ამბები

დიდი ძალების თამაში, სის მოგზაურობა ცენტრალურ აზიაში

სტატიის ავტორი – ანი კინწურაშვილი, მთავარი მკვლევარი, სამოქალაქო იდეა

დიდი ძალების თამაში, სის მოგზაურობა ცენტრალურ აზიაში Read More »

China Watch-ის მეათე ანგარიში CSCEC საქართველოში

სამოქალაქო იდეა მოხარულია გაგიზიაროთ China Watch-ის რიგით მეათე ანგარიში, რომელიც ეხება კიდევ ერთი საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიის China State Construction Engineering Corporation Ltd.-ის (ე.წ. CSCEC-ის) გადაცდომებს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

CSCEC, არის ერთერთი უდიდესი ჩინური სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც დაარსდა 1982 წელს. მას შემდეგ ის ოპერირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს უძრავ ქონების, მშენებლობის დაფინანსებას, ოპერირებას, ინჟინერიას, პროექტირებასა და კვლევას. ეს კომპანია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბევრ სკანდალში იყო გარეული. უფრო ზუსტად, CSCEC და მისი შვილობილი კომპანიები კორუფციისა და თაღლითობის სქემებს ახორციელებდნენ აშშ-ში, ფილიპინებში, პაკისტანში, უნგრეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რის შედეგადაც სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების შავ სიაში მოხვდნენ.

ვრცლად კომპანიის რეპუტაციისა და საქმიანობის შესახებ, იხილეთ ჩვენს ანგარიშში. ?

China Watch-ის მეათე ანგარიში CSCEC საქართველოში Read More »

კონფერენცია „ძალაუფლების წესი თუ წესების ძალაუფლება?“.

2022 წლის 29-30 აგვისტოს, სლოვენიაში ქალაქ ბლედში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „ძალაუფლების წესი თუ წესების ძალაუფლება?“.
30 აგვისტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოვა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სლოვენიის პრეზიდენტი ბორუთ პაჰორი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი და სხვა მრავალი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევარები.

კონფერენცია მიზნად ისახავს დღევანდელი მსოფლიო წესრიგის, გარდამავალი მოვლენებისა, ევროკავშირის პოლიტიკისა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების განხილვას ფართო ჭრილში.

დღესდღეობით, ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვეველ და არასტაბილურ გარემოში. საყოველთაოდ მიღებულ წესებზე აგებული მსოფლიო წესრიგი ფაქტობრივად გაქრა და რუსეთის აგრესიით უკრაინაზე, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარჩენილი პოსტულატები დაინგრა, რამაც გაურკვევლობისა და არასტაბილურობის ეპოქა მოიტანა. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვხედავთ ძლიერი გეოპოლიტიკური და სუვერენიტეტული ტენდენციების აღზევებას, რეალიზმისა და ხისტი ძალის კონცეფციის დაბრუნებას.

მსოფლიოს ქვეყნები ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და აძლიერებენ თავიანთ შესაძლებლობებს ომის ისეთი ახალი ფორმების წინააღმდეგ, როგორებიცაა ჰიბრიდული ომები ან კიბერტერორიზმი.

ეს არასტაბილური გარემო იწვევს უამრავ გლობალურ პრობლემას, როგორც ეკონომიკურ, ასევე ფინანსურ სექტორში, მაგალითად როგორებიცაა მიწოდების ჯაჭვების რღვევა, ინფლაციის ზრდა, სავალუტო კრიზისი და საპროცენტო განაკვეთების მატება, საწვავის და სურსათის ფასების მრავალჯერადი მატება, კონვენციური და სავაჭრო ომები. ყოველივე ზემოთქმული აფერხებს გლობალურ ძალისხმევას სასათბურე გაზების ემისიების შესამცირებლად და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია საკმარისად სწრაფად რეაგირება ამ გამოწვევების ადეკვატურად გადასაჭრელად. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულმა წესრიგმა, რომელიც წარმოადგენდა გლობალურ პასუხს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ორივე მსოფლიო ომის წინააღმდეგ, დაიწყო ნგრევა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა როგორც ცენტრალური ფორუმი თანამშრომლობისა და გლობალური საკითხების გადასაჭრელად, ახლა ხშირად დგას გზაჯვარედინზე, მრავალ სხვა ორგანიზაციასთან ერთად, რომლებიც შექმნილია მსოფლიო მასშტაბის კონკრეტული ფენომენების მოსაგვარებლად.

რა ადგილი უნდა დაიკავოს ამ არასტაბილურ გარემოში ევროკავშირმა? თუ ევროკომისიის ხედვის თანახმად, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს გეოპოლიტიკური გავლენა, მას მოუწევს გაზარდოს თავისი შესაძლებლობები ძირითადი გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.

კონფერენცია „ძალაუფლების წესი თუ წესების ძალაუფლება?“. Read More »

საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მცდელობების შესახებ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაადანაშაულოს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მცდელობების შესახებ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაადანაშაულოს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

სახელისუფლებო პარტია და მისი თავმჯდომარე აგრძელებენ საკუთარი მოქალაქეებისა და სტრატეგიული პარტნიორების დადანაშაულების სრულიად უპასუხისმგებლო კამპანიას, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

ბოლო 5 თვის მანძილზე ბატონი კობახიძე და მისი კოლეგები, პრაქტიკულად ყოველდღიურად აბსოლუტური ტყუილისა და გაყალბებული რეალობის ტირაჟირებას ცდილობენ. სწორედ ამგვარი სიცრუის ნაწილია განცხადებები იმაზე, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდეს. დღეს ვიხილეთ მორიგი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის დაწყების მცდელობა, სადაც ბატონი კობახიძე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს ქსენოფობიაში ადანაშაულებს.
გარდა იმისა, რომ მორიგ ჯერზე ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებულ განცხადებებს ვისმენთ მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, მისი დღევანდელი განცხადებები ადამიანის უფლებების, მცირე ერების მედეგობისა და ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატების ელემენტარული, ფუნდამენტური პრინციპებისა და ცნებების უცოდინრობის კლასიკური გამოვლინება იყო.
უპირველეს ყოვლისა ერთმნიშვნელოვანად უნდა ითქვას რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გაუმართლებელი და უგუნური შეცდომა იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან და მას არავითარი გამართლება არა აქვს.
ზუსტად ისევე, როგორც არავითარი გამართლება აქვს 12 წლის წინ დაშვებულ შეცდომაში გაჯიუტებას. ამგვარი სიხისტე განსაკუთრებით გაუმართლებელი და დანაშაულებრივიც კია დღეს, როდესაც ერთი მხრივ კრემლის აგრესიამ და რუსი ჯარისკაცების სისატიკემ, წამების, არადამიანური მოპყრობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის უმძიმესი მაგალითები გვაჩვენა, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამრავლდა ზუსტად იმდაგვარი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების წინ გვესმოდა.
სავიზო რეჟიმის შემოღება, საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების სპეციალური შემოწმების ნორმების ამოქმედება და სხვა მსგავსი პროცედურები მხოლოდ ერთი ნაწილია მცირე ერების მედეგობის პოლიტიკის, რომელიც დიდი ხანია საქართველოს ხელისულებას ამოქმედებული უნდა ქონდეს ქვეყანაში „მწვანე კაცუნების“ შემოსვლის მსგავსი სცენარის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, და არაფერი აქვს საერთო ქსენოფობიასთან.
მაშინ როდესაც ხელისუფლება არ მოქმედებს, მოქალაქეების მხოლოდ ბუნებრივი ინსტიქტია რეაგირება მოახდინონ რუსი ტურისტების გაზრდილ ნაკადებზე და აჩვენონ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულება კრემლის პოლიტიკის მიმართ.
შესაძლოა სტატისტიკა სულაც არ იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი და სხვადასხვა მანიპულაციების ტექნიკების გამოყენების დათვლილი რიცხვები ამბობდეს, რომ მაგალითად 2019 წელს იმდენივე ან ცოტა ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. თუმცა ამგვარ სტატისტიკას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სრულიად ლეგიტიმურად სახეზეა მოსახლეობის დიდი ნაწილის სენსიტიურობა, მომეტებული საფრთხის განცდა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული წუხილი, რომ მის ნაწილობრივ  ისედაც ოკუპირებულ ქვეყანას შესაძლოა უფრო დიდი ხიფათი ელოდეს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ გაუგებარია ხელისუფლების:

  • უარი უსაფრთხოების ზომების გააქტიურებაზე,
  • საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციის არ არსებობა,
  • მუდმივი ბრალდებები, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები (და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის მხარდამჭერია ეს ხალხი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ინტერესებსაც ისევე წარმოადგენს ქართული ოცნება, როგორც მისი მიმდევრების) არიან ქსენოფობები, ომის მოსურნენი, ექსტრემისტები და სხვა,
  • დაპირისპირება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,
  • სიძულვილის და ბრალდებების კამპანია ამერიკელი და ევროპელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ,
  • დუმილი, ან უკეთეს შემთხვევაში მოკრძალებული საუბრები რუსული აგრესიისა და განსაკუთრებულად სასტიკი ქმედებების თაობაზე…

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, მუდმივად ბრალდებებს გვიყენებს და სხვადასხვა დანაშაულს გვაბრალებს საკუთარი ხელისუფლება, რომელმაც:

  • გასული წლის მიწურულს, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინაში რუსული აგრესიის მოლოდინში იყო საპარლამენტო სხდომა არ ჩაატარა სპეციალური გაცხადების მისაღებად, მხოლოდ იმიტომ რომ განცხადება ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული,
  • უარი თქვა ნატოს შესახებ რეზოლუციის მიღებაზე ისევდაისევ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ოპოზიციური ფრაქცია ლელოს მიერ იყო ინიცირებული,
  • საბოლოოდ, როდესაც მოახერხა და მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, ვერ გაბედა მასში მოვლენებისთვის რუსეთის აგრესია დაერქმია და აბსტრაქტულ საფრთხეზე ისაუბრა,
  • ბუჩას ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოების და ოპოზიციის რამდენიმე დღიანი მძაფრი პროტესტი დასჭირდა, რომ უკრაინაში სოლიდარობისა და თანამდგომის ვიზიტი განეხორციელებინა,
  • სრული იგნორირება გაუკეთა ბიჭვინთის უმძიმეს თემას, რომელსაც თავად აფხაზეთის საზოგადოებაც კი ქმედითად ეწინააღმდეგებოდა,
  • უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში ნატოს ქვეყნებისა და პარტნიორების იმ შეკრებებში (რამშტეინის ბაზაზე) არ მიიღო მონაწილეობა, სადაც რეგიონის უსაფრთხოების ზომებზე მსჯელობდნენ,
  • დღემდე ვერ მოახერხა, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო სამხედრო დახმარების სერიოზული პროექტების მონაწილე გაეხადა,
  • უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მადრიდის ნატოს სამიტიდან სრულიად უშედეგოდ ხელცარიელი დაბრუნდა,
  • ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო, ან უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს არ მომხდარიყო, და სხვა.

მაშინ როდესაც ხელისუფლება დუმს და არ მოქმედებს, სწორედ მოქალაქეები იცავენ და წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს. ზუსტად ასე მოხდა უკრაინის მხარდამჭერი მასობრივი საჯარო გამოსვლების დროს, ისევე როგორც ევროკავშირის მხარდამჭერი უპრეცედენტოდ დიდი დემონსტრაციების პირობებში. ადამიანები, რომლებიც ეძებენ ოკუპაციასთან შეურიგებლობის ფორმებს და ყოველდღიურად ქმნიან მედეგობის მაგალითებს სწორედ ის ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობელები, თანაქალაქელები არიან ვინც 20 ივნისს იდგნენ რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით, ადამიანები ვინც გადაწყვიტეს ხელისუფლების დუმილის პირობებში მთელი მსოფლიოსთვის ეთქვათ რომ საქართველოს ადგილი რუსული სამყაროდან შორს – ევროპაშია და არავის დაანებებენ ამ არჩევანს.

კიდევ ერთხელ, თითოეული ის ქართველი რომელიც დღეს უარს ამბობს რუსულ ენაზე მოემსახუროს რუსეთიდან შემოსულ ტურისტს, საკუთარი პროტესტი აჩვენოს რუსული ჩექმისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ, ტურისტულ ადგილებში გამოკიდოს უკრაინის დროშა როგორც საკუთარი სამოქალაქო პოზიციის უსიტყვი და ერთმნიშვნელოვანი გამოვლინება, ჩვენი ქვეყანის მედეგობის ფარს ქმნის და მათ მადლობა უნდა ვუთხრათ სამოქალაქო სიმტკიცისთვის.



საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მცდელობების შესახებ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაადანაშაულოს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ Read More »

სამოქალაქო საზოგადოების წერილი კარლ ჰარცელს

სამოქალაქო საზოგადოების წერილი
საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან – და პირადად თქვენგან.

თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში – ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას – იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.

განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში – სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება.

თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება.

ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით.

მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა.

ხელმომწერი ორგანიზაციები

  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  • დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  • დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  • უფლებები საქართველო
  • სამოქალაქო იდეა
  • გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ჭავჭავაძის ცენტრი
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  • მედიაომბუდსმენი
  • Საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • Საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • საფარი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)

სამოქალაქო საზოგადოების წერილი კარლ ჰარცელს Read More »

12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ერთობლივად შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება ადვილად განხორციელდეს 2022 წლის ბოლომდე.

სამოქმედო გეგმა შეიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების იმ მინიმუმს, რაც აუცილებელია ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • დემოკრატიის ინდექსი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაომბუდსმენი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • სასამართლოს გუშაგი
  • საფარი
  • სამოქალაქო იდეა
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის Read More »

ევროკავშირის პირობების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს

დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გარდამტეხ ფაზაშია შესული. საქართველოსთვის გაიხსნა ფანჯარა, რომელიც გვაძლევს ევროპასთან დაახლოების უნიკალურ შესაძლებლობას; ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლობის მხოლოდ მინიმუმს მიაღწია. საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუმცა, შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის არ დახურულა. ევროპულმა კომისიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 6 თვის შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი კვლავ დადგება ევროკავშირის დღის წესრიგში. 

საქართველოს ძალიან ცოტა დრო რჩება შესაძლებლობის წარმატებით გამოსაყენებლად, რაც გვავალდებულებს გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად. ამ მოცემულობაში, მმართველი ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, მიმართული ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობის დაკნინებისკენ, ან ისეთი საკითხების წინ წამოწევისკენ, რომელიც არ ემსახურება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 მოთხოვნის შესრულებას, წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პირობის შესრულებაზე ხელისუფლების სამივე შტოა პასუხისმგებელი. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პარლამენტის როლი, რადგან სწორედ მისი ვალდებულებაა, როგორც შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა, ასევე, მთავრობის მიერ პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა.

საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს დაასრულა მორიგი (საგაზფხულო) სესიის ფარგლებში მუშაობა და პირველად მიმდინარე მოწვევის განმავლობაში არ მოუთხოვია რიგგარეშე სესიის გამართვა. შექმნილ ვითარებაში, როდესაც ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება, საქართველოს პარლამენტის პასიურ როლში ყოფნა დაუშვებელია. 

ხელმომწერ ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საქართველოს პარლამენტმა განაახლოს სასესიო მუშაობა 12 პირობის შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია დღის წესრიგით, რომელშიც სულ მცირე, გათვალისიწნებული იქნება შემდეგი სწრაფად განხილვადი საკითხები:

  • საარჩევნო სისტემის რეფორმის დასრულება, საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის განხილვაც პარლამენტში გაჩერებულია ითვალისწინებს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2%-იანი საარჩევნო ბარიერით. საკონსტიტუციო ცვლილებები მრავალპარტიული მხარდაჭერით მიღებულია პირველი მოსმენით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასრულებულია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცედურების ყველაზე რთული ეტაპი; დარჩენილი მეორე და მესამე მოსმენებით აღნიშნული ცვლილებების მიღება, რიგგარეშე სესიის პირობებში, პარლამენტს რამდენიმე დღის ვადაში შეუძლია.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება. ცესკოს თავმჯდომარეს და ორ წევრს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის აგვისტოში ეწურებათ. პარლამენტმა ისინი 2 კვირის ვადაში საპარლამენტო ძალებს შორის კონსენსუსის ზოგადი (და არა საგამონაკლისო) წესით უნდა აირჩიოს.
  • ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. კნონპროექტი ინიცირებულია 2022 წლის 25 იანვარს, სარგებლობს საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ფართო მხარდაჭერით; ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო მაღალი დონის ელიტური კორუფციის ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ინიციატივა განხილულია ერთ-ერთ სავალდებულო კომიტეტზე და ასევე გაჩერებულია პარლამენტში. ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის პროცესის დასრულება პარლამენტს შეუძლია რიგგარეშე სესიის ფარგლებში, რამდენიმე დღეში.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის დანიშვნა და იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა ე.წ. ორმაგი 2/3 პრინციპით. იუსტიციის საბჭოს ხუთივე წევრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს პოლიტიკურ ძალთა შორის კონსენსუსის წესით. ამავდროულად, განხილულ უნდა იქნეს 2021 წლის ივლისში ინიცირებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილების შესახებ, რომელიც მიმართულია კორპორატივიზმის შემცირებასა და იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში არამოსამართლე წევრების ჩართულობის გაზრდისკენ. რიგგარეშე სესიის პირობებში, პარლამენტს შეუძლია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხილვა და მიღება რამდენიმე დღის ვადაში.

ჩამოთვლილი საკითხების განხილვით პარლამენტი შეასრულებს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 მოთხოვნიდან კონკრეტული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებულ პუნქტებს, ასევე, გადადგამს ნაბიჯებს დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ. პარლამენტმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტულად სასამართლოს ამბიციური რეფორმის და 12 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ყველა პირობის მორიგ სესიაზე შესრულების გეგმა.   
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას:

  • მიმართონ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით, ხსენებული დღის წესრიგით და დაიწყონ შესაბამისი მუშაობა პარლამენტში. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისთვის საკმარისია პარლამენტის 38 წევრის ხმა.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატების შერჩევის პროცედურები და უზრუნველყოს პროცესის წარმართვა ფართო ჩართულობით, პროცესის უზრუნველყოფისთვის საკმარისი ვადით ადრე, არაუგვიანეს 15 ივლისისა;
  • შერჩევის პროცესის დაგეგმვისას გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით გამოითქვა შერჩევის ბოლო ორ პროცესში მონაწილე და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ.

ხელმომწერი ორგანიზაციები: დემოკრატიის ინდექსი – საქართველოდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
სამოქალაქო იდეა
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)

ევროკავშირის პირობების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს Read More »

ნატოს დოკუმენტში მოლდოვასთან ერთად მოხსენიება არის მარცხი საქართველოსთვის – თინათინ ხიდაშელი

„ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის და ნულოვანი შედეგი“, — ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს მადრიდის სამიტის შედეგებს თბილისისთვის და დეკლარაციაში საქართველოს მოლდოვასთან დაჯგუფებას.

„დიდი პატივისცემით მოლდოვასადმი, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ჩემთვის პირადად ნატოს სამიტზე (ხაზს ვუსვამ, რომ ნატო-ზე ვსაუბრობ და არა — ევროკავშირზე) რამე ტიპის დოკუმენტი, რომელშიც საქართველო და მოლდოვა ერთად არის მოხსენიებული, არის ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის. სულ რამდენიმე წლის წინ, მოლდოვა ჰორიზონტზე არ არსებობდა [ნატოსთვის]. ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორებში, ფინეთთან და შვედეთთან ერთად. ახლა უცბად ვართ მოლდოვასთან ერთად პროგრამაში, რომელიც არ ვიცით რა არის და რომელსაც გვპირდებიან, რომ იქნება. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ აბსოლუტური ნულოვანი ჩართულობის, ნულოვანი ბრძოლის, ნულოვანი მოთხოვნის, რომელიც გააფორმა პრემიერმა ყატარში ფორუმზე, როდესაც თქვა, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე — ნატო. ამის შედეგია, რაც მივიღეთ მადრიდში. ძალიან მრცხვენია, რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩვდით“, — ამბობს ხიდაშელი.

ხიდაშელის თქმით, ნატოს არასდროს დაუსახელებია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გაწევრიანების წინაღობად და ქართული მხარის მიერ ამ „არგუმენტზე“ აპელირება რუსეთისადმი კაპიტულაციური გზავნილის გაჟღერების ტოლფასია.

თინა ხიდაშელის შეფასებით, თავისთავად ცუდი ფაქტია, რომ მადრიდის სამიტის დეკლარაციაში პირველად, 2008 წლის შემდეგ, არ არის ჩანაწერი, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საქართველოს გაწევრიანების შესახებ. თუმცა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ადასტურებს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს.

„გასაგებია, რომ იგულისხმება [რომ გადაწყვეტილება ძალაშია] და ხელისუფლება ამას იტყვის, მაგრამ როგორც წესი, არაფერი იგულისხმება ხოლმე და როგორც წესი, ბოლომდე ვიბრძვით ხოლმე ასეთი ტიპის ჩანაწერების შენარჩუნებისთვის“, — დასძინა ხიდაშელმა.

“ნეტგაზეთი“

ინტერვიუ სრულად: ?

https://netgazeti.ge/opinion/618812/?fbclid=IwAR0rXC0d7tAd0quClWMvyhRVL-4WJ2ypXC9mRGZjZFwGNqyQ54_7Dz7MMFc

ნატოს დოკუმენტში მოლდოვასთან ერთად მოხსენიება არის მარცხი საქართველოსთვის – თინათინ ხიდაშელი Read More »

სამოქალაქო სექტორი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ჩინჩალაძის ხელახალი ვადით დანიშვნას ეხმიანება

ხელმომწერი პირები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ხელახალი ვადით დანიშვნის მცდელობას და მოუწოდებენ მოსამართლეებს არ დაუჭირონ მხარი კლანური მმართველობის გამაძლიერებელ გადაწყვეტილებებს.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს ამოეწურა  სასამართლოს თავმჯდომარეობის 5 წლიანი ვადა. კანონით, სასამართლოს თავმჯდომარეს ამავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს.

სასამართლო სისტემის მიმართ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მზარდი კრიტიკის ფონზე იუსტიციის საბჭო, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოებისგან მალულად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში.  იუსტიციის საბჭომ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება დროებით დააკისრა კლანის არაფორმალურ ლიდერს, მიხეილ ჩინჩალაძეს. ამ დრომდე ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის.

მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში დანიშნულია 2007 წლიდან, მაშინ, როდესაც იმდროინდელი მთავარი პროკურორის გავლენით, მოსამართლეებზე არაფორმალური კონტროლის განხორციელების მიზნით, პროკურატურის სისტემიდან მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა რამდენიმე კაციანი ჯგუფი. 2016 წელს, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძეს ეწურებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათწლიანი ვადა, საქართველოს პარლამენტმა დასრულებული კანონპროექტი დააბრუნა ხელახლა განსახილველად  და შეიტანა მასში ცვლილება, რომელიც მორგებული იყო კონკურენციის გარეშე მიხეილ ჩინჩალაძის უვადო დანიშვნაზე. ამ ცვლილების საფუძველზე ის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა 2017 წლიდან.

2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის მოსაზრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა არის საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანად არსებობის მნიშვნელოვანი დაბრკოლება. მოსაზრებაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ პირობად აღნიშნულია მართლმსაჯულების ინსტიტუციურ ჯაჭვში სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ამ დრომდე პარლამენტს არ ჰყავს დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭში, რაც იმას ნიშნავს რომ საზოგადოება არ მონაწილეობს საბჭოს საქმიანობაში, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს. იუსტიციის საბჭოს მიერ ამ ვითარებით სარგებლობა და კლანის არაფორმალური ლიდერისთვის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივება აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ იუსტსიციის უმაღლეს საბჭოს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს:

  • მხარი არ დაუჭირონ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობზე.
  • თავმჯდომარის შერჩევის პროცესი გაიმართოს გამჭირვალედ, ინკლუზიურად, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციები ჩატარდეს საჯაროდ.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სასამართლოს გუშაგი
სამოქალაქო იდეა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ევროპულ ქართული ინსტიტუტი

სამოქალაქო სექტორი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ჩინჩალაძის ხელახალი ვადით დანიშვნას ეხმიანება Read More »

კონფერენცია- “ევროპის ახალი გეოსტრატეგიული რეალობა – არის თუ არა გაფართოება მისი ნაწილი?”

2-4 ივნისს, მიუნხენში, Bled Strategic Forum- თან თანამშრომლობით, გაიმართა კონფერენცია- “ევროპის ახალი გეოსტრატეგიული რეალობა – არის თუ არა გაფართოება მისი ნაწილი?”.

ღონისძიების მოხსენებლები იყვნენ: თინათინ ხიდაშელი- Civic IDEA-ს თავმჯდომარე,  ზორან ნეჩევი-  დემოკრატიის ინსტიტუტის  Societas Civilis Skopje – IDSCS  – უფროსი მკვლევარი და ადნან კერიმაგიჩი – ევროპული სტაბილურობის ინიციატივის უფროსი ანალიტიკოსი.

კონფერენცია ეხებოდა უკრაინაში, რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეულ ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ რეალობას. მომხსენებლებმა ისაუბრებს გაფართოების გზაზე არსებულ გამოწვევებზე და ევროპის პოლიტიკურ მომავალზე, რომელიც ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ინსტრუმენტია. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა პიტერ გრკი- ბლედის სტრატეგიული ფორუმის გენერალური მდივანი.

კონფერენცია- “ევროპის ახალი გეოსტრატეგიული რეალობა – არის თუ არა გაფართოება მისი ნაწილი?” Read More »

Scroll to Top