კვირის ამბავი

კვირის ამბავი: ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (29 ივნისი – 5 ივლისი)

საქართველო

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

1 ივლისი

1 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოჩინეთის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლაზე, რაც, მხარეთა შეფასებით, ახალ შესაძლებლობებს ქმნის პოლიტიკური, სავაჭროეკონომიკური და სატრანზიტო კავშირების გაღრმავებისთვის.

საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკვე მიღწეულ შედეგებსაც. პრემიერმინისტრმა ჩინეთის ელჩის პირად წვლილს გაუსვა ხაზი ქართულჩინური ურთიერთობების განვითარებაში და მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მაკა ბოჭორიშვილიიმედის კვირაშიჩინეთთან თანამშრომლობაზე საუბრობს

5 ივლისი

საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ჩინეთი დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და საქართველოს ინტერესშია მასთან კარგი ურთიერთობებისა და განვითარებული კავშირების ქონა.

ბოჭორიშვილმა გადაცემაიმედის კვირაში“ 5 ივლისს საქართველოჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისი პეკინთან თანამშრომლობას არ განიხილავს როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით გლობალურ მოთამაშეებთან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზეც. მისი თქმით, საქართველოს ინტერესშია აღმოსავლეთის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ჩინეთთან პარტნიორობის განვითარება.

ბოჭორიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოჩინეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში ჩინური ენის კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა

1 ივლისი

1 ივლისს ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის უცხო ენების ცენტრში, ჩინური ენის კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანში ჩინეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სონგ ძიუნი, ასევე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ცერემონიაზე სონგ ძიუნმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სამხედრო განათლებისა და ენობრივი მომზადების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, მსგავსი სასწავლო პროგრამები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებას, პროფესიული კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ჩინური ენის ცოდნის გავრცელებას სამხედროსაგანმანათლებლო სფეროში.

 

აზერბაიჯანის საბაჟო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა

2 ივლისი

2 ივლისს აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და ჩინეთის გამოცდილების გაცნობა იყო ციფრული საბაჟო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ჭკვიანი სასაზღვრო მართვის სისტემების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელი წარმომადგენლები ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს ციფრული საბაჟოს განვითარება, რისკების მართვის თანამედროვე მექანიზმები, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია საბაჟო პროცესებში, ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესება დაჭკვიანი საბაჟოსსისტემების გამოყენების შესაძლებლობები.

შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალსაც, რომლის ფარგლებში აზერბაიჯანი ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანზიტოლოგისტიკურ კავშირებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აზერბაიჯანული დელეგაცია ასევე ეწვია ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის Huawei-, Percent-სა და Maxvision-, ასევე შენჟენის სასაზღვროგამშვებ პუნქტებს.

 

ჩინეთის ელჩმა აზერბაიჯანულ მედიაში საავტორო სტატია გამოაქვეყნა

3 ივლისი

3 ივლისს ჩინეთის ელჩმა აზერბაიჯანში, ლუ მეიმ, აზერბაიჯანულ მედიაში საავტორო სტატია გამოაქვეყნა. პუბლიკაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის 105- წლისთავს მიეძღვნა.

სტატიაში ელჩმა ჩინეთის განვითარების მოდელზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხედვებზე, რომლებსაც პეკინი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების საფუძვლად მიიჩნევს. ლუ მეიმ ასევე ხაზი გაუსვა მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით გააღრმაოს.

პუბლიკაცია აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებში, მათ შორის Bakinskiy Rabochiy-სა და Ses-ში გამოქვეყნდა. ინფორმაცია სტატიის გამოქვეყნების შესახებ აზერბაიჯანში ჩინეთის საელჩომ გაავრცელა.

სომხეთი

EAEU-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში სავაჭრო საკითხები განიხილეს

1 ივლისი

1 ივლისს ევრაზიის ეკონომიკური კომისიის შტაბბინაში EAEU-ჩინეთის სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე სემინარი გაიმართა. შეხვედრა EAEU–ჩინეთის სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი კომისიის მეექვსე სხდომისთვის მზადებას უკავშირდებოდა.

სემინარზე განიხილეს ჩინეთის ბაზარზე წვდომის საკითხები, სანიტარული და ვეტერინარული მოთხოვნები, ტექნიკური რეგულაციები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, სატრანსპორტო დერეფნების განვითარება, ელექტრონული კომერცია და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება.

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემებით, ჩინეთი EAEU- ერთერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს ჩინეთზე კავშირის საგარეო ვაჭრობის 36% მოდიოდა, მიმდინარე წელს კი ეს მაჩვენებელი 40%- აჭარბებს.

 

ჩინეთის საელჩომ ერევანში ჩინეთის კომუნისტური პარტიის 105 წლისთავთან დაკავშირებული განცხადება გაავრცელა

3 ივლისი

3 ივლისს ჩინეთის საელჩომ სომხეთში ჩინეთის კომუნისტური პარტიის 105 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საელჩომ მადლობა გადაუხადა სომეხ მეცნიერებსა და დისკუსიის მონაწილეებს ღონისძიებაში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ჩინეთსა და სომხეთს შორის გამოცდილების გაცვლასა და ურთიერთგაგების გაღრმავებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პეკინი იმედოვნებს, ორი ქვეყანა გააგრძელებს განვითარების გამოცდილების გაზიარებას, მეგობრული თანამშრომლობის გაძლიერებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ წინსვლას.

აღნიშნული განცხადება სომხეთჩინეთის ურთიერთობებში საჯარო დიპლომატიისა და პოლიტიკური კომუნიკაციის ნაწილად შეიძლება შეფასდეს. ამავე დროს, მასში ახალი კონკრეტული შეთანხმება ან თანამშრომლობის მექანიზმი არ დასახელებულა.

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთმა ნანძინში ტურისტული პოტენციალი და ეროვნული ხელნაკეთობები წარადგინა

30 ივნისი

ტაჯიკეთმა ჩინეთის ქალაქ ნანძინში გამართულ Jiangsu-Central Asia 2026 Cultural Week-ზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, კულტურული მემკვიდრეობა და ეროვნული ხელნაკეთობები წარადგინა.

ღონისძიებაზე ტაჯიკეთის დელეგაციამ ჩინელ პარტნიორებს ქვეყნის ტურისტული მიმართულებები, კულტურული მემკვიდრეობა და ხალხური რეწვის ნიმუშები წარუდგინა.

ტაჯიკურმა მხარემ ჩინელი პარტნიორები დუშანბეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც მიიწვია, რომელიც 2026 წლის 24-26 სექტემბერს გაიმართება.

 

ჩინეთის ელჩმა ტაჯიკეთთან ურთიერთობების ახალ ეტაპთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა

1 ივლისი

1 ივლისს ჩინეთის ელჩმა ტაჯიკეთში, გუო ჟიძიუნმა, სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ტაჯიკეთჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პუბლიკაციაში ელჩმა ყურადღება გაამახვილა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის 2026 წლის მაისის ვიზიტზე ჩინეთში და ამ ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულმარადიული მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებხელშეკრულებაზე.

გუო ჟიძიუნის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ჩარჩოს ქმნის. სტატიაში ასევე ხაზგასმულიასარტყლისა და გზისინიციატივისა და ტაჯიკეთის 2030 წლამდე ეროვნული განვითარების სტრატეგიის თანხვედრა.

 

  

დუშანბეში ჩინეთის კომუნისტური პარტიის იუბილესადმი მიძღვნილი პარტიათაშორისი ღონისძიება გაიმართა

1 ივლისი

1 ივლისს დუშანბეში ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების წლისთავთან დაკავშირებით პარტიათაშორისი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაში ტაჯიკეთის პოლიტიკური პარტიებისა და ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ტაჯიკეთჩინეთის პარტიათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება და მმართველობის გამოცდილების გაზიარების საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და ჰუმანიტარული კავშირების მიმართულებით.

 

დუშანბეში ჩინეთის განვითარების მიღწევებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა

3 ივლისი

3 ივლისს ჩინეთის საელჩომ დუშანბეში ჩინეთის განვითარების მიღწევებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გამართა. ღონისძიება ჩინეთის კომუნისტური პარტიის 105- წლისთავს უკავშირდებოდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 30 ფოტო, რომლებიც ჩინეთის განვითარების სხვადასხვა ეტაპსა და მიღწევებს ასახავდა. ღონისძიებას ტაჯიკეთის წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოტოგამოფენა ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და ჩინეთის განვითარების შესახებ საინფორმაციო მასალების წარდგენას ისახავდა მიზნად.

კვირის ამბავი: ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (29 ივნისი – 5 ივლისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (22-28 ივნისი)

საქართველო

ჩინეთის ელჩის სტატია საქართველოჩინეთის ურთიერთობების შესახებ

22 ივნისი

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 22 ივნისს გამოაქვეყნა ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის სტატია, რომელიც საქართველოჩინეთის ურთიერთობებისყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისეტაპზე გადასვლას ეხება.

ელჩის შეფასებით, ეს ფორმატი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად თანამშრომლობის პრაქტიკული მიმართულებების გაფართოებასაც გულისხმობს. მისი თქმით, ბოლო წლებში გააქტიურდა პოლიტიკური დიალოგი და მაღალი დონის ვიზიტები, გაიზარდა სავაჭროეკონომიკური კავშირები და გაძლიერდა თანამშრომლობა ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის სფეროებში.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთისერთი სარტყელი, ერთი გზისინიციატივისა და საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შუა დერეფნის დაკავშირებას. პეკინის შეფასებით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და მის უფრო აქტიურ ჩართვას რეგიონულ ეკონომიკურ პროცესებში.

ჭოუ ციენი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წელს საქართველოჩინეთის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 2.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სტატიაში საუბარია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გაფართოებაზეც, რაც, ელჩის თქმით, ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესკავშირების, ადამიანთაშორისი კონტაქტებისა და სატვირთო გადაზიდვების განვითარებას.

 

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჩინეთთან ურთიერთობების შედეგებზე ისაუბრა

26 ივნისი

26 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოჩინეთის ურთიერთობებისყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისდონეზე გადასვლა ორმხრივ თანამშრომლობაში ახალ ეტაპს წარმოადგენს და ეს პროცესი უკვე კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში აისახება.

კობახიძის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდეგ გაიზარდა როგორც სავაჭრო ბრუნვა, ისე ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი. პრემიერმინისტრის განცხადებით, 2025 წელს საქართველოჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარაპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდამ 45% შეადგინა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში ქართული საქონლის ექსპორტი ჩინეთში სამჯერ გაიზარდა.

პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის მიმართულებაზეც. მისი განცხადებით, 2025 წელს ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში 44%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 49% შეადგინა. კობახიძის შეფასებით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება პრაქტიკულ შედეგებს იძლევა ვაჭრობის, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით.

 

ჭოუ ციენის ინტერვიუიმედთან

27 ივნისი

27 ივნისს ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა, „იმედთანინტერვიუში საქართველოჩინეთის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

ელჩის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე პრიორიტეტებია მაღალი დონის კონტაქტების გაგრძელება, ვაჭრობის გაფართოება, ასევე ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, მხარეები ელექტრონული კომერციის სფეროში მემორანდუმის გაფორმებასაც განიხილავენ, რაც ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის, მინერალური წყლის, თხილისა და სანელებლების, ჩინეთის ბაზარზე შესვლას შეუწყობს ხელს.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვაერთი სარტყელი, ერთი გზისინიციატივისა და შუა დერეფნის დაკავშირების მნიშვნელობას. მისი შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია უფრო აქტუალურია, თუმცა შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების, ციფრული კოორდინაციისა და რეგულაციების გაუმჯობესება.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა მაღალტექნოლოგიურ თანამშრომლობაზეც. მისი განცხადებით, ჩინეთსა და საქართველოს ამ მიმართულებითკარგი პოლიტიკური საფუძველი და ხელსაყრელი პირობებიაქვთ. ჭოუ ციენის თქმით, მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრული ეკონომიკის ინვესტიციებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის რკინიგზა ჩინური ლოკომოტივებით ფლოტს აახლებს

23 ივნისი

23 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის რკინიგზამ ჩინურ CRRC Ziyang Co., Ltd.-თან ოთხი ახალი მაგისტრალური სამგზავრო ლოკომოტივის შესყიდვაზე შეთანხმება გააფორმა. შეხვედრა ADY-ის წარმომადგენლების ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ვიზიტისას მხარეებმა სატვირთო ლოკომოტივების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზეც იმსჯელეს. გასულ წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აზერბაიჯანი 2026 წლის სექტემბერში ჩინეთიდან შვიდ ახალ სატვირთო ლოკომოტივს მიიღებს. APA- ინფორმაციით, ახალი AC50 ტიპის მაგისტრალური ლოკომოტივები აზერბაიჯანზე გამავალ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე სატვირთო გადაზიდვებში უნდა ჩაერთოს.

ამასთან, ADY- და CRRC Ziyang-მა ოთხი ახალი მაგისტრალური სამგზავრო ლოკომოტივის შესყიდვაზეც გააფორმეს შეთანხმება. მათი შესყიდვა 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

 

Xinhua News Agency- ინტერვიუ აკბარ ალიევთან

23 ივნისი

23 ივნისს Xinhua- გამოაქვეყნა ინტერვიუ აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს იმპორტექსპორტის კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელ აკბარ ალიევთან, სადაც მან აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სოფლის მეურნეობის ვაჭრობისა და სურსათის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრა.

ალიევის თქმით, ივნისში ჩინურ მხარესთან გაფორმდა დოკუმენტები, რომლებიც სურსათის უსაფრთხოების, ცხოველთა და მცენარეთა საკარანტინო შემოწმების, საბაჟო თანამშრომლობისა და ელექტრონული სერტიფიკატების ონლაინვერიფიკაციის მიმართულებებს მოიცავს. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯები აზერბაიჯანული პროდუქციის კონკურენტუნარიანობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გააძლიერებს.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი აზერბაიჯანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ეტაპობრივ გაფართოებას უკავშირდება. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის ვაჭრობა და სურსათის უსაფრთხოება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო ფართო სურათის ნაწილია, რომელიც ტრანსპორტს, ინვესტიციებს, ენერგეტიკასა და ციფრულ ეკონომიკასაც მოიცავს.

 

ADY ჩინეთში ლოგისტიკურ გამოფენაზე მონაწილეობდა

24 ივნისი

24-26 ივნისს აზერბაიჯანის რკინიგზა, AZCON Holding-ის შემადგენლობაში, შანხაიში გამართულ Transport Logistic China 2026-ზე საკუთარი სტენდით მონაწილეობდა. გამოფენაზე ADY- აზერბაიჯანის საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში ADY-ის წარმომადგენლები შეხვდნენ ტვირთგამგზავნებს, ლოგისტიკურ ოპერატორებს, ინვესტორებსა და სამომავლო პარტნიორებს. შეხვედრებზე განიხილეს აზერბაიჯანზე გამავალი საერთაშორისო დერეფნებით ტვირთზიდვის ზრდა, შუა დერეფანზე ახალი ლოგისტიკური სერვისების განვითარება და ბაქოს პორტის კავშირების გაძლიერება.

გამოფენაში 50-მდე ქვეყნიდან და რეგიონიდან 1000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიება მოიცავდა სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების, მულტიმოდალური ლოგისტიკის, ციფრული ტექნოლოგიებისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის მიმართულებებს.

 

აზერბაიჯანის ეროვნული სტენდი ჩინეთიევრაზიის გამოფენაზე

25 ივნისი

25-29 ივნისს ურუმჩიში, სინძიანის უიღურ ავტონომიურ რეგიონში, გამართულ მე-9 China-Eurasia Expo-ზე აზერბაიჯანი ეროვნული სტენდით იყო წარმოდგენილი. სტენდი აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ჩინეთში სავაჭრო წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო.

სტენდზე წარადგინეს „Made in Azerbaijan“ ბრენდის პროდუქცია. გამოფენის ფარგლებში ჩინეთში აზერბაიჯანის სავაჭრო წარმომადგენელმა თეიმურ ნადიროღლუმ მონაწილეობა მიიღო SCO Local Economic and Trade Cooperation Conference-ში, სადაც აზერბაიჯანის ბიზნესგარემოზე, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და სატრანსპორტოლოგისტიკურ როლზე ისაუბრა.

China-Eurasia Expo 2011 წლიდან იმართება და ჩინეთის ერთერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ეკონომიკურსავაჭრო პლატფორმას წარმოადგენს. მე-9 გამოფენაში 27 ქვეყნიდან, რეგიონიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე ჩინეთის ყველა პროვინციიდან, 2000-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

სომხეთი

ჩინეთი სომხეთის სავაჭრო დივერსიფიკაციის ერთერთ მნიშვნელოვან ბაზრად განიხილება

23 ივნისი

23 ივნისს Armenpress-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტ ტატევიკ ვარდანიანთან, რომელიც სომხეთის სავაჭრო დივერსიფიკაციას ეხებოდა.

ექსპერტ ტატევიკ ვარდანიანის შეფასებით, სომხეთის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობის საკითხამდე არ უნდა დავიწროვდეს. მისი თქმით, სომხეთმა პარალელურად უნდა გააძლიეროს კავშირები სხვა მზარდ ბაზრებთან, მათ შორის ჩინეთთან, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას და ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულებების შემცირებას.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ჩინეთი სომხეთის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ჩამოყალიბდა. 2024 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ დაახლოებით 2.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2026 წლის იანვარაპრილში 19.4%-ით გაიზარდა და 914.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ჩინეთის წილი სომხეთის საგარეო ვაჭრობაში 12.2%-დან 14.5%-მდე გაიზარდა.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ პეკინი ერევნისთვის არა მხოლოდ არსებული სავაჭრო პარტნიორია, არამედ შესაძლოა უფრო ფართო ეკონომიკური დივერსიფიკაციის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებადაც იქცეს.

უზბეკეთი

უზბეკეთი და ჩინეთის გუანსის რეგიონი აგროინდუსტრიულ და საინვესტიციო პროექტებზე შეთანხმდნენ

23 ივნისი

23 ივნისს ნანინგში უზბეკეთის დიპლომატიური წარმომადგენლები გუანსის ჟუანის ავტონომიური რეგიონის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს უზბეკეთის რეგიონებსა და გუანსის შორის პირდაპირი რეგიონული კავშირების გაღრმავება, ასევე აკადემიური და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების დაწყება.

ბიზნესდღის წესრიგის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდაუზბეკეთიგუანსი: სავაჭროეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა“, რომელშიც 20-ზე მეტი ჩინური კომპანია მონაწილეობდა. შეხვედრაზე პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა, აგროგადამუშავება, სამშენებლო მასალების წარმოება, ელექტროტექნიკა და ტურიზმი.

უზბეკურმა მხარემ ჩინურ კომპანიებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის შესაძლო ფორმატები გააცნო. შეხვედრის შედეგად მხარეებმა რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

 

უზბეკეთისა და ჩინეთის უნივერსიტეტები აკადემიურ კავშირებს აფართოებენ

23 ივნისი

23 ივნისს გუანჯოუში უზბეკეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გუანდუნის უცხო ენებისა და საგარეო ვაჭრობის უნივერსიტეტის პრეზიდენტ იან სიანგბინს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა უზბეკეთისა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტს, ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გუანდუნის უცხო ენებისა და საგარეო ვაჭრობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. პარტნიორობა სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და კვლევით პროექტებს მოიცავს.

აღნიშნული ინიციატივა უზბეკეთსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში კავშირების გაფართოების ნაწილია და მიზნად ისახავს აკადემიური მობილობისა და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერებას.

 

უზბეკეთის ეროვნული პავილიონი ურუმჩიში China–Eurasia Expo-ზე წარადგინეს

25 ივნისი

25-29 ივნისს ურუმჩიში გამართულ მე-9 China-Eurasia Expo-ზე უზბეკეთი „Made in Uzbekistan“ ეროვნული პავილიონით იყო წარმოდგენილი. პავილიონი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, პეკინში უზბეკეთის საელჩოსა და სავაჭროსამრეწველო პალატის მხარდაჭერით მოეწყო.

გამოფენაზე უზბეკეთმა საკუთარი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი წარმოადგინა. ყურადღება გამახვილდა მსუბუქ და კვების მრეწველობაზე, ტექსტილზე, ტანსაცმელზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ტრადიციულ ხელნაკეთ ნაწარმზე. ურუმჩის გამოფენა უზბეკეთისთვის ჩინეთისა და ევრაზიის ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალი სავაჭრო კავშირების დამყარების პლატფორმად იქცა.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (22-28 ივნისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (15-21 ივნისი)

საქართველო

 მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

15 ივნისი

15 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას. ყურადღება გამახვილდაშუა დერეფნისმნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის გაფორმებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებაზე.

მინისტრმა ჩინეთში განხორციელებული ბოლო ვიზიტის შედეგებიც შეაჯამა, რა დროსაც ყურადღება მიღწეულ პროგრესსა და სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაფართოებაზე გაამახვილა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძეც ესწრებოდნენ.

 

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

16 ივნისი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 16 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ცინ იჭი ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს და ეთნიკურ საკითხებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი მზად არიან, საერთაშორისო თუ ორმხრივ ფორმატებში ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.

გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სფეროში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკასა და შესაბამის 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეა ახვლედიანი და ლევან ჟორჟოლიანი.

 

თეა ახვედიანი ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

16 ივნისი

16 ივნისს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჩინეთის დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში უწყების მასპინძლობით იმართება და მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, ერთმანეთს სამომავლო პრიორიტეტებთან დაკავშირებით ხედვები გაუზიარეს და პარტნიორობის განვითარების შესაძლო მიმართულებებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაციისთვის ასევე დაგეგმილია გაცნობითი და სამუშაო შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

ჩინეთის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლში იმყოფებოდა

18 ივნისი

18 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს იუსტიციის სახლის კონცეფცია და საქმიანობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ მიზნით დანერგილ მექანიზმებს.

ვიზიტი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზანს ემსახურება.

აზერბაიჯანი

 

აზერბაიჯანი და ჩინეთი საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ

18 ივნისი

 „შუა დერეფნისგავლით ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკის ფონზე, აზერბაიჯანი და ჩინეთი საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული საკითხი აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში 18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში, ლუ მეი ესწრებოდა.

სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურებს შორის ინსტიტუციური კავშირების გაფართოება იყო, რაც მიზნად ისახავს აზიასა და ევროპას შორის სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტით მზარდი ტვირთნაკადების ეფექტიან მართვას.

ამასთანავე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შესაძლებლობები გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

 

]AZPROMO-სა და ჩინეთის სიჩუანის დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართა

18 ივნისი

18 ივნისს შედგა შეხვედრა AZPROMO- აღმასრულებელ დირექტორ იუსიფ აბდულაევსა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს სიჩუანის პროვინციის კომიტეტის დელეგაციას შორის.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები მწვანე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ლოგისტიკისა და განათლების სფეროებში. ასევე საუბარი შეეხო ინდუსტრიული პარკების განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაცვლაზე ერთობლივი ინდუსტრიული პარკების შექმნის, ადამიანური კაპიტალის განვითარების და სასწავლო პროგრამების ორგანიზების მიმართულებით.

მხარეების შეფასებით, სიჩუანის პროვინციასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა დამატებით იმპულსს აძლევს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

სომხეთი

სომხეთის გავლით ირანიდან ჩინეთის მოქალაქეების მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს

18 ივნისი

ირანისრაელის დაძაბულობის ფონზე ირანიდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. სომხეთში ჩინეთის საელჩოს ცნობით, 18 ივნისის, ირანიდან სომხეთში, აგარაკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ჩინეთის 600-ზე მეტი მოქალაქე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ თეირანში ჩინეთის დიპლომატიურმა მისიამ ჯერ კიდევ 17 ივნისს გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები სახმელეთო საზღვრების შესაძლო ჩაკეტვის შესახებ და მოუწოდა მათ, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყანა.

სომხური მხარე უსაფრთხოების მიზნით სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების გაყვანაშიც აქტიურად არის ჩართული.

ყირგიზეთი

შეხვედრა ჩინეთისა და ყირგიზეთის ლიდერებს შორის

17 ივნისი

17 ივნისს ასტანაში გამართული ჩინეთიცენტრალური აზიის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოება და ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერება განიხილეს.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთყირგიზეთის ურთიერთობები ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ენერგეტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ტრანსპორტის, მათ შორის ჩინეთიყირგიზეთიუზბეკეთის სარკინიგზო პროექტის მიმართულებით.

ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია და მზადყოფნა გამოთქვა ჩინური კომპანიების უფრო ფართო ჩართულობისთვის. მისი თქმით, ყირგიზეთი მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ეწინააღმდეგებატაივანის დამოუკიდებლობასდა მის შიდა საქმიანობაში გარე ძალების ჩარევას.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, საბაჟო სფეროს, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს, ასევე მედიის მიმართულებებს.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (15-21 ივნისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (8-14 ივნისი)

საქართველო

საქართველომ და ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

9 ივნისი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, საქართველო და ჩინეთი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადიან. მისი თქმით, შესაბამის შეთანხმებას ხელი 9 ივნისს მოეწერა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სამი წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას შეუწყო ხელი. პრემიერის შეფასებით, ახალი ეტაპი კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულჩინურ თანამშრომლობას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის როგორც ეკონომიკური, ისე სატრანსპორტო და ჰუმანიტარული მიმართულებებით.

მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა, გაიზარდა პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა და გაფართოვდა სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველი გახდა.

 

მიხეილ ყაველაშვილმა და სი ძინპინმა დიპლომატიური ურთიერთობების 34- წლისთავზე მისალოცი წერილები გაცვალეს

9 ივნისი

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34- წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ურთიერთმისალოცი წერილები გაცვალეს.

9 ივნისს გაცვლილ მისალოც წერილებში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გასული 34 წლის განმავლობაში ორმხრივი კავშირები ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე ვითარდებოდა, რამაც სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო.

მხარეების შეფასებით, განსაკუთრებული დინამიკა ურთიერთობებს 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ მიეცა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური ნდობა და გააფართოვა პრაქტიკული თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობებს და მზად არის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის განვითარებასა და ხალხთა კეთილდღეობას.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობებს ყოველთვის გრძელვადიანი სტრატეგიული პერსპექტივით განიხილავს და ახალი ფორმატისყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება ორმხრივ თანამშრომლობას დამატებით იმპულსს მისცემს და ტრადიციულ მეგობრობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

მხარეების შეფასებით, საქართველოჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ორი ქვეყნის ხალხისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 34- წლისთავი აღინიშნა

9 ივნისი

9 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34- წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

ჭოუ ციენი: „შუა დერეფანიდასარტყელისა და გზის ინიციატივამნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპაჩინეთის კავშირისთვის

9 ივნისი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის საქართველოსარტყელისა და გზის ინიციატივისმნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე 9 ივნისს განაცხადა.

მისი თქმით, „შუა დერეფანიდასარტყელისა და გზის ინიციატივაარა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზეც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და ევროპასა და ჩინეთს შორის სტაბილური სატრანსპორტოეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთსა და ირანში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა სახმელეთო ალტერნატიული მარშრუტების განსაკუთრებული მნიშვნელობა, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში

ჭოუ ციენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის დიპლომატიის ერთერთ საყრდენს განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები წარმოადგენს და საქართველოსთან პარტნიორობა ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი თქმით, თბილისსა და პეკინს საერთო ხედვა აქვთ საერთაშორისო წესრიგის შესახებ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებსა და სამართლიანობის დაცვას.

ელჩის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზეა დაფუძნებული. მისი თქმით, ჩინეთი ღიაა ქართული პროდუქციისთვის, ხოლო საქართველო სარგებლობს შესაძლებლობით, მიიღოს გამოცდილება და ტექნოლოგიური სიახლეები ჩინეთის, როგორც გლობალური ეკონომიკისა და ინოვაციების ერთერთი ლიდერისგან. ბრიფინგზე ასევე ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროსა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

 

შეხვედრა საქართველოსა და ჩინეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის

12 ივნისი

12 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია.

უწყების ინფორმაციით, დელეგაციას კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში მათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები გიორგი სახოკია და შალვა თადუმაძე შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე განიხილეს არსებული კავშირების კიდევ უფრო გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის საპოლიციო განათლების მიმართულებით.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ეწვია, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ საექსპერტოკრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც დელეგაციის წევრებმა დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და არსებული ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს.

 

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

12 ივნისი

შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 12 ივნისს ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობასა და მისი გაძლიერების შესაძლებლობებზე. მხარეებმა მიმოიხილეს გასულ წელს ხელმოწერილი მემორანდუმის შედეგები და აღნიშნეს, რომ დოკუმენტის შემდეგ თანამშრომლობის დინამიკა გაიზარდა.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება, რაც ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ფინანსური სექტორის თანამშრომლობის გასაფართოებლად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სავაჭროეკონომიკური კავშირები.

აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთერთ მთავარ პარტნიორად რჩება, რაც ასახულია როგორც საგარეო ვაჭრობის მოცულობაში, ასევე ინვესტიციებისა და ტურიზმის ზრდის ტენდენციებში. დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.

 

ნათია თურნავა ICBC-ის პრეზიდენტს შეხვდა

13 ივნისი

შანხაიში გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა 13 ივნისს ჩინეთის ერთერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს, Industrial and Commercial Bank of China- (ICBC) პრეზიდენტ ლინ ლიაოს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC- შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ჩინურ ფასიან ქაღალდებთან ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებასაც. ასევე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ICBC წარმოადგენს ჩინეთისა და მსოფლიოს ერთერთ უმსხვილეს ბანკს, რომლის აქტივების მოცულობა დაახლოებით 7.6 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. ფინანსური ინსტიტუტი 49 ქვეყანაში ოპერირებს და გლობალური საბანკო სექტორის ერთერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება.

ბანკი ასევე აქტიურად არის ჩართული საინვესტიციო საბანკო მომსახურებაში, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების პირველადი და მეორადი ბაზრების მიმართულებით.

აზერბაიჯანი

 

აზერბაიჯანი და ჩინეთი სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობენ

10 ივნისი

აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლი 10 ივნისს ჩინეთის სიანის შიოუს უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა შეაჯამეს და სამომავლო ინიციატივები დასახეს.

მთავარი ყურადღება გამახვილდა ჩინურ სასწავლებელსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაღრმავებაზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებასა და ერთობლივი სამეცნიეროკვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის დელეგაცია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისა და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარების კონკრეტული გზები განიხილეს.

 

აზერბაიჯანჩინეთის ვაჭრობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს

11 ივნისი

მიმდინარე წლის იანვარაპრილში აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სასაქონლო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.1%-ით გაიზარდა და 1.514 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს 11 ივნისს Trend News Agency აქვეყნებს.

მიმოხილვის თანახმად, ჩინეთი აზერბაიჯანის ოთხ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ქვეყნის საერთო სავაჭრო ბრუნვის 8.7%- იკავებს. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან ჩინეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 40.0 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა ჩინეთიდან 1.47 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მთლიანობაში, ამავე პერიოდში აზერბაიჯანის ჯამური საგარეო ვაჭრობა 17.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 6.35 მილიარდი დოლარის დადებითი სავაჭრო ბალანსი დააფიქსირა.

ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, სავაჭრო ურთიერთობების გარდა, აქტიურად მოიცავს ენერგეტიკის, ფინანსებისა და ტრანსპორტის სფეროებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობაშუა დერეფნისგანვითარების სტრატეგიულ პროექტებს.

 

აზერბაიჯანი ჩინეთში კვების პროდუქტების ექსპორტს მნიშვნელოვნად აფართოებს

12 ივნისი

12 ივნისს აზერბაიჯანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებათა პაკეტს, რომელიც ჩინეთის ბაზარზე აზერბაიჯანული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას ითვალისწინებს. დოკუმენტებს ხელი მოეწერა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს თავმჯდომარე გოშგარ თაჰმაზლი ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანული სასოფლოსამეურნეო და კვების პროდუქტებისთვის ბაზრის ხელმისაწვდომობის გაფართოება, უსაფრთხო და ეფექტური ვაჭრობის ხელშეწყობა, ციფრული გადაწყვეტების დანერგვა და სერტიფიცირების პროცესების ურთიერთაღიარება. ასევე გაფორმდა სამი პროტოკოლი, რომლებიც ჩინეთში ველური წყლის ბიორესურსების, აკვაკულტურის პროდუქტებისა და ფრინველის ხორცის ექსპორტის წესებს არეგულირებს.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს სურსათის უვნებლობის კონტროლის გაძლიერებასა და რისკებზე დაფუძნებული ინსპექტირების სისტემებზე, ასევე ჩინეთის საბაჟო და მარეგულირებელ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეთანხმებები მიზნად ისახავს ორმხრივი აგროტრანსპარტის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

სომხეთი

 

ჩინური ინვესტიცია სომხურ მედიაში

13 ივნისი

სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, ჩინეთის მხარდაჭერით, ახალ, თანამედროვე სამაუწყებლო სტუდიას აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასააგენტო People’s Daily ავრცელებს.

ტელეკომპანიის სტრატეგიული პროგრამების ხელმძღვანელის, რუბენ შაჰინიანის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი საკუთარი სატელევიზიო კონტენტის გაზრდა და არხის თანამედროვე მედიაჰაბად გარდაქმნაა. პროექტის მიხედვით, ახალი კომპლექსის საერთო ფართობი 7 100 კვადრატულ მეტრს აღემატება, საიდანაც უშუალოდ გადასაღებ მოედანს 1 000 კვადრატული მეტრი დაეთმობა.

ერევანში, ნორკმარაშის რაიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანიები, „China Jiangsu International“ და „Nanjing Lopu“ ახორციელებენ. საინჟინრო ჯგუფის ხელმძღვანელის, პან სონგის თქმით, შენობის კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის ვიზუალურ კონცეფციაში ერთმანეთთანაა შერწყმული ტრადიციული ჩინური ეზოებისა და სომხური არქიტექტურის ელემენტები.

ორივე მხარის შეფასებით, ეს ტექნოლოგიური ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სომხური ტელემაუწყებლობის ხარისხს და ორ ქვეყანას შორის კულტურული გაცვლისა და პარტნიორობის ახალ ეტაპს ჩაუყრის საფუძველს.

ყაზახეთი

 

ყაზახეთისა და ძიანგსუს პროვინციას შორის სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება

14 ივნისი

ყაზახეთის პირველი ვიცეპრემიერი ნურლიბეკ ნალიბაევი 14 ივნისს ძიანგსუს პროვინციის პარტიული კომიტეტის მდივანს, სინ ჩანგსინგს შეხვდა. მხარეებმა რეგიონული და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

ნალიბაევმა ჩინეთი ყაზახეთის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და ძიანგსუს პროვინციის მაღალი ინდუსტრიული პოტენციალი აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე მრეწველობის, ინოვაციების, ლოგისტიკისა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით.

ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა ყაზახეთის სატრანზიტო მნიშვნელობას ჩინეთიევროპის მარშრუტზე და გამოხატა მზადყოფნა პირდაპირი ბიზნესკონტაქტების გაფართოებაზე. ასევე აღინიშნა, რომცენტრალური აზიაძიანგსუს ცენტრიშესაძლოა მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გაცვლისთვის.

 

ყასიმჟომართ თოყაევმა სი ძინპინს დაბადების დღე მიულოცა

15 ივნისი

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმჟომართ თოყაევმა 15 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს დაბადების დღე მიულოცა და ოფიციალური მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

თოყაევმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჩინეთის ლიდერის პირად წვლილს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში. მისი განცხადებით, პეკინისა და ასტანის ურთიერთობები მყარად ეფუძნება მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ორმხრივ მხარდაჭერას.

მისალოცი წერილის დასასრულს, ყასიმჟომართ თოყაევმა გამოთქვა რწმენა, რომ ყაზახეთჩინეთის მრავალმხრივი პარტნიორობა მომავალშიც გაფართოვდება და ახალ, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავა.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (8-14 ივნისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (1-7 ივნისი)

საქართველო

ჩინეთის მეგაპოლის ჩონცინგში საქართველოს კულტურის ცენტრი გაიხსნა

2 ივნისი

ჩინეთის ერთერთ უმსხვილეს მეტროპოლიაში, ჩონცინგიში, საქართველოს კულტურის ცენტრი გაიხსნა. პროექტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი ცენტრის დაარსება ორმხრივი კულტურული თანამშრომლობის გაფართოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. იგი მიზნად ისახავს ჩინურ საზოგადოებაში ქართული ენის, კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე შემოქმედებითი სფეროების პოპულარიზაციას.

კულტურის ცენტრის ბაზაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებასა და ორმხრივი კულტურული დიალოგის გაღრმავებას.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ადგილობრივი ჩინელი პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. პროექტი განიხილება, როგორც საქართველოსა და ჩინეთს შორის მიმდინარე, უფრო ფართო კულტურულდიპლომატიური თანამშრომლობის სტრატეგიული ნაწილი.

მხარეების შეფასებით, ჩონცინგში ცენტრის ფუნქციონირება ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ხალხთა დაახლოებას.

 

გივი მიქანაძის ოფიციალური ვიზიტი პეკინში

5 ივნისი

1-5 ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრთან მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრმა გივი მიქანაძემ და ცენტრის დირექტორმა იუ იუნფენგმა. შეთანხმება საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, დამატებითი ფინანსური მექანიზმების შექმნასა და ერთობლივი კულტურულსაგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

საქართველოს დელეგაცია ასევე ეწვია პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. მხარეებმა განიხილეს ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის სფეროებში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს ჩინური საგანმანათლებლო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს, სადაც მინისტრი შეხვდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს. შეხვედრაზე გივი მიქანაძემ აღნიშნა ქართველოლოგიის ცენტრის როლი ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში ჩინეთში.

ვიზიტის კიდევ ერთი ეტაპი იყო შეხვედრა ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრში, სადაც მხარეებმა ახალგაზრდული თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი პროგრამების განხორციელება განიხილეს. შეთანხმდა სტუდენტებისთვის საზაფხულო ბანაკებისა და სხვა გაცვლითი პროექტების დაგეგმვა, რისთვისაც სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

მხარეების შეფასებით, მიმდინარე ვიზიტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული თანამშრომლობის დინამიკას.



 

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

5 ივლისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 5 ივნისს გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჟოუ ციანს შორის.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოჩინეთის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა და შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დამატებითი შესაძლებლობები.

დიპლომატებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, რაც, მხარეების შეფასებით, ორმხრივი კავშირების განვითარებას უწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონულ და გლობალურ პროცესებსა და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რა დროსაც მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

აზერბაიჯანი

 

პეკინში ტურიზმის ბიუროს წარმომადგენლობა გაიხსნა

4 ივნისი

აზერბაიჯანმა ჩინეთში გამართული საერთაშორისო ტურისტული დიალოგის ფარგლებში ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები და საინვესტიციო პოტენციალი წარადგინა. ინფორმაციას 4 ივნისს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩინეთაზერბაიჯანის ტურისტული დიალოგიგაიმართა ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, საერთაშორისო გაცვლისა და თანამშრომლობის ბიუროსა და მსოფლიო ტურიზმის ალიანსის (WTA) ერთობლივი ორგანიზებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციებისა და ინდუსტრიის ექსპერტები.

აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტოს განცხადებით, ბაქო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ჩინეთის ბაზარზე ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის გასაძლიერებლად. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 29 მაისს პეკინში ოფიციალურად გაიხსნა აზერბაიჯანის ტურიზმის ბიუროს წარმომადგენლობა, რაც ჩინეთთან ტურისტული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა.

ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა ვიზიტორთა ზრდაზეც აისახა. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარაპრილში აზერბაიჯანს 14,303 ჩინელი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-იან ზრდას წარმოადგენს.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ინიციატივები ჩინეთის ბაზარზე აზერბაიჯანის პოზიციონირებას კიდევ უფრო აძლიერებს და ტურისტული ნაკადების ზრდის პოტენციალს ქმნის.

სომხეთი

 

ნიკოლ ფაშინიანი: ერევანი და პეკინი სტრატეგიულ პარტნიორობას არჩევნების შემდეგაც გააღრმავებენ

7 ივნისი

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შედეგები უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს ერევნისა და პეკინის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა 7 ივნისს, ერევანში ერთერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სომხეთის პრემიერმინისტრის თქმით, გასულ წელს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უკვე წარმოადგენს ფაქტობრივ საფუძველს ორმხრივი ურთიერთობებისთვის. მისი შეფასებით, ეს პარტნიორობა არჩევნების შედეგების მიუხედავად არ შეიცვლება და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან იგი ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაფართოებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ერევანის ინიციატივამშვიდობის გზაჯვარედინი“ (Crossroads of Peace), რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული კავშირების გაძლიერებას რეგიონულ დონეზე.

სომხური მედიის ცნობით, არჩევნების პარალელურად ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტაბილურობა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება მმართველი გუნდის ერთერთ მთავარ პოლიტიკურ ხაზად რჩება.

ტაჯიკეთი

 

ჩინური დელეგაცია ტაჯიკეთში მყინვარების დაცვის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

1 ივნისი

ჩინეთის დელეგაცია, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჩინურმა მხარემ მონაწილეობა მიიღო მყინვარების დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა ტაჯიკეთის ხელისუფლებასთან.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა შენ იუეიუე, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ეროვნული კომიტეტის ვიცეთავმჯდომარე და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე.

ვიზიტის ფარგლებში შენ იუეიუე ტაჯიკეთის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს და პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა. ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, შენ იუეიუემ მას ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მისალმება გადასცა და აღნიშნა, რომ პეკინი მზად არის გააღრმავოს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოსსაერთო მომავლის მქონე ჩინეთტაჯიკეთის საზოგადოებისმშენებლობას.

მყინვარების დაცვის კონფერენციაზე გამოსვლისას, ჩინურმა მხარემ აქცენტი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საერთაშორისო პარტნიორობაზე გააკეთა. შენ იუეიუეს განცხადებით, ჩინეთი მზად არის სხვა სახელმწიფოებთან ერთად შეასრულოსსაერთო, თუმცა დიფერენცირებული პასუხისმგებლობებიდა წვლილი შეიტანოსსუფთა და ლამაზი მსოფლიოსშექმნაში.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა დაადასტურა, რომ ტაჯიკეთი აქტიურად მონაწილეობსსარტყლისა და გზის ინიციატივაში“, მხარს უჭერს პეკინის გლობალურ პროექტებს და მზად არის ჩინეთთან პარტნიორობა როგორც ორმხრივ, ისე მულტილატერალურ ფორმატებში, მათ შორის ეკოლოგიური გამოწვევების მიმართულებითაც განავითაროს.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (1-7 ივნისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (25-31 მაისი)

საქართველო

 

საქართველომ შანხაიში, საერთაშორისო გამოფენის გახსნამდე, საზეიმო მიღება მოაწყო

25 მაისი

25 მაისს, შანხაიში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. საღამო მიეძღვნა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში “ITB China 2026“, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას.

ღონისძიებას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული სექტორისა და მედიის 700-ზე მეტი წამყვანი წარმომადგენელი დაესწრო.

საღამოს მთავარი აქცენტი ქართული კულტურისა და ტრადიციების პრეზენტაცია იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და სასმელები, ხოლო კულტურული პროგრამის კულმინაცია ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლრუსთავისგამოსვლა იყო.

„International Tourismus-Börse” (ITB) 1966 წელს დაარსდა და დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში ერთერთ ყველაზე გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს. მასში ტრადიციულად მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიები, საერთაშორისო ექსპერტები და სექტორის წამყვანი პირები. წელს საერთაშორისო გამოფენა შანხაიში 26-28 მაისს მიმდინარეობდა.

 

ჩინეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

26 მაისი

26 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ოფიციალურ გზავნილში ჩინეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომსარტყელისა და გზისინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ უკვე გამოიღო ნაყოფიერი შედეგები.

ლი ციანმა მზადყოფნა გამოთქვა, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდეს პეკინსა და თბილისს შორის არსებული კავშირები და ჩინეთსაქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. მისალოცი წერილის დასასრულს ჩინეთის პრემიერმა საქართველოს კეთილდღეობა, ხოლო ქართველ ხალხს ბედნიერება უსურვა.

 

შანხაიში ITB China 2026 ქართული სტენდით გაიხსნა

26 მაისი

აზიის წამყვან ტურისტულ ფორუმზე, ITB China-ზე, საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენა 26-28 მაისს მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული სტენდის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

საქართველოს საგამოფენო სივრცე 400 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და ვიზიტორებს საქართველოს ბუნებას, მდიდარ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს ერთიან კონტექსტში აცნობს. სპეციალურ პავილიონში 30-მდე ქართული კომპანია უკვე მართავს შეხვედრებს აზიელ პარტნიორებთან ახალი ბიზნესკავშირების დასამყარებლად.

გამოფენის სტუმრებისთვის მოწყობილია ინტერაქციული სივრცეები: იმართება მასტერკლასები ქართულ კალიგრაფიასა და რეწვაში, გამოიფინება მუზეუმებში დაცული უნიკალური კოლექციების ასლები, პარალელურად კი მიმდინარეობს ტრადიციული კერძების კულინარიული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია, რაც ჩინურ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას ემსახურება.

 

ქართული დელეგაციის შეხვედრები მსოფლიო ტურიზმის ლიდერებთან

27 მაისი

27 მაისს შანხაიში, გამოფენა ITB China- ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გამართა.

საქართველოს დელეგაცია შეხვდა კომპანია Trip.com-მარკეტინგის რეგიონულ დირექტორს სუმერ ვონგს, ასევე კომპანია Messe Berlin-ის უფროს ვიცეპრეზიდენტს დევიდ რუეთს.

შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა აზიისა და ჩინეთის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

შანხაიში ITB China 2026 დასრულდა

28 მაისი

28 მაისს შანხაიში გამართული აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა Shanghai-ში დასრულდა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგა ITB China 2026-ზე.

სამი დღის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაციები და B2B შეხვედრები, სადაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, კულტურა, გასტრონომია და ღვინო იყო წარმოდგენილი.

საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც საჯარო და კერძო სექტორის 30-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა, უცხოელ პარტნიორებთან ათასზე მეტი საქმიანი შეხვედრა გამართა.

 

Auto Import Georgia ჩინური პლატფორმა Guazi.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

29 მაისი

ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიამ Auto Import Georgia- ჩინეთის საავტომობილო პლატფორმა Guazi.com-თან ექსკლუზიური პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა და მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

შეთანხმების შედეგად, ქართულ მომხმარებლებს ჩინეთის მეორადი ავტომობილების ბაზარზე პირდაპირი წვდომა ექნებათ. კომპანიის ინფორმაციით, პარტნიორობა მნიშვნელოვნად გააფართოებს იმ ავტომობილების არჩევანს, რომლებიც საქართველოში ჩინეთიდან შემოვა.

ბოლო წლებში ჩინური ავტომობილების, განსაკუთრებით ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების, პოპულარობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბაზრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინურ პლატფორმასთან პირდაპირი თანამშრომლობა ქართულ ავტობაზარზე კონკურენციის ზრდასა და მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას შეუწყობს ხელს.

Guazi 2015 წელს დაარსდა და დღეს ჩინეთის მეორადი ავტომობილების ერთერთ წამყვან პლატფორმად ითვლება, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებს.

 

პროფესორი მარინე ჯიბლაძე მსოფლიო ჩინური ენის სწავლების ასოციაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრად აირჩიეს

30 მაისი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, სინოლოგი და პროფესორი მარინე ჯიბლაძე მსოფლიო ჩინური ენის სწავლების ასოციაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრად აირჩიეს.

გადაწყვეტილება 30 მაისს ჩინეთში გამართულ ასოციაციის ყრილობაზე მიიღეს. მარინე ჯიბლაძე საქართველოში ჩინური ენის სწავლების ერთერთ პიონერად ითვლება. მისი ხელმძღვანელობითა და ავტორობით შექმნილია არაერთი სახელმძღვანელო, რომლებიც სტუდენტებს ენის შესწავლაში ეხმარება.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, 2010 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

 

ვილა მოსავალიაზიის მიმართულებით ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

31 მაისი

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიავილა მოსავალიაზიის მიმართულებით, კერძოდ კი ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს და ამ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს. ამის შესახებ 31 მაისს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა.

BM.GE-სთან საუბარში ნიკოლოზ შეყრილაძემ აღნიშნა, რომ ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა და ექსპორტი მზარდია, რასაც ხელს უწყობს როგორც მიზანმიმართული მარკეტინგული კამპანიები, ისე წლევანდელი კარგი მოსავალი.

ვილა მოსავალი“ 2018 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო აქტიურ ექსპორტს 2021 წლიდან ახორციელებს. ბრენდი კახეთში, ქართლსა და იმერეთში 110 ჰექტარ ვენახს ფლობს და წლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

აზერბაიჯანი

 

ძინპინი: „ჩინეთი და აზერბაიჯანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან

25 მაისი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს 25 მაისს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა. ჩინეთის ლიდერმა აზერბაიჯანელ კოლეგასა და ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

თავის მიმართვაში სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს და აღნიშნა, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ. სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და გამოხატა მზადყოფნა, ილჰამ ალიევთან ერთად ძალისხმევა არ დაიშუროს მაღალი დონის კავშირების დინამიკის შესანარჩუნებლად, რაც ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება.

წერილის დასასრულს ჩინეთის ლიდერმა მეგობარ აზერბაიჯანს წინსვლა და გაძლიერება, ხოლო მის ხალხს ბედნიერება და მშვიდობა უსურვა.

 

პეკინში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

25 მაისი

25 მაისს, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი სუნ ლინძიანი, ოფიციალური მიწვევით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო და ჩინეთში აზერბაიჯანის ელჩს, ბუნიად ჰუსეინოვს შეხვდა.

შეხვედრაზე სუნ ლინძიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სტრატეგიის წყალობით, ჩინეთაზერბაიჯანის ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ შედეგებს აღწევს. მისივე თქმით, ჩინური მხარე მზად არის, ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

თავის მხრივ, ბუნიად ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და ჩინეთის პრეზიდენტების მეგობრობა და ურთიერთნდობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

ელჩმა ასევე დაადასტურა აზერბაიჯანის მზაობა, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობასარტყლისა და გზისინიციატივის ფარგლებში, რაც ორივე ქვეყნის ხალხს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

 

ვან ნიუიორკში ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

26 მაისი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან , 26 მაისს, ნიუიორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

ჩინური მხარის ცნობით, შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა დაერთი სარტყელი, ერთი გზისინიციატივის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განვითარებაზე.

ამავე კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს სავაჭროეკონომიკური კავშირების ზრდის ტენდენციები და ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო მიმართულებებით თანამშრომლობის პოტენციალი.

ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ორივე ქვეყანა პარტნიორობას ახასიათებს როგორც სტაბილურად მზარდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობასა და გრძელვადიან თანამშრომლობას.

სომხეთი

 

ჩინური ბიზნესდელეგაციის ვიზიტი ერევანში

25 მაისი

25 მაისს ერევანს ჩინეთის მსხვილი ბიზნესდელეგაცია ეწვია, რომელიცერთი სარტყელი, ერთი გზისპლატფორმების ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა სექტორის ლიდერებს აერთიანებს.

ჩინური დელეგაციასაერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების“ (IBRS) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ერთობლივი პროექტები, საინვესტიციო გარემო და ორმხრივი ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავება განიხილეს. IBRS-ში აცხადებენ, რომ ჩინეთი სომხეთისთვის სტრატეგიული ბაზარია, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ექსპორტის გაფართოებისა და გლობალურ არენაზე გასვლის დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

ეს ვიზიტი ემთხვევა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მკვეთრ გააქტიურებას: სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში სომხეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 19.6%-ით გაიზარდა და $701.7 მილიონს მიაღწია. ამ პერიოდში სომხური ექსპორტი 2.3-ჯერ გაიზარდა და $251.3 მილიონი შეადგინა, ხოლო იმპორტი 6.1%-ით შემცირდა. ჩინური ბიზნესის მიმდინარე მისია სწორედ ამ ახალი, მზარდი დინამიკის გამყარებას ისახავს მიზნად.

 

კონფუცის ინსტიტუტის დირექტორთა მოსამზადებელი პროგრამა წარმატებით დასრულდა

25 მაისი

ჩინეთის საერთაშორისო ჩინური განათლების ფონდისორგანიზებითა და სიამენის უნივერსიტეტის მასპინძლობით, 2026 წლის პირველი ნახევრის კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი დირექტორების მოსამზადებელი კურსი 25 მაისს დასრულდა.

12-დღიან ინტენსიურ პროგრამაში ჩინეთის 49 პარტნიორი უნივერსიტეტიდან 55 მომავალი დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც უახლოეს ხანში მსოფლიოს 38 ქვეყანაში დაიწყებენ მოღვაწეობას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ინსტიტუტის მართვის სპეციფიკა, კროსკულტურული კომუნიკაცია, ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლებაში და კრიზისების მართვა. გამოსაშვებ ცერემონიაზე ახალმა ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ კულტურულ დიალოგსა და საერთაშორისო ჩინური განათლების მაღალხარისხიან განვითარებას.

ფონდის გენერალურმა მდივანმა, ჟაო ლინგშანმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დირექტორების წამყვან როლს ორგანიზაციის განვითარებაში და აღნიშნა, რომ ახალ ეპოქაში მათგან მაქსიმალური ინიციატივა, ანალიტიკური აზროვნება და ეფექტური მართვაა საჭირო, რისთვისაც ფონდი მუდმივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

უზბეკეთი

 

ტაშკენტმა ჩინეთში 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო შეთანხმებები გააფორმა

28 მაისი

28 მაისს ტაშკენტის დელეგაციამ ჩინეთის ქალაქ სიანში გამართულ უზბეკურჩინურ ინტერრეგიონულ ფორუმზე პარტნიორებთან 3,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო შეთანხმებები გააფორმა.

მხარეებმა განიხილეს ურბანული ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, მშენებლობის, გარემოს დაცვისა და მრეწველობის პროექტები, განსაკუთრებული აქცენტით საზოგადოებრივი სივრცეების, სატრანსპორტო სისტემებისა და საინჟინრო გადაწყვეტილებების განვითარებაზე.

პარალელურად, გაფორმდა 130 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმებები ინდუსტრიული ზონაიანგი ავლოდისგანვითარების მიზნით, რომელშიც მონაწილეობენ კომპანიები Jwise, Zhongke Honghu, CAS Cloud და UMGG. პროექტი მიზნად ისახავს საწარმოოტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვას.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაფორმდა საექსპორტო ხელშეკრულებები, მათ შორის 150 მილიონი დოლარის ღირებულების უზბეკური საიუველირო ნაწარმის მიწოდებაზე, ხოლო დამატებით დაგეგმილია 5 მილიონი დოლარის ბამბის ძაფისა და 1 მილიონი დოლარის ვერცხლის კონცენტრატის ექსპორტი.

 

ტაშკენტისამარყანდის ახალი ავტომაგისტრალი $2.185 მილიარდის ინვესტიციით აშენდება

28 მაისი

28 მაისს უზბეკეთში დასრულდა ტენდერი ტაშკენტისა და სამარყანდის დამაკავშირებელი 282-კილომეტრიანი ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. გამარჯვებულად ჩინური კომპანია დასახელდა.

ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვის განცხადებით, პროექტის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დასრულებულია. კონტრაქტის გაფორმება ივნისში იგეგმება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება. ახალი ავტომაგისტრალი ოთხ რეგიონს გაივლის და მისი განხორციელება ოთხ ეტაპად არის დაგეგმილი. პროექტის პირველი მონაკვეთი, ტაშკენტისირდარიას მიმართულება, ექსპლუატაციაში ყველაზე ადრე შევა.

პროექტის საერთო ღირებულების 85% უცხოელი კრედიტორებისგან ფინანსდება, მათ შორის სამი ჩინური ბანკის მონაწილეობით,  China Development Bank-ის, Exim Bank of China-ისა და Bank of Communications-ისგან. დარჩენილ 15%- უზბეკეთის სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. გარდა ამისა, პროექტის შეუფერხებელი დაფინანსებისთვის განიხილება დაახლოებით $200 მილიონი მოცულობის ერთწლიანი სესხი.

პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის განკარგულებით, მშენებლობის ხარისხს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანია გააკონტროლებს. ასევე იგეგმება, რომ გზის გამოყენების ტარიფები მოსახლეობის გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით განისაზღვროს.

 

უზბეკეთის იმპორტში ჩინეთი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს

31 მაისი

უზბეკეთის საგარეო ვაჭრობაში 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ჩინეთმა იმპორტის უდიდესი წილი შეინარჩუნა, იუწყება Trend News Agency 31 მაისს უზბეკეთის ეროვნული სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით.

იანვარაპრილის პერიოდში ქვეყნის საერთო იმპორტმა 16.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ასახავს მზარდ მოთხოვნას სამრეწველო აღჭურვილობაზე, სამომხმარებლო საქონელზე, ნედლეულსა და ტექნოლოგიურ პროდუქციაზე. მონაცემების მიხედვით, ჩინეთი კვლავ რჩება უზბეკეთის იმპორტის მთავარ წყაროდ.

ანალიტიკოსების შეფასებით, იმპორტის ამგვარი განაწილება ასახავს უზბეკეთის ეკონომიკის მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესს და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე მის მზარდ დამოკიდებულებას, პარალელურად კი ქვეყნის მცდელობას, გააფართოოს სავაჭრო პარტნიორების წრე.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (25-31 მაისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (18-24 მაისი)

საქართველო

ტავ ჯორჯია“ Routes Europe 2026-ზე პირდაპირი ფრენების გაფართოებაზე მუშაობს

18 მაისი

საქართველო ჩინურ საავიაციო ბაზარზე ახალი მიმართულებების ათვისებას გეგმავს. იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე საერთაშორისო საავიაციო ფორუმზე Routes Europe 2026, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიატავ ჯორჯიაჩინურ ავიაკომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ 20-მდე შეხვედრას შორის, ჩინეთის მიმართულება ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ბაზრების დივერსიფიცირების სტრატეგიის ფარგლებში, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ტავ ჯორჯიასგენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტიდან ჩინეთის რამდენიმე მიმართულებით ფრენები უკვე ხორციელდება და ივლისიდან პირდაპირი რეისები შანხაის მიმართულებითაც ინიშნება. მისივე თქმით, ამ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, რის გამოც ჩინეთის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებენ.

ჩინური მხარის გარდა, ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს ევროპულ და ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიებთანაც მართავს. საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026, რომელშიც 65-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ავიაკომპანია და აეროპორტი მონაწილეობს, 20 მაისამდე გაგრძელდება.

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა

18 მაისი

18 მაისს შალვა პაპუაშვილი შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს და ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს ვანგ ჰიუნინგს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თბილისი და პეკინი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს და მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართლის განმტკიცებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის იდეას. ჩინურმა მხარემ კი დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოებას, ასევე ტურიზმის, განათლების, ინოვაციების, კულტურისა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ასევე განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური ტურბულენტობის ფონზე ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობას, მათ შორისსარტყლისა და გზისინიციატივასა და შუა დერეფნის პოტენციალს.

შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

პაპუაშვილის ვიზიტი ჩინეთში: შეხვედრა ჭაო ლეძისთან

18 მაისი

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებშიქართული ოცნებისპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18 მაისს ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.

მხარეებმა მოლაპარაკებების მთავარ მიმართულებად საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკური დიალოგის გაფართოება დაასახელეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კულტურის მიმართულებებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას უკვე აკავშირებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ეკონომიკური ჩარჩოები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, რაც ოფიციალური შეფასებით, სავაჭრო და ტურისტული ნაკადების ზრდას უწყობს ხელს.

მხარეებმა გლობალური არასტაბილურობის ფონზე საერთაშორისო სამართლის პრინციპების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საპარლამენტო დიპლომატიას, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის აქტიურად ვითარდება.

ჩინეთის ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ საქართველოჩინეთის ურთიერთობებიახალ ეტაპზეგადავიდა, ხოლო პეკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებსერთი ჩინეთის პრინციპისმხარდაჭერას და აქტიურად ჩაერთვება გლობალური განვითარების ინიციატივებში.

შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა

19 მაისი

19 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში (CFAU) მოხსენება გააკეთა.

პეკინში მდებარე უნივერსიტეტი, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული, „ჩინელი დიპლომატების აკვნადმიიჩნევა და დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს ამზადებს.

პაპუაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მისი თქმით, გლობალური ტრანსფორმაციების ფონზე საქართველო მშვიდობისა და განვითარებისკუნძულია“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით ხელისუფლების ძალისხმევაზე, საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და დაკავშირებადობის პოტენციალზე.

შეხვედრა ჩინეთში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შალვა პაპუაშვილის შეხვედრა შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარესთან

20 მაისი

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 20 მაისს შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანსა და შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოჩინეთის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შალვა პაპუაშვილმა შაანსის პროვინციის ისტორიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში უძველესი ცივილიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები წარმატებით ერწყმის ერთმანეთს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთის ქალაქებს შორის დაძმობილების პროცესის გააქტიურება და მზადყოფნა გამოთქვეს ინსტიტუციური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა

20 მაისი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა და 20 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებიისტორიულად მაღალ დონეზეა“.

ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში, რაც, მაღალჩინოსნის თქმით, ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო და ჩინეთი უკვე რამდენიმე წელია სტრატეგიული პარტნიორები არიან, მოქმედებს უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ვაჭრობის, ტურიზმისა და პირდაპირი ავიარეისების ზრდაზეც აისახება.

ქართული ოცნებისპარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, თბილისსა და პეკინსაბსოლუტურად იდენტური მიდგომააქვთ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მიმართულებით.

პაპუაშვილის ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩინეთი საქართველოს საგარეოპოლიტიკურ დღის წესრიგში ერთერთ აქტიურ მიმართულებად რჩება, რასაც ბოლო პერიოდში ქართველი მაღალჩინოსნებისა და საპარლამენტო დელეგაციების ჩინეთში გახშირებული ოფიციალური ვიზიტები ადასტურებს.

აზერბაიჯანი

ილჰამ ალიევმა ჩინეთის ვიცეპრემიერი ჟანგ გუოჩი მიიღო

18 მაისი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 მაისს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერი ჟანგ გუოჩი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ჩინეთის მხარემ პრეზიდენტ ალიევს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მისალმება გადასცა და აღნიშნა, რომ სი ძინპინი მას ჩინეთის მეგობრად მიიჩნევს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა მიღებული მისალმების გამო.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მსოფლიო ურბანული ფორუმის, World Urban Forum 13 საკითხსაც, რომელიც ბაქოში გაიმართა და გლობალური ურბანიზაციისა და ქალაქების განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ჩინურმა მხარემ აზერბაიჯანს ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ. ჟანგ გუოჩიმ აღნიშნა, რომ ჩინეთაზერბაიჯანის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და უკვე მიაღწია ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეს.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, როგორც ქვეყანა, რომელიც თავად დაზარალდა სეპარატიზმისგან, გმობს სეპარატიზმის ყველა ფორმასა და გამოვლინებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქომ არა მხოლოდ არ აღიარა ჩინეთის ტაივანის რეგიონში ჩატარებული არჩევნები, არამედ იყო ერთერთი იმ სახელმწიფოთაგან, რომლებმაც ამ არჩევნების შედეგები დაგმო.

ამ კონტექსტში, სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ურყევად უჭერს მხარსერთი ჩინეთისპოლიტიკას.

ბაქოში მიმდინარე ფორუმზე სინ ლიმ ურბანული განვითარების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

18 მაისი

ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიას (WUF13) შანხაის ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის ინსტიტუტის დირექტორი, სინ ლი დაესწრო.

18 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას სინ ლიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ურბანული ფორუმი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ქვეყნების გამოცდილების გაცვლისა და ურბანული დაგეგმარების გლობალური განვითარების ხელშეწყობისთვის.

ჩინეთი და აზერბაიჯანი ფლობენ პოტენციალს გააფართოონ თანამშრომლობა განათლების, ურბანული დაგეგმარებისა და ურბანული დიზაინის სფეროებში“, – განაცხადა სინ ლიმ.

მისი თქმით, მსოფლიო ურბანული ფორუმი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ქვეყნების გამოცდილების გაცვლისა და ურბანული დაგეგმარების გლობალური განვითარების ხელშეწყობისთვის.

სინ ლიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინური დელეგაციის ერთერთი მთავარი მიზანი ურბანული განვითარების სფეროში ჩინეთის გამოცდილების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაზიარებაა.

მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესია (WUF13), რომელიც 17-დან 22 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა, მდგრადი ურბანიზაციისა და ქალაქების განვითარების საკითხებში ერთერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო პლატფორმად მიიჩნევა. წლევანდელ ღონისძიებას 176 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

ლი ლიპინი WUF13-ის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

22 მაისი

22 მაისს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) სამშენებლო ინდუსტრიის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა ლი ლიპინმა მსოფლიო ურბანული ფორუმის (WUF13) ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ვიდეომიმართვა გააკეთა.

ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაში ლიპინმა აღნიშნა, რომ 21- საუკუნის დასაწყისიდან ჩინეთში ურბანიზაცია მნიშვნელოვნად დაჩქარდა, რამაც გარემოს ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია და ქვეყანას მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება შეუქმნა.

ჩინეთი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს მდგრადი ურბანული განვითარების სფეროში დაგროვილი გამოცდილება“, – განაცხადა ლი ლიპინმა.

მისი თქმით, ბოლო წლებში ჩინეთის სამშენებლო სექტორმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა ციფრული და ინტელექტუალური ტრანსფორმაციის, „ჭკვიანიქალაქების განვითარების, ურბანული განახლებისა და მწვანე, დაბალნახშირბადიანი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ლი ლიპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ურბანიზაციასთან და ქალაქების მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.

Xinhua ბაქოში გამართულ ფორუმზე ჩინეთის ურბანულ მიღწევებს მიმოიხილავს

22 მაისი

22 მაისს ჩინურმა სახელმწიფო სააგენტომ Xinhua News Agency ბაქოში გამართული მსოფლიო ურბანული ფორუმის, WUF13 შესახებ ღონისძიების შემაჯამებელი სტატია გამოაქვეყნა.

სტატიის მიხედვით, წლევანდელი ფორუმი, რომელიც ჩატარდა სახელწოდებითსამყაროს დაბინავება: უსაფრთხო და მდგრადი ქალაქები და თემები“, გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა მდგრადი და ინკლუზიური ურბანული გარემოს შესაქმნელად.

ღონისძიების ფარგლებში ჩინურმა მხარემ წარადგინა ეროვნული ანგარიშიახალი ურბანული დღის წესრიგისშესრულების შესახებ. დოკუმენტში ასახულია ქვეყნის პროგრესი ურბანული განვითარების პოლიტიკაში, მათ შორის ქალაქების დაგეგმარების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ეკოლოგიურად უფრო მდგრადი ურბანული სივრცეების შექმნა.

ფორუმის საგამოფენო სივრცეში ყურადღება მიიპყრო ჩინეთის პავილიონმა, სადაც Urban Planning Society of China-მა წარადგინა ექსპოზიცია და ვიზიტორებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გააცნო ქვეყნის ინოვაციური ქალაქგეგმარებითი გამოცდილება.

WUF13-ის მონაწილეთა საერთო შეფასებით, ბაქოს ფორუმი გახდა გარდამტეხი ეტაპი ურბანული განვითარების გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლის თვალსაზრისით.

სომხეთი

ევროპული დიპლომატია პეკინში: სომხეთისა და ევროკავშირის ინიციატივით ელჩებმა ჩინეთის გლობალური როლი განიხილეს

19 მაისი

ჩინეთში სომხეთის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი ინიციატივით, პეკინმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წევრი ქვეყნების ელჩების მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.

19 მაისს გამართული დიპლომატიური აუდიენციის მთავარ ფოკუსს ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პერსპექტივები და ამ პროცესებში ჩინეთის, როგორც გლობალური აქტორის როლის შეფასება წარმოადგენდა.

გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროპის სტრატეგიული მდგრადობის გაძლიერების აუცილებლობა. ამავდროულად, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პეკინთან პირდაპირი დიალოგისა და კომუნიკაციის არხების შენარჩუნება პრაგმატულ აუცილებლობას წარმოადგენს.

დისკუსია შეეხო როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში არსებულ გამოწვევებს, სადაც ჩინეთთან ურთიერთობა ერთდროულად მოიცავს როგორც პარტნიორობის, ისე სტრატეგიული კონკურენციის ელემენტებს.

შეხვედრა შედგა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ეგიდით, რომელიც 50-მდე ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს და წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგის პლატფორმას საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს ევროპის ერთიანი პოზიციების კოორდინაციას გლობალური გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინეთთან ურთიერთობები ერთდროულად თანამშრომლობისა და სტრატეგიული კონკურენციის ელემენტებს მოიცავს.

ყირგიზეთი

ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრი ყირგიზეთს ეწვია

19 მაისი

19 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, ვან სიოჰონის ხელმძღვანელობით დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბიშკეკში ჩავიდა. ინფორმაციას ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის მთავარ მოვლენას ვან სიოჰონისა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ულან ნიიაზბეკოვის შეხვედრა წარმოადგენს. მხარეებს შორის გამართული დისკუსიის ცენტრალური თემა ყირგიზეთსა და ჩინეთს შორის სამართალდაცვით სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაა.

დისკუსიები ასევე შეეხება უწყებათაშორისი კოორდიანაციის გაუმჯობესებასა და სამომავლო ოპერატიული თანამშრომლობის კონკრეტული პერსპექტივების დასახვას. ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას.

ჩინეთისა და ყირგიზეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები პეკინში შეხვდნენ

19 მაისი

19 მაისს ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუმგალბეკ შაბდანბეკოვმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, ვან სიოჰონგს უმასპინძლა.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმთან, რელიგიურ ექსტრემიზმთან, ეკონომიკურ დანაშაულებთან და კიბერთავდასხმებთან ბრძოლის მიმართულებით.

მოლაპარაკებების ერთერთი მთავარი თემა იყო სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ჩინეთიყირგიზეთიუზბეკეთის მშენებლობა, რომელსაც რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შაბდანბეკოვმა ასევე დაადასტურა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყირგიზეთში ჩინელი ინვესტორების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებაზე, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ყირგიზეთმა და ჩინეთმა 430 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს მოაწერეს ხელი

20 მაისი

20 მაისს ყირგიზეთსა და ჩინეთს შორის $430 მილიონიან ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტზე შეთანხმება გაფორმდა, იუწყება ყირგიზეთის საინფორმაციო სააგენტო Kabar.

პროექტი მიზნად ისახავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და სატრანსპორტოლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებას, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

ინიციატივა განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩინეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით.

მხარეთა შეფასებით, აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური სარგებლის მიღებით არ შემოიფარგლება. იგი ფუნდამენტურ როლს შეასრულებს ცენტრალური აზიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და სატრანზიტო პოტენციალის მასშტაბურ გაძლიერებაში.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (18-24 მაისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (11-17 მაისი)

საქართველო

თბილისში ჩინური ენის კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართება

15 მაისი

15 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართებაჩინური ენის ხიდის“ 25- საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ჩინურ ენას. ღონისძიება მოიცავს სამ ეტაპს: სიტყვით გამოსვლას, კითხვაპასუხის სესიას და მხატვრულ ნაწილს.

ჩინურმა მედიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი დააანონსა

16 მაისი

16 მაისს ჩინურმა მედია სააგენტო Xinhua- გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18-20 მაისს ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის, ჟაო ლეჯის მიწვევით ხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელ პირებთან. მხარეები განიხილავენ საქართველოჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით

აზერბაიჯანი

ჩინეთში აზერბაიჯანელი ხელოვანების გამოფენადიალოგი ხელოვნების საშუალებითგაიხსნება

16 მაისი

პეკინში მდებარე თანამედროვე ხელოვნების წამყვან მუზეუმში, Today Art Museum, აზერბაიჯანელი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-მა 16 მაისს გაავრცელა.

ექსპოზიცია სახელწოდებითდიალოგი ხელოვნების საშუალებით“ 20 მაისს გაიხსნება. ღონისძიება ჩინეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, ხელოვნებისა და მოგზაურობის ცენტრინოვაციასადა გალერეააიდანისთანთანამშრომლობით ტარდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 20 აზერბაიჯანელი ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც მოიცავს როგორც კლასიკურ სახვით ხელოვნებას, ასევე თანამედროვე ციფრულ არტს. ორგანიზატორების შეფასებით, პროექტის მიზანია აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის კულტურული დიპლომატიის გაძლიერება და შემოქმედებითი კავშირების გაფართოება.

ვანგ სინპინგი: WUF13-ის მასპინძლობა აზერბაიჯანის საერთაშორისო პასუხისმგებლობის დასტურია

16 მაისი

აზერბაიჯანის მიერ გაეროს მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიის, WUF13-ის, მასპინძლობა ქვეყნის მაღალ საერთაშორისო პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. ამის შესახებ სააგენტო AZERTAC- ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის სამხრეთაღმოსავლეთ უნივერსიტეტის პროფესორმა და ურბანული დაგეგმარების ექსპერტმა, ვანგ სინპინგმა 16 მაისს განუცხადა.

მისი შეფასებით, WUF13 წარმოადგენს უმაღლესი დონის საერთაშორისო პლატფორმას და მისი აზერბაიჯანში ჩატარება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ურბანული განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

ვანგ სინპინგმა ასევე აღნიშნა, რომ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის სამთავრობო, აკადემიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ჩინეთაზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავებას ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქების განვითარების სფეროში.

სომხეთი

ჩინეთში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება

13 მაისი

2026 წელს ჩინეთში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა გლობალური კონკურსისჩინური ხიდისსომხური ეტაპის გახსნისას, 13 მაისს განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კულტურული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

მარტიროსიანმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ერევანთან, ხოლო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში სტაბილურად ვითარდება.

მისივე განცხადებით, 2025 წლის აგვისტოში სომხეთმა და ჩინეთმა ოფიციალურად დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

ყაზახეთი

ყაზახეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

12 მაისი

12 მაისს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერმეკ კოშერბაევმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ყაზახეთში, ჰან ჩუნლინი მიიღო.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და იმსჯელეს მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წელს დაგეგმილ მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი და მრავალმხრივი ღონისძიებების დღის წესრიგს.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

 

ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ინვესტიციების შესახებ ახალი შეთანხმება რატიფიცირდა

14 მაისი

14 მაისს ყაზახეთის სენატმა ჩინეთთან ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ ახალი შეთანხმება რატიფიცირება მოახდინა.

სენატის დეპუტატ სერგეი ერშოვის განცხადებით, განახლებული შეთანხმება სამართლებრივად ამყარებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის 2025 წლის ივნისში ასტანაში ვიზიტის დროს იყო შეთანხმებული.

შეთანხმების მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ყაზახი და ჩინელი ინვესტორებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა, ასევე მაღალი ტექნოლოგიების, დასაქმებისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლებში ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს ჩინეთიდან ყაზახეთში პირდაპირი ინვესტიციები 2.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 135%-იანი ზრდაა.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (11-17 მაისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (4-10 მაისი)

საქართველო

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია შუა დერეფნისთვის

5 მაისი

5 მაისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზაში სრული განახლების პროექტი იწყება. პროექტი მოიცავს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, სარკინიგზო ხაზების განახლებასა და ტვირთბრუნვის შესაძლებლობების ზრდას.

პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბის, გაძლიერებაა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ განახლებული რკინიგზა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვას დააჩქარებს და განსაკუთრებით გაზრდის ჩინეთიდან მომავალი სატრანზიტო ნაკადების მოცულობას.

ბოლო წლებში შუა დერეფნის მიმართ ჩინეთის ინტერესიც გაიზარდა, რადგან მარშრუტი ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს რუსეთის გვერდის ავლით. თბილისში აცხადებენ, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია საქართველოს კონკურენტუნარიანობას რეგიონულ ლოგისტიკურ ქსელში მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

აზერბაიჯანი

ჩინეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ინიციატივას SCO განვითარების ბანკთან მიერთების შესახებ

5 მაისი

5 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მხარემ გამოთქვა ინტერესი აზერბაიჯანის შესაძლო გაწევრიანების მიმართ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) განვითარების ბანკში.

ინფორმაცია გავრცელდა აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროსა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, სამარყანდში გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯან–ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, მათ შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერება და ინდუსტრიულ ზონებში ჩინური კომპანიების ჩართულობის ზრდა.

ჩინეთის მხარის განცხადებით, აზერბაიჯანთან ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ქვეყნის მონაწილეობა მრავალმხრივ ფინანსურ ინსტიტუტებში, მათ შორის SCO განვითარების ბანკში, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აზერბაიჯანის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა ჩინეთთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოების მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

პეკინში ჰეიდარ ალიევის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

8 მაისი

8 მაისს პეკინში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო ინიციატივას მხარს უჭერდა ჰეიდარ ალიევის ფონდი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის ელჩმა ჩინეთში ხაზი გაუსვა ჰეიდარ ალიევის როლს თანამედროვე აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში და აღნიშნა მისი წვლილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განვითარებაში. მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა.

საელჩოს განცხადებით, ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო და ასახავდა ჰეიდარ ალიევის ფონდის ჰუმანიტარულ მიმართულებასა და აზერბაიჯან-ჩინეთის კულტურულ-დიპლომატიურ თანამშრომლობას.

ღონისძიება გაიმართა ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 103-ე წლისთავთან დაკავშირებით.

სომხეთი

სომხეთი ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალს უსვამს ხაზს

6 მაისი

სომხეთი აღნიშნავს, რომ ჩინეთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და ორმხრივ ურთიერთობებში ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი, გამოუყენებელი პოტენციალი.

ინფორმაცია გაჟღერდა „ერევანის დიალოგი 2026“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, სადაც სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ანუშიკ ავეტისიანმა განაცხადა, რომ მხარეები მუშაობენ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და ახალი საინვესტიციო პროექტების განვითარებაზე.

მისი თქმით, ჩინური კომპანიები უკვე აქტიურად მონაწილეობენ სომხეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და მდგრადობის გაძლიერებას.

სომხური მხარე ხაზს უსვამს, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და რეგიონული კავშირის მიმართულებით.

„ერევანის დიალოგი 2026“ ფორუმი 5-6 მაისს გაიმართა თემაზე: „ქარიშხლების გავლით გზის პოვნა“, სადაც მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებმაც განიხილეს გლობალური ცვლილებები და განვითარების გამოწვევები.

ტაჯიკეთი

CGTN-მა მოამზადა სიუჟეტი ჩინეთ-ტაჯიკეთის ინდუსტრიული თანამშრომლობის შესახებ

10 მაისი

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ, CGTN-მა, 10 მაისს გაავრცელა სიუჟეტი სახელწოდებით „China–Tajikistan industrial cooperation empowers Central Asia“, სადაც აღწერილია ჩინეთ-ტაჯიკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და მისი გავლენა ცენტრალური აზიის ინდუსტრიულ განვითარებაზე.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის შეფასებით, ტაჯიკეთში მიმდინარე ინდუსტრიული და ენერგეტიკული პროექტები „ღრმა ტრანსფორმაციის“ ეტაპზეა. სიუჟეტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჩინეთი ტაჯიკეთს აწვდის ტექნოლოგიებს, სრულ ინდუსტრიულ აღჭურვილობასა და საინჟინრო გამოცდილებას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის წარმოებითი სექტორის მოდერნიზაციას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.

CGTN-ის მასალაში გამოყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება: თანამედროვე ცემენტის ქარხნებში ავტომატიზებული წარმოების დანერგვა, ალუმინის ინდუსტრიის განახლება, ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მათ შორის როღუნის ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები.

მედია აღნიშნავს, რომ ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ტაჯიკეთის შიდა ინდუსტრიის გაძლიერებას ემსახურება, არამედ ფართო რეგიონულ მიზანს, ცენტრალური აზიის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის გაღრმავებას „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

სიუჟეტის მიხედვით, ჩინეთის ჩართულობა ქმნის პირობებს ახალი საექსპორტო არხების განვითარებისათვის და აძლიერებს რეგიონში „მწვანე ენერგიისა“ და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოებას, რაც გრძელვადიან ეკონომიკურ თანამშრომლობად არის წარმოდგენილი.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (4-10 მაისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (27 აპრილი – 3 მაისი)

საქართველო

აჭარა ჩინელი ტურისტების მოსაზიდად ციფრულ კამპანიას იწყებს

29 აპრილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჩინელი ვიზიტორების მოსაზიდად მასშტაბურ ციფრულ კამპანიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში, რეგიონის ტურისტული მიმართულებები ჩინეთის წამყვან ონლაინპლატფორმებზე განთავსდება.

კამპანიის მოსამზადებლად აჭარას Tongcheng Travel-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ეწვია. ვიზიტის მიზანი რეგიონის ტურისტული პროდუქტების ადგილზე გაცნობა და იმ მასალების მომზადება იყო, რომლებიც შემდგომ პლატფორმის ციფრულ არხებზე გავრცელდება. დეპარტამენტის შეფასებით, ეს აჭარის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტიდან ჩინურ ციფრულ პლატფორმებზე აჭარის პოპულარიზაციის ცხრათვიანი ონლაინკამპანია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში რეგიონის ტურისტული პროდუქტები Douyin-ზე, Red Note-სა და Weibo-ზეა წარმოდგენილი. ბათუმის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა საპრომოციო გვერდი – Visit Batumi, რომლის მეშვეობითაც ჩინელ მომხმარებლებს აჭარისა და საქართველოს ტურისტული შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.

კამპანიის მიზანია, ჩინურ აუდიტორიას აჭარის სამთოსათავგადასავლო, ეკოტურისტული და საზღვაო მიმართულებები გააცნოს და ბათუმი ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ქალაქად წარმოაჩინოს.

რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებზეც იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს რეგიონს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB China 2026, წარადგენს, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

კონფუცის ინსტიტუტმა ჩინური ენის საერთაშორისო დღე პრეზენტაციით აღნიშნა

2 მაისი

ჩინური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, 2 მაისს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების თემა იყოჩინური ენა ლიტერატურაშიცვლილების საწყისი და მაკავშირებელი რგოლი წარსულსა და აწმყოს შორის“.

პრეზენტაციაზე თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა და სინოლოგებმა, მარიამ ჩახაიამ და ანა გოგუაძემ, აუდიტორიას ჩინური ენის როლზე ძველი და თანამედროვე ლიტერატურის მაგალითებზე დაყრდნობით ესაუბრნენ.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო, როგორ შეასრულა ჩინურმა ენამ მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივ განვითარებაში და როგორ შეძლო, ენობრივი ცვლილებებისა და ეპოქათა მონაცვლეობის მიუხედავად, კავშირი შეენარჩუნებინა წარსულთან.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი და ჩინეთი სატვირთო გადაზიდვებში თანამშრომლობას აფართოებენ

27 აპრილი

აზერბაიჯანი და ჩინეთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობას აფართოებენ. მხარეებმა 2026 წლისთვის ნებართვების დამატებითი კვოტების გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ნებართვების საერთო რაოდენობა ხუთჯერ გაიზრდება.

AZERTAC-ის ინფორმაციით, შეთანხმება ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში გამართული აზერბაიჯანჩინეთის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის პირველი მოლაპარაკებების ფარგლებში შედგა.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაცია ხორგოსის სასაზღვროგამშვებ პუნქტსა და თავისუფალ სავაჭრო ზონაში მოქმედ ლოგისტიკურ ცენტრებსაც გაეცნო. მხარეებმა გადამზიდავებსა და ლოგისტიკურ კომპანიებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.

აზერბაიჯანმა ჩინეთში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

27 აპრილი

27 აპრილს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაციამ ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გამართულ მიწოდების ჯაჭვისა და საპორტო ლოგისტიკის მე-8 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

აზერბაიჯანის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ დოკუმენტებს, სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკასა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობას.

ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აზიაევროპის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების მე-10 კონფერენციაშიც. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის სატრანსპორტო სისტემა, ქვეყნის როლი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, მათ შორის შუა დერეფანში, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩინეთის სინძიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

28 აპრილი

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩინეთის სინძიანის უნივერსიტეტთან აკადემიურ თანამშრომლობას იწყებს. მხარეებმა ურუმჩიში გამართულ შეხვედრაზე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

AZERTAC-ის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე უნივერსიტეტები გეგმავენ თანამშრომლობას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ბიოტექნოლოგიის ერთობლივი ცენტრების დაფუძნებას.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ აბრეშუმის გზის კვლევითი ცენტრის შექმნაზე. ინიციატივა კვლევითი საქმიანობის გაფართოებას, აკადემიური გაცვლის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურუმჩისა და ნახიჩევანის დაძმობილებული ქალაქების ურთიერთობებსაც, როგორც კულტურული და აკადემიური თანამშრომლობის განვითარების დამატებით საფუძველს.

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ცენტრი შეიქმნება

1 მაისი

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პეკინის ქიმიური ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მხარეები ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარებას გეგმავენ.

AZERTAC-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთერთ მთავარ მიმართულებად ორ უნივერსიტეტს შორის ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ცენტრის შექმნა განისაზღვრა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს პეკინის ქიმიური ტექნოლოგიის უნივერსიტეტში აზერბაიჯანელი სტუდენტების საწარმოო და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობაზე.

მხარეების შეფასებით, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.

სომხეთი

სომხეთის დელეგაციამ ჩინეთში მწვანე და მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

29 აპრილი

სომხეთის დელეგაციამ 29 აპრილს ჩინეთის ქალაქ ნინგბოში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მწვანე და მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ერევანმა ჩინეთთან და SCO-სთან მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა.

სომხეთის დელეგაციაში შედიოდნენ ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის, COP17-ის, სომხეთის თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მჰერ მარგარიანი და სომხეთის ელჩი ჩინეთში ვაჰე გევორგიანი.

პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებითგლობალური ბიომრავალფეროვნების დაცვა მრავალმხრივი მმართველობის გზით“, მარგარიანმა COP17-ისთვის სომხეთის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ერევანში დაგეგმილი კონფერენციის ერთერთი მთავარი საკითხი კუნმინმონრეალის გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს შესრულების პროგრესის შეფასება იქნება.

ფორუმის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრ ხუანგ ჟუნციუს და ნინგბოს მერს, ტანგ ფეიფანსაც შეხვდა. დელეგაციამ ასევე გამართა მედიაბრიფინგი COP17-ის ბიომრავალფეროვნების კონფერენციის შესახებ.

უზბეკეთი

ჩინეთი უზბეკეთში ფარმაცევტული წარმოების გაფართოებას განიხილავს

27 აპრილი

უზბეკეთი და ჩინეთი ფარმაცევტულ სექტორში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ. მხარეებმა ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები ფარმაცევტული წარმოების, ბიოტექნოლოგიების, ვაქცინების, სისხლის პროდუქტებისა და ინოვაციური მედიკამენტების მიმართულებით განიხილეს.

Trend-ის ინფორმაციით, შეხვედრა უზბეკეთის ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების სააგენტოს დირექტორ აბდულა აზიზოვსა და ჩინეთის ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

უზბეკურმა მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყანას რეგიონულ ფარმაცევტულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს. მხარეებმა პრაქტიკული ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

უზბეკეთი და ჩინეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

27 აპრილი

რეგიონული გარემოსდაცვითი სამიტის ფარგლებში 27 აპრილს უზბეკეთის პრეზიდენტის მრჩეველი გარემოსდაცვით საკითხებში აზიზ აბდუხაკიმოვი ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრ ჰუანგ ჟუნციუს შეხვდა.

მხარეებმა მტვრისა და ქვიშის ქარების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებაზე, კლიმატის სატელიტურ მონიტორინგზე, ჰაერისა და წყლის ხარისხის ანალიტიკური მონიტორინგის ერთობლივი ლაბორატორიის შექმნასა და სამეცნიერო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე უზბეკურმა მხარემ ჩინეთის გამოცდილების პრაქტიკული გამოყენებისა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგების ინიციატივა დააყენა. ჩინურმა მხარემ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ერთერთი მიმართულებაა ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის პროექტებიც, რომლის ფარგლებშიც უზბეკეთში ჩინელი ინვესტორების მონაწილეობით 11 ასეთი ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს.

ტაშკენტი და პეკინი გაზსაცავების მშენებლობასა და მზისა და ქარის პროექტებზე შეთანხმდნენ

27 აპრილი

27 აპრილს ტაშკენტში უზბეკეთჩინეთის მთავრობათაშორისი თანამშრომლობის კომიტეტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის მე-8 სხდომა გაიმართა.

შეხვედრას უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრი ჯურაბეკ მირზამახმუდოვი და ჩინეთის ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვან ხუნჯი ხელმძღვანელობდნენ. მხარეებმა ნავთობისა და გაზის სექტორში, ელექტროენერგეტიკასა და განახლებად ენერგიებში ერთობლივი პროექტების განვითარებაზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნახშირწყალბადების საბადოების განვითარებას, მიწისქვეშა გაზსაცავების მშენებლობას, ძირითადი გაზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ასევე მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტებს ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით.

შეხვედრის შედეგად, მხარეები ენერგეტიკული ობიექტების დიგიტალიზაციის, დარგობრივი სტანდარტიზაციისა და ინფრასტრუქტურის მართვის თანამედროვე მიდგომების მიმართულებით გამოცდილების გაცვლის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ტაშკენტი ჩინეთთან AI-სა და ციფრული ინდუსტრიის პროექტებს აფართოებს

29 აპრილი

29 აპრილს უზბეკეთის საელჩოს წარმომადგენლები ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს, სიუნ ძიძიუნს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. უზბეკურმა დელეგაციამ ჩინურ მხარეს უზბეკეთის ინდუსტრიული განვითარების პრიორიტეტები დაციფრული უზბეკეთი 2030“-ის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება, ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სპეციალისტების გაცვლა განიხილეს. ყურადღება დაეთმო ასევე განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობას.

უზბეკეთისა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები პეკინში შეხვდნენ

29 აპრილი

უზბეკეთმა და ჩინეთმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. 29 აპრილს პეკინში უზბეკეთჩინეთის სოფლის მეურნეობის ქვეკომიტეტის მე-6 შეხვედრა გაიმართა.

უზბეკეთის დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალიშერ შუკუროვი ხელმძღვანელობდა, ჩინურ მხარეს კი სოფლის მეურნეობისა და სოფლის საკითხთა მინისტრის მოადგილე ჟანგ ჟილი.

შეხვედრაზე მხარეებმა თესლის წარმოების განვითარება, მაღალმოსავლიანი და კლიმატგამძლე კულტურების დანერგვა, სელექციური და გენეტიკური კვლევები, ვეტერინარული თანამშრომლობა, ნიადაგის ნაყოფიერების დაცვა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა განიხილეს.

ყურადღება დაეთმო აგრარულ სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების, რესურსდამზოგავი მეთოდებისა და ციფრული მონიტორინგის სისტემების დანერგვასაც. შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის პრაქტიკული განხორციელებისთვის საგზაო რუკას მოამზადებენ.

ილზატ კასიმოვმა ძიანსუს ვიცეგუბერნატორთან საინვესტიციო პროექტები განიხილა

1 მაისი

1 მაისს უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ილზატ კასიმოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია ნანკინში ძიანსუს პროვინციის ვიცეგუბერნატორ ჟაო იანს შეხვდა.

მხარეებმა რეგიონებს შორის საინვესტიციო კავშირების გაძლიერება, სამრეწველო თანამშრომლობა, მაღალტექნოლოგიური წარმოებების განვითარება და ახალი ერთობლივი საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ძიანსუს პროვინციის დელეგაციის მონაწილეობას უზბეკურჩინურ მესამე რეგიონთაშორის ფორუმშიც, რომელიც 20-22 მაისს ჩინეთის ქალაქ სიანში გაიმართება.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (27 აპრილი – 3 მაისი) Read More »

Scroll to Top