“სამოქალაქო
იდეა”
(თავმჯდომარე
თინათინ
ხიდაშელი)
ეუთო-ს ახალგაზრდებისა
და
უსაფრთხოების
საკითხებში
სპეციალურ
წარმომადგენელის
ჩართულობით
6 თებერვალს
გამართავს ახალგაზრდულ
ფორუმს
– “ახალგაზრდები
მშვიდობისა
და
დემოკრატიისთვის“.
ფორუმის
მიზანია
ეუთო-ს ახალი ინიციატივის
– „პერსპექტივები
20-30“ პრეზენტაცია.
ეს
უნიკალური
პლატფორმაა
საქართველოსათვის
აქტუალური
საკითხების
განსახილველად,
როგორც
ახალგაზრდებსა
და
გადაწყვეტილების
მიმღებს
შორის,
ასევე
საერთაშორისო
ორგანიზაციებისთვის
– როგორიცაა
ეუთო,
OSCE/ODIHR, გაერო,
ევროკავშირი
და
მედია
საზოგადოებას
შორის.
შეხვედრას
გახსნიან
ფრიდრიხ
ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი
ფელიქს
ჰეტი და ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სახელმწიფო
მინისტრი
შერიგებისა
და
სამოქალაქო
თანასწორობის
საკითხებში.
ფორუმში
მონაწილეობენ
ეუთო-ს მოქმედი
სპეციალური
წარმომადგენელი
ახალგაზრდობისა
და
უსაფრთხოების
საკითხებში
ალბა
ბროჟკა, და 2015-2019 წლებში ეუთოს ახალგაზრდობის
საკითხებში
სპეციალური
წარმომადგენლები
სამუელ
გოდა, ანა-კატერინა დაინინგი
და
ნიკო
შერნბეკ.
ქართველი
სპიკერები:
გიორგი
კანაშვილი – მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მართვის ექსპერტი;
დავით
უსუფაშვილი
– საქართველოს
პარლამენტის
ყოფილი
თავჯდომარე;
მანანა
ქოჩლაძე
– მწვანე
ალტერნატივა;
პროფ.ბესიკ ლოლაძე
– საკონსტიტუციო
სასამართლოს
ყოფილი
მოსამართლე,
ახალგაზრდა
მომხსენებლებთან ერთად წარმოადგენენ კონფლიქტების ანალიზს,
ისაუბრებენ
სამოქალაქო
ინტეგრაციასა
და
ახალგაზრდების
მონაწილეობით
მშვიდობის
მშენებლობის
საუკეთესო
პრაქტიკაზე.
ფორუმის
ფარგლებში
მოხდება
რეკომენდაციების
შემუშავება
ეუთო-ს დოკუმენტის
“პერსპექტივა
20-30”-ის
ადგილობრივ
და
საერთაშორისო
დონეზე
იმპლემენტაციისთვის.
ფორუმი
– “ახალგაზრდები
მშვიდობისა
და
დემოკრატიისთვის“,
სამოქალაქო
იდეას
ეგიდით
და
ფრიდრიხ
ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.
მაგიდის ბოლოში, მარჯვენა კუთხეში მამაკაცი რომ ჩანს, ეს ვანო ჩხარტიშვილია, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი.
როგორც ქართული მედია წერდა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართლიანობა, როგორც ჩანს, პირველ რიგში ვანო ჩხარტიშვილისთვის „აღსდგა“. პირველად ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე, როდესაც არც მეტი არც ნაკლები ქალბატონმა მადლენ ოლბრაიტმა მკითხა “თქვენთან სასამართლოს ბიზნესმენები მართლა აკონტროლებენო?” და შემდეგ სწორედ ბატონ ჩხარტიშვილთან დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის შესახებ მიამბო, რომელშიც ამერიკელებიც იყვნენ მეორე მხარეს. ეს ძველი ისტორია და ამ ამბის შესახებ ფრაგმენტულად ჩვენშიც იწერებოდა. ამ საქმის დეტალებით არ გადაგტვირთვათ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა – ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მასზე ბევრი არაფერი მსმენოდა და ჩემი ქვეყნის ცუდი ამბების ერთ-ერთი სერიის გმირი ჩემს მეხსიერებას ისტორიაში ყავდა გადასროლილი.
ამ დღეებში კვლავ დამისვეს იგივე კითხვები, ახლა უკვე ჩეხებმა. ზოგიერთებმა იცით, რომ რაღაც პერიოდით პრაღაში ვცხოვრობ, ვასწავლი, ვსწავლობ, ვიკვლევ, წიგნზე ვმუშაობ. ბევრი საინტერესო საქმე და საკეთებელი მაქვს, მაგრამ როდესაც ჩემი რიგით მესამე ჩეხი კოლეგა ბატონი ივანე ჩხარტიშვილის ვინაობით დაინტერესდა, სიმართლე გითხრათ, კეთილი ვინებე და ჩემს მეგობარ გუგლსმივაშურე მისი დღევანდელი საქმიანობით დაინტერესებულმა. ვინაიდან ჩეხეთში ჩინური კომპანიების ბიზნეს საქმიანობა აქტუალური თემაა და ჩემმა კოლეგებმაც სწორედ ამ კონტექსტში მკითხეს ჩხარტიშვილზე, მეც „ჩხარტიშვილის ჩინურ გატაცებებს“ ჩავუღრმავდი…
სწორედ მაშინ ვნახე ეს სურათიც. ფოტოზე აღბეჭდილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ს წარმომადგენლებთან 2016 წლის ივნისში. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად “კომპანია CEFC-ი საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მათ შორის ენერგეტიკის, საფინანსო და ტურიზმის სექტორში. საუბარი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებსაც შეეხო.” სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ შანხაიში საინვესტიციო ფორუმის გამართვაზე. შეხვედრას თავად კომპანია CEFC-ის ჯგუფის თავმჯდომარე იე ჟიანმინგი ესწრებოდა. ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერი, მთავრობის წევრები და მხოლოდ ერთი ბიზნესმენი, სავარაუდოდ, როგორც “მიმზიდველი და წარმატებული ქართული ბიზნესის სახე და სიმბოლო” ივანე ჩხარტიშვილი.
ამ სურათს გავყევი. კიდევ ბევრი სხვა სურათი და ამბავიც ვნახე, ძირითადად ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებულ – მომხდარი „სამართლიანობა აღდგენილი“ ბიზნესმენის ექსკლუზიური სახელისუფლებო მხარდაჭერისა და ჩინური “ინვესტიციების” შესახებ.
CEFC-ი უკვე 2 წელიწადზე მეტია მრავალი ასეული მილიონის ინვესტიციის პირობას დებს საქართველოში. ეს დაპირება ხან ზეპირია და ხშირად კი სხვადასხვა ურთერითგაგების მემორანდუმებით გაფორმებული, თუმცა რეალური შედეგი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ჯერ არნახული ინვეესტიციების შესახებ არავის უნახავს, ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის გარდა. შეგახსენებთ ბოლო ორ ყველაზე გახმარეურებულ პირობას: 1 მილიარდის ინვესტიცია საქართველოში ჩინური კომერციული ბანკის შექმნის შესახებ, რომელიც დღემდე არავის უნახავს და არც მისი რეალურად შექმნის შესაძლებლობა ჩანს თუკი CEFC-ის დღევანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ამბიციური პროექტი, რომლის შესახებაც საპარტნიორო ფონდმა და CEFC-მა წელიწადნახევრის წინ გვამცნეს – „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი”, რომელიც, როგორც სახელშია მითითებული, ქვეყნის აღმშენებლობის მთავარი ბურჯი და მამოძრავებელი უნდა გამხდარიყო. ფონდი 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედებულიყო და საქართველოს საპარტნიორო ფონდმა მის საწესდებო კაპიტალში 25 მილიონი ჩარიცხა.
არც ბანკი, როგორც მთავარი საინვესტიციო ინსტრუმენტი და არც აღმშენებლობის ფონდი, როგორც ქართულ-ჩინური ურთიერთობის წარმატების გენერატორი არავის უნახავს. არც იმის საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ რომ ამ თვალსაზრისით რაიმე პოზიტიური შედეგი მოსალოდნელია, თუმცა ბრჭყვიალა პრეზენტაციებისა და გაცემული დაპირებების ჩაშლის შესახებ დღეს არავინ საუბრობს. სამაგიეროდ, მთავრობის მიერ შექმნილი სასათბურე პირობებისა და ქართულ-ჩინურ ექსკლუზიური ბიზნეს ურთიერთობების წყალობით, ერთადერთი მოგებული დღეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია.
ელიტური კორუფცია საქართველოში
კორუფცია ძალიან ფართო მნიშვნელობის და უამრავი კომპონენტის მომცველი ფენომენია. ის არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება ხალათზე დაკერებული დიდი ჯიბით, რომელშიც პერიოდულად უკანონო შემოსავლები უკანონოდ ხვდება. საბოლოოდ კორუფციის შედეგი რაღა თქმა უნდა სარგებლის მიღებაა, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ განვითარების პრიმიტიულ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში ხასიათდება პირდაპირი აღებ-მიცემობით, აი, დაახლოებით ისე, იმ მთავრობის დროს რომ იყო, სადაც ბატონი ვანო ეკონომიკის მინისტრი იყო.
ცოტა უფრო განვითარებულ სისტემებში კორუფცია ფავორიტიზმით, უპირატესობის მინიჭებით, არათანაბარი, არაკონკურენტული, ან მონოპოლიური პირობების შექმნით, კანონის უზენაესობის მოსპობით, ნეპოტიზმით და კიდევ ბევრი სხვა ფორმით ვლინდება.
ამ ფოტოზე სწორედ ამგვარი ისტორიის ერთი ეპიზოდია აღბეჭდილი. საქართველოს პრემიერ მინისტრი, მინისტრები, ოფიციალური პირები და მხოლოდ ერთი ბიზნესმენი რომელიც მთავრობის მიერ “ყველაზე დიდ, შეუდარებელ, ჯერ არნახულ” ჩინურ ბიზნეს კომპანიას CEFC-სთან შეხვედრას ესწრება. ცოტა მეტ დროს თუ დაკარგავთ და ამ კვლევას ბოლომდე ჩაიკითხავთ, ამგვარი ექსკლუზიური მოპყრობის შედეგებსაც დაინახავთ.
2016 წლის შანხაის ბიზნეს ფორუმი და კომპანია “შილდას” მონაგარი
როგორც ზემოთ ნახსენებ შეხვედრაზე დაიგეგმა, 2016 წლის ივლისში, შანხაიში ბიზნეს ფორუმი ნამდვილად გაიმართა. ფორმუზე საქართველოს ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი, მთავრობის წევრები და კვლავაც ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, რადგან ფორუმი იყო მასში რამდენიმე სხვა ქართველ ბიზნესმენსაც უნდა მიეღო მონაწილეობ, თუმცა ოფიციალურ ინფორმაციასა და ფოტომასალაში, ოფიციალურ შეხვედრებზე რომელსაც ვიცე-პრემიერი მართავდა კვლავაც მხოლოდ ბატონი ჩხარტიშვილი ჩანს.
შეხვედრაზე “საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებელობებზე ისაუბრა” ბატონმა ქუმსიშვილმა, სამაგალითოდ კი ბატონი ჩხარტიშვილი და მისი შილდაში არსებული კომპანიები იყო წარმოდგენილი. მედიის ინფორმაციით, შედეგად სწორედ “შილდა თრეიდმა გააფორმა “მსხვილ ჩინურ კომპანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი”. “შილდა” სწორედ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიაა. კომპანიის პარტნიორები ნათია და მიხეილ ჩხარტიშვილები ბატონი ვანოს შვილები არიან.
2017 წლის იანვარში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ: “მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილების მიერ დაფუძნებული კომპანია “შილდას” მიერ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შემდგარი ეს გარიგება უპრეცედენტოდ მასშტაბურია, რამდენადაც თითქმის უტოლდება 2016 წელს საქართველოდან ჩინეთის ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მთლიან მოცულობას”. კომპანია „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის ივლისში ქართულ-ჩინური ბიზნესფორუმის მსვლელობისას გააფორმა, რომელსაც წინ საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და მსხვილი ჩინური კორპორაციის პრეზიდენტის შეხვედრა უძღვოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი. თუმცა მსხვილ ინვესტორებთან შეხვერდებში მონაწილეობის ჩხარტიშვილის ექსკლუზივი თქვენ უკვე იცით. ხელშეკრულება 5 მილიონ ბოთლ ქართულ ღვინოზე გაფორმდა.
ქართული გალობა, ჩინეთი და პრემიერი ბახტაძე
2017 წლის ზაფხულში, პეკინში საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის საიუბილეო დღეები გაიმართა, რომელიც ასევე ექსკლუზიურად სწორედ ბატონი ვანო ჩხარტიშვილის აკომპანიმენტით წარიმართა. საიუბილეო დღეები საუკეთესო შესაძლებელობა იყო საქართველოს, მისი პროდუქტების, ტურიზმისა და ზოგადად ბიზნესის პოტენციალის დემონსტრირებისთვის, რასაც ბატონმა ვანომ როგორც ჩანს “წარმატებით” გაართვა თავი. პეკინში ვანო ჩხარტიშვილი მისი საქველმოქმედო ფონდის “ქართული გალობის” სახით იყო წარმოდგენილი, ღონისძიების სპონსორები სწორედ CEFC და ჩხარტიშვილის “ქართული გალობა” იყვნენ.
შემედავებით, ადამიანი სპონსორი იყო და იქით თავისი ფული გადაიხადა, რა პრეტენზია გაქვთო და მართალიც იქნებოდით რომ არა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში ბატონი ვანო იმ ორგანიზაციით ოპერირებდა, რომელსაც სულ ახლახანს, 2018 წლის 11 ივლისს მე და თქვენ 134,484 ლარი შევუგროვეთ და ვაჩუქეთ, რომ პრობლემები არ ქონდეს მომავალში. დიახ, ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადებით, ქვეყნის პრემიერმა ბახტაძემ სწორედ ივანე ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაცია დააფინანსა 2018 წლის 11 ივლისს სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ ეს ბიუჯეტიდან ამ ორგანიზაციისთვის გადახდილი პირველი ხარკი არ არის, თუმცა შემდგომი კვლევა თქვენთვის მომინდია.
ვინ არის CEFC
ქართველი ექს-პრემიერების, ექს-მინისტრების და „სასახლის კარის ბიზნესმენების“ ჩინეთით გატაცების კვლევამ თავად ჩინური მხარის არანაკლებ საინტერესო დეტალები ამოატივტივა. დავინტერესდი, თუ რას წარმოადგენს ჩინური კომპანია CEFC, რომელსაც ჩვენში სრულიად ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იმიჯი აქვს, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცით რომ 2014-16 წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჩინური კომპანია იყო, რომელიც საერთაშორისო ბიზნეს სცენაზე უცბად ამოიზარდა და სულ რამდენიმე წელიწადში თავისი საქმიანობის პორტფელი როგორც გეოგრაფიულად, ასევე ფინანსურად ელვისებური სისწრაფით გაზარდა. სხვადასხვა კომპანიებისა და ექსპერტების მიერ, მისი ქონება ორიოდე წლის წინ 41 მილიარდ დოლარადაც კი იყო შეფასებული.
CEFC საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გამოჩნდა და სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და საინფორმაციო კამპანიების დროს უამრავი დაპირება გაიცა ქართული ეკონომიკის გადარჩენის მისიის შესახებ.
სხვათა შორის, მიმდინარე წლის თებერვალში, ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი სწორედ ამ კომპანიის მრჩევლად დაინიშნა რეგიონალური პროექტების განხორციელების მიმართულებით.
ვითარების დრამატულობის უკეთ გაგებისთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დღესაც, როდესაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური განცხადებების, მედია რეპორტაჟების, ქართული ბიზნეს წრეების ინფორმაციების მიხედვით, CEFC კვლავაც წარმატებულ, მზარდ და საიმედო პარტნიორად მიიჩნევა. ამასობაში, რეალობა და სიმართლე ფუნდამეტურად განსხვავებულია.
აშშ-ში კორუფციის საქმეზე ფარდა აეხადა იდუმალებით მოცულ ჩინურ კომპანიას
სწორედ ამ სათაურით გამოვიდა New York Times (NYT)წამყვანი სტატია 2017 წლის 21 ნოემბერს, რომელიც CEFC-ის ერთ ერთი ხელმძღვანელი პირის პატრიკ ჰოს ნიუ იორკში დაპატიმრების, მის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ქსელისა და კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლოს საქმეზე გვიამბობს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ: “2014 წლის შემოდგომაზე პატრიკ ჰო ნიუ იორკში გაემგზავრა. აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, მისი მიზანი ჩინური კერძო კომპანიის სასარგებლოდ აფრიკელი მაღალი თანამდებობის პირების მოქრთამვა იყო.” გაზეთის გამოძიება, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა და რომლის მასალებიც, დღეს, ნიუ იორკის სასამართლოში პროკურორების მიერ წარდგენილი ბრალით არის დადასტურებული, დასაწყისში, ბატონი ჰოს მიერ ჩადის პრეზიდენტისა და უგანდას საგარეო საქმეთა მინისტრის მოსყიდვის მრავალმილიონიან სკანდალს შეეხებოდა.
ფედერალური პროკურორების მიხედვით, მიზანი ორივე ქვეყანაში ნავთობზე უფლებების მიღება იყო.
ბატონო ჰო წელიწადზე მეტია პატიმრობაშია და მანჰეტენზე სასამართლოს ელოდება, ფულის გათეთრების საერთაშორისო აქტებისა და უცხოელების კორუფციული მოქმედებების კანონის დარღვევისთვის, გირაოს უფლების გარეშე.
ამერიკის ფედერალური პროკურორების მიერ წაყენებული ბრალის მიხედვით, სქემა მარტივად მუშაობდა. CEFC China Energy Company/ ჩინეთის ენერგეტიკული კომპანია, ჰონგ კონგში რეგისტრირებული მისი არამომგებიანი ორგანიზაციით ცდილობდა ჩადსა და უგანდაში ნავთობზე უფლებების მოპოვებას. ბატონო ჰო სწორედ CEFC-ის ამ არა-მომგებიანი შვილობილი ორგანიზაციის დირექტორი იყო.
ჩინეთის ნავთობკომპანიის მაღალი თანამდებობის პირები იარაღით ვაჭრობაზე და ირანის სანქციების აცილების სქემაში
დაპატიმრებული დამფუძნებელი და გამოძიება ჩინეთში
მრავლობითი მედია საშუალებების ინფორმაციით, ბატონი ჰო არ არის კომპანიის ერთადერთი ხელმძღვანელი რომელიც პატიმრობაში იმყოფება. კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი იუ ჟიანმინგი (კომპანიის მთავარი მოქმედი გმირი, რომელიც საქართველოშიც იმყოფებოდა და ფოტოზე არის აღბეჭდილი) გასულ წელს გაუჩინარდა და მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. როგორც NYTჩინეთის ბიზნეს ჟურნალ Caixin-ზე დაყრდნობით იუწყება, ბატონი იუ გაუხმაურებელი მიზეზების გამო გამოძიების ინტერესს წარმოადგენს და სავარაუდოდ პატიმრობაშია. იმავე წყაროს ცნობით, გამოძიება CEFC-ის კიდევ მრავალი სხვა დირექტორითა და აღამსრულებლით არის დაინტერსებული და მათ ქვეყნის დატოვება ეკრძლებათ.
გაყინული ქონება, რომელსაც ახალი პატრონი ყავს სახელმწიფოს სახით
2018 წლის 27 მარტს Bloomberg-ი უწყება, რომ “პრობლემებში მყოფი ჩინური კონგლომერატის” მთელი ქონება დაბლოკილი, მისი თავმჯდომარე სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, ხოლო თავად კომპანია სახელმწიფოს მმართველობაში გადასვლის მოლოდინშია. 14 მარტს ნიუ იორკ თაიმსი კი იუწყებოდა რომ სახელმწიფოს კუთვნილმა ჩინურმა კონგლომერატმა, Citic-მა CEFC-ის საერთაშორისო ქონება გადაიბარა.
CEFC-ის ყველაზე დიდი პროექტები და ერთობლივი უარი საერთაშორისო საბანკო სისტემისგან
CEFC-ის ორი ყველაზე დიდი პროექტი, რომლის გამოც იგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა Rosneft-ის წილის შესყიდვა რომელიც სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით 8-დან 9 მილიარდ დოლარამდე ღირებულების ტრანზაქცია და შედარებით მცირე, თუმცა ევროპულ ბაზარზე ყველაზე დიდი, ჰოლანდიური KMG International-ის 51 პროცენტიანი წილის შესყიდვის განაცხადი იყო. ეს უკანასკნელი ჩვენთვის კარგად ცნობილი Rompetrol-ის სამართალმემკვიდრეა. დაახლოებით იმავე პერიოდში, CEFC-მა კიდევ ერთი ნავთობის გიგანტში პორტუგალიურ Partex-ში წილის შესყიდვაზეც გააკეთა განაცხადი. ჰოლანდიური და პორტუგალიური კომპანიების შესყიდვის ბედზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით.
რაც შეეხება Rosneft-ის წილის შესყიდვას, ეს უკანასკნელი ზუსტად იმ დროს განხორციელდა, როდესაც რუსეთი მკაცრი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, თავად კომპანია ინდივიდუალურადაც სანქცირებული იყო. “რუსული კომპანიებისთვის საერთაშორისო ინვესტიციების შენარჩუნება შეუძლებელი ამოცანა გახდა” და სწორედ ამ დროს მხსნელად გამოცხადდა CEFC. რუსეთს ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მსგავსი საერთაშორისო ოპერაცია როგორც ფინანსური, ასევე ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. “შეთანხმებად გაარღვია ჩაკეტილი წრე” – წერდა Financial Times.
New York Times-ის მიხედვით CEFC-ის Rosneft-ის კონტრაქტს პრობლემები აქვს ვინაიდან კომპანია ვერ ასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებებს. მ/წ იანვარში VTB-ი ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა მზადყოფნა CEFC-ს შესყიდვის დასრულებისთვის ასესხონ 5 მილიარდი, თუმცა როგორც ბანკმა ასევე Rosneft-მა უარი განაცხადეს შემდგომი დეტალების გამხელისგან, მათ შორის საიდუმლოდ დარჩა ვალის გარანტიის საკითხიც. ამასობაში, ფაქტია რომ კომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს. გარდა იმისა, რომ მისი ქონება სახელმწიფო კომპანიამ გადაიბარა, თავად CEFC-ის სექტემბრის დეკლარაცია ადასტურებს რომ 20 მილიარდი ვალი აქვთ და გასტუმრების პოტენციალი არ ჩანს.
აქვე უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ მიუხედავად კომპანიის სამწლიანი სწრაფი ზრდისა და თავბრუდამხვევი წარმატებისა, ვერც კომპანიამ და ვერც მისმა დამფუძნებელმა ვერ შეძლეს საერთაშორისო ბანკირების ყურადღების მიპყრობა და ნდობის მოპოვება. როგორც Financial Times იუწყება 2012 წლიდან განხორციელებული 21 მსხვილი საერთაშორისო შესყიდვის მიუხედავად მხოლოდ ერთი დასავლური ბანკის Lazard-ის დაინტერესება მოახერხეს და ისიც მხოლოდ ერთ ტრანზაქციაზე ამერიკაში. ყველა დანარჩენი CEFC-ის შიდა რესურსებით გაკეთდა. ბანკირებმა ჰონგ-კონგში, ვისთანაც CEFC მოლაპარაკებებს აწარმოებდა FT-ის უთხრეს რომ “ჩვენ წინ ვერ წავიწიეთ მოლაპარაკებებში და ვერც ვერავინ სხვამ. არავინაა თავგადასავლების ხასიათზე დღეს”. ეს ფაქტიც არის VTB-ის შეთავაზების მიმართ უდიდესი ინტერესის მიზეზი.
შესყიდვის ბედი პორტუგალიასა და ჰოლანდიაში
Portugal Press-ის 2018 წლის 13 აპრილის მასალის მიხედვით, ნავთობისა და გაზის პორტუგალიურ გიგანტ Partex-ში წილის გაყიდვის ხელშეკრულება, ჩინელებთან რომელიც 500 მილიონი ევროს ღირებულების იყო, დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიუხედავად პრაქტიკულად დასრულებული მოლაპარაკებებისა. პორტუგალიური კომპანიის პრესრელიზში კი ეწერა, რომ ხელშეკრულების ჩაშლა გამოწვეულია “ბოლო პერიოდში საჯაროდ ცნობილი გარემოებებით” რომლის “სრულყოფილად ახსნა ჩინურმა მხარემ ვერ შეძლო”. შესაბამისად დაასკვნეს, რომ “აღარ არსებობდა პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად”.
ასევე საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციებს უკავშირდება CEFC-ის მოლაპარაკებების ჩაშლა ჰოლანდიაში.
ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ არა ცალკეული ჩინოვნიკების, „სასახლის კარის ბიზნესმენებისა“ თუ საეჭვო რეპუტაციის კომპანიების საკეთილდღეოდ”,- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
აშკარაა, რომ 2000-იანი წლებიდან დღემდე „სტრატეგიულიკომუნიკაცია“ (სტრატკომი), როგორც ინფორმაციის მენეჯმენტის ახალი დისციპლინა, დღემდე აქტიურად იბრძვის თვითგამორკვევისთვის და თავის მონათესავე, უკვე დამკვიდრებულ სპეციალობებთან თუ პროფესიებთან(საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, კორპორატიული კომუნიკაციები, ორგანიზაციული კომუნიკაციები და სხვა) არც თუ სახარბიელო ურთიერთობებში იმყოფება.
„კონფლიქტის საფასური: ქართულ-სამხრეთოსური კონტექსტი“ წარმოადგენს სტატიების კრებულს, რომელშიც შესულია ქართველი, ოსი და საერთაშორისო ექსპერტების მრავალფეროვანი და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი თვალსაზრისი კონფლიქტის საფასურის შესახებ. პუბლიკაცია მომზადდა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისა და კონფლიქტების ტრანსფორმაცის ალიანსის (აშშ) მიერ დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ბოლო წლებია, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემოსაზღვრის პროცესს (ბორდერიზაციას) ფონად გასდევს საქართველოს მოქალაქეების დაკავება „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით, რაც ქართულ-რუსულ-ოსური ურთიერთობების პერიოდულ დაძაბვასა და ხშირად, შიდა ქართულ, მინი-პოლიტიკურ კრიზისებსაც იწვევს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ უნიათობაში ადანაშაულებს, ეს უკანასკნელი კი ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებულ მემკვიდეობაზე მიუთითებს და შექმნილ ვითარებაში ბრალეულად სწორედ მას მიიჩნევს.
ამ ფონზე ქათული საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ერთი ფრიად საინტერესო ამბავი – კერძოდ, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსია. ასე, იმავე 2014 წლის მონაცემებით, 493 დაკავებულიდან მხოლოდ 140 აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე. ეს ტენდენცია არც შემდეგი წლების განმავლობაში შეცვლილა. მეტიც, უფრო გაღრმავდა. შედეგად, უკვე 2018 წლის მონაცემებით, ე.წ. საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა 607-მდე გაიზარდა, საიდანაც 90 პროცენტი სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის მოქალაქეები აღმოჩდნენ. ამასთან, ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევის ფაქტები წინა წელთან შედარებით ათი პროცენტით გაიზარდა. ამ პროცესებზე საპასუხოდ ცხინვალის ხელისუფლებამ არსებული სადამსჯელო მექანიზმი კიდევ უფრო გაამკაცრა, კერძოდ, გაზარდა ჯარიმის სიდიდე (დაახლოებით ათას ლარამდე).
გამოდის, რომ ყოველწლიურად, რუსი „მესაზღვრეების“ მიერ 500-მდე ეთნიკური ოსის დაკავება ხდება, რომლებსაც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარკვეული საჭიროებების გამო გადასვლა სურს. ეს რაოდენობა მზარდია – როგორც თვითონ, ოსური და რუსული სტრუქტურები ადასტურებენ.
ამ სტატიის ფარგლებში შევეცდები დავადგინო ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებს ოსების გადმოსვლას დანარჩენ საქართველოში. მართალია, ღია წყაროების სიმწირიდან გამომდინარე, გართულდება ზუსტი რაოდენობისა და მოტივების დადგენა, თუმცა სხვადასხვა მონაცემების შეჯერება ზოგადი ტენდენციების გამოკვეთის საშუალებას მაინც იძლევა. ამასთანავე, შევეცდები ავხსნა, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან რუსები და ოსები ამ პროცესს.
რეფერალური სამედიცინო პროგრამა
2008 წლის ქართულ-რუსულმა ომმა ქართულ პოლიტიკაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანა – შეწყდა კონფლიქტების მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყვეტის გზების ძიება. და რადგან აშკარა გახდა მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პოლიტიკურ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის შეუძლებლობა, აქცენტი ხალხთა შორის ურთიერთობებზე გაკეთდა.
ზუსტად ამ პარადიგმული ცვლილების გამოხატულებას წარდმოადგენდა 2010 წელს მიღებული „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“. თბილისი იმედოვნებდა, რომ სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, ეტაპობრივად შეცვლიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გუნება-განწყობებს. ოპტიმალურ შემთხვევაში – ნაკლებად მტრულს გახდიდა, პროგრამა მაქსიმუმს კი წარმოადგენდა მათი თბილისისაკენ შემოტრიალება.
მას შემდეგ უკვე თითქმის ათი წელი გავიდა და ქართული ხელისუფლება ამ გზიდან არ უხვევს. თბილისი ოსებისა და აფხაზებისთვის სულ უფრო მეტ საგანმანათლებო, ეკონომიკურ-სავაჭრო და სხვა ტიპის პროგამა-ინიციატივების შექმნას განაგრძობს. ზუსტად ამ ხაზის ნაწილს წარმოადგენს 2018 წელს გაცხადებული „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
ამჟამად უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას – რეფერალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც აფხაზები და ოსები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში უფასო სამედიცინო დახმარებას იღებენ, ამ ინიციატივებიდან ყველაზე წარმატებულია. 2014-2017 წლებში, საქართველოს საავადმყოფოებში მკურნალობა 2 650-მა ოსმა გაიარა. 2018 წლებში მაჩვენებელი მცირედად დაეცა და 342 ადამიანი შეადგინა.
თუ ამ ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ სამკურნალოდ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე წელიწადში დაახლოებით 600 ადამიანი გადმოდის. გასათვალისწინებელია, რომ პროგრამით სარგებლობენ ძირითადად ძლიერ დაავადებული ადამიანები. ანუ ისინი მკურნალობენ ხანგრძლივად და მათ ახლავთ ან ოჯახის წევრები, ან ნათესავები. თუ აქაც საშუალოდ ვიგულისხმებთ ერთ ან ორ ადამიანს, გამოდის, რომ ჩამომსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 1500-ზე ადის.
შესაბამისად, მხოლოდ სამკურნალოდ საქართველოში სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ოსი მოსახლეობის 3,1 პროცენტი დადის. ეს იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მივენდობით, რომლის მიხედვითაც ეთნიკური ოსების რაოდენებამ 48 146 ადამიანი შეადგინა. სხვა, დამკვირვებლის ვარაუდით, გარე მოსახლეობა 25 000-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ციფრის შემთხვევაში პროცენტი 6-მდე აიწევს.
ნათესაური კავშირები
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მეორე მნიშვნელოვანი მოტივია ნათესაური კავშირები. საქმე ის არის, რომ კონფლიქტამდე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე იმაზე მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საბჭოთა კავშირის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, 1989 წელს საქართველოში 164 055 ეთნიკური ოსი ცხოვრობდა, აქედან 98 823 -ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებს გარეთ. ოსები დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ თბილისში, გორში, ბაკურიანსა და მის მიმდებარე სოფლებში. ასევე, ქართლის, კახეთისა და მცხეთა-თიანეთის მრავალ სოფელში.
მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ბევრ ოსს საცხოვრებლად ან ცხინვალში, ან ჩრდ. ოსეთში გადასვლა მოუწია (რაზეც ქართულ საზოგადოებაში დღემდე არ შემდგარა საგნობრივი საუბარი…), მნიშვნელოვანი ნაწილი საქართვლოში ცხოვრებას განაგრძობდა. საქართველოში ჩატარებული 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში ჯერ კიდევ 3, 028 ეთნიკური ოსი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ამჟამად ოსური მოსახლეობის რაოდენობა, ისევე როგორც მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის, სულ უფრო მცირდება და 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით მათმა რიცხვმა 14 400 კაცი შეადგინა.
მიუხედავად კონფლიქტისა, სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ოსურ თემებს შორის კავშირი არ გაწყვეტილა. ამასთანავე, რადგანაც ოსები ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის კარგად იყვნენ ინტეგრირებულნი (მაჩვენებლად შეგვიძლია ავიღოთ ქართული ენის ცოდნა, შერეული ქართულ-ოსური ოჯახების რაოდენობა და ა.შ.), ეს ურთიერთობები არასოდეს რჩებოდა ექსკლუზიურად შიდაოსური.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილი – ეთნიკურად შერეული, ქართულ-ოსური სოფლებია, რაც, ბუნებრივია, ართულებს ცხინვალისა და მოსკოვის მცდელობას მინიმუმამდე დაიყვანონ ოსების კავშირები საქართველოსთან. მიუხედავად საფრთხისა, ადგილობრივები მაინც დადიან ერთმანეთის ქორწილებში, დასაფლავებებზე და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებულთა უდიდესი ნაწილი სწორედ მოსახლეობის ამ სეგმენტზე მოდის.
თბილისის მიზიდულობა
ცხინვალის რეგიონი გარშემორტყმულია დანარჩენი საქართველოთი და კავკასიონის ქედით. გარესამყაროსთან ცხინვალს მხოლოდ როკის გვირაბი აკავშირებს, რომლის რეაბილიტაციაც რუსეთის მიერ 2014 წელს მოხდა და 400 მილიონი დოლარიც დაიხარჯა (აღნიშნული თანხის რაოდენობა კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ საქართველოში დამატებითი რესურსების დროულად გადმოსროლა).
ცხინვალს ვლადიკავკაზამდე – რუსეთის პირველ დიდ ქალაქამდე- 170 კილომეტრი აშორებს და ამ გზის დაფარვა დაახლოებით სამ საათშია შესაძლებელი. სამაგიეროდ, პირველი ქართული ქალაქი – გორი, ცხინვალიდან ნახევარი საათის სიშორეზეა, ხოლო საქართველოს დედაქალაქი თბილისი- საათნახევრის სავალზე. ცხინვალიდან გორამდე 34, ხოლო თბილისამდე 114 კილომეტრია. ამასთანავე, ცხადია, რომ თბილისი და ვლადიკავკაზი სხვადასხვა მასშტაბის ქალაქებია. ბოლო წლებია თბილისში და მის შემოგარენში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა – აშენდა ახალი აეროპორტი (სადაც სულ უფრო მეტი იაფფასიანი ავიაკომპანია იწყებს შემოსვლას), სავაჭრო ცენტრები, მოხერხდა ტურისტული პოტენციალის აღდგენა; თბილისი კულტურული და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ეს ყველაფერი თბილისს გრავიტაციის უპირობო ცენტრად აქცევს და გარკვეულ ინტერესს, როგორც ჩანს, ცხინვალის მოსახლეობაშიც იწვევს.
მიზიდულობის კონტექსტშივე შეგვიძლია განვიხილოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. უნიკალური სავაჭრო ჰაბის – ე.წ. ერგნეთის ბაზრობის კონტრაბანდასთან ბრძოლის საბაბით დახურვის მიუხედავად, სავაჭრო ურთიერთობები 2008 წლამდე და მას შემდეგაც შენარჩუნდა და სანამ სხვადასხვა პროდუქტებზე ფასთა შორის სხვაობა მნიშვნელოვანი იქნება, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცხინვალისკენ მათი გადინება კვლავ გაგრძელდება. ამჟამად ეს პროცესი ახალგორის გავლით ხორციელდება, მომავალში შესაძლოა სხვა ფორმებიც გამოიძებნოს. ნებისმიერ შემთხვევაში – თბილისს ამ მიმართულებით ფიქრის გაგრძელება ნამდვილად მართებს.
რისი ეშინია ცხინვალს?
როგორც ზემოთ ვიხილეთ, ოსების დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას ძირითადად განაპირობებს სამედიცინო დახმარების მიღების სურვილი. ასევე, ნათესაური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. რეფერალური პროგრამის გარდა, სხვა მიზეზებით ჩამომსვლელთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, თუმცა გვაქვს სულ მცირე ერთი ინდიკატორი – „საზღვრის“ კვეთისას დაჭერილთა სტატისტიკა (წლიურად დაახლოებით 500 ადამიანი).
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ცხინვალის აკრძალვას თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობაზე რამოდენიმეჯერ მეტი არღვევს. ასე, რომ არ ყოფილიყო, ანუ დე ფაქტო კანონმდებლობის დამრღვევთა უმეტესობის პასუხისმგებლობაში მიცემა რომ ხერხდებოდეს, ისეთ მცირე საზოგადოებაში, როგორიც ოსურია, ამის შესახებ ცნობილი გახდებოდა და ამგვარი აქტივობა მინიმუმამდე შემცირდებოდა.
შესაბამისად, მხოლოდ ამ ორი მონაცემის შეჯერებით (რეფერალური პროგრამის ბენეფიციართა და „საზღვრის უკანონოდ“ გადამკვეთთა სავარაუდო რაოდენობა) გამოდის, რომ ყოველწლიურად თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის სამხრეთ ოსეთის მცხოვრებელთა სულ მცირე 8-9 პროცენტი. და ეს ხდება აქტიური ბორდერიზაციის, დაკავებებისა და საქართველოს შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაციის სისტემატიური გავრცელების ფონზე.
დიდი ალბათობით, უფრო სრულყოფილი სურათი რუსულ და ოსურ მხარეებს გააჩნიათ და გატარებული პოლიტიკის სიხისტეც შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება. გადაადგილების თავისუფლებისადმი მოსკოვისა და ცხინვალის მიერ შედარებით ლიბერალური მიდგომის პირობებში, ხალხთა შორის ურთიერთობები, სავარაუდოდ, 2004 – წლამდე არსებულ ნიშნულს მალევე დაუბრუნდებოდა. ანუ ცხინვალის რეგიონი ეტაპობრივად გახდება საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური სივრცის ნაწილი. როგორც ჩანს, მოსკოვისა და ცხინვალის მცდელობას, არ დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის კავშირები საქართველოსთან, საფუძვლად ზუსტად იმის შიში უდევს, რომ ეკონომიკური, სოციალური და სხვა ტიპის ურთიერთობების აღდგენა გამოიწვევს მოსახლეობის განწყობების ეტაპობრივ ცვლილებას საქართველოს მიმართ.
დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამდენი ოსი გადმოდის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რთულია. თუმცა ის კი ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაოდენობა არცთუ მცირეა და მას აღმავალი ხასიათი გააჩნია. 2008 წლის ტრავმა არსად არ წასულა, თუმცა, როგორც ჩანს, ხალხთა შორის ურთიერთობების ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ამ ფონზე სასურველია, ცხინვალისა და მოსკოვის იზოლაციონისტურ პოლიტიკას თბილისმა დაუპირისპიროს მაქსიმალური ღიაობა. ნებისმიერი ესკალაცია, თუნდაც მცირედი ინციდენტები, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებსა და ჩვენს ხელთ არსებულ ერთადერთ იარაღს – „მშვიდობის მოგების“ სტრატეგიას.
2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლის თავზე საქართველო კიდევ უფრო დაშორდა აფხაზეთსა და ოსეთს, რუსეთი – საქართველოს, აფხაზეთი – დამოუკიდებლობას. ალბათ სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ნაიცონალურ პროექტს – გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი, უფრო მიუახლოვდა, ვიდრე დაშორდა. ამასთანავე, 2008 წელმა და თანმდევმა საშინაო და საგარეო პოლიტიკურმა მოვლენებმა, ერთი სიახლე ნამდვილად მოიტანა – კერძოდ, მხარეებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ კონფლიქტი განგრძობით ხასიათს ატარებს და სტატუს-კვოს კიდევ ერთხელ შესაცვლელად არავინაა მზად.
ნაციონალები, ოცნება და “პაატა”- ანუ რატომ არ იცვლებიან ქართველები?!
საქართველოს გაცხადებული მიზანი იყო და რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; თუმცა, 2008 წლის შემდგომ, საკითხის „ქართულად“ გადაჭრის პერსპექტივა ფრიად ბუნდოვანი გახდა. ომის შემდგომ, სამხრეთ კავკასიაში, ხოლო მოგვიანებითმთიანად პოსტ-საბჭოთა სივრცეში(უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე), ძალთა ბალანსი, რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა. ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების „მოგვარების“ სამხედრო ვარიანტი, ქართველებმა თაროზე შემოდეს; დარჩა ერთადერთი გზა – მშვიდობის მოგება, ანუ საკუთარი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაძლიერება და გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს პირობებში, რაიმე იმგვარის შეთავაზება აფხაზებისა და ოსებისთვის, რაზეც უარის თქმა ფრიად გაჭირდებოდა.
ვერ ვიტყვით, რომ ქართული პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოებისთვის, ეს გზა სრულიად ახალი იყო – 2008 წლამდეც, თბილისს კონფლიქტის დარეგულირების არაერთი სამშვიდობო ინიციატივა ჰქონდა; სამწუხაროდ მოუთმენლობა, რომელიც ყველა საქმის უპირველესი მტერია, ხოლო კონფლიქტებში დამღუპველი – ქართველთა ინიციატივების განუყრელი თანმდევი იყო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ომიდან სულ რამოდენიმე კვირის თავზე, ჩვეული შეუპოვრობით იმუშავა და მალევე, კანონმდებლობისა (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) და მოგვიანებით, პოლიტიკის დოკუმენტების შეიმუშავა. . მრავალი საინტერესო იდეისა და შესაძლებლობის მიუხედავად, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას, სტრატეგიამ ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ იმუშავა; რაც ბუნებრივი და გასაგებიც იყო – გარდა იმისა, რომ ქართული ტექსტების ტერმინოლოგია (ოკუპაციის მუდმივი რეფერირება და სხვა), როგორც სოხუმისთვის, ასევე ცხინვალისთვის მიუღებელი იყო, მხარეებს აკლდათ მთავარი – ერთურთის ნდობა.
შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“, ფრიად რთული მემკვიდრეობა ერგო. გარკვეული ოპტიმიზმი, პაატა ზაქარეიშვილის რეინტეგრაციის მინისტრად დანიშვნამ გააჩინა (მოგვიანებით სამინისტროს სახელი გადაერქვა). იგი, კონფლიქტების თემატიკაზე, სამოქალაქო სექტორიდან მრავალი წელი მუშაობდა და გამოირჩეოდა თავისი გამბედავი, ლიბერალური ინიციატივებით. პაატა ზაქარეიშვილისა და როგორც ჩანს, მაშინდელი მმართველი გუნდის, ხედვა შემდეგ დაშვებას ეყრდნობოდა: თუ საქართველო მოახერხებდა ქართულ-რუსული ურთიერთობების შედარებით ნორმალიზაციას და პოლიტიკური დაძაბულობის დაწევას, მაშინ, პარალელურ რეჟიმში, მოხერხდებოდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თანამშრომლობის წარმართვაც; იგულისხმებოდა, რომ რუსეთი, საერთაშორისო დონეზე ნაკლებად „ხმამაღალი“ და ზოგადად კონსტრუქციული საქართველოს პირობებში, ამ ურთიერთობებს ხელს არ შეუშლიდა; ან ნაკლებად შეუშლიდა. პარადოქსულია, მაგრამ თბილისში თითქმის არ ფიქრობდნენ, იმაზე თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა მოსკოვს ქართულ-აფხაზურ-ოსურ დაახლოებაში? ქართველთა გულუბრყვილობა განსაკუთრებით გასაკვირი ხდება, რუსეთის უზომოდ პრაგმატული და ცინიკური საგარეო პოლიტიკის ფონზე; ვრცლად რუსეთის ინტერესებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
რუსეთის ინტერესების არასწორ ინტერპრეტაციას, არახელსაყრელი საერთაშორისო მოვლენებიც დაემთხვა. საგარეო დონეზე საქართველოს პოლიტიკის ძირითადი მსაზღვრელი, უკრაინაში განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა; ყირიმის ანექსიამ და რუსეთის სამხედრო აქტივობებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, დაძაბა საერთაშორისო კონტექსტი. ხოლო, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ფონზე, თბილისი რაიმე სახის მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოერიდა – გაუგებარი შეიქმნა სავარაუდო რეაქციები მოსკოვიდან, ვაშინგტონიდან, თუ ბრიუსელიდან.
სიახლეების მოწინააღმდეგეთა ბანაკი, შიგნითაც ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ახალ მინისტრს, მრავალი ოპონენტი გამოუჩნდა, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და საკუთრივ ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტშიც. „კონსერვატორებისთვის“ გაუგებარი იყო, რა შედეგების მოტანა შეეძლო პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან; მაშინ როდესაც პროცესებზე რეალური გავლენის მოხდენა, მათი აზრით, მხოლოდ მოსკოვს შეეძლო, ხოლო დიალოგსა და პირდაპირ კონტაქტებს, შესაძლოა სოხუმისა და ცხინვალისთვის დამატებითი ლეგიტიმაცია შეეძინა.
პარადოქსულია, მაგრამ პირდაპირი ურთიერთობების დამყარების პერსპექტივას, არც სოხუმი და ცხინვალი გამოხმაურებია განსაკუთრებული ენთუზიაზმით; პაატა ზაქარეიშვილის განცხადებების ადრესატები, ძირითად, საკმაოდ თავშეკავებულნი იყვნენ.
საბოლოოდ ქართული ოცნება ფრთხილ, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც, მოზომილ პოლიტიკას დაადგა, რომელიც შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავს: რუსეთის ზომიერ კრიტიკას საერთაშორისო არენაზე, ოკუპაციის თემის აქტუალიზაციას და მის გამყარებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე, არაღიარების პოლიტიკის აქტიურ გატარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მცირე ნაბიჯებს აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში. ეს შეთავაზებები, საკუთარი არსითა და ფორმით, ხშირ შემთხვევაში იმდენად დაბანსებულია, რომ არც პოლიტიკურ ოპოზიციაში, არც სოხუმში, არც ცხინვალში და ასე განსაჯეთ, არც მოსკოვში, განსაკუთრებულ გაღიზიანებას არ იწვევს. ყველასათვის გასაგებია, რომ ისინი სტატუს-კვოს (ყოველ შემთხვევაში დღეს) – არაფრით ემუქრება.
ალბათ, განსაკუთრებულ ცვლილელებს არც მომავალში უნდა ველოდოთ, მითუმეტეს, რომ ამომრჩეველებს შორის ქართული ოცნების მხარდაჭერა, ექვსი წლის თავზე, მნიშვნელოვნად შემცირდა; კონფლიქტები, მრავალი მოუგვარებელი სოციალური საკითხის ფონზე, ქართველთა ყოველდღიურობაში სულ უფრო მცირე ადგილს იკავებს; აფხაზთა და ოსთა მოსახიბლ ქვეყანამდეც ჯერ შორია და არც საერთაშორისო კონიუქტურა იძლევა განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს.
საბოლოო ჯამში, ქართველებს მუდმივად ეშინიათ გადადგან ნაბიჯი და დაუშვან შეცდომა, რათა ამით არ დააჩქარონ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება/დაკარგვა; თუმცა, მოგვიანებით უფრო დიდ დათმობებზე უწევთ წასვლა. დროა ეს გამოცდილება, ცოდნად ვაქციოთ.
“არაპროგნოზირებადი” რუსეთი
ჩვენ, ქართველების უმეტესობას, არ მოგვწონს რუსეთის მიდგომები, თუმცა ის რასაც რუსეთი, ბოლო ათი წელია აკეთებს თბილისთან, სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში სრულიად ეწერება იმ საგარეო ლოგიკაში, რომელსაც იგი პოსტ-საბჭოთა სივრცეში და უკვე მის მიღმაც, მისდევს. ნატოს და ევროკავშირის არ შეშვება ახალ ტერიტორიებზე და საკუთარი გავლენის აღდგენა, ყველგან, სადაც ამის საშუალებას ადგილობრივი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე იძლევა – არის ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი თანმიმდევრულად და საკმაოდ წარმატებით ატარებს; ამასთანავე, როგორც საქართველოსა და უკრაინის შემთხვევებმა ცხადჰყვეს, ამ გზაზე იგი ნებისმიერ მეთოდს იყენებს – ოკუპაციიდან დაწყებული, ანექსიით დამთავრებული.
პირველ ნაწილში, ანუ საქართველოს “არ გაშვებაში”, რუსეთი ნაწილობრივ წარმატებულია – ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ბუქარესტის სამიტიდან ათი წლის თავზე, კვლავ ბუნდოვანია; ევროკავშირის წევრობაც შორსაა. თუმცა, ერთია დე-იურე და მეორეა ფაქტობრივი სიტუაცია – დღეს საქართველოში ბევრად უფრო მეტი ნატო და ევროკავშირია, ვიდრე 2008 წელს და პირიქით.
უცნაურია, მაგრამ მეტი ნატოსა და ევროკავშირის ფონზე, დღეს საქართველოში მეტი რუსეთიცაა – ეკონომიკური ურთიერთობები, ტურისტების რაოდენობა, კულტურულ-ჰუმანიტარული კონტაქტები, ყველა ეს მიმართულება მზარდია; გაჩნდნენ პოლიტიკური პარტიებიც, მათ შორის საქართველოს პარლამენტშიც, რომელთა რუსეთისადმი დამოკიდებულება უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი.
ზუსტად ამიტომ, რუსეთი არც თბილისთან, არც სოხუმთან და არც ცხინვლათან მიმართებაში მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს. საქართველო, 2008 წლის ომმა, რუსეთს დააშორა, მაგრამ არა იმდენად, რომ იგი საბოლოო დაკარგულად ჩაითვალოს; შესაბამისად, არც ოსეთის და მითუმეტეს აფხაზეთის, ანექსია მალე არ მოხდება, მათი საქართველოზე ზეწოლის პოტენციალი, ჯერ, სრულად, არ ამოწურულა; და თუ რუსეთი, ოდესმე, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს არ შეეწინაღმდეგება, ეს მხოლოდ საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების კონტექსტში მოხდება.
რა ხდებოდა აფხაზეთში?
2008 წლის ქართულ-რუსული ომის შედეგმა, განსაკუთრებით კი აფხაზეთის რუსეთის მხრიდან აღიარებამ – ადგილობრივ ელიტებში და ზოგადად საზოგადოებაში, დიდი აღფრთოვანება და ენთუზიაზმი გამოიწვია. თითქოსდა საქართველოს საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განუხრელი განვითარება უნდა მოჰყოლოდა. მაშინ ცოტა თუ ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად შეძლებდა აფხაზური ელიტა – სახელმწიფოებრიობის “აწევას”; იყო კი მზაობა კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, კრიმინალთან, კლანურობასთან და სხვა მრავალ, თითქმის ენდემურ, მოვლენასთან, ბრძოლისთვის?! აღარაფერს ვამბობ ისეთ გამოწვევასთან გამკლავებაზე, როგორიც შეიძლება იდგეს საზოგაოების წინაშე, რომლის მხოლოდ მესამედია სახელწიფოებრიობის იდეისადმი ლოიალური – ქართველები და სომხები, როგორც აღიარებამდე, ასევე აღიარების შემდგომ, აფხაზურ პროექტში თავს დიდად ვერ ხედავდნენ; აფხაზებს ამისთვის ბევრი არც არაფერი გაუკეთებიათ, უფრო პირიქით.
მიუხედავად ხელისუფალთა ცვლისა, არსებულმა პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა ელიტებმა, ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევა ვერ დაძლიეს; მეტიც, კრიმინალმა და კორუფციამ, განსაკუთრებით რაულ ხაჯიმბას მმართველობის პირობებში, შეუქცევადი და აღმავალი ხასიათი შეიძინა; ამასთანავე 2014 წელს, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებული ხელშეკრულების ფონზე, საქართველოს დასჯის საბაბითა და აფხაზეთში საკუთარი გავლენის გაზრდის მიზნით, რუსეთმა აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმება გააფორმა.
შედეგად რუსეთის ისედაც უზარმაზარი გავლენა, ამ ათი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად აბსოლუტურ კონტროლში გადაიზარდა; ყოველ შემთხვევაში ყველაფერი აქეთკენ მიდის. მართალია მოვლენათა ამგვარი განვითარება ფრიად აღიზიანებს ადგილობრივებს, თუმცა ეს გაღიზიანება ვერა და ვერ გადაითარგმნა პოზიტიურ ძალისხმევაში – სახელწიფოებრიობის, ინსტიტუტების, ეკონომიკის და სხვა დარგთა მშენებლობაში; რაც ბუნებრივია შეამცირებდა სოხუმის მოწყვლადობას მოსკოვთან მიმართებაში.
თბილისში სწუხან, მრავალი მაღალჩინოსანი აცნობიერებს, რომ საკუთარ სახელწიფოებრივ იდეაში იმედგაცრუებული აფხაზეთის ტრანსფორმაცია სამხრეთ ოსეთად, მხოლოდ და მხოლოდ დროისა და ტექნიკის ამბავია. მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, „აღიარების პარანოია“, ანუ შეცდომების დაშვების შიში – საქართველოს გაბედულ ქმედებებს, აგერ უკვე ოცდახუთი წელია აფერხებს.
რა ხდებოდა სამხრეთ ოსეთში?
საკუთარ შესაძლებლობებს, ჩამოთვლილთა შორის, ყველაზე ადექვატურად ოსები აფასებენ – დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, ცხინვალში ყოველთვის „ორი ოსეთის“ გაერთიანებას ამჯობინებდნენ. ამ ორ იდეას შორის ჭიდილი, დიდხანს მიდიოდა, თუმცა ბოლო დროს, უნიონიზმი დომინანტ პოლიტიკურ ნარატივად იქცა.
2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთიდან წამოსული ფინანსური რესურსების, ჯერ კიდევ გაუგონარი უყაირათობით ხარჯვის ფონზე, ადგილობრივი პოლიტიკური კლანების, გეოგრაფიული მდებარეობისა და არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის პირობებში, დამოუკიდებელ ოსეთზე საუბარი ოსური საზოგადოებაში სულ უფრო ნაკლებ პოპულარული გახდა. სწორედ რუსეთთან გაერთიანების ლოზუნგით, მოიგო საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები დე-ფაქტო პრეზიდენტმა – ანატოლი ბიბილოვმა.
და რადგან, ჯერჯერობით რუსეთი ოსეთის ანექსიას, თითქოსდა არ აპირებს – იძულებითი დამოუკიდებლობა, უახლოეს მომავალში, ერთადერთ პერსპექტივად რჩება.
დასკვნის მაგიერ
ჩვენი საქმეები ვერაა მთლად კარგად, მაგრამ შეიძლებოდა უარესადაც ყოფილიყო; ვისაც არ სჯერა ჩემი, შეუძლია ჩამოვიდეს თბილისში და გაიხედოს აღმოსავლეთით – ყარაბაღის, დასავლეთით – უკრაინის, განსაკუთრებით ურწმუნოებმა კი სამხრეთით – სირიის, მიმართულებით. თუმცა, გვერდებზე ყურებას, ალბათ ჯობია გავაგრძელოთ საუბარი – ჟენევაში, თბილისში, სოხუმში, ცხინვალში და თუ საქმეს წაადგება – მოსკოვში, ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც.