Civicidea
ჩინელმა ჰაკერებმა აშშ-ს მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების ქსელებში შეაღწიეს
ჩინელმა ჰაკერებმა აშშ-ს მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების
ქსელებში შეაღწიეს და მოიპოვეს ინფორმაცია იმ მოსასმენი სისტემებიდან
რომლებსაც ფედერალური მთავრობა სასამართლოს მიერ ნებადართული
მოსმენებისთვის იყენებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Wall Street Journal-
მა 6 სექტემბერს გამოაქვეყნა.
კომპანიები Verizon Communications, AT&T , Lumen Technologies რამდენიმეა იმ
მრავალი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიიდან რომელთა სისტემაშიც
ჰაკერებმა შეღწევა შეძლეს და მათ მონაცემებზე წვდომა სავარაუდოდ
რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ანგარიშს კვირას გამოეხმაურა და
აღნიშნა, რომ ჰაკერთა ჯგუფის ამ მოქმედების შესახებ მათ ინფორმაცია არ
ჰქონიათ, თუმცა ვინაიდან აშშ-ს მხრიდან წარსულშიც დაფიქსირებულა
ჩინეთისთვის ცილისწამების მცდელობები, შესაძლოა ეს ბრალდებაც მორიგი
ცილისწამება იყოს.
„იმ დროს, როდესაც კიბერუსაფრთხოება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის
საერთო გამოწვევა გახდა, მსგავსი ცილისმწამებლური მიდგომა მხოლოდ
შეაფერხებს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ერთობლივად
გადაჭრას ის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით“, ნათქვამია
სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალურმა ბეიჯინგმა უარყო აშშ-ს მთავრობის ბრალდება ჩინეთის მიერ
ჰაკერების საშუალებით სადაზვერვო მონაცემების შეგროვების თაობაზე,
თავად კომპანიებს, კი, რომელთა სისტემებზეც მოხდა თავდასხმა, კომენტარი
არ გაუკეთებიათ.
ჩინელმა ჰაკერებმა აშშ-ს მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების ქსელებში შეაღწიეს Read More »
სამოქალაქო იდეის გუნდმა მონაწილეობა მიიღო “German Marshall Fund”-ის გამართულ შეხვედრაზე , რომელიც საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა.
2024 წლის 25 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან და საქართველოს სასამართლოს გუშაგთან ერთად მონაწილეობა მიიღო “გერმანიის მარშალის ფონდის” მიერ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტ როლზე იყო ორიენტირებული.
ოპოზიციის მიერ კოალიციური მთავრობის ფორმირების რამდენიმე ვარიანტის შეთავაზებამ გააჩინა მოლოდინი, რომ მმართველი ქართული ოცნების ძალაუფლების დაკარგვის შანსი იზრდება. თუმცა, გამარჯვებისთვის აუცილებელია ერთიანი და სტრატეგიულად სწორად დაგეგმილი კამპანია, რათა ამომრჩევლების მხარდაჭერა გაიზარდოს, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებში გამარჯვება ხშირად საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა შეშფოთება ქართული ოცნების ტაქტიკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ეკლესიის ჩართვასთან მის პოლიტიკურ კამპანიებში. საერთაშორისო ზედამხედველობა აუცილებელია სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნული თემების გარდა, შეხვედრა ასევე შეეხო საქართველოში არსებულ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის “უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” მიღებულ სადავო კანონს. სამოქალაქო იდეამ და მისმა პარტნიორებმა განიხილეს კანონის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ძირითადი რეფორმების აუცილებლობას, როგორებიცაა სასამართლოს გამჭვირვალობის გაზრდა და ანტიკორუფციული ზომების გატარება, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი წინაპირობაა.


სამოქალაქო იდეას მკვლევარი აქსანა ახმედოვა დაესწრო “დემოკრატიის საერთაშორისო დღის კონფერენციას” ბრიუსელში.


თინა ხიდაშელი მონაწილეობას იღებს ვარშავაში გამართულ ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე.
თინა ხიდაშელი მონაწილეობას იღებს ვარშავაში გამართულ ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე. იგი მონაწილეებს მიმართავს სესიაზე: „ რეაგირება „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონმდებლობაზე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.“
„მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები ეუთოს რეგიონის ბევრ ნაწილში მზარდი საფრთხის ქვეშ იმყოფება. მთავრობები რეგიონის მასშტაბით ახორციელებენ ეგრეთწოდებულ „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობას ( ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც „უცხოური გავლენის“ ან „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონებს ) გამჭვირვალობის ზომების საფარქვეშ, რომელიც ხშირად სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვის მიზნით გამოიყენება. ეს კანონმდებლობა ხშირად ქმნის მედიის თავისუფლებისა თუ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და კონტროლის საფუძველს.
თინა ხიდაშელის მიზანია ეუთოს წევრ ქვეყნებს გააცნოს თავისი ხედვა, რათა მონაწილე სახელმწიფოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ ამ კანონების მავნე ზემოქმედების შესარბილებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: შეერთებული შტატები, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ლიტვის რესპუბლიკა, ლატვია, ჩეხეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგია, ფინეთი და პოლონეთი




თინა ხიდაშელი მონაწილეობას იღებს ვარშავაში გამართულ ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე. Read More »
სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო NED-ის გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონში, რომელიც საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეხებოდა.
2024 წლის 25 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან და საქართველოს სასამართლოს გუშაგთან ერთად, მიიღო მონაწილეობა National Endowment for Democracy-ის გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონში, რომელიც საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციის მიერ ამომრჩეველთათვის კოალიციათა რამდენიმე ვარიანტის შეთავაზება ოპტიმიზმის საფუძველს ზრდის, რომ შანსია მმართველმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგოს. თუმცა, წარმატების მისაღწევად საჭიროა ერთიანი, სტრატეგიულად სწორად დაგეგმილი კამპანია, რათა ამომრჩევლის აქტიურობა გაიზარდოს, რადგან ხშირად არჩევნებში გასამარჯვებლად აუცილებელი პირობა საზოგადოებრივი აღქმის ფორმირებაა.
შეხვედრაზე ,ასევე , გამოითქვა შეშფოთებები ქართული ოცნების ტაქტიკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკლესიის გამოყენებასთან, თავის პოლიტიკურ კამპანიებში. საერთაშორისო ზედამხედველობა და წნეხი მნიშვნელოვანია სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულ თემებთან ერთად, ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებული აქტუალური გამოწვევებზე, მათ შორის უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მიღებულ სადავო კანონზე. სამოქალაქო იდეამ და მისმა პარტნიორებმა განიხილეს კანონის გავლენა, და მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი შედეგები სამოქალაქო საზოგადოებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრაზე ხაზი ასევე გაესვა, რომ ძირითადი რეფორმები, როგორებიცაა სასამართლოს გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული ზომები აუცილებელი და გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.




სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო AFPC-ის ბრიფინგში კაპიტოლ ჰილში
2024 წლის 24 სექტემბერს, სამოქალაქო იდეას თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა, მონაწილეობა მიიღო ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს (AFPC) მიერ ორგანიზებულ ბრიფინგში კაპიტოლ ჰილში. ღონისძიება, მიზნად ისახავდა აშშ-ს კონგრესის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას რეგიონის გეოპოლიტიკაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქვეყანაში ჩინეთის მზარდ გავლენაზე.
ხიდაშელმა დამსწრეებს თავისი მოსაზრებები გაუზიარა მიმდინარე გლობალურ ლანდშაფტში საქართველოს სტრატეგიული პოზიციის შესახებ. მან ასევე განიხილა ჩინეთის ჩართულობა რეგიონში, განსაკუთრებით „სარტყელი და გზის ინიციატივის“ (BRI) ფარგლებში.
ღონისძიებაზე ასევე მონაწილეობდნენ AFPC-ის წარმომადგენლები, ლორა ლინდერმანი და მაიკლ სობოლიკი, რომლებმაც ისაუბრეს კავკასიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, „შუა დერეფნის“ პროექტის პერსპექტივებსა და ფართო საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.




“The Dragon Dance- ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე
19 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან ერთად უმასპინძლა რიგით მეორე მედია მონიტორინგის ანგარიშის: “The Dragon Dance: ჩინეთის გავლენები ქართულ მედიასა და აკადემიაში” პრეზენტაციას თბილისში, სასტუმრო ჯინჯერში. მედია ანგარიში იკვლევს ჩინეთის პოზიციონირებას სხვადასხვა ქართულ მედიასაშუალებებში და განიხილავს სინო-ქართულ აკადემიურ პარტნიორობას. ანგარიში 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის დაკვირვებებს მოიცავს. კვლევაში თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია იყო გამოყენებული, რომელიც მოიცავდა სამაგიდო კვლევას, მედიის მონიტორინგს კონტენტ-ანალიზის მეშვეობით, შემთხვევების თვისებრივ შედარებას, ფოკუს ჯგუფებსა და სიღრმისეულ ინტერვიუებს. აღნიშნული კვლევისას მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ მედია საშუალებებზე: მთავარი არხი, TV პირველი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, POSTV , BM.ge, Sinomedia.ge, Sinologia.ge, SputnikGEO.
პრეზენტაციების სანახავად გახსენით:
მედია ლანდშაფტის მიღმა, კვლევამ შეისწავლა ჩინეთსა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების ფონზე. აღნიშნულმა პარტნიორობამ გზა გაუხსნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო თანამშრომლობისთვის, მათ შორის სტიპენდიების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების და ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის პროგრამების პოპულარიზაციას. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ტრანსფორმაციაა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტად (GIU), რაც ჩინური დაინტერესებული მხარეების მიერ მოტივირებული რებრენდინგით არის გამოწვეული.
კვლევამ ასევე ხაზი გაუსვა Sinomedia-ს მსგავსი პლატფორმების როლს ამ საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობაში. ჩინეთის უნივერსიტეტების ქართველი კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი Sinomedia ხელს უწყობს ჩინური საგანმანათლებლო პროგრამების, კონკურსებისა და ენის კურსების პოპულარიზაციას საქართველოში. თუმცა, კვლევაში ასევე ასახულია უსაფრთხოების ის რისკებიც რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აკადემიური თანამშრომლობის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს. ანგარიში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სიფხიზლისკენ და ამ რისკების აღიარებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი ჩინეთთან პარტნიორობის დინამიკის ტენდენცია კვლავაც მზარდია. კვლევა დამატებით ასახავს სხვადასხვა ღონისძიებებსა და ინიციატივებს, როგორებიც არის საერთაშორისო კონკურსები და პარტნიორობა ჩინურ სააგენტოებთან, რაც საქართველოს აკადემიურ სექტორში ჩინეთის გავლენის გაფართოების თვალსაჩინო მაგალითია.
სამოქალაქო იდეა მადლობას უხდის ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრსა და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს (NED) გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ფოტოები








“The Dragon Dance- ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე Read More »
ბრესტიდან სამხრეთ-ჩინეთის ზღვამდე: ჩინეთის საიდუმლო როლი რუსეთ-უკრაინის ომში
ვიდრე უკრაინაში კონფლიქტი მწვავდება, სულ უფრო მეტად იჩენს თავს ისეთი სახიფათო ალიანსი, რომელსაც საერთაშორისო წესრიგის გარღვევა შეუძლია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა (ჩსრ) და რუსეთს შორის არსებული სამხედრო პარტნიორობა, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, მძიმე შეშფოთების საგანი ხდება შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის.
„ამ დახმარებამ რუსეთს საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა სამხედრო–სამრეწველო ბაზა, შეენარჩუნებინა ომის მსვლელობა. ასე რომ, ეს უნდა შეწყდეს,“
აშშ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
ეჭვები რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩინეთის პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ისედაც არსებობდა. დავის და განსჯის საგანი იყო ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევის საკითხი. თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამსხვრია მითი, რომ ჩინეთი უშუალოდ არ მონაწილეობს რუსეთ–უკრაინის ომში. ჩსრ–ის მთავრობა რუსეთს გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო დახმარებას აწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მუდმივად უსვამს ხაზს საკუთარ ფსევდონეიტრალურ პოზიციას.
მითების მსხვრევა – ანუ, ჩინეთის სრულმასშტაბიანი ჩართულობა უკრაინის ომში
ჩინეთის ჩართულობა რუსეთ–უკრაინის ომში მრავალმხრივი იყო, მიუხედავად პეკინის ფსევდო–ნეიტრალიტეტისა. ბოლო პერიოდის დოკუმენტები კიდევ უფრო კომპლექსურ სიტუაციას ასახავს. როგორც აღმოჩნდა, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გახანგრძლივების მიზნით ჩინური კომპანიები რუსეთს უკვე დიდი ხანია, რაც უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ დახმარებას უწევენ. მაგალითად, BelPol-ის მიერ მოპოვებული მასალები აჩვენებს, რომ შენჭენში დაფუძნებულმა სამხედრო მიმწოდებელმა კომპანიამ “Green Cycle Energy-მ” ბელორუსის სახელმწიფო თავდაცვის
კონტრაქტორ BelOMO Holding-ს, სწორედ, ის აუცილებელი კომპონენტები მიაწოდა, რითაც ლაზერით მართვადი ბომბები და სამხედრო რაკეტები მზადდება. ტრანზაქცია, რომელიც აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს მიერ BelOMO-ს დასანქცირების შემდეგაც გაგრძელდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩინური კომპანიები, მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა, მაინც აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებას. რუსეთის არმიისადმი ჩინეთის მხარდაჭერა იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ლოჯისტიკური კომპონენტების მიწოდების ქსელი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინური კომპანიები აქტიურად ამარაგებენ ბელორუსულ სამხედრო საწარმოებს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სამხედრო მიზნებს ემსახურება. მაგალითად, ჩინური “Morotack (Tianjin) Technology” კრიტიკულ კომპონენტებს აწვდის ბელორუსულ BelOMO-ს. ხოლო, სანკტ–პეტერბურგში დაფუძნებული ე.წ. “Precision Laser Systems” ახორციელებს ლაზერული ნაწილების[1] (რომელთა შორისაა ჩინური წარმოების ლაზერული დიოდები) ექსპორტს ბელორუსში. ყოველივე ეს ჩინეთისა და რუსეთის თავდაცვის სექტორებს შორის კავშირების აშკარა გაღრმავებას ამტკიცებს.
„ჩინეთი აგრძელებს რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, რის წინააღმდეგაც აშშ მას მკაცრად აფრთხილებდა. სინამდვილეში, მსგავსი ლოჯისტიკური კომპონენტების მიწოდება, შესაძლოა, იმდენადვე, ფასეული იყოს, რამდენადაც თვითონ საომარი იარაღისა.“
აშშ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
ამას გარდა, რუსეთი უკრაინასთან ომის შედეგად მიღებულ გამოცდილებას უზიარებს „ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას“ (ჩსა), რაც შეშფოთების კიდევ ერთი საგანი გახლავთ დასავლეთისთვის და ლეგიტიმურს ხდის აშშ–ის ოფიციალური პირების შიშებს იმის შესახებ, რომ ჩსა–ს შეუძლია, აითვისოს რუსული სამხედრო ტაქტიკა და კონტრზომები, რაც წაადგება აშშ–სა და მის მოკავშირეებთან ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონის შესაძლო კონფლიქტში. ამ შეშფოთებას აძლიერებს ჩსა–ს მონაწილეობა რუსეთთან და ბელორუსთან ერთობლივ წვრთნებში, კერძოდ, ზემოხსენებული Eagle Assault-2024 მანევრებში ბრესტის მახლობლად. როგორც უკვე ვთქვით, მიუხედავად მისი „ანტიტერორისტული იარლიყისა“ და მძევლების გადარჩენის საბაბისა, წვრთნები აღიქმება, როგორც სამხედრო ძალების ერთგვარი „სადემონსტრაციო შოუ“ ნატოს წინააღმდეგ.
ლოჯისტიკური დახმარების გარდა, არსებობს ჩინეთისა და რუსეთის თავდაცვით ძალებს შორის ტაქტიკური თანამშრომლობის მტკიცებულება რომ რუსეთი ჩინეთს უზიარებს საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციას, რაც, შესაძლოა, დასავლური შეიარაღების სისტემის მოწყვლადობის მიზეზი გახდეს. სადაზვერვო ინფორმაციის ამგვარი მიმოცვლა შეშფოთების საგანია აშშ–სა და მისი მოკავშირეებისთვის, რადგან ამ ფაქტორმა, შესაძლოა, მომავალ კონფლიქტებში სამხედრო ტექნოლოგიების ეფექტურობა მნიშვნელოვნად შეამციროს. აშშ და ევროპის ქვეყნები კი, უფრო და უფრო ცდილობენ სანქციების გამკაცრებას და დაინტერესებულ ჩინურ კომპანიებზე მონიტორინგის გაძლიერებას.
[1] ლაზერული იარაღი იყენებს სინათლის კონცენტრირებულ სხივებს სამიზნეების მიზანში ამოსაღებად და დასაზიანებლად, რაც უზრუნველყოფს ზუსტი და უფრო მაღალი ინტენსივობით სამხედრო ობიექტის ან სუბიექტის განადგურებას.
წვრთნები ბელორუსში: რატომ არის მნიშვნელოვანი?
როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ჩინეთი სამხედრო თანამშრომლობას სულ უფრო ააქტიურებს რუსეთის მოკავშირე ბელორუსთანაც, რაც საუკეთესოდ გამოჩნდა, ქალაქ ბრესტთან 8 ივლისს ჩინეთისა და ბელორუსის ჯარების მონაწილეობით, ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წვრთნებით, რომელიც 11 დღე გრძელდებოდა. ნიშანდობლივია, რომ წვრთნები პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მიმდინარეობდა, ვაშინგტონში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინა დღეს. არავინ დავობს, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი ძალის დემონსტრირება და მუქარა იყო.ბელორუსის შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილის თქმით, ეს მანევრები იყო ერთგვარი პასუხი დასავლეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უკრაინის პროვოკაციების წინააღმდეგ. წვრთნები ხაზს უსვამს ჩსრ–ის სტრატეგიულ მიზანს.
წვრთნები, რომელიც ჩინურმა მედიამ ანტიტერორისტულ ოპერაციად მოიხსენია, წარმოადგენდა არა უბრალოდ რუტინულ სამხედრო მოქმედებას, არამედ, გამაფრთხილებელ სიგნალს. ვინაიდან ჩინეთის მხრიდან ამ ტიპის „ანტიტერორისტული მისიები “ არც თუ ისე ხშირია. ბოლოს მსგავსი რამ 2015 წელს მოხდა, რაც ბევრად უფრო საგანგაშო სურათს იძლევა, და სრულიად რეალისტურს ხდის, ენტონი ბლინკენის მოლოდინს, რომ ჩინეთი მზადაა, არა მხოლოდ მხარი დაუჭიროს რუსეთს, არამედ, შეუქმნას საფრთხე ნატოსა და მის გავლენას აღმოსავლეთ ფლანგზე.
„ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს პოლონეთ–ბელორუსის საზღვარზე, ასევე ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საზღვრებზე,” და შესაბამისად, პოლონეთი და ლიეტუვა სამიტზე დასვამდნენ საზღვრების დაცვის საკითხს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ–კამიში,
მას შემდეგ, რაც 2024 წლის 15 ივლისს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს, ნატო–ს ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც სიტყვასიტყვით ჩაიწერა, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში „გადამწყვეტი ძალაა“.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას, ვიზიტმა ჩინეთში და პოლონეთ–ბელორუსიის საზღვრის ჩაკეტვის საფრთხემ ბელორუსი აიძულა, მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები განეხორციელებინა. ლუკაშენკომ წამყვან თანამდებობებზე დანიშნა პროჩინური პოლიტიკის გამტარებელი ოფიციალური პირები, როგორიცაა, დიმიტრი კრუტოი, პეკინთან და მოსკოვთან კავშირების გასამყარებლად. კრუტოი, რომელსაც ევალება რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების ზედამხედველობა და ჩინეთში ბელორუსის ახალი ელჩის მრჩევლობა, ჩინეთისთვის სასარგებლო ტექნოკრატი გახლავთ. მისი დავალებაა უზრუნველყოს, რომ ბელორუსი დარჩეს მთავარ სატრანზიტო მარშრუტად ჩინეთის სავაჭრო გზაზე, გაგრძელდეს „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფუნქციური უზრუნველყოფა, გაძლიერდეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და, ასევე, შენარჩუნდეს რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა.
აღმოსავლეთ ევროპა ერთადერთი ტერიტორია არ არის სადაც მოსკოვი და პეკინი თანამშრომლობენ. ივლისის ბოლოს და აგვისტოს პირველი კვირების განმავლობაში მასშტაბური საზღვაო ოპერაციები განხორციელდა ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ერთობლივ წვრთნებსა და პატრულირებაში ჩინეთისა და რუსეთის 18-ზე მეტი სამხედრო გემი მონაწილეობდა. ამასთან, ჩინეთის ავიამზიდმა, Shandong-მა, ახლახანს წარმატებით დაასრულა წვრთნები ტაივანის აღმოსავლეთით, რაც ხაზს უსვამს წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის, მინიმუმ, დროებით გაძლიერებას.
პეკინისა და კრემლის დაახლოების კვალდაკვალ, დასავლეთი, აშშ–ისა და მისი მოკავშირეების ტრადიციული დომინაციისთვის რეალური საფრთხის მატარებელი რთული გეოპოლიტიკური რეალობის წინაშეა. ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადებები ხაზს უსვამს, სწორედ, ამ დაძაბულობას და გვაფრთხილებს, რომ მსოფლიო შევიდა „ჩინეთთან გრძელვადიანი კონკურენციის“ ახალ ეპოქაში და ყურადღებას ამახვილებს ევროპისა და აზიის უსაფრთხოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც გამოკვეთს ნატოს სტრატეგიულ მიზნებს.
ნატოს 2024 წლის დეკლარაცია გვერდს ვერ აუვლიდა ახალ რეალობას. შესაბამისად, მასში ხაზგასმულია ჩინეთის მიერ რუსეთის მზარდი მხარდაჭერა უკრაინის ომში, რაც მიუთითებს ნატოს მხრიდან მეტი სიფხიზლის საჭიროებაზე ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონში, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად წვრთნებითა და მედეგობის ოპერაციებით უნდა გამყარდეს.
ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება აღნიშნული საფრთხეების აღმოფხვრის, კიბერთავდაცვის გაძლიერებისა და ინდო–წყნარი ოკეანის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მეტიც, სამიტის შემდეგ ნატომ შეიმუშავა ახალი გეგმა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია როგორც კონტინგენტის ზრდა, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მეშვეობით უზარმაზარი ლოჯისტიკური დახმარების გაწევას უკრაინისთვის.
რთული სტრატეგიული ამოცანა ნატოსა და აშშ–ისთვის
ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ხშირად აღწერენ ხოლმე, როგორც „ულიმიტო“ ხასიათის თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნატოსა და აშშ–სთვის. ამგვარი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბირთვული და კონვენციური ძალების, დასავლეთის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის ერთობლივ ძალისხმევაზე მიანიშნებს. ამაზე მოწმობს ნატოს ბოლო საიუბილეო დეკლარაციაც, რომელშიც ჩინეთს რუსეთის ომში „გადამწყვეტი ძალა“ ეწოდა.
ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გამყარდა რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაჭრობა. ჩინეთის მიერ სატელიტური ჰოლოგრამების, მიკროელექტრონული და სხვა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის მიწოდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთში სამხედრო–სამრეწველო ინდუსტრიის შენარჩუნებაში, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმაც მზადყოფნის მაღალი ხარისხი აჩვენეს. მაშინ როცა მსოფლიოს ყურადღება ჩინეთ–ბელარუსის სამხედრო წვრთნებზე იყო მიმართული, ნატოს ახალი გეგმაც გამჟღავნდა 800 000-მდე გერმანელი ჯარისკაცისა და მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივების ორგანიზაციის აღმოსავლეთის ფლანგზე განლაგების შესახებ. გეგმა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი Der Spiegel -ის მიერ, ასახავს გერმანიის სტრატეგიას, სწრაფად შეძლოს ცოცხალი ძალისა და დიდი რაოდენობის აღჭურვილობის მობილიზება მთელ ევროპაში. განსაკუთრებით კი, ისეთ საკვანძო მარშრუტებზე, რომლებიც, შეიძლება, დაუცველი აღმოჩნდეს რუსეთის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში.
ჩინეთის გაძლიერებული სტრატეგიული ჩარევა ბელორუსის შიდაპოლიტიკურ საქმეებში არა მხოლოდ აძლიერებს რუსეთის პოზიციას რუსეთ–უკრაინის ომში, არამედ, ემსახურება ავტოკრატიულ რეჟიმებს, და ართულებს უკრაინის ომის საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობას. თუმცა მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო მობილიზაციის საპასუხოდ პეკინს ხელახლა მოუწევს გადააფასოს თავისი სტრატეგია.
ცვლილებების მანიფესტაცია გლობალურ გეოპოლიტიკაში
ჩინეთ–რუსეთის პარტნიორობა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადაჯგუფების ნაწილიცაა, რომელიც კავშირშია სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. კერძოდ, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა ან ბელორუსთან. ეს პროგრესირებადი კოალიცია გამოწვევას უქმნის დღევანდელ საერთაშორისო წესრიგს და ცდილობს, ახალი მრავალპოლარული ლანდშაფტის შექმნას, რომელშიც დასავლეთის დომინაცია აღარ იქნება აქსიომატური. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (შთო), რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბელორუსი თავის მე-10 წევრად მიიღო, ერთ–ერთი ასეთი პლატფორმაა, რომლითაც ეს ქვეყნები ერთიანი ძალისხმევით უპირისპირდებიან დასავლურ გავლენას.
ნატოსა და აშშ–სთვის სტრატეგიული გადაჯგუფების შედეგები ძალზე საყურადღებოა. ალიანსი ახლა უნდა მოემზადოს ჩინეთის, რუსეთისა და მათი მოკავშირეების მხრიდან კოორდინირებული მოქმედებებისთვის. ეს, შესაძლოა, მოიცავდეს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს, მძიმე ეკონომიკურ ზეწოლას, ან ჰიბრიდული ომის გარკვეულ ტაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დასავლური დემოკრატიების დესტაბილიზაციას.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს, ბელორუსი აქტიურად მუშაობს, უფრო გაიმყაროს პოზიცია ,,ბრიკსის“ (BRICS) გაერთიანებაში, რომლის სამიტიც 22-24 ოქტომბერს ჩატარდება რუსეთის ქალაქ ყაზანში. ბელორუს მმართველი პარტია მოუთმენლად ელის ამ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გავლენისა და როლის გაუმჯობესებას. ეს, სხვა სიტყვებით, ნიშნავს ბელორუსის მზარდ ინტეგრაციას ავტორიტარული სახელმწიფოების უფრო ფართო კოალიციაში, რომელიც მოიცავს ჩინეთს, რუსეთსა და ირანს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO), რომელსაც ბელორუსი ახლახანს შეუერთდა, და BRICS, სადაც ის გაწევრიანებას ითხოვს, ასახავს ამ ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას, შეარყიონ დასავლეთის დომინაციის ქვეშ არსებული საერთაშორისო დღის წესრიგი.
ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობის საპასუხოდ, აშშ–მ და მისმა მოკავშირეებმა უნდა გადახედონ საკუთარ თავდაცვის სტრატეგიას და უფრო გააძლიერონ სამხედრო მზადყოფნა. ეს მოიცავს ახალი კონტრზომების შემუშავებას თავიანთი შეიარაღების სისტემის მოწყვლადობის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოვლინდა უკრაინაში. ასევე, დღის წესრიგში მეტად უნდა გამოიკვეთოს პარტნიორობის გაძლიერება ინდო–წყნარი ოკეანისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან, ჩინეთ–რუსეთის ერთიანი მზარდი გავლენის წინააღმდეგ.
ავტორი: მარიამ კასრაძე
ბრესტიდან სამხრეთ-ჩინეთის ზღვამდე: ჩინეთის საიდუმლო როლი რუსეთ-უკრაინის ომში Read More »