Civicidea

თ. ხიდაშელი ჰააგაში კონფერენციაზე

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ჰააგაში Humanity House და PAX international -ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: “როგორ გავხადოთ ომი შეუძლებელი”. კონფერენცია ევროკავშირის მომავალს და 2040 წლისთვის მოსალოდნელი სცენარების განხილვას მიეძღვნა.

„მანამ სანამ არ შევთანხმდებით ომის თანამედროვე განმარტებაზე შეუძლებელია რაიმე ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვა. როგორია დღევანდელი ევროპა? გვაქვს მშვიდობა? მხოლოდ ის ფაქტი, რომ თავად ევროკავშირის ქვეყნები აღარ ომობენ საკმარისია თუ არა ვისაუბროთ საერთო ევროპულ მშვედობაზე? ომი საქართველოში, უკრაინაში, რუსეთის მოქმედებები კიბერ სივრცეში, თავად ევროკავშირის საჰაერო სივრცეში, არის თუ არა ის საკითხები რომელიც ართულებს ევროპულ მშვიდობაზე, როგორც შემდგარ ფაქტზე საუბარს. ამასობაში, საუბარი ევროკავშირზე 2049-ში ისე რომ იქვე არ ვსაუბრობთ 2040-ში რუსეთზე, ტრანსატლანტიკურ ერთობაზე და დღევანდელი ევროკავშირის სამეზობლოზე ვფიქრობ ჩვენს დისკუსიას არაეფექტურს ხდის” – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

თავის გამოსვლაში სამოქალაქო იდეას-ს თავმჯდომარემ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს პრინციპზე ისაუბრა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეფექტური პოლიტიკის განხორციელება კონფლიქტების მოგვარებისა და ომის თავიდან აცილებისთვის.

2018 წლის დეკემბერში პირველი ღონისძიება კიევში გაიმართა.

თ. ხიდაშელი ჰააგაში კონფერენციაზე Read More »

დემოკრატია პრაქტიკაში – შეხვედრა გორში

“სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა, თინათინ ხიდაშელმა, გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში საჯარო ლექცია – “დემოკრატია პრაქტიკაში” წაიკითხა. ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ტრენინგებსა და შეხვედრებს რამდენიმე თვის მანძილზე მთელს საქართველოში ჩატარებს.

პროექტის ფარგლებში ასევე დაიწყება დემოკრატიის ონლაინ აკადემიის კურსი, სადაც მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები ყოველგვარი ტერიტორიული ბარიერების გარეშე, ვირტუალურად შეძლებენ.

თანამედროვე საინფორმაციო გარემოში დემოკრატიის განმტკიცების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ადგილობრივებს საკუთარი შეხედულებები გიორგი მოლოდინმაც გაუზიარა.

დემოკრატია პრაქტიკაში – შეხვედრა გორში Read More »

დემოკრატია პრაქტიკაში – შეხვედრა ბათუმში

“სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი, თინათინ ხიდაშელი
ბათუმს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ლექცია – “დემოკრატია პრაქტიკაში” წაიკითხა. ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ტრენინგებსა და შეხვედრებს რამდენიმე თვის მანძილზე მთელს საქართველოში ჩატარებს.

 პროექტის ფარგლებში ასევე დაიწყება დემოკრატიის ონლაინ აკადემიის კურსი, სადაც მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები ყოველგვარი ტერიტორიული ბარიერების გარეშე, ვირტუალურად შეძლებენ.

დემოკრატია პრაქტიკაში – შეხვედრა ბათუმში Read More »

თ. ხიდაშელის გამოსვლა სამოქალაქო განათლების აღმოსავლეთ ევროპის ქსელის ბათუმის სამიტზე

https://www.facebook.com/GeorgianCivicIDEA/videos/2213665345410964/

თ. ხიდაშელის გამოსვლა სამოქალაქო განათლების აღმოსავლეთ ევროპის ქსელის ბათუმის სამიტზე Read More »

ვაკანსია: კონკურსი ექსპერტებისთვის

სამოქალაქო იდეა აცხადებს კონკურსს ექსპერტებისთვის დემოკრატიის აკადემიის მოდულების მოსამზადებლად.

ბმულზე გადასვლა

ვაკანსია: კონკურსი ექსპერტებისთვის Read More »

ვაკანსია: უფროსი მკვლევარი/ანალიტიკოსი

სამოქალაქო იდეა აცხადებს ვაკანსიას უფროსი მკვლევარის/ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ბმულზე გადასვლა

ვაკანსია: უფროსი მკვლევარი/ანალიტიკოსი Read More »

Scroll to Top