ანაკლიის პორტი – საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგი ნაბიჯი
ანაკლიის პორტი – საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგი ნაბიჯი Read More »
„სამოქალაქო იდეა“ გიზიარებთ ანგარიშს „ჩინეთის საკრედიტო პოლიტიკის ხაფანგების“ შესახებ.
ანგარიშში აღწერილია ჩინეთის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულებების ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც ჩინეთის ვალის ხაფანგის დიპლომატიის საფუძველს წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში მიმოხილულია კონკრეტული ქვეყნების შემთხვევები, რომლებიც საკრედიტო პოლიტიკის ხაფანგების გამო ვალის გადახდის პრობლემის წინაშე დგანან.
ჩინეთის-საკრედიტო-პოლიტიკის-ხაფანგებიჩინეთის საკრედიტო პოლიტიკის ხაფანგები Read More »
„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას „ჩინეთის საიდუმლო კიბერთავდასხმების“ შესახებ.
დოკუმენტი მიმოიხილავს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ გასულ წლებში განხორციელებულ კიბერშეტევებს. ანგარიშში, აშშ-ს სასამართლოს საბრალდებო აქტის შესაბამისად, აღწერილია კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი პირების მოქმედების ტაქტიკა და ხაზგასმულია მათი კავშირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.
ჩინეთის-საიდუმლო-კიბერთავდასხმებიჩინეთის საიდუმლო კიბერთავდასხმები Read More »
„სამოქალაქო იდეა“ გიზიარებთ ჩინეთთან დაკავშირებული კომპანიების მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებულ კიდევ ერთ კვლევას: “ჩინეთის კორპორაციული ძალის თამაში: Guizhou Provincial Highway Engineering Group Co და ჩინეთის ეროვნული ტექნიკური იმპორტისა და ექსპორტის (CNTIC) კორპორაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.“ ანგარიში იმ ორ ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიების დარღვევებს მიმოიხილავს, რომელიც ერთობლივი საწარმოს სახით რიკოთის შემოვლითი გზის ერთ-ერთ მონაკვეთს აშენებს. კვლევა აღწერს როგორც მათ აქტივობებს საქართველოს ბაზარზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებებს ჩინეთის ეროვნული ტექნიკური იმპორტისა და ექსპორტის კომპანიასთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ სრული ანგარიში: 👇
მულტივექტორულობის საშიში ილუზია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაში
„სამოქალაქო იდეა“ ეხმიანება პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებას, რომელშიც მან საქართველოს პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთ სიბრტყეში გაიყვანა. მეტიც, მან დაუფარავად აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ამერიკასთან გვაქვს „გარკვეული სისუსტე“ თანამშრომლობის დინამიკაში, რაც მთლიანად ამერიკულ მხარეს გადააბრალა და იმავდროულად, ისაუბრა ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ ინტერესებზე საქართველოში. კობახიძემ, ამ განცხადებით, დაადასტურა ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ – ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესების თაობაზე – ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მიერ ხშირად გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა ვითარების კომპენსატორად ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა შემოგვთავაზა.
მხოლოდ ფაქტები:
2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, 2009 წელს გაეროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებისას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა;
კოვიდ პანდემიის დროს, როდესაც მცირე ეკონომიკის ქვეყნები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, ამერიკული დახმარების პროგრამები არც ერთი დღით არ გაჩერებულა, ქვეყანაში ასევე შემოდიოდა ამერიკული ინვესტიციები, მაშინ როცა ჩინეთის ისედაც მიზერული საინვესტიციო პაკეტი ნულოვან ნიშნულს ჩამოსცდა.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერის თვალსაზრისით, აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებული აშკარა ასიმეტრიის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების უკან საგარეო პოლიტიკური პოპულიზმიდგას, რაც შიდა პოლიტიკურ-პარტიული ინტერესებისთვის ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების იგნორირებასა და უგულებელყოფაზე გადის.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ეროზიის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიული ბუნდოვანების პოლიტიკა აირჩია. ერთი მხრივ, მოსახლეობის ზეწოლით აცხადებს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის სურვილს და მეორე მხრივ, ზრდის სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან, პარალელურად კი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადს აკეთებს ჩინეთთან.
აღნიშნული საგარეო პოლიტიკური ქცევის ლეგიტიმატორად, ვერ გამოდგება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების აბსტრაქტული კლიშეები. ბატონი კობახიძის განცხადება, რომ „ორივე ზესახელმწიფოსთან საქართველოს ურთიერთობის [თანაბრად] გაღრმავება“ უნდა, საუკეთესო შემთხვევაში, სასურველის რეალობად წარმოჩენის გულუბრყვილო სურვილია და უარეს შემთხვევაში, უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოკლებული, საქართველოს მოსახლეობისთვის მიყიდული ბოროტი პოპულიზმი. „დიდი სახელმწიფოების კონკურენციის ერაში“, აშშ-ს და ჩინეთთან ურთიერთობების თანაბრად გაღრმავების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება ნებისმიერი აქტორისთვის, მით უფრო მცირე სახელმწიფოსთვის.
კიდევ უფრო აბსურდულია, ჩინეთის გავლენებით, საქართველოში რუსეთის ინტერესების დაბალანსების შესაძლებლობაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთქმედება ეფუძნება კოოპერაცია- კონკურენცია-ურთიერთშევსების ფორმულას, ხოლო უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ეს ორი სახელმწიფო კოორდინირებულად მოქმედებს წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის საბოლოო რევიზიისათვის, რაც საბოლოოდ საქართველოს ტიპის სახელმწიფოებს რუკიდან გაქრობას უქადის.
სინამდვილეში ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ამოცანები ქართული ოცნების პარტიულ დღის წესრიგს ემსახურება – ძალაუფლების შენარჩუნება. დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით (რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობისას, ხშირად არიან შეზღუდული, პოლიტიკური სისტემის შინაარსით), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ნებისმიერი ტიპის რეჟიმთან თანამშრომლობს, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის ქვეყნებში.
შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ საშინაო ავტორიტარიზმის ზრდის პირდაპირპროპორციულად, ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკურ მაშველ რგოლად ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება მოევლინა. ეს კონკრეტული მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაუბალანსებელი, ინსტიტუციური კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მიღმა დარჩენილი ხელისუფლება უზარმაზარი საფრთხის მატარებელია საქართველოს მომავლისთვის.
ქართული ოცნების ხელში უკონტროლო უმრავლესობის არსებობის პირობებში ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ხელში შეგვრჩეს კომუნისტური პარტიის მიერ ,,ლეგიტიმიზირებული’’ ავტორიტარიზმი, ერთი მხრივ, სიღარიბის და მეორე მხრივ, პოლიტიკური ელიტების ჩაცემენტებით.
გიზიარებთ NED-ისა და „Caps Unlock“- ის მხარდაჭერით „სამოქალაქო იდეას“ მიერ მომზადებულ ანგარიშს – „შრომითი უფლებების მონიტორინგი“.
დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით 2023 წელს ორგანიზაციამ საქართველოს ბაზარზე ოპერირებადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებული 8 კომპანია გამოიკვლია.
დოკუმენტი ეყრდნობა სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგებსა და დასკვნებს, ასევე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მედია მონიტორინგისა და დაზარალებულებთან მრავლობითი ინტერვიუების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს.
კვლევის შედეგად, ორგანიზაციის აზრით, იკვეთება ისეთი ტიპის ღონისძიებების გატარების საჭიროება, რომელიც კომპანიებს საშუალებას არ მისცემს უგულებელყონ შრომით-სამართლებრივი ნორმები და შედეგად დაირღვეს დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური თუ სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებები.
ვრცლად 👇
შრომითი უფლებების მონიტორინგი Read More »
საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების შესახებ. ქართული ოცნების მარცხი და სახელმწიფო ინტერესების დაუცველობის მაგალითი, სტრატეგიული თანამშრომლობის განაცხადის მიხედვით!

ფაქტები ქართული ოცნების დემაგოგიის ნაცვლად Read More »
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა შეშფოთებით აკვირდება ქართული ოცნების წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ, პლატფორმის წევრი ორგანიზაციის – „სამოქალაქო იდეა – ინიციატივა დემოკრატიული, ევროატლანტიკური არჩევანისთვის“ კამპანიურ დისკრედიტაციის მცდელობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ამ კონტექსტში მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ე.წ. ,,აგენტების შესახებ კანონის“ არმიღებაზე წუხილი და აქცენტირება.
მივიჩნევთ, რომ ამგვარი მიდგომა და რიტორიკა, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სექტორსა და მმართველ გუნდს შორის საჭირო თანამშრომლობას – ევროკავშირიდან საქართველოსთვის 9 დათქმის შესასრულებლად, ასევე ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და საქართველოს პარლამენტს შორის გაფორმებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან განსაკუთრებულად დადებითად შეფასდა, როგორც კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკომუნიკაციო დოკუმენტში, ისე სხვა დოკუმენტებსა და მაღალი დონის გამოსვლებში.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას , არ გადადგას უკუნაბიჯები პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გზაზე , რაც პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლის.
იხილეთ ბმული 👇
საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება Read More »