სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ
დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ერთობლივი და სწრაფი მოქმედება საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სახელმწიფოს ყველა წარმომადგენლის ვალია, იმოქმედოს სწრაფად და მიზანმიმართულად, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შესაჩერებლად გამოჩნდა, ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის გამოვიყენოთ.
საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის იმსახურებს სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას.
ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაღობას საქართველოსთან, როგორც სანდო პარტნიორთან ურთიერთობის გზაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის.
ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სწორი და დროული განცხადებები და რეზოლუციები მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სწორედ დღეს, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით უნდა ვაჩვენოთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს, მათ შორის ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, რომ საქართველოს ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადია და ყველაფერს ვაკეთებთ მის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყების შესახებ.
საქართველოს პარლამენტმა, მოუწოდოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის მიმდინარე კვირის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების დასაწყებად.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
სამოქალაქო იდეა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ღია საზოგადოების ფონდი
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
მომავლის სკოლა
თანასწორობა 17
დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ
ფონდი „კავკასიური დიალოგი“
გარდა ამისა, მიმართვას ხელს აწერს 150-ზე მეტი ფიზიკური პირი.
შენიშვნა: სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ, რომელსაც 150-ზე მეტი ფიზიკური პირი და ათობით სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს, მანამდე მომზადდა, ვიდრე მმართველი პარტია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის ოფიციალურად გაკეთების განზრახვის შესახებ საზოგადოებას ამცნობდა. საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების განცხადება პირველადი სახით ვრცელდება.
საქართველო, ათი წლის წინ, განიხილებოდა პოსტსაბჭოთა კავკასიაში საბაზრო რეფორმებისა და შედარებითი პოლიტიკური ლიბერალიზაციის წარმატების ნიმუშად. ქვეყანამ აირჩია პროდასავლური კურსი, ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას აშშ-სთან და აცხადებს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გაწევრიანებას დაჰპირდნენ. საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის ოფიციალური მიმართულებები უცვლელი რჩება, საქართველომ ახალი მნიშვნელოვანი პარტნიორი იპოვა.
რა შეიცვალა ბოლო წლებში?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს, ქართული ანალიტიკური ორგანიზაცია. Civic IDEA – ს მიერ გამოქვეყნებული ანალიზი, აშშ-ს სახელმწიფო დახმარების სააგენტო USAID – თან, ჩეხეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრთან და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეხება რუსეთისა და ჩინეთის გავლენებს, კავკასიის ყველაზე პროდასავლურ ქვეყანაში. კვლევის წლევანდელი, მეორე გამოცემა აჩვენებს, მოსკოვისა და პეკინის გავლენის განვითარებას საჯარო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკურ პარტიებსა და ეკლესიაში.
დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის გავლენა საქართველოში იზრდება, არა მხოლოდ კვლევით ერთეულებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორშიც. ანგარიშის მიხედვით, ქართული ძალოვანი ელიტა ჩინეთს აღიქვამს, როგორც შიდა რუსული გავლენის დამაბალანსებელ ფაქტორს. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი ჩინეთის მიმართ, სკეპტიკურად რჩება, ინფრასტრუქტურულ კონტრაქტებში კორუფციის ეჭვების ან შრომითი უფლებების შეუსრულებლობის გამო.
ჯეიმსთაუნის ფონდის მონაცემებით, ჩინეთმა დაახლოებით 705 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა რკინიგზის, პორტებისა და მაგისტრალების მშენებლობის მხარდასაჭერად. იანვარში, ჩინურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ განაცხადა, რომ ჩინეთი საქართველოს პირველი საექსპორტო პარტნიორი გახდა. 2021 წელს, ქართულმა საწარმოებმა ჩინეთში 615 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანეს, რუსეთში კი ოდნავ ნაკლები – 610 მლნ აშშ დოლარი. სხვათა შორის, ქართველებს, სპილენძისა და მანგანუმის გარდა, ექსპორტზე გააქვთ, მინერალური საწვავი, ზეთები, მატყლი, ტყავი, ქიმიკატები და ღვინო.
Civid IDEA – ს ანგარიშები გვაფრთხილებენ, რომ ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, განპირობებული იქნება პოლიტიკური გავლენით და რომ თბილისი, შეიძლება გამოყენებულ იქნას დასავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ სათამაშოდ. ადგილობრივი ანალიტიკოსები, ასევე მიუთითებენ აკადემიური საზოგადოების დამოკიდებულების შესაძლო ცვლილებაზე, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს, უფრო პრო-ჩინური, სტიპენდიებისა და კვლევების მზარდი შეთავაზებების წყალობით.
მეტი კომენტარი აზიის შესახებ Boym Institute-ის ვებსაიტზე
გვინდა გამოვეხმაუროთ 30 იანვარს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს – ბათუმში უკანონო მშენებლობის შესახებ. პრობლემა, რომელიც აღნიშნული მშენებლობების უკან დგას გაცილებით დიდი და სახიფათოა, ვიდრე 7 უკანონო შენობა ქვეყნის მთავარ ტურისტულ ქალაქში. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჯერ კიდევ სექტემბერში წერდა ბათუმში უკანონო ბიზნესაქტივობის შესახებ.
ძალიან მოკლედ, მხოლოდ ფაქტები:
ჩვენი ყურადღება თავდაპირველად მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ბათუმში გაგვიჭირდა კონფერენციის ჩასატარებლად შესაბამისი სასტუმროს დაჯავშნა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი სასტუმროების მნიშვნელოვანი ნაწილი იჯარითაა გაცემული;
კვლევაც, სწორედ, ამ სასტუმროებიდან დავიწყეთ. სასტუმროებში შესახლებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა წარმოშობით ჩინელები არიან და სასტუმროები, ბუნებრივია, ტურისტული მიზნებით არ აქვთ ნაქირავები. გამოკითხვების და მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეეხებოდა. ისიც გავარკვიეთ, რომ მათი ნაწილი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, ნაწილი კი – არაბული ქვეყნებიდან.
ეჭვი მათი არალეგალური საქმიანობის შესახებაც, სწორედ, ამ გარემოებების გამო გაგვიჩნდა.
დაუჯერებელია, რომ ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისთვის, ასეულობით ჩინეთის მოქალაქე შეუმჩნევლად ჩამოსულიყო.
ჩვეულებრივ ვითარებაში, ადგილობრივი ხელისუფლების ღონისძიებებს ვიხილავდით წითელი ხალიჩებისა და „ბაფთების“ თანხლებით. არც ბატონი პრემიერი იტყოდა უარს, თავის ჩინელ კოლეგებთან ერთად მედიის წინ კეკლუცობაზე.
თუმცა, ამის ნაცვლად გვაქვს სრული დუმილი, და უფრო მეტიც, ინფორმაციის მიღებისა და ვითარებაში გარკვევის ყოველ მცდელობას, ბათუმში მტრული რეაგირებით ხვდებიან.
ამასობაში, სწორედ, იმ პერიოდში საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა ახალი ამბები არაბულ ქვეყნებში ჩინელი „ბიზნესმენების“ წინააღმდეგ მრავალი სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ, ძირითადად, ფულის გათეთრების, უკანონო online კაზინოებისა და სხვა კიბერდანაშაულების თაობაზე.
აღნიშნული ფაქტების შესახებ გასული წლის ბოლოს, დეტალურად წერდა ქართული გამოცემა „ბათუმელებიც“.
თუკი ჩვენ შევძელით, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ან ერთი მედია საშუალების რესურსებით მიგვეკვლია პრობლემის როგორც გარე წყაროებისათვის, ასევე, აქ საქართველოში, შეუძლებელი და დაუჯერებელია, ჩინეთის ასეულობით მოქალაქის ორგანიზებულად ქვეყანაში შემოსვლისა და ბათუმში ძვირადღირებული სასტუმროების რამდენიმე თვის მანძილზე დაქირავების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდეს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს. ასევე, შეუძლებელია, ისინი არ დაინტერესებულიყვნენ ამ ჯგუფების ისტორიითა და წარმომავლობით და ვერ მიეკვლიათ პრობლემისთვის, რომელიც მათ სხვადასხვა ქვეყნებში დატოვეს.
შესაბამისად, შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ბათუმში მიმდინარე არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების (ჩვენი ინფორმაციით, ეს შენობები, სწორედ, იმ ჯგუფებისთვის შენდება, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სასტუმროებში არიან განთავსებული), არამედ, ქვეყნისთვის სავარაუდოდ, უდიდესი კიბერ-საფრთხის მატარებელი საქმიანობის მფარველები, სწორედ, ან თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პირები.
აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და გამჭირვალე პროცესის თანხლებით, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს ქვეყნისთვის ამ საფრთხის ან უდიდესი სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით.
“სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მქონე მოძრაობა და რევოლუცია. ცენტრალურ აზიაში ასეთი, დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე ძალები ან უბრალოდ არ არიან, ან უკიდურესად მცირე და ფრაგმენტირებულნი არიან. თუკი რამე გვასწავლა ყირგიზეთის განგრძობითმა რევოლუციურმა მოძრაობამ 2000-იანების დასაწყისში, ყირგიზეთში, სადაც მაშინ ამერიკული ბაზაც იყო და დემოკრატიული რესურსის შექმნისთვის ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდებოდა, არის პირველ რიგში სწორედ ამ რესურსის სიმწირე.
დიახ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი არსით და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები არის პოლიტიკური და ვერ ეტევა სოციალური მღელვარების ფარგლებში. თუმცა პრობლემაც სწორედ აქ არის – როდესაც თავისი არსით პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს თან, როდესაც დღის წესრიგი ქაოსურია და ძალადობაც არის, ხელისუფლების, უფრო კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
დღეს რუსეთისთვის დახმარებისთვის მიმართვა და ე.წ. “მშვიდობისმყოფელების” შეყვანა ყაზახეთის ქალაქებში კი უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია, პირველ რიგში, თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის, რომელიც თითქმის 30 წლის მანძილზე მუდმივად აბალანსებდა ქვეყანაში დომინანტ ინტერესებს და ინარჩუნებდა ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას.
ყაზახეთში ჩემი უკვე თითქმის 6-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ერთი რამ, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, ის არის, რომ რიგითი ადამიანებისთვის სწორედ ეს მშვიდობა იყო ყველაზე ძვირფასი, რის გამოც ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს.
გამოცდილება ადასტურებს რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.
არც ის არის სიახლე ვინმესთვის, რომ რუსეთს საკუთარი ანგარიშები აქვს ყაზახეთთან და ეს ანგარიშები არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ, დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული და არაეფექტურია.
ამ ყველაფერში ერთადერთი საინტერესო ამბავი რჩება ის, თუ როგორ მოიქცევა ჩინეთი? ჩინეთი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას ეხება.
რუსეთთან გავლენის სფეროებზე ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკა დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და, შესაბამისად, რისკის ქვეშ იქნება აქამდე არსებული რიგი დაწერილი თუ დაუწერელი შეთანხმებები.
პარალელები საქართველოსთან უსაგნოა. ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. აქ სრულიად ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს. თუკი რამე გვამსგავსებს, არის ის, რომ ბატონი ივანიშვილი ქვეყნის სწორედ ნაზარბაევიზაციას ცდილობდა. როდესაც დასავლეთის ხმა აღარ ისმის, როდესაც ქვეყანაში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან, ჩვენს შემთხვევაში ირანიც შეგვიძლია დავამატოთ ამ ჩამონათვალს, როდესაც ქვეყნის მმართველობა მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან და მართვის ბერკეტი მთლიანად და სრულად ოლიგარქისა და მისი ხელის ბიჭების ხელშია.
შედეგად კი სწორედ ის დგება, რასაც დღეს ყაზახეთში ვუყურებთ – შესაძლოა, ერთ დღეს ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს, რომელიც მას ხელში აიღებს და ეფექტურად, ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავს. აქედან რუსეთისთვის “დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ” თხოვნამდე კი ნახევარი ნაბიჯია.
მოკლედ, ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზე.“ – თინათინ ხიდაშელი
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა, მონაწილეობა მიიღო, მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – “30 წლის შემდეგ: ისევ არსებობს თუ არა პოსტ-საბჭოთა სივრცე?”. გამოქვეყნდა კონფერენციის ანგარიში, რომელშიც მოცემულია თინათინ ხიდაშელის სტატიაც:
„ქართული პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ პოლიტიკური და გეოგრაფიული ევროპა. თავად საქართველო საკუთარ თავს პოლიტიკური ევროპის ნაწილად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ის კავკასიაში მდებარეობს. საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც რუსეთი დასავლეთს ებრძვის გავლენისთვის და ცდილობს იმის ჩვენებას, რომ საქართველო მუდმივად მის მიერ დომინირებული სამეზობლოს ნაწილი იქნება. ქართველებისთვის იქმნება განცდა, რომ ევროკავშირი და ნატო „რკინის ფარდას“ აშენებს, და ქვეყნები, რომლებიც ამ ფარდის მიღმა ექცევიან, მათ საზრუნავს აღარ წარმოადგენს“.
2021 წლის 16 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო Hilton Garden-ში, სამოქალაქო იდეამ საქართველოს რეფორმების ასოციაციასა და მედიის განვითარების ფონდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მედიაწიგნიერების პროექტის დახურვის ღონისძიებაში, რომელსაც მასპინძლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “People in Need” ჩეხეთის მთავრობისა და USAID / საქართველოს მხარდაჭერით.
გახსნითი სიტყვა ეკუთვნოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას, USAID/GEORGIA-ს მისიის ხელმძღვანელს, პეტერ ვიბლერსა და „People in Need Georgia”-ს აღმასრულებელ დირექტორს დიონ ბატერსბს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ჩინეთისა და რუსეთის მავნე გავლენები, როგორც საფრთხე დემოკრატიული პროცესისთვის საქართველოში, დეზინფორმაციის მასშტაბები, უცხოური ყალბი ამბები და პროპაგანდისტული კამპანიები Covid-19-ის პანდემიის დროს.
ჩვენთვის დიდი პატივია გაგიზიაროთ “სამოქალაქო იდეა”-ს მიერ ინიცირებული და პარტნიორებთან ერთად მომზადებული პუბლიკაციის პირველი ნაწილი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უცხო ქვეყნების მზარდი გავლენების შესახებ მოგვითხრობს. ამ გამოცემის მეორე ნაწილის მომზადება 2022 წელს იგეგმება.
ეს პუბლიკაცია წარმოადგენს 8 ანალიტიკურ სტატიას, რომელიც ძირითადად ასახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების, სესხებისა და ვალების დინამიკას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) როლის ზრდასა და გაფართოებას, არსებულ საფრთხეებსა და ყველაზე თვალსაჩინო მოვლენებს მოცემულ რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრს წერენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციების შესახებ, ძალიან ცოტაა ნათქვამი ჩვენი ინტერესის რეგიონის შესახებ და კიდევ უფრო ნაკლები დინამიკაზე, რომელიც ცალსახად ჩანს ამ სახელმწიფოებში.
სამოქალაქო იდეა სამ წელზე მეტია სწავლობს ჩინეთის გავლენის ოპერაციებს ჩვენს რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩინეთის სახელმწიფოს, მისი უნივერსიტეტების და სხვა საგანმანათლებლო ცენტრების, კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების პოლიტიკით. შესაბამისად, ჩვენს წინა პუბლიკაციებში იხილავთ მასალებს კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობის, სტუდენტური და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების, ე.წ. „ვალის ხაფანგის“ პრაქტიკის, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების რისკების შესახებ და ა.შ.
ამ კვლევაში თქვენ მიიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას და ცოდნას შვიდი ქვეყნის შესახებ: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მრავალი მცდელობისა, ვერ მოვახერხეთ თურქმენეთში შესაფერისი პარტნიორის პოვნა, რომელიც დათანხმდებოდა ერთობლივ კვლევაში მონაწილეობას.
ნაშრომი საქართველოს შესახებ ეკუთვნის სამოქალაქო იდეას უფროს მკვლევარს ანიკინწურაშვილს. ნაშრომი აჯამებს სამოქალაქო იდეას China Watch-ის ანგარიშებს და მიმოიხილავს ჩინეთის მზარდ გავლენას ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და თავდაცვის სექტორებში, საქართველოში “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში, რეპუტაციაშელახულ და შავ სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიებთან (CEFC, Sinohydro, Motor Sich, Nuctech, CRBC) დაკავშირებული გადაცდომების მიმოხილვით. უფრო მეტიც, კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეს ჩინური კომპანიები, როგორც წესი, შუამავლობენ ჩინეთის სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების მიერ ორგანიზებულ მასიურ კორუფციულ სქემებში. ეს გარემოება ხსნის საქართველოს მთავრობის უუნარობას გამოიძიოს იმ კომპანიის რეპუტაცია, რომელთანაც ხელს აწერს მემორანდუმებს და რომელსაც გადასცემს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.
არტაკკიურუმიანი, დამოუკიდებელი ექსპერტი და ფონდ ღია საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, განიხილავს ჩინეთ-სომხეთის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სომხურ ინვესტიციებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.ნაშრომი ხაზს უსვამს ექსპერტთა საზოგადოებაში აზრთა მრავალფეროვნებას, რადგან ზოგი მიიჩნევს, რომ სომხეთს აქვს ჩამოყალიბებული სამუშაო ურთიერთობები ჩინეთთან, ზოგი კი ფიქრობს, რომ სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობები სტაგნაციაშია. სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს ხედვა ან სტრატეგია, თუ როგორ უნდა დაამყაროს კავშირები ჩინეთთან. რუსეთს ჰქონდა და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე და აქვს ბერკეტები მათზე გავლენის მოხდენისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთის სხვადასხვა მთავრობა ოპტიმისტურად იყო განწყობილი სომხურ-ჩინური ერთობლივი საწარმო „Shanxi-Nairit“-ის მიმართ. Shanxi-Nairit არ მუშაობს სრული სიმძლავრით და ვერ ფარავს ხარჯებს, რაც სომხეთისთვის დიდი ზარალის მომტანია. 2018 წლის შემდეგ რევოლუციური ხელისუფლების წარმომადგენლები Shanxi-Nairit-ის საბჭოშიც იყვნენ წარმოდგენილნი და ირწმუნებოდნენ, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. თუმცა, სომხური საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობებს მოგზაურობისთვის იყენებს და რეალურად, არ ქმნის რაიმე მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას.
გუბადიბადოღლუ, ეკონომიკური კვლევითი ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი, ნაშრომში განიხილავს ჩინეთის მზარდ ინტერესებსა და გავლენას აზერბაიჯანში. იგი ხაზს უსვამს გაძლიერებულ სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთსა და აზერბაიჯანს და ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც წარმოადგენს ერთი სარტყელი და ერთი გზა ინიციატივის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელოვან კომპონენტს. სწორედ ეს რკინიგზა აკავშირებს ევრაზიის აღმოსავლეთ ნაწილს და დასავლეთ ნაწილთან. გარდა ამისა, აზერბაიჯანი გეგმავს ახალი დერეფნის მშენებლობას ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისთვის, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის, რათა შეუერთდეს აზერბაიჯანის მატერიკს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. ჩინეთისთვის ეს დერეფანი წარმოადგენს მეორე მარშრუტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის, სომხეთის, ნახიჩევანისა და თურქეთის გავლით ევროპისკენ მიემართება. აზერბაიჯანის ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკა და ჩინეთის მზადყოფნა გადასცეს სამრეწველო შესაძლებლობები, ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, ჩინეთმა ვერ გააუქმასამთავრობო დონეზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმება აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. თუმცა, ამჟამად ორ ქვეყანას შორის არ არსებობს შეთანხმებები ვალუტის გაცვლის, ინდუსტრიული ტრანსფერის ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ყაზახეთის მოპოვებით სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ ყაზახეთის მოსახლეობის ინფორმირების დონის კვლევა ეკუთვნის პოლიტოლოგს და ყაზახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ექსპერტიზის” დირექტორს დანილბექტურგანოვს, რომელიც აანალიზებს ექსტრაქციულ სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის ადგილობრივი მედიის მიერ გაშუქებას. მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაანალიზების გარდა, ის იკვლევს ყაზახეთის მთავრობის მიერ გაცემული განცხადებებისა და სხვა დოკუმენტების ხელმისაწვდომობას, რომლებიც დაკავშირებულია ჩინურ ინვესტიციებთან და “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივასთან. კვლევა განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ თემებზე ჩინური მომპოვებლური კომპანიების ზემოქმედებასთან და ამ საქმიანობის სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებთან. ბ-ნი ბექტურგანოვი ამტკიცებს, რომ ყაზახეთი “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ადგილია. ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირებენ მსხვილი ჩინური სამრეწველო და სამშენებლო კომპანიები, ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტები, მათ შორის „დასავლეთ ევროპა – დასავლეთ ჩინეთის“ დერეფანი. ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ყაზახეთის მოქალაქეების ინფორმირება ბიზნესისა და ადგილობრივი თემებისთვის მიწოდებული შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაციის არარსებობა ან ნაკლებობა წარმოშობს მითებისა და ფობიების დიდ რაოდენობას და არ უწყობს ხელს საზოგადოების ჩინური ბიზნესისადმი ნდობის გაზრდას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ჩინური პროექტების გარემოზე ზემოქმედება, რომელიც ობიექტურად და საჯაროდ უნდა შეფასდეს.
ბაკიტბეკსატიბეკოვი, ექსპერტი და ყირგიზეთის რესპუბლიკის ღია მმართველობის ეროვნული ფორუმის თანათავმჯდომარე მიმოიხილავს ჩინეთის “ვალების ხაფანგის” დიპლომატიას ყირგიზეთში, ქვეყანაში არსებული მსგავსი პოლიტიკის არსებობის აშკარა ნიშნების ხაზგასმით. ავტორი იწყებს სხვა ქვეყნების მაგალითზე ტერმინ “ვალის ხაფანგის“ განმარტებას. ამის შემდეგ ბატონი სატიბეკოვი აღწერს ყირგიზეთის მიერ ჩინეთისგან აღებული სესხების დეტალურ ისტორიას, მათ მიზნობრიობას, ფინანსურ და სხვა პირობებს და მოგვიანებით ხაზს უსვამს ყირგიზეთის ვალის მართვის სტრატეგიის ევოლუციას და განსაკუთრებულ ყურადღებას კრედიტორის წილის შეზღუდვაზე ამახვილებს. საბოლოოდ, ის გვთავაზობს იმ შედეგების ანალიზს, რომელიც ჩინურმა „ვალების ხაფანგმა“ შეიძლება გამოიწვიოს ყირგიზეთში.
უმედჯონმაჯიდი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და სასექსის უნივერსიტეტის ასპირანტი, განიხილავს კოროზიული კაპიტალის შემოდინებას ტაჯიკეთის რესპუბლიკაში და თუ როგორ უთხრის ძირს ჩინური ინვესტიციები კარგ მმართველობასა და გამჭვირვალობას ცენტრალური აზიის რეგიონში. ორგანიზაცია “საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრის”(CIPE) მიერ შემუშავებული ტერმინი “კოროზიული კაპიტალი” გულისხმობს დაფინანსების ისეთ წყაროს, რომელსაც აკლია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ბაზარზე ორიენტაცია, რომელიც მოედინება ავტორიტარული რეჟიმებიდან ახალი ან გარდამავალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებში. კოროზიული კაპიტალი პირდაპირ კავშირშია დიდ ავტორიტარულ ქვეყნებთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი რუსეთთან და ჩინეთთან, რომლებსაც არ გააჩნიათ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კარგი მმართველობის ნიშნები კაპიტალის მინიჭების სქემებში. ეს ნაშრომი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ენაზე არსებულ მრავალფეროვან პუბლიკაციებზე, აანალიზებს კონკრეტულად იმას, თუ როგორ ახორციელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა “ერთი სარტყელი და ერთი გზა” ინიციატივის სტრატეგიის ფარგლებში, ტაჯიკეთში ე.წ. “ცუდი მმართველობის” სქემებს ტაჯიკეთის ადგილობრივ და ეროვნულ მმართველობის ინსტიტუტებში, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან, სადაც კაპიტალი და ფინანსური სახსრები, როგორც წესი, ადგილობრივი მმართველობის რეფორმაციის პირობით მოედინება.
ფარხოდ ტოლიპოვი, არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტის „Bilim Karvoni“-ის („ცოდნის ქარავანი“) დირექტორი, ასრულებს სტატიების კრებულს ნაშრომით, „ჩინეთის ძალაუფლების პროექცია ცენტრალურ აზიაში და მისი გეოპოლიტიკური შედეგები: უზბეკეთის მაგალითი“. იგი განმარტავს სახელმწიფოს ძალაუფლების პროექციის შესაძლებლობას, როგორც მის უნარს მოახდინოს გავლენა სხვა სახელმწიფოზე მისი ნამდვილი ძალის გამოყენებით. ძალაუფლების ამ გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმები, დიპლომატიური კომუნიკაციებიდან დაწყებული პოლიტიკური ზეწოლის ღია დემონსტრაციით დამთავრებული, რბილი და მყარი ძალის ელემენტების ცალ-ცალკე ან მათი კომბინაციის გამოყენებით. მოცემული ნაშრომი აგებულია მთავარი კითხვის გარშემო, თუ რა ვიცით ჩინეთის ძალის პროექციის შესახებ ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა ძირითადი ყურადღება უზბეკეთის მაგალითზეა გამახვილებული. ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინეთის გავლენის შესახებ საზოგადოებისა და ექსპერტების მოსაზრებები საკმაოდ ბუნდოვანია; სინოფობია და სინოფილია თანაარსებობს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებსა და ექსპერტებს შორის. კერძოდ, სინძიანის პროვინციაში პეკინის რეპრესიულმა დამოკიდებულებამ უიღურების მიმართ ასევე მოახდინა გავლენა ცენტრალური აზიელების მიერ ჩინეთის აღქმაზე. ჩინეთი, ახორციელებს დიდი ძალის პოლიტიკას, რომელსაც თავისთავად მოაქვს შესაძლებლობები და გამოწვევები მეზობელ ტერიტორიებზე, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. უფრო მეტიც, ყველა დიდი სახელმწიფო ისტორიულად ყოველთვის ეჯიბრებოდა ერთმანეთს და ეს კონკურენცია, თავის მხრივ, ყოველთვის იწვევდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ შედეგებს.
2 დეკემბერს, სამოქალაქო იდეამ, პოლონეთის საელჩოსთან ერთად, გამართა კონფერენცია სახელწოდებით, „ჩინეთი: საფრთხე, თუ სტრატეგიული ალტერნატივა“. ღონისძიება გაიმართა პოლონეთის საელჩოში, საქართველოში. დისკუსიების დროს მომხსენებლებმა მიმოიხილეს პეკინის ჩართულობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მისი ეკონომიკური ექსპანსია, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი ჩინეთის დიდ სტრატეგიაში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენციის დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში. სამოქალაქო იდეა, უკვე მეოთხე წელია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ჩინეთის გავლენის ოპერაციებს იკვლევს.
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარემ თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო Yabloko – ALDE-ს ონლაინ კონფერენციაში “რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები ახალ პირობებში. ლიბერალური ხედვა”.
23 სექტემბერს, „სამოქალაქო იდეის“ ანგარიში „ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს? ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი“ წარმოდგენილი იყო სტატიაში “ჩინეთის კვალი საქართველოში მღელვარებას იწვევს“, გამოქვეყნებული „ევრაზიანეტის“ მიერ.
თბილისში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის „სამოქალაქო იდის“ შარშანდელ მოხსენებაში, აღწერილი იყო ჩინურ-ქართული საგანმანათლებლო კავშირები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. დეტალურად იყო ჩამოთვლილი ის მრავალი ჩინურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და შესაძლებლობა, რომელსაც ჩინეთი გულუხვი ფინანსური მხარდაჭერით სთავაზობს ქართველ სტუდენტებს, ჩინეთში ცხოვრების სანაცვლოდ.
„ყოველწლიურად იზრდება ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ და ასევე, იზრდება შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა და თანამშრომლობის მასშტაბი აკადემიაში“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის ავტორია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი. მან ამ ნაწილს უწოდა “ჩინეთის კომუნისტური პარტიის სრულმასშტაბიანი იდეოლოგიური ოპერაცია”, რომელიც გავლენას ახდენს მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და ბიზნესზე.
ქალბატონმა თინამ, „ევრაზიანეტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო დგას დიდი საფრთხის წინაშე, რომ გახდება ეკონომიკურად დამოკიდებული ჩინეთზე და იქნება პაიკი დასავლეთსა და ჩინეთს შორის წარმოებულ ძალთა კონკურენციაში. ქვეყანაში ჩინური კომპანიები უკვე არღვევენ ადგილობრივ შრომისა და გარემოსდაცვით კანონმდებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, ქართველმა დარგის ექსპერტების უმეტესობამ, არ იცის ჩინეთის შემოტევების შესახებ – აღნიშნა თინათინმა, რადგან ისინი „ძალიან შეშფოთებულნი” არიან ამ საკითხზე, ისევე როგორც რუსეთზე.