მედია და საინფორმაციო გარემო

დრაკონის გზა ქართულ მედიაში: ჩინეთი ქართულ საინფორმაციო გარემოში

წარმოგიდგენთ ახალ ანგარიშს – „დრაკონის გზა ქართულ მედიაში: ჩინეთი ქართულ საინფორმაციო გარემოში“, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ყალიბდება ქართულ მედიაში ისეთი საინფორმაციო გარემო, რომელიც ასახავს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ კურსს და, პარალელურად, ცდილობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობის მოდელის გამოყენებით საქართველოს მოსახლეობისთვის განვითარების ალტერნატიული და სასურველი გზის შეთავაზებას.

მედიის ანალიზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს პროპაგანდისტული გზავნილების სისტემურ გავრცელებაზე და კარგად სტრუქტურირებულ ნარატივების არსებობაზე, რომელთა მიზანია:

  • ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაცია;
  • დასავლეთის, როგორც კრიზისული, სუსტი და არამდგრადი სივრცის წარმოჩენა;
  • ჩინეთის, როგორც სტაბილური, წარმატებული და სასურველი ალტერნატივის დამკვიდრება.

ძირითადი მიგნებები:

ანგარიშის მიხედვით, ქართულ მედიაში ჩინეთთან დაკავშირებული კონტენტი მკვეთრად გაიზარდა და უფრო სტრუქტურირებული გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ ხელისუფლების პრიორიტეტად იქცა.

გამოკვეთილია შემდეგი ტენდენციები:

  • პროსამთავრობო მედიაში ჩინეთი სისტემატურად წარმოჩენილია როგორც ძლიერი, მშვიდობიანი და სანდო პარტნიორი, მაშინ როცა კრიტიკული შეფასებები პრაქტიკულად არ ფიქსირდება;
  • პარალელურად, დასავლეთი ხშირად არის წარმოდგენილი კრიზისის, მორალური დეგრადაციისა და პოლიტიკური სისუსტის კონტექსტში;
  • მედიადისკურსში მუდმივად იქმნება კონტრასტი: ჩინეთი ახერხებს იქ, სადაც დასავლეთი მარცხდება – იქნება ეს ომი და მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება თუ გლობალური სტაბილურობა;
  • ზოგიერთი მედიასაშუალება პირდაპირ იღებს დაფინანსებას ჩინეთის საელჩოსგან და ავრცელებს შინაარსს, რომელიც შეიცავს პროპაგანდის მკაფიო ნიშნებს;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქებაც კი ვერ უზრუნველყოფს თემის დაბალანსებულ წარმოდგენას და ხშირად ემთხვევა ხელისუფლების ნარატივს;
  • მედიაგარემოში ფორმირდება აღქმა, რომ ჩინეთთან დაახლოება წარმოადგენს „პრაგმატულ“ და დასავლეთის ალტერნატიულ საგარეო კურსს.

 

ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ ჩინეთის შესახებ პოზიტიური ნარატივები სისტემატურად არის ჩასმული დასავლეთის „მარცხის“ კონტექსტში, რაც ქმნის ერთიან საინფორმაციო ჩარჩოს – ჩინეთი წარმოდგენილია, როგორც წარმატების მოდელი, ხოლო დასავლეთი  როგორც კრიზისის და წარუმატებლობის მაგალითი. 

აღნიშნული ტენდენციები ქმნის სერიოზულ გამოწვევას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის. ეს პროცესები ცხადყოფს, რომ საინფორმაციო გავლენა აღარ არის მხოლოდ მედიის საკითხი, ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანსა და დემოკრატიული განვითარების მომავალს. 

დრაკონის გზა ქართულ მედიაში: ჩინეთი ქართულ საინფორმაციო გარემოში Read More »

ერთ ენაზე მოლაპარაკე პროპაგანდა: ‘Sputnik საქართველო” კრემლისა და პეკინის ინტერესების სამსახურში.

გიზიარებთ „სამოქალაქო იდეას“ ახალი კვლევას: “ერთ ენაზე მოლაპარაკე პროპაგანდა: ‘Sputnik საქართველო” კრემლისა და პეკინის ინტერესების სამსახურში”. 

ანგარიში აანალიზებს, როგორ აშუქებდა კრემლთან დაკავშირებული მედია პლატფორმა Sputnik საქართველო“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს 2015-2025 წლებში და რა ნარატივებით ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

კვლევა ეფუძნება ასობით სტატიის, ვიდეოგრაფიკისა და საჯარო კომენტარის მონიტორინგს და აჩვენებს, რომ ანაკლიის პორტი „სპუტნიკისთვის“ არ ყოფილა მხოლოდ ეკონომიკური ან ინფრასტრუქტურული საკითხი. ის გამოყენებულია როგორც გეოპოლიტიკური გავლენისა და საინფორმაციო მანიპულაციის ინსტრუმენტი, სადაც პროექტის გარშემო სისტემურად იქმნებოდა კონკრეტული პოლიტიკური სურათი.

 

მთავარი მიგნებები: 

  • სამთავრობო, პრორუსული და პრო-ჩინური ნარატივების ერთიანი კონსტრუქცია: „სპუტნიკ საქართველო“ ქმნის ჰიბრიდულ საინფორმაციო ჩარჩოს, სადაც „ქართული ოცნების“ შეხედულებები სრულ თანხვედრაშია რუსული საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან და პარალელურად ემსახურება ჩინეთის ინტერესებსაც. ანაკლიის პორტი ერთ-ერთ საკვანძო თემად არის გამოყენებული.
  • ანაკლიის პორტის საკითხის დასავლეთ-აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში წარმოჩენა: მედია თემას სისტემატურად აყალიბებს როგორც აშშ-ის გავლენების „შემზღუდავ“ პრაქტიკას, ხოლო ჩინურ ინვესტიციებს წარმოაჩენს საქართველოს „სუვერენული არჩევანის“, განვითარების შესაძლებლობისა და გეოეკონომიკური ალტერნატივის გზად. თუმცა, ფორმირებული საინფორმაციო ჩარჩო იმეორებს კრემლის სტრატეგიულ ნარატივს, რომლის თანახმადაც „პროექტის მუდმივად გადადება, მის არასანდოობაზე მიუთითებს“.
  • დასავლეთის ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკოსების დისკრედიტაცია:  სპუტნიკი“ იყენებს აგრესიულ, ირონიულ და ნეგატიურ ტონს ქართული ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ამერიკის ელჩის, ამერიკელი კონგრესმენებისა თუ სხვა დასავლელი კრიტიკოსების წინააღმდეგ, რაც ემსახურება პერსონალური რეპუტაციისა და ნდობის შემცირებას. მასალების (2015–2025) ანალიზი ცხადყოფს, რომ „სპუტნიკი“ წლების განმავლობაში მანიპულირებდა ანაკლიის პორტის თემით რუსული ინტერესების თვალთახედვით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პლატფორმის სტრატეგიულ და არა ეპიზოდურ საინფორმაციო მოქმედებაზე.

ერთ ენაზე მოლაპარაკე პროპაგანდა: ‘Sputnik საქართველო” კრემლისა და პეკინის ინტერესების სამსახურში. Read More »

დრაკონის ღიმილი: ჩინეთის რბილი ძალა საქართველოში

„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ ახალ ანგარიშს – „დრაკონის ღიმილი: ჩინეთის რბილი ძალა საქართველოში“.

ანგარიში ეხება საქართველოში ჩინეთის რბილი ძალის გავლენას. კერძოდ, დოკუმენტში მიმოხილულია სინო-ქართული თანამშრომლობა კულტურის ცალკეულ სფეროში, მათ შორის, კინოინდუსტრიასა და თეატრში.

ანგარიში, ასევე, განიხილავს ქართული ორგანიზაციების თუ ცალკეული ქართველი ბიზნესმენის როლს სინო-ქართული კულტურული ურთიერთობების განვითარებაში. კვლევის შედეგად დგინდება, რომ სამთავრობო დონეზე ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს კავშირების ინტენსიფიკაციასთან ერთად, კულტურული კავშირებიც ძლიერდება.

ანგარიშის მიხედვით, სინო-ქართული კულტურული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი გახდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის მიერ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი: „საუკუნის მესამედი – საქართველო-ჩინეთი“, რომელიც გამოქვეყნდა 2025 წლის იანვარში.

სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე: 👇

დრაკონის ღიმილი: ჩინეთის რბილი ძალა საქართველოში Read More »

“The Dragon Dance- ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე

19 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან ერთად უმასპინძლა რიგით მეორე მედია მონიტორინგის ანგარიშის: “The Dragon Dance: ჩინეთის გავლენები ქართულ მედიასა და აკადემიაში” პრეზენტაციას თბილისში, სასტუმრო ჯინჯერში. მედია ანგარიში იკვლევს ჩინეთის პოზიციონირებას სხვადასხვა ქართულ მედიასაშუალებებში და განიხილავს სინო-ქართულ აკადემიურ პარტნიორობას. ანგარიში 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის დაკვირვებებს მოიცავს. კვლევაში თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია იყო გამოყენებული, რომელიც მოიცავდა სამაგიდო კვლევას, მედიის მონიტორინგს კონტენტ-ანალიზის მეშვეობით, შემთხვევების თვისებრივ შედარებას, ფოკუს ჯგუფებსა და სიღრმისეულ ინტერვიუებს. აღნიშნული კვლევისას მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ მედია საშუალებებზე:   მთავარი არხი, TV პირველი, საზოგადოებრივი მაუწყებელი,  POSTV , BM.ge,  Sinomedia.ge,  Sinologia.ge, SputnikGEO. 

პრეზენტაციების სანახავად გახსენით:

 მედია ლანდშაფტის მიღმა, კვლევამ შეისწავლა ჩინეთსა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების ფონზე. აღნიშნულმა პარტნიორობამ გზა გაუხსნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო თანამშრომლობისთვის, მათ შორის სტიპენდიების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების და ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის პროგრამების პოპულარიზაციას. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ტრანსფორმაციაა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტად (GIU), რაც ჩინური დაინტერესებული მხარეების მიერ მოტივირებული რებრენდინგით არის გამოწვეული.

 კვლევამ ასევე ხაზი გაუსვა Sinomedia-ს მსგავსი პლატფორმების როლს ამ საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობაში. ჩინეთის უნივერსიტეტების ქართველი კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი Sinomedia ხელს უწყობს ჩინური საგანმანათლებლო პროგრამების, კონკურსებისა და ენის კურსების პოპულარიზაციას საქართველოში. თუმცა, კვლევაში ასევე ასახულია უსაფრთხოების ის რისკებიც რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აკადემიური თანამშრომლობის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს. ანგარიში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სიფხიზლისკენ და ამ რისკების აღიარებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი ჩინეთთან პარტნიორობის დინამიკის ტენდენცია კვლავაც მზარდია. კვლევა დამატებით ასახავს სხვადასხვა ღონისძიებებსა და ინიციატივებს, როგორებიც არის საერთაშორისო კონკურსები და პარტნიორობა ჩინურ სააგენტოებთან, რაც საქართველოს აკადემიურ სექტორში ჩინეთის გავლენის გაფართოების თვალსაჩინო მაგალითია. 

სამოქალაქო იდეა მადლობას უხდის ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრსა და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს (NED) გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

იხილეთ კვლევა
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ფოტოები

“The Dragon Dance- ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე Read More »

სამოქალაქო იდეას ანგარიში „ჩინეთის როგორც „მეომარი მგლის“ პოლიტიკა მედიაში – საქართველოს მაგალითი“

სამოქალაქო იდეას ანგარიში „ჩინეთის როგორც „მეომარი მგლის“ პოლიტიკა მედიაში – საქართველოს მაგალითი“

სამოქალაქო იდეა მოხარულია გაგიზიაროთ ახალი ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენებს ქართულ მედიაში. კვლევის მიზანია, როგორც შინაარსობრივი, ასევე სისტემური ანალიზის საშუალებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის სტრატეგიის კონტექსტში განსაზღვროს ჩინეთის გავლენის მასშტაბი ქართულ მედიაზე, როგორც ტრადიციულ, ისე ე.წ. ახალ მედიაზე. მედია ანგარიში ასახავს, თუ როგორ არის გაშუქებული ჩინეთი ქართულ მედიაში და როგორ სრულდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის სტრატეგიული მისია – “კულტურულ ფრონტზე” პროპაგანდისტული და ტაქტიკური მიდგომებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.  ანგარიშში ნათლად ჩანს, თუ როგორ იყენებს იგი ამ გავლენას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებზე კონტროლის დასამყარებლად. ამავდროულად, მედიის სისტემატური ანალიზი მიზნად ისახავდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და მასთან დაკავშირებული ბიზნეს აქტორების წილის შემოწმებას, როგორც მედიის მფლობელობაში, ასევე სარეკლამო ბაზარზე.

ანგარიში შექმნილია ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან თანამშრომლობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ ანგარიში აქ ?

თინათინ ხიდაშელი ევრონიუსის ეთერში
https://fb.watch/m0yA8koLlH/

სამოქალაქო იდეას ანგარიში „ჩინეთის როგორც „მეომარი მგლის“ პოლიტიკა მედიაში – საქართველოს მაგალითი“ Read More »

Scroll to Top