ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (22-28 ივნისი)

საქართველო

ჩინეთის ელჩის სტატია საქართველოჩინეთის ურთიერთობების შესახებ

22 ივნისი

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 22 ივნისს გამოაქვეყნა ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის სტატია, რომელიც საქართველოჩინეთის ურთიერთობებისყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისეტაპზე გადასვლას ეხება.

ელჩის შეფასებით, ეს ფორმატი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად თანამშრომლობის პრაქტიკული მიმართულებების გაფართოებასაც გულისხმობს. მისი თქმით, ბოლო წლებში გააქტიურდა პოლიტიკური დიალოგი და მაღალი დონის ვიზიტები, გაიზარდა სავაჭროეკონომიკური კავშირები და გაძლიერდა თანამშრომლობა ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის სფეროებში.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთისერთი სარტყელი, ერთი გზისინიციატივისა და საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შუა დერეფნის დაკავშირებას. პეკინის შეფასებით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და მის უფრო აქტიურ ჩართვას რეგიონულ ეკონომიკურ პროცესებში.

ჭოუ ციენი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წელს საქართველოჩინეთის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 2.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სტატიაში საუბარია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გაფართოებაზეც, რაც, ელჩის თქმით, ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესკავშირების, ადამიანთაშორისი კონტაქტებისა და სატვირთო გადაზიდვების განვითარებას.

 

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჩინეთთან ურთიერთობების შედეგებზე ისაუბრა

26 ივნისი

26 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოჩინეთის ურთიერთობებისყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისდონეზე გადასვლა ორმხრივ თანამშრომლობაში ახალ ეტაპს წარმოადგენს და ეს პროცესი უკვე კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში აისახება.

კობახიძის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდეგ გაიზარდა როგორც სავაჭრო ბრუნვა, ისე ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი. პრემიერმინისტრის განცხადებით, 2025 წელს საქართველოჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარაპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდამ 45% შეადგინა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში ქართული საქონლის ექსპორტი ჩინეთში სამჯერ გაიზარდა.

პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის მიმართულებაზეც. მისი განცხადებით, 2025 წელს ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში 44%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 49% შეადგინა. კობახიძის შეფასებით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება პრაქტიკულ შედეგებს იძლევა ვაჭრობის, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით.

 

ჭოუ ციენის ინტერვიუიმედთან

27 ივნისი

27 ივნისს ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა, „იმედთანინტერვიუში საქართველოჩინეთის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

ელჩის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე პრიორიტეტებია მაღალი დონის კონტაქტების გაგრძელება, ვაჭრობის გაფართოება, ასევე ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, მხარეები ელექტრონული კომერციის სფეროში მემორანდუმის გაფორმებასაც განიხილავენ, რაც ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის, მინერალური წყლის, თხილისა და სანელებლების, ჩინეთის ბაზარზე შესვლას შეუწყობს ხელს.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვაერთი სარტყელი, ერთი გზისინიციატივისა და შუა დერეფნის დაკავშირების მნიშვნელობას. მისი შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია უფრო აქტუალურია, თუმცა შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების, ციფრული კოორდინაციისა და რეგულაციების გაუმჯობესება.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა მაღალტექნოლოგიურ თანამშრომლობაზეც. მისი განცხადებით, ჩინეთსა და საქართველოს ამ მიმართულებითკარგი პოლიტიკური საფუძველი და ხელსაყრელი პირობებიაქვთ. ჭოუ ციენის თქმით, მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრული ეკონომიკის ინვესტიციებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის რკინიგზა ჩინური ლოკომოტივებით ფლოტს აახლებს

23 ივნისი

23 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის რკინიგზამ ჩინურ CRRC Ziyang Co., Ltd.-თან ოთხი ახალი მაგისტრალური სამგზავრო ლოკომოტივის შესყიდვაზე შეთანხმება გააფორმა. შეხვედრა ADY-ის წარმომადგენლების ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ვიზიტისას მხარეებმა სატვირთო ლოკომოტივების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზეც იმსჯელეს. გასულ წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აზერბაიჯანი 2026 წლის სექტემბერში ჩინეთიდან შვიდ ახალ სატვირთო ლოკომოტივს მიიღებს. APA- ინფორმაციით, ახალი AC50 ტიპის მაგისტრალური ლოკომოტივები აზერბაიჯანზე გამავალ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე სატვირთო გადაზიდვებში უნდა ჩაერთოს.

ამასთან, ADY- და CRRC Ziyang-მა ოთხი ახალი მაგისტრალური სამგზავრო ლოკომოტივის შესყიდვაზეც გააფორმეს შეთანხმება. მათი შესყიდვა 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

 

Xinhua News Agency- ინტერვიუ აკბარ ალიევთან

23 ივნისი

23 ივნისს Xinhua- გამოაქვეყნა ინტერვიუ აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს იმპორტექსპორტის კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელ აკბარ ალიევთან, სადაც მან აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სოფლის მეურნეობის ვაჭრობისა და სურსათის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრა.

ალიევის თქმით, ივნისში ჩინურ მხარესთან გაფორმდა დოკუმენტები, რომლებიც სურსათის უსაფრთხოების, ცხოველთა და მცენარეთა საკარანტინო შემოწმების, საბაჟო თანამშრომლობისა და ელექტრონული სერტიფიკატების ონლაინვერიფიკაციის მიმართულებებს მოიცავს. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯები აზერბაიჯანული პროდუქციის კონკურენტუნარიანობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გააძლიერებს.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი აზერბაიჯანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ეტაპობრივ გაფართოებას უკავშირდება. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის ვაჭრობა და სურსათის უსაფრთხოება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო ფართო სურათის ნაწილია, რომელიც ტრანსპორტს, ინვესტიციებს, ენერგეტიკასა და ციფრულ ეკონომიკასაც მოიცავს.

 

ADY ჩინეთში ლოგისტიკურ გამოფენაზე მონაწილეობდა

24 ივნისი

24-26 ივნისს აზერბაიჯანის რკინიგზა, AZCON Holding-ის შემადგენლობაში, შანხაიში გამართულ Transport Logistic China 2026-ზე საკუთარი სტენდით მონაწილეობდა. გამოფენაზე ADY- აზერბაიჯანის საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში ADY-ის წარმომადგენლები შეხვდნენ ტვირთგამგზავნებს, ლოგისტიკურ ოპერატორებს, ინვესტორებსა და სამომავლო პარტნიორებს. შეხვედრებზე განიხილეს აზერბაიჯანზე გამავალი საერთაშორისო დერეფნებით ტვირთზიდვის ზრდა, შუა დერეფანზე ახალი ლოგისტიკური სერვისების განვითარება და ბაქოს პორტის კავშირების გაძლიერება.

გამოფენაში 50-მდე ქვეყნიდან და რეგიონიდან 1000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიება მოიცავდა სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების, მულტიმოდალური ლოგისტიკის, ციფრული ტექნოლოგიებისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის მიმართულებებს.

 

აზერბაიჯანის ეროვნული სტენდი ჩინეთიევრაზიის გამოფენაზე

25 ივნისი

25-29 ივნისს ურუმჩიში, სინძიანის უიღურ ავტონომიურ რეგიონში, გამართულ მე-9 China-Eurasia Expo-ზე აზერბაიჯანი ეროვნული სტენდით იყო წარმოდგენილი. სტენდი აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ჩინეთში სავაჭრო წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო.

სტენდზე წარადგინეს „Made in Azerbaijan“ ბრენდის პროდუქცია. გამოფენის ფარგლებში ჩინეთში აზერბაიჯანის სავაჭრო წარმომადგენელმა თეიმურ ნადიროღლუმ მონაწილეობა მიიღო SCO Local Economic and Trade Cooperation Conference-ში, სადაც აზერბაიჯანის ბიზნესგარემოზე, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და სატრანსპორტოლოგისტიკურ როლზე ისაუბრა.

China-Eurasia Expo 2011 წლიდან იმართება და ჩინეთის ერთერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ეკონომიკურსავაჭრო პლატფორმას წარმოადგენს. მე-9 გამოფენაში 27 ქვეყნიდან, რეგიონიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე ჩინეთის ყველა პროვინციიდან, 2000-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

სომხეთი

ჩინეთი სომხეთის სავაჭრო დივერსიფიკაციის ერთერთ მნიშვნელოვან ბაზრად განიხილება

23 ივნისი

23 ივნისს Armenpress-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტ ტატევიკ ვარდანიანთან, რომელიც სომხეთის სავაჭრო დივერსიფიკაციას ეხებოდა.

ექსპერტ ტატევიკ ვარდანიანის შეფასებით, სომხეთის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობის საკითხამდე არ უნდა დავიწროვდეს. მისი თქმით, სომხეთმა პარალელურად უნდა გააძლიეროს კავშირები სხვა მზარდ ბაზრებთან, მათ შორის ჩინეთთან, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას და ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულებების შემცირებას.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ჩინეთი სომხეთის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ჩამოყალიბდა. 2024 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ დაახლოებით 2.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2026 წლის იანვარაპრილში 19.4%-ით გაიზარდა და 914.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ჩინეთის წილი სომხეთის საგარეო ვაჭრობაში 12.2%-დან 14.5%-მდე გაიზარდა.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ პეკინი ერევნისთვის არა მხოლოდ არსებული სავაჭრო პარტნიორია, არამედ შესაძლოა უფრო ფართო ეკონომიკური დივერსიფიკაციის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებადაც იქცეს.

უზბეკეთი

უზბეკეთი და ჩინეთის გუანსის რეგიონი აგროინდუსტრიულ და საინვესტიციო პროექტებზე შეთანხმდნენ

23 ივნისი

23 ივნისს ნანინგში უზბეკეთის დიპლომატიური წარმომადგენლები გუანსის ჟუანის ავტონომიური რეგიონის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს უზბეკეთის რეგიონებსა და გუანსის შორის პირდაპირი რეგიონული კავშირების გაღრმავება, ასევე აკადემიური და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების დაწყება.

ბიზნესდღის წესრიგის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდაუზბეკეთიგუანსი: სავაჭროეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა“, რომელშიც 20-ზე მეტი ჩინური კომპანია მონაწილეობდა. შეხვედრაზე პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა, აგროგადამუშავება, სამშენებლო მასალების წარმოება, ელექტროტექნიკა და ტურიზმი.

უზბეკურმა მხარემ ჩინურ კომპანიებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის შესაძლო ფორმატები გააცნო. შეხვედრის შედეგად მხარეებმა რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

 

უზბეკეთისა და ჩინეთის უნივერსიტეტები აკადემიურ კავშირებს აფართოებენ

23 ივნისი

23 ივნისს გუანჯოუში უზბეკეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გუანდუნის უცხო ენებისა და საგარეო ვაჭრობის უნივერსიტეტის პრეზიდენტ იან სიანგბინს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა უზბეკეთისა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტს, ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გუანდუნის უცხო ენებისა და საგარეო ვაჭრობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. პარტნიორობა სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და კვლევით პროექტებს მოიცავს.

აღნიშნული ინიციატივა უზბეკეთსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში კავშირების გაფართოების ნაწილია და მიზნად ისახავს აკადემიური მობილობისა და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერებას.

 

უზბეკეთის ეროვნული პავილიონი ურუმჩიში China–Eurasia Expo-ზე წარადგინეს

25 ივნისი

25-29 ივნისს ურუმჩიში გამართულ მე-9 China-Eurasia Expo-ზე უზბეკეთი „Made in Uzbekistan“ ეროვნული პავილიონით იყო წარმოდგენილი. პავილიონი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, პეკინში უზბეკეთის საელჩოსა და სავაჭროსამრეწველო პალატის მხარდაჭერით მოეწყო.

გამოფენაზე უზბეკეთმა საკუთარი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი წარმოადგინა. ყურადღება გამახვილდა მსუბუქ და კვების მრეწველობაზე, ტექსტილზე, ტანსაცმელზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ტრადიციულ ხელნაკეთ ნაწარმზე. ურუმჩის გამოფენა უზბეკეთისთვის ჩინეთისა და ევრაზიის ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალი სავაჭრო კავშირების დამყარების პლატფორმად იქცა.

Scroll to Top