიად რეალისტურს ხდის, ენტონი ბლინკენის მოლოდინს, რომ ჩინეთი  მზადაა, არა მხოლოდ მხარი დაუჭიროს რუსეთს, არამედ, შეუქმნას საფრთხე ნატოსა და მის გავლენას აღმოსავლეთ ფლანგზე.

ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს პოლონეთბელორუსის საზღვარზე, ასევე ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საზღვრებზე,” და შესაბამისად, პოლონეთი და ლიეტუვა სამიტზე დასვამდნენ საზღვრების დაცვის საკითხს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკკამიში, 

მას შემდეგ, რაც 2024 წლის 15 ივლისს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს, ნატო ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც სიტყვასიტყვით ჩაიწერა, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში გადამწყვეტი ძალაა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას, ვიზიტმა ჩინეთში და პოლონეთბელორუსიის საზღვრის ჩაკეტვის საფრთხემ ბელორუსი აიძულა, მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები განეხორციელებინა. ლუკაშენკომ წამყვან თანამდებობებზე დანიშნა პროჩინური პოლიტიკის გამტარებელი ოფიციალური პირები, როგორიცაა, დიმიტრი კრუტოი, პეკინთან და მოსკოვთან კავშირების გასამყარებლად. კრუტოი, რომელსაც ევალება რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების ზედამხედველობა და ჩინეთში ბელორუსის ახალი ელჩის მრჩევლობა, ჩინეთისთვის სასარგებლო ტექნოკრატი გახლავთ. მისი დავალებაა უზრუნველყოს, რომ ბელორუსი დარჩეს მთავარ სატრანზიტო მარშრუტად  ჩინეთის სავაჭრო გზაზე, გაგრძელდეს სარტყელისა და გზის ინიციატივის“  ფუნქციური უზრუნველყოფა, გაძლიერდეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და, ასევე, შენარჩუნდეს რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა.

აღმოსავლეთ ევროპა ერთადერთი ტერიტორია არ არის სადაც მოსკოვი და პეკინი თანამშრომლობენ. ივლისის ბოლოს და აგვისტოს პირველი კვირების განმავლობაში მასშტაბური საზღვაო ოპერაციები განხორციელდა ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ერთობლივ წვრთნებსა და პატრულირებაში ჩინეთისა და რუსეთის 18-ზე მეტი სამხედრო გემი მონაწილეობდა. ამასთან, ჩინეთის ავიამზიდმა, Shandong-მა, ახლახანს წარმატებით დაასრულა წვრთნები ტაივანის აღმოსავლეთით, რაც ხაზს უსვამს წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის, მინიმუმ, დროებით გაძლიერებას.

პეკინისა და კრემლის დაახლოების კვალდაკვალ, დასავლეთი, აშშისა და მისი მოკავშირეების ტრადიციული დომინაციისთვის რეალური საფრთხის მატარებელი რთული გეოპოლიტიკური რეალობის წინაშეა. ნატო გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადებები ხაზს უსვამს, სწორედ, ამ დაძაბულობას და გვაფრთხილებს, რომ მსოფლიო შევიდა ჩინეთთან გრძელვადიანი კონკურენციისახალ ეპოქაში და ყურადღებას ამახვილებს ევროპისა და აზიის უსაფრთხოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც გამოკვეთს ნატოს სტრატეგიულ მიზნებს.

ნატოს 2024 წლის დეკლარაცია გვერდს ვერ აუვლიდა ახალ რეალობას. შესაბამისად, მასში ხაზგასმულია ჩინეთის მიერ რუსეთის მზარდი მხარდაჭერა უკრაინის ომში, რაც მიუთითებს ნატოს მხრიდან მეტი სიფხიზლის საჭიროებაზე ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად წვრთნებითა და მედეგობის ოპერაციებით უნდა გამყარდეს.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება აღნიშნული საფრთხეების აღმოფხვრის, კიბერთავდაცვის გაძლიერებისა და ინდოწყნარი ოკეანის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მეტიც, სამიტის შემდეგ ნატომ შეიმუშავა ახალი გეგმა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია როგორც კონტინგენტის ზრდა, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მეშვეობით უზარმაზარი ლოისტიკური დახმარების გაწევას უკრაინისთვის.

რთული სტრატეგიული ამოცანა ნატოსა და აშშისთვის

ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ხშირად აღწერენ ხოლმე, როგორც ულიმიტო ხასიათის თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნატოსა და აშშსთვის. ამგვარი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბირთვული და კონვენციური ძალების, დასავლეთის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის ერთობლივ ძალისხმევაზე მიანიშნებს. ამაზე მოწმობს ნატოს ბოლო საიუბილეო დეკლარაციაც, რომელშიც ჩინეთს რუსეთის ომში გადამწყვეტი ძალაეწოდა.

ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გამყარდა რუსეთუკრაინის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაჭრობა. ჩინეთის მიერ სატელიტური ჰოლოგრამების, მიკროელექტრონული და სხვა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის მიწოდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთში სამხედროსამრეწველო ინდუსტრიის შენარჩუნებაში, რამაც  კიდევ უფრო გაამყარა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმაც მზადყოფნის მაღალი ხარისხი აჩვენეს. მაშინ როცა მსოფლიოს ყურადღება ჩინეთბელარუსის სამხედრო წვრთნებზე იყო მიმართული, ნატოს ახალი გეგმაც გამჟღავნდა 800 000-მდე გერმანელი ჯარისკაცისა და მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივების ორგანიზაციის აღმოსავლეთის ფლანგზე განლაგების შესახებ. გეგმა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი Der Spiegel -ის მიერ, ასახავს გერმანიის სტრატეგიას, სწრაფად შეძლოს ცოცხალი ძალისა და დიდი რაოდენობის აღჭურვილობის მობილიზება მთელ ევროპაში. განსაკუთრებით კი, ისეთ საკვანძო მარშრუტებზე, რომლებიც, შეიძლება, დაუცველი აღმოჩნდეს რუსეთის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში.

ჩინეთის გაძლიერებული სტრატეგიული ჩარევა ბელორუსის შიდაპოლიტიკურ სამეებში არა მხოლოდ აძლიერებს რუსეთის პოზიციას რუსეთუკრაინის ომში, არამედ, ემსახურება ავტოკრატიულ რეჟიმებს, და ართულებს უკრაინის ომის საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობას. თუმცა მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო მობილიზაციის საპასუხოდ პეკინს ხელახლა მოუწევს გადააფასოს თავისი სტრატეგია.

ცვლილებების მანიფესტაცია გლობალურ გეოპოლიტიკაში 

ინეთრუსეთის პარტნიორობა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადაჯგუფების ნაწილიცაა, რომელიც კავშირშია სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. კერძოდ, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა ან ბელორუსთან. ეს პროგრესირებადი კოალიცია გამოწვევას უქმნის დღევანდელ საერთაშორისო წესრიგს და ცდილობს, ახალი მრავალპოლარული ლანდშაფტის შექმნას, რომელშიც დასავლეთის დომინაცია აღარ იქნება აქსიომატური. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (შთო), რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბელორუსი თავის მე-10 წევრად მიიღო, ერთერთი ასეთი პლატფორმაა, რომლითაც ეს ქვეყნები ერთიანი ძალისხმევით უპირისპირდებიან დასავლურ გავლენას. 

ნატოსა და აშშთვის სტრატეგიული გადაჯგუფების შედეგები ძალზე საყურადღებოა. ალიანსი ახლა უნდა მოემზადოს ჩინეთის, რუსეთისა და მათი მოკავშირეების მხრიდან კოორდინირებული მოქმედებებისთვის. ეს, შესაძლოა, მოიცავდეს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს, მძიმე ეკონომიკურ ზეწოლას, ან ჰიბრიდული ომის გარკვეულ ტაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დასავლური დემოკრატიების დესტაბილიზაციას. 

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს, ბელორუსი აქტიურად მუშაობს, უფრო გაიმყაროს პოზიცია ,,ბრიკსის“ (BRICS) გაერთიანებაში, რომლის სამიტიც 22-24 ოქტომბერს ჩატარდება რუსეთის ქალაქ ყაზანში. ბელორუს მმართველი პარტია მოუთმენლად ელის ამ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გავლენისა და როლის გაუმჯობესებას. ეს, სხვა სიტყვებით, ნიშნავს ბელორუსის მზარდ ინტეგრაციას ავტორიტარული სახელმწიფოების უფრო ფართო კოალიციაში, რომელიც მოიცავს ჩინეთს, რუსეთსა და ირანს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO), რომელსაც ბელორუსი ახლახანს შეუერთდა, და BRICS, სადაც ის გაწევრიანებას ითხოვს, ასახავს ამ ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას, შეარყიონ დასავლეთის დომინაციის ქვეშ არსებული საერთაშორისო დღის წესრიგი.  

ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობის საპასუხოდ, აშშ და მისმა მოკავშირეებმა უნდა გადახედონ საკუთარ თავდაცვის სტრატეგიას და უფრო გააძლიერონ სამხედრო მზადყოფნა. ეს მოიცავს ახალი კონტრზომების შემუშავებას თავიანთი შეიარაღების სისტემის მოწყვლადობის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოვლინდა უკრაინაში. ასევე, დღის წესრიგში მეტად უნდა გამოიკვეთოს პარტნიორობის გაძლიერება ინდოწყნარი ოკეანისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან, ჩინეთრუსეთის ერთიანი მზარდი გავლენის წინააღმდეგ.

ავტორი: მარიამ კასრაძე

ბრესტიდან სამხრეთ-ჩინეთის ზღვამდე: ჩინეთის საიდუმლო როლი რუსეთ-უკრაინის ომში Read More »

რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია? – ირაკლი მელაშვილი

ამ ბლოგს არავითარ შემთხვევაში არ აქვს პრეტენზია, რომ სრულფასოვნად მიმოიხილოს ისეთი დიდი და რთული საკითხი, როგორიც უკრაინელი და რუსი ხალხების ურთიერთობის ისტორიაა. როგორც ყველა მეზობელ ხალხებს შორის ურთიერთობაში, ამ შემთხვევაშიც, უკრაინელებს და რუსებს, წარსულში მრავალი საუკუნის ურთიერთობისას მრავალმხრივი გამოცდილება დაუგროვდათ და ერთ სტატიას სრულყოფილი მიმოხილვის პრეტენზია ვერ ექნება. მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, დრონებისა და ბომბების პარალელურად მკვეთრად გააქტიურებულია რუსული იმპერიალისტური დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც აქტიურად ტირაჟირებს რუსულ-უკრაინული ურთიერთობების შესახებ, ათწლეულების, ზოგ შემთხვევაში კი, ასწლეულების განმავლობაში დანერგილ მითებსა და ლეგენდებს, და მათ მიერ მოგონილი „ისტორიული სიმართლის“ უკრიტიკო მიღებას ითხოვს. ამიტომ, ჩემი მიზანია, ნაცვლად პროპაგანდისტული კლიშეებისა, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში სკოლის სახელმძღვანელოებიდან დაწყებული, თანამედროვე ტროლ-ბოტებით დამთავრებული, ნერგავდა ჯერ რუსეთის იმპერია, შემდეგ სსრკ, ახლა კი რუსული ნეოიმპერიის პროპაგანდა, მკითხველს გავაცნო ისტორიული ფაქტები რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ისტორიიდან.

ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინელები, როგორც დამოუკიდებელი ხალხი, „არასდროს არსებობდნენ,“ ისინი რუსები არიან, უკრაინა კი „ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი ქვეყანაა.“

მოდით, ვნახოთ როგორ ქმნიდა საუკუნეების განმავლობაში ჯერ რუსეთის იმპერიული, შემდეგ კი საბჭოთა პროპაგანდა ამ ლეგენდას, რომელიც დღეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველია.

მითი #1: ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა და არ გამოიყენებოდა.

ისტორიული ფაქტია, რომ „უკრაინა“ პირველად ნახსენებია 1187 წელს ე.წ. კიევის მატიანეში, რომელშიც აღწერილია ყივჩაღებზე ლაშქრობის დროს პერეიასლავის პრინცის, ვლადიმერ გლებოვიჩის გარდაცვალების შესახებ.

1189 წელი – „უფლისწული როსტისლავ ბერლადნიკი მოვიდა გალისიის უკრაინაში;“
1213 წელი – „უფლისწულმა დანიელმა აიღო ბრესტი, უგროვსკი, ვერეშჩინი, სტოლპიე, კომოვი და მთელი უკრაინა.“

მითი #2: ტერმინი „უკრაინა“ სახელმწიფოს დასახელებად არ არსებობდა.

„Ой у нашей в славной Украине.
Бывали когда-то престрашные и злополучные, злосчастные часы;
Бывали и моры и военные распри;
​Никто Вкраинцевъ не спасалъ;“

მე-18 საუკუნეში, როდესაც კაზაკთა სახელმწიფო შეიერთა რუსეთის იმპერიამ, სიტყვა „უკრაინა“ გაქრა აქტიური პოლიტიკური გამოყენებიდან. თუმცა, ეს სახელი დამკვიდრებულია და შენარჩუნებულია იქ მცხოვრები ხალხის კულტურაში. დაახლოებით 1200 ხალხური სიმღერაა, რომლებშიც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი უკრაინაზე მღერის.

მითი #3: რუსული და უკრაინული ყველაზე ახლოს მყოფი ენებია, უკრაინული რუსულის დიალექტია რაც ადასტურებს ამ ორი ერის ერთობას

რუსული ენა, თავისი ლექსიკით, არ არის უკრაინულთან ყველაზე ახლო მდგომი ენა. უკრაინელი ენათმეცნიერების (კ. ნ. ტიშჩენკო და სხვები) კვლევის მიხედვით, ლექსიკურად უკრაინულთან ყველაზე ახლოს არის ბელორუსული ენა (მთლიანი ლექსიკის 84%), შემდეგ პოლონური (70%), სერბული (68%), სლოვაკური ( 66%), შემდეგ კი რუსული და ჩეხური (62%). თუმცა, არავის მოსდის თავში აზრად, სლოვაკები და უკრაინელები, ან სერბები და უკრაინელები გამოაცხადონ ერთ ერად.

რუსულ უკრაინული ენების მსგავსება არ არის ევროპის სხვადასხვა ხალხების ენების მსგავსების უნიკალური გამონაკლისი მაგალითად თავისი ლექსიკური მარაგით დანიური, შვედური და ნორვეგიული ბევრად უფრო ახლოს მდგარი ენებია ვიდრე რუსული და უკრაინული და ლინგვისტების აზრით საერთოდ ლამის ერთი ენაა. ნორვეგიას გვიან შუა საუკუნეებში ფაქტობრივად არ ჰქონია დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1536 წლიდან 1814 წლამდე ის დანიის მეფის კარის დაქვემდებარებაში იყო, 1814 წლიდან კი შვედეთის სამეფოს ნაწილი იყო. დანიური ენა საერთოდ საუკუნების განმავლობაში ნორვეგიის სალიტერატურო ენა იყო. საერთოდ ერთ ენაზე (Serbo-Croatian) საუბრობენ სერბები, ხორვატები, ჩერნოგორიელები და ბოსნიელები, სტანდარტული გერმანული (Standardsprache) ან ლიტერატურული ენა (Hochdeutsch) საერთოა გერმანიაში, ავსტრიაში და შვეიცარიაში, მაგრამ არავის მოუვა თავში აზრად დღეს ენების მსგავსების გამო რომელიმე ამ ერის არსებობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ.

მითი #4: თანამედროვე რუსული სახელმწიფო „კიევის რუსეთის“ სამართალმემკვიდრეა

ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გაერკვნენ, არის თუ არა დღევანდელი რუსეთი „კიევის რუსეთის“ მემკვიდრე, მნიშვნელოვანი არგუმენტია „კიევის რუსეთის“ დასახელებაში სიტყვა „რუსეთის“ არსებობა. ამის საფუძველზე ჩნდება აღქმა, რომ „კიევის რუსეთის“ თავად დასახელება, იქ მცხოვრებ ხალხს ავტომატურად ანათესავებს დღევანდელ რუს ხალხთან, ხოლო შემდეგ წარმოქმნილი „მოსკოვის რუსეთი“ («Московская русь») რუსეთის იმპერია და დღევანდელი რუსული სახელმწიფო „კიევის რუსეთის“ მემკვიდრეა.

ამ საკითხის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში სახელმწიფო, ასეთი დასახელებით – „კიევის რუსეთი,“ საერთოდ არ არსებობდა! კიევის მთავრები ძალიან გაოცდებოდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ მათ „სახელმწიფოს“ ასე ერქვა. ტერმინი „კიევის რუსეთი“რუსმა ისტორიკოსებმა მოიგონეს მე-19 საუკუნეში. ერთ-ერთმა პირველმა ეს ტერმინი გამოიყენა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა (1871), ისტორიულ-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და კიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა, მ.ა. მაქსიმოვიჩმა თავის ნაშრომში – „საიდან მოდის რუსული მიწა“ (1837). მან ამ ნაშრომში, კიევის სამთავროს აღსანიშნავად, შემოიტანა დასახელება „Киевская Русь.“ ძალიან მალე, მე-19 საუკუნის რუსმა ისტორიკოსებმა, იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ „დამაჯერებელი არგუმენტი,“ რომ რუსეთის იმპერია კიევის სამთავროს, სხვა აღმოსავლურ-სლავური სამთავროების სამართალმემკვიდრეა და ამით მთელ აღმოსავლეთ სლავურ მიწების რუსეთის მიერ გაკონტროლების ლეგიტიმური საფუძველი შეექმნათ რუსეთის იმპერიის სახელში არსებული ეთნიკურობის აღმნიშვნელი ტერმინი «Русь» ყველა სამეცნიერო ნაშრომში ფაქტობრივად ერთი ხელის მოსმით მიაბეს ძველ აღმოსავლურ სლავურ სამთავროების სახელებს. ასე წარმოიშვა ტერმინები, «Русь Киевская», «Русь Черниговская», «Русь Ростовская или Суздальская», «Русь Московская» და ა. შ. სინამდვილეში. ამ სამთავროებს ასე არასდროს არ რქმევიათ. იყო «Великое княжество Киевская», «Черниговское княжество», «Суздальское княжество» და ა.შ. ამის შემდეგ, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს ტერმინები დაამკვიდრეს სასკოლო სახელმძღვანელოებში, ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში. ფაქტობრივად, ამ გაყალბებული დასახელებებით დაწერილ ისტორიას ასწავლიდნენ თაობებს და ამკვიდრებდნენ მცდარ სტერეოტიპს. პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ „იცის,“ რომ კიევის ძველ სამთავროს ერქვა არა «Великая Княжества Киевская» (ნამდვილი სახელი), არამედ «Киевская Русь». ასეთ „ცოდნაზე“ აღზრდილი საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ბუნებრივი ჩანდა პოსტულატი „ორი რუსეთის“ – „კიევის რუსეთისა“ და თანამედროვე რუსეთში მცხოვრები ხალხების ერთობაზე. ორივე სახელმწიფოს ხომ ერთი ეთნოსის სახელი ერქვა? შესაბამისად, იოლად დასაჯერებელია, რომ მოსკოვის რუსეთი, შემდეგ რუსეთის იმპერია, უბრალოდ, გაგრძელებაა „კიევის რუსეთის,“ მისი სამართალმემკვიდრეა. ამ ყალბი პოსტულატებიდან გამომდინარე, იოლად „დასტურდება” უკრაინელების, ბელორუსებისა და რუსების საერთო წარმომავლობა და დღევანდელი რუსეთის სახელმწიფოს, როგორც „კიევის რუსეთის“ სამართალმემკვიდრის“, ლეგიტიმური პრეტენზია მთელ აღმოსავლურ-სლავურ მიწებზე.

ცნობილია, რომ მოსკოვის სამთავრო, როგორც ოქროს ურდოს ულუსი (ადმინისტრაციული ერთეული), ხან მენგუ-ტიმურმა დააარსა მხოლოდ 1277 წელს (არ აგვერიოს, მოსკოვის, როგორც ქალაქის დაარსებასთან, რაც 1147 წელს მოხდა). მოსკოვის სამთავროს მართავდნენ ოქროს ურდოს მმართველების, ჩინგიზიდების დინასტიის მიერ დანიშნული დიდი ბასკაკები. მოსკოვის სამთავროს (ულუსის) პირველ მმართველს ხანის წესდებაში ბასკაკი ან დარუგა ერქვა და მთავრები მეორე, ან თუნდაც მესამე პირად ითვლებოდნენ. დიდი რუსი ისტორიკოსი კარამზინი, „რუსული სახელმწიფოს ისტორიის“ მეხუთე ტომში აღნიშნავს, რომ „მოსკოვი, თავისი სიდიადით, დავალებულია ოქროს ურდოს ხანებისგან.“ მოსკოვის მთავრები სწორედ ოქროს ურდოდან იღებდნენ თავიანთი მთავრობის დამადასტურებელ მოწმობას -„იარლიყს.“ მათ სწორედ ოქროს ურდოს ჯარის დახმარებით შეძლეს, დაემარცხებინათ იმ დროს მთავარი კონკურენტი – ტვერის სამთავრო. მოსკოვის მმართველმა, ივანე კალიტამ, ოქროს ურდოს მმართველ ხან უზბეკისგან მიიღო დიდი მთავრის „იარლიყი,“ რომლის მეშვეობითაც ის დაწინაურდა, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ სლავურ სამთავროებს შორის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი სამთავრო. XIII საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე ამ მიწის ხალხს უცხოელები მოსკოვიტებს (московиты) ეძახდნენ, სახელმწიფოს კი „მოსკოვიას“.

რუსეთის მიერ შექმნილ ყალბ  ისტორიულ მითებში სიცხადის შესატანად, მნიშვნელოვანია  იმის ცოდნაც – როგორ წაართვა მოსკოვმა კიევს მიტროპოლიტის ტახტი და აღმოსავლეთ სლავების მთავარი ქრისტიანული ცენტრის სტატუსი, მას შემდეგ რაც, მოსკოვის მმართველებში დადგა აღმოსავლურ-სლავურ სამთავროებში პირველობისა და მოსკოვის სამთავროს ბატონობის ქვეშ მათი გაერთიანების ლეგიტიმაციის საჭიროება.

მოსკოვის მთავრების მთავარი პრობლემა მუსლიმური ოქროს ურდოს მმართველების მიერ გაცემული მათი მთავრობის დამადასტურებელი მოწმობა – „იარლიყი“ იყო, იმის საპირისპიროდ, რომ დასავლეთ სლავური სამთავროები აღიარებდნენ კიევის მთავრების პირველობას, რომლებიც თავიანთ სამთავრო რეგალიებს მართლმადიდებლობის ცენტრიდან, ერთმორწმუნე ბიზანტიიდან იღებდნენ. კიევშივე იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის რეზიდენცია, რომელიც ემორჩილებოდა პირდაპირ კონსტანტინოპოლს და მართავდა აღმოსავლურ-სლავურ საქრისტიანოს. ამ მხრივ, სლავების თვალში, მოსკოვის მთავრების პრეტენზია პირველობაზე დაუსაბუთებელი ჩანდა. მოსკოვის მთავრებისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ნებისმიერი გზით დაემტკიცებინათ, რომ სწორედ მოსკოვი იყო აღმოსავლეთ სლავების მთავარი სასულიერო ცენტრი, და მას უნდა დამორჩილებოდა ყველა სლავური სამთავრო და ეპარქია. აქ მონღოლების და მათ მიერ შექმნილი მოსკოვის სამთავროს (მათი ულუსის) ინტერესები დაემთხვევა. მონღოლებს არ აწყობდათ აღმოსავლელ სლავთა რელიგიური ცენტრის ძალაუფლება ბიზანტიიდან ხელდასხმულ ლეგიტიმაციაზე მდგარიყო, რაც თავისთავად ცხადია  რომ მონღოლების მიერ დაპყრობილ სლავებზე, ქრისტიანული გავლენების შენარჩუნებას ნიშნავდა. შესაბამისად, ოქროს ურდოს ინტერესებში შედიოდა, ყველანაირად შეეწყო ხელი მათ მორჩილებაში მყოფი მოსკოვის მთავრების სურვილისთვის, მოსკოვი გამხდარიყო აღმოსავლეთ სლავური მართლმადიდებლობის ცენტრი. ვინაიდან, ამ შემთხვევაში მათთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა მოსკოვის მთავრების მეშვეობით გაეკონტროლებინათ ქრისტიანული ეკლესია და ის სლავებზე საკუთარი ბატონობის შენარჩუნების მძლავრ ინსტრუმენტად ექციათ. ამიტომ, წამოიწყეს მოსკოვისა და ოქროს ურდოს ერთობლივი ბრძოლა კიევის მიტროპოლიის დასუსტებისა და გაკონტროლებისათვის. მონღოლები ყველანაირად ავიწროებდნენ კიევის პატრიარქს. დასუსტებული კონსტანტინოპოლი კი ვეღარ უზრუნველყოფდა კიევის სამთავროს შესაბამის სამხედრო-პოლიტიკურ დაცვას.

საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კიევის პატრიარქის მთავარი საზრუნავი გახდა ისეთი სლავური სამთავროს მფარველობის მოპოვება, რომელიც დაიცავდა მას მონღოლებისგან და მოაგვარებდა პრობლემებს „ოქროს ურდოსთან.“ 1299 წელს კიევის პატრიარქი იძულებული გახდა, მონღოლების მიერ განადგურებული კიევიდან ვლადიმირში გადასულიყო, რომლის მთავარს ჰქონდა ოქროს ურდოსგან ნაბოძები „დიდი მთავრის“ ტიტულის დამადასტურებელი „იარლიყი.“ ცოტა ხანში კი, როცა მოსკოვის მთავარი, ივანე კალიტა იქცა „ოქროს ურდოს“ მთავარ ფავორიტად, კიევის პატრიარქი მოსკოვში გადავიდა. კიევის პატრიარქის ეს საქციელი ნათლად ადასტურებს, რომ მისი მთავარი ამოცანა იმ მთავართან სიახლოვე, იყო რომელიც მონღოლების მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ დროიდან ერთი საუკუნის მანძილზე (წმინდა მამა სერგეი რადონეჟელის გამოჩენამდე) რუსეთის საპატრიარქო, ერთი მხრივ, ექვემდებარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და მეორე მხრივ, მუსლიმური ოქროს ურდოს სლავური მართლმადიდებელი მოსახლობის მორჩილებაში ყოფნის და მათზე მონღოლების ბატონობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება.

უკრაინაში დარჩენილი გალისიის მიტროპოლია და იქაური მთავრები კი, აგრძელებდნენ ბრძოლას ამ მიწებზე მონღოლების მმართველობის დასრულებისთვის და  შესაბამისად, კიევის დიდ სამთავროში სწორედ ანტიმონღოლურმა ძალებმა გაიმარჯვეს. მეტიც,  დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სლავურმა სამთავროებმა, მოსკოვის სამთავროზე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე გადააგდეს მონღოლური მმართველობა, როდესაც ლიტვის მთავარ ოლგერდთან ერთად, დაამარცხეს მონღოლები მდინარე „ცისფერ წყლებთან“ ბრძოლაში, 1362 წელს.

აღსანიშნავია, რომ 1448 წელს მოსკოვში განთავსებულ კიევის საპატრიარქოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მინიჭებული ავტოკეფალია, ანუ არ შეეძლო თავად აერჩია ეკლესიის მეთაური. მიუხედავად ამისა, მოსკოვის აღმოსავლეთ რუსეთის ეპისკოპოსებისგან შემდგარმა საეკლესიო კრებამ, რომელიც მოიწვია მოსკოვის დიდმა მთავარმა, ვასილი მეორემ 15 დეკემბერს, „სუვერენის ბრძანებით,“ კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობის გარეშე რიაზანის ეპისკოპოსი იონა დააყენა რუსეთის მიტროპოლიტად. ეს მოვლენა ითვლება დამოუკიდებელი მოსკოვის მიტროპოლიის ფაქტობრივი არსებობის დასაწყისად, თუმცა, ამ მოვლენიდან მხოლოდ 150 წლის შემდეგ, 1589 წელს, მოსკოვის მიტროპოლიტებმა მიიღეს პატრიარქალური ღირსებისა და ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება კონსტანტინოპოლის პატრიარქის – იერემია II-ისა და დანარჩენი აღმოსავლეთის პატრიარქების მხრიდან. ეს ფაქტი მოხდა მაშინ, როცა ოსმალებისგან შევიწროებული კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოსკოვში ჩავიდა ფულის სათხოვნად. ის, ერთი მხრივ, დიდი პატივით მიიღეს, მაგრამ, ამავე დროს,  წაუყენეს ულტიმატუმი მოსკოვის საპატრიარქოს აღიარების თაობაზე. პატრიარქი, ფაქტობრივად, ნახევარწლიან ტყვეობაში ჰყავდათ და გაუშვეს მხოლოდ მაშინ, როცა იერემია დათანხმდა მოსკოვის მაშინდელი რეალური მთავრის, ბორის გოდუნოვის ყველა მოთხოვნის შესრულებას, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, მოიწვია სობორი და დაამტკიცა მოსკოვის საპატრიარქოს ავტოკეფალია. სწორედ ამგვარი მეთოდების გამოყენებით მიაღწია მოსკოვის საპატრიარქომ ავტოკეფალიას, ხოლო მოსკოვმა აღმოსავლეთ სლავების სასულიერო ცენტრის სტატუსს. კიევის კათედრა კი დარჩა კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში.

ავტოკეფალიისა და აღმოსავლეთ სლავების სასულიერო ცენტრის სტატუსის, შანტაჟის გზით მოპოვების შესახებ ამბის ცოდნას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ შექმნილი კიდევ ერთი მითის კონტექსტის გასააზრებლად:

მითი #5. „მოსკოვი – მესამე რომი“ და რუსეთის მესიანისტური დანიშნულება, გააერთიანოს მართლმადიდებელი ხალხებით დასახლებული მიწები

ამავე ეპოქაში ყალიბდება მოსკოვში საკუთარი მმართველობის განდიდებისა და მოსკოვის სამთავროს განსაკუთრებულობის მესიანისტური იდეა. რუმა ბერმა, ფილოფეიმ მოსკოვის მთავარ ვასილ III-სადმი მიწერილ წერილებში ჩამოაყალიბა იდეოლოგიური პოსტულატები, რომლის მიხედვითაც, ბიზანტიის დაცემის შემდეგ მოსკოვი გახდა მსოფლიო პოლიტიკური და საეკლესიო ცენტრი. რომისა და კონსტანტინოპოლის (პირველი და მეორე რომი) დაცემას ფილოფეი მათი მხრიდან „ჭეშმარიტი ქრისტიანობის“ ღალატს უკავშირებდა. მოსკოვის სიუზერენები, ამ თეორიის მიხედვით, აღიარებულნი არიან რომის იმპერატორების უშუალო შთამომავლებად და მემკვიდრეებად. „ორი რომი დაეცა, მესამე კი დგას. და მეოთხე არ იქნება.“ ამ თეორიის შედეგად, მოსკოვის მმართველები და მათი სახელმწიფო „ღვთის რჩეულობის“ იდეით აღიჭურვნენ, რის საფუძველზეც მათ საკუთარ თავს მიანიჭეს მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთადერთი დამცველების, მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხებით დასახლებული მიწების მოსკოვის მფარველობის ქვეშ გაერთიანების ლეგიტიმური უფლება. საუკუნეების განმავლობაში უამრავი სისხლი დაღვარეს მოსკოვის მთავრებმა, შემდეგ კი მეფეებმა და იმპერატორებმა ამ იდეის აღსრულებისთვის.

მოსკოვის მთავრებს ამ მიზნის მიღწევისა და სხვა რუსულ სამთავროებზე თავიანთი პირველობის დასამტკიცებლად სჭირდებოდათ არა მხოლოდ ოქროს ურდოს ლეგიტიმაცია, არამედ, მოსკოვის სამთავროს, მათი მმართველების ბიზანტიისა და კიევის სამთავროს სამართალამემკვიდრეობის ნებისმიერ ფასად დადასტურება.

ამიტომაც, მოსკოვის მთავრები ცდილობდნენ, განემტკიცებინათ მოსკოვის პრეტენზიები არა მხოლოდ კიევის რუსეთის, არამედ ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაზე. ამისათვის იქმნებოდა ლეგენდები მოსკოვის მმართველობის განსაკუთრებულ მისიაზე, რომელიც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი რეგალიებით. როგორც თავად რუსი ისტორიკოსები აღნიშნავენ, ვასილი III-ის მმართველობის შემდეგ რუსული მატიანეები იმგვარად დაარედაქტირეს, რომ ხაზი გაესვათ მისი ძალაუფლების დინასტიური უწყვეტობისათვის და მჭიდრო კავშირებისთვის ბიზანტიასთან და მისი მეშვეობით – ძველ რომთან. ასე შეიქმნა ლეგენდა „მონომახის ქუდზე“ რომელმაც „მოსკოვის სახელმწიფოს ისტორია ორმაგი კვანძით დააკავშირა რომის იმპერიის უძველეს სიდიადესთან“.

„მონომახის ქუდი,“ როგორც რუსეთის დიდი მთავრებისა და მეფეების მთავარი სამეფო რეგალია და რუსული თვითმპყრობელობის სიმბოლო, დღესაც ინახება კრემლის მუზეუმის ოქროს ფონდში. ლეგენდის თანახმად, ქუდი, რომელიც კიევის მთავარს, ვლადიმერ მონომახს აჩუქა მისმა ბაბუამ – ბასილევსმა კონსტანტინე IX-მ, ითვლებოდა ბიზანტიის მიერ კიევის რუსეთისთვის ძალაუფლების გადაცემის სიმბოლოდ. შემდეგ ეს ქუდი თითქოს კიევის სამთავროს მმართველი დინასტიის წარმომადგენლებმა, „რიურიკოვიჩებმა“, მოსკოვის მმართველებს გადასცეს, რაც წარმოჩინდა მოსკოვის მთავრების სამართალმემკვიდრეობის „მტკიცებულებად“ კიევის დიდი სამთავროს ტახტზე. სინამდვილეში, ეს ყველაფერი მოგონილი ლეგენდაა. რუსი ისტორიკოსების (ბორისოვი; ბობროვიცკი) ერთი ვერსიით ე.წ. „მონომახი ქუდი“ არის მოოქროვილი მონღოლურ-ბუხარული ქუდი (ე.წ. შუა აზიური „ტიუბიტეიკა“), რომელიც უზბეკ ხანმა აჩუქა ივან კალიტას (1319-1340). მან კი ეს ქუდი საკუთარი განდიდებისთვის გამოიყენა. სავარაუდოდ, ქუდი თავდაპირველად ქალის ტიუბიტეიკა იყო და ეკუთვნოდა „ოქროს ურდოს“ ხან უზბეკის დას და მოსკოვის მთავარ იური დანილოვიჩის მეუღლეს, კონჩაკას (ნათლობაში აგათიას). მეორე ვერსიით, ეს ქუდი ივანე კალიტამ იყიდა გენუელი ვაჭრებისგან. მესამე ვერსიით კი, მონომახის ქუდი შეიქმნა ვასილი III-ის ბრძანებით 1521-1526 წლებში.

დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბლოგის დანიშნულება არაა, უკრაინულ-რუსული ურთიერთობების ისტორიის ყველა ასპექტის მიმოხილვა. ჩემი ამოცანაა, დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო ის ისტორიული ფატები, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ქმნიდა რუსეთის იმპერია ყალბ ისტორიებს, თითქოს რუსი და უკრაინელი ხალხი ერთი ერია, როგორ იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის მორალურ-რელიგიურ-პოლიტიკური საფუძვლები და რამდენი ასწლეულის შრომა აქვთ ჩადებული რუს იმპერიულ იდეოლოგებს რუსული ექსპანსიონიზმისთვის საფუძვლების შექმნაში. ამ ტექსტში მოყვანილია ფაქტების ნაწილი, დანარჩენი კი, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ.

  • 1626 წელს მოსკოვის სინოდმა გასცა ბრძანება უკრაინის ყველა ეკლესიიდან ძველი უკრაინული წიგნების ამოღებისა და მათი მოსკოვის გამოცემებით ჩანაცვლების თაობაზე.
  • 1627 წელს რუსეთის მეფე მიხაილ ფედოროვიჩმა, მოსკოვის პატრიარქ ფილარეტის რეკომენდაციით, ბრძანა, დაეწვათ უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის, კირილ ტრანკვილიონ-სტავროვეცკის სასწავლო სახარების ყველა ეგზემპლარი.
  • 1677 წელი აღინიშნა უკრაინული წიგნების ცენზურით. შემდეგ მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ გამოსცა ბრძანება, უკრაინული წიგნებიდან ამოეღოთ ის ფურცლები რომლებიც არ იყო „მოსკოვის წიგნების მსგავსი“.
  • 1689 – კიევის ლავრას აეკრძალა წიგნების დაბეჭდვა მოსკოვის პატრიარქის ნებართვის გარეშე.
  • 1690 – მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ განკარგულებით აკრძალა იმდროინდელი უკრაინული მწერლობა. მოსკოვის სობორმა კი “ანათემას” გადასცა ცნობილი მეცნიერებისა და საეკლესიო მოღვაწეები წიგნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კიევ-მოჰილიოვის სასულიერო აკადემიასთან. საუბარია უკრაინელ მოღვაწეებზე: – პეტრე მოგილაზე, კირილ სტავროვეცკიზე, ლაზარ ბარანოვიჩზე, იოანიკია გალატოვსკიზე და სხვებზე. –
  • 1720 წელს პეტრე I-მა გამოსცა ბრძანებულება უკრაინულ ენაზე ბეჭდვის აკრძალვის შესახებ. სტამბების ზედამხედველობის მიზნით დაინიშნა ცენზორი.
  • 1729 წელს პეტრე II-მ გასცა ბრძანება, გადაეწერათ ყველა სამთავრობო დებულება და ბრძანება უკრაინულიდან რუსულზე.
  • 1763 წელს ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანებულება კიევ-მოჰილას აკადემიაში უკრაინულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ.
  • 1769 წელს მოსკოვის სინოდმა არა მხოლოდ აკრძალა малороссийс-ული (ანუ უკრაინულ) ენის ანბანის გამოქვეყნება, არამედ მოითხოვა უკვე დაბეჭდილი წიგნების ამოღება.
  • 1775 წელს, ეკატერინე II-ის ბრძანებით, აიკრძალა უკრაინული სკოლები კაზაკთა სამხედრო დასახლებებში, რის შემდეგაც დაიწყო უკრაინული სოფლების მოსახლეობის რუსიფიკაცია დნეპრის მარცხენა სანაპიროს მიწებზე.
  • 1780 – დაწვეს კიევ-მოჰილიოვის აკადემიის ბიბლიოთეკა. ეს იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა უკრაინაში, სადაც წიგნებს აგროვებდნენ 150 წლის განმავლობაში.
  • 1847 წელს დაიხურა „კირილე და მეთოდეს საზოგადოება“. ნიკოლოზ I-ის ბრძანებით აიკრძალა შევჩენკოს, კულიშის, კოსმომაროვის და სხვა უკრაინელ მწერალთა ნაშრომები.
  • 1863 წელს გამოიცა რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის, პიოტრ ვალუევის ბრძანება, „Валуевский указ» რომელიც კრძალავდა უკრაინულ ენაზე რელიგიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წიგნების ბეჭდვას. ოფიციალურად ამტკიცებდნენ, რომ უკრაინული „იგივე რუსული ენაა, მხოლოდ პოლონეთის გავლენით გაფუჭებული“. ეს იყო რუსეთის იმპერიის ოფიციალური პოზიცია უკრაინელებთან და მათ ენასთან დაკავშირებით.
  • 1876 წელი – იმპერატორმა ალექსანდრე II-მ გამოსცა „ემსკის აქტი“ – კვლავ აიკრძალა უკრაინულ ენაზე ბეჭდვა (თუნდაც სიმღერის ტექსტების), მისი სწავლება დაწყებით სკოლებში, კონცერტების ორგანიზება უკრაინული სიმღერებით ან სპექტაკლებით და უკრაინულ ენაზე დაწერილი წიგნების შემოტანა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე.
  • 1881 წელს აკრძალული იყო უკრაინულ ენაზე სწავლება და საეკლესიო ქადაგება.
  • 1914 წელი – მეფის ხელისუფლებამ აკრძალა ტარას შევჩენკოს 100 წლის იუბილეს აღნიშვნა. ნიკოლოზ II-მ გამოსცა ბრძანება უკრაინული პრესის აკრძალვის შესახებ.
  • 1914 – პოლტავას გუბერნატორმა, ალექსანდრე ბაგოუტმა, რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი მიწერილ წერილში მოუწოდა ხელისუფლებას, „უკრაინელები არ აიყვანონ მასწავლებლებად; მოახდინონ ზეწოლა უკრაინელ მღვდლებზე; შეადგინონ „მალოროსი ხალხის ისტორია, რომელშიც განვმარტავთ, რომ უკრაინა იყო სახელმწიფოს „განაპირა“ რეგიონი წარსულში“; აღმოიფხვრას სახელების, „უკრაინა“ და „უკრაინულის“ გამოყენება და ა.შ.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუკი არაფერი უკრაინული არ არსებობდა, არც ენა, არც ერი, არ სახელმწიფო, არც მეცნიერები, მაშინ რას ებრძოდა რუსული იმპერიული მანქანა ასეთი გაშმაგებით?

ირაკლი მელაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი

რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია? – ირაკლი მელაშვილი Read More »

ჩინეთის პასუხი ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე ასახავს პალესტინის მიმართ მის მრავალწლიან მხარდაჭერას

სამოქალაქო იდეა გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს

ავტორი: ჯიანლი იანგ
ჩინეთის პასუხი ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე ასახავს პალესტინის მიმართ მის მრავალწლიან მხარდაჭერას

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი (მარჯვნივ) და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, პეკინში „ხალხის დიდ დარბაზში“ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ერთმანეთს ხელს ართმევენ; 2023 წლის 14 ივნისი.

ჩინეთის პასუხი ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე ასახავს პალესტინის მიმართ მის მრავალწლიან მხარდაჭერას Read More »

პოზიცია ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე

„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ ირაკლი მელაშვილის პოზიციას – მცირე ისტორიულ ექსკურსს, ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.  

 პირველ მსოფლიო ომამდე დღევანდელი ისრაელის ტერიტორია ოსმალეთი იმპერიაში შედიოდა. 1920 წლის სან-რემოს კონფერენციაზე ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა დიდ ბრიტანეთს პალესტინის მართვის მანდატი მიანიჭეს, რაც 1922 წელს ერთა ლიგამაც დაადასტურა. მანდატში დაფიქსირდა “ბალფურის დეკლარაციის” დათქმა, პალესტინაში „ებრაელთა კერის“ შექმნასთან დაკავშირებით. ეს დეკლარაცია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არტურ ბალფურმა, 1917 წელს გაუგზავნა ბრიტანელ ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენელს, ლორდ როტშილდს, სადაც ეწერა, რომ ინგლისი მხარს უჭერს პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის „ეროვნული სახლის“ შექმნის იდეას. 1921 წელს უინსტონ ჩერჩილი, ბრიტანეთის კოლონიების მაშინდელი მინისტრი, ჩადის პალესტინაში, ხვდება არაბული და ებრაული მხარის წარმომადგენლებს და აქვეყნებს ე.წ. „პალესტინის თეთრ წიგნს“, რომელსაც ამტკიცებს ბრიტანეთის პარლამენტი. ამ წიგნის თანახმად, ებრაელებს უნდა შეექმნათ თავისი სახელმწიფო პალესტინის ტერიტორიის ნაწილზე, ხოლო არაბებს თავიანთი სახელმწიფო პალესტინის მეორე ნაწილში, ტრანსიორდანიასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
ამ პერიოდში პალესტინის მიწაზე მოსახლეობის უმრავლესობა არაბია, უმცირესობა, ებრაელები. 30-იან წლებში ებრაელთა გადასახლებამ პალესტინაში მასობრივი ხასიათი მიიღო. ებრაელებს სჯეროდათ, რომ 26 საუკუნის დევნის და წვალების შემდეგ, ისინი საკუთარი სახელმწიფოს შექმნას შეძლებდნენ.
ამ პროცესს მოჰყვა არაბული ნაციონალიზმის ზრდა, შეტაკებები და ამბოხი ინგლისის მმართველობის წინააღმდეგ. ინგლისმა შეცვალა პოლიტიკა. 1939 წელს გამოქვეყნდა ახალი „თეთრი წიგნი“ ბრიტანეთის კოლონიალური მდივნის, მალკოლმ მაკდონალდის მოხსენება პალესტინაში მთავრობის პოლიტიკის შესახებ. პალესტინაში ბრიტანეთის ახალი პოლიტიკის ძირითადი პოსტულატები ასე გამოიყურებოდა:

• პალესტინა არ შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ ებრაელებს, ან მხოლოდ არაბებს.
• წიგნის გამოქვეყნებიდან 10 წლის განმავლობაში პალესტინაში შეიქმნება ებრაელებისა და არაბების ერთიანი ორნაციონალური სახელმწიფო.
• ებრაელთა იმიგრაციის კვოტა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება 75000. საიმიგრაციო კვოტების გაზრდა დამოკიდებული იქნება არაბთა თანხმობაზე.
• ებრაელთა მიერ მიწის შესყიდვის შეზღუდვა. არაბული მოსახლეობის ბუნებრივი მატების გამო ებრაელებისთვის აიკრძალა პალესტინის მიწის 95%-ის მიყიდვა.

ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით, დიდმა ბრიტანეთმა არსებითად უარი თქვა „ბალფურის დეკლარაციით“ ებრაელი ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მიუხედავად ამისა, არაბული ქვეყნები, პალესტინური პარტიები და მათი ლიდერები, რომლებზეც დიდი გავლენა ჰქონდა იერუსალიმის დიდ მუფტის, მოჰამედ ამინ
ალ – ჰუსეინის, არც ერთობლივი არაბულ-ებრაული სახელმწიფოს შექმნის იდეას დაეთანხმნენ.
მეორე მსოფლიო ომში, ჰოლოკოსტის, ევროპის ბევრ ქვეყანაში ებრაელთა მასობრივი დევნისა და განადგურების პოლიტიკის შედეგად, მსოფლიო პოლიტიკის წინაშე კიდევ უფრო მწვავედ დადგა ებრაული სახელმწიფოს შექმნის იდეა.
1947 წელს ახლადშექმნილმა გაერო-მ შეიმუშავა პალესტინის არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებად დაყოფის ახალი გეგმა. იერუსალიმი და მისი შემოგარენი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა დარჩენილიყო.
გაერო-ს გეგმა მიიღეს ებრაელმა ლიდერებმა. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. „ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრები არაბი ხალხის შვილებს, მრავალი თვის წინ ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებული სისხლიანი აგრესიის დღეებში, შეინარჩუნონ მშვიდობა და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მშენებლობაში სრული სამოქალაქო თანასწორობის საფუძველზე. მიიღონ სათანადო წარმომადგენლობა მის ყველა დაწესებულებაში, დროებითი და მუდმივი.
ჩვენ ვუწვდით მშვიდობის ხელს და ვთავაზობთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა მეზობელ სახელმწიფოსა და მათ ხალხებს. მოვუწოდებთ მათ ითანამშრომლონ ებრაელ ხალხთან, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა მათ ქვეყანაში. ისრაელის სახელმწიფო მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს მთელი ახლო აღმოსავლეთის განვითარების საერთო საქმეში“ – ასეთი იყო იმდროინდელი ებრაული სახელმწიფოს პოზიცია.
გაერო-ს გეგმა უარყვეს არაბმა ლიდერებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერი ფორმით პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნას.
არაბთა უმაღლესი კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯამალ ალ-ჰუსეინი – „პალესტინას ცეცხლითა და სისხლით მოერევა, თუ ებრაელები მის ნაწილს მაინც მიიღებენ“. იერუსალიმის მუფთი, ამინ ალ-ჰუსეინი – “წმიდა ომს ვაცხადებ, ძმებო მუსლიმნო! მოკალი ებრაელნი! მოკალი ისინი ყველა“ არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა, აზამ ფაშა – „ეს იქნება განადგურების ომი, ელვისებური ხოცვა-ჟლეტა, რომელიც გაახსენდება ისევე, როგორც მონღოლთა ხოცვა-ჟლეტა ან ჯვაროსნული ლაშქრობები“.
ეგვიპტე, სირია, ლიბანი, ტრანსიორდანია, საუდის არაბეთი, ერაყი და იემენი არ დაეთანხმნენ გაერო-ს გადაწყვეტილებას ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შესახებ და დაიწყეს სამხედრო ოპერაციები ებრაული შეიარაღებული ძალებისა და იმ ებრაული დასახლებების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელის შემადგენლობაში შედიოდნენ. ებრაელებმა მოიგერიეს შვიდი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ერთობლივი შეტევა, ამასთან, თავიანთ სამხედრო კონტროლს დაუქვემდებარეს პალესტინის ტერიტორიის 77%, მათ შორის იერუსალიმის უმეტესი ნაწილი. ამ დროს 800 ათას ებრაელს მოუწიათ გაქცეულიყვნენ არაბული ქვეყნებიდან, ხოლო ნახევარ მილიონიდან 900 ათასამდე არაბმა დატოვა ისრაელის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიები.
პალესტინის ტერიტორიების დარჩენილი ნაწილი ეგვიპტისა და იორდანიის კონტროლის ქვეშ მოექცა, 1967 წლის მაისში დაძაბულობა სწრაფად იზრდებოდა ერთი მხრივ ისრაელს, მეორე მხრივ, სირიასა და ეგვიპტეს შორის. 14 მაისს ეგვიპტემ გამოაცხადა მობილიზაცია სუეცის არხის ზონაში და მის გარშემო; 19 მაისისთვის გაეროს ჯარები, რომლებიც ყოფდნენ ეგვიპტისა და ისრაელის ძალებს სინაიში, ეგვიპტური მხარის მოთხოვნით გაიყვანეს; 22 მაისს აკაბას ყურეში ისრაელის გემების ბლოკადა დაიწყო; მაისის ბოლოს იორდანია და ერაყი შეუერთდნენ არაბულ სამხედრო კოალიციას.

სინაიდან გაეროს ძალების გაყვანის შემდეგ, კაიროს რადიოთი, „არაბთა ხმა“ ეგვიპტურმა მხარემ განცხადება გააკეთა:
„დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს საერთაშორისო ძალები, რომლებიც იცავენ ისრაელს. თავშეკავებას აღარ ვიჩენთ. ჩვენ აღარ მივმართავთ გაეროს ისრაელის წინააღმდეგ საჩივრებით. ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ისრაელის წინააღმდეგ, იქნება ტოტალური ომი, რომელიც გამოიწვევს სიონისტური სახელმწიფოს განადგურებას.“
26 მაისს ეგვიპტის პრეზიდენტმა გამელ აბდელ ნასერმა პროფკავშირების პანარაბული ფედერაციის ლიდერებთან მიმართვისას თქვა, რომ „ეს იქნება ტოტალური ომი და მისი მიზანია ისრაელის განადგურება“.
იმავე დღეებში ნასერმა მოუწოდა არაბულ ქვეყნებს თავს დაესხნენ ისრაელს, “ებრაელები გადაყარონ ზღვაში და გაანადგურონ ისინი, როგორც ერი”.
სირიის თავდაცვის მინისტრი ჰაფეზ ალ-ასადი – „ჩვენი ძალები ახლა სრულად მზად არიან არა მხოლოდ აგრესიის მოსაგერიებლად, არამედ განთავისუფლების პროცესის დასაწყებად, არაბთა მიწაზე სიონისტური ყოფნის განადგურების მიზნით. სირიის არმიას ჩახმახზე თითი აქვს… როგორც სამხედრო, მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგა დრო, რომ შევიდეთ გამანადგურებელ ომში“.
1967 წლის 5 ივნისს დილის 7:45 საათზე დაიწყო ისრაელის საჰაერო ძალების ოპერაცია. რამდენიმე საათში განადგურდა არაბული კოალიციის საჰაერო ძალები, რის შემდეგაც ისრაელმა 6 დღეში დაამარცხა დარჩენილი არაბული ჯარები, მიუხედავად მათი დიდი უპირატესობისა სამხედრო ძალასა და ტექნიკაში. „ექვსდღიანი ომის“ შედეგად ღაზას სექტორი და იორდანეს დასავლეთ სანაპირო მოექცა ისრაელის კონტროლის ქვეშ.
973 წლის 6 ოქტომბერს, ებრაელებისთვის ყველაზე წმინდა დღეს – განკითხვის დღეს (“იომ კიპური”), შუადღის ორ საათზე ისრაელს ეგვიპტისა და სირიის ჯარები დაესხნენ თავს. სანამ ისრაელელები ლოცულობდნენ, არაბული ჯარები სწრაფად მიიწევდნენ წინ ჩრდილოეთ და სამხრეთ ფრონტებზე. უკვე ერთ საათში არაბულმა ავიაციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ისრაელის პოზიციებს გოლანის სიმაღლეებზე და სინაის ნახევარკუნძულზე.
ისრაელის არმიამ რამდენიმე დღეში არამარტო დაიბრუნა დაკარგული პოზიციები, (მარტო სინაიზე ერთ ბრძოლაში ეგვიპტეს 250 ტანკი გაუნადგურეს) არამედ ქალაქ სუეცთან ფაქტობრივ ალყაში მოაქცია ეგვიპტის არმია, ხოლო სირიაში ისე ღრმად შეიჭრა, რომ მისი არტილერია დამასკოს გარეუბნებს ბომბავდა.
საქმეში ჩაერია სსრკ. 24 ოქტომბერს ისრაელი კრემლმა გააფრთხილა „ეგვიპტისა და სირიის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების“ შემთხვევაში „ყველაზე მძიმე შედეგების შესახებ“. ამავდროულად, ბრეჟნევმა სასწრაფო დეპეშა გაუგზავნა პრეზიდენტ ნიქსონს, სადაც მან განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები პასიური იქნება კრიზისის გადაწყვეტაში, სსრკ-ს მოუწევს „სასწრაფოდ განიხილოს აუცილებელი ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა“. საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა საბჭოთა საჰაერო სადესანტო ჯარების 7 დივიზიისათვის. საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სრულ მზადყოფნაში მიიყვანა თავისი ბირთვული ძალები. საბოლოო ჯამში, მესამე მსოფლიო ომამდე საქმე არ მივიდა. ამ ომის შედეგად, ისრაელმა გარკვეულწილად გააფართოვა ტერიტორიები, რომლებიც ფლობდა გოლანის სიმაღლეებზე და მოიპოვა პოზიციები სუეცის არხის დასავლეთ სანაპიროზე. თუმცა, მის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტერიტორიაც ეგვიპტის კონტროლის ქვეშ დარჩა.
1974 წელს გაერომ დაადასტურა პალესტინელი ხალხის განუყოფელი უფლებები თვითგამორკვევის, ეროვნული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ლტოლვილების დაბრუნების შესახებ. 1988 წელს გამოცხადდა პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ნაწილობრივ აღიარებულია.
1993 წლის 20 აგვისტოს ოსლოში იცხაკ რაბინმა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (პგო) ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს. 9 სექტემბერს რაბინმა და არაფატმა გაცვალეს წერილები ურთიერთაღიარების შესახებ.
იასერ არაფატმა გაუგზავნა წერილი ისრაელის პრემიერ მინისტრს იცხაკ რაბინს, რომელშიც პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია (პგო) პირველად დათანხმდა შემდეგ პრინციპებზე:
• ისრაელის არსებობის უფლების აღიარება მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში;
• გაეროს უშიშროების საბჭოს 242 და 338 რეზოლუციების აღიარება;
• კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება;
• ტერორიზმზე და ძალადობის სხვა ფორმებზე უარის თქმა;
• პასუხისმგებლობის აღება ამ ვალდებულებების შესრულებაზე პგო-ს ყველა ელემენტისა და სტრუქტურის მიერ;
• „პალესტინის ქარტიის“ იმ პუნქტების ბათილად ცნობა, რომელიც უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას;

1993 წლის 13 სექტემბერს ვაშინგტონში, ისრაელმა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს პრინციპების ერთობლივ დეკლარაციას.
დეკლარაცია შეიცავდა პალესტინის თვითმმართველობის შესახებ დროებითი შეთანხმების ძირითად პარამეტრებს:
– ღაზას სექტორსა და იერიხოს ანკლავში პალესტინის ავტონომიის დაუყონებლივ შექმნა.
– მისი ადრეული გაფართოება იუდეასა და სამარიის პალესტინელ მოსახლეობაზე.
– პალესტინის მთავრობის შექმნისა და საკანონმდებლო საბჭოს არჩევის შესახებ.

დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისრაელსა და პალესტინელებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
შემდეგი შეთანხმებები, რომლებსაც იმ წლებში სხვადასხვა ქვეყნებში მოაწერეს ხელი ისრაელმა და პალესტინამ, ითვალისწინებდნენ:
– ისრაელის ჯარების გაყვანას პალესტინის ავტონომიების ტერიტორიებიდან,
– ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემას პალესტინის ეროვნულ ხელისუფლებაზე,
– პალესტინის ადმინისტრაციის სტრუქტურას და შემადგენლობას, მის იურისდიქციას და საკანონმდებლო უფლებამოსილებებს, მისი პოლიციის კონტიგენტს.
– მომავალი ურთიერთობებს პალესტინის ადმინისტრაციას და ისრაელს შორის.
– პალესტინის ადმინისტრაციისათვის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის მომზადებას, რომელიც გახდა პრინციპების დეკლარაციის განხორციელების შემდეგი ეტაპი.

პალესტინის ადმინისტრაციას გადაეცა სრული უფლებამოსილებები ხუთ სფეროში: განათლება და კულტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ტურიზმი, ჯანდაცვა და გადასახადები.
ხელი მოეწერა ოქმს შრომით ურთიერთობებზე, ვაჭრობაზე და მრეწველობაზე, გაზზე, საწვავზე, დაზღვევაზე, საფოსტო მომსახურებაზე, სტატისტიკაზე დასოფლის მეურნეობაზე პალესტინის ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის გადაცემის შესახებ.
პალესტინის თვითმმართველობა გაფართოვდა იუდეასა და სამარიაში;
შეიქმნა ავტონომიის არჩეული ხელისუფლება – პალესტინის საბჭო;
ამ შეთანხმებებს უნდა მიეცა საშუალება პალესტინელებისთვის დამოუკიდებლად ემართათ საკუთარი შიდა საქმეები, მინიმუმამდე დაეყვანათ უთანხმოება ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის, დაეწყოთ მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ამავდროულად, ამ შეთანხმებებს უნდა დაეცვა ისრაელის ინტერესები როგორც სტრატეგიული უსაფრთხოების, ასევე კონტროლირებად ტერიტორიებზე ისრაელის მოქალაქეების სიცოცხლისა და ქონების დაცვის სფეროში. ეს შეთანხმებები ასახავდა ისრაელსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას შორის ურთიერთობების განვითარების კურსს. ბოლო შეთანხმების შვიდი დანართი მოიცავს უსაფრთხოების ზომებს, არჩევნებს, სამოქალაქო საქმეებს, სამართლებრივ საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
ამ შეთანხმებებით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინის ქალაქებს, ღაზას სექტორს, ასევე 450 პალესტინის სოფლის ტერიტორიას საშინაო საქმეებში ჩაურევლობის გარანტია, უფართოესი ავტონომია და თვითმმართველობა მიეცა.
სამწუხაროდ ამ შეთანხმების ტორპედირება თავიდანვე ხდებოდა არაბული სამყაროს ნაწილის მხრიდან. არ წყდებოდა “ჰამასის”, “ისლამური ჯიჰადის”, “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტისა” და “ფატაჰის” შეიარაღებული ძალების ტერორისტული აქტივობა, პალესტინის ადმინისტრაციის ხელისუფლება ძირითადად უმოქმედო იყო ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლაში, მისი უუნარობისა თუ სურვილის არქონის გამო.

სამწუხაროდ მრავალ არაბულ ორგანიზაციას ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ომი აქვს გამოცხადებული. მათ შორის არის „ჰამასი“. 1988 წელს „ჰამასმა“ გამოაქვეყნა თავისი პირველი ქარტია, რომელშიც იყო მოწოდებები ისრაელის განადგურებისა და „ისტორიულ პალესტინაში“ ისლამური სახელმწიფოს შექმნის შესახებ. „ისრაელი არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ ისლამი არ გაანადგურებს მას, როგორც ადრე გაანადგურა სხვები… „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ თვლის, რომ პალესტინის მიწა არის ისლამური ვაკფი იგივე ვაკუფი (მუსლიმურ ქვეყნებში უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც საჩუქრის სახით გადადის უპირატესად მუსლიმ სასულიერო პირთა ხელში), რომელიც მუსლიმებისთვის განწმენდილია განკითხვის დღის დადგომამდე. პალესტინა ისლამური ვაკფის მიწაა, რომელიც განწმენდილია მუსლიმთა თაობებისთვის“,
“ჰამასი” არ ცნობს პალესტინელებსა და ისრაელს შორის 90-იან წლებში მიღწეულ არც ერთ შეთანხმებას. დღესაც არ ცნობს ისრაელის არსებობის უფლებას. მან 2007 წელს ღაზაში გაიმარჯვა პალესტინის ავტონომიაში გამართულ არჩევნებში და აღარ ემორჩილებოდა არათუ ისრაელს, არამედ, თავად პალესტინის ადმინისტრაციას. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სწორედ ღაზას სექტორიდან მოაწყო ისრაელზე სამხედრო თავდასხმა, რომელსაც ისრაელის მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა.

ამ ძალებს ისრაელთან ტერიტორიული პრეტენზიები კი არ აქვთ, არამედ ისინი არ ცნობენ ისრაელის არსებობის უფლებას და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან მთელ ებრაელ ერს. ეს არ არის ვინმეს მოსაზრება. ესაა ფაქტი, რომელსაც ადასტურებს არაბი რადიკალების ლიდერების და მათი ორგანიზაციების არაერთი საჯარო, ოფიციალური განცხადება და დოკუმენტი. არაბული ქვეყენების უმრავლესობა ისევ არ ცნობს ისრაელის უფლებას არსებობაზე. ისრაელს აღიარებს მხოლოდ ეგვიპტე, იორდანია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, მაროკო და ბაჰრეინი. რაც არ უნდა კრიტიკულად იყოს განწყობილი ადამიანი ისრაელის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებისას პალესტინელი ბავშვების და მოხუცების დაღუპვის მიმართ, ერთი ფაქტია, არასდროს ისრაელის მთავრობას არ დაუსახავს მიზნად და/ან არ განუცხადებია, რომ მისი ამოცანაა პალესტინელი არაბების გაწყვეტა, ზღვაში გადაყრა, ფიზიკურად განადგურება. დღესაც ისრაელის სახელმწიფოში მშვიდად ცხოვრობენ და მუშაობს ათობით ათასი (თუ მეტი არა) არაბი, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილი ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. მათ ჰყავთ თავიანთი წარმომადგენელბი ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) ადგილობრივ თვითმმართველობებში. ისრაელი იბრძვის თავისი სახელმწიფოს არსებობისა და სიცოცხლის უფლებისთვის და არა პალესტინელი ერის გასანადგურებლად.

ირაკლი მელაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი

პოზიცია ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე Read More »

დეა ბაკაშვილი: ქართველი მაღაროელების პროტესტი – ისევ

სამოქალაქო იდეასა და EESPN (Eastern European Social Policy Network) თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყნის მიმდინარე სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის გაზიარების მიზნით, წარმოგიდგენთ, სამოქალაქო იდეას სტაჟიორის, დეა ბაკაშვილის ბლოგს, ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის შესახებ.

სტატიაში განხილულია ჭიათურის, როგორც ამიერკავკასიაში მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის, დანიშნულება საქართველოს ეკონომიკისთვის. ასევე, ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება მაღაროელების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას. პროტესტის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენებისა და მიღწეული შეთანხმების ეფექტურობის შეფასებას.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება ჯორჯიან მანგანეზსა (Georgian Manganese) და ჭიათურელ მაღაროელებს შორის, მოიცავს სამთვიანი სამუშაო ჯგუფის შექმნას კრიზისების მართვის გეგმის შესამუშავებლად. შესაბამისად, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და აუცილებელია ჩვენი აქტიური ჩართულობა.

სრული სტატია ?

Georgian Miners are on strike – AGAIN

დეა ბაკაშვილი: ქართველი მაღაროელების პროტესტი – ისევ Read More »

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ევროპული და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ევროპული და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით

არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. შესაბამისად, საყურადღებოა მათი დაფინანსების საკითხის სამართლებრივ დონეზე გააზრება, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ევროპის საბჭოს მიერ დამტკიცებულია „ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ რეკომენდაცია“ (რეკომენდაცია (2007)14). ამ დოკუმენტის მიხედვით, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იღებს საჯარო მხარდაჭერას (იგულისხმება, როგორც ფიზიკური პირების შემოწირულობა, ასევე საგადასახადო შეღავათები, სახელმწიფო და საერთაშორისო დაფინანსება) შესაძლოა დაევალოს შესაბამისი ფინანსური ანგარიშის წარდგენა განსაზღვრული სამეთვალყურეო ორგანიზაციის წინაშე. ამასთან ერთად, შესაძლებელია, დაევალოთ წარმოადგინონ ის ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც აღწერილია ადმინისტრირების და თანხების მოზიდვისთვის გაწეული ხარჯები. ზემოთ ხსენებული ანგარიშების წარდგენისას დაცული უნდა იყოს ბიზნესს საიდუმლოება. ევროპის საბჭოს რეკომენდაცია აგრეთვე უშვებს აუდიტის ჩატარების ვალდებულების დაკისრებას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. რაც შეეხებათ უცხო ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს ვალდებულებები მათ იმ შემთხვევაში წარმოეშვებათ, თუკი მასპინძელ ქვეყანაში საქმიანობას ახორციელებენ. 

ეუთო-ს ოფისის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებებისთვის (ODIHR) და ვენეციის კომისიის ერთობლივი სახელმძღვანელო „გაერთიანებების თავისუფლების შესახებ“ იძლევა მითითებებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტით არასამთავრობო ორგანიზაცია მიჩნეულია გაერთიანების სპეციალურ ფორმად, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია აუცილებელია იყოს წევრობაზე დაფუძნებული ან უნდა ჰყავდეს რამდენიმე დამფუძნებელი. სახელმძღვანელოს მიხედვით გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება სახელმწიფომ ვალდებულების მაგივრად, უნდა წაახალისოს. ღიაობა და გამჭირვალობა ფუნდამენტურია ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად. ანგარიშის წარდგენისთვის აუცილებელი მოთხოვნები უნდა იყოს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისი.  გაერთიანებებს არ უნდა მოეთხოვოთ იმაზე მეტი ინფორმაციის წარდგენა, ვიდრე სხვა იურიდიულ პირებს.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფასთან, არავითარი კავშირი არ აქვს FARA-ს მსგავსი დოკუმენტის მიღებას, რადგან თავად ამერიკული და ევროპული კანონმდებლობა თვალნათლივ წარმოაჩენს ისეთ მექანიზმებს, სადაც მინიმუმამდეა სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ჩარევის შესაძლებლობა და უზრუნველყოფილია მათი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება.

დავით ბლიაძე – ბლოგის ავტორი, სამართლის მკვლევარი

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ევროპული და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით Read More »

Scroll to Top