ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (27 ივლისი – 2 აგვისტო)

საქართველო

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩის გამოსამშვიდობებელ მიღებას დაესწრო

27 ივლისი

27 ივლისს თბილისში ჩინეთის სახალხოგანმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99- წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის, დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კობახიძემ ჭოუ ციენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ხალხთაშორის სფეროებში გაფართოვდა. პრემიერის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია.

ჭოუ ციენმა საქართველოში ოთხწლიანი საქმიანობა შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ პერიოდში ურთიერთობები ჯერ სტრატეგიული, შემდეგ კი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.

 

საქართველოს ელჩი ჩინეთის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის ღონისძიებას დაესწრო

28 ივლისი

28 ივლისს პეკინში ჩინეთის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტმა CIIS-მა საერთაშორისო ვითარებისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებული ახალი გამოცემა წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ინსტიტუტის ახალი გამოცემა Blue Book on International Situation and China’s Foreign Affairs. პუბლიკაცია საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, გლობალურ გამოწვევებსა და 2025-2026 წლებში ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს მიმოიხილავს.

ღონისძიების ფარგლებში დიპლომატებმა და ჩინელმა მკვლევრებმა საერთაშორისო პროცესებზე მოსაზრებები გაცვალეს და საექსპერტო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

აზერბაიჯანი

ჩინეთმა აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა

28 ივლისი

28 ივლისს ბაქოში ჩინეთის სახალხოგანმათავისუფლებელი არმიის შექმნის 99- წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ჩინეთის ელჩი ლუ მეი და სამხედრო ატაშე, უფროსი პოლკოვნიკი სონგ ძიუნი მასპინძლობდნენ.

ღონისძიებაზე ლუ მეიმ აზერბაიჯანთან სამხედრო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრა. ლუ მეის განცხადებით, სამხედრო კავშირები ორი ქვეყნის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მან აღნიშნა, რომ ჩინეთის არმია მზად არის, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან კონტაქტები და პრაქტიკული თანამშრომლობა გააძლიეროს.

ელჩმა ყურადღება ხელოვნური ინტელექტის სფეროსაც დაუთმო და აღნიშნა, რომ პეკინი აზერბაიჯანთან გამოცდილებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაზიარებით არის დაინტერესებული. ამ კონტექსტში მან ჩინეთის ინიციატივით შექმნილ ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო თანამშრომლობის ორგანიზაცია WAICO-ზე ისაუბრა, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და თანასწორი განვითარების ხელშეწყობაა.

 

აზერბაიჯანელმა მკვლევარმა ჩინეთში კონფუცის ნაშრომის თარგმნის პროექტი წარადგინა

30 ივლისი

30 ივლისს ჩინეთში კონფერენციაცივილიზაციათაშორისი გაცვლა და უძველესი კლასიკური ნაწარმოებების თარგმნაგაიმართა. ღონისძიებაში პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის აზიის ფაკულტეტის აზერბაიჯანული ენის კათედრის ხელმძღვანელი და კონფუციანიზმის საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის წევრი აგშინ ალიევი მონაწილეობდა.

ალიევმა კონფუცის ფილოსოფიის ძირითადი ცნებების აზერბაიჯანულ ენაზე გადატანის მეთოდებსა და სირთულეებზე ისაუბრა. მან ჩინურიდან აზერბაიჯანულად პირველად თარგმნა კონფუცის გამონათქვამებისა და დიალოგების კრებულისაუბრები და მსჯელობები“.

ღონისძიება კონფუციანიზმის საერთაშორისო ასოციაციისა და კონფუცის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა და მას 20 ქვეყნიდან დაახლოებით 50 მკვლევარი დაესწრო.

აზერბაიჯანჩინეთის ერთობლივი საინჟინრო ფაკულტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს

31 ივლისი

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტმა და პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ერთობლივ საინჟინრო ფაკულტეტზე პირველი სტუდენტების მიღება გამოაცხადეს. ფაკულტეტი მუშაობას 2026-2027 სასწავლო წლიდან დაიწყებს.

სასწავლო მიმართულებები მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებებს, ქიმიას, ბიოტექნოლოგიასა და მექანიკურ ინჟინერიას. პროგრამა „3+1“ მოდელით განხორციელდება: სტუდენტები პირველ სამ წელს აზერბაიჯანში, ბოლო წელს კი ჩინეთში ისწავლიან.

მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილების შემდეგ კურსდამთავრებულები ორივე უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ერთობლივ კვლევებს, აკადემიურ მობილობასა და ტექნოლოგიების გადაცემას.

სომხეთი

 

სომხეთის წარმომადგენლები SCO- მედიისა და კვლევითი ცენტრების სამიტს დაესწრნენ

27 ივლისი

27 ივლისს ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მედიისა და კვლევითი ცენტრების სამიტი გაიხსნა, რომელშიც სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატთან არსებული საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ცენტრი და სააგენტოარმენპრესიმონაწილეობდნენ.

ღონისძიება ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსინხუასადა ყირგიზეთის სააგენტოკაბარისორგანიზებით გაიმართა. დისკუსიები შეეხო საერთაშორისო საინფორმაციო თანამშრომლობას, მედიის ციფრულ ტრანსფორმაციას, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. სამიტმა 26 ქვეყნიდან დაახლოებით 250 მონაწილე გააერთიანა.


ფაშინიანმა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის გაფართოების მცდელობას დაუკავშირა

30 ივლისი

30 ივლისს გამართულ პრესბრიფინგზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციაზე ისაუბრა და ჩინეთი იმ სახელმწიფოებს შორის დაასახელა, რომლებთანაც ერევანმა სტრატეგიული ურთიერთობების განმსაზღვრელი დოკუმენტები გააფორმა.

მისი თქმით, სომხეთი წარსულში ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების ალტერნატივების ნაკლებობას განიცდიდა, ახლა კი პარტნიორთა წრის გაფართოებას ცდილობს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დოკუმენტები ჩინეთთან, შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან აქვს გაფორმებული.

სომხეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობა შეზღუდული არ უნდა იყოს. მისი შეფასებით, ერევნის ახალი მიდგომა არსებული პარტნიორების ჩანაცვლებას კი არა, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დაბალანსებასა და ალტერნატივების შექმნას ემსახურება.

Scroll to Top