Civicidea

ბრესტიდან სამხრეთ-ჩინეთის ზღვამდე: ჩინეთის საიდუმლო როლი რუსეთ-უკრაინის ომში

ვიდრე უკრაინაში კონფლიქტი მწვავდება, სულ უფრო მეტად იჩენს თავს ისეთი სახიფათო  ალიანსი, რომელსაც საერთაშორისო წესრიგის გარღვევა შეუძლია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა (ჩსრ) და რუსეთს შორის არსებული სამხედრო პარტნიორობა, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, მძიმე შეშფოთების საგანი ხდება შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის

ამ დახმარებამ რუსეთს საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა სამხედროსამრეწველო ბაზა, შეენარჩუნებინა ომის მსვლელობა. ასე რომ, ეს უნდა შეწყდეს,

აშშ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

    ეჭვები რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩინეთის პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ისედაც არსებობდა. დავის და განსჯის საგანი იყო ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევის საკითხი. თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამსხვრია  მითი, რომ ჩინეთი უშუალოდ არ მონაწილეობს რუსეთუკრაინის ომში. ჩსრის მთავრობა რუსეთს გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო დახმარებას აწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია  მუდმივად უსვამს ხაზს საკუთარ ფსევდონეიტრალურ პოზიციას.

მითების მსხვრევა –  ანუ, ჩინეთის სრულმასშტაბიანი ჩართულობა უკრაინის ომში

ჩინეთის ჩართულობა რუსეთუკრაინის ომში მრავალმხრივი იყო, მიუხედავად პეკინის ფსევდონეიტრალიტეტისა. ბოლო პერიოდის დოკუმენტები კიდევ უფრო კომპლექსურ სიტუაციას ასახავს. როგორც აღმოჩნდა, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გახანგრძლივების მიზნით ჩინური კომპანიები რუსეთს უკვე დიდი ხანია, რაც უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ დახმარებას ევენ. მაგალითად, BelPol-ის მიერ მოპოვებული მასალები აჩვენებს, რომ შენჭენში დაფუძნებულმა სამხედრო მიმწოდებელმა კომპანიამ “Green Cycle Energy-ბელორუსის სახელმწიფო თავდაცვის

კონტრაქტორ BelOMO Holding-,  სწორედ, ის აუცილებელი კომპონენტები მიაწოდა, რითაც  ლაზერით მართვადი ბომბები და სამხედრო რაკეტები მზადდება. ტრანზაქცია, რომელიც  აშშ ფინანსთა სამინისტროს მიერ BelOMO- დასანქცირების შემდეგაც გაგრძელდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩინური კომპანიები, მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა, მაინც აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებას. რუსეთის არმიისადმი ჩინეთის მხარდაჭერა იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ლოჯისტიკური კომპონენტების მიწოდების ქსელი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინური კომპანიები აქტიურად ამარაგებენ ბელორუსულ სამხედრო საწარმოებს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სამხედრო მიზნებს ემსახურება. მაგალითად, ჩინურიMorotack (Tianjin) Technology” კრიტიკულ კომპონენტებს აწვდის ბელორუსულ BelOMO-. ხოლო, სანკტპეტერბურგში დაფუძნებული .. “Precision Laser Systems” ახორციელებს ლაზერული ნაწილების[1] (რომელთა შორისაა ჩინური წარმოების ლაზერული დიოდები) ექსპორტს ბელორუსში. ყოველივე ეს  ჩინეთისა და რუსეთის თავდაცვის სექტორებს შორის კავშირების აშკარა გაღრმავებას ამტკიცებს.

ჩინეთი აგრძელებს რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, რის წინააღმდეგაც აშშ მას მკაცრად აფრთხილებდა. სინამდვილეში, მსგავსი ლოჯისტიკური კომპონენტების მიწოდება, შესაძლოა, იმდენადვე, ფასეული იყოს, რამდენადაც თვითონ საომარი იარაღისა.

აშშ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

ამას გარდა, რუსეთი უკრაინასთან ომის შედეგად მიღებულ გამოცდილებას უზიარებს  ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას (ჩსა), რაც შეშფოთების კიდევ ერთი საგანი გახლავთ დასავლეთისთვის და ლეგიტიმურს ხდის აშშის ოფიციალური პირების შიშებს იმის შესახებ, რომ ჩსა შეუძლია, აითვისოს რუსული სამხედრო ტაქტიკა და კონტრზომები, რაც წაადგება აშშსა და მის მოკავშირეებთან ინდოწყნარი ოკეანის რეგიონის შესაძლო კონფლიქტშიამ შეშფოთებას აძლიერებს ჩსა მონაწილეობა რუსეთთან და ბელორუსთან ერთობლივ წვრთნებში, კერძოდ, ზემოხსენებული Eagle Assault-2024 მანევრებში ბრესტის მახლობლად. როგორც უკვე ვთქვით, მიუხედავად მისიანტიტერორისტული იარლიყისადა მძევლების გადარჩენის  საბაბისა, წვრთნები აღიქმება, როგორც სამხედრო ძალების ერთგვარი სადემონსტრაციო შოუ ნატოს წინააღმდეგ.

ლოჯისტიკური დახმარების გარდა, არსებობს ჩინეთისა და რუსეთის თავდაცვით ძალებს შორის ტაქტიკური თანამშრომლობის მტკიცებულება რომ რუსეთი ჩინეთს უზიარებს საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციას, რაც, შესაძლოა, დასავლური შეიარაღების სისტემის მოწყვლადობის მიზეზი გახდეს. სადაზვერვო ინფორმაციის ამგვარი მიმოცვლა შეშფოთების საგანია აშშსა და მისი მოკავშირეებისთვის, რადგან ამ ფაქტორმა, შესაძლოა, მომავალ კონფლიქტებში სამხედრო ტექნოლოგიების ეფექტურობა მნიშვნელოვნად შეამციროს. აშშ და ევროპის ქვეყნები კი, უფრო და უფრო ცდილობენ სანქციების გამკაცრებას და დაინტერესებულ ჩინურ კომპანიებზე მონიტორინგის გაძლიერებას.


[1] ლაზერული იარაღი იყენებს სინათლის კონცენტრირებულ სხივებს სამიზნეების მიზანში ამოსაღებად და დასაზიანებლად, რაც უზრუნველყოფს ზუსტი და უფრო მაღალი ინტენსივობით სამხედრო ობიექტის ან სუბიექტის განადგურებას.

წვრთნები ბელორუსში: რატომ არის მნიშვნელოვანი?

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ჩინეთი სამხედრო თანამშრომლობას სულ უფრო ააქტიურებს რუსეთის მოკავშირე ბელორუსთანაც, რაც საუკეთესოდ გამოჩნდა, ქალაქ ბრესტთან 8 ივლისს ჩინეთისა და ბელორუსის ჯარების მონაწილეობით, ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წვრთნებით,  რომელიც 11 დღე გრძელდებოდა. ნიშანდობლივია, რომ წვრთნები პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მიმდინარეობდა, ვაშინგტონში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინა დღეს. არავინ დავობს, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი ძალის დემონსტრირება და მუქარა იყო.ბელორუსის შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილის თქმით, ეს მანევრები იყო ერთგვარი პასუხი დასავლეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უკრაინის პროვოკაციების წინააღმდეგ. წვრთნები ხაზს უსვამს ჩსრის სტრატეგიულ მიზანს.

წვრთნები, რომელიც ჩინურმა მედიამ ანტიტერორისტულ ოპერაციად მოიხსენიაწარმოადგენდა არა უბრალოდ რუტინულ სამხედრო მოქმედებას, არამედ, გამაფრთხილებელ სიგნალს. ვინაიდან ჩინეთის მხრიდან ამ ტიპის ანტიტერორისტული მისიებიარც თუ ისე ხშირია. ბოლოს მსგავსი რამ  2015 წელს მოხდა, რაც ბევრად უფრო საგანგაშო სურათს იძლევა, და სრულიად რეალისტურს ხდის, ენტონი ბლინკენის მოლოდინს, რომ ჩინეთი  მზადაა, არა მხოლოდ მხარი დაუჭიროს რუსეთს, არამედ, შეუქმნას საფრთხე ნატოსა და მის გავლენას აღმოსავლეთ ფლანგზე.

ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს პოლონეთბელორუსის საზღვარზე, ასევე ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საზღვრებზე,” და შესაბამისად, პოლონეთი და ლიეტუვა სამიტზე დასვამდნენ საზღვრების დაცვის საკითხს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკკამიში, 

მას შემდეგ, რაც 2024 წლის 15 ივლისს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს, ნატო ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც სიტყვასიტყვით ჩაიწერა, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში გადამწყვეტი ძალაა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას, ვიზიტმა ჩინეთში და პოლონეთბელორუსიის საზღვრის ჩაკეტვის საფრთხემ ბელორუსი აიძულა, მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები განეხორციელებინა. ლუკაშენკომ წამყვან თანამდებობებზე დანიშნა პროჩინური პოლიტიკის გამტარებელი ოფიციალური პირები, როგორიცაა, დიმიტრი კრუტოი, პეკინთან და მოსკოვთან კავშირების გასამყარებლად. კრუტოი, რომელსაც ევალება რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების ზედამხედველობა და ჩინეთში ბელორუსის ახალი ელჩის მრჩევლობა, ჩინეთისთვის სასარგებლო ტექნოკრატი გახლავთ. მისი დავალებაა უზრუნველყოს, რომ ბელორუსი დარჩეს მთავარ სატრანზიტო მარშრუტად  ჩინეთის სავაჭრო გზაზე, გაგრძელდეს სარტყელისა და გზის ინიციატივის“  ფუნქციური უზრუნველყოფა, გაძლიერდეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და, ასევე, შენარჩუნდეს რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა.

აღმოსავლეთ ევროპა ერთადერთი ტერიტორია არ არის სადაც მოსკოვი და პეკინი თანამშრომლობენ. ივლისის ბოლოს და აგვისტოს პირველი კვირების განმავლობაში მასშტაბური საზღვაო ოპერაციები განხორციელდა ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ერთობლივ წვრთნებსა და პატრულირებაში ჩინეთისა და რუსეთის 18-ზე მეტი სამხედრო გემი მონაწილეობდა. ამასთან, ჩინეთის ავიამზიდმა, Shandong-მა, ახლახანს წარმატებით დაასრულა წვრთნები ტაივანის აღმოსავლეთით, რაც ხაზს უსვამს წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის, მინიმუმ, დროებით გაძლიერებას.

პეკინისა და კრემლის დაახლოების კვალდაკვალ, დასავლეთი, აშშისა და მისი მოკავშირეების ტრადიციული დომინაციისთვის რეალური საფრთხის მატარებელი რთული გეოპოლიტიკური რეალობის წინაშეა. ნატო გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადებები ხაზს უსვამს, სწორედ, ამ დაძაბულობას და გვაფრთხილებს, რომ მსოფლიო შევიდა ჩინეთთან გრძელვადიანი კონკურენციისახალ ეპოქაში და ყურადღებას ამახვილებს ევროპისა და აზიის უსაფრთხოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც გამოკვეთს ნატოს სტრატეგიულ მიზნებს.

ნატოს 2024 წლის დეკლარაცია გვერდს ვერ აუვლიდა ახალ რეალობას. შესაბამისად, მასში ხაზგასმულია ჩინეთის მიერ რუსეთის მზარდი მხარდაჭერა უკრაინის ომში, რაც მიუთითებს ნატოს მხრიდან მეტი სიფხიზლის საჭიროებაზე ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად წვრთნებითა და მედეგობის ოპერაციებით უნდა გამყარდეს.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება აღნიშნული საფრთხეების აღმოფხვრის, კიბერთავდაცვის გაძლიერებისა და ინდოწყნარი ოკეანის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მეტიც, სამიტის შემდეგ ნატომ შეიმუშავა ახალი გეგმა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია როგორც კონტინგენტის ზრდა, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მეშვეობით უზარმაზარი ლოისტიკური დახმარების გაწევას უკრაინისთვის.

რთული სტრატეგიული ამოცანა ნატოსა და აშშისთვის

ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ხშირად აღწერენ ხოლმე, როგორც ულიმიტო ხასიათის თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნატოსა და აშშსთვის. ამგვარი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბირთვული და კონვენციური ძალების, დასავლეთის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის ერთობლივ ძალისხმევაზე მიანიშნებს. ამაზე მოწმობს ნატოს ბოლო საიუბილეო დეკლარაციაც, რომელშიც ჩინეთს რუსეთის ომში გადამწყვეტი ძალაეწოდა.

ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გამყარდა რუსეთუკრაინის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაჭრობა. ჩინეთის მიერ სატელიტური ჰოლოგრამების, მიკროელექტრონული და სხვა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის მიწოდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთში სამხედროსამრეწველო ინდუსტრიის შენარჩუნებაში, რამაც  კიდევ უფრო გაამყარა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმაც მზადყოფნის მაღალი ხარისხი აჩვენეს. მაშინ როცა მსოფლიოს ყურადღება ჩინეთბელარუსის სამხედრო წვრთნებზე იყო მიმართული, ნატოს ახალი გეგმაც გამჟღავნდა 800 000-მდე გერმანელი ჯარისკაცისა და მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივების ორგანიზაციის აღმოსავლეთის ფლანგზე განლაგების შესახებ. გეგმა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი Der Spiegel -ის მიერ, ასახავს გერმანიის სტრატეგიას, სწრაფად შეძლოს ცოცხალი ძალისა და დიდი რაოდენობის აღჭურვილობის მობილიზება მთელ ევროპაში. განსაკუთრებით კი, ისეთ საკვანძო მარშრუტებზე, რომლებიც, შეიძლება, დაუცველი აღმოჩნდეს რუსეთის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში.

ჩინეთის გაძლიერებული სტრატეგიული ჩარევა ბელორუსის შიდაპოლიტიკურ სამეებში არა მხოლოდ აძლიერებს რუსეთის პოზიციას რუსეთუკრაინის ომში, არამედ, ემსახურება ავტოკრატიულ რეჟიმებს, და ართულებს უკრაინის ომის საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობას. თუმცა მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო მობილიზაციის საპასუხოდ პეკინს ხელახლა მოუწევს გადააფასოს თავისი სტრატეგია.

ცვლილებების მანიფესტაცია გლობალურ გეოპოლიტიკაში 

ინეთრუსეთის პარტნიორობა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადაჯგუფების ნაწილიცაა, რომელიც კავშირშია სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. კერძოდ, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა ან ბელორუსთან. ეს პროგრესირებადი კოალიცია გამოწვევას უქმნის დღევანდელ საერთაშორისო წესრიგს და ცდილობს, ახალი მრავალპოლარული ლანდშაფტის შექმნას, რომელშიც დასავლეთის დომინაცია აღარ იქნება აქსიომატური. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (შთო), რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბელორუსი თავის მე-10 წევრად მიიღო, ერთერთი ასეთი პლატფორმაა, რომლითაც ეს ქვეყნები ერთიანი ძალისხმევით უპირისპირდებიან დასავლურ გავლენას. 

ნატოსა და აშშთვის სტრატეგიული გადაჯგუფების შედეგები ძალზე საყურადღებოა. ალიანსი ახლა უნდა მოემზადოს ჩინეთის, რუსეთისა და მათი მოკავშირეების მხრიდან კოორდინირებული მოქმედებებისთვის. ეს, შესაძლოა, მოიცავდეს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს, მძიმე ეკონომიკურ ზეწოლას, ან ჰიბრიდული ომის გარკვეულ ტაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დასავლური დემოკრატიების დესტაბილიზაციას. 

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს, ბელორუსი აქტიურად მუშაობს, უფრო გაიმყაროს პოზიცია ,,ბრიკსის“ (BRICS) გაერთიანებაში, რომლის სამიტიც 22-24 ოქტომბერს ჩატარდება რუსეთის ქალაქ ყაზანში. ბელორუს მმართველი პარტია მოუთმენლად ელის ამ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გავლენისა და როლის გაუმჯობესებას. ეს, სხვა სიტყვებით, ნიშნავს ბელორუსის მზარდ ინტეგრაციას ავტორიტარული სახელმწიფოების უფრო ფართო კოალიციაში, რომელიც მოიცავს ჩინეთს, რუსეთსა და ირანს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO), რომელსაც ბელორუსი ახლახანს შეუერთდა, და BRICS, სადაც ის გაწევრიანებას ითხოვს, ასახავს ამ ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას, შეარყიონ დასავლეთის დომინაციის ქვეშ არსებული საერთაშორისო დღის წესრიგი.  

ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობის საპასუხოდ, აშშ და მისმა მოკავშირეებმა უნდა გადახედონ საკუთარ თავდაცვის სტრატეგიას და უფრო გააძლიერონ სამხედრო მზადყოფნა. ეს მოიცავს ახალი კონტრზომების შემუშავებას თავიანთი შეიარაღების სისტემის მოწყვლადობის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოვლინდა უკრაინაში. ასევე, დღის წესრიგში მეტად უნდა გამოიკვეთოს პარტნიორობის გაძლიერება ინდოწყნარი ოკეანისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან, ჩინეთრუსეთის ერთიანი მზარდი გავლენის წინააღმდეგ.

ავტორი: მარიამ კასრაძე

ბრესტიდან სამხრეთ-ჩინეთის ზღვამდე: ჩინეთის საიდუმლო როლი რუსეთ-უკრაინის ომში Read More »

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონტრაქტორთა გადაცდომები საქართველოს ავტომაგისტრალებზე გარემოსდაცვითი კუთხით

სამოქალაქო იდეა მოხარულია წარმოგიდგინოთ გარემოს მონიტორინგის ანგარიში, “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონტრაქტორთა გადაცდომები საქართველოს ავტომაგისტრალებზე გარემოსდაცვითი კუთხით”.

2018 წლიდან, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, “სამოქალაქო იდეა” ახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში მოქმედი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, როგორიცაა: ავტომაგისტრალები, გვირაბები და ხიდები. წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ კომპლექსურ კვლევას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გარემოზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFIs) მიერ დაფინანსებული და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი კონტრაქტორების მიერ განხორციელებული პროექტები. კვლევა მიმოიხილავს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისთვის გამოყენებულ მეთოდებს და შეფასებას აძლევს საერთაშორისო სტანდარტებთან მათ შესაბამისობას თუ შეუსაბამობას.

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ👇

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონტრაქტორთა გადაცდომები საქართველოს ავტომაგისტრალებზე გარემოსდაცვითი კუთხით Read More »

თინა ხიდაშელი TV პირველთან ინტერვიუში საუბრობს არჩევნების მოსალოდნელ შედეგებსა და მთავრობის მიმართ დაწესებულ სანქციებზე

“ოპოზიცია არის გარდაუვალი გამარჯვების მოლოდინში, ამიტომ ოპოზიციურ პარტიებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ საარჩევნო კამპანიები მშვიდობიან გარემოში წარიმართოს , რათა ერთმანეთთან კონკურენციაში დაამტკიცონ, თუ რომელი ოპოზიციური მხარეა უკეთესი”-
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინა ხიდაშელის სრული კომენტარი არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე, TV პირველთან ინტერვიუში შეგიძლიათ იხილოთ აქ👇

ხოლო ხელისუფლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე👇

თინა ხიდაშელი TV პირველთან ინტერვიუში საუბრობს არჩევნების მოსალოდნელ შედეგებსა და მთავრობის მიმართ დაწესებულ სანქციებზე Read More »

გამოცემა “Foreign policy”-ის სტატია საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის მცდელობაზე

 გამოცემა “Foreign Policy” ვრცელ სტატიას უძღვნის  საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის მცდელობას. 

სტატიაში ციტირებულია სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელი რომელიც აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან კანონს:

„ძალიან გავურთულებთ ხელისუფლებას ჩვენ წინააღმდეგ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებას“- განაცხადა მან ივლისში. „ კანონთან დაკავშირებული პრობლემა არის ის, რომ მას ბევრი ხარვეზი აქვს, რომელსაც ინტენსიურად გამოვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ“

სტატიის ავტორი, მაქსიმ კრუპსკი, 2024 წლის ივნისში, სამოქალაქო იდეას საერთაშორისო კონფერენციის “- Strategic Confusion on the Great Power Chessboard” ერთ- ერთი მომხსენებელი იყო, სწორედ სხვადასხვა ქვეყნის მიერ “აგენტების” კანონმდებლობის მიღებისა და იმპელემენაციის სესიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ სრული სტატია:


გამოცემა “Foreign policy”-ის სტატია საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის მცდელობაზე Read More »

დარეგისტრირდებიან თუ არა ორგანიზაციები „აგენტების რეესტრში“? რადიო თავისუფლების სიუჟეტი

📝 იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც „აგენტების კანონი“ ეხებათ, რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსით ერთ თვეში ეწურებათ
👇 რა გეგმა აქვთ ორგანიზაციებს? რადიო თავისუფლების სიუჟეტი

დარეგისტრირდებიან თუ არა ორგანიზაციები „აგენტების რეესტრში“? რადიო თავისუფლების სიუჟეტი Read More »

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა: ფაქტები „ქართული ოცნების“ ცრუ იმედისა და ყალბი პროპაგანდის წინააღმდეგ

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შემდეგ, ერთი წელია გასული.

წარმოგიდგენთ, პირველი შედეგების მოკლე ანალიზს, სადაც კარგად ჩანს “ქართული ოცნების” სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომლითაც ცდილობენ ჩინეთის უპირატესობის წარმოჩენას აშშ-სთან შედარებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ სრული ანგარიში 👇

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა: ფაქტები „ქართული ოცნების“ ცრუ იმედისა და ყალბი პროპაგანდის წინააღმდეგ Read More »

Georgia’s Investment Landscape: Comparative Analysis of Chinese and Western Investments (2018-2023)

საქართველოს საინვესტიციო ლანდშაფტი: ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2023 წწ)

„სამოქალაქო იდეას“ ახალი ანგარიში: „საქართველოს საინვესტიციო ლანდშაფტი: ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2023 წწ)“.

ანგარიში იკვლევს 2018-2024 წლებში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინვესტიციების რეალურ წილს. დოკუმენტი ადგენს, რომ პეკინის ეკონომიკური ჩართულობა არ შეესაბამება ოფიციალური პირების განცხადებებს – 2010 წლიდან მოყოლებული, ჩინეთის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 700 მლნ აშშ დოლარსაც კი არ აღემატება. გარდა ამისა, შედარებითი ანალიზის მიხედვით, პანდემიის შემდგომ პერიოდში, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და ნიდერლანდების საინვესტიციო ჩართულობა მზარდი ტემპით ხასიათდება. მცირე ეკონომიკის მქონე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც კი, როგორიცაა მალტა, საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახორციელეს, ვიდრე ჩინეთმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ სრული ანგარიში 👇

საქართველოს საინვესტიციო ლანდშაფტი: ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2023 წწ) Read More »

ტრანსპორტირების გეოპოლიტიკა: შუა დერეფანი – ტრანსკასპიის საერთაშორისო მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით

„სამოქალაქო იდეა“ გიზიარებთ ანგარიშს – „შუა დერეფანი: ტრანსკასპიის საერთაშორისო მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით.“

გეოპოლიტიკური ცვლილებების და რუსეთში გამავალი სავაჭრო მარშრუტის ჩანაცვლების საჭიროების გათვალისწინებით, ანგარიში აქცენტს აკეთებს ტრანსკასპიის საერთაშორისო მარშრუტის (TITR) აღდგენის ტენდენციაზე.

დოკუმენტში მიმოხილულია აღნიშნული ინიციატივის ეკონომიკური სარგებელი და ისეთი მთავარი მოთამაშეების როლი, როგორებიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და დასავლური ინსტიტუტები. გარდა ამისა, ანგარიშში გამოკვეთილია ის ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაც შუა დერეფნის სრული პოტენციალის რეალიზებისთვისაა საჭირო.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ სრული ანგარიში:👇

ტრანსპორტირების გეოპოლიტიკა: შუა დერეფანი – ტრანსკასპიის საერთაშორისო მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით Read More »

სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო RISS-ის კონფერენციაში

2024 წლის 14 ივნისს, სამოქალაქო იდეას უფროსმა მკვლევარმა, ანი კინწურაშვილმა, მონაწილეობა მიიღო RISS-ის კონფერენციაში სახელწოდებით, “უკრაინის ომის გავლენა რუსეთ-ჩინეთის ძალთა დინამიკაზე ცენტრალურ აზიაში”. ღონისძიება გაიმართა შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში.

კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ ცენტრალურ აზიაში მოსკოვის გავლენის ცვლილება, რეგიონის მიერ უსაფრთხოების გარანტორი ალტერნატიული პარტნიორების ძებნა, ჩინეთის ეკონომიკური გავლენა და მისი კონკურენცია რუსეთთან.

კონფერენცია „უკრაინის ომის გავლენა რუსეთ-ჩინეთის ძალთა დინამიკაზე ცენტრალურ აზიაში“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, უსაფრთხოების კვლევების რეგიონალური ინსტიტუტის მიერ (RISS), რუსეთის სტრატეგიული ინიციატივის (RSI) მხარდაჭერით.

ანი კინწურაშვილმა პანელზე ისაუბრა უკრაინის ომის დაწყების შემდგომ ჩინეთ-რუსეთის მზარდი ურთიერთობებისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მათი გავლენის შესახებ.

სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო RISS-ის კონფერენციაში Read More »

ანაკლიის პორტი – საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგი ნაბიჯი

2024 წლის 29 მაისი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო პარტნიორის შერჩევის კონკურსში რამდენიმე დღეში გამარჯვეულად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communication Construction Company Limited და China Harbour Investment გამოცხადდება.

გიზიარებთ მოკლე მიმოხილვას იმასთან დაკავშირებით თუ რა ეტაპებისა და პროცედურებისგან შედგება პორტის მშენებლობის პროექტი, რა გამოცდილება არსებობს საერთაშორისო ბაზარზე პოტენციურად გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებით, რა რეპუტაცია აქვს მას და რა გავლენას ახდენს საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დოკუმენტი:👇

 

ანაკლიის პორტი – საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგი ნაბიჯი Read More »

Scroll to Top