სახელმძღვანელოების მონიტორინგი

სასკოლო სახელმძღვანელოების მონიტორინგი – სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ხელოვნება

სამოქალაქო იდეა უკვე ერთი წელია ახორციელებს პროექტს – „საქართველო როგორც მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ქვეყანა“, რომლის მიზანიც საქართველოს მოსახლეობის (მიუხედავად ადამიანების ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა) ერთიან სამოქალაქო ერად ფორმირების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, პროექტის ცენტრალურ აქტივობას სასკოლო სახელმძღვანელოების საფუძვლიანი აუდიტი წარმოადგენდა, სწორედ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად უწყობს ხელს სასკოლო განათლება საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსებისა და ერების წარმომადგენლებს საქართველოს ისტორიის, განვითარებისა და სახელმწიფოებრიობის ნაწილად იგრძნონ თავი. შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელოების მონიტორინგი განხორციელდა 5 საგანში:

• საქართველოს ისტორია (მე-6-12 კლასები)

• ქართული ენა და ლიტერატურა (მე-7-12 კლასები)

• სამოქალაქო განათლება (მე-7-12 კლასები)

• გეოგრაფია (მე-7-11 კლასები)

• ხელოვნების ისტორია / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მე-2,3, მე-7-9 კლასები)

სახელმძღვანელოების მონიტორინგის პროცესში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო შეგვესწავლა, თუ რას ამბობენ წიგნები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ, რამდენადაა მათი წვლილი სახელმწიფოებრიობის შენების პროცესში საკმარისად წარმოჩენილი, ასევე, ზოგადად, რა ტიპის ინფორმაციას აწვდის სახელმძღვანელო მოსწავლეს ტოლერანტობის, მრავალფეროვნების შესახებ. შეფასდა სახელმძღვანელოების სტრუქტურა, თავების დასათაურების ლოგიკურობა, ინფორმაციის სანდოობა და მრავალმხრივობა.

ანგარიში სრულად ?

სასკოლო სახელმძღვანელოების მონიტორინგი – სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ხელოვნება Read More »

სასკოლო სახელმძღვანელოების მონიტორინგი – ქართული ლიტერატურა

პროექტის – „საქართველო როგორც მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ქვეყანა“ ფარგლებში წარმოგიდგენთ მონიტორინგის რიგით მე-2 ანგარიშს, რომელიც ეხება ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს. ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების განხილვისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, შეგვეფასებინა:

  • რამდენად და რა სიხშირით გვხვდება საქართველოში მცხოვრებ/მოღვაწე ეროვნულ ან რელიგიურ უმცირესობებზე ცნობები, ან მათი ნაწარმოებები ლიტერატურის სახელმძღვანელოებში;
  • სასკოლო წიგნების შემქმნელები რამდენად აცნობიერებენ, რომ მრავალფეროვანი საქართველოსთვის ქართველი, ექსკლუზიურად „ქართველ მართლმადიდებელ კაცს“ არ ნიშნავს და ქართული ლიტერატურის შემადგენელია ყველა ის ავტორი და მოღვაწე, ვინც ჩვენს ქვეყანაში ქმნიდა ლიტერატურას;
  • რამდენადაა გააზრებული და ასახული ის იდეა, რომ საქართველოში ლიტერატურული მემკვიდრეობაა ყველაფერი, რაც საქართველოში მოღვაწე ხელოვანების მიერ არის შექმნილი, მიუხედავად პირველწყაროს ენისა.

ანგარიში სრულად ?

სასკოლო სახელმძღვანელოების მონიტორინგი – ქართული ლიტერატურა Read More »

სასკოლო სახელმძღვანელოების მონიტორინგი – ისტორია

პროექტის მთავარი ამოცანა, საქართველოს მოსახლეობის (მიუხედავად ადამიანების ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა) ერთიან სამოქალაქო ერად ფორმირების ხელშეწყობაა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტა შესაბამისი ხედვებისა და ფილოსოფიის სასკოლო განათლებაში ინტეგრაციის გარეშე რთული
მისაღწევია. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტიც პრობლემების ფუნდამენტურად გაანალიზებას და მათი აღმოფხვრის გზების ძიებას ემსახურება. ამ მიზნით, უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიგვაჩნია, საწყის ეტაპზე, სასკოლო სახელმძღვანელოების საფუძვლიანი აუდიტი იმის გასარკვევად, თუ რამდენად უწყობს ხელს სასკოლო განათლება საქართველოში მაცხოვრებელი სხვადასხვა ეთნოსებისა და ერების წარმომადგენლებს საქართველოს ისტორიის, განვითარებისა და სახელმწიფოებრიობის ნაწილად იგრძნონ თავი.

ანგარიში სრულად ?

სასკოლო სახელმძღვანელოების მონიტორინგი – ისტორია Read More »

Scroll to Top