სათვალთვალო კამერები & ტექ. უსაფრთხოება

ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას

 „სამოქალაქო იდეა“ გიზიარებთ ახალ ანგარიშს — „ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას“.

ანგარიში ეფუძნება 2025–2026 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზს და მიმოიხილავს ჩინური წარმოების სამეთვალყურეო და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებას საქართველოს საჯარო სექტორში. კვლევა აფასებს ამ პროცესთან დაკავშირებულ ძირითად რისკებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა სუვერენიტეტისა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით.

ძირითადი მიგნებები

  • 2025 – 2026 წლის მარტის ჩათვლით გამოვლინდა 23 სახელმწიფო შესყიდვა, სადაც ჩინური წარმოების სამეთვალყურეო ტექნიკა და ციფრული მოწყობილობებია შეძენილი.
  • ყველაზე მსხვილი შემსყიდველები: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (6,600,795 ₾), ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო (1,972,300 ₾), შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (340,933 ₾).
  • ინტეგრირებულ კომპანიებს შორისაა საერთაშორისოდ სანქცირებული მწარმოებლები: Hikvision, Uniview, Tiandy, DJI, Autel Robotics – ყველა მათგანი აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის „შავ სიაშია”.
  • CISA-სა და FBI-ის შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ქმნის მონაცემებზე ფარული წვდომის საფრთხეს.
  • ჩინური კანონმდებლობა კომპანიებს სახელმწიფო სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ავალდებულებს. Freedom House-ი ამ პროცესს „ციფრული ავტორიტარიზმის ექსპორტს” უწოდებს.

 

ჩინური ტექნოლოგიების ინტეგრაცია სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ სტრატეგიულ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ინსტიტუციურ მდგრადობაზე. 

ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას Read More »

„ოცნება“ აქციის მონაწილეებს ჩინური კამერებით აკონტროლებს

სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში ეხება “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, პარლამენტის შენობასთან, ჩინური სათვალთვალო კამერების გამოყენების მზარდ ტენდენციას.

2025 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ ჩინური სათვალთვალო კამერების შესყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” მიერ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე მოქალაქეების დაშინების და მონიტორინგის გაძლიერებულ მცდელობებს.

ანგარიში, ასევე, მიმოიხილავს ჩინურ სათვალთვალო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებისთვის შექმნილ გამოწვევებს.

იხილეთ სამოქალაქო იდეას ანგარიში სრულად აქ: 👇

„ოცნება“ აქციის მონაწილეებს ჩინური კამერებით აკონტროლებს Read More »

ახალი გამოწვევა ჩინური სათვალთვალო კამერები საქართველოში

“სამოქალაქო იდეას“ ახალი ანგარიში იკვლევს ჩინეთ-საქართველოს სამართალდაცვითი თანამშრომლობის ახალ ასპექტს: ქართული სამთავრობო ინსტიტუტების მიერ ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიების შესყიდვას.

სამოქალაქო იდეამ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვლია 2019-2024 წლებში ჩინური სათვალთვალო კამერების შესაძენად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევები. აღნიშნული მონაცემების ანალიზმა აჩვენა ჩინური ტექნოლოგიების შეძენის მზარდი ტენდენცია.

ანგარიშის ბოლო ნაწილში მიმოხილულია ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი გამოწვევები, როგორებიცაა მონაცემების დაუცველობა, კიბერ-თავდასხმის რისკები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ახლო კავშირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. აღნიშნული გამოწვევების გამო, ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიები არაერთი დასავლური სახელმწიფოს მიერაა აკრძალული.

 

ახალი გამოწვევა ჩინური სათვალთვალო კამერები საქართველოში Read More »

ჩინური კომპანია “CRTG”: უსაფრთხოების რისკები და ინფრასტრუქტურული პრობლემები

„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ მორიგ პუბლიკაციას ქართულ ასპარეზზე ახლადგამოჩენილი კომპანიიის “China Railway Tunnel Group (CRTG)” შესახებ.

ანგარიში მიმოიხილავს სკანდალებსა და პრობლემატურ ისტორიას ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე, რომელსაც აბარია ორი მნიშვნელოვანი პროექტი:
(1) ქვეშეთი-კობის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი და (2) სტეფანწმინდა-გველეთის დამაკავშირებელი გზა.

კვლევა აღწერს კომპანიასთან “CRTG” დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებს, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მძიმე საერთაშორისო დარღვევებსა და კომპანიის პრობლემურ ისტორიას.

კვლევა აღწერს როგორც კომპანიის აქტივობებს საქართველოს ბაზარზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნის რიგ გამოცდილებებს კომპანიასთან დაკავშირებით.

ჩინური კომპანია “CRTG”: უსაფრთხოების რისკები და ინფრასტრუქტურული პრობლემები Read More »

ჩინეთის საიდუმლო კიბერთავდასხმები

„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას „ჩინეთის საიდუმლო კიბერთავდასხმების“ შესახებ.

დოკუმენტი მიმოიხილავს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ გასულ წლებში განხორციელებულ კიბერშეტევებს. ანგარიშში, აშშ-ს სასამართლოს საბრალდებო აქტის შესაბამისად, აღწერილია კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი პირების მოქმედების ტაქტიკა და ხაზგასმულია მათი კავშირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.

ჩინეთის საიდუმლო კიბერთავდასხმები Read More »

კომპანია NUCTECH უსაფრთხოების დიდი გამოწვევა საქართველოსთვის 

  • კომპანიის კავშირები საქართველოს მთავრობასთან,
  • ქართულ და უცხოურ სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული თაღლითური გარიგებები,
  • მისი აღჭურვილობის ტექნიკური გაუმართაობა, ,
  • კომპანიის კორუფციული სკანდალები მთელ მსოფლიოში.

ჩვენმა გუნდმა განსაზღვრა რისკები, რომლებიც ემუქრება იმ სახელმწიფოების ეროვნულ უსაფრთხოებას, სადაც „Nuctech“ ფუნქციონირებს.

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?

კომპანია NUCTECH უსაფრთხოების დიდი გამოწვევა საქართველოსთვის  Read More »

Scroll to Top