Civicidea

ჩინეთი გაეროსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და გლობალური გამოწვევების ერთობლივად დაძლევას გეგმავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობის აღდგენიდან 55 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინგმა გაეროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, გასული ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის როლსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მაო ნინგის განცხადებით, 1971 წლის 25 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 26-ე სესიაზე მიღებულმა რეზოლუცია 2758-მა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ორგანიზაციაში წარმომადგენლობის უფლებები აღუდგინა. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპი იყო, რომელმაც გავლენა მოახდინა როგორც ჩინეთის საერთაშორისო პოზიციებზე, ისე გაეროს საქმიანობასა და გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე.

მაო ნინგის თქმით, გასული 55 წლის განმავლობაში ჩინეთი აქტიურად მონაწილეობდა გაეროს ფარგლებში მიმდინარე პროცესებში და მხარს უჭერდა ორგანიზაციის წამყვან როლს საერთაშორისო ურთიერთობებში. ამასთან, პეკინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ჩინეთის საგარეო უწყების შეფასებით, ქვეყნის საქმიანობა ამ პერიოდში მიმართული იყო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაფართოებისკენ. პეკინი ასევე ყურადღებას ამახვილებდა სხვადასხვა კულტურასა და ცივილიზაციას შორის დიალოგის განვითარებასა და გლობალური მმართველობის არსებული მექანიზმების გაუმჯობესებაზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაო ნინგმა განაცხადა, რომ ჩინეთი აპირებს გაეროსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას. მისი თქმით, ქვეყანა მზად არის, სხვა სახელმწიფოებთან ერთად იმუშაოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეკინი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო პასუხისმგებლობების შესრულებას, მხარს დაუჭერს გაეროს საქმიანობას და ხელს შეუწყობს ისეთი საერთაშორისო გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობასა და საერთო განვითარებაზე იქნება დაფუძნებული.

მაო ნინგის განცხადებით, ჩინეთის გრძელვადიანი მიზანი კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, რაშიც გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ამასთან, გაეროში პოზიციების განმტკიცებას ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვაც აქვს. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის Foreign Policy Research Institute-ის 2026 წლის სექტემბრის ანალიზის თანახმად, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობისა და ფინანსური მხარდაჭერის შემცირება პეკინს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს საკუთარი დიპლომატიური გავლენა. ჩინეთი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მრავალმხრივი თანამშრომლობისა და საერთაშორისო წესრიგის მხარდამჭერ ძალად. ამგვარად, გაეროსთან თანამშრომლობა პეკინისთვის არა მხოლოდ მრავალმხრივი დიპლომატიის, არამედ საკუთარი საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ჩინეთი გაეროსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და გლობალური გამოწვევების ერთობლივად დაძლევას გეგმავს Read More »

თინათინ ხიდაშელი მიუნხენში გამართულ “გლობალური თავდაცვის სამიტში” მონაწილეობდა

სამოქალაქო ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი 23-24 ოქტომბერს, მიუნხენში, ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის მიერ ორგანიზებულ გლობალური ტოტალური თავდაცვის სამიტში (Global Total Defence Summit) მონაწილეობდა.

სამიტმა გააერთიანა უკრაინის, კავკასიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, აშშ-ის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წარმომადგენლები, რათა განეხილათ, როგორ შეუძლიათ საზოგადოებებსა და სახელმწიფოებს უსაფრთხოების მზარდ და ცვალებად საფრთხეებთან გამკლავება.

დისკუსიები შეეხებოდა უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციასა და ჩარევას, კიბერუსაფრთხოებას, ხელოვნურ ინტელექტსა და ახალ ტექნოლოგიებს, საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს.

თინათინ ხიდაშელი მიუნხენში გამართულ “გლობალური თავდაცვის სამიტში” მონაწილეობდა Read More »

ჩინეთი და ჯიბუტი რეგიონული დაძაბულობის საფრთხეებს განიხილავენ

ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის აფრიკის რქაში გავრცელების საფრთხეზე საუბრობს. ქვეყანა წითელ ზღვაში საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინგის თქმით, ეს საკითხი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ და ჯიბუტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულქადერ ჰუსეინ ომარმა პეკინში შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა გააფრთხილეს საერთაშორისო საზოგადოება, რომ აფრიკის რქა არ უნდა იქცეს გეოპოლიტიკური დაპირისპირების არენად და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ამ რეგიონში არ უნდა გავრცელდეს.

ჩინეთისა და ჯიბუტის ერთობლივი განცხადებით, წითელ ზღვაში დაძაბულობის ზრდა საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას, განსაკუთრებით კი აფრიკის რქის ქვეყნების ეკონომიკურ საქმიანობას. საზღვაო მიმოსვლის შეფერხებამ შესაძლოა გაართულოს საერთაშორისო ვაჭრობა და გაამწვავოს რეგიონში არსებული უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის მეკობრეობა და ტერორიზმი. მხარეებმა მხარი დაუჭირეს წითელი ზღვის სანაპირო სახელმწიფოების ძალისხმევას, უზრუნველყონ საერთაშორისო საზღვაო გზების შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება. ამასთან, მათ მოუწოდეს შესაბამის მხარეებს, დაიცვან გაეროს წესდების პრინციპები, თავი აარიდონ დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას, არსებული პრობლემები კი დიალოგისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ.

ჩინეთისთვის წითელი ზღვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია, რომლის გავლითაც ჩინური პროდუქცია ევროპულ ბაზარს მიეწოდება. რეგიონში საზღვაო გადაადგილების შეფერხება საფრთხეს შეუქმნიდა როგორც ჩინეთის საექსპორტო ინტერესებს, ისე მის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს. პეკინის ინტერესებს დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს ჯიბუტიში არსებული ჩინეთის სამხედრო მხარდაჭერის ბაზა, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს და, სხვა ამოცანებთან ერთად, ადენის ყურეში მეკობრეობის წინააღმდეგ მოქმედ საზღვაო ძალებს ემსახურება. შანხაის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მკვლევრის, ლი ვეიჯიანის შეფასებით, ჩინეთსა და ჯიბუტის შორის ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის პეკინის ინტერესებს უკავშირდება როგორც ნავიგაციის თავისუფლების, ისე რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ჰორმუზის სრუტეში არსებული დაძაბულობა და იემენში მოქმედი ჰუსიტების თავდასხმების საფრთხე. ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების გამო, საუდის არაბეთმა ნავთობის ნაწილი ექსპორტზე  წითელი ზღვის გავლით გაიტანა. გავრცელებული მონაცემებით, ამ მარშრუტით ნავთობის გადაზიდვის მოცულობა დღეში დაახლოებით 1 მილიონიდან 4.9 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. თუმცა წითელ ზღვაში უსაფრთხოების გაუარესებამ შესაძლოა ამ ალტერნატიულ მარშრუტსაც შეუქმნას საფრთხე. ჩინელი ანალიტიკოსების შეფასებით, არსებული ვითარება ჯერ არ მოითხოვს სავაჭრო გემების პირდაპირ სამხედრო ესკორტირებას, თუმცა პეკინი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს.

ჯიბუტიმ დადებითად შეაფასა ჩინეთის ინიციატივები რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორც The Diplomat-ის ანალიზშია აღნიშნული, პეკინისა და ჯიბუტის განცხადება კონკრეტული ახალი ღონისძიებების განსაზღვრაზე მეტად მათი საერთო შეშფოთებისა და სტრატეგიული ინტერესების გამოხატვას ემსახურება.

საბოლოოდ, ჩინეთის პოზიცია აჩვენებს, რომ წითელი ზღვის უსაფრთხოება მისთვის არა მხოლოდ რეგიონული სტაბილურობის, არამედ საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა და ევროპასთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნების მნიშვნელოვანი საკითხია.

ჩინეთი და ჯიბუტი რეგიონული დაძაბულობის საფრთხეებს განიხილავენ Read More »

ჩინეთი ტაივანის მახლობლად საზღვაო კონტროლის გაფართოებას ცდილობს

ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე პრატასის კუნძულების გარშემო კვლავ იზრდება. პეკინი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე სანაპირო დაცვის პატრულირება საზღვაო უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას ემსახურება. ტაიპეი კი ჩინეთის მოქმედებებს საკუთარი გავლენის გაფართოებისა და საზღვაო სივრცეზე კონტროლის დამყარების მცდელობად აფასებს.

ტაივანის ხელისუფლება ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს არ აღიარებს. მისი პოზიციით, კუნძულის მომავალზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ტაივანის მოსახლეობას აქვს. პეკინი კი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და საჭიროების შემთხვევაში არც ძალის გამოყენებას გამორიცხავს.

ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისის წარმომადგენელმა, ჟანგ ჰანმა, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულებზე, მათ შორის პრატასსა და მის მიმდებარე წყლებზე, უდავო სუვერენული უფლებები აქვს. მისი თქმით, ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები მოქმედებენ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და ხელს უწყობენ ნორმალური ნაოსნობისა და საზღვაო საქმიანობის შენარჩუნებას.

პეკინის მტკიცებით, პატრულირება ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვასაც ემსახურება. ამასთან, ჩინეთის წარმომადგენელმა ტაივანის მმართველი ძალა სეპარატისტულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ ეს კურსი ზრდის სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს.

დაძაბულობის გამწვავებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომლის დროსაც ტაივანის სანაპირო დაცვამ ჩინური სათევზაო გემის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ ტაივანი შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილა. ტაივანის ინფორმაციით, კვირიდან მოყოლებული ორი შემთხვევა დაფიქსირდა როდესაც  ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები პრატასის კუნძულებს მიუახლოვდნენ. ტაიპეი ამ მოქმედებებს პროვოკაციულად მიიჩნევს.

პრატასის კუნძულები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს, სამხრეთ ტაივანსა და ჰონგ-კონგს შორის. იქ მუდმივი სამოქალაქო მოსახლეობა არ ცხოვრობს, ხოლო ტაივანიდან კუნძულებამდე მანძილი 400 კილომეტრს აღემატება. უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გეოგრაფიული დაშორების გამო ტერიტორია ჩინეთის შესაძლო სამხედრო მოქმედებების მიმართ მოწყვლადია.

ტაივანის კონტინენტური საკითხების საბჭოს ხელმძღვანელმა ჩიუ ჩუი-ჩენგმა სამშაბათს, ტაიპეიში გამართულ ფორუმზე, განაცხადა, რომ ჩინეთი ცდილობს ტაივანის საკითხის შიდა ადმინისტრაციულ საკითხად წარმოჩენას და მის გარშემო არსებულ წყლებზე ფაქტობრივი კონტროლის დამყარებას. მისი შეფასებით, პეკინის პოლიტიკა შესაძლოა უფრო აქტიურ და პროვოკაციულ ხასიათს იძენდეს, რაც ტაივანზე ჩინეთის იურისდიქციის გავრცელებას ემსახურება.

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შესაძლო მეოთხე ვადით არჩევის მოლოდინში, პეკინისთვის ტაივანთან „ეროვნული გაერთიანების“ მიზანი კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ამ ფონზე, პრატასის კუნძულების გარშემო განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ დაპირისპირება მხოლოდ ტერიტორიულ პრეტენზიებს არ უკავშირდება, ის ასევე ეხება საზღვაო უსაფრთხოებას, იურისდიქციას და რეგიონში ძალთა ბალანსს.

წყარო: https://www.reuters.com/world/china/china-says-it-is-safeguarding-order-around-taiwan-controlled-south-china-sea-2026-10-21/?utm_source

ჩინეთი ტაივანის მახლობლად საზღვაო კონტროლის გაფართოებას ცდილობს Read More »

ჩინეთის პრემიერი ტაჯიკეთის მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტს შეხვდა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კოხირ რასულზოდასა და პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და რეგიონული უსაფრთხოება იყო.

18 ოქტომბერს რასულზოდასთან შეხვედრისას ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, ტაჯიკეთთან ერთად განავითაროს თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოება, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ხელოვნური ინტელექტი. ჩინეთის პრემიერი ასევე მიესალმა ტაჯიკეთიდან მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტის გაზრდისა და ჩინური კომპანიების მიერ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.

19 ოქტომბერს ლი ციანი ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა. შეხვედრისას რაჰმონმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ტაჯიკეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია.

როიტერის ცნობით ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ლიმ განაცხადა, რომ ქვეყნებმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში და გააძლიერონ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა. მისი თქმით, ჩინეთმა და ტაჯიკეთმა ერთობლივად უნდა დაუპირისპირდნენ „სამ ბოროტ ძალას“ ტერორიზმს, სეპარატიზმსა და ექსტრემიზმს და ხელი შეუწყონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

 შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. ტაჯიკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მხარეებმა თანამშრომლობის პრიორიტეტებად დაასახელეს მრეწველობა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა. ყურადღება ასევე დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამუშაო ადგილების შექმნასა და პროფესიული კადრების მომზადებას. ლი ციანმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის გაძლიერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ლი ციანი ტაჯიკეთში ასევე მონაწილეობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა საბჭოს 25-ე სხდომაში. ტაჯიკეთის ვიზიტის შემდეგ, 20–22 ოქტომბერს, ის რუსეთს ეწვევა, სადაც ჩინეთისა და რუსეთის მთავრობათა მეთაურების 31-ე რეგულარული შეხვედრა გაიმართება.

ჩინეთის პრემიერი ტაჯიკეთის მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტს შეხვდა Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (12-18 ოქტომბერი)

საქართველო

საქართველოს ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირება სურს

12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს საქართველო–უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის ახალ სატრანსპორტო მარშრუტთან საქართველოს დაკავშირების ინტერესი გამოხატა. მისი განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეგიონის ქვეყნების ევროპულ და სხვა ბაზრებთან დამაკავშირებელი ფუნქციის შესრულება.

ქვრივიშვილმა ამ მიზანს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება დაუკავშირა. მინისტრის თქმით, რკინიგზის მოდერნიზაციით ტვირთების წლიური გამტარუნარიანობა 2029 წლამდე 15 მილიონიდან 29 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. სხდომაზე განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაც შუა დერეფანში ჩართული ქვეყნებისთვის.

გუანჯოუში საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ორგანიზებით ორმხრივი ბიზნესფორუმი გაიმართა. პალატის ცნობით, ღონისძიებაში 200-ზე მეტი ქართული და ჩინური კომპანია მონაწილეობდა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, და ჩინეთში საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ.

ფორუმზე კომპანიებს შორის პირისპირ საქმიანი შეხვედრები მოეწყო, რომლებზეც პოტენციურ პარტნიორებს თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა შეეძლოთ. ვიზიტის ფარგლებში ქართული ბიზნესდელეგაცია საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაში, „Canton Fair“-შიც მონაწილეობდა. პალატის განცხადებით, ღონისძიებები ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას ემსახურებოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებში იუანის წილს ზრდის

16 ოქტომბერი

16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, და ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, პან გონშენგს, შეხვდნენ. შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ფინანსური თანამშრომლობა, ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობა და კაპიტალის ბაზრების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

თურნავას განცხადებით, სებ–ი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას განაგრძობს, რეზერვებში იუანის წილი ეტაპობრივად იზრდება და ბანკი ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებას ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობა ეფუძნება 2025 წლის მარტში გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართულებებს მოიცავს.

აზერბაიჯანი

სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს პეკინში აზერბაიჯანისა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ტექნოლოგიების გადაცემას, მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და აგროპროდუქციით ვაჭრობის გაფართოებას ითვალისწინებს.

შეთანხმება მოიცავს სოფლის მეურნეობის გაციფრულებას, აგროდაზღვევის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ კვლევებსაც. გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმის მომზადება და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეთანხმებული ღონისძიებების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს. შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ ჩინურ კომპანიებს ქვეყნის აგრარულ სექტორში ინვესტირების შესაძლებლობების შესწავლა შესთავაზა.

ვან იმ ალიევთან და ბაირამოვთან თანამშრომლობის გაფართოება განიხილა

14 ოქტომბერი

14 ოქტომბერს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. მხარეებმა შუა დერეფნის განვითარებაზე, განახლებად ენერგეტიკასა და აზერბაიჯანში ჩინური კომპანიების საინვესტიციო საქმიანობაზე იმსჯელეს. ალიევმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო მარშრუტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ვან იმ კი აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა.

15 ოქტომბერს ვან იმ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართა. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელოვნურ ინტელექტსა და კულტურაში თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრებმა შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების საკითხიც განიხილეს.

ჩინურმა კომპანიებმა აზერბაიჯანის აგრარულ სექტორში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს

15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სეიმურ საფარლის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ჩინურ ბიზნესდელეგაციასთან აგრარულ სექტორში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს.

მოლაპარაკებები შეეხო თანამედროვე სათბურების მოწყობას, მეცხოველეობასა და მეფრინველეობას, პროდუქციის გადამუშავებას, სამაცივრე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას. მხარეებმა აზერბაიჯანული აგროპროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებაზეც იმსჯელეს. სამინისტროს ცნობით, განიხილეს პოტენციური ინვესტორების ადგილობრივ პარტნიორებთან დაკავშირება და თანამშრომლობისთვის კონკრეტული პროექტების შერჩევა.

ჩინეთმა ბაქოს CICA-ს სამიტზე თანამშრომლობის ოთხი მიმართულება წარადგინა

15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ბაქოში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა კონფერენციის (CICA) მეშვიდე სამიტში მიიღო მონაწილეობა. ის ღონისძიებაზე ჩინეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით გამოვიდა.

ვან იმ თანამშრომლობის ოთხი პრიორიტეტი დაასახელა, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა, ეკონომიკური განვითარება, კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავება და გლობალური მმართველობის გაუმჯობესება. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების სტაბილურ მუშაობაზე, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობასა და ენერგორესურსებისა და სურსათის მიწოდების უსაფრთხოებაზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის სხვადასხვა ქვეყნის განვითარების გეგმებთან დაკავშირებას. სამიტის მონაწილეებმა ბაქოს დეკლარაცია მიიღეს.

სომხეთი

სომხეთისა და ჩინეთის მინისტრებმა გარემოსდაცვითი თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს

16 ოქტომბერი

16 ოქტომბერს სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი, ჰამბარძუმ მათევოსიანი, ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ჰუან ჟუნციუს, შეხვდა. მხარეებმა გარემოს დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებსა და გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციის, COP17-ის, პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

განხილვის მთავარი საკითხები კუნმინ–მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს შესრულების პროგრესის შეფასება და 2030 წლისთვის განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება იყო. შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ცნობაში თანამშრომლობის კონკრეტული პროექტები ან ახალი შეთანხმების გაფორმება დასახელებული არ არის.

ჩინეთმა ერევნის სამიტზე ბიომრავალფეროვნების დაცვის სამი პრიორიტეტი წარადგინა

16 ოქტომბერი

16 ოქტომბერს ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ჰუან ჟუნციუმ, საერთაშორისო საზოგადოებას ბუნების დაცვის გლობალური მიზნების შესრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, კუნმინ–მონრეალის ჩარჩოს განხორციელების ვადის ნახევარზე მეტი გასულია და მოქმედებების დაჩქარებაა საჭირო. მინისტრმა პრიორიტეტებად გლობალური მიზნების ეროვნულ პოლიტიკაში ასახვა, განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა და სახელმწიფოს, ბიზნესისა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება დაასახელა. მან ამ მიმართულებებით პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის ჩინეთის მზადყოფნაც გამოხატა.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (12-18 ოქტომბერი) Read More »

ჩინეთის პრემიერი ტაჯიკეთის მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტს შეხვდა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კოხირ რასულზოდასა და პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და რეგიონული უსაფრთხოება იყო.

18 ოქტომბერს რასულზოდასთან შეხვედრისას ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, ტაჯიკეთთან ერთად განავითაროს თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოება, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ხელოვნური ინტელექტი. ჩინეთის პრემიერი ასევე მიესალმა ტაჯიკეთიდან მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტის გაზრდისა და ჩინური კომპანიების მიერ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.

19 ოქტომბერს ლი ციანი ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა. შეხვედრისას რაჰმონმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ტაჯიკეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია.

როიტერის ცნობით ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ლიმ განაცხადა, რომ ქვეყნებმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში და გააძლიერონ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა. მისი თქმით, ჩინეთმა და ტაჯიკეთმა ერთობლივად უნდა დაუპირისპირდნენ „სამ ბოროტ ძალას“ ტერორიზმს, სეპარატიზმსა და ექსტრემიზმს და ხელი შეუწყონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

 შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. ტაჯიკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მხარეებმა თანამშრომლობის პრიორიტეტებად დაასახელეს მრეწველობა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა. ყურადღება ასევე დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამუშაო ადგილების შექმნასა და პროფესიული კადრების მომზადებას. ლი ციანმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის გაძლიერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ლი ციანი ტაჯიკეთში ასევე მონაწილეობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა საბჭოს 25-ე სხდომაში. ტაჯიკეთის ვიზიტის შემდეგ, 20–22 ოქტომბერს, ის რუსეთს ეწვევა, სადაც ჩინეთისა და რუსეთის მთავრობათა მეთაურების 31-ე რეგულარული შეხვედრა გაიმართება.

ჩინეთის პრემიერი ტაჯიკეთის მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტს შეხვდა Read More »

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ისრაელის პრეზიდენტმა ბაქოში ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების პოლიტიკური მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრისას დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების იძულებითი გაფართოების შეწყვეტისა და ამ პროცესის უკუქცევის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შეხვედრა 15 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ კონფერენციის (CICA) სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჰერცოგის ინიციატივით შედგა. ისრაელის პრეზიდენტმა ვან ის ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ თავისი ქვეყნის პოზიცია გააცნო. ჰერცოგის განცხადებით, ისრაელს მშვიდობა სურს და ომის გაგრძელება მისი მიზანი არ არის, თუმცა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას, რაც მტკიცე რეაგირებას მოითხოვს.

ჰერცოგმა ასევე დადებითად შეაფასა ჩინეთის როლი საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობის ხელშეწყობაში. მისი თქმით, ისრაელი აფასებს პეკინის ინიციატივებსა და წინადადებებს, რომლებიც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება, და მზად არის, ჩინეთთან კომუნიკაცია გააგრძელოს.

თავის მხრივ, ვან იმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და შერიგების ხელშეწყობა ჩინეთის რეგიონული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. პეკინის შეფასებით, პალესტინის საკითხი მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული უსამართლობაა, ხოლო მისი მოგვარების სწორ გზას ორი სახელმწიფოს პრინციპი წარმოადგენს. ეს მიდგომა ისრაელისა და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეც. მისი თქმით, გადაუდებელი ამოცანაა სექტორში შესვლისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობების სრულად აღდგენა, რათა დაახლოებით ორი მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს და ჰუმანიტარული კრიზისი არ გაღრმავდეს.

ჩინეთის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის არაერთი ინიციატივა წარმოადგინა. პეკინი ამ წინადადებებს რეგიონული და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შეთავაზებულ მნიშვნელოვან წვლილად განიხილავს.

ვან ის განცხადებით, ჩინეთი მზად არის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ითანამშრომლოს უსაფრთხოებისადმი საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი მიდგომის გასაძლიერებლად. პეკინის მიზნად სახელდება კონფლიქტის მონაწილე მხარეების დიალოგისა და კონსულტაციების პროცესში დაბრუნების ხელშეწყობა, რათა კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა შეიქმნას.

ვან ის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების საკითხი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საერთაშორისო განხილვის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. ჩინეთის მოწოდება აჩვენებს, რომ პეკინი ცდილობს, რეგიონში პოლიტიკური მოგვარებისა და საერთაშორისო დიპლომატიური ჩართულობის აუცილებლობა კიდევ ერთხელ წამოწიოს წინა პლანზე.

წყარო: https://www.fmprc.gov.cn/web/wjbzhd/202610/t20261016_12041367.shtml?utm_source

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ისრაელის პრეზიდენტმა ბაქოში ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების პოლიტიკური მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. Read More »

Scroll to Top