დემოკრატია, არჩევნები და კორუფცია

“რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში”

“რეპრესიების არქიტექტურა” წარმოადგენს შედარებით კვლევას  იმ ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ფუნქციონირებს მზარდი პოლიტიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური წნეხის პირობებში.

კვლევა მოიცავს რუსეთის, ვენესუელას, ფილიპინების, ბელარუსისა და ყირგიზეთის მაგალითებს და აჩვენებს, როგორ ვითარდება ე.წ. „დემოკრატიული უკუსვლის“ პროცესები სხვადასხვა კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, მათი დელეგიტიმაცია, სამართლებრივი შეზღუდვები და ადმინისტრაციული ბარიერების გაზრდა.

ანგარიში ცხადყოფს, რომ მსგავსი პროცესები, როგორც წესი, იწყება ნარატივების შექმნით, რომლებიც სამოქალაქო სექტორს წარმოაჩენს „უცხო ინტერესების გამტარად“ ან „სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ აქტორად“, რაც შემდგომში ამართლებს რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებას.

ანგარიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სამოქალაქო სექტორისთვის, რადგან იგი იძლევა შესაძლებლობას, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით წინასწარ დაინახოს შესაძლო განვითარების სცენარები და გააძლიეროს საკუთარი ინსტიტუციური მედეგობა.

“რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში” Read More »

როგორ მანიპულირებენ სამთავრობო ტროლები ევროსტატის მონაცემებით?

სიღარიბის ერთიანი სტანდარტის არარსებობისა და თვლადების იგნორირების პირობებში სრულიად დეზინფორმაციული და არაფრისმთქმელია გარკვეული სამთავრობო ტროლების მხრიდან იმაზე გლოვა რომ, Eurostat-ის ინფორმაციის შესაბამისად, ევროკავშირის მოსახლეობის 21.4%, ანუ 94.6 მილიონი ადამიანი, სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ იმყოფება.

სრული კატეგორიულობით უნდა ითქვას, რომ საქართველო და ევროკავშირი სიღარიბეს სრულიად განსხვავებული სტანდარტებითა და კრიტერიუმებით ითვლიან და, შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი რიცხვები ერთმანეთთან ერთი რომელიმე კოეფიციენტის მიხედვით არ დარდება.

თუკი მაინცდამაინც უნდა დავადაროთ, შესაძლებელია სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი გამოვიყენოთ, რომელიც განსაზღვრულია 3.65 აშშ დოლარზე ნაკლები დღიური შემოსავლით. ამ მონაცემის შესაბამისად, საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ევროკავშირში კი ასეთი მხოლოდ ყოველი 167-ე.

სტატია სრულად:

როგორ მანიპულირებენ სამთავრობო ტროლები ევროსტატის მონაცემებით? Read More »

ცესკოს კონტრაქტორი კომპანიის „სმარტმატიკის“ საერთაშორისო სკანდალები

ქრთამის აღების შემთხვევებიდან დაწყებული ხმების გაყალბებამდე: რა ბრალდებებს უყენებენ ქვეყნები საარჩევნო ტექნოლოგიის დამამზადებელ კომპანიას „SMARTMATIC“?

სრულად:

ცესკოს კონტრაქტორი კომპანიის „სმარტმატიკის“ საერთაშორისო სკანდალები Read More »

გამოცემა “Foreign policy”-ის სტატია საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის მცდელობაზე

 გამოცემა “Foreign Policy” ვრცელ სტატიას უძღვნის  საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის მცდელობას. 

სტატიაში ციტირებულია სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელი რომელიც აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან კანონს:

„ძალიან გავურთულებთ ხელისუფლებას ჩვენ წინააღმდეგ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებას“- განაცხადა მან ივლისში. „ კანონთან დაკავშირებული პრობლემა არის ის, რომ მას ბევრი ხარვეზი აქვს, რომელსაც ინტენსიურად გამოვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ“

სტატიის ავტორი, მაქსიმ კრუპსკი, 2024 წლის ივნისში, სამოქალაქო იდეას საერთაშორისო კონფერენციის “- Strategic Confusion on the Great Power Chessboard” ერთ- ერთი მომხსენებელი იყო, სწორედ სხვადასხვა ქვეყნის მიერ “აგენტების” კანონმდებლობის მიღებისა და იმპელემენაციის სესიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ სრული სტატია:


გამოცემა “Foreign policy”-ის სტატია საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის მცდელობაზე Read More »

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინები და პროგნოზები

მოხარული ვართ, გაგიზიაროთ სამოქალაქო იდეას თავმჯდომარის თინათინ ხიდაშელის სადისკუსიო ნაშრომი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინების შესახებ, ვინაიდან ბოლო 10 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და საარჩევნო მონაცემები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს რომ ქართულ ოცნებას პროპორციულ არჩევნებში ერთ პარტიულად გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს. წინამდებარე სტატიაში სწორედ ფაქტებით და უტყუარი მონაცემებით მოგიყვებით, რომ, მათ შორის, ქართული სტანდარტით „ჩვეულებრივ“ საარჩევნო რეჟიმშიც კი, მიუღწეველია ქართული ოცნების ამოცანა დამოუკიდებლად მოიგოს არჩევნები და დააკომპლექტოს მთავრობა.

დღეს უკვე შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ:

  • პოლიტიკური ინიციატივა და წარმატების გასაღები სრულიად ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციის ხელშია;
  • მმართველ პარტიას განსაკუთრებული მანევრის გაკეთების არც უნარი და არც პოლიტიკური კაპიტალი აღარ აქვს, თუ არა კვლავაც ძალადობით ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით წარმატების უზრუნველყოფის მცდელობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის წინააღმდეგობის მოძრაობას;
  • ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება კიდევ ოთხი წლით შეიძლება დარჩეს ქვეყნის სათავეში იქნება ვითარება, როდესაც სათანადო პოლიტიკური და ელექტორალური წონის ალტერნატივა ვერ გაჩნდება.
  • ცალსახად უნდა ითქვას, რომ სულაც არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც ახალი გმირის მოვლინება, რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებული შემუსრავს დრაკონს. საუბარია სწორ ალტერნატიულ კონფიგურაციაზე, რომელიც ამომრჩეველს გამარჯვების და უალტერნატივოდ არაძალადობრივი მეთოდებით ევროპული გზით სიარულის შესაძლებლობას შესთავაზებს.

სრული ნაშრომი იხილეთ ?

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინები და პროგნოზები Read More »

საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით

სამოქალაქო იდეამ დაასრულა ანალიტიკური სტატიების კონკურსი კორუფციასთან ბრძოლის თემატიკაზე. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს აბსტრაქტები და შემდგომში სრულფასოვანი ნაშრომები, რომლებიც ეყრდნობოდა საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკების ანალიზს.

კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა ინგა სიორდია, რომლის ანალიტიკური სტატია გამოირჩეოდა კვლევის სიღრმით, თემის სისტემური ანალიზითა და პრაქტიკული რეკომენდაციებით.

 გაიცანით გამარჯვებული სტატია:

საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით Read More »

ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციის (ანტი-კორუფცლიული პოლიტიკა) შესრულების ანგარიში 

პროექტის – „ანგარიშვალდებულების,  გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის  სამოქალაქო მონიტორინგი – ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში“,  გიზიარებთ მე-4 რეკომენდაციის  (ანტი-კორუფციული პოლიტიკა) მონიტორინგის ანგარიშს. ანგარიში მომზადებულია დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის მიერ,  სამოქალაქო იდეასთან თანამშრომლობით.

წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყნის არსებულ ანტიკორუფციულ პოლიტიკას, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და აქტივობებს. ასევე, წარმოდგენილი იქნება როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე ოპოზიციური სპექტრის ინიციატივები და რეკომენდაციები ევროკომისიის მე-4 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

  • ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ვალდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ სრული მზაობა იქნა გაცხადებული აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველომ სრულად მხოლოდ ერთი რეკომენდაცია შეასრულა.
  • მეოთხე რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები სრულად ვერ აკმაყოფილებს ევროკომისიის მოთხოვნას, რაც გამოწვეულია იმით, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი, ვერ უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიუროს ყველა იმ ძირითადი ბერკეტით აღჭურვას, რომელიც აუცილებელია კორუფციასთან ეფექტურად საბრძოლველად.
  • ახალი ანტიკორუფციული ბიუროს ნაკლოვანება ასევე გამოიხატება იმაშიც, რომ ინსტიტუტს არ აქვს საგამოძიებო ფუნქცია, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი კი ბიუროს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
  • ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საგამოძიებო მანდატის მინიჭება აუცილებელია სააგენტოს ეფექტური მუშაობისთვის. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად კი, ლიეტუვა შეგვიძლია მოვიაზროთ. ქვეყანამ, რომელსაც მსგავსი წარსული აქვს გამოვლილი, როგორიც საქართველოს, შეძლო შეექმნა ეფექტიანი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც მისი საგამოძიებო მანდატის დამსახურებით წარმატებით ებრძვის კორუფციას როგორც წვრილმან, ასევე, ელიტურ დონეზე.
  • ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული თითოეული ნაბიჯი არ იქნება შედეგის მომტანი, თუ, იმავდროულად, არ იქნება უზრუნველყოფილი ბიუროს დამოუკიდებლობა. ქვეყნებში სადაც ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწევები უფრო თვალსაჩინოა.
  • შესაბამისად, ხელისუფლების მიერ მეოთხე რეკომენდაციის შესასრულებლად განხორციელებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ვალდებულების ფორმალურად შესრულების აღქმას ტოვებს. ანტიკორუფციული ბიურო სრულად არ იზიარებს იმ წარმატებული ქვეყნების ანტიკორუფციული სააგენტოების მუშაობის მოდელს, რაც საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვას გულისხმობს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან  კოორდინაციით.

სრული ანგარიში იხილეთ ?

ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციის (ანტი-კორუფცლიული პოლიტიკა) შესრულების ანგარიში  Read More »

“მთავრობის შემოჭერილი ქამრები: რა ღირს საარჩევნო ლოიალობა?”

გთავაზობთ ანგარიშს “მთავრობის შემოჭერილი ქამრები: რა ღირს საარჩევნო ლოიალობა?” არჩევნების დროს საბიუჯეტო რესურსების მმართველი პარტიის ლოიალობის უზრუნველსაყოფად გამოყენების შესახებ. 

პირველ ანგარიშში სპორტული ღონისძიებების  და სპორტსმენების საკითხს შევეხებით. 

ანგარიშის ჩამოსატვირთად იხილეთ ლინკი ?

“მთავრობის შემოჭერილი ქამრები: რა ღირს საარჩევნო ლოიალობა?” Read More »

Scroll to Top