ამბები

თინათინ ხიდაშელი ჩინური კომპანიის CEFC -ის შესახებ

თინათინ ხიდაშელი ჩინური კომპანიის CEFC -ის შესახებ გადაცემაში “მთავარი შაბათს“

თინათინ ხიდაშელი ჩინური კომპანიის CEFC -ის შესახებ Read More »

“მთავრობის შემოჭერილი ქამრები: რა ღირს საარჩევნო ლოიალობა?”

გთავაზობთ ანგარიშს “მთავრობის შემოჭერილი ქამრები: რა ღირს საარჩევნო ლოიალობა?” არჩევნების დროს საბიუჯეტო რესურსების მმართველი პარტიის ლოიალობის უზრუნველსაყოფად გამოყენების შესახებ. 

პირველ ანგარიშში სპორტული ღონისძიებების  და სპორტსმენების საკითხს შევეხებით. 

მთავრობის-შემოჭერილი-ქამრები-ანუ-რა-ღირს-საარჩევნო-ლოიალობა-

ანგარიშის ჩამოსატვირთად იხილეთ ლინკი ?

“მთავრობის შემოჭერილი ქამრები: რა ღირს საარჩევნო ლოიალობა?” Read More »

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოში პოლონეთის ელჩის განცხადებებს ჩინური კომპანიების შესახებ და პასუხი გავცეთ მის მიერ დასმულ შეკითხვებს.

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოში პოლონეთის ელჩის განცხადებებს ჩინური კომპანიების შესახებ და პასუხი გავცეთ მის მიერ დასმულ შეკითხვებს. დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ სრულად ვიზიარებთ მის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. „სამოქალაქო იდეა“ 2018 წლიდან აწარმოებს კვლევებს საქართველოში ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ და საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია ჩვეულებრივ ამბად იქცა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეპუტაცია შელახული, ჩინური კომპანიების საქართველოში ტენდერებში მონაწილეობა და გამარჯვება. მათ უმრავლესობას კორუფციულ გარიგებებში ამხელდა არა მხოლოდ მსოფლიო მედია, არამედ მრავალ ქვეყანაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პატიმრობაში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნების პრემიერები, მინისტრები და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები. მიუხედავად ზღვა ინფორმაციისა და უამრავი მტკიცებულებისა არ არსებული ბიზნეს ეთიკისა და კორუფციული გარიგებების შესახებ, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს ამ კომპანიებთან თანამშრომლობას, რაც სრულიად ბუნებრივად აჩენს კორუფციული გარიგებების ეჭვებს.

აღნიშნულ კომპანიებს გარდა იმისა რომ ვერ უზრუნველყოფენ მომსახურების ხარისხიან, დროულ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში მოწოდებას ქვეყანაში შემოაქვთ უსამართლო თამაშის წესები და აბსოლუტურად უკარგავენ აზრს კანონმდებლობით დადგენილ გამჭვირვალე სატენდერო სისტემას. ჩვენი კვლევების ობიექტივში სხვადასხვა დროს აღმოჩნდა კომპანია CEFC რომლის პრაქტიკულად ყველა მაღალი თანამდებობის პირი უმძიმესი ბრალდებებით ნიუ იორკის ციხეში იმყოფებიან და ამის მიუხედავად სწორედ ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75 პროცენტი გადასცათ. ეს ის კომპანია სადაც გადამდგარი პრემიერი ღარიბაშვილი, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დასაქმდა. ყოფილი მაღლჩინოსნების გამოყენებით ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების ხელში ჩაგდება CEFC-ის სამარკო ნიშანია 2 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და არც საქართველო იყო გამონაკლისი ამ თვალსაზრისით.

მეორე კომპანია, რომელზეც დაინტერსებულ საზოგადოებას დეტალური კვლევა შევთავაზეთ გახლდათ ასევე სკანდალებით და კორუფციული გარიგებებით ცნობილი სინოჰდრო, რომელიც მისი საქმიანობის გამო მრავალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ შავ სიაში იყო შეყვანილი, თუმცა ვერც ამან შეუშალა ხელი საქართველოს მთავრობას მათთან მრავალი ასეული მილიონის ხელშეკრულებები გაეფორმებინათ. მთავრობის ოფიციალური წყაროების მიხედვითვე სინოჰიდრომ, ვერც ერთ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ვერ გაართვა თავი ვერც დადგენილ დროში და ვერც დადგენილი პირობებით, თუმცა მთავრობამ 2020 წელს მორიგი ხელშეკრულება გააფორმა მათთან.

მესამე კომპანია, რომლის საქმიანობის კვლევაც „სამოქალაო იდეამ“ განახორციელა გახლავთ კომპანია „TBEA ltd“, რომელიც ასევე საერთაშორისოდ, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე „ძალიან ცნობილი“ რეპუტაცია შელახული კომპანიაა. კორუფცია და მანიპულაციები არის ჩვეულებრივი ამბავი ინტერნეტ სივრცეში „ტბეას“ შესახებ არსებულ ისტორიებში. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველა კონკურენტი ჩამოაშორონ და ყოველ ჯერზე უზრუნველყოფილი იყოს მისი გამარჯვება. საოცარი ისტორიაა „ტბეას“ მოგებული კონტრაქტები:

– თუკი „ტბეა“ ვერ ახერხებს იყოს საუკეთესო შემომთავაზებელთა შორის, იშლება და ცხადდება ახალი ტენდერები, სწორედ „ტბეაზე“ მორგებული პირობებით;

– მიუხედავად ახალი ტენდერისა თუკი ტბეა მაინც ვერ ახერხებს გამარჯვებას, სრულიად აბსურდული მიზეზებით ხდება კონკურენტების დისკვალიფიკაცია, და სხვა.

– მაგალითად, ერთ ერთ ჩაშლილ და ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ტბეა მე-4 ადგილზე გავიდა კონკურენტებს შორის, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა სატენდერო კომისიას 3! კომპანიის დისკვალიფიკაცია მოეხდინათ, სწორედ ჩინური ტბეას გასამარჯვებლად.

მეტი ინფორმაცია, ფაქტები, კონკრეტული დოკუმენტები და მიზეზები ჩინური კომპანიების ხელოვნურად ხელშეწყობის შესახებ, იხილეთ ჩვენს კვლევებში, ჩვენს ვებ გვერდზე.

გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათი 03.04.2021

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/229668878934702

https://fb.watch/5TrUKlazgq/

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოში პოლონეთის ელჩის განცხადებებს ჩინური კომპანიების შესახებ და პასუხი გავცეთ მის მიერ დასმულ შეკითხვებს. Read More »

სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში “საგანგებოობანას ვირუსი “

სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში “საგანგებოობანას ვირუსი “

ზემოთ განხილული შემთხვევები ნათელი მაგალითია იმისა, რომ პანდემიამ გლობალური დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და თითქმის ყველა სახელმწიფომ განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი ამ კუთხით, თუმცა მთავრობათა ქმედებები მიმართული იყო არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისკენ, არამედ ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლადაც, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. 2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.35 თეთრით გაუფასურდა შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარს მიაღწია. ევროსთან მიმართებით კი კურსი 5.2 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.88 ლარი გახდა.

დიდ სურათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები სრულფასოვნად შეფასდეს. დღეს უკვე ერთმნიშვნელოვნია, რომ მათ მიერ გატარებული ღონისძიებები კატასტროფული აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისათვის, რომელიც პანდემიამდეც არ ყოფილა მდგრადი. ნაცვლად იმისა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შემოეთავაზებინათ მოკლე პერიოდზე გათვლილი მოდელი და კონკრეტული სამოქმედო გეგმა უფლებების მინიმალური შეზღუდვით, ქართულმა საზოგადოებამ მიიღო მთავრობის მხრიდან ერთპიროვნულად გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვები. მიუხედავად შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა, მოქალაქეებმა დაკარგეს სტაბილურობის შეგრძნება, რადგან მთავრობას ნებისმიერ დროს შეეძლო ახალი დადგენილებით იგივე ან უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღება. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ მოახლოებული არჩევნების ან უფრო ზოგადად, საშუალო და გრძელვადიანი გეგმის არ არსებობის გამო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება უარს აცხადებს პარლამენტში და შესაბამისად საჯარო დისკუსიაზე. ამგვარი მიდგომა კი საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაბნეულობასა და უპერსპექტივობის განცდას ამძაფრებს.

როგორც ვხედავთ, ძალაუფლების უზურპაციის „ცდუნების“ ფაქტები მრავლადაა როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ძლიერი კონსტიტუციური რეჟიმის შექმნა საკმაოდ რთული გამოწვევაა, რადგან იგი ყოველთვის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევის საფრთხის წინაშე დგას. მისგან დაცული ვერც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ, როგორც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითზე ვიხილეთ. შესაბამისად, საჭიროა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპსა და სამოქალაქო უფლებების განხორციელების ინტერესს საგანგებო რეჟიმის პირობებშიც კი. სხვა შემთხვევაში სახელმწიფო აღმოჩნდება პოლიტიკოსების კეთილი ნების ამარა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარება კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს. თუკი არ იქნება გადადგმული შესაბამისი წინდახედული ნაბიჯები, საგანგებო ზომები, როგორც ეს მათ ახასიათებთ, იმაზე მეტ ხანს გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ყველაზე მძიმე დარღვევებს სწორედ საგანგებო ვითარებების კონტექსტში აქვს ადგილი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა, რომ 

“უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, მთავრობებს ხშირად უწევთ განსაკუთრებული ზომების მიღება. ამგვარი ზომები ნამდვილად გამონაკლისი ხასიათის უნდა იყოს, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება უგულებელყოს კანონის უზენაესობის პრინციპი, თუნდაც უკიდურეს სიტუაციებში. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც განსაკუთრებული ზომების ბოროტად გამოყენების პრევენციას უზრუნველყოფენ“.

პანდემიის დასრულების შემდგომ, სახელმწიფოები ახალი გამოწვევების წინაშე დადგებიან როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე დემოკრატიული განვითარების კუთხით, ვინაიდან არავინ იცის, თუ რამდენად ადვილად დათმობენ მთავრობები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გაზრდილ უფლებამოსილებებს. „პანდემიასთან “კარჩაკეტილი“ განწყობით ბრძოლამ შესაძლოა „ნაკლებად ღია, ნაკლებად თავისუფალი და ნაკლებად მდიდარი მსოფლიო შექმნას.“

ამ მხრივ განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას, სუსტი დემოკრატიული ტრადიციებისა და მყიფე ინსტიტუტების მქონე ქვეყნები.

angarishi-5-geo

სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში “საგანგებოობანას ვირუსი “ Read More »

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მეოთხე ანგარიში

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მეოთხე ანგარიში ეხება ჩინეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია Tebian Electric Apparatus Stock Co Ltd. (TBEA) იგივე შპს ტბეა კო., ლტდ.-ს, რომელმაც საქართველოში ორი ტენდერი მოიგო და რომელიც შელახული საერთაშორისო რეპუტაციით გამოირჩევა. ქვევით შემოგთავაზებთ ჩვენი კვლევის ძირითადად აღმოჩენებს:

  • ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან (CCP) TBEA- ს კავშირების გამოსავლენად, ჩვენი ანგარიში განიხილავს კომპანიის წარმოშობასა და საქმიანობას. TBEA ჩინეთის მთავრობის მიერ აკრედიტირებული საწარმოა და შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებისგან მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტი და ბიზნეს ურთიერთობები ჩინეთის საზღვრებს გარეთ. TBEA-ს საქმიანობა ვრცელდება თითქმის ყველა კონტინენტზე, როგორც აზიაში, ისე ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და აფრიკაში. მთელ მსოფლიოში მისი საქმიანობის ძირითად წამახალისებელ აქტორებს სწორედ ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ექსიმ ბანკი წარმოადგენენ. უფრო მეტიც, კომპანიის თავმჯდომარე ჟანგ სინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია. მისი სახელი ფიქსირდება მე -11 და მე-13 ეროვნული სახალხო კონგრესის წევრთა სიაში და ამავე კონგრესში ის ქალაქ ჩანჯის (Changji) წარმომადგენელია. ამას გარდა, TBEA მონაწილეობდა სინჯიანგის ჩანგჯის იძულებითი შრომითი ბანაკის უკანონო მაქინაციებში, სადაც პატიმრების  მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან, მათ აწამებენ, აშიმშილებენ და არაადამიანურად ეპყრობიან. კომპანია არღვევდა პატიმრების შრომით უფლებებს, აიძულებდა მათ, ემუშავათ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.
  • ჩვენმა კვლევამ გამოავლინა კონკრეტული დარღვევები საქართველოს სახელმწიფოსა და TBEA Shenyang Transformer Group Co.–ს შორის გაფორმებულ კონტრაქტებში. გაფორმებული ხელშეკრულებები გამოირჩევა ისეთი უკანონო ქმედებებით, როგორებიცაა, სამუშაო ვადების დაუსაბუთებელი გახანგრძლივება, კონტრაქტით განსაზღვრული პირობების დარღვევა, უსაფუძვლო ხარჯები და სხვა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვების პროცედურებში, TBEA–სთვის სხვადასხვა პრივილეგიის მინიჭებისას თვალი აარიდეს ამ სამართლებრივ დარღვევებს. ჩინური კომპანიის წახალისების მიზნით, სატენდერო კომისია მცდელობას არ იშურებს შეცვალოს პირობები და სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელი მიზეზით დისკვალიფიკაცია გაუკეთოს TBEA-ს კონკურენტებს.
  • ჩვენს ანგარიშში საფუძვლიანად არის მიმოხილული TBEA- ს კორუფციული და თაღლითური სკანდალები გამბიაში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ საერთაშორისო დონეზე მის რეპუტაციას. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევების მიუხედავად, მასშტაბური პროექტების განხორცილება სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიანდო კომპანიას, რომელმაც ყირგიზეთის მოსახლეობა -27 გრადუს ყინვაში ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა, კომპანიას რომელიც მხილებულია სხვადასხვა მთავრობებთან კორუფციულ გარიგებებში, და რომელთან ურთიერთობის გამოც სახელმწიფო თანამდებობის პირები დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან, კომპანიას რომლის ფილიალი ინდოეთში შესაძლო გადახდისუუნარობის წინაშე დგას.
  • მსგავსად საქართველოში მოქმედი სხვა ჩინური კომპანიებისა, TBEA-ს შემთხვევაშიც სახელმწიფოს არც კი უცდია დიუ დილიჯენსის (Due diligence) განხორციელება, მათი საერთაშორისო რეპუტაციის მოკვლევა, იმ პირობებში როდესაც ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საძიებო პლათფორმა google-იც კი ზედაპირული ძებნის ფარგლებში მყისიერად გვაძლევს ინფორმაციას

TBEA-ს კორუფციული გარიგებების შესახებ, და რომლის სხვა წყაროებსაც სანდო და კვალიფიციური მედია საშუალებები წარმოადგენენ.

angarishi-4-geo-final

ანგარიშის ჩამოტვირთვა ?

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მეოთხე ანგარიში Read More »

საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსება საქართველოში.

საქართველოს საექსპერტო საზოგადოება აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართავს მაიკლ პომპეოს

„საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსება საქართველოში“ აცხადებენ მაიკლ პომპეოსადმი ღია წერილის ხელის მომწერები. უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე 40-ზე მეტი ქართველი ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი და მაღალჩინოსანი აწერენ ხელს ღია წერილს მაიკ პომპეოსადმი.

გთავაზობთ ნაწყვეტს ღია წერილიდან:

„ძალიან ვაფასებთ ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აშშ-ის რეგიონული და გლობალური ინტერესების წინსვლის კონტექსტში, გვჯერა, რომ საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა:
• აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსება საქართველოში.
ასეთი პოლიტიკა შეიძლება გულისხმობდეს გაერთიანებულ (აშშ/ევროკავშირის) ძალებს როტაციულ საფუძველზე, ისევე როგორც ლოჯისტიკურ და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რაც უზრუნველყოფდა მრავალგვარ შესაძლებლობას აშშ-ისა და ერთობლივი ძალების სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უწყვეტი ოპერირებისთვის. ამავდროულად, აშშ-ის სამხედრო ყოფნას საქართველოში ექნებოდა საყოველთაო მხარდაჭერა, თავიდან აგვაცილებდა მყისიერ საფრთხეებს და დაეხმარებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოებაში.
დღესდღეობით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის გაზრდითა და გაძლიერებით. ამ კონტექსტში, მივესალმებით აშშ-ის ღირებულ ჩართულობას საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის მედიაციის პროცესში. აგრეთვე მადლიერი ვართ აშშ-ის მნიშვნელოვანი და უწყვეტი მცდელობებისთვის, რაც წლებია გრძელდება საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად.
სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-საქართველოს ალიანსის გაძლიერების პროცესს, ადგილზე აშშ-ის სამხედროების ყოფნის ჩათვლით, რასაც ვთვლით სარგებლის მომტანად საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“
.

დოკუმენტის ხელისმომწერები მიესალმებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში და აცხადებენ, რომ ევროატლანტიკურ სისტემას ხედავენ ერთადერთ გარანტორად ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის.

ისინი აღნიშნავენ გამწვავებულ საფრთხეებზეც:

„ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის არეალად იქცა. უსაფრთხოების რისკების უმრავლესობა გამომდინარეობს რუსეთის ამბიციებიდან – აღადგინოს საბჭოთა ეპოქის დროინდელი „გავლენის სფერო“, მის მიერ „ახლო საზღვარგარეთად“ აღქმულ არეალში. მოქმედებების თავისუფლებით გათამამებულმა რუსეთმა ახლახან განალაგა თავისი ჯარი მთიან ყარაბაღში, რითაც ზრდის მის სამხედრო პოზიციას რეგიონში“,

– აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:
ზვიად აძინბაია, ეკა აკობია, ირაკლი ალასანია, ირინა არაბიძე, ფიქრია ასანიშვილი, გიორგი ასტამაძე, ნატო ბაჩიაშვილი, გიორგი ბადრიძე, ზურაბ ბატიაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ბოძაშვილი, ეთო ბუზიაშვილი, მიხეილ დარჩიაშვილი, ჯაბა დევდარიანი, პაატა გაფრინდაშვილი, კახა გოგოლაშვილი, გიორგი გოგუაძე, თორნიკე გორდაძე, გიორგი გვალია, შოთა ღვინერია, გია ჯაფარიძე, თედო ჯაფარიძე, ნინო კალანდაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინათინ ხიდაშელი, ბექა კობახიძე, ბათუ ქუთელია, ხათუნა ლაგაზიძე, ეკატერინე მეტრეველი, გრიგოლ მგალობლიშვილი, ხათუნა მშვიდობაძე, გიორგი მუჩაიძე, სოფიო პეტრიაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, თენგიზ ფხალაძე, მირიან ფოფხაძე, ირაკლი ფორჩხიძე, დათუნა რაქვიაშვილი, გიორგი რუხაძე, თორნიკე შარაშენიძე, ვასილ სიხარულიძე, თორნიკე თურმანიძე, გელა ვასაძე, თემურ იაკობაშვილი.

წყარო: რადიოთავისუფლება ?

https://www.radiotavisupleba.ge/a/30952847.html?fbclid=IwAR0sTkDTzQcaLsKDBD1WHRSBnwJlfKg8680iqM04KuBLifgmOtDqP29ri4o

საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსება საქართველოში. Read More »

მეორე ვებინარი სამხრეთ კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე და ომის შედეგებზე.

29 ოქტომბერს სამოქალაქო იდეამ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან ერთად, ორგანიზება გაუწია მეორე ვებინარს სამხრეთ კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე და ომის შედეგებზე. ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ომის მონაწილე ქვეყნებიდან და ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ყარაბაღის საკითხზე მუშაობენ. მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, კონფლიქტში სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფო აქტორების მონაწილეობასა და მთიანი ყარაბაღის დავის გრძელვადიან შედეგებზე კავკასიის რეგიონში.

ვებინარი?

Peace-and-War-in-the-SC

მეორე ვებინარი სამხრეთ კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე და ომის შედეგებზე. Read More »

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მესამე ანგარიში

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მესამე ანგარიში მოიცავს სინოჰიდროსა და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან დაკავშირებულ გადაცდომებს. კვლევა ეთმობა ორ ჩინურ კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მიმდინარე მრავლობით ინფრასტრუქტურულ პროექტზე და ამავდროულად, გამოირჩევიან განსაკუთრებული შელახული რეპუტაციით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში არსებულ დარღვევებს. კერძოდ:

? გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევას;

? შრომითი უფლებების დარღვევას;

? სახელშეკრულებო პირობების და წესების დარღვევას.
ასევე, გთავაზობთ ამავე კომპანიებთან უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებას მაგალითების სახით, რათა ხაზი გავუსვათ კომპანიისთვის კონტრაქტების გაცემისას საქართველოს მთავრობაში გამოვლენილი არაკეთილსინდისიერების (Due Diligence) პრობლემას, კომპანიის შელახული რეპუტაციის იგნორირებასა და არასათანადო კვლევას

ANGARISHI-N3-geo-final

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მესამე ანგარიში Read More »

სამოქალაქო იდეა გიწვევთ დისკუსიაზე ჩვენს სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული კონფლიქტის შესახებ

სამოქალაქო იდეა გიწვევთ დისკუსიაზე ჩვენს სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული კონფლიქტის შესახებ ორივე ქვეყნიდან ექსპერტების მონაწილეობით.
რეგისტრაცია აუცილებელია.
დისკუსია წარიმართება რუსულ და ინგლისურ ენებზე
დისკუსიის ბმული ?

https://bit.ly/36vwZGp

სამოქალაქო იდეა გიწვევთ დისკუსიაზე ჩვენს სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული კონფლიქტის შესახებ Read More »

სამოქალაქო იდეა ნორვეგიის მთავრობასთან ერთად პროექტის განხორციელებას იწყებს

„მოხარული ვარ, განვაცხადო სამოქალაქო იდეას ვირტუალური დემოკრატიის აკადემიასთან ჩემი შემდგომი თანამშრომლობის შესახებ! სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, პროფესიონალური ონლაინ ვიდეოების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა დემოკტრატიული პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ. ჩემთვის დიდი პატივია @თინათინხიდაშელთან და მის გუნდთან თანამშრომლობა!“ – ელენე სანდ ანდრესენი.

სამოქალაქო იდეა ნორვეგიის მთავრობასთან ერთად პროექტის განხორციელებას იწყებს Read More »

Scroll to Top