კვლევა

ცესკოს კონტრაქტორი კომპანიის „სმარტმატიკის“ საერთაშორისო სკანდალები

ქრთამის აღების შემთხვევებიდან დაწყებული ხმების გაყალბებამდე: რა ბრალდებებს უყენებენ ქვეყნები საარჩევნო ტექნოლოგიის დამამზადებელ კომპანიას „SMARTMATIC“?

სრულად:

ცესკოს კონტრაქტორი კომპანიის „სმარტმატიკის“ საერთაშორისო სკანდალები Read More »

სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლების სფეროში

“სამოქალაქო იდეა” მოხარულია გაგიზიაროთ სინო-ქართული აკადემიური ურთიერთობების მონიტორინგის ანგარიში, “სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლების სფეროში”.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული საგანმანათლებლო თანამშრომლობა და ხაზგასმულია 2023 წლის ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები. პარტნიორობა მიზნად ისახავს გააძლიეროს აკადემიური კავშირები, ხელი შეუწყოს გაცვლით პროგრამებს და მხარი დაუჭიროს ჩინური ენისა და კულტურის ინიციატივებს ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გარდა ამისა, კვლევა ხაზს უსვამს ჩინური ინვესტიციების გავლენასა და მის როლს ქართული უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაში. აღნიშნული ტენდენციის ნათელი მაგალითია “გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის” ჩინური რებრენდინგი.

ანგარიშში, ასევე, განხილულია ისეთი პლატფორმების გავლენა, როგორიცაა სინომედია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ჩინურ საგანმანათლებლო ინიციატივებს, კონკურსებსა და ენის კურსებს საქართველოში. ჩინეთის უნივერსიტეტების ქართველი კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ეს პლატფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სინო-ქართულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ:

სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლების სფეროში Read More »

რა კავშირი აქვს ანაკლიის პოტენციურ ჩინურ ინვესტორს სერბეთში მომხდარ ინციდენტთან, რომელიც 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა

ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პოტენციური კერძო პარტნიორია, მორიგ საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. სერბეთში კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ რკინიგზის სადგურში მომხდარ ინციდენტს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

შეგიძლიათ, იხილოთ სრული სტატია:

რა კავშირი აქვს ანაკლიის პოტენციურ ჩინურ ინვესტორს სერბეთში მომხდარ ინციდენტთან, რომელიც 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა Read More »

“ქართული ოცნების შემომწირველების რუსული ბიზნესები” ნაწილი II

  ორგანიზაცია, სამოქალაქო იდეამ, ამა წლის 16 ოქტომბერს წარმოგიდგინათ ფაქტები მმართველი პარტიის, რუსული ხაზინის შესახებ. კერძოდ, ჩვენს ანგარიშში ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველების უმრავლესობის უკან რუსეთის ბაზარი და რუსული ფული დგას. მათი ინტერესები ორგანულად არის დაკავშირებული მოსკოვთან და შესაბამისად, მეტი სარგებლის მიღებისთვის სწორედ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას და გაძლიერებას უჭერენ მხარს. ჩვენ ფაქტებით გაჩვენეთ თუ რამ გამოიწვია ქართული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების 73,5 პროცენტამდე ზრდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ისეთი სახიფათო ზღვარია, რომელიც კრემლის მხრიდან ბაზრის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოყენების ნებისმიერი შემდეგი რაუნდის დროს, ქართულ ეკონომიკას მორიგი კრიზისითა და ჩამოშლით ემუქრება.

  მთავარი მავნებლობა, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში განხორციელდა, ბაზრების დივერსიფიცირების ნაცვლად, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მუდმივი ზრდაა რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების (ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი და სხვები) და მათი ბიზნეს პარტნიორი შემომწირველების ხელით კეთდებოდა.

  დღეს, ამ კვლევის მეორე ნაწილი უნდა წარმოგიდგინოთ, სადაც კიდევ უფრო ტრაგიკულ შემთხვევებზე მოგიყვებით. კერძოდ, ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით იხილავთ ოცნების იმ შემომწირველების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც არა უბრალოდ ვაჭრობენ ან სხვაგვარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ კავშირებში არიან რუსეთთან, არამედ უკრაინაში „ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში“ მოხვდნენ და შესაბამისად სანქციების ქვეშ არიან.

იხილეთ კვლევის მეორე ნაწილი სრულად:

“ქართული ოცნების შემომწირველების რუსული ბიზნესები” ნაწილი II Read More »

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი

წინამდებარე ანგარიშის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენოთ, რომ მმართველი პარტია, მისი ბიზნეს ინტერესებითა და რუსული კავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და საფრთხეს წარმოადგენს. არ გაგიკვირდებათ როდესაც წაიკითხავთ, რომ ქართული ოცნების პრაქტიკულად ყველა დიდ შემომწირველს ორი რამ აკავშირებს ერთმანეთთან.

– სრული დამოკიდებულება რუსეთსა და რუსულ ბაზარზე; პრაქტიკულად ყველას აქვს ორმაგი – რუსული და ქართული მოქალაქეობა ან ჰყავს რუსეთის მოქალაქე დამფუძნებელი, თანამეწილე, ან დირექტორი.

– პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

შესაბამისად, გვსურს გაგიზიაროთ მონაცემები ქართული ოცნების ყველაზე მნიშვნელოვანი დონორების შესახებ.

შეგიძლიათ, იხილოთ ანგარიში:

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი Read More »

“The Dragon Dance- ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე

19 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან ერთად უმასპინძლა რიგით მეორე მედია მონიტორინგის ანგარიშის: “The Dragon Dance: ჩინეთის გავლენები ქართულ მედიასა და აკადემიაში” პრეზენტაციას თბილისში, სასტუმრო ჯინჯერში. მედია ანგარიში იკვლევს ჩინეთის პოზიციონირებას სხვადასხვა ქართულ მედიასაშუალებებში და განიხილავს სინო-ქართულ აკადემიურ პარტნიორობას. ანგარიში 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის დაკვირვებებს მოიცავს. კვლევაში თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია იყო გამოყენებული, რომელიც მოიცავდა სამაგიდო კვლევას, მედიის მონიტორინგს კონტენტ-ანალიზის მეშვეობით, შემთხვევების თვისებრივ შედარებას, ფოკუს ჯგუფებსა და სიღრმისეულ ინტერვიუებს. აღნიშნული კვლევისას მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ მედია საშუალებებზე:   მთავარი არხი, TV პირველი, საზოგადოებრივი მაუწყებელი,  POSTV , BM.ge,  Sinomedia.ge,  Sinologia.ge, SputnikGEO. 

პრეზენტაციების სანახავად გახსენით:

 მედია ლანდშაფტის მიღმა, კვლევამ შეისწავლა ჩინეთსა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების ფონზე. აღნიშნულმა პარტნიორობამ გზა გაუხსნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო თანამშრომლობისთვის, მათ შორის სტიპენდიების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების და ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის პროგრამების პოპულარიზაციას. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ტრანსფორმაციაა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტად (GIU), რაც ჩინური დაინტერესებული მხარეების მიერ მოტივირებული რებრენდინგით არის გამოწვეული.

 კვლევამ ასევე ხაზი გაუსვა Sinomedia-ს მსგავსი პლატფორმების როლს ამ საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობაში. ჩინეთის უნივერსიტეტების ქართველი კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი Sinomedia ხელს უწყობს ჩინური საგანმანათლებლო პროგრამების, კონკურსებისა და ენის კურსების პოპულარიზაციას საქართველოში. თუმცა, კვლევაში ასევე ასახულია უსაფრთხოების ის რისკებიც რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აკადემიური თანამშრომლობის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს. ანგარიში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სიფხიზლისკენ და ამ რისკების აღიარებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი ჩინეთთან პარტნიორობის დინამიკის ტენდენცია კვლავაც მზარდია. კვლევა დამატებით ასახავს სხვადასხვა ღონისძიებებსა და ინიციატივებს, როგორებიც არის საერთაშორისო კონკურსები და პარტნიორობა ჩინურ სააგენტოებთან, რაც საქართველოს აკადემიურ სექტორში ჩინეთის გავლენის გაფართოების თვალსაჩინო მაგალითია. 

სამოქალაქო იდეა მადლობას უხდის ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრსა და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს (NED) გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ფოტოები

“The Dragon Dance- ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე Read More »

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონტრაქტორთა გადაცდომები საქართველოს ავტომაგისტრალებზე გარემოსდაცვითი კუთხით

სამოქალაქო იდეა მოხარულია წარმოგიდგინოთ გარემოს მონიტორინგის ანგარიში, “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონტრაქტორთა გადაცდომები საქართველოს ავტომაგისტრალებზე გარემოსდაცვითი კუთხით”.

2018 წლიდან, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, “სამოქალაქო იდეა” ახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში მოქმედი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, როგორიცაა: ავტომაგისტრალები, გვირაბები და ხიდები. წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ კომპლექსურ კვლევას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გარემოზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFIs) მიერ დაფინანსებული და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი კონტრაქტორების მიერ განხორციელებული პროექტები. კვლევა მიმოიხილავს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისთვის გამოყენებულ მეთოდებს და შეფასებას აძლევს საერთაშორისო სტანდარტებთან მათ შესაბამისობას თუ შეუსაბამობას.

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ👇

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონტრაქტორთა გადაცდომები საქართველოს ავტომაგისტრალებზე გარემოსდაცვითი კუთხით Read More »

გამოცემა “Foreign policy”-ის სტატია საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის მცდელობაზე

 გამოცემა “Foreign Policy” ვრცელ სტატიას უძღვნის  საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის მცდელობას. 

სტატიაში ციტირებულია სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელი რომელიც აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან კანონს:

„ძალიან გავურთულებთ ხელისუფლებას ჩვენ წინააღმდეგ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებას“- განაცხადა მან ივლისში. „ კანონთან დაკავშირებული პრობლემა არის ის, რომ მას ბევრი ხარვეზი აქვს, რომელსაც ინტენსიურად გამოვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ“

სტატიის ავტორი, მაქსიმ კრუპსკი, 2024 წლის ივნისში, სამოქალაქო იდეას საერთაშორისო კონფერენციის “- Strategic Confusion on the Great Power Chessboard” ერთ- ერთი მომხსენებელი იყო, სწორედ სხვადასხვა ქვეყნის მიერ “აგენტების” კანონმდებლობის მიღებისა და იმპელემენაციის სესიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ სრული სტატია:


გამოცემა “Foreign policy”-ის სტატია საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის მცდელობაზე Read More »

Scroll to Top