Civicidea

ჩინეთში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე იკლებს

ჩინეთში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე იკლებს.

ჩინეთში 16-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების უმუშევრობის დონე (გარდა სტუდენტებისა), სექტემბერში 17,6%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 18,8%-ს შეადგენდა. 

მიმდინარე წლის ივნისში უმუშევრობის დონე, ახალგაზრდებსა და კოლეჯის კურსდამთავრებულებს შორის 13.2%-ს შეადგენდა, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 17.1%-მდე გაიზარდა. სწრაფი ზრდის ტემპი დაახლოებით 12 მილიონი სტუდენტის შრომის ბაზარზე შესვლამ განაპირობა. უმუშევრობის დონის ზრდა აგვისტომდე გაგრძელდა და 2024 წლის უმაღლეს ნიშნულს, 18,8%-ს მიაღწია, ვიდრე სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ მეთოდოლოგიის შეცვლა გადაწყვიტა. 

ძველი მეთოდოლოგით სტატისტიკის ეროვნული ბიურო უმუშევრობის დონის გამოთვლისას უგულებელყოფდა სტუდენტებს, თუმცა მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში აღნიშნულმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს – 21.3%-ს მიაღწია, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მხედველობაში მიეღო სტუდენტთა რაოდენობაც. 

ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მსოფლიოს ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც რიგით მეორეა მსოფლიოში, “გააგრძელებს სტაბილიზაციისა და აღდგენის ტენდენციას“.

მაგრამ ქარხნების მფლობელების ნდობის ცალკეული ოფიციალური გამოკითხვების სექტემბრის მაჩვენებლის მიხედვით, ისინი კვლავ თავს იკავებენ ახალი მუშა ხელის დაქირავებისგან.

წყარო: https://www.reuters.com/world/china/chinas-sept-youth-jobless-rate-176-compared-with-188-august-2024-10-22/

ჩინეთში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე იკლებს Read More »

სი ძინ პინმა ჩინეთის სარაკეტო ძალებს შეკავებისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდისკენ მოუწოდა

შაბათს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სარაკეტო ძალების ბრიგადა დაათვალიერა. შეხვედრისას მან სამხედროებს შეკავებისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდისკენ მოუწოდა. 

სიტყვით გამოსვლისას სტრატეგიულ სარაკეტო ძალებში მყოფ სამხედროებს მან ასევე მოუწოდა “მტკიცედ შეასრულონ პარტიისა და ხალხის მიერ დაკისრებული ამოცანები” – აღნიშნა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Xinhua“-მა. 

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სარაკეტო ძალებს, რომლებიც ზედამხედველობენ ქვეყნის კონვენციურ და ბირთვულ რაკეტებს, დაევალათ ჩინეთის ბირთვული ძალების მოდერნიზება მიმდინარე ისეთი მოვლენების ფონზე, როგორებიც არის შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვის განვითარება, გაუმჯობესებული სათვალთვალო შესაძლებლობები და გაძლიერებული ალიანსები. 

ჩინეთის მედიის „Cailianshe“-ს ცნობით, მიმართვის დროს, სი-მ ხაზი გაუსვა „პოლიტიკური მითითებების დაცვას, მისიის პასუხისმგებლობის გაძლიერებას“ და „ძალების ფორმირების მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობას“.

გასულ თვეში ჩინეთმა წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მზარდ საერთაშორისო ყურადღებას უსვამს ხაზს ქვეყნის ბირთვულ გაძლიერებაზე. 

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის არმიაში გასული წლიდან დღემდე ყოვლისმომცველი ანტიკორუფციული წმენდა განხორციელდა, რის შედეგადაც, ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში თანამდებობა სარაკეტო ძალების რამდენიმე გენერალმა დატოვა.

წყარო: https://www.reuters.com/world/asia-pacific/chinas-xi-urges-missile-troops-boost-deterrence-combat-capabilities-2024-10-19/

 

სი ძინ პინმა ჩინეთის სარაკეტო ძალებს შეკავებისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდისკენ მოუწოდა Read More »

“სამოქალაქო იდეა” აკვირდება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

“სამოქალაქო იდეა” აკვირდება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ამ ინიციატივის ფარგლებში ორგანიზაცია სამი დღის განმავლობაში ატარებს დამკვირვებლების გადასამზადებელ ტრენინგებს კახეთში.
 
სტუდენტები, იურისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამოქალაქო იდეას სახელით დააკვირდებიან არჩევნებს კახეთის რეგიონში, მათ შორის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში.
 
ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს !

“სამოქალაქო იდეა” აკვირდება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. Read More »

ჩინეთი ფინანსურ ინსტიტუტებს გაფართოებული ფინანსური პოლიტიკის მყისიერი განხორციელებისკენ მოუწოდებს

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსურმა მარეგულირებლებმა ძირითად ფინანსურ ინსტიტუტებთან გამართეს შეხვედრები და მოუწოდეს მათ ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრების მხარდასაჭერად მყისიერი ნაბიჯები გადადგან. 

ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდა გაზარდონ საკრედიტო მხარდაჭერა რეალური ეკონომიკისთვის და შეინარჩუნონ ფულისა და კრედიტის მთლიანი ოდენობის გონივრული ზრდა. – ნათქვამია PBOC-ის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მან ინსტიტუტებს ასევე მოუწოდა საპროცენტო განაკვეთის კორექტირებისაკენ და მხარი დაუჭირა საფონდო ბაზრის მხარდასაჭერად შექმნილ დაფინანსების ორ სქემას. 

შეხვედრას, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა, ერთობლივად უძღვებოდნენ ჩინეთის საბანკო და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანოები და მონაწილეობდნენ ბანკები, საბროკერო და საფონდო კომპანიები. 

შეგახსენებთ, რომ ქონებისა და საფონდო ბირჟების მხარდასაჭერად PBOC-მა სექტემბრის ბოლოს აგრესიული ფულადი მხარდაჭერის ზომები მიიღო COVID-19 პანდემიის შემდეგ. 

პირველად, მისი არსებობის ისტორიაში, ცენტრალურმა ბანკმა, პირველად შექმნა მონეტარული პოლიტიკის ორი ინსტრუმენტი საფონდო ბირჟის მხარდასაჭერად. ინსტრუმენტები მოიცავს სვოპ პროგრამას ბროკერებისთვის, ფონდებისა და მზღვეველებისთვის და აღნიშნული კომპანიების მიერ აქციების შესყიდვისათვის შექმნა სესხის ხელახალი გაცემის საშუალება.

 ხსენებული ინსტრუმენტების სწრაფი ამოქმედება ჩინეთს მიმდინარე წლისთვის სასურველი 5%-იან ზრდის მიღწევაში დაეხმარება.

 PBOC-მ განაცხადა, რომ ის „გააძლიერებს დეპარტამენტთაშორის კოორდინაციას, შექმნის სინერგიას და სრულად გამოიყენებს ამ ინსტრუმენტებს ბაზრის სანდოობის გასაძლიერებლად, ხალხის მოლოდინების გასაუმჯობესებლად და მდგრადი ეკონომიკური აღდგენის ხელშესაწყობად“. 

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის მონაცემებით, ჩინეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში 4,6%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით.

წყარო: https://www.reuters.com/markets/asia/china-urges-swift-implementation-expansive-financial-policies-2024-10-18/

ჩინეთი ფინანსურ ინსტიტუტებს გაფართოებული ფინანსური პოლიტიკის მყისიერი განხორციელებისკენ მოუწოდებს Read More »

ჩინეთი ინდოეთს მოუწოდებს სიფრთხილით მოეკიდოს ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს

მუმბაიში ტაივანის დე ფაქტო საკონსულოს გახსნის შემდეგ ჩინეთმა ინდოეთს მოუწოდა, სიფრთხილით მოეკიდოს ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს და უარყოფითად არ იმოქმედოს ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესზე. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მაო ნინგმა პრეს- კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახელმწიფოს ოფიციალურ ურთიერთობას ტაივანთან. 

აღნიშნული განცხადება მუმბაიში ტაივანის დე ფაქტო საკონსულოს გახსნას მოჰყვა, რამაც ჩინეთსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობა დაძაბა.

ტაივანის ხელისუფლება კუნძულზე ჩინეთის სუვერენიტეტისა და მისი საერთაშორისო არენაზე წარმოდგენის პრეტენზიებს მტკიცედ უარყოფს.

„ერთი ჩინეთის პრინციპი ინდური მხარისთვის სერიოზული პოლიტიკური ვალდებულება და ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველია“ – განაცხადა პრეს-სპიკერმა და დასძინა, რომ ჩინეთი მოუწოდებს ინდოეთს დაიცვას მისი წილი ვალდებულებები, გონივრულად წარმართოს ტაივანთან დაკავშირებული საკითხები და თავი შეიკავოს ოფიციალური ურთიერთობისგან.

წყარო: https://www.reuters.com/world/asia-pacific/china-urges-india-handle-taiwan-issue-cautiously-after-mumbai-office-opening-2024-10-17/

ჩინეთი ინდოეთს მოუწოდებს სიფრთხილით მოეკიდოს ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს Read More »

ჩინეთს სურს იყოს პარტნიორი და მეგობარი აშშ-სთვის – სი ძინ პინი

აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ეროვნული კომიტეტის 2024 წლის დაჯილდოების სადილზე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის წარმატებული პარტნიორობა არის არა დაბრკოლება, არამედ შესაძლებლობა ორივე მათგანისთვის, რომ ხელი შეუწყონ ერთმანეთის განვითარებას. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს აშშ-სთან პარნიორობა და მეგობრობა სურს, რაც არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს მოუტანს სარგებელს, რადგან აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში და აქვს უნარი გავლენა იქონიოს კაცობრიობის მომავალზე. 

„აშშ-ჩინეთის ურთიერთობას ჩინეთი მუდამ წარმართავდა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად“ – განაცხადა სი ძინ პინმა

წყარო: https://www.reuters.com/world/xi-says-china-willing-be-partner-friend-with-us-state-media-reports-2024-10-16/

ჩინეთს სურს იყოს პარტნიორი და მეგობარი აშშ-სთვის – სი ძინ პინი Read More »

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი

წინამდებარე ანგარიშის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენოთ, რომ მმართველი პარტია, მისი ბიზნეს ინტერესებითა და რუსული კავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და საფრთხეს წარმოადგენს. არ გაგიკვირდებათ როდესაც წაიკითხავთ, რომ ქართული ოცნების პრაქტიკულად ყველა დიდ შემომწირველს ორი რამ აკავშირებს ერთმანეთთან.

– სრული დამოკიდებულება რუსეთსა და რუსულ ბაზარზე; პრაქტიკულად ყველას აქვს ორმაგი – რუსული და ქართული მოქალაქეობა ან ჰყავს რუსეთის მოქალაქე დამფუძნებელი, თანამეწილე, ან დირექტორი.

– პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

შესაბამისად, გვსურს გაგიზიაროთ მონაცემები ქართული ოცნების ყველაზე მნიშვნელოვანი დონორების შესახებ.

შეგიძლიათ, იხილოთ ანგარიში:

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი Read More »

თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო პრაღაში ჩატარებულ “Forum 2000”-ის პანელში, სახელწოდებით „ქართული არჩევნები- არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიულ წინსვლას შორის“.

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო პრაღაში ჩატარებულ “Forum 2000”-ის პანელში, სახელწოდებით „ქართული არჩევნები- არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიულ წინსვლას შორის.

ორ კვირაზე ნაკლებ დროში ქართველები გადამწყვეტ არჩევანს გააკეთებენ, რომელიც სავარაუდოდ განსაზღვრავს, ქვეყანა ევროპასთან მჭიდრო კავშირებისკენ გადაიხრება, თუ მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ.

ოქტომბრის ბოლოს საქართველოში დაგეგმილი არჩევნები გადამწყვეტია. მმართველი პარტიის გამარჯვებამ შეიძლება სერიოზულად შეზღუდოს ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. ფსონები მაღალია და ძლიერი, კარგად ინფორმირებული სადამკვირვებლო მისია აუცილებელია საარჩევნო პროცესის სამართლიანობის შესაფასებლად. იმის გარდა, რომ რუსეთის ჩარევა პროცესში სავარაუდოა, ეს არჩევნები, ასევე, შეიძლება იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვიხილავთ PRC-ს მნიშვნელოვან ჩართულობას,  რეგიონში მისი მზარდი ინტერესებიდან გამომდინარე. რა არის ამ პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევები? რა მდგომარეობაა საქართველოს პროდასავლური ძალების რიგებში? რას უნდა ველოდოთ, თუ არჩევნებში მმართველი პარტია გაიმარჯვებს? – ეს ის თემებია, რომლებიც პანელის მსვლელობისას განიხილეს.

პანელში ასევე მონაწილეობდნენ ვასილ სიხარულიძე( საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე) და როსტისლავ ვალვოდა (პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი), რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს სურს ცვლილება მიმდინარე პოლიტიკისა, რომელიც მართლაც რუსული მიმართულებით მიდის“

You can find out more about the Panel from the article of AliQ Media:

თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო პრაღაში ჩატარებულ “Forum 2000”-ის პანელში, სახელწოდებით „ქართული არჩევნები- არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიულ წინსვლას შორის“. Read More »

ჩინელი მწარმოებლები ევროპაში ელექტრომობილების წარმოების ნაწილობრივ გადატანას გეგმავენ

ჩინელი მწარმოებლები ევროპაში ელექტრომობილების წარმოების ნაწილობრივ გადატანას გეგმავენ ბუჯეტური ელექტრომობილების გაყიდვების გასაზრდელად შესაძლოა ჩინური ავტოსაწარმოო ობიექტების ნაწილი ევროპაში გადავიდეს. ამ გზით ისინი შეძლებენ თავი აარიდონ ევროკავშირის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე დაწესებულ მაღალ ტარიფებს. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორი მაპროვოცირებელი ფაქტორი ჰქონდა: 

1. ჩინურ ბაზარზე ელექტრომობილების მიმართ მოთხოვნა დროთა განმავლობაში მცირდება

2. ევროპის ქვეყნებმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე მაღალი ტარიფები დააწესეს. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ავტომწარმოებლების შიშმა განაპირობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინური წარმოების ელექტრომობილების იმპორტის გაზრდის ფონზე ისინი ადგილობრივ ბაზარზე ჩინელ მწარმოებლებს ფასობრივ კონკურენციას ვერ გაუწევდნენ.

მოკლედ ჩინური კომპანიების გეგმების შესახებ ევროპაში: 

CHERY AUTO 

„Chery Auto“ ერთ-ერთია იმ ჩინური კომპანიებიდან რომლებმაც ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგეს. ექსპორტის მოცულობით ჩინეთის მასშტაბით უდიდესმა კომპანიამ ესპანეთის ავტომწარმოებელ „EV Motors”- თან თანამშრომლობის დოკუმენტი ოფიციალურად გააფორმა. Reuters-ის ცნობით, ისინი ელექტრომობილების ერთობლივ წარმოებას მიმდინარე წელს დაიწყებენ. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, „Chery Auto“ მოლაპარაკებებს იტალიელ და ბრიტანელ კოლეგებთანაც აწარმოებს. 

BYD 

მსოფლიოში ელექტრომობილების უდიდესი მწარმოებელი კორპორაცია „BYD“ ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების თითქმის სრული წარმოების გადატანას ევროპაში, საჭირო დეტალების იმპორტირებას კი უნგრეთსა და თურქეთში მდებარე ქარხნებიდან აპირებს. კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის სტელა ლი-ს თქმით, „BYD“ ჩინეთიდან მხოლოდ ელემენტების მცირე კომპონენტებს შეიტანს. 

LEAPMOTOR 

ჩინურმა ავტომწარმოებელმა „LEAPMOTOR“-მა პარტნიორ კომპანია „Stellantis“- თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. „Stellantis“-ის აღმასრულებელი დირექტორის კარლოს ტავარესის თქმით, ელექტრომობილები პოლონეთში მდებარე „Stellantis“ საწარმოში აიწყობა. 

SAIC MOTOR 

ჩინეთის რიგით მეორე ავტოიმპორტიორი, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანია „SAIC MOTOR“ ელექტრომობილების საწარმოს გახსნას საფრანგეთში გეგმავს, რათა ადგილობრივ ბაზარზე მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. იგი ავტონაწილებს ამსტერდამში უკვე აწარმოებს.

წყარო: https://www.reuters.com/business/autos-transportation/chinese-ev-makers-plans-make-cars-europe-2024-05-07/

ჩინელი მწარმოებლები ევროპაში ელექტრომობილების წარმოების ნაწილობრივ გადატანას გეგმავენ Read More »

ჩინეთმა მილანში გამართულ შეხვედრაზე საკუთარი ასტრონომიული მიღწევა წარადგინა

14 ოქტომბერს იტალიის ქ. მილანში გამართულ საერთაშორისო ასტრონავტულ კონგრესზე ჩინეთმა მთვარის შორეული კიდიდან მოპოვებული კლდის ნიმუში წარმოადგინა. აღნიშნულმა კონგრესმა, დასავლეთისა და რუსეთის დაძაბული ურთიერთობის გამო, ამ უკანასკნელის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის მიერ კლდის ნიმუშის წარდგენა, რომელიც Chang’ 6-მა მოიპოვა ბეიჯინგის კოსმოსური ძალის სტატუსის ზრდის მაჩვენებელია. 

საერთაშორისო ასტრონავტული კონგრესი (IAC) 1950 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც პლატფორმა, სადაც მეცნიერები, ინჟინრები, პოლიტიკოსები და კერძო სექტორის წარმომადგენლები თემატურ თანამშრომლობას განიხილავენ.

წყარო: https://www.reuters.com/technology/space/moon-race-private-competition-focus-space-powers-gather-milan-2024-10-14/

ჩინეთმა მილანში გამართულ შეხვედრაზე საკუთარი ასტრონომიული მიღწევა წარადგინა Read More »

Scroll to Top