ამბები

V Webinar by Civic IDEA, in English COVID 19 – How to live with a big neighbor?

This is V week and we meet again to discuss challenges of COVID-19. This time with the neighbors of Russia.
V Webinar by Civic IDEA, in English
COVID 19 – How to live with a big neighbor?
Please Register on Zoom and join us
May 13, 10:00 AM CET; 12:00 Georgia Time
https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_t5rP_DGMQEWHBSHyZciyfw
Webinar in English

V Webinar by Civic IDEA, in English COVID 19 – How to live with a big neighbor? Read More »

The fourth webinar on the challenges of COVID-19. Experts from the US and the UK.

The fourth webinar on the challenges of COVID-19.
Experts from the US and the UK.
IV Webinar by Civic IDEA, in English
COVID 19 – Responses from Democracies: US & UK
register / Register and join us
May 6, 6:00 p.m.
https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_4PrDdXVxRIGczU9k8Hq5BQ
Webinar in English

The fourth webinar on the challenges of COVID-19. Experts from the US and the UK. Read More »

მესამე ვებინარი „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე: გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითები. რა ხდება ჩინეთთან მიმართებაში?“

29 აპრილს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მესამე ვებინარს სახელწოდებით „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე: გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითები. რა ხდება ჩინეთთან მიმართებაში?“

ვებინარის სპიკერები იყვნენ: ფილიპ ჟირუსი – სინოლოგი, Sinopsis.cz მკვლევარი, პრაღა; ეკა აკობია – კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი; საქართველო; მარტინ ჰალა – Sinopsis.cz დირექტორი; დიდი კირსდენ ტატლოუ -გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი თანაშემწე, ბერლინი.

ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/3datbui

მესამე ვებინარი „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე: გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითები. რა ხდება ჩინეთთან მიმართებაში?“ Read More »

მეორე ვებინარი „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე. უწევენ თუ არა კაპიტალიზაციას რუსეთი და ჩინეთი COVID19 -ის კრიზისს?“

22 აპრილს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მეორე ვებინარს სახელწოდებით „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე. უწევენ თუ არა კაპიტალიზაციას რუსეთი და ჩინეთი COVID19 -ის კრიზისს?“

ვებინარის სპიკერები იყვნენ: გიორგი კანაშვილი – სამოქალაქო იდეის უფროსი მრჩეველი; ივანა კლიმპუშ-ცინცაძე – საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში; კეიტ პენტუს-როსიმანსუსი – ესტონეთის პარლამენტის წევრი; კერსტინ ლუნდგენი – რიკსდაგის სპიკერის მოადგილე; ემილ კირჯასი – „ლიბერალ ინტერნაციონალ“-ის ყოფილი გენერალური მდივანი; ანდრეი პივოვაროვი – “ღია რუსეთი”.

ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/2YBTIwE


მეორე ვებინარი „დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე. უწევენ თუ არა კაპიტალიზაციას რუსეთი და ჩინეთი COVID19 -ის კრიზისს?“ Read More »

ქართული პოლიტიკური სისტემის კრახი კოვიდ-19-თან ბრძოლის ველზე

COVID -19-ის კრიზისის პიკური მდგომარეობის გადავლისა და აფთიაქების დახლებზე წამლის გამოჩენის შემდეგაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იგი დარჩება ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად.

დღეს ყველანი ადვილად ვთანხმდებით, რომ მსოფლიო ომშია. ჩვენ ყველანი, ყველა კონტინენტზე, საბრძოლო თეატრის შუაგულში ვართ. ჩვენს თვალწინ ჩვენი მონაწილეობით მიმდინარეობს ომი უხილავ მტერთან, თან ისე, რომ გამყოფი ხაზი “წითლებსა” და “თეთრებს” შორის გავლებული არ არის. თითქოს ყველანი, მთელი კაცობრიობა, ფრონტის ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ, ვინაიდან მეორე მხარეს უხილავი ბოროტი მტერია, რომელმაც არაფერი იცის ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ ან ეკონომიკურ განსხვავებებსა და ინტერესებზე და ყველა შემხვედრს ერთნაირად უტევს. ამასთანავე, პერიოდულად სახესა და ზნეს იცვლის უფრო მეტი დამანგრეველი ეფექტისთვის.

ტრადიციული ომის შესაბამისად: ადამიანები მასობრივად იღუპებიან, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ნადგურდება, მსოფლიო საზოგადოებაში დიდი პანიკა და იდეოლოგიური კრიზისია, არეულია სწორისა და არასწორის, ლეგიტიმურისა და არალეგიტიმურის განმასხვავებელი ნიშნები. ყველაფერი უფრო დიდი მიზნის, სიცოცხლის გადარჩენის, არგუმენტითა და ამოცანით “პრავდება”. შესაბამისად, ზუსტად ისე, როგორც დიდი, გამანადგურებელი ომის დროს, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული პროცედურები, ძალისა და შეზღუდვების ლეგიტიმური გამოყენების მართვა და საინფორმაციო სივრცის თავისუფლება და მიუკერძოებლობა თითქოს მეორეხარისხოვანი ხდება.

სწორედ ამიტომ, მაღალია ხელისუფლების ცდუნება გაიმარტივოს ყოფა და ერთი ხელის მოსმით აღკვეთოს, შეზღუდოს, დახუროს ყველაფერი, რაც იმწუთიერი კატასტროფის გამომწვევად მოეჩვენება. ცოტა უფრო გონიერი და ანგარიშვალდებული ხელისუფალი პირველი შოკიდან გამოსვლის შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილებების შეცვლას, რეალობასთან შესაბამებას და საკუთარი ამომრჩევლისგან წამოსული წუხილების მოსმენას იწყებს; მასზე კიდევ უფრო გონიერი და ანგარიშვალდებული ხელისუფალი კი, დამატებით, დღევანდელი პრობლემების გრძლევადიანი კატასტროფის პრიზმაში ანალიზს შეუდგება.

ჩემი ქვეყანა, საქართველო, ბევრის აზრით, დღეს COVID-19-თან ბრძოლის პოზიტიურ მაგალითად ითვლება. ამ იდეის ავტორებისა და მომხრეების მთავარი იარაღი სტატისტიკაა. საქართველოს მსოფლიო დემოკრატიებს შორის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, როგორც ინფიცირების, ასევე ლეტალური შედეგის თვალსაზრისით. ახალი ვირუსით პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) თითქმის ორი თვის შემდეგ ქვეყანას 411 ინფიცირებული და მხოლოდ 5 გარდაცვლილი ჰყავს. ასევე მართალია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებმა – როგორც ექიმებმა, ასევე მენეჯერებმა – მაღალი პროფესიონალიზმი, კრიზისში მოქმედებისა და კომუნიკაციის მაღალი კლასი და დიდი გამძლეობის მაგალითი მოგვცეს ყველას.

თუმცა, თუკი მოვლენების განვითარებას ქვეყნის გრძელვადიანი და წარმატებული განვითარების პერსპექტივით შევხედავთ, ვითარება არცთუ სახარბიელოა.

მთავარი კითხვაც სწორედ აქ დგება. რა არის ამ დროს წარმატება? როგორ უნდა გავზომოთ? რა არის მთავარი მახასიათებელი? ის ერთკომპონენტიანია, – რამდენი ინფიცირებული და გარდაცვლილი გვყავს დღეს და რომელ საფეხურზე ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რუკაზე, – თუ მრავალკომპონენტიანია და სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხით, მომავლის პრიზმაში უნდა გავზომოთ?

ვფიქრობ, სწორი პასუხი სწორედ მეორეა. წარმატება ვირუსთან ომის მოგებაა და არა ექსკლუზიურად დღევანდელი ბრძოლის, რომელიც პოზიტიური ჯანდაცვის დინამიკაში გამოიხატება.

საქართველო, ავად თუ კარგად, კონსტიტუციური დემოკრატიაა, სადაც -,მათ შორის საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებისთვისაც – დემოკრატიული წესები არსებობს. ქვეყნის დემოკრატიული მდგრადობა სწორედ ჟამიანობის დროს იწრთობა და ფასდება. ჩვენმა პოლიტიკურმა სისტემამამ მხრივ, ჯერჯერობით სრული კრახი განიცადა.

საქართველოში პირველი მსხვერპლი გაღებულია. კონსტიტუციური, სრულიად მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად და მის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა ზუსტად დაედგინა მთავრობის მოქმედების საზღვრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. კონსტიტუცია ასევე პირდაპირ მოითხოვს, რომ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს მუდმივი სხდომის რეჟიმში იყოს, რაზეც ასევე უარი თქვეს ხალხის წარმომადგენლებმა და სრულიად უკონტროლო ძალაუფლება გადასცეს პრემიერსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას.

პარლამენტის მიერ, ნებაყოფლობით და კონსტიტუციური მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მმართველობაზე უარის თქმის პირობებში, აბსოლუტურად იდენტურად იქცევა პრემიერ-მინისტრიც. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არც ერთ ეტაპზე ის პარლამენტში არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად ითვლება. უფრო მეტიც, ერთთვიანი კრიზისის შემდეგ შეზღუდვების გაგრძელების თხოვნით პარლამენტში პრემიერის ნაცვლად პოლიტიკური პასუხისმგელობისგან თავისუფალი მისი აპარატის უფროსი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატებისთვის უსიტყვო და უპირობო მხარდაჭერა ეთხოვა. პარლამენტი კი ისე მისცემს თანხმობას, რომ არც ერთი სიტყვა არ მოუსმენია იმაზე, ამ ერთი თვის მანძილზე როგორ გააუმჯობესა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ქვეყანამ, ან რა ზომები გაატარა მთავრობამ ეკონომიკის გადასარჩენად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს იმ ერთ თვეში, რომელიც დღეს დამატებით მოითხოვა.

დემოკრატია, პირველ რიგში, ანგარიშვალდებულებას, თავისუფალ დებატებს, დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემას ნიშნავს. ამისთვის სახელმწიფოებმა პარლამენტები მოიგონეს. ხალხის წარმომადგენლები ყველა კრიტიკულ მომენტში აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ხალხის სახელით ანგარიშს ისმენენ, გეგმებს ითხოვენ, დეტალებს აზუსტებენ და არკვევენ. პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუკი დემოკრატიული პროცესი შეჩერებულია, თუკი ადამიანის უფლებების შეზღუდულია და ქვეყანა ომშია. ამ დროს გაცილებით მაღალია პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებების სტანდარტი.

ამის ნაცვლად, პრემიერი ან რომელიმე სხვა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი პირი, საერთოდ უარს ამბობს საჯარო პროცესში მონაწილეობაზე, თავს არიდებს დისკუსიას და კრიტიკულ კითხვებს, უარს აცხადებს პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე. უფრო მეტიც, პროცესს კანონმდებლობით დადგენილი წესის უგულებელყოფით, ნაცვლად კოლექტიური და მეტ-ნაკლებად წარმომადგენლობითი უსაფრთხოების საბჭოსი, გაუგებარი სამართლებრივი სტატუსის მქონე შტაბით მართავს, რომელსაც თავის მხრივ, არავითარი კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა ან ანგარიშვალდებულება არა აქვს ვინმეს წინაშე, გარდა მხოლოდ თავად პრემიერისა.

საქართველოში ხელისუფლება სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად თავს არიდებს ფართო დისკუსიას სხვა, ზუსტად ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ვირუსის გავრცელების პრევენციაა, თუმცა არც პრევენციულ ღონისძიებებზე ამბობს რამეს. იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი “თვითდათხოვნაშია”, მსგავსი დისკუსიის ფორმატი და ადგილიც გაფერმკრთალებულია.

საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც დღეს ქვეყნის პარლამენტში დისკუსია უნდა ყოფილიყო, ვრცელია:

  • რა გააკეთა ქვეყნის მთავრობამ ამ ერთი თვის მანძილზე საავადმყოფოების უკეთ აღჭურვისთვის?
  • კრიზისის შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემის მეტი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად?
  • ვირუსის მეტი პრევენციისთვის, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ ჩვენი, თითოეული ადამიანის კეთილგონიერებაზე არ იქნება დამოკიდებული?
  • რა გააკეთეს სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის?
  • სახლში დარჩენილი მოქალაქეების შემოსავლის წყაროს დივერსიფიკაციისთვის?
  • საგანგებო მდგომარეობის რომელი აკრძალვები იყო არასაჭირო და, შესაბამისად, სასწრაფოდ გასაუქმებელი?
  • სად გადის ზღვარი პრევენციისა და ხელისუფლების შიშებით გამოწვეულ აკრძალვებს შორის?
  • როგორ უნდა განახლდეს პოლიტიკური კალენდარი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ?
  • ქვეყანაში ინიცირებული იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შუა გზაში გაჩერდა, როგორია გეგმა “ბ” ან “გ” ამ პროცესის დასრულების და მის საარჩევნო კალენდართან მორგების ნაწილში? და მრავალი, მრავალი სხვა.

ამ ომს ზუსტად მაშინ წავაგებთ, თუკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი ნაგვის ურნაში გადაიყრება, თუკი უარს ვიტყვით რეფორმებზე, რომლებიც ვირუსის წამალზე არანაკლებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, და უარს ვიტყვით დემოკრატიულ მმართველობაზე.

მაგალითად, საქართველოში დღეს კვლავაც მუშაობს საკვები პროდუქტების სახლში გამოძახების სერვისი, თუმცა ისევ დახურული და აკრძალულია ასევე სახლში გამოძახებით მომსახურების ყველა სხვა ანალოგიური სერვისი ტექნიკისა ან სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროების მაღაზიებიდან; დაშვებულია იურიდიული მომსახურება, მაგრამ რატომღაც აკრძალულია ყველა სხვა საკონსულტაციო ან მსგავსი მომსახურება, რომელიც ასევე უკონტაქტო ფორმით შეიძლება განხორციელდეს, მაგალითად, საბუღალტრო საქმიანობა; ბოლო დრომდე შეჩერებული იყო სანოტარო მომსახურება და სხვა. არც რაციონალური ან რამე დასაბუთებული ახსნის ვალდებულებას გრძნობს პრემიერი და არც პარლამენტი მოითხოვს ამას. ამასობაში, ასე აუხსნელად და დაუსაბუთებლად ადამიანებს ერთმევათ შემოსავალი შეზღუდვებით, რომელიც მათ სიცოცხლის გადარჩენასთან ან ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებთან არავითარ კავშირში არ არის.

კიდევ ერთხელ, დასკვნისთვის: ადვილია პოლიციურ სახელმწიფოში ნებისმიერი შემოტევის მოგერიება და ბრძოლის მოგება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, პოლიციური სახელმწიფო ომიდან ყოველთვის დამარცხებული გამოდის.

დემოკრატული პროცესი კი სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ უმძიმეს და მტკივნეულ რეფორმებზე, რომლებიც პოსტ-COVID-19-ის პერიოდში იქნება გასატარებელი, კონსენსუსი შედგეს და ყველას ძალისხმევით, ერთად მოვიგოთ ომი.

ვტორი: თინათინ ხიდაშელი

https://bit.ly/3atANWX

ქართული პოლიტიკური სისტემის კრახი კოვიდ-19-თან ბრძოლის ველზე Read More »

COVID19 -ის კრიზისის უსაფრთხოების გამოწვევებზე პირველი ვებინარი.

15 აპრილს სამოქალაქო იდეამ COVID19 -ის კრიზისის უსაფრთხოების გამოწვევებზე პირველ ვებინარს უმასპინძლა. ვებინარის სპიკერები იყვნენ თედო ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; ედვინას კერძა, ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ვონდრა, ევროპარლამენტის წევრი, ჩეხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომან იაკიჩი, სლოვენიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის და სებასტიან ვახტი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის უსაფრთხოების ჰაბის ხელმძღვანელი.

ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/2ze7tqp

COVID19 -ის კრიზისის უსაფრთხოების გამოწვევებზე პირველი ვებინარი. Read More »

მსოფლიოს 200 მეტი წამყვანი მკვლევარის, სინოლოგის, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების ღია წერილი ჩინეთის მოქალაქეებისა და ჩინეთის პარტნიორებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ

კომუნისტური პარტიის მმართველობა საფრთხეში აგდებს ჩინეთის მოქალაქეებსა და მსოფლიოს

ღია წერილი ჩინეთის მოქალაქეებისა და ჩინეთის პარტნიორებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ,

ამჟამინდელი გლობალური კრიზისი გამოწვეულია სწორედ იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც ბევრი თქვენგანი ათწლეულების განმავლობაში ითმენდა ან მხარს უჭერდა.

2020 წლის 2 აპრილს, ჩინეთის 100 მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ისინი ასაბუთებდნენ, COVID-19-ის პოლიტიზირების მცდელობას სხვადასხვა კრიტიკულად განწყობილი მხარის მიერ. მათ განაცხადეს, რომ მოცემული პანდემიის ამ ეტაპზე, COVID-19– ის ზუსტი წყარო და წარმოშობა რჩება დაუზუსტებელი, თუმცა ეს არის უმნიშვნელო და ვიღაცისკენ თითის გაშვერა დამამცირებელი და საზიანოა. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი აზრით, სწორედ ეს გულისხმობდა ეპიდემიის პოლიტიზაციას.

ეს ღია წერილი იმის მაგალითია, რასაც დამოუკიდებელი მოაზროვნე, პროფესორი Xu Zhangrun უწოდებს “სასაცილო” “წითელ კულტურასა“ და ამაზრზენ პირფერობას, და რომ სისტემა ახდენს საკუთარი თავის შეგულიანებას სწორედ იმ პროსახელისუფლებო ხრიკების საშუალებით, რომლებიც შეძახილივით ამხნევებენ  მას ყოველ ჯერზე.

პროფესორმა Xu-მ, რომელიც ამჟამად შიდა პატიმრობაში იმყოფება, მოუწოდა თავის თანამემამულეებს, რომ შეწყვიტონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის(CCP) უპირობო მხარდაჭერა, იმის ნაცვლად, რომ „გაბრაზდეთ ამ უსამართლობაზე, დაე თქვენი ცხოვრება წესიერების ალით აღივსოს, დაარღვიეთ მტანჯველი წყვდიადი და შეეგებეთ განთიადს.“

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ზუსტი წყარო და გავრცელება ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მისი წარმოშობის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია ჩინელი ხალხისა და მთელი კაცობრიობისთვის: მხოლოდ იმის გაგებით თუ როგორ წარმოიშვა ეს გლობალური კატასტროფა, ჩვენ შეგვეძლება მისი მსგავსი საშიშროებების თავიდან აცილება მომავალში.

პანდემიის საწყისი მიზეზები დაფარული და გასაიდუმლოებულია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ჰუბეის პროვინცია ვუჰანში. CCP-ის გავლენების გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავიდანვე სათანადოდ ვერ შეაფასა პანდემიის საშიშროება. ტაივანის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენელი პირები ასევე ირწმუნებიან, რომ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს, ისინი (ჯანმო) უგულებელყოფდნენ მათ მიერ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ განგაშის ზარებს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეწოლის შედეგად, ტაივანი, რომელიც სამაგალითოდ უმკლავდებოდა პანდემიას, გაირიცხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან.

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩინეთში ეს ჩერნობილის მომენტი წარმოადგენდა საკუთარი თავისთვის მიყენებულ ზიანს. CCP-მ გააჩუმა ყველა ის ჩინელი ექიმი, რომლებმაც დაავადების გავრცელების ადრეულ სტადიაში სხვა პროფესიონალების გაფრთხილება გადაწყვიტეს: ექიმ აი ფენს აეკრძალა საზოგადოებაში გამოჩენა მას შემდეგ რაც მან ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა; მისი კოლეგა, ექიმი ლი ვენლიანგი შეეწირა ვირუსთან ბრძოლას ვუჰანში. სასიკვდილო სარეცელზე მან განაცხადა რომ „ჯანმრთელ საზოგადოებას მხოლოდ ერთი ხმა არ უნდა აჟღერებდეს (ჰქონდეს).“

ჩინელმა მეწარმემ რენ ჟიკიანგმა დაწერა, რომ ”იმ მედიის გარეშე, რომელიც აქტუალური ფაქტების გამოქვეყნებით წარმოადგენს ხალხის ინტერესებს, ხალხი ნადგურდება არა მხოლოდ ვირუსით, არამედ სისტემის მიერ შექმნილი სხვა დაავადებებით.“ ის 12 მარტს გაუჩინარდა.

გაბედული მოქალაქე-ჟურნალისტები ჩენ ქიუში, ფანგ ბინ და ლი ზეჰუა, რომლებიც შეეცადნენ თავისუფლად გაეშუქებინათ ვუჰანში არსებული ვითარება, ამჟამად ასევე დაკარგულად ითვლებიან.

ჩინეთის პოლიტიკური სისუსტე სცილდება მისი ხელმძღვანელის ლიდერობის წარუმატებლობას. ბოლოდროინდელ ვიდეო შეტყობინებაში ახალგაზრდა სტუდენტი, სახელწოდებით ჟანგ ვენბინი განიხილავს საკუთარი ევოლუციის ფაზებს ჩინეთის მთავრობის არაკრიტიკული მხარდამჭერობიდან კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქედ ჩამოყალიბებამდე: „მას შემდეგ რაც მე გავაფართოვე ჩემი ფაიარვოლი (Firewall), თანდათან მივხვდი, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია თავისი დრაკონის კლანჭებით მსოფლიოს ყველა კუთხეს მისწვდა, მათ შორის კოლექტიური მეურნეობით [1950], კულტურული რევოლუციით [1966-1976], დიდი შიმშილობით [1958-1961], ერთშვილიანობის პოლიტიკით, ტიანანმენის მასობრივი ხოცვა-ჟლეტით [1989], ასევე Falun Gong- ის [სულიერი მოძრაობის] დევნით და ტიბეტის, ჰონგ კონგისა და სინჟიანის ხალხების დევნით… მიუხედავად ამისა, ყველა თვალს ხუჭავს და პარტიას აქებს. მე ამას უბრალოდ ვეღარ ავიტან.

ჟანგი მისი შეტყობინების ჩაწერის შემდეგ მალევე გაუჩინარდა. მისი მეგობრები შიშობენ, რომ იგი საიდუმლო პოლიციის მიერ დაკითხვისა და წამების მსხვერპლი გახდება.

გლობალური პანდემია ყველას გვიბიძგებს, რომ თვალი გავუსწოროთ ჭეშმარიტებას: ცხოვრების ყველა ასპექტის, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის პოლიტიზირებით, ჩინეთის უწყვეტი ავტოკრატიული ერთპარტიული მმართველობა საფრთხეს უქმნის ყველას. იმის ნაცვლად, რომ ვენდოთ CCP– ს მოტივებს და დავუჯეროთ აკადემიკოსების მიერ პარტიის-ქვეყნის პოლიტიკის უსიტყვო მხარდაჭერას, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ხმებსა და მხარეებს, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს ”არაოფიციალური” ჩინეთი. ეს დამოუკიდებელი მოაზროვნე მეცნიერები, ექიმები, მეწარმეები, ჟურნალისტები, საზოგადოებრივი ინტერესების დამცველი იურისტები და ახალგაზრდა სტუდენტები აღარ ემხრობიან CCP– ს დაშინების პოლიტიკას.

შენც არ უნდა მიიღო ის.

როგორც საზოგადო მოღვაწეების საერთაშორისო ჯგუფი, უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიტიკოსები და ჩინეთის დამკვირვებლები, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაბედულ და კეთილსინდისიერ ჩინელ მოქალაქეებს, მათ შორის Xu Zhangrun, Ai Fen, Li Wenliang, Ren Zhiqiang, Chen Qiushi, Fang Bin, Li Zehua, Xu Zhiyong და Zhang Wenbin, რამდენიმე ნამდვილი გმირი და მოწამე, რომლებიც თავიანთ ცხოვრებასა და თავისუფლებას სწირავენ თავისუფალი და ღია ჩინეთისთვის. მათი ინდივიდუალური ხმები უკვე ქმნიან გუნდს. ისინი ითხოვენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკის გავლენების და შედეგების კრიტიკულ შეფასებას ჩინეთის მოქალაქეებისა და მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრებაზე. მოგიწოდებთ, რომ შეუერთდეთ მათ.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScLew8SS-GpNYv36Ly37g5-Lr5F-_JzX5LiDJw2CDgEgz91BA/viewform?fbclid=IwAR2BvuGaA3_iusp_IEzxushOkXjaxhGc2XIXVApZ32nkKFXoPNz7enpd8mMhttps://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScLew8SS-GpNYv36Ly37g5-Lr5F-_JzX5LiDJw2CDgEgz91BA/viewform?fbclid=IwAR2BvuGaA3_iusp_IEzxushOkXjaxhGc2XIXVApZ32nkKFXoPNz7enpd8mM

მსოფლიოს 200 მეტი წამყვანი მკვლევარის, სინოლოგის, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების ღია წერილი ჩინეთის მოქალაქეებისა და ჩინეთის პარტნიორებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ Read More »

ინფორმაციით მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითები COVID19-თან ბრძოლის ველიდან

ყველა ქართველისა და, დარწმუნებული ვარ, დედამიწის ყოველი მცხოვრების ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა COVID 19-ის რუკის რეგულარული შემოწმება, ახალი დაავადებულების რაოდენობის გაცნობა და გარდაცვლილებზე დარდი. ეს ჩვენი ახალი რეალობაა, ყოფასთან შეგუების ახალი ნორმა, თუმცა, გარდა სრულიად გასაგები, ნორმალური ადამიანური ემოციისა, რომელიც ამ რიცხვების გაცნობას ახლავს თან, რას ამბობენ ეს რიცხვები? რას გვაჩვენებენ? როგორი იქნება მათი დამახსოვრების გრძლევადიანი შედეგები?

“COVID-19”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები სანიმუშოა და საუკეთესო გამოცდილებას გვძენს, არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან კრიზისებზე რეაგირების სისტემაში არსებული პრობლემების უკეთ დასანახად და გასაანალიზებლად, ან უკეთესი ხვალინდელი დღის დასაგეგმად, არამედ დეზინფორმაციასთან, უფრო ზუსტად კი, ინფორმაციით მანიპულაციასთან ბრძოლისთვის. თუკი ვთანხმდებით, რომ დღეს მსოფლიო ომშია, უნდა დავინახოთ, რომ ეს ომიც, ისევე როგორც ყველა სხვა თანამედროვე ომი, მრავალკომპონენტიანი და ჰიბრიდულია, სადაც უხილავ ბიოლოგიურ საფრთხესთან ერთად საბრძოლო თეატრი საინფორმაციო ველზეა გაშლილი. ყოველ გზავნილს თავისი ადრესატი ჰყავს და კონკრეტული ამოცანა აქვს, მიზანი კი შორსმიმავალი და სტრატეგიულია:

დაასუსტოს დემოკრატია!

წარმოაჩინოს ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის უპირატესობა!

დაგვარწმუნოს, რომ იქ, სადაც უძლური აღმოჩნდა დემოკრატია, გაიმარჯვა მკაცრი, ძლიერი ხელის, ერთი კაცის მმართველობამ!

დღეს უკვე სრულიად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-ჩინეთის დეზინფორმაციის მანქანა თანდათან იკრებს ძალას და ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მისაყენებლად ემზადება, დემოკრატიული სამყაროს ლიდერების მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებები კი (მაგალთად, აშშ პრეზიდენტისა და ვაშინგტონის განცხადებები ჩინეთის მიერ ვირუსის სირთულისა და გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვასა და მანიპულაციაზე) ვერ შეაჩერებს იმ დეზინფორმაციულ ნიაღვარს, რომელიც უკვე სისტემურად, კამპანიურად და მრავალფეროვანი შეიარაღებით მოქმედებს სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა პოპულარული ინტერნეტრესურსების გამოყენებით.

უნდა გვახსოვდეს!

ყოველ ჯერზე, როდესაც ეპიდემიის რუკაზე მოცემულ მონაცემებს კონტექსტის გარეშე გამოვიყენებთ და გავრცელების დინამიკის, ქვეყნის მოსახლეობასთან პროპორციისა თუ სხვა მახასიათებლების ანალიზის გარეშე სახელმწიფოების შედარებას მოვახდენთ, ჩვენც სწორედ რუსულ-ჩინური დეზინფორმაციის მანქანის სასარგებლო რესურსად ვიქცევით და, ჩვენდაუნებურად, სწორედ მათ მიერ განსაზღვრულ ამოცანას ვასრულებთ.

რიცხვები იტყუებიან ყოველთვის, როდესაც არ ვიცით კონტექსტი და არ გვაინტერესებს, რა დგას ამ რიცხვების უკან. სტატისტიკა დეზინფორმაციის ყველაზე სანიმუშო და იდეალური მსახური ხდება, თუკი უარს ვამბობთ ანალიზზე და შიშველი რიცხვებით ვხელმძღვანელობთ.

უმარტივესი მაგალითი: რას ნიშნავს 25 პროცენტი? ბევრია თუ ცოტა? ერთადერთი რამ, რაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ 25 პროცენტი ასის მეოთხედია. მორჩა. სხვა აბსოლუტურად არაფრის მთქმელია, თუკი არ ვიცით, რისი 25 პროცენტია, რასთან ვადარებთ მას სიდიდის ან სიმცირის გასარკვევად, ან საიდან წარმოიშვა. COVID 19-თან ბრძოლის ველზე ყოველდღიურად ზუსტად ასეთი 25, 31, 19 პროცენტები წარმოიშობა, რომელიც მხოლოდ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზეა გათვლილი და პანიკას აძლიერებს, თუმცა რეალობაში არაფერს გვეუბნება პრევენციის ან განვითარების დინამიკისთვის, ამ საკითხის მკვლევარებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის კი ყოველდღიურად ინფორმაციით მანიპულაციის ასეულობით მაგალითს ქმნის.

მივყვეთ მოვლენებს და გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია გვახსოვდეს მოვლენების ანალიზის დროს.

ფაქტი #1:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ყველა მონაცემი, რომელიც თავს იყრის მათ სისტემაში და შემდეგ ინტერნეტით უსწრაფესად ვრცელდება, ეყრდნობა სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ არსებობს მათი მყისიერად გადამოწმების არავითარი სტანდარტული ფორმატი ან შესაძლებლობა.

მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემები, რომელსაც დღის მანძილზე ყოველი ჩვენგანი შევყურებთ იმედით, რომ დაიკლებს, შემცირდება, ვირუსი უკან დახევას დაიწყებს და სხვა, მთლიანად კონკრეტული სახელმწიფოების მიერ კონტროლდება და ვრცელდება. შესაბამისად, ზუსტად ისეთია, როგორიცაა მათი სისტემა და მმართველობის კულტურა.

ფაქტი #2:

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორი (ICD), რომლითაც დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს, 1992 წელს არის მიღებული და მისი კრიტიკოსების უმთავრესი არგუმენტი წლების მანძილზე სწორედ ის იყო, რომ “დიაგნოსტიკის, კოდირების სისტემისა და კლასიფიკიკაციის ერთიანი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში” რთულია ან თითქმის შეუძლებელია სახელმწფოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თავსებადობის შემოწმება და მონაცემთა შედარება.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობს ერთიანი სტანდარტი დიაგნოსტიკის, დაავადებათა კოდირების ან მონაცემების გავრცელება/მიწოდების სფეროში. შესაბამისად, ვითარების მიხედვით, მთლიანად კონკრეტული ქვეყნის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დაავადებების გავრცელების მასშტაბის დოკუმენტირება და გადაცემა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

კიდევ ერთხელ, ერთიანი სტანდარტის არარსებობის და, მით უფრო, მიწოდებული მონაცემების კონტროლის შეუძლებლობის პირობებში, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის აღრიცხვის თავსებადობა მინიმალურია, ხოლო ამ მონაცემების შედარება ძალიან აბსტრაქტული.

ფაქტი #3:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ ქვეყნებში აღრიცხვიანობის წესისა და სტანდარტის კონტროლის შეუძლებლობა არ არის ერთადერთი პრობლემა. მეორე პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციის გავრცელების მთავარი ამოსავალი გახდა კალენდარული დღე, რაც ასევე ინფორმაციის მანიპულაციას ახდენს. მაგალითად, ერთმანეთს დარდება ევროპის ქვეყნებისა და ჩინეთის მონაცემები 29 მარტს, იმის მიუხედავად, რომ ერთ შემთხვევში 2-თვიანი, ხოლო მეორე შემთხვევაში 4-თვიანი დინამიკა გვაქვს. სწორედ იმიტომ, რომ ამ რიცხვებში დინამიკა დაკარგულია, ვიღებთ უდიდეს განსხვავებას და შესაბამის რეაქციას დემოკრატიების უუნარობის შესახებ, ეფექტურად ებრძოლოს კრიზისებს.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ინფორმაციით მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითია 29 მარტის იტალიის და იმავე დღის საქართველოსა და ჩინეთის შედარება, ვინაიდან რიცხვების ამგვარი შედარება მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: რამდენი დაინფიცირებული ან გარდაცვლილია იმ დღეს კონკრეტულ ქვეყანაში, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს ამბობს ამ ქვეყნებში გავრცელების დინამიკის ან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტურობა-არაეფექტურობის და, მით უფრო, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

კიდევ ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება – მაგალითად, მოცემული რიცხვების პროპორციულობა მოსახლეობის რაოდენობასთან (კარგად ჩანს აშშ-ს მაგალითზე), ტურიზმის ფაქტორი (საუკეთესოდ იტალიის მაგალითზე გამოჩნდა), ეფექტური და დინამიკური ბიზნესგარემო (ყველაზე კარგად ნიუ იორკის მაგალითზე გამოჩნდა) და სხვა, თუმცა მხოლოდ ამ სამ ფაქტზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მარტივი ანალიზის გაკეთება.

რიცხვებით მანიპულაციის მარათონში, არ დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის იანვარსა და თებერვლის დასაწყისში ვირუსის გავრცელების პოტენციალის შესახებ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები, მრავლობით წყაროებსა და თვითმხილველთა მონათხრობზე დაყრდნობით, იუწყებოდნენ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია აქტიურად დევნიდა ყველას, ვინც ვირუსის შესახებ წერდა და განგაშის ზარებს სცემდა.

როგორი ემოციური სურათი გვაქვს დღეს სწორად ამ სამი ფაქტორის გაუთვალისწინებლობის გამო: უკიდურესად და, რაც მთავარია, შეუდარებლად მძიმე მდგომარეობაა დასავლურ დემოკრატიებში – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, მაშინ როცა ავტორიტარული ან ე.წ. ნახევრად თავისუფალი ქვეყნები ეფექტურად უმკლავდებიან საფრთხეს.

დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ინფორმაცია ბრძოლის იარაღად არის ქცეული, სიმართლის გაგება არასოდეს არის ისე მარტივი, როგორც ეს ერთი პანდემიის გავრცელების ყოველდღიურ რუკაზე ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად უდიდესი ადამიანური ტრაგედიებისა და უმძიმესი ემოციური ფონისა, რომელმაც დღეს კაცობრიობა მოიცვა, მაინც უნდა შევეცადოთ და მოვახერხოთ არ დავკარგოთ საღი აზრი და მსჯელობა – განზოგადების უნარი, იმისათვის რომ ხვალ, როდესაც ვირუსი ისტორიის კუთვნილება გახდება, იმავე ისტორიას არ მივაბაროთ ჩვენი თავისუფლება, არ გავცვალოთ ის დიქტატურასა და ერთი კაცის ძალაუფლებაზე.

_____________________________

თინათინ ხიდაშელი ორგანიზიაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. “სამოქალაქო იდეა” უსაფრთხოების საკთხებზე მუშაობს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ფოკუსი რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ოპერაციების კვლევაა.

ავტორი: თინათინ ხიდაშელი

https://bit.ly/3atBQXR

ინფორმაციით მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითები COVID19-თან ბრძოლის ველიდან Read More »

ლუგარის ლაბორატორია უნდა გახდეს ყოფის ნაწილი. ყოფის ნაწილად გახდომა ნიშნავს, რომ ვინც რა დეზინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს, მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან პირველ რიგში სულ გაგვახსენდება, რომ ყველაზე მეტად როდესაც გაგვიჭირდა, მაშინ ეს ლაბორატორია იყო, რამაც გადაგვარჩინა.

COVID-19-ის პანდემიის დროს კიდევ ერთხელ გამოვლინდა ის, რასაც ჯანდაცვის სპეციალისტები გამუდმებით ამბობენ: ლუგარის ლაბორატორიას — რომელიც არაერთი წელია, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნეა, თითქოს „ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ“, „ვირუსებს ქმნიან“ და ა.შ. — უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვითი უსაფრთხოებისთვის. 

შეიძლება თუ არა, ეს შემთხვევა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში მომავალი წარმატების საწინდარი გახდეს? „ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე ესაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელ თინა ხიდაშელს:

არაერთი წელია, რუსეთის ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, სულ ახლახან, 24 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც წერენ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ლუგარის ლაბორატორიით ბაქტეროლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. წარსულში უშუალოდ რუსეთის მაღალი დონის პირებისგან გვინახავს ამ ცენტრზე განცხადებები, მათ შორის თავად პუტინისგან. რა იყო/რა არის ამის მიზანი?

ეს ყველაფერი რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის იმის მტკიცება, რომ თითქოს დასავლეთი მავნე და საზიანოა ჩვენთვის. ის მითოლოგია, რაც თქვენ ახსენეთ, — თითქოს „ამერიკა ვირუსებს ავრცელებდა ქართველების გასანადგურებლად“, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ საზოგადოებაში გამყარებულიყო რწმენა, რომ ზოგადად დასავლეთი მომართულია, რამე გვავნოს [მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის დახმარებით აშენდა, ის სრულად საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებაშია].

მეორე: შეიქმნას ფონი, რომელიც რუსეთს კვლავაც წარმოაჩენს, როგორც ერთადერთ შესაძლო ალტერნატივას. ჩვენ შეიძლება სსრკ-ის ნოსტალგია არ გვაქვს, არ მოგვწონს, არც დღევანდელი რუსეთი მოგვწონს, მაგრამ, კუთხეში მიყენებულებს, ერთადერთი ემოცია დაგვრჩეს, რომ „რუსეთს იქით გზა არა გვაქვს და ამიტომ, მოდით, ამაზე ვიფიქროთ“…

თუ დავაკვირდებით, თავის გზავნილებში რუსეთი ორ რამეს არ ამბობს: 1) არასდროს ამბობს, რომ რუსეთი ძლიერი, წარმატებული, ბედნიერი სახელმწიფოა, 2) არასდროს ამბობს, რომ ევროკავშირი არ არის ძლიერი, მდიდარი, სოციალურად უზრუნველყოფილი კავშირი. ეს იმიტომ, რომ კარგად იციან, ეს ტყუილი იმდენად არადამაჯერებელია, შეუძლებელია, იმუშაოს.

მათი გზავნილები სასოწარკვეთაზეა მიმართული. გზავნილმა უნდა გააჩინოს იმ ტიპის სასოწარკვეთა, რომელიც რუსეთს ალტერნატივად დასახავს: „ევროკავშირი ძალიან კარგია, მდიდარიც არის, ძლიერიც, იქ მშვიდობაც არის, მაგრამ თქვენთვის არ არის, თქვენ იქ არავინ არ გელოდებათ და არავინ არ მიგიღებთ; რუსეთი, მართალია, არ არის ეგეთი, მაგრამ ის არის ერთადერთი ალტერნატივა“.

სვამენ ხოლმე ძალიან სახიფათო, ბოროტ კითხვას — „ხართ თუ არა მომხრე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის“?; ეს იმიტომ კი არ არის ცუდი კითხვა, რომ ვინმესთან კეთილმეზობლობა არ უნდა გვინდოდეს, არამედ იმიტომ, რომ ის ცარიელია, უსაფუძვლოა, არაფერს ემყარება.

საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ორი რუსული სამხედრო ბაზაა, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი ადამიანებს იტაცებს და კლავს. ამიტომ, მე რატომ მეკითხები, მასთან კეთილმეზობლობა მინდა თუ არა? ამ კითხვას იმიტომ სვამენ, რომ სასოწარკვეთის ფონზე გვიბიძგონ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ამაში [რუსეთთან ცუდ ურთიერთობაში] დამნაშავენი…

ერთი სიტყვით, ამ ყველაფრის მიზანია, რუსეთის ორბიტაზე დაგვაბრუნოს დასუსტებულები და სასოწარკვეთილები…

ამ პერიოდში ნათლად გამოვლინდა ლაბორატორიის მნიშვნელობა ქვეყნის ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვითი უსაფრთხოებისთვის… როგორ შეიძლება ამ შემთხვევის — პანდემიისას ლუგარის ცენტრის  მნიშვნელობის ცხადად გამოჩენის — გამოყენება პროპაგანდასთან საბრძოლველად? შეიძლება თუ არა, ეს მაგალითი გახდეს საწინდარი, საბოლოოდ დაინგრეს რუსეთის პროპაგანდა საქართველოში?

„საბოლოოდ დაინგრეს“ ცოტათი ოპტიმისტური ნათქვამი იქნება, რადგან პროპაგანდის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად ახლდება — ისინიც ხომ არ არიან გაჩერებული, ისინიც მიჰყვებიან მოვლენებს და როდესაც ხედავენ, რომ სადღაც ძალიან გაუჭირდებათ, იწყებენ ახალი მითების შექმნას, ახალი ჯგუფების აღმოჩენას, რომელიც შეიძლება შემდგომი ინფორმაციული ვირუსის გამავრცელებელი გამოდგეს…

დღეს ლუგარის ლაბორატორიამ, მხოლოდ ამ მითებთან ბრძოლაში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც აჩვენა საკუთარი შესაძლებლობების სიძლიერე, რწმენა დაუბრუნა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. რწმენა იმისა, რომ ვიღაცის და რაღაცის იმედი შეიძლება გქონდეს, იცი, რომ სწორი ინფორმაცია გექნება და ა.შ.

ეს მომენტი, ბუნებრივია, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უნდა გახდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს გზავნილების აუცილებელი შემადგენელი.

შეგიძლიათ, მოიყვანოთ მაგალითი, როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

მაგალითად, როდესაც 21 მარტს ბატონმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, პრაქტიკულად, ჩემთვის ის ბრიფინგი იდეალური იყო, ლუგარის ლაბორატორიაც რომ ეხსენებინა.

ერთადერთი დანაკლისი, რაც მქონდა, ეს იყო — მან არ ახსენა ლუგარის ლაბორატორია, კითხვებზე პასუხშიც კი. არადა, ეს უნდა გახდეს ჩვენი საკომუნიკაციო გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი.

იმიტომ არა, რომ „ლუგარის ცენტრი“ ამერიკელების გაკეთებულია და მათი დახმარების ნაწილია — ის ჩვენია, ქართულია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ასეთი ძლიერი ფაქტორი მუშაობს, ეს ფაქტორი მუდმივად იყოს არტიკულირებული.

რა შედეგი დადგებოდა ამით?

როცა საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი, რაღაცის იმედი უნდა ჰქონდეს. ამ პერიოდში მადლობას ვეუბნებით ბატონ ამირან გამყრელიძეს, — სრულიად დამსახურებლად, რადგან ის იქცა საყრდენად საზოგადოებაში; ის არის ადამიანი, რომელმაც საქმე იცის და როცა ლაპარაკობს, ეიმედებათ, ენდობიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პირობებში.

ზუსტად ასეთივე მადლობას იმსახურებს ლუგარის ლაბორატორია. ბატონი ამირან გამყრელიძე ასე მყარად იმიტომ დგას, რომ ლუგარის ლაბორატორია არსებობს. თუმცა, თუნდაც ფეისბუკზე რომ ჩავსქროლოთ, ვნახავთ, რომ პროპორცია არათანაბარია.

ეს იმიტომ, რომ ლუგარის ლაბორატორია არ არის ჩვენი კომუნიკაციის ნაწილი და უნდა გახდეს ისევე, როგორც „მადლობა ამირან გამყრელიძეს“. ამ დროს შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ თემა დახურულია.

და, რაც მთავარია, ლუგარის ლაბორატორია უნდა გახდეს ყოფის ნაწილი. ყოფის ნაწილად გახდომა ნიშნავს, რომ ვინც რა დეზინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს, მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან პირველ რიგში სულ გაგვახსენდება, რომ ყველაზე მეტად როდესაც გაგვიჭირდა, მაშინ ეს ლაბორატორია იყო, რამაც გადაგვარჩინა. [ხოლო თუკი ლუგარის ცენტრის სიკეთეებზეა საუბარი] სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილი არ გახდა, მაშინ ის ყოფის ნაწილი ვერ გახდება…

კიდევ ერთი პროპაგანდისტული მესიჯი ყარსის ხელშეკრულებას უკავშირდება —  თითქოს 2021 წლიდან თურქეთი აჭარაზე ტერიტორიულ პრეტენზიებს აცხადებს. თუმცა 2021 წლის დადგომასთან ერთად, შეიძლება ითქვას, ეს მესიჯიც ჩავარდნისთვისაა განწირული… შეიძლება სტრატეგიული კომუნიკაციისთვის როგორმე გამოყენებული იქნას ასეთი შემთხვევები?

სავარაუდოდ, როდესაც ის იგეგმებოდა, ყარსის ხელშეკრულების მითოლოგიის ამოცანა, 2021 წელი არ იყო. მისი ამოცანა 2020 წლის არჩევნები იყო, არჩევნებზე მოსახლეობის პროვოცირების და პროპაგანდის მუშაობის ამ კონკრეტული ხაზის გავლება.

არჩევნებთან რა კუთხით იყო კავშირში?

როგორც ვნახეთ, 2016 წლის საპარლამენტო და შემდეგ ადგილობრივი არჩევნები, რომელიც პირდაპირ ანტითურქული პროპაგანდით წავიდა და, მათ შორის, ამ პროპაგანდის დამსახურებითაც მოხვდა „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში. შესაბამისად, ამ ტიპის ძალების მოძლიერებისთვის შეიქმნა ეს მითი.

ერთი მხრივ, უნდა გვეძახონ: „რუსეთი ოკუპანტია და თურქეთი არ არის ოკუპანტი? მოდი, ისტორიას გადავხედოთ, ვნახოთ ყარსის ხელშეკრულება“ და იქ სხვადასხვა ჩანართებია, რაც მოჰყვება ანტითურქულ კამპანიას საქართველოში.

მეორე მხრივ, შესაძლოა, საქართველოში ვერასდროს მოიგოს იმ ტიპის პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ღიად შესაძლოა ვერ ამბობს, რომ „რუსეთი ოკუპანტი არ არის“, მაგრამ „ევროპა რომ სუსტია, არაფერი შეუძლია და ჩვენი ხსნა რუსეთშია“, ამ მესიჯს დღეს სერიოზული გაძლიერების შანსი აქვს.

რა მხრივ?

კორონავირუსის გადავლის შემდეგ შეცვლილ ვითარებაში შანსებზე თუ ვსაუბრობთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორც კი ეს პროპაგანდისტული მანქანა ბოლომდე გააქტიურდება. მთავარი გზავნილი, ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნება:

„აი, როგორი სუსტი აღმოჩნდა ევროკავშირი, პირველივე საფრთხეს გამკლავებოდა და რა ძლიერია კომუნისტური პარტიით მართული ჩინეთი, როგორი ძლიერია რუსეთი, სადაც ძალიან მცირეა შემთხვევათა რაოდენობა“.

რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ თავისთავად ეს მთელი სტატისტიკით მანიპულაცია ამაზეა აწყობილი, რომ ხვალ-ზეგ მითების მთელი კასკადი უნდა გაჩნდეს.

თქვენ მეკითხებით, როგორ გამოვიყენებთ პროპაგანდასთან ბრძოლაში ლუგარის ლაბორატორიის მაგალითს… ზოგადად, მე არ მჯერა იმის, რომ პროპაგანდას უფრო მეტი პროპაგანდით დავთრგუნავთ. ეს თეორია ლეგიტიმურია, მაგრამ მე მისი მიმდევარი არ ვარ.

მაგრამ მჯერა გაკეთებული სიკეთით მოგებული პროპაგანდისა. ლუგარის ლაბორატორია ამ წუთას ამ ომს იგებს და, ვფიქრობ, ამ კონკრეტულ ომში რუსული პროპაგანდა დამარცხდება.

თუმცა ჩვენ მუდმივად მზად უნდა ვიყოთ ახალი მითებისთვის. აი, აქ გვაქვს ყველაზე დიდი ჩავარდნა. პრევენციაში გვიჭირს…

ნეტგაზეთი.

ლუგარის ლაბორატორია უნდა გახდეს ყოფის ნაწილი. ყოფის ნაწილად გახდომა ნიშნავს, რომ ვინც რა დეზინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს, მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან პირველ რიგში სულ გაგვახსენდება, რომ ყველაზე მეტად როდესაც გაგვიჭირდა, მაშინ ეს ლაბორატორია იყო, რამაც გადაგვარჩინა. Read More »

#გააგრძელესწავლა შუალედურების, ქვიზების, საბოლოო გამოცდების ჩატარება ონლაინ და, თანაც, უფასო ონლაინ-პროგრამა!

? ქართულია, მარტივია, ინოვაციურია, საყოველთაოა, უფასოა!

? შუალედურების, ქვიზების, საბოლოო გამოცდების ჩატარება ონლაინ და, თანაც, უფასო ონლაინ-პროგრამა!

➡ “სამოქალაქო იდეა” საქართველოში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ ინოვაციურ ონლაინ პროგრამას, “ვირტუალური აკადემიის” ფარგლებში სთავაზობს.

✔ ამისთვის თქვენ საჭიროა “ვირტუალური დემოკრატიის აკადემიის” (virtualdemacademy.com) ვებ-გვერდს ეწვიოთ, რომელიც მანამდე დემოკრატიის ონლაინ კურსების სასწავლებლად შეიქმნა. პროგრამის მთელი ხიბლი კი, მის სიმარტივეშია.

✔ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიმარტივოთ საქმე, ჩვენ, თქვენთვის მცირე ვიდეოინსტრუქცია ჩავწერეთ. ეს ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://bit.ly/2UkT0kA

✔ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მეგობრებს, კოლეგებს, ნაცნობებს და ისარგებლეთ პირველი ქართული უფასო ონლაინ ტესტების პროგრამით!

? “სამოქალაქო იდეა” საყოველთაო ძნელბედობის ჟამს აგრძელებს საკუთარი რესურსების ისეთ საჭიროებებზე მიმართვას, რომელიც ყველას ერთად გაგვიადვილებს ვირუსით გამოწვეული დაბრკოლებების გადალახვას. ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ – https://bit.ly/2vSA43j 

#გააგრძელესწავლა ?
#ჩვენისჯობს ?

#გააგრძელესწავლა შუალედურების, ქვიზების, საბოლოო გამოცდების ჩატარება ონლაინ და, თანაც, უფასო ონლაინ-პროგრამა! Read More »

Scroll to Top