Civicidea

ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის მედია გაშუქების მონიტორინგის ანგარიში 

პროექტის – „ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის სამოქალაქო მონიტორინგი  – ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში“, გიზიარებთ დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის მიერ მომზადებულ მედიამონიტორინგის ანგარიშს.

განხორციელებული მედიამონიტორინგი მიზნად ისახავდა შეგვესწავლა:

✓  თუ რა სიხშირითა და ტონით (პოზიტიური/ნეგატიური/ნეიტრალური) აშუქებდა სატელევიზიო და ონლაინმედია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს;

✓ შეინიშნებოდა თუ არა სატელევიზიო და ონლაინ მედიასაშუალებების მხრიდან მიკერძოება რომელიმე საკითხისადმი, ან – პოზიციისადმი; დაცული იყო თუ არა ბალანსი თითოეული პრიორიტეტის გაშუქების პროცესში;

✓ დაცული იყო თუ არა ბალანსი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების პოზიციების საზოგადოებამდე მიტანის პროცესში და სხვა.

   პროექტის ფარგლებში განხორციელდა 4 ტელეარხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქშოუების, ასევე, სამი საინფორმაციო სააგენტოს მონიტორინგი.

მონიტორინგის პერიოდი: 3 თვე / 2022 წლის 1 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრამდე.

მონიტორინგის ძირითადი მიგნებები:

✅ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 12 რეკომენდაციიდან ყველაზე რეზონანსული ხასიათის ქართული მედიასაშულებებისათვის „დეოლიგარქიზაციის“ საკითხი და „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე მუშაობის გაშუქება აღმოჩნდა. აღნიშნული საკითხი ყველაზე ხშირად და განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქა  სხვადასხვა მედიასაშუალებამ.

სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების და ხელისუფლების პოზიციის სასარგებლოდ არის მიკერძოებული, მეორე ნაწილი კი – ოპოზიციის; ტელეკომპანია „იმედმა“ ფართოდ გააშუქა ევროკავშირის რეკომენდაციების თემა. თუმცა, თავად საკითხი  ტელემაყურებლისთვის მრავალმხრივი და დაბალანსებული ფორმით არ მიუწოდებია. არხი ტენდენციური იყო ხელისუფლების მიმართ და, შესაბამისად, საკითხი ხელისუფლების პოზიციის მხარდამჭერ ტონში შუქდებოდა. ოპოზიცია კი ნახსენები იყო მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში და ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მთავარ ხელისშემშლელ აქტორად.

✅ „ტელეკომპანია პირველმა“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თემა გააშუქა დაბალი ინტენსივობით და  ცალმხრივად, სამართლიანობა მოითხოვს დავაზუსტოთ რომ ხელისუფლების, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანიაში სტუმრობაზე. არხს, კონკრეტულად, თოქშოუებში ჰქონდა მხოლოდ ოპოზიციის  მოსაზრებები, ხელისუფლების პოზიციას კი მაყურებელს  საინფორმაციო გამოშვებებში სთავაზობდა, თუმცა  ნეგატიურ კონტექსტში. „ტელეკომპანია პირველი“ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულია და  ხელისუფლების ევროინტეგრაციის პოლიტიკა შეფასებული იყო,  როგორც უარყოფითი და ქვეყნის წინსვლაში ხელისშემშლელი.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ 12 – პუნქტიანი გეგმის გაშუქებისას უფრო დაბალანსებული და ნეიტრალური ტონით გამოირჩეოდა. აშუქებდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლების მოსაზრებებს. თუმცა, ნიუსების უმრავლესობა ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა ზედაპირული  განცხადებები იყო.  საკითხების გაშუქებისას არხზე არ შეიმჩნეოდა მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მაუწყებელს შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ, ნეიტრალურად გაშუქების მცდელობები ჰქონდა,  თუმცა, ხელისუფლების პოზიციის მიმართ ტენდენციურობით და ლოიალური განწყობებით გამოირჩეოდა. ასევე, უფრო ხშირად უთმობდა დროს ხელისუფლების წარმომადგენელების პოზიციას, როგორც მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ისე პოლიტიკურ თოქ – შოუებში.

ონლაინმედიაში ნაკლებად იგრძნობოდა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია, სატელევიზიო მედიასთან შედარებით. თუმცა, შერჩეული სამი სააგენტოდან ერთი – pia.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობით, დადებითი გაშუქების ტონით, ხოლო tabula.ge ნაკლებ ინტერესს იჩენდა ზოგადად, პროცესის გასაშუქებლად და უფრო მეტად, გამოირჩეოდა გაშუქების ნეგატიური ტონით. რაც შეეხება interpressnews.geს აშუქებდა ყველა მხარის თითქმის ყველა ნიუსს. გაშუქების ტონი  უმეტესად ნეიტრალური, თუმცა ზედაპირული იყო;

✅ ონლაინმედიის ყველაზე დიდ გამოწვევად 12 რეკომენდაციაზე მუშობის პროცესის ზედაპირული გაშუქება გამოიკვეთა; მონიტორინგისთვის შერჩეული საინფორმაციო სააგენტოები ვერ ახერხებდნენ საკითხების სიღრმისეულად და მრავალმხრივად გაშუქებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს  სტრატეგიული  კვლევისა  და  განვითარების  ცენტრთან  კოორდინაციით.

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ?

ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის მედია გაშუქების მონიტორინგის ანგარიში  Read More »

China Watch ანგარიში 12 Hunan Road and Bridge Construction Group Co Ltd საქართველოში 

უკვე ოთხი წელია რაც, სამოქალაქო იდეა წლიურად რამდენიმე ანგარიშს სთავაზობს მკითხველს იმ ჩინური კომპანიების შესახებ, რომლებიც “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებენ ქართულ ბაზარზე, და უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ინფრასტრუქტურულ სექტორში მოღვაწეობას და პასუხისმგებლები არიან საქართველოში მთავარი მაგისტრალის, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე. თუ აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსკენ იმგზავრებთ, რიკოთის უღელტეხილის გავლისას გზაზე სხვადასხვა ჩინური კომპანიის აბრევიატურებს შეხვდებით. ეს სწორედ ის უღელტეხილია, სადაც 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ასევე 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. 

ჩვენს ანგარიშებში, უცხოური მაგალითების შედარებითი ანალიზის საფუძველზე უკვე მიმოვიხილეთ China State Construction Engineering Corporation Limited-სა და China Road and Bridge Corporation-ს საქმიანობა და მათთან დაკავშირებული გადაცდომები საქართველოში.
ამჯერად გთავაზობთ Hunan Road and Bridge Construction Group-ის მიერ საქართველოში მოგებული პროექტების ანალიზს და მის სკანდალურ პრაქტიკას უგანდასა და ჩინეთში. 

სრული ანგარიში იხილეთ ?

China Watch ანგარიში 12 Hunan Road and Bridge Construction Group Co Ltd საქართველოში  Read More »

შეხვედრა ლიდერების სკოლის სტუდენტებთან

21 დეკემბერს, ერევანში, თინათინ ხიდაშელი შეხვდა ლიდერების სკოლის სტუდენტებს. გაუზიარა მოსაზრებები და გამოცდილება ეფექტური საჯარო გამოსვლის შესახებ. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოებას.

https://www.leadershipschool.am/en/ls-georgia.php?fbclid=IwAR1g50gYQOcH9cfenpUrlXo2VpQObRKk5f_Zb-G3zwlLPv16Sp5Lzissy1g

შეხვედრა ლიდერების სკოლის სტუდენტებთან Read More »

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – ქვეყნების პოლიტიკა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად 

გიზიარებთ “ასოცირებული ტრიოს” წევრი სახელმწიფოების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სტრატეგიების მიმოხილვას ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, ნოემბრის მდგომარეობით.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – ქვეყნების პოლიტიკა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად  Read More »

სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო China In The World (CITW) სამიტში

6-7 დეკემბერს, ბერლინში, სამოქალაქო იდეამ ცენტრალური აზიის პარტნიორ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო China In The World (CITW) სამიტში და გაუძღვა ორ სესიას: “Economic Security – Impact of BRI” & “Shifting loyalties: Central Asian states leaning towards China in the light of Ukraine War”. CITW ყოველწლიურად იმართება და აერთიანებს აქტივისტებს, აკადემიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რათა გაზარდონ ჩინეთის გლობალური გავლენის შესახებ ცნობიერება და გააძლიერონ დემოკრატიული მდგრადობა. ტაივანური არასამთავრობო ორგანიზაცია Doublethink Lab აორგანიზებს CITW სამიტებს დიალოგის წახალისებისთვის, იდეების გაცვლისა და ახალი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. სესიების ფარგლებში სპიკერებმა და დამსწრე აუდიტორიამ განიხილა, ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა და მისი გავლენა ყაზახეთზე, უზბეკეთზე, ტაჯიკეთსა და საქართველოზე, ციფრული აბრეშუმის გზა (DSR) და მისი მნიშვნელობა, სკანდალური ჩინური კომპანიები, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ სექტორებზე. ასევე ცენტრალური აზიისა და ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომზე.

სესიებში მონაწილეობდნენ:

თინათინ ხიდაშელი – თავმჯდომარე, სამოქალაქო იდეა

ანი კინწურაშვილი – უფროსი მკვლევარი, სამოქალაქო იდეა

აბოს ბობოხონოვი – მეცნიერ-მკვლევარი, საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტი

დანილ ბექტურგანოვი – დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ექსპერტიზა“ უმედჯონ მაჯიდი – მკვლევარი, სამოქალაქო იდეა

სესიებს მოდერაციას უწევდა სალომე სვანიძე – აღმასრულებელი ასისტენტი, სამოქალაქო იდეა. სამოქალაქო იდეა განსაკუთრებით მადლობას უხდის Doublethink Lab-ს, ღია საზოგადოების ფონდს ყაზახეთში და აშშ-ს გენერალურ საკონსულოს ალმაატაში.

სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო China In The World (CITW) სამიტში Read More »

რატომ გახდა საქართველო ოაზისი – ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებისთვის? – ამერიკის ხმა

ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა, ბოლო წლებში, საქართველოში დაახლოებით, 4 მლრდ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. მთავრობა ამტკიცებს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და ჩინელები “დაბალი ფასით“ იგებენ. ექსპერტების აზრით, ეს პოლიტიკური გაწყვეტილებაა და დასავლური კომპანიები ტენდერებში აღარც კი მონაწილეობენ – ამერიკის ხმა.

რატომ გახდა საქართველო ოაზისი – ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებისთვის? – ამერიკის ხმა Read More »

კომპანია NUCTECH უსაფრთხოების დიდი გამოწვევა საქართველოსთვის 

  • კომპანიის კავშირები საქართველოს მთავრობასთან,
  • ქართულ და უცხოურ სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული თაღლითური გარიგებები,
  • მისი აღჭურვილობის ტექნიკური გაუმართაობა, ,
  • კომპანიის კორუფციული სკანდალები მთელ მსოფლიოში.

ჩვენმა გუნდმა განსაზღვრა რისკები, რომლებიც ემუქრება იმ სახელმწიფოების ეროვნულ უსაფრთხოებას, სადაც „Nuctech“ ფუნქციონირებს.

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?

კომპანია NUCTECH უსაფრთხოების დიდი გამოწვევა საქართველოსთვის  Read More »

საქართველოს „ვალი” და ამერიკა

საქართველოს ხშირად რუსეთის „ახლო სამეზობლოში“ ამერიკის პროექტს უწოდებენ. მართლაც, თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს გეოპოლიტიკური  ქარტეხილები არ შეხებია; ის ერთგვარ განყენებულ, დამოუკიდებელ კონსტანტად ჩამოყალიბდა იმ ფონზე, როცა ბაქოს, ერევნის, კიევის, თეირანისა და ანკარის  ურთიერთობები აშშ-თან მრავალ გამოცდას გადიოდა. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგებს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში ყოველდღიურად ვხედავთ. საქართველოს ინსტიტუტები, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, მოდერნიზებული თავდაცვისა თუ განათლების სისტემა, პოლიტიკური   და  ეკონომიკური რეფორმები სწორედ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამსახურებაა. ამ პარტნიორობას საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ დღეებში ჩაეყარა საფუძველი, როცა თბილისის ქუჩები ჯერაც დენთის სუნით იყო გაჟღენთილი.

საბჭოთა იმპერიაში ქართველები ჩაგრული უმცირესობა ვიყავით, შეერთებული შტატების სახით კი ისეთი მოკავშირე შევიძინეთ, რომელიც ჩვენს სურვილებსა და მისწრაფებებს არ ზღუდავდა. ხშირად ამბობენ, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც იდეაზე აღმოცენდა და არა  საერთო წარმომავლობასა და კულტურაზე. „ეს ჩვენთვის თავისთავადი ჭეშმარიტებაა”, – აცხადებს-ხოლმე პრეზიდენტი ბაიდენი. თვითრეალიზაციისა და ოცნებების ახდენის ამერიკული იდეა ყველას ეკუთვნის. საკუთარი „ამერიკული ოცნების” ასრულებისათვის ბრძოლა იქ ყველას შეუძლია.

მახსენდება ედუარდ შევარდნაძის სიტყვები: „ის, რომ საქართველომ შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლა და ქაოსი და დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნა,და საერთოდ გადარჩა როგორც სახელმწიფო, სწორედ ამერიკის დამსახურებაა“. მართლაც, ამერიკის დახმარებას საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. 1990-იანებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ამერიკა „პოსტსაბჭოთა ევრაზიასთან“ კავშირებს აყალიბებდა, ამ დაინტერესებას დიდი იმედით შევყურებდით. დახმარების პაკეტები ამერიკული მასშტაბებისათვის მოკრძალებული იყო, თუმცა მათ უდიდესი ეფექტი ჰქონდა. მსოფლიოს ამ ნაწილში დახარჯული ყოველი მილიონი ამერიკის მიერ თითოეულ ჩვენგანზე აღებულ გეოპოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნიშნავდა. შეერთებული შტატები გვეხმარებოდა, რათა ჩვენი მიზნებისათვის თავადვე მიგვეღწია (როგორც ელჩი დეგნანისაგან შევიტყვე, აშშ-მა საქართველოს თითქმის 6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად).

მახსენდება, 1998 წელს, ელჩის რანგში, სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით, ვაშინგტონში უზბეკეთისათვის ამერიკის მთავრობის დახმარების  პირველი, 31-მილიონიანი პაკეტის დამტკიცების საზეიმო ცერემონიას დავესწარი. ღონისძიებას რიჩარდ მორნინგსტარი მასპინძლობდა, რომელიც იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი და პოსტსაბჭოთა სივრცის ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების დახმარების საკითხებში სახელმწიფო მდივანი გახლდათ. ცერემონიის საპატიო სტუმარი მაშინდელი პირველი ლედი, ჰილარი კლინტონი იყო.  მორნინგსტარმა ცერემონია მოკლე და ემოციური სიტყვით გახსნა. ამას მოჰყვა პირველი ლედის გამოსვლა, რომელმაც ამერიკის ძლიერებასა და გულუხვ დახმარებაზე ისაუბრა. ბუნებრივია, მთავარი მომხსენებელი უზბეკეთის ელჩი და ჩემი ახლო მეგობარი, სოდიკ საფოევი იყო.  მოულოდნელად, რიჩარდ მორნინგსტარმა ცერემონიაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა მე მთხოვა. დიპლომატებს მოუმზადებლად გამოსვლა არ გვიყვარს, მაგრამ უარის თქმა, ჩემი მხრიდან, არადიპლომატიური და არამეგობრული იქნებოდა.

სოდიკის მსგავსად,  აშშ-ის მთავრობას გულუხვი დახმარებისათვის მადლობა გადავუხადე და პირად ნაწილზე გადავედი. პირადი, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურზე იყო გადაჯაჭვული. ვისაუბრე ჩემს ვაჟზე, ნიკაზე, რომელიც 1994 წლიდან (როდესაც აშშ-ში ჩავედით) ერთი რიგითი ამერიკელი გარეუბნელი მოზარდივით იზრდებოდა და ვაშინგტონის საშუალო სკოლაში მალე გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებდა. აშშ-ის მრავალმილიარდიან დახმარებას, რომელმაც, ფაქტობრივად, ახლადშექმნილ საქართველოს რესპუბლიკას ჩაუყარა საფუძველი, ნიკას ამერიკული გამოცდილებაც დავუმატე. მაინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ჩვენი შვილების ან მათი მომდევნო თაობა, ოდესმე ამერიკის ვალი გადაეხადა. ვისურვე, ჩვენი ქვეყანა მალე ქცეულიყო კანონის უზენაესობისა და შეუქცევადი დემოკრატიის მქონე, შეძლებულ, ფეხზე მყარად მდგარ, ნამდვილ სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელსაც ვალების გადახდის უნარი შესწევს. ვთქვი, რომ ჩემი შვილის „გაამერიკელების” არასოდეს შემშინებია; ამერიკულმა გამოცდილებამ მას ბევრი რამ შესძინა და არც ქართველობა წაურთმევია.

მაშინ, დასკვნით სიტყვაში აღვნიშნე, რომ ნიკას და ჩვენი კოლექტიური „ვალი” არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალურიც არის. ამერიკელი გადასახადის გადამხდელების გულუხვობა მათი ეროვნული და პიროვნული თვისებაა. ვაშინგტონი იმ ქვეყნის დედაქალაქია, რომელსაც საკუთარი მისია აქვს და რომლისთვისაც „უცხოელი” არავინაა. ჩემმა გამოსვლამ მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით, რიჩარდ მორნინგსტარისაგან მიღებულმა მადლობის წერილმა დამარწმუნა, რომ სიტყვის წარმოთქმა მოუმზადებლადაც შემძლებია. მინდა ვთქვა, რომ ამ სიტყვებს არც ახლა დაუკარგავთ მნიშვნელობა. საქართველოს „ვალი” ამერიკის მიმართ რიცხვებით ვერასოდეს გაიზომება. ის ისეთივე შეუფასებელია, როგორც ნიკას ამერიკული გამოცდილება, რომელიც დღეს მისი ქართველობის ნაწილია.

საქართველოს „ვალი” და ამერიკა Read More »

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა სამაგისტრო საფეხურისთვისაც დაიწყო

3 ოქტომბერს დაიწყო 2022-2023 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სამაგისტრო კურსის მონაწილეებისთვის. სამაგისტრო საფეხურზე შერჩეული 25 მონაწილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 13 სტუდენტთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს, როგორიცაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და „კორუფციასთან ბრძოლა – საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.

პირველი სამაგისტრო კურსი, რომელსაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან არის ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში. სასწავლო კურსს კითხულობს თინათინ ხიდაშელი. ამჟამად, ქალბატონი თინა გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური მოსწრების კრედიტებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროგრამის დასრულების სერტიფიკატიც.

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კონკურსი წელსაც ტრადიციულად დიდი იყო. გამოგზავნილი იყო თითქმის 400-მდე განაცხადი. გასაუბრების პროცესი გაგრძელდა 4 დღის განმავლობაში, რომლის შედეგად შეირჩა საუკეთესო კონკურსანტები, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურებისთვის. სამაგისტრო საფეხურზე, კონკურსის შედეგად, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტიდან შეირჩა 25 მონაწილე, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამას გაივლიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 13-მა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტმა აირჩია ქალბატონი თინას საგანი.

კონკურსის წესით მოხვედრილი მონაწილეები წარმოადგენენ როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორებს. მაგალითად, არიან წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ფინანსური ინსტიტუტებიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.

2019-2020 წლებში სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში შექმნილი იყო რვა პროფესიული მოდული, რომელიც მომდევნო წლებში გარდაიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ოთხ აკადემიურ საგნად. 

კერძოდ, საბაკალავრო საფეხურისთვის – „კარგი მმართველობა და კორუფცია“, და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“, ხოლო სამაგისტრო საფეხურისთვის – „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, და „კორუფციასთან ბრძოლა – საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.


კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ, ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა სამაგისტრო საფეხურისთვისაც დაიწყო Read More »

CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO., LTD საქართველოში

სამოქალაქო იდეას China Watch-ის რიგით მე-11 ანგარიში მიმოიხილავს სკანდალებს ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბირთვული კომპანიის China Nuclear Industry 23 Construction Co., Ltd., ალტერნატიულად მოხსენიებული, როგორც “CNNC No.23” ან CNI23-ის შესახებ, რომელიც 1958 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე. ინტერნეტში კონკრეტულად CNI23-თან დაკავშირებული გადაცდომების შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მიუხედავად ამისა, გარკვეული პრობლემებითა და სკანდალებით გამოირჩევა მისი დამფუძნებელი და ინვესტორი ფირმები: China National Nuclear Corporation და China General Nuclear Power Engineering Co., Ltd. ჩინური კომპანია CNI23 ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ გაიმარჯვა რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში და კერძო ინვესტიციებიც განახორციელა. 

CNI23-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ანგარიში: ?

CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO., LTD საქართველოში Read More »

Scroll to Top