პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ სარგებლობთ დემოკრატიის ვირტუალური აკადემიით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ერთ წლის განმავლობაში, თითქმის 3,000-მა სტუდენტმა ისარგებლა ჩვენი კურსებით. მიიღო დამატებითი ცოდნა და ინფორმაცია, მათთვის საინტერესო თემებზე.
გვინდა შემოგთავაზოთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს მიერ გამოცხადებული საზაფხულო სკოლის კონკურსში, რომელიც გაიმართება ივლისის თვეში.
ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიმდინარე მოვლენებს, და ყველა ღონისძიებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად ვგეგმავთ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, დაგეგმილი გვაქვს 5 დღიანი სასწავლო პროგრამა 26 ივლისის კვირაში, კახეთში.
პროგრამა ითვალისწინებს, დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის პორტალზე, გიორგი კანაშვილის, თამარ ავალიანისა და გიორგი მასალკინის კურსებზე გავლილი თემატიკის შესაბამის სიღრმისეულ, 5 დღიან კურსს:
– კონფლიქტების ტრანსფორმაციის;
– უმცირესობების უფლებებისა და მრავალფეროვნებით გამოწვეული შესაძლებლობების;
– საქართველოში ევროპული, სამოქალაქო ერის განვითარების შესახებ.
ტრენინგზე შემოგთავაზებთ სპიკერების ფართო სპექტრს, ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიდან და ბერლინში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “Corridors -Dialogue through Cooperation”-დან.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა 31 მაისამდე.
ერთი კვირა ბერლინში, საინტერესო პროგრამით და საინტერესო ხალხთან ერთად!
საინტერესო შემოთავაზება ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ვინც დაინტერესებული ხართ კონფლიქტების მენეჯმენტის, მშვიდობის შენებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების კვლევებით! სამოქალაქო იდეა გერმანელ პარტნიორებთან ერთად გიწვევთ ერთკვირიან საზაფხულო პროგრამაზე ბერლინში, აგვისტოში. პროგრამა ინგლისურ ენაზე წარიმართება. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 6 ივნისი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ China Watch-ის მეექვსე ანგარიში ეფუძნება ჩინეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი „Nuctech company limited“-ის კვლევას და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა – კომპანიის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, მის სახელთან ასოცირებული დარღვევები, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების სატენდერო პროცედურებში, მის მიერ მოწოდებული უსაფრთხოების მოწყობილობების გაუმართაობა და კორუფციული სკანდალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კერძოდ, ანგარიში მიმოიხილავს კომპანია “Nuctech”-ის გადაცდომებს საქართველოს, ნამიბიას, ტაივანის და ევროპის მაგალითებზე, რომელიც შეეხება მის ერთობლივ სამხედრო მიზნებზე დაფუძნებულ კავშირებს რუსეთთან და აშშ-ს მიერ გაწეულ წინააღმდეგობრივ პოლიტიკას მის მიმართ.
კომპანია „Nuctech“ ქართულ ბაზარზე პირველად 2008 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწერა „საქართველოს მთავრობისათვის საინსპექციო-შემოწმებითი კომპლექსების მიწოდების პროექტის რეალიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებას კომპანია „Nuctech Company Limited“-თან. აუდიტის სამსახურის 2014 წლის დასკვნის მიხედვით, 2012 წელს შემოსავლების სამსახურმა ყაზბეგისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე რენტგენული შემოწმების სისტემების შესყიდვები საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განახორციელა. ამ უკანასკნელმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კონკურსის გარეშე შეისყიდა საქონელი კომპანია „Nuctech Company Limited”-ისგან, რის გამოც, საბოლოო ჯამში, 215 368 აშშ დოლარით მეტი თანხა გადაიხადა.
2011-2013 წლებში შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში მონაწილე მიმწოდებლებმა განაცხადეს დასაბუთებული პრეტენზიები სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, იმასთან დაკავშირებით, რომ შესყიდვების ობიექტზე ტექნიკური დავალების მახასიათებლები მორგებული იყო „Nuctech Company Limited“-ზე და იმდენად იყო გართულებული რომ, ბევრ მომწოდებელს შეეზღუდა მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მხოლოდ 2018-2020 წლებში შემოსავლების სამსახურმა, გამარტივებული შესყიდვების გზით, „Nuctech Company Limited“-სგან ჯამში 5 870 722.48 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა, რომლის მიზანიც, შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში უკვე არსებული Nuctech-ის ფირმის პროდუქციის ტექნიკური მომსახურება და სათადარიგო ნაწილების მიწოდება იყო.
ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც Nuctech-ს სათანადო წინააღმდეგობას უწევს და შიდა კრიტიკულ ინდუსტრიებზე წვდომას უზღუდავს, ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ Nuctech–ის დანადგარები 2014 წელს აკრძალა და კომპანიის გადაცდომების დეტალური მიმოხილვა საიდუმლო დოკუმენტის სახით წარმოადგინა, რაც მის საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნებოდა. უფრო მეტიც, აშშ-ს მთავრობა მოუწოდებს თავის ევროპელ მოკავშირეებს, რომ Nuctech-ს სახელმწიფო ტენდერებთან წვდომა შეუზღუდონ და მის მიერ მოწოდებული ბარგის სკრინინგის ტექნიკა უგულებელყონ. თუმცა, დღესდღეობით ევროპის სახელმწიფოები ინდივიდუალურად რეაგირებენ Nuctech-ის და მისი საქმიანობის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე. მაგალითად, მაშინ როცა Nuctech წარმატებით იგებს ტენდერებს ესტონეთში, ფინეთსა და ხორვატიაში, ლიატუვის მთავრობა ოფიციალურად კრძალავს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ მოწყობილობებს.
ძალიან ხშირად გვეკითხებიან კონკრეტულ ზიანზე, რომელიც შეიძლება ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობით ქვეყანას მიადგეს. მაგალითად, უკრაინაში Nuctech-მა არამარტო არასრული და დეფექტური მოწყობილობები მიაწოდა უკრაინის საბაჟოებს, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების ბიუროს საქმეც კი მოუგო სასამართლოში. სამწუხარო გამოცდილება აქვს ნამიბიასაც, რომელიც პეკინმა ჩინეთის ინტერნეტ საძიებო სივრციდან ამოიღო და ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე მასთან დაკავშირებული ყველა სახის მედია ცენზურა დაამყარა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა Nuctech-თან ასოცირებული ანტიკორუფციული სკანდალის გამოძიება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო, რომ ნამიბიის კორუფციის სკანდალში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, ჰუ ძინტაოს ვაჟი, ჰუ ჰაიფენგი მონაწილეობდა. გლობალური ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ჩინეთი დღემდე ეფექტურად ახერხებს მოსახლეობისთვის მისთვის არასასურველი ინტერნეტ პორტალებისა და საძიებო წყაროNuctech Company Ltd წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას, რომელიც 1997 წელს დაარსდა, როგორც ცინხუას უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია. ის დააფუძნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის, ჰუ ძინტაოს ვაჟმა და მას შემდეგ, თავის საქმიანობას მსოფლიოს 160 ქვეყანაში ეწევა. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ის პასუხისმგებელია ების აკრძალვას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური გავლენების გაფართოებისა და კორუფციულ და თაღლითურ გარიგებებში მონაწილეობის გარდა, Nuctech და მისი მფლობელი ცინხუას უნივერსიტეტი გავლენების გავრცელებას აკადემიური სფეროს გამოყენებითაც ცდილობენ. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სანკტ პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მაღალენერგეტიკული რენტგენის აპარატურის, ანტიტერორისტული აღჭურვილობისა და სხვა ტექნოლოგიების შექმნის საკითხებში, რომელთა სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების პოტენციალიც არსებობს.
2021 წლის 23 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის თავდაცვის უწყების თაოსნობით, „მოტორ სიჩმა“ საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „DELTA“- სა და თბილისის საავიაციო ქარხანა (TAM) “თბილავიამშენთან“ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა.
ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თანამშრომლობა და შესაბამისად, მემორანდუმი „სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად“. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს“, თუმცა „თბილავიამშენსა“ და აღნიშნულ კომპანიას შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების რაიმე მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, მანამდე ცნობილი არ ყოფილა.
მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, თავდაცვის უწყებამ მოგვიანებით, 2021 წლის 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშიც დაადასტურა: „საბრძოლო შვეულმფრენის მი-24-ის ძრავებსა და რედუქტორებზე, კომპანია ““მოტორ სიჩსა” და სს „თბილავიამშენს“ შორის ხელშეკრულება უკვე გა-ფორმებულია, რაც გულისხმობს საბრძოლო მი-24-ის ძრავების მოდერნიზაციასა და რემონტს.“
საინტერესოა, როდის მოხდა „თბილავიამშენსა“ და “მოტორ სიჩს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან 2017 წლიდან მოყოლებული აღნიშნული კომპანია მუდმივად გამოძიების, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან შესწავლისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ობიექტია. სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაცია საჯარო სივრცეში არ იძებნება, რაც გვაფიქრებინებს რომ ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გამოძიების ინტერესისა და შელახული რეპუტაციის მქონე კომპანიასთან იწყებდა ურთიერთობას და შესაბამისად, ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ არ გაასაჯაროვა.
2020 წლის ივნისში, პარლამენტში მინისტრის ანგარიშის წარდგენის დროს, საქართველოს იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, ავიაციის განვითარებაზეც ისაუბრა. გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „DELTA“- სა და თბილისის საავიაციო ქარხანა (TAM) “თბილავიამშენთან“ ერთად დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებზე.
„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, დელტას ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ სუ-25-ისა და მოიერიშე შვეულმფრენის მი-24-ების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სწორედ მი-24-ების რეაბილიტაციის ხელშეკრულებაზე საუბრობდა სამინისტრო 2021 წლის 31 იანვრის განცხადებაშიც, როგორც უკვე მიმდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებაზე “მოტორ სიჩსა“ და „თბილავიამშენს“ შორის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის ივნისში ეს თანამშრომლობა უკვე შემდგარი ფაქტი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ, 2019 წელს საერთაშორისო მედია უკვე წერდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ კიევისთვის ჩატანილი გაფრთხილების შესახებ – თავიდან აიცილონ ჩინეთის „ვალის მახეში“ აღმოჩენის საფრთხე. ბოლტონის გზავნილები სწორედ, კომპანია „მოტორ სიჩსა“ და მის ახალ ჩინელ მესაკუთრეებს ეხებოდათ.
2020 წელს კი, საერთაშორისო მედია „ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების“ საქმეზე, “მოტორ სიჩის” წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ იუწყებოდა. საერთაშორისო მედია, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნების განცხადებები სავსეა აღნიშნული კომპანიის წინაშე არსებული პრეტენზიებით, ბრალდებებითა და ეჭვებით.
სპეციალურ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ “მოტორ სიჩის” გარშემო არსებული ბუნდოვანებისა და პრობლემების შესახებ, ჯერ კიდევ 2014 წელს იყო ცნობილი. მიუხედავად რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისა, “მოტორ სიჩი” სხვა უკრაინულ კომპანიებთან ერთად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან აგრძელებდა თანამშრომლობასა და მათი სამხედრო საჭიროებებით უზრუნველყოფას. ამ ფაქტის შესახებ 2014 წელს Washington Post-ის გამოძიება იუწყებოდა.
რატომ არის დღენიადაგ იმის მტკიცებაში, რომ ქვეყანაში არ არის კრიზისი? რატომ ეძებს და იგონებს ახალ სიტყვებს იმის სათქმელად, რაც უმარტივესია და ზედაპირზე დევს?
მთელი ევროპის, ყველა, 27-ვე ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოში რამდენიმესაათიანი ყოფნისთანავე აღმოაჩინა, რომ ეს ევროკავშირის სამეზობლოს პატარა ქვეყანა ისეთ ღრმა კრიზისშია, რომ მის მიერ უბრალოდ პრესკონფერენციაზე ან შეხვედრების დროს მოწოდებები ვეღარაფერს უშველიდა და პირდაპირ თავად 27 ქვეყნის პრეზიდენტი დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან.
ამ პროცესში სატირალი დიდი გვაქვს. 30-წლიანი სახელმწიფოებრიობანას ხლაფორთის ფონზე, ისევ სამოქალაქო შესკდომის რეჟიმში ვართ და პალესტინა–ისრაელის მსგავსი რაუნდები გვჭირდება მედიატორ–ფასილიტატორებით ერთ ოთახში, მაგიდასთან აღმოსაჩენად.
რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ ღრმად არაკომპეტენტურია. ეშინია იმიტომ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა პოლიტიკურ ველზე. ეშინია იმიტომ, რომ კორუმპირებულია და ძალაუფლების დაკარგვას თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს. ეშინია იმიტომ, რომ სრულიად ამორალურია.
საქართველოს ხელისუფლების სათავეშია პირი, რომელსაც პატარა ბიჭების დაჩაგვრა სანიმუშო საქციელი ჰგონია. ეს ახალისებს და აღაფრთოვანებს. მორალსა და ზნეობასთან ზურგშექცეული მთელ ამ ტრაგედიაში დაზარალებულის სტატუსს ეძებს. ეშინია იმიტომ, რომ კორუმპირებულია და ძალაუფლების დაკარგვას თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს.
სწორედ ამ და სხვა შიშების გამო, არ აღიარებს კრიზისს და თავადაც იჯერებს, რომ ის, უბრალოდ, არ არსებობს. ვინაიდან არ აღიარებს, მას წარმოდგენა არ აქვს არც იმაზე, ხვალინდელი დილა როგორი გაუთენდება და არც იმაზე, შემდეგი ნაბიჯი რა უნდა გადადგას. ასეთი ხელისუფლება კი საშიშია ქვეყნის შიგნით და ვერავის გამოადგება პარტნიორად ქვეყნის გარეთ.
გემახსოვრებათ, 90-იანები ბეიკერის ფორმულით დავიწყეთ და 30 წლის შემდეგაც ზუსტად იქ ვართ, უდრტვინველად და უკომპრომისოდ ვდგავართ გადასაჩეხ ნაპრალთან.
სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლებაში ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი მაინც რომ იყოს სახელმწიფოს მართვის მინიმალური ცოდნით ან გამოცდილებით, აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ კრიზისი სახელმწიფოს განვითარების ნორმალური, არა უბრალოდ ნორმალური, ვიტყოდი უფრო ბუნებრივი, ხანდახან სასურველი და აბსოლუტურად აუცილებელი პროცესიც კია. კრიზისი არ უნდა გვაშინებდეს. კრიზისი უნდა დაინახო, როგორც გამოწვევა, შანსი, გვერდიდან შეხედო, ეიფორიიდან გამოხვიდე, ჩვეულებრივ ვითარებაში დაშვებული ფარგლებისა და წინასწარ დადგენილი ჩარჩოების მიღმა იფიქრო და იმოქმედო. კრიზისი ექსტრაორდინარულ რეჟიმში გადასვლას მოითხოვს, რაც, როგორც წესი, პროგრესისა და განვითარების ახალი სუნთქვის დასაწყისია. სწორედ აქ არის ჩვენი შანსიც. და სწორედ ამ შანსის გამოყენების არც უნარი, არც ცოდნა და, როგორც გაირკვა, არც სურვილი აქვს ქვეყნის ხელისუფლებას.
არადა, სწორედ და მხოლოდ კრიზისების დროს ქმნის და შობს ქვეყანა შემდეგ ახალ დიდ იდეას და ახალ ლიდერებს. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ კრიზისი ტრაგედიაა მხოლოდ იქ და მაშინ, როცა ქვეყანა, ერი ვერ არის შემძლე, სათავე დაუდოს ახალ დიდ იდეას, შვას ახალი ლიდერი.
ანუ თავისთავად კრიზისში კი არა, ერის მიერ სიახლის წარმოშობის ვერ შემძლეობაშია საქმე.
როდის ვერ დგება კონსენსუსი და ვერ ახერხებენ მოთამაშეები გადატვირთვას? ზუსტად იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტაა, და ამ შემთხვევაში ყველა ერთად. მიმდინარე პროცესებში კი მთლიანად პოლიტიკური ელიტის ტრაგედია კარგად გამოჩნდა.
ოპოზიციას უნდა დავუფასოთ თემატური ერთიანობა, რომელიც ამ პროცესში ყველასთვის მოულოდნელად გამოვლინდეს, თუმცა აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ერთიანობა მხოლოდ შედეგის მიღწევის ინსტრუმენტია და როგორც კი რამე სხვა ფუნქციას აკიდებ აუცილებლად ხელში შემოგადნება, მისი ობიექტურად არარსებობის გამო.
ამგვარი ერთობა არათუ ინტერპარტიული, აღმოჩნდა, რომ შიდაპარტიული მოცემულობაც კი არ არის, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესში ხშირად ვხედავდით სწორედ ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ყველა ნიშანსა და მახასიათებელს. ერთიანობის გაუგონარი, ხშირად მომაბეზრებელი რიტორიკით მოქმედი პარტიები არათუ ერთიან მომლაპარაკებლებზე ვერ შეთანხმდნენ, საკუთარი შიდაპარტიული წარმომადგენლობის საკითხიც კი ვერ მოაგვარეს და დაჰყვებოდა ევროკავშირში თავის ყოფილ ელჩს, სამადაშვილს ქუჩის სამოქალაქო აქტივისტი, რაღა თქმა უნდა, ყოფილ საგარეო მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძეს, მისი საკუთარი სუპერ კონფრონტაციული მაკონტროლებელი…
ახალი იდეისა და ახალი ლიდერების მომლოდინე ქვეყანაში ხშირად არასწორად გაგებული ერთიანობისა თუ ერთობის მძევლად ყოფნა სწორედ ახალი იდეებისა და ახალი ლიდერების წარმოშობის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროცესს აფერხებს და ამის დიდი ხნით გაგრძელება, უბრალოდ, დაუშვებელია.
მე იმ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრ სხვა მაგიდასთან და დარბაზში ვყოფილვარ. მთავარი გმირებიც დიდწილად იგივენი არიან. უცვლელია სულისკვეთებაც. „კონსენსუსი“, „დათმობა“, „კოაბიტაცია“ ჯერ ისევ უცხო და პოლიტიკურად არაკორექტული სიტყვებია საქართველოში. მოლაპარაკების მაგიდასთან მთავარ მიღწევად ისევ უკომპრომისობა მიიჩნევა.
აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია დავინახო, რომ მონაწილეების დიდი ნაწილისთვის მთავარი ამოცანა მოსწრებული სიტყვის მოსწრებულად გასროლა, მეორე მხარის 9-9 წლის დანაშაულების წამოსაძახებლად იყო მთავარი სიამოვნება და მიღწევა, რომლისკენაც ისწრაფოდნენ და ალბათ აღწევდნენ კიდეც, სანამ დატოვებდნენ ოთახს. აკი, პარლამენტის კიდევ ერთმა ყოფილმა თავმჯდომარემ, ბატონმა კობახიძემ გაუგონარი ზიზღის, სწორედ ამგვარი მოსწრებული სიტყვის ზეიმის დემონსტრირება გვაჩვენა ცნობილ პრესკონფერენციაზე მხოლოდ მას რომ ეგონა, ყველაფერი დასრულდა და აღარავისთვის ანგარიშგასაწევი არაფერი ჰქონდა. არადა, ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. იმ პარტიის, სადაც რიგგარეშე არჩევნები, როგორც ასეთი, ბოროტება ჰგონიათ, ხოლო პოლიტიკური პატიმრის ყოლა ნორმალური ამბავი. სამართლიანობისთვის, ეს ორი ამბავი ყოველთვის ყველა პირველ პირს სწორედ ასე ესმოდა.
კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველო ამ კრიზისს, რა თქმა უნდა, არ გადაჰყვება. ის, როგორც ქვეყანა, იარსებებს და კიდევ ბევრი საუკუნე იქნება რუკაზე. უფრო მეტიც, შეიძლება, კიდევ უფრო კარგი ღვინის დამზადება ვისწავლოთ, ვიდრე დღეს გვაქვს და სუხიშვილებიც ალბათ ისევე კარგად იცეკვებენ, როგორც აქამდე. ალბათ, არც ბორჯომის წყლის სათავეები დაშრება. ზუსტად ისე, როგორც 1989 წელს ერთ-ერთ მიტინგზე გვითხრა ორატორმა, რომ სამი რამ გადაგვარჩენდა – ქართული ღვინო, ქართული ცეკვა და ქართული ბორჯომი, მგონი, ზუსტად იქ ჩავრჩით.
თუმცა ის, რაც არასოდეს მოხდება, არის ის, რომ ასეთი ქვეყანა ვერასოდეს გახდება ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრი, ვინაიდან მას აკლია ყველაზე მთავარი – პოლიტიკური სიმწიფე, უსაფრთხოებისა და თავისი მოქალაქეების ბედნიერებისკენ სწრაფვა.
შესაბამისად, ის ვერ იქნება ვერც სანდო და ვერც პარტნიორი.
ვისი ბრალია? პასუხი ბანალურია – ყველა დამნაშავეა. მაგრამ პირველ რიგში იმ ადამიანების ბრალია, ვისაც შეუძლია, დიახ, შეუძლია, ხმის სანაცვლოდ 2 კილო კარტოფილის ფასის შეთავაზება და ვისაც შეუძლია ამაზე თანხმობა. მაშინ აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ ის, ვინც ხმის მიყიდვა შემოგთავაზა, შემდეგ შენი მინისტრი გახდება და ტელევიზორში 2 „ტრუპს“ მოითხოვს ან კრიმინალის კარგად ყოფნაში დაგარწმუნებს თალიბანის კაიკაცობით აღფრთოვანებული, ხოლო ჯანდაცვის მინისტრად ქალს დაგინიშნავენ, რომელიც 2 არა, ათასების „ტრუპებს“ ითხოვს, ვინაიდან, უბრალოდ, ჩვეულებრივი საშიში ბნელია და ზემოთ რომ შიშებზე ვსაუბრობდით, რა მოსატანია, აცრის გაკეთების ეშინია.
ერთი ძალიან კარგი კაცი და ჩემი მეგობარი ხშირად მიმეორებდა ხოლმე „ესაა შენი სამშობლო ბალღო, საშველი არ არის, არ არისო“. ალბათ, ასეცაა, მაგრამ მაინც არ უნდა დავიჯეროთ და როგორი უიმედოც არ უნდა ჩანდეს მომავალი, უნდა გავაჩინოთ საშველი – მე, შენ, ჩვენ, ყველამ ერთად.
ეს საშველი კი მხოლოდ ერთია, ერთ სახელი ჰქვია – ახალი, დიდი იდეა, რომელსაც ახალი ლიდერები ქმნიან. ქვეყანამ უნდა შეძლოს ახალი იდეის, ახალი ლიდერის წარმოშობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ უერთდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ პროტესტს და მხარს უჭერს კამპანიას – „მე დიასპორა არ ვარ“, რომელიც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში, ეროვნული უმცირესობების საკითხებზე წარმოიშვა.
ცალსახად, არასწორი და დაუშვებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების საკითხს დიასპორის კომიტეტს დაუკავშირებს. იმ კომიტეტის ბაზაზე, რომელიც სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს, როგორც დიასპორას. ამით საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო ადასტურებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს უყურებენ როგორც სხვას, უცხოს.
სამოქალაქო იდეა აცხადებს, რომ სწორედ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ძირს უთხრის სამოქალაქო თანასწორობის, ინტეგრაციის იდეას და შეუძლებელს ხდის ერთიანი სამოქალაქო ერის ჩამოყალიბებას საქართველოში.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ასეთი გადაწყვეტილებები იმ ფონზე, როცა საქართველოს აზერბაიჯანული თემის დიდი ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში, ღიად ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების მიერ მათი დიასპორად განხილვის რიტორიკას და პოლიტიკას. ეს გადაწყვეტილება კი, ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას აძლიერებს.
გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე, საქართველომ ვერ დაძლია ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ნარატივი, რომ “ქართველი ნიშნავს ქრისტიანს“, ხოლო, სხვა დანარჩენი არის “სტუმარი“ და “სხვა“. ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა თანასწორობის და ინკლუზიის პრინციპების ნაცვლად, დიდწილად ისეთ პრობლემურ ნარატივებს ეფუძნება, როგორიცაა უსაფრთხოება, ენობრივ-კულტურული დომინაცია და სოციალური გარიყულობა. სახელმწიფო სათანადოდ ვერ იაზრებს იმ ღრმა და ყოვლისმომცველ უთანასწორობას, რომელიც არადომინანტური ჯგუფების მიმართ არსებობს ისტორიული უგულებელყოფის და დომინანტური მზერის გამო.
„სამოქალაქო იდეა“ მოუწოდებს პარლამენტს, რომ ყველა, მათ შორის საკანონკდებლო ღონისძიება განახორციელონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, რაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი უნდა იყოს, მაგრამ არა მსგავსი გადაწყვეტილებებით, რომელიც პირიქით აზიანებს მათ ინტერესებს. ასევე, საჭიროა, მიღებული იქნას შესაბამისი ზომები სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის დაცვის მიმართულებით;
„სამოქალაქო იდეა“ დიდი ხანია აქტიურად მუშაობს და საუბრობს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე, უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების მოგვარებისა და ერთიან ქართულ სახელმწიფოში უმცირესობების რეალური ინკლუზიის შესახებ.
ეს ანგარიში, სამწუხაროდ, ადასტურებს გაუცხოების პრობლემებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს კეთილგონიერება და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს სახელმწიფო ეთნიკურ უმცირესობებს.
“BRIDGE” ინიციატივის ფარგლებში, სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიშის „მსოფლიო უსაფრთხოება პარტიისთვის, ჩინეთის ავტორიტარული გავლენა და დემოკრატიული რეჟიმების რეაგირება“ შექმნაში. კვლევა მოიცავს ნეპალის, პანამის, კენიის, მონტენეგროს, საქართველოსა და საბერძნეთის მაგალითებს და ასახავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციებს მსოფლიოში გარდამავალი დემოკრატიების წინააღმდეგ და მათ შედეგებს.
საქართველოს კვლევა ყურადღებას ამახვილებს მის სტრატეგიულ ლოკაციაზე, რის გამოც იგი ჩინეთის “ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის” მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურმა თანამშრომლობამ, რომელიც თავისთავად გამყარდა “ერთი სარტყელი- ერთი გზა” ინიციატივით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებითა და სხვადასხვა ორმხრივი შეთანხმებების შედეგად, საქართველოს არაერთგვაროვანი შედეგები მოუტანა. “ჩინეთის სახელმწიფოს ან მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების მიერ “ერთი სარტყელი- ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა საქართველოში ხელი შეუწყო ერთი მხრივ ინფრასტრუქტურის განვითარებას, თუმცა მეორე მხრივ, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან კორუფციისა და სხვა არაკანონიერი ქმედებებით ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავებას. ჩინური კომპანიების მიერ განხორციელებული მრავალი მსხვილი პროექტი ხშირად დაუსრულებელი რჩება ან უამრავ ფინანსურ და ლოგისტიკურ პრობლემებს შეიცავს.”
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ხშირ შემთხვევაში აღიქმება, როგორც საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა სცილდება ეკონომიკურ სექტორს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა მედია, სამოქალაქო საზოგადოება, კულტურა და აკადემია. სწორედ ამ სფეროების მეშვეობით განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივები გავლენას ახდენს ჩინეთის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე და ემსახურება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო პოლიტიკის უფრო ფართო მიზნებს.
BRIDGE ინიციატივა, დაფინანსებულია ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ და უცხოური ავტორიტარული გავლენების მიმართ დემოკრატიული მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. ავტორიტარული ტაქტიკის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებითა და დაინტერესებული მხარეების საჭირო საშუალებებით, ცოდნითა და რესურსებით აღჭურვით, BRIDGE ინიციატივა მხარს უჭერს რისკის შემცველ და გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებს, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები და უზრუნველყონ შემდგომში მათი დემოკრატიული განვითარება.
კავკასიურმა ჟურნალმა ჩაწერა ინტერვიუ თავდაცვის ორ ქალ მინისტრთან – თინა ხიდაშელთან (საქართველო) და კრისტინ კრონ დევოლდთან (ნორვეგია). ისინი განიხილავენ ისეთი თემების ფართო სპექტრს, როგორებიცაა გენდერული და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, სავალდებულო სამხედრო სამსახური და მასთან დაკავშირებული რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ნატო და სამხედრო თანამშრომლობა. ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ინგლისურ და ქართულ ენებზე.
სამხედრო თანამშრომლობისა და ნატოს შესახებ
“ყველაფერი დაიწყო პრაღაში, ნატოს სამიტის დროს, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატოს კარებზე დააკაკუნა და განაცხადა საქართველოს მზაობა ნატოში გაწევრიანებისკენ. ახლა, იმ დღიდან თითქმის 20 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვცდილობთ ამ მიზნის მიღწევას. 2008 წელი საქართველო-ნატოს ურთიერთობების ქვაკუთხედი იყო, როდესაც ბუქარესტში, სამიტის დროს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან ერთად საქართველოს ნატოში გაწევრიანების გარდაუვალობის შესახებ და ნატოსთან ურთერთობის ისტორიაში პირველად მივიღეთ დეკლარაცია, რომელშიც ნათლად წერია, რომ საბოლოოდ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ ამ დაპირების იმედად ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს მკაფიო პერსპექტივა თუ როდის მოხდება ეს.
2014-2016 წლებში, უელსის სამიტის დროს მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველო-ნატოს ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს პაკეტი, რომელსაც MAP-ის [Membership Action Plan – CJ] ალტერნატივას ვეძახით. MAP-ის არარსებობა ნატოში ჩვენი გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებაა. ნატოს პაკეტმა, რომელიც საქართველოს უელსის სამიტის დროს გადაეცა, განსაზღვრა ის სფეროები, სადაც ნატოს წევრი ქვეყნები ხელს შეუწყობდნენ რეფორმების წარმატებით გატარებას, ინსტიტუტების შენებასა და საბოლოოდ საქართველოს ნატოში წარმატებით გაწევრიანებას. პროექტი რეალურად დაიწყო 2015 წელს – ზუსტად იმ დროს, როდესაც მე გავხდი მინისტრი. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა, შეასრულა ყველა თავისი დანაპირები და სადაც ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის პირველი წარმატება, ეს იყო ნორვეგია.
2015 წლის აგვისტოში ჩვენ შევაღეთ JTEC (ნატო – საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის) კარი, რომელიც სამწუხაროდ დღემდე ერთადერთ პლატფორმად ითვლება და სადაც ნატოსა და საქართველოს გზა გადაიკვეთა ამ ქვეყანაში. ამის შემდეგ ბევრი რამ განვითარდა. ჩვენ ასევე გავხსენით ნატოს თავდაცვის სკოლა, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი ქვაკუთხედია, მაგრამ JTEC ინტეგრაციის ამ გზაზე, წარმატების ყველაზე ნათელი მაგალითია.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ
ეს იურიდიული საკითხია. მე არ გამიუქმებია სავალდებულო სამხედრო სამსახური – არ მქონდა ამის ძალაუფლება. ეს პარლამენტზეა დამოკიდებული, რადგან ის კანონმდებლობით რეგულირდება. მე რაც გავაკეთე იყო ის, რომ აღმოვაჩინე ხარვეზი იმის საჩვენებლად თუ როგორ უნდა მოგვარდეს ქართული საზოგადოების ძალიან სერიოზული პრობლემა.
მე გავაუქმე თხოვნა თავდაცვის სამინისტროს მიერ ახალგაზრდების გაწვევის შესახებ ძველი სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირობებში. ჩვენ უარი ვთქვით კვოტაზე და განვაცხადეთ, რომ ეს არაფერში გვჭირდებოდა. ჩვენ გავხდით სრულად პროფესიული ჯარი. ჩემი მინისტრობის დროს, ახალწვეულები მთელი ჯარის მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენდა, რაც, რეალურად არსებული პრობლემის მტკიცებულებაა. ვფიქრობ, არანაირი დამატებითი არგუმენტი არ მჭირდება იმის სათქმელად, რომ ეს ქართველი სამხედროების ისტორიაა.
მათ ჯარში ახალწვეულები იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ჯარის სახელის ქვეშ მოექციათ; სხვაგვარად, მათ უმრავლესობას სრულიად სხვა მიზნებისთვის გამოიყენებდნენ და არა ქვეყნის სამხედრო სამსახურისთვის.
ისინი დაინიშნებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპოლიციო ძალებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოსასწორებელ სამსახურებში, რომლებიც ძირითადად იცავს ციხეებს.
ეს არის ერთ – ერთი მთავარი პრობლემა 18-19 წლის ბიჭებისათვის, რომელთაც არასდროს ჰქონიათ გამოცდილება იარაღთან ან უსაფრთხოების საკითხებთან, და უცებ აღმოჩდნენ ციხის საკნების იმ მაღალ ნაგებობებზე, საიდანაც მონიტორინგს უწევენ პატიმრებს. ეს მათ უამრავ პრობლემას უქმნის, იმიტომ რომ მზად არ არიან.
ყოველ შემთხვევაში, იდეა იყო ასეთი: პირველ რიგში, არ დავუშვათ ისეთი რამ, რაც საქართველოში მონობის ტოლფასია, (და ეს არის ჩემი აღქმა, თუ რა ტიპის სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს დღეს საქართველოს – ეს არის თანამედროვე მონობა) და მეორე, უნდა შევთავაზოთ ქვეყანას სამხედრო ძალების რეალური საჭიროებების ალტერნატივა ქვეყნის თავდაცვისთვის, რომელიც საქართველოში კონსტიტუციური მოთხოვნაა.
გენდერი და უმცირესობების შესახებ
ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის ის, რომ სამხედრო სამსახური არის ყველაზე საპატიო საქმე, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეთ, რადგან იღვიძებ ყოველდღე და ხვდები, რომ ომის წინა ფრონტზე ათასობით ადამიანი ელის სიკვდილს და არაფერია უფრო საპატიო, ვიდრე ამ ხალხის, მათი ოჯახების სამსახურში ყოფნა, მათი შვილების მხარდაჭერა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა.
ვფიქრობ, სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი თავდაცვის მინისტრის პოზიცია და არა იმით, ქალი ხარ თუ კაცი. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ერთნაირად საპატიოა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ იმ ფაქტმა, რომ ქალი ვარ, ძირეულად შეცვალა კულტურა ან დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. იმიტომ, რომ მე ვიყავი ადამიანის უფლებათა დამცველი 15 წლის მანძილზე და ვიცავდი ყველაზე პრობლემურ საკითხებს: პატიმრების წამება, პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა დაკავებულთა მიმართ, პოლიციელთა მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლა, სასამართლოში ბრძოლა პოლიციის წინააღმდეგ და კამერების წინ, იმიტომ რომ, ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ისინი უარმყოფდნენ როგორც იურისტს- უარს მეუბნებოდნენ ჩემს კლიენტთან შესვლაზე და ამის შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, რომ არ შევსულიყავი შენობაში.
სწორედ ამან შექმნა ჩემი, როგორც პიროვნების სურათი – სქესის მიუხედავად – რომელიც ყოველთვის წინა ფრონტზე იბრძოდა. როდესაც თავდაცვის მინისტრი გავხდი, ამით დიდად არავინ გაკვირვებულა იმიტომ, რომ მათთვის მე მებრძოლი ვიყავი და არა ხაზგასმით ქალი – შეჩვეული იყვნენ იმ ფაქტს, რომ სულ წინა ფრონტზე ვიბრძოდი.
ასე რომ ვიღაც ნაკლები ბრძოლითა და ქალებთან ასოცირებული პროფესიით, ალბათ, ბევრად დიდ სხვაობას ვერ მოგვცემს, ვიდრე თავდაცვის მინისტრი.
ვფიქრობ, რომ ყველა პასუხისმგებლიანი ქალის მოვალეობაა – არ აქვს მნიშვნელობა მართავენ ისინი მსხვილ ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას, თუ წარმოადგენენ მთავრობას – სხვა ქალების გაძლიერება და მათთვის შესაძლებლობების მიცემა, გამოიყენონ ეს შანსი იმის დასამტკიცებლად, რომ თანასწორობა არსებობს და მუშაობს, ეს პრაქტიკული და ნორმალურია და ამაში განსაკუთრებული არაფერია. და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ დამოკიდებულებისა და კულტურის შეტანას სამინისტროში.
თავდაპირველად, როდესაც მინისტრი გავხდი, შევქმენით გოგონებისთვის სამხედრო ლიცეუმებში წასვლის შესაძლებლობა, რაც მანამდე არ არსებობდა. ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბიჭებს ჰქონდათ. სკოლა სრულად ფინანსდება, სადაც ბავშვები, კარგ განათლებასთან ერთად, ეზიარებიან ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებს, რითიც ეს დაწესებულება განსხვავდება სხვა საჯარო სკოლებისგან, ეჩვევიან ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვას, რასაც ჩვეულებრივ სკოლებში ვერ მიიღებენ.
ჩვენ ვიყენებდით ცნობილი ქართველი ქალების სახელებს პირველი რესპუბლიკიდან, რათა გვეჩვენებინა, რომ ასეთი რაღაცები ადრეც ხდებოდა: ქალები იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის და თავიანთ სიცოცხლეს სწირავდნენ, რაც ყველას ავიწყდებოდა და მხოლოდ კაცები და მათი სახელები საჯაროვდებოდა. ეს იყო ჩვენი კამპანიის კიდევ ერთი ნაწილი, რომ ეს ქალები გაეცნო ქართულ საზოგადოებას და დაგვემტკიცებინა, რომ ეს იყო ჩვენი ისტორიის ნაწილი – ეს არ არის რაღაც, რაც გაეროს დეკლარაციით ან ევროპის კონვენციებით იყო გაწერილი, ეს არის იყო ჩვენი კულტურისა და სოციალური ცხოვრების ნაწილი საუკუნეების განმავლობაში. ასევე ჩვენ ვეხმარებოდით არმიის გარეთ მყოფ ქალებს. მაგალითად, გვქონდა სოციალური პროექტი. ჩვეულებრივ შობის, დამოუკიდებლობის ან აღდგომის დღეს (ვფიქრობ, რომ უმეტეს ქვეყანაში ასეა) სხვადასხვა სააგენტოები არიგებენ საჩუქრებს – პაკეტებს თანამშრომლებისთვის ან კოლეგებისათვის, რომ მათ უთხრან: „გილოცავთ ახალ წელს“ ან „გილოცავთ შობას“. ჩინეთში წარმოებული საქონლის ყიდვისა და განაწილების ნაცვლად, ჩვენ ვაფორმებდით კონტრაქტს სოციალურ საწარმოებთან, რომლებსაც ქალები მართავდნენ და, შესაბამისად, ხელს ვუწყობდით მათ განვითარებას, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვნად და გამოსადეგად ეგრძნოთ თავი.
სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ
ორგანიზაცია შეიქმნა ძალიან კონკრეტული მიზნით, როგორც გითხარით, ცვლილებების უმეტესობა გაუქმდა, მას შემდეგ, რაც ჩვენ სამინისტრო დავტოვეთ და საჭიროდ ჩავთვალეთ, მათი გაგრძელება მინიმუმ საზოგადოებრივ დონეზე, როგორც შეგვეძლო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვეძლო უმცირესობების ან ქალების ჯარში მოყვანა, მაგრამ შეგვეძლო მათი წახალისება, რათა თავად ჰქონოდათ სურვილი.
რასაც ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ არის – რამდენადაც შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ საზოგადოებრივ აზრზე – აუცილებელი სამუშაოს შესრულება ქართული საზოგადოების მდგრადობის ასამაღლებლად, ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, განურჩევლად რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობისა, საზოგადოებაში მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის მხარდაჭერისა და შეთანხმების მიღწევისთვის.
მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად მოვკლათ ერთმანეთი საშინაო პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებით, მაგალითად, იმის გამო, თუ რა სახის ვაქცინა უნდა გამოვიყენოთ, ან რა სახის შეზღუდვები პანდემიის დროს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ამ ქვეყნის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით მათ, რომლებიც პარლამენტში იმყოფებიან და რომელთაც გადაწყვეტილების მიღება ევალებათ, სრული კონსენსუსი უნდა ჰქონდეთ, ყოველგვარი ”მაგრამ” და ”ყოველ შემთხვევაში”-ს გარეშე.
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი: ჩვენ ვებრძვით ”ნეიტრალური საქართველოს” კონცეფციას, ვებრძვით ”ევრაზიული კავშირის” კონცეფციას საქართველოში, ვებრძვით საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე იმ ძალების დომინირებას, რომლებიც ემხრობიან უცხო ქვეყნების მხრიდან ტოტალიტარიზმის, ერთპარტიული მმართველობისა და არადემოკრატიული ქცევის მხარდაჭერას და ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ლიბერალური დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. ეს განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობასა და დღის წესრიგს, ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, იქნება ეს – განათლება, კვლევა, ანტიკორუფციული მონიტორინგი ან ნებისმიერი სხვა.
ასე რომ, საბედნიეროდ, საქართველოში უამრავი ჯგუფია, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ მსგავს საქმეს, უამრავი მედიაა, რომელსაც სურს ამ ყველაფრის ფართო საზოგადოებამდე მიტანა, მე მჯერა, რომ ყველა ერთად – იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, მედია საშუალებები თუ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ნებაყოფლობით ხელმძღვანელობენ ანტი-საოკუპაციო მოძრაობებს ან ებრძვიან უცხოურ გავლენებს, ვქმნით ძლიერ საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ყველა ზემოთხსენებული საფრთხე და დაამარცხოს ისინი ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის.
იმის გამო, რომ არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს დავალებას იმ დღის წესრიგის მიხედვით, რომლებიც ზემოთ უკვე ვახსენე, მაგრამ დაკავშირებულია რუსეთთან, ჩვენ გადავწყვიტეთ მსგავსი საქმიანობით დაკავება, მაგრამ კარგად შესწავლილი და სტრუქტურირებული სფეროში ჩარევის გარეშე.
ჩვენ შევქმენით ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა უცხოელ აქტორებთან ერთად მუშაობას, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ქართულ პოლიტიკაზე, ქვეყნის სოციალურ და დემოკრატიულ კულტურაზე – ასეთები იყვნენ, ჩინეთი, ირანი, თურქეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც იმავე ქოლგის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.
ვფიქრობ რომ კვლევა, რომელზეც ვმუშაობდით ბოლო სამი წლის განმავლობაში, რომელიც ძირითადად ეხებოდა ჩინეთს, საქართველოში მოქმედ ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს, კორუფციულ გარიგებებს, რომლებიც მათ აქვთ დადებული ჩემი მთავრობის წარმომადგენლებთან, ან ჩემი მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებში ამავე კომპანიებთან, სრულიად ახალი კონცეფციაა ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში.
მიუხედავად თავიდან არსებული წინააღმდეგობისა და ნაკლები ინტერესისა, ჩვენი 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს სრულიად შეიცვალა. გაჩნდა დიდი ინტერესი; ახლა უამრავი ორგანიზაცი ჩვენთან რჩევისა და კონსულტაციისთვის მოდის, ასევე მედია არის ძალიან ჩართული და დაინტერესებული.
მეორე ინიციატივა, რომელიც ჩვენ ორი წლის წინ, პანდემიის წინ წამოვიწყეთ (ხალხი ხუმრობდა, რომ ჩვენ ”ვიწინასწარმეტყველეთ” ონლაინ განათლება), იყო დემოკრატიის განათლების პირველი ონლაინ-პლატფორმის ჩამოყალიბება საქართველოში.
ახლა ის საკმაოდ კარგად მუშაობს: ჩვენ გვაქვს 67-ზე მეტი სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ, მეტი ინტერაქციით, მეტი ინტერესით და ასევე მეტი კურსებით დემოკრატიის ფართო გაგებისთვის და არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანის უფლებებით ან დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით – უსაფრთხოებისა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხების ჩათვლით, როგორიცაა ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ამ პლატფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და დონორების მხარდაჭერით, იმედი გვაქვს, რომ ის ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ახლა არის.“ – თინა ხიდაშელი.
ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, უმკაცრესად გმობს, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განხორციელებულ, შტურმის ოპერაციას. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება და ოფისზე შტურმი, არის პირდაპირი გალაშქრება, დემოკრატიის იმ უმცირეს ნარჩენებზეც, რაც 23 თებერვლის დილას ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა. აღნიშნული ქმედებები არ იყო არც სამართლებრივად დასაბუთებული, მას არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან და საფუძველშივე ანგრევს ქვეყნის წარმატების შანსს.
დღეს, ჯერ კიდევ არსებობს შანსი მოიძებნოს ვითარებიდან გამოსავალი, გადავარჩინოთ ქვეყანა და საბედნიეროდ ეს შანსი, სხვა ადამიანების ხელშია და მაინცდამაინც გუშინ დანიშნული, რეტროგრადი, კორუმპირებული კლანის წარმომადგენელი, ექსტრემისტი პრემიერის ხელში არ არის.
1. მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, გააცნობიეროს მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა და ცარიელი სიტყვების ნაცვლად, სახელმწიფოს ერთიანობის გარანტიის პასუხისმგებლობით განმუხტოს კრიზისი. ნიკა მელიასთან დაკავშირებული ეპიზოდი, დღეს მთლიანად მის ხელშია.
2. მივმართავთ პარლამენტში მყოფ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა და ოკუპაციის კვირეულში, განსაკუთრებით უნდა ხედავდნენ პრობლემის სიმძიმეს, უზრუნველყონ საპარლამენტო კრიზისი, ახალი არჩევნების დანიშვნის მიზნით. პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით, დღეს ამ საქმისთვის მცირედი გმირობაც საკმარისია. სამოქალაქო მშვიდობის გარეშე არ არსებობს კანონის უზენაესობა, განვითარება და პროგრესი. სამოქალაქო მშვიდობის გარეშე, კიდევ უფრო დავსუსტდებით პანდემიასთან, სიღარიბესთან ბრძოლაში და საბოლოოდ ოკუპაციის 100 წლის თავზე იგივე კითხვები დაგვრჩება პასუხგაუცემელი, როგორ დაუშვა ჩვენმა წინაპარმა ოკუპაცია.
სამოქალაქო იდეამ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ფასეულობების ცენტრის” ინიციატივის ფარგლებში, ქართველ პარტნიორებთან ერთად (საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab)) მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის ანგარიშის “საგარეო გავლენის აქტორების შედარებითი კვლევა საქართველოში” შექმნაში.
ანგარიში მიმოიხილავს უცხო ქვეყნების გავლენებს საქართველოში, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაში, პოლიტიკურ პარტიებსა, თუ ეკლესიაში. ეს კვლევა მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს პრობლემების ფართო სპექტრი, აგრეთვე მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული და დაფინანსებული კამპანიები და ღონისძიებები, დაწყებული შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევით და დასრულებული პოლიტიკური მიზნებით წახალისებული კოროზიული კაპიტალის წარმოქმნით.