სათვალთვალო კამერები & ტექ. უსაფრთხოება
ჩინეთის საიდუმლო კიბერთავდასხმები
„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას „ჩინეთის საიდუმლო კიბერთავდასხმების“ შესახებ.
დოკუმენტი მიმოიხილავს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ გასულ წლებში განხორციელებულ კიბერშეტევებს. ანგარიშში, აშშ-ს სასამართლოს საბრალდებო აქტის შესაბამისად, აღწერილია კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი პირების მოქმედების ტაქტიკა და ხაზგასმულია მათი კავშირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.
ჩინეთის საიდუმლო კიბერთავდასხმები Read More »
კომპანია NUCTECH უსაფრთხოების დიდი გამოწვევა საქართველოსთვის
2022 წლის 20 იანვარს, Associated Press News-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ევროპის მასშტაბით უსაფრთხოების სკანერების კავშირი ჩინეთის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებთან“, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ჩინური კომპანია “Nuctech Company Limited“-ის საეჭვო რეპუტაციასა და მის ფართოდ გავრცელებაზე ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში.
გასულ წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეამ გამოაქვეყნა ანგარიში „Nuctech Company Limited“-ის შესახებ, სადაც განხილულია:
- კომპანიის კავშირები საქართველოს მთავრობასთან,
- ქართულ და უცხოურ სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული თაღლითური გარიგებები,
- მისი აღჭურვილობის ტექნიკური გაუმართაობა, ,
- კომპანიის კორუფციული სკანდალები მთელ მსოფლიოში.
ჩვენმა გუნდმა განსაზღვრა რისკები, რომლებიც ემუქრება იმ სახელმწიფოების ეროვნულ უსაფრთხოებას, სადაც „Nuctech“ ფუნქციონირებს.
ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?
კომპანია NUCTECH უსაფრთხოების დიდი გამოწვევა საქართველოსთვის Read More »







