სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში ეხმაურება სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ მოსალოდნელ შედეგს, ქართულ ბაზარზე ჩინური ბანკების შემოსვლას.
ანგარიშში წარმოდგენილია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკებს შორის გამართული შეხვედრები, რომლებზეც ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი ჩინური სამთავრობო ბანკების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესახებ.
ანგარიშში ასევე განხილულია ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც ჩინური ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას უკავშირდება. მათ შორის, წარმოდგენილია „ვალის მახის დიპლომატიის“ შემთხვევები შრი-ლანკაში, ტაჯიკეთსა და მონტენეგროში.
“სამოქალაქო იდეას“ ახალი ანგარიში იკვლევს ჩინეთ-საქართველოს სამართალდაცვითი თანამშრომლობის ახალ ასპექტს: ქართული სამთავრობო ინსტიტუტების მიერ ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიების შესყიდვას.
სამოქალაქო იდეამ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვლია 2019-2024 წლებში ჩინური სათვალთვალო კამერების შესაძენად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევები. აღნიშნული მონაცემების ანალიზმა აჩვენა ჩინური ტექნოლოგიების შეძენის მზარდი ტენდენცია.
ანგარიშის ბოლო ნაწილში მიმოხილულია ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი გამოწვევები, როგორებიცაა მონაცემების დაუცველობა, კიბერ-თავდასხმის რისკები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ახლო კავშირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. აღნიშნული გამოწვევების გამო, ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიები არაერთი დასავლური სახელმწიფოს მიერაა აკრძალული.
„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ მორიგ პუბლიკაციას ქართულ ასპარეზზე ახლადგამოჩენილი კომპანიიის “China Railway Tunnel Group (CRTG)” შესახებ.
ანგარიში მიმოიხილავს სკანდალებსა და პრობლემატურ ისტორიას ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე, რომელსაც აბარია ორი მნიშვნელოვანი პროექტი: (1) ქვეშეთი-კობის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი და (2) სტეფანწმინდა-გველეთის დამაკავშირებელი გზა.
კვლევა აღწერს კომპანიასთან “CRTG” დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებს, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მძიმე საერთაშორისო დარღვევებსა და კომპანიის პრობლემურ ისტორიას.
კვლევა აღწერს როგორც კომპანიის აქტივობებს საქართველოს ბაზარზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნის რიგ გამოცდილებებს კომპანიასთან დაკავშირებით.
სიღარიბის ერთიანი სტანდარტის არარსებობისა და თვლადების იგნორირების პირობებში სრულიად დეზინფორმაციული და არაფრისმთქმელიაგარკვეული სამთავრობო ტროლების მხრიდან იმაზე გლოვა რომ, Eurostat-ის ინფორმაციისშესაბამისად, ევროკავშირის მოსახლეობის 21.4%, ანუ 94.6 მილიონი ადამიანი, სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ იმყოფება.
სრული კატეგორიულობით უნდა ითქვას, რომ საქართველო და ევროკავშირი სიღარიბეს სრულიად განსხვავებულისტანდარტებითა და კრიტერიუმებით ითვლიან და, შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი რიცხვები ერთმანეთთან ერთი რომელიმე კოეფიციენტის მიხედვით არ დარდება.
თუკი მაინცდამაინც უნდა დავადაროთ, შესაძლებელია სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი გამოვიყენოთ, რომელიც განსაზღვრულია 3.65 აშშ დოლარზენაკლები დღიური შემოსავლით. ამ მონაცემის შესაბამისად, საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ევროკავშირში კი ასეთი მხოლოდ ყოველი 167-ე.
ქრთამის აღების შემთხვევებიდან დაწყებული ხმების გაყალბებამდე: რა
ბრალდებებს უყენებენ ქვეყნები საარჩევნო ტექნოლოგიის დამამზადებელ
კომპანიას „SMARTMATIC“?
“სამოქალაქო იდეა” მოხარულია გაგიზიაროთ სინო-ქართული აკადემიური ურთიერთობების მონიტორინგის ანგარიში, “სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლების სფეროში”.
ანგარიშში მიმოხილულია საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული საგანმანათლებლო თანამშრომლობა და ხაზგასმულია 2023 წლის ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები. პარტნიორობა მიზნად ისახავს გააძლიეროს აკადემიური კავშირები, ხელი შეუწყოს გაცვლით პროგრამებს და მხარი დაუჭიროს ჩინური ენისა და კულტურის ინიციატივებს ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გარდა ამისა, კვლევა ხაზს უსვამს ჩინური ინვესტიციების გავლენასა და მის როლს ქართული უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაში. აღნიშნული ტენდენციის ნათელი მაგალითია “გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის” ჩინური რებრენდინგი.
ანგარიშში, ასევე, განხილულია ისეთი პლატფორმების გავლენა, როგორიცაა სინომედია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ჩინურ საგანმანათლებლო ინიციატივებს, კონკურსებსა და ენის კურსებს საქართველოში. ჩინეთის უნივერსიტეტების ქართველი კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ეს პლატფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სინო-ქართულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.
ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პოტენციური კერძო პარტნიორია, მორიგ საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. სერბეთში კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ რკინიგზის სადგურში მომხდარ ინციდენტს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ორგანიზაცია, სამოქალაქო იდეამ, ამა წლის 16 ოქტომბერს წარმოგიდგინათ ფაქტები მმართველი პარტიის, რუსული ხაზინის შესახებ. კერძოდ, ჩვენს ანგარიშში ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველების უმრავლესობის უკან რუსეთის ბაზარი და რუსული ფული დგას. მათი ინტერესები ორგანულად არის დაკავშირებული მოსკოვთან და შესაბამისად, მეტი სარგებლის მიღებისთვის სწორედ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას და გაძლიერებას უჭერენ მხარს. ჩვენ ფაქტებით გაჩვენეთ თუ რამ გამოიწვია ქართული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების 73,5 პროცენტამდე ზრდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ისეთი სახიფათო ზღვარია, რომელიც კრემლის მხრიდან ბაზრის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოყენების ნებისმიერი შემდეგი რაუნდის დროს, ქართულ ეკონომიკას მორიგი კრიზისითა და ჩამოშლით ემუქრება.
მთავარი მავნებლობა, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში განხორციელდა, ბაზრების დივერსიფიცირების ნაცვლად, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მუდმივი ზრდაა რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების (ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი და სხვები) და მათი ბიზნეს პარტნიორი შემომწირველების ხელით კეთდებოდა.
დღეს, ამ კვლევის მეორე ნაწილი უნდა წარმოგიდგინოთ, სადაც კიდევ უფრო ტრაგიკულ შემთხვევებზე მოგიყვებით. კერძოდ, ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით იხილავთ ოცნების იმ შემომწირველების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც არა უბრალოდ ვაჭრობენ ან სხვაგვარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ კავშირებში არიან რუსეთთან, არამედ უკრაინაში „ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში“ მოხვდნენ და შესაბამისად სანქციების ქვეშ არიან.