Civicidea

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიში „მსოფლიო უსაფრთხოება პარტიისთვის, ჩინეთის ავტორიტარული გავლენა და დემოკრატიული რეჟიმების რეაგირება“ – საქართველოდან სამოქალაქო იდეას პარტნიორობით გამოიცა

“BRIDGE” ინიციატივის ფარგლებში, სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიშის „მსოფლიო უსაფრთხოება პარტიისთვის, ჩინეთის ავტორიტარული გავლენა და დემოკრატიული რეჟიმების რეაგირება“ შექმნაში. კვლევა მოიცავს ნეპალის, პანამის, კენიის, მონტენეგროს, საქართველოსა და საბერძნეთის მაგალითებს და ასახავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციებს მსოფლიოში გარდამავალი დემოკრატიების წინააღმდეგ და მათ შედეგებს.

საქართველოს კვლევა ყურადღებას ამახვილებს მის სტრატეგიულ ლოკაციაზე, რის გამოც იგი ჩინეთის “ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის” მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურმა თანამშრომლობამ, რომელიც თავისთავად გამყარდა “ერთი სარტყელი- ერთი გზა” ინიციატივით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებითა და სხვადასხვა ორმხრივი შეთანხმებების შედეგად, საქართველოს არაერთგვაროვანი შედეგები მოუტანა. “ჩინეთის სახელმწიფოს ან მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების მიერ “ერთი სარტყელი- ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა საქართველოში ხელი შეუწყო ერთი მხრივ ინფრასტრუქტურის განვითარებას, თუმცა მეორე მხრივ, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან კორუფციისა და სხვა არაკანონიერი ქმედებებით ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავებას. ჩინური კომპანიების მიერ განხორციელებული მრავალი მსხვილი პროექტი ხშირად დაუსრულებელი რჩება ან უამრავ ფინანსურ და ლოგისტიკურ პრობლემებს შეიცავს.”

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ხშირ შემთხვევაში აღიქმება, როგორც საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა სცილდება ეკონომიკურ სექტორს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა მედია, სამოქალაქო საზოგადოება, კულტურა და აკადემია. სწორედ ამ სფეროების მეშვეობით განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივები გავლენას ახდენს ჩინეთის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე და ემსახურება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო პოლიტიკის უფრო ფართო მიზნებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს :
https://www.iri.org/resource/china-expands-global-authoritarian-influence-efforts-some-fragile-democracies-show

ანგარიში:

bridge-ii_fullreport-r7-021221

BRIDGE ინიციატივა, დაფინანსებულია ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ და უცხოური ავტორიტარული გავლენების მიმართ დემოკრატიული მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. ავტორიტარული ტაქტიკის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებითა და დაინტერესებული მხარეების საჭირო საშუალებებით, ცოდნითა და რესურსებით აღჭურვით, BRIDGE ინიციატივა მხარს უჭერს რისკის შემცველ და გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებს, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები და უზრუნველყონ შემდგომში მათი დემოკრატიული განვითარება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიში „მსოფლიო უსაფრთხოება პარტიისთვის, ჩინეთის ავტორიტარული გავლენა და დემოკრატიული რეჟიმების რეაგირება“ – საქართველოდან სამოქალაქო იდეას პარტნიორობით გამოიცა Read More »

კავკასიური ჟურნალის ინტერვიუ თავდაცვის ქალ მინისტრებთან, თინა ხიდაშელთან და კრისტინ კრონ დევოლდთან

კავკასიურმა ჟურნალმა ჩაწერა ინტერვიუ თავდაცვის ორ ქალ მინისტრთან – თინა ხიდაშელთან (საქართველო) და კრისტინ კრონ დევოლდთან (ნორვეგია). ისინი განიხილავენ ისეთი თემების ფართო სპექტრს, როგორებიცაა გენდერული და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, სავალდებულო სამხედრო სამსახური და მასთან დაკავშირებული რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ნატო და სამხედრო თანამშრომლობა.
ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ინგლისურ და ქართულ ენებზე.

სამხედრო თანამშრომლობისა და ნატოს შესახებ

“ყველაფერი დაიწყო პრაღაში, ნატოს სამიტის დროს, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატოს კარებზე დააკაკუნა და განაცხადა საქართველოს მზაობა ნატოში გაწევრიანებისკენ. ახლა, იმ დღიდან თითქმის 20 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვცდილობთ ამ მიზნის მიღწევას. 
2008 წელი საქართველო-ნატოს ურთიერთობების ქვაკუთხედი იყო, როდესაც ბუქარესტში, სამიტის დროს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან ერთად საქართველოს ნატოში გაწევრიანების გარდაუვალობის შესახებ და ნატოსთან ურთერთობის ისტორიაში პირველად მივიღეთ დეკლარაცია, რომელშიც ნათლად წერია, რომ საბოლოოდ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ ამ დაპირების იმედად ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს მკაფიო პერსპექტივა თუ როდის მოხდება ეს.

2014-2016 წლებში, უელსის სამიტის დროს მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველო-ნატოს ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს პაკეტი, რომელსაც MAP-ის [Membership Action Plan – CJ] ალტერნატივას ვეძახით. MAP-ის არარსებობა ნატოში ჩვენი გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებაა. ნატოს პაკეტმა, რომელიც საქართველოს უელსის სამიტის დროს გადაეცა, განსაზღვრა ის სფეროები, სადაც ნატოს წევრი ქვეყნები ხელს შეუწყობდნენ რეფორმების წარმატებით გატარებას, ინსტიტუტების შენებასა და საბოლოოდ საქართველოს ნატოში წარმატებით გაწევრიანებას. პროექტი რეალურად დაიწყო 2015 წელს – ზუსტად იმ დროს, როდესაც მე გავხდი მინისტრი. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა, შეასრულა ყველა თავისი დანაპირები და სადაც ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის პირველი წარმატება, ეს იყო ნორვეგია.

2015 წლის აგვისტოში ჩვენ შევაღეთ JTEC (ნატო – საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის) კარი, რომელიც სამწუხაროდ დღემდე ერთადერთ პლატფორმად ითვლება და სადაც ნატოსა და საქართველოს გზა გადაიკვეთა ამ ქვეყანაში. ამის შემდეგ ბევრი რამ განვითარდა. ჩვენ ასევე გავხსენით ნატოს თავდაცვის სკოლა, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი ქვაკუთხედია, მაგრამ JTEC ინტეგრაციის ამ გზაზე, წარმატების ყველაზე ნათელი მაგალითია.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ

ეს იურიდიული საკითხია. მე არ გამიუქმებია სავალდებულო სამხედრო სამსახური – არ მქონდა ამის ძალაუფლება. ეს პარლამენტზეა დამოკიდებული, რადგან ის კანონმდებლობით რეგულირდება. მე რაც გავაკეთე იყო ის, რომ აღმოვაჩინე ხარვეზი იმის საჩვენებლად თუ როგორ უნდა მოგვარდეს ქართული საზოგადოების ძალიან სერიოზული პრობლემა.

მე გავაუქმე თხოვნა თავდაცვის სამინისტროს მიერ ახალგაზრდების გაწვევის შესახებ ძველი სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირობებში. ჩვენ უარი ვთქვით კვოტაზე და განვაცხადეთ, რომ ეს არაფერში გვჭირდებოდა. ჩვენ გავხდით სრულად პროფესიული ჯარი. ჩემი მინისტრობის დროს, ახალწვეულები მთელი ჯარის მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენდა, რაც, რეალურად არსებული პრობლემის მტკიცებულებაა. ვფიქრობ, არანაირი დამატებითი არგუმენტი არ მჭირდება იმის სათქმელად, რომ ეს ქართველი სამხედროების ისტორიაა.

მათ ჯარში ახალწვეულები იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ჯარის სახელის ქვეშ მოექციათ; სხვაგვარად, მათ უმრავლესობას სრულიად სხვა მიზნებისთვის გამოიყენებდნენ და არა ქვეყნის სამხედრო სამსახურისთვის.

ისინი დაინიშნებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპოლიციო ძალებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოსასწორებელ სამსახურებში, რომლებიც ძირითადად იცავს ციხეებს.

ეს არის ერთ – ერთი მთავარი პრობლემა 18-19 წლის ბიჭებისათვის, რომელთაც არასდროს ჰქონიათ გამოცდილება იარაღთან ან უსაფრთხოების საკითხებთან, და უცებ აღმოჩდნენ ციხის საკნების იმ მაღალ ნაგებობებზე, საიდანაც მონიტორინგს უწევენ პატიმრებს. ეს მათ უამრავ პრობლემას უქმნის, იმიტომ რომ მზად არ არიან.

ყოველ შემთხვევაში, იდეა იყო ასეთი: პირველ რიგში, არ დავუშვათ ისეთი რამ, რაც საქართველოში მონობის ტოლფასია, (და ეს არის ჩემი აღქმა, თუ რა ტიპის სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს დღეს საქართველოს – ეს არის თანამედროვე მონობა) და მეორე, უნდა შევთავაზოთ ქვეყანას სამხედრო ძალების რეალური საჭიროებების ალტერნატივა ქვეყნის თავდაცვისთვის, რომელიც საქართველოში კონსტიტუციური მოთხოვნაა.

გენდერი და უმცირესობების შესახებ

ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის ის, რომ სამხედრო სამსახური არის ყველაზე საპატიო საქმე, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეთ, რადგან იღვიძებ ყოველდღე და ხვდები, რომ ომის წინა ფრონტზე ათასობით ადამიანი ელის სიკვდილს და არაფერია უფრო საპატიო, ვიდრე ამ ხალხის, მათი ოჯახების სამსახურში ყოფნა, მათი შვილების მხარდაჭერა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა.

ვფიქრობ, სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი თავდაცვის მინისტრის პოზიცია და არა იმით, ქალი ხარ თუ კაცი. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ერთნაირად საპატიოა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ იმ ფაქტმა, რომ ქალი ვარ, ძირეულად შეცვალა კულტურა ან დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. იმიტომ, რომ მე ვიყავი ადამიანის უფლებათა დამცველი 15 წლის მანძილზე და ვიცავდი ყველაზე პრობლემურ საკითხებს: პატიმრების წამება, პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა დაკავებულთა მიმართ, პოლიციელთა მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლა, სასამართლოში ბრძოლა პოლიციის წინააღმდეგ და კამერების წინ, იმიტომ რომ, ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ისინი უარმყოფდნენ როგორც იურისტს- უარს მეუბნებოდნენ ჩემს კლიენტთან შესვლაზე და ამის შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, რომ არ შევსულიყავი შენობაში.

სწორედ ამან შექმნა ჩემი, როგორც პიროვნების სურათი – სქესის მიუხედავად – რომელიც ყოველთვის წინა ფრონტზე იბრძოდა. როდესაც თავდაცვის მინისტრი გავხდი, ამით დიდად არავინ გაკვირვებულა იმიტომ, რომ მათთვის მე მებრძოლი ვიყავი და არა ხაზგასმით ქალი – შეჩვეული იყვნენ იმ ფაქტს, რომ სულ წინა ფრონტზე ვიბრძოდი.

ასე რომ ვიღაც ნაკლები ბრძოლითა და ქალებთან ასოცირებული პროფესიით, ალბათ, ბევრად დიდ სხვაობას ვერ მოგვცემს, ვიდრე თავდაცვის მინისტრი.

ვფიქრობ, რომ ყველა პასუხისმგებლიანი ქალის მოვალეობაა – არ აქვს მნიშვნელობა მართავენ ისინი მსხვილ ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას, თუ წარმოადგენენ მთავრობას – სხვა ქალების გაძლიერება და მათთვის შესაძლებლობების მიცემა, გამოიყენონ ეს შანსი იმის დასამტკიცებლად, რომ თანასწორობა არსებობს და მუშაობს, ეს პრაქტიკული და ნორმალურია და ამაში განსაკუთრებული არაფერია. და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ დამოკიდებულებისა და კულტურის შეტანას სამინისტროში.

თავდაპირველად, როდესაც მინისტრი გავხდი, შევქმენით გოგონებისთვის სამხედრო ლიცეუმებში წასვლის შესაძლებლობა, რაც მანამდე არ არსებობდა. ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბიჭებს ჰქონდათ. სკოლა სრულად ფინანსდება, სადაც ბავშვები, კარგ განათლებასთან ერთად, ეზიარებიან ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებს, რითიც ეს დაწესებულება განსხვავდება სხვა საჯარო სკოლებისგან, ეჩვევიან ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვას, რასაც ჩვეულებრივ სკოლებში ვერ მიიღებენ.

ჩვენ ვიყენებდით ცნობილი ქართველი ქალების სახელებს პირველი რესპუბლიკიდან, რათა გვეჩვენებინა, რომ ასეთი რაღაცები ადრეც ხდებოდა: ქალები იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის და თავიანთ სიცოცხლეს სწირავდნენ, რაც ყველას ავიწყდებოდა და მხოლოდ კაცები და მათი სახელები საჯაროვდებოდა. ეს იყო ჩვენი კამპანიის კიდევ ერთი ნაწილი, რომ ეს ქალები გაეცნო ქართულ საზოგადოებას და დაგვემტკიცებინა, რომ ეს იყო ჩვენი ისტორიის ნაწილი – ეს არ არის რაღაც, რაც გაეროს დეკლარაციით ან ევროპის კონვენციებით იყო გაწერილი, ეს არის იყო ჩვენი კულტურისა და სოციალური ცხოვრების ნაწილი საუკუნეების განმავლობაში. ასევე ჩვენ ვეხმარებოდით არმიის გარეთ მყოფ ქალებს. მაგალითად, გვქონდა სოციალური პროექტი. ჩვეულებრივ შობის, დამოუკიდებლობის ან აღდგომის დღეს (ვფიქრობ, რომ უმეტეს ქვეყანაში ასეა) სხვადასხვა სააგენტოები არიგებენ საჩუქრებს – პაკეტებს თანამშრომლებისთვის ან კოლეგებისათვის, რომ მათ უთხრან: „გილოცავთ ახალ წელს“ ან „გილოცავთ შობას“. ჩინეთში წარმოებული საქონლის ყიდვისა და განაწილების ნაცვლად, ჩვენ ვაფორმებდით კონტრაქტს სოციალურ საწარმოებთან, რომლებსაც ქალები მართავდნენ და, შესაბამისად, ხელს ვუწყობდით მათ განვითარებას, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვნად და გამოსადეგად ეგრძნოთ თავი.

სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ

ორგანიზაცია შეიქმნა ძალიან კონკრეტული მიზნით, როგორც გითხარით, ცვლილებების უმეტესობა გაუქმდა, მას შემდეგ, რაც ჩვენ სამინისტრო დავტოვეთ და საჭიროდ ჩავთვალეთ, მათი გაგრძელება მინიმუმ საზოგადოებრივ დონეზე, როგორც შეგვეძლო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვეძლო უმცირესობების ან ქალების ჯარში მოყვანა, მაგრამ შეგვეძლო მათი წახალისება, რათა თავად ჰქონოდათ სურვილი.

რასაც ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ არის – რამდენადაც შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ საზოგადოებრივ აზრზე – აუცილებელი სამუშაოს შესრულება ქართული საზოგადოების მდგრადობის ასამაღლებლად, ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, განურჩევლად რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობისა, საზოგადოებაში მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის მხარდაჭერისა და შეთანხმების მიღწევისთვის.

მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად მოვკლათ ერთმანეთი საშინაო პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებით, მაგალითად, იმის გამო, თუ რა სახის ვაქცინა უნდა გამოვიყენოთ, ან რა სახის შეზღუდვები პანდემიის დროს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ამ ქვეყნის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით მათ, რომლებიც პარლამენტში იმყოფებიან და რომელთაც გადაწყვეტილების მიღება ევალებათ, სრული კონსენსუსი უნდა ჰქონდეთ, ყოველგვარი ”მაგრამ” და ”ყოველ შემთხვევაში”-ს გარეშე.

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი: ჩვენ ვებრძვით ”ნეიტრალური საქართველოს” კონცეფციას, ვებრძვით ”ევრაზიული კავშირის” კონცეფციას საქართველოში, ვებრძვით საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე იმ ძალების დომინირებას, რომლებიც ემხრობიან უცხო ქვეყნების მხრიდან ტოტალიტარიზმის, ერთპარტიული მმართველობისა და არადემოკრატიული ქცევის მხარდაჭერას და ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ლიბერალური დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. ეს განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობასა და დღის წესრიგს, ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, იქნება ეს – განათლება, კვლევა, ანტიკორუფციული მონიტორინგი ან ნებისმიერი სხვა.

ასე რომ, საბედნიეროდ, საქართველოში უამრავი ჯგუფია, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ მსგავს საქმეს, უამრავი მედიაა, რომელსაც სურს ამ ყველაფრის ფართო საზოგადოებამდე მიტანა, მე მჯერა, რომ ყველა ერთად – იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, მედია საშუალებები თუ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ნებაყოფლობით ხელმძღვანელობენ ანტი-საოკუპაციო მოძრაობებს ან ებრძვიან უცხოურ გავლენებს, ვქმნით ძლიერ საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ყველა ზემოთხსენებული საფრთხე და დაამარცხოს ისინი ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის.

იმის გამო, რომ არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს დავალებას იმ დღის წესრიგის მიხედვით, რომლებიც ზემოთ უკვე ვახსენე, მაგრამ დაკავშირებულია რუსეთთან, ჩვენ გადავწყვიტეთ მსგავსი საქმიანობით დაკავება, მაგრამ კარგად შესწავლილი და სტრუქტურირებული სფეროში ჩარევის გარეშე.

ჩვენ შევქმენით ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა უცხოელ აქტორებთან ერთად მუშაობას, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ქართულ პოლიტიკაზე, ქვეყნის სოციალურ და დემოკრატიულ კულტურაზე – ასეთები იყვნენ, ჩინეთი, ირანი, თურქეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც იმავე ქოლგის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.

ვფიქრობ რომ კვლევა, რომელზეც ვმუშაობდით ბოლო სამი წლის განმავლობაში, რომელიც ძირითადად ეხებოდა ჩინეთს, საქართველოში მოქმედ ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს, კორუფციულ გარიგებებს, რომლებიც მათ აქვთ დადებული ჩემი მთავრობის წარმომადგენლებთან, ან ჩემი მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებში ამავე კომპანიებთან, სრულიად ახალი კონცეფციაა ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში.

მიუხედავად თავიდან არსებული წინააღმდეგობისა და ნაკლები ინტერესისა, ჩვენი 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს სრულიად შეიცვალა. გაჩნდა დიდი ინტერესი; ახლა უამრავი ორგანიზაცი ჩვენთან რჩევისა და კონსულტაციისთვის მოდის, ასევე მედია არის ძალიან ჩართული და დაინტერესებული.

მეორე ინიციატივა, რომელიც ჩვენ ორი წლის წინ, პანდემიის წინ წამოვიწყეთ (ხალხი ხუმრობდა, რომ ჩვენ ”ვიწინასწარმეტყველეთ” ონლაინ განათლება), იყო დემოკრატიის განათლების პირველი ონლაინ-პლატფორმის ჩამოყალიბება საქართველოში.

ახლა ის საკმაოდ კარგად მუშაობს: ჩვენ გვაქვს 67-ზე მეტი სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ, მეტი ინტერაქციით, მეტი ინტერესით და ასევე მეტი კურსებით დემოკრატიის ფართო გაგებისთვის და არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანის უფლებებით ან დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით – უსაფრთხოებისა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხების ჩათვლით, როგორიცაა ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ამ პლატფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და დონორების მხარდაჭერით, იმედი გვაქვს, რომ ის ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ახლა არის.“ – თინა ხიდაშელი.

სრული ინტერვიუ ?

http://georgian.caucasianjournal.org/2021/03/blog-post.html

ინტერვიუს ვიდეო ვერსია

კავკასიური ჟურნალის ინტერვიუ თავდაცვის ქალ მინისტრებთან, თინა ხიდაშელთან და კრისტინ კრონ დევოლდთან Read More »

“სამოქალაქო იდეას” განცხადება

 “სამოქალაქო იდეას” განცხადება

ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, უმკაცრესად გმობს, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განხორციელებულ, შტურმის ოპერაციას. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება და ოფისზე შტურმი, არის პირდაპირი გალაშქრება, დემოკრატიის იმ უმცირეს ნარჩენებზეც, რაც 23 თებერვლის დილას ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა. აღნიშნული ქმედებები არ იყო არც სამართლებრივად დასაბუთებული, მას არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან და საფუძველშივე ანგრევს ქვეყნის წარმატების შანსს.

დღეს, ჯერ კიდევ არსებობს შანსი მოიძებნოს ვითარებიდან გამოსავალი, გადავარჩინოთ ქვეყანა და საბედნიეროდ ეს შანსი, სხვა ადამიანების ხელშია და მაინცდამაინც გუშინ დანიშნული, რეტროგრადი, კორუმპირებული კლანის წარმომადგენელი, ექსტრემისტი პრემიერის ხელში არ არის.

1. მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, გააცნობიეროს მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა და ცარიელი სიტყვების ნაცვლად, სახელმწიფოს ერთიანობის გარანტიის პასუხისმგებლობით განმუხტოს კრიზისი. ნიკა მელიასთან დაკავშირებული ეპიზოდი, დღეს მთლიანად მის ხელშია.

2. მივმართავთ პარლამენტში მყოფ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა და ოკუპაციის კვირეულში, განსაკუთრებით უნდა ხედავდნენ პრობლემის სიმძიმეს, უზრუნველყონ საპარლამენტო კრიზისი, ახალი არჩევნების დანიშვნის მიზნით. პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით, დღეს ამ საქმისთვის მცირედი გმირობაც საკმარისია. სამოქალაქო მშვიდობის გარეშე არ არსებობს კანონის უზენაესობა, განვითარება და პროგრესი. სამოქალაქო მშვიდობის გარეშე, კიდევ უფრო დავსუსტდებით პანდემიასთან, სიღარიბესთან ბრძოლაში და საბოლოოდ ოკუპაციის 100 წლის თავზე იგივე კითხვები დაგვრჩება პასუხგაუცემელი, როგორ დაუშვა ჩვენმა წინაპარმა ოკუპაცია.


ისტორიის უკუღმართობით, დღეს ეს არჩევანი თქვენზეა.

“სამოქალაქო იდეას” განცხადება Read More »

ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲘᲡ ᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲐᲠᲔᲑᲘᲗᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ

სამოქალაქო იდეამ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ფასეულობების ცენტრის” ინიციატივის ფარგლებში, ქართველ პარტნიორებთან ერთად (საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab)) მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის ანგარიშის “საგარეო გავლენის აქტორების შედარებითი კვლევა საქართველოში” შექმნაში.

ანგარიში მიმოიხილავს უცხო ქვეყნების გავლენებს საქართველოში, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაში, პოლიტიკურ პარტიებსა, თუ ეკლესიაში. ეს კვლევა მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს პრობლემების ფართო სპექტრი, აგრეთვე მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული და დაფინანსებული კამპანიები და ღონისძიებები, დაწყებული შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევით და დასრულებული პოლიტიკური მიზნებით წახალისებული კოროზიული კაპიტალის წარმოქმნით.

კვლევა ?

mapping_georgia_ge

ჩამოსაწერი ლინკი ?

ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲘᲡ ᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲐᲠᲔᲑᲘᲗᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ Read More »

მიმართვა პრემიერობის კანდიდატსა და საქართველოს პარლამენტს

მიმართვა პრემიერობის კანდიდატსა და საქართველოს პარლამენტს

ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ეხმიანება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას და აუცილებლად მიიჩნევს მიმართოს: საქართველოს პარლამენტს, საზოგადოებას და თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ცნობილია, რომ ბატონი ღარიბაშვილი 2015 წელს პრემიერ-მინისტრის  თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩინური სახელმწიფო კომპანია CEFC მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი იყო. აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გამორჩეული იყო კორუფციის, სხვადასხვა ტიპის მაქინაციების, უმაღლესი თანამდებობის პირების მოქრთამვისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილის მიმართ, დღესაც მიმდინარეობს  გამოძიება.

საქართველო დღეს იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის,  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხაზი, სწორედ საქართველოში ჩინურ-რუსულ ინტერსებზე გადის. დღემდე კომპანია CEFC საკუთრებაში რჩება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინური კომპანია გაკოტრებულია, ვალდებულებები არ შეუსრულებია და კრედიტორების გასტუმრების პროცესში იმყოფება, დღემდე საქართველოს ხელისუფლებას საკუთრების დაბრუნების პროცესი არ დაუწყია. პრობლემა კი ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან ფოთის სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო ბანკის საკუთრება შეიძლება გახდეს გახდება. იმ ბანკის, რომლის წინაშეც უზარმაზარი დავალიანება აქვს ჩინურ კომპანიას.

მივმართავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს: განმარტოს თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – მისი ყოფილი დამსაქმებელი და დღეს უკვე გაკოტრებული, სისხლის სამართლის მრავლობით დანაშაულში მხილებული კომპანიის მიერ, საქართველოში არსებული საკუთრებების სახელმწიფოსთვის დაბრუნების თვალსაზრისით? მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ეს საკითხი უკვე იყო პრობლემური ბატონი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს და ახლა უკვე, განსაკუთრებული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ხდება მისი შესაძლო პრემიერობის პირობებში.

მიმართვა პრემიერობის კანდიდატსა და საქართველოს პარლამენტს Read More »

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის განცხადება!

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის განცხადება!

? ჩვენს ერთობლივ საქმეს, უკვე ლამის სამი წელია, საინფორმციო თავდაცვის ლეგიონი ჰქვია. ჩვენი და თქვენი, საერთო ძალისხმევის მიზანი, საქართველოს რუსეთთან ინფორმაციულ ომში საბოლოო გამარჯვებაა. 3 წლის განმავლობაში, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვა. ამ პროექტმა მოახერხა და ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანები. ეს არის იდეა, რომელიც არ აძლევს პრორუსულ/კრემლისტურ ძალებს ჩვენი გულისა და გონების ოკუპაციის საშუალებას. ჩვენ ვიცავთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სიმართლეს.

? ბოლო სამი წლის განმავლობაში, „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონერები“ შოვინისტების, ქსენოფოების, პრორუსულად განწყობილი, კაპიტულანტი ადამიანების ბრალდებების სამიზნე არაერთხელ გავმხდარვართ. ჩვენთან ბრძოლის ფორმები და მასშტაბებიც განსხვავებული იყო და პერიოდულად იცვლებოდა. ბოლო დროს მოწინააღმდეგე ბრძოლის წმინდად კრემლისტურ ფორმებზე გადავიდა – როდესაც კონკრეტულ ორგანიზაციასა და იდეას ვერაფერს აკლებ იწყებ ინდივიდების, კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციას (ე.წ. Character Assassination), რომლებიც ამ პროექტის თუ იდეის სულისჩამდგმელები ან/და აქტიური მხარდამჭერები არიან.

? საქმისთვის მოწინააღმდეგე, ყოველგვარი მორალისა და ზნეობისგან დაცლილი ადამიანების სახელით მოქმედებს. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ასეთი ადამიანები მოწინააღმდეგეს იმისთვის სჭირდება, რომ ნებისმიერი ამორალური ქცევა მათ უსიტყვოდ უნდა განაორციელონ. მაგალითად, „ფეისბუქიდან“ ფოტოების მოპარვა, მათ შორის, ოჯახის წევრების ფოტოების, თავიანთ „კედელზე“ გამოქვეყნება და ათასი სიბინძურის დაბრალება.

? ამჯერად დავალების შემსრულებელი ყოფილი სამხედრო, ვინმე დავით ნემსაძეა, რომელიც 2011-2012 წლებში თბილისის ერთ-ერთ საროსკიპოში ჯარისკაცებს ვიდეოებს ჩუმად უღებდა. [ამ საქციელის უსუსური გამართლება შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ – https://bit.ly/3a9BBDr]

? ნემსაძემ, ფაქტის უარყოფა ვერ შეძლო და მისი ინტერპრეტაცია უშედეგოდ სცადა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პატივცემული ნემსაძე შეიარაღებული ძალებიდან რამდენჯერმე ჰყავთ გამოშვებული და ძირითადი მიზეზი ჯარისკაცისთვის შეუფერებელი და უღირსი საქციელი იყო. თუმცა, ამის შესახებ ნემსაძე რატომღაც არ საუბრობს.

? სხვათაშორის, ნემსაძის ძმა, ერმილეც (ფართო საზოგადოება მას „რას დავაჭირე ერმილე“-თი იცნობს, ამჟამად კი “ქართული მარშის” სახეს წარმოადგენს და ასევე დაპირისპირებულია ამ მოძრაობის ძველ სახეებთან) „საქართველოს ჯარისკაცობას“ იჩემებს, თუმცა ჩვენ ხელთ გვაქვს მისი ვიდეო ინტერვიუ, სადაც ის პუტინს საქართველოში ჯარების შემოყვანას თხოვს. ხოლო, აგვისტოს ომის ერთ-ერთ წლისთავზე ომის დაწყებაში სწორედ საქართველოს ადანაშაულებს, თანაც რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში (https://bit.ly/2ZbmH9C).

? აღსანიშნავია და ცოტა კომიკურიც, ის ფაქტი, რომ ერმილე ნემსაძე 2020 წლის ოქტომბერში თავის გვერდზე აქვეყნებს მისთვის “საძულველი” გიორგი მოლოდინის კრიტიკულ სიუჟეტს, რომელიც ეხება ქართველი ვეტერანების მდგომარეობას, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. ( http://bit.ly/3jLuYuq )

? ერმილე ვიდეოს ასათაურებს ასე: „გვახსოვს!“ თუმცა, როგორც ჩანს, ერმილეს არ ახსოვს, ვინ როდის და როგორ იმაღლებდა ხმას ადამიანთა და მითუმეტეს საქართველოსთვის თავდადებულ ადამიანთა უფლებების დასაცავად და სად იყვნენ ისინი მაშინ, სად იყო პირადად ერმილე და მისი ძმა მაშინ.

? ამჯერად, ძმები ნემსაძეები თავს პროექტის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს ხელმძღვანელს, გიორგი მოლოდინს დაესხნენ და მას თბილისსა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება დააბრალეს, თურქეთის სასარგებლოდ.

? ამ დროს, პროექტიცა და პროექტის სხვა ავტორების მოსაზრებაც, თურქეთთან დაკავშირებით ცალსახა და ყველასთვის ცხადია. ამ თემაზე გიორგი მოლოდინი რამდენიმე კვირის წინ თავის ანალიტიკურ სტატიაშიც (<<თურქეთი – მტერი თუ მოკავშირე?>> http://bit.ly/3bdZKIz) წერდა.

? ე.წ. “ნარატივით”, რომ თითქოს „ლეგიონის“ მისია რუსული დარტყმების მოგერიება კი არა, სხვა, ამ შემთხვევაში კი, თურქული ინტერესების გატარებაა, რუსეთის ქართველი ემისრები ცდილობენ ოსტატურად დაასუსტონ ანტისაოკუპაციო მუხტი, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გადაატანინონ ყურადღება სხვაგან, სადაც (ამჟამად მაინც) არაფერი ხდება და რაც შეიძლება მეტმა ქართველმა არ გაუსწოროს თვალი რეალობას: რომ რუსეთი გვიპყრობს,რომ რუსეთი აღიარებს ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტს სხვა სახელმწიფოებად,რომ რუსეთი იტაცებს, აწამებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს.

? ეს ნემსაძის პირველი ტყუილი არ არის. ფოტოზე თქვენ ერთ-ერთი მისი ტყუილის შედეგებს ნახავთ, როდესაც “ღამის შოუს” ვარსკვლავებსა და მათ შორის, გოგა ბარბაქაძის მეუღლეზე გაავრცელა მორიგი სიბინძურე (https://bit.ly/3ae82AB).

? მისი და მას აყოლილი რამდენიმე ადამიანის ცრუ გზავნილების მიხედვით, ჩვენ, რუსულ პროპაგანდას კი არ ვებრძვით და საქართველოს პოზიციებს კი არ ვიცავთ, არამედ თურქეთისას. რითიც ცდილობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის – დეოკუპაციის და გაერთიანების თემის მიფუჩეჩებას, მეათეხარისხოვან საკითხებში გადატანას (რა დროს რუსეთია, როდესაც აგერ “ისლამური საფრთხე” კარს მოგვდგომია-ს პრინციპით).

? აღნიშნული პიროვნება, სხვადასხვა ხერხების გამოყენებით, რელიგიური შუღლის წაქეზებით და აბსურდული ბრალდებებით (თითქოს ჩვენ ბუკნარში ვმართავდით პროცესებს, მათ შორის პანკისიდან, ვანგრევდით ჯვარს.. და ა.შ.) ცდილობს ითამაშოს კონსერვატორულად განწყობილ ჯგუფებზე, რომელთათვისაც რელიგიური თუ ისტორიული მომენტები განსაკუთრებით ფაქიზია და ამას ნაწილობრივ ახერხებს კიდეც.

? ვისი დაკვეთით და ვისი დავალებით შეიძლება მოქმედებდნენ მსგავსი ადამიანები? რას უნდა ნიშნავდეს ვითომ „საქართველოს ჯარისკაცებად“ მონათლული ხალხის მხრიდან „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის“ რუსეთთან “ურთიერთობების” გაფუჭების დაბრალება?

? რას უნდა ნიშნავდეს პროექტის ავტორების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები და ვის შეიძლება არ მოსწონდეს ამ პროექტის არსებობა?

? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხები გვაქვს. ვიცით ამ ხალხის გაღიზიანების მიზეზიც, ვიცით შემსრულებლების მერკანტილური მისწრაფებების შესახებაც, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ იმ ადამიანების და იმ უწყების დასახელებისგან, რომელიც ნემსაძეებსა და მათ მსგავს ადამიანებს ჩვენს წინააღმდეგ „ამუშავებენ“.

? თუმცა, კატეგორიულად და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის პროექტის შეჩერებას, ვერავინ შეძლებს. ბრძოლა კრემლის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ გაგრძელდება და თანაც, ნებისმიერ ფასად.

? თქვენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში, იყო, არის და იქნება ფასდაუდებელი.

? მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მოხალისეს, რომელიც ავრცელებს სიმართლეს და იცავს ქართულ სახელმწიფოს.

? მადლობას ვუხდით ჩვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღემდე იტანენ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას და ამ გზით კიდევ უფრო გვაძლიერებენ.

? სიტუაციის გართულების შემთხვევაში იძულებულები გავხდებით დავიწყოთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთანაც.

==================

◾ააიპ „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო“ / საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის განცხადება! Read More »

“კავკასიის რეგიონის ახალგაზრდა მკვლევართა და მშვიდობისმყოფელთა შეფასებები” ნაწილი II

“კავკასიის რეგიონის ახალგაზრდა მკვლევართა და მშვიდობისმყოფელთა შეფასებები” არის სტატიებისა და აკადემიური ნაშრომების კრებული, რომელიც შემუშავდა სამოქალაქო იდეასა და არასამთავრობო ორგანიზაცია “Corridors – Dialogue through Cooperation”-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტში, რომელიც აერთიანებდა აკადემიურ სწავლებას, პრაქტიკულ ტრენინგებსა და მოსაზრებათა რეგიონალურ დონეზე გაცვლას, მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა ახალგაზრდა მკვლევარმა. ეს პუბლიკაცია შედგება ათი შერჩეული ნაშრომისაგან, რომლებიც შეიქმნა და განხილული იქნა პროექტის განმავლობაში. იგი მკითხველს მოუთხრობს კავკასიის რეგიონის ახალგაზრდა მკვლევარებისა და მშვიდობისმყოფელების პირად გამოცდილებებს, მათ ანალიზსა და მოსაზრებებს. ამ გზით, კრებული ხელს უწყობს მხარეებს შორის ცოდნის გაცვლას როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კოლეგებს, მონაწილეებს და გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას დაფინანსებისთვის.

Corridors-Proceedings-Vol2-2020

“კავკასიის რეგიონის ახალგაზრდა მკვლევართა და მშვიდობისმყოფელთა შეფასებები” ნაწილი II Read More »

საგანგებოობანას ვირუსი ნაწილი II

კოვიდ პანდემიამ და მის ფონზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვამ, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა და დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოებაში ათწლეულობით გამჯდარი უთანასწორობისა და რასიზმის ღრმა და დაფარულ პრობლემას ახადა ფარდა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობით ცდილობს განავითაროს უმცირესობების მიმართ თანასწორობის პოლიტიკა, კვლავ პრობლემად რჩება მულტირელიგიური და მულტიეთნიკური სახელმწიფოს მშენებლობა და უმცირესობის თემის რეალური ინტეგრაცია.

გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე, საქართველომ ვერ დაძლია ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ნარატივი, რომ ,,ქართველი ნიშნავს ქრისტიანს“, ხოლო სხვა დანარჩენი არის ,,სტუმარი“ და ,,სხვა“. დისკურსი – ,,ჩვენ“ და ,,სხვები“ სხვა უმცირესობების მსგავსად საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემზეც ვრცელდება, თუმცა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მძაფრად სწორედ მათ შეეხო. საზოგადოების მიერ აზერბაიჯანული თემის ,,უცხოდ“ მიჩნევას, განსხვავებული ეთნოსისადმი კუთვნილების პარალელურად, აადვილებს ხშირად ქართული ენის არცოდნა და ისლამის მიმდევრობა. დომინანტური ეთნოსის თვალში, აზერბაიჯანული თემი სტერეოტიპულად, ჩამორჩენილ და ნაკლებად განვითარებულ სუბიექტად მიიჩნეოდა და მიიჩნევა. ერთ-ერთი აზერბაიჯანელი აქტივისტის – ქამრან მამედლის აზრით, ისინი იყვნენ მოთვინიერებული ,,განცხვაროსნებული“ თემი.

თემის ინტეგრაციის დაბალი დონე, ბევრი ჩინოვნიკისა თუ პოლიტიკოსისთვის, როგორც წესი აზერბაიჯანული თემის ბრალია და ბრალდების ხაზი სახელმწიფო ენის არცოდნაზე გადის. ხოლო ენის არცოდნის პრობლემა იმდაგვარად არის წარმოდგენილი, თითქოს, თავად თემს არ სურს სახელმწიფო ენის შესწავლა და ინტეგრაცია.

სახელმწიფო უმცირესობების თემს ექსკლუზიურად უსაფრთხოების პოლიტიკის პრიზმიდან უყურებს. ამგვარი მიდგომის საფუძველი კი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბებული ნარატივია, რომ თითქოს აზერბაიჯანულ თემში, ზუსტად ისევე როგორც სომხურ თემში, არსებობდა სეპარატიზმის საფრთხე. აქვე სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არასოდეს, არც ერთი ხელისუფლებისთვის აზერბაიჟანულ თემს რაიმე კონკრეტული, ხელშესახები მიზეზი არ მიუცია და სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა მათი ლოიალობა ქართული სახელმწიფოს მიმართ ზუსტად ისევე გაგვეზომა, როგორც საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი სხვა ეთნოსის, ქართველების ჩათვლით.

ეთნიკურ-რელიგიური ნაციონალიზმის გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესიის მიერ უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ,,ქრისტიანულ ტერიტორიად“ მონიშვნაზე მიუთითებს ქვემო ქართლში ადგილობრივი ეპარქიისა და სამღვდელოების აქტიურობა და მუსლიმურ სოფლებში ქრისტიანული ჯვრების აღმართვის ტენდენცია.

აზერბაიჯანული თემის მიმართ პანდემიის დროს გამოვლენილ ქსენოფობიურ განცხადებებთან ერთად, ეთნორელიგიური ნაციონალიზმის ნარატივის გაგრძელებას წარმოადგენს ნარიმან ნარომანოვის ძეგლთან დაკავშირებული პერიპეტიები და დავით გარეჯის საკითხი. ამ საკითხების უკან, კულტურული განზომილების გარდა, გადამალულია სწორედ პოლიტიკური რეპრეზენტაციის, მონოეთნიკური და მონორელიგიური დომინაციის საკითხი.

ანგარიში ?

საგანგებოობანას-ვირუსი-ნაწილი-II

საგანგებოობანას ვირუსი ნაწილი II Read More »

Georgia committed and ready for NATO membership

ბრიუსელში არსებული გამომცემლობა Brusselsmorning საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის მოსაზრებებს აქვეყნებს.

“Georgia’s NATO integration is long-awaited and expected here in Tbilisi,” former Minister of Defence Ms. Tinatin Khidasheli told Brussels Morning. NATO must confirm that membership is a realistic possibility rather than merely an aspiration, not least to deter Russia’s overtures to the region, she said. Focusing on the strategic rationale, Khidasheli pointed out that Georgian membership is strategically important. “NATO needs to deliver at least on its Black Sea Security agenda and keep the promise of the Warsaw Summit,” she maintained, making clear that dalays undermine NATO’s credibility and embolden Russia.

სრული სტატია: ?

https://brusselsmorning.com/2021/01/25/georgia-committed-and-ready-for-nato-membership/

Georgia committed and ready for NATO membership Read More »

Neue Zürcher Zeitung: საქართველო – ქალების მიღწევები მამაკაცების სამყაროში

თუ ვინმე 90-იან წლებში თბილისს „მაჩიზმის დედაქალაქს“ უწოდებდა – ის ამას ადვილად დაასაბუთებდა. ქალაქში ველური მამაკაცები ბატონობდნენ. ძალაუფლებაში კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ, მათ მხარს შეიარაღებული ფორმირებები უჭერდნენ, ბარიკადებზე ავტომატებით შეიარაღებული მამაკაცები პოზირებდნენ. პარლამენტში, რედაქციებში, მსხვილ კომპანიებში მაღალ პოსტებზე და საჯარო სტრუქტურებში, ყველგან მხოლოდ მამაკაცები იყვნენ.

ქალები ჩრდილში იყვნენ. ეს მათი დრო არ იყო. დღეს რა ხდება?

დღეს ჩვენ, სასტუმრო Stamba-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარეს, მეწარმეს, სოფლის განვითარების მრავალი პროექტის ინიციატორს და მონაწილეს ნინო ზამბახიძეს ვხვდებით.

ის ყოველთვის ოპტიმიზმით სავსეა, ჰილარი კლინტონს და დონალდ ტრამპს პირადად იცნობს. მან კარიერა 3 ჯიხურით დაიწყო, შემდეგ შტატებიდან ჯინსების, ყავის და ჩაის იმპორტი დაიწყო, შემდეგ 5 ჰექტარის ხილის ბაღები შეიძინა, ყველს აწარმოებდა, ბოსტნეულის შესანახად სამაცივრო მეურნეობებს აშენებდა და თევზების მოყვანისთვის აუზი თხრიდა.

შემდეგ მან შექმნა ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა გლეხებს შორის თვითშეგნების ამაღლება, მოიარა მთელი ქვეყანა, 3800 სოფელს ეწვია, ადგილობრივებს ესაუბრებოდა და საქმიან რჩევებს აძლევდა.

წარმატება შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ბევრი გლეხი ინდივიდუალური მეწარმე გახდა, მის გაერთიანებაში კი დღეს 4000 მეურნეობა შედის.

„საქართველოში ქალებმა ძალიან ბევრს მიაღწიეს, თუმცა, სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია. მამაკაცების მხრიდან დისკრიმინაცია შემცირდა, თუმცა, არსად გამქრალა. განსაკუთრებით, ეს სოფლებში ჩანს“, – ამბობს ნინი ზამბახიძე.

თუმცა, არც სოფლებშია ყველაფერი ძველებურად. სოფელ მეორე ობჭაში, მდებარეობს მეღვინეობა „ბაიას ღვინო“. 10 ჰექტარზე 27 წლის მეწარმე ბაია აბულაძე წელიწადში 7000 ტონა ღვინოს აწარმოებს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, მათ შორის შვეიცარიაში იყიდება.

მან რთული და გრძელი გზა გაიარა. თბილისის უნივერსიტეტში სოციოლოგიას სწავლობდა, შემდეგ იყო უცხოეთი, ჩამოვიდა სამშობლოში და 2015 წელს, და-ძმასთან ერთად კომპანია შექმნა.

ეს მცირე მეურნეობაა, რომელშიც მხოლოდ ოჯახის წევრებო მუშაობენ. ბაიას და მის და-ძმას სადღეისოდ ერთი სურვილი აქვთ მეტი იმუშაონ. სულ რაღაც 30 წლის წინ ქართველისგან ამ სიტყვებს ვერასდროს გაიგონებდით, საბჭოთა დროში აქ შრომა და სიბეჯითე სასაცილო და სულელურ თვისებად ითვლებოდა, დღეს კი ბეჯითი ადამიანები, მათ შორის ბაია აბულაძე, მოგებას იღებენ.

საბჭოთა სისტემის დანგრევის ერთ-ერთი, თუმცა, არა ერთადერთი შედეგი სწორედ ემანსიპაციაა.

ნინო ზამბახიძე და ბაია აბულაძე ახალი ეპოქის სახეები არიან, თუმცა, არა მხოლოდ ისინი. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ქართველმა ქალებმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს, ქვეყანამ კი დასავლეთის მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, ქალთა უფლებების საკითხებში.

მამაკაცების სამყაროში, კერძოდ კი პოლიტიკაში, დიდ წარმატებებს თინათინ ხიდაშელმა მიაღწია. ეს საქართველოში ერთადერთი ქალი-თავდაცვის მინისტრი იყო.

ტემპერამენტიანი, ენერგიული და მჭერმეტყველი ხიდაშელი, ფაქტიურად, ნინო ზამბახიძეს ერთგვარი ტყუპისცალია. ქალი, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ შექმნა და მამაკაცურ შოვინიზმს მარტო ებრძოდა.

მას არ სურდა იმ გზით წასვლა, რომელიც მისი მშობლების სამყაროში ქალისთვის იყო განკუთვნილი. ის რომ ყოფილიყო მასწავლებელი ან ექიმი, ეს არავის გაუკვირდებოდა. მაგრამ ის ადვოკატურაში წავიდა და ამით კლასიკური მამაკაცური პროფესია აირჩია.

„ყველა მიიჩნევდა, რომ მე გავგიჟდი. ზოგიერთმა ჩემთან ურთიერთობაც კი შეწყვიტა“, – იხსენებს ის თავისი კარიერის დასაწყისს სისხლიან და არასტაბილურ 90-იან წლებში.

ის უფლებადამცველი გახდა, შემდეგ პოლიტიკოსი, ბოლოს კი თავდაცვის მინისტრი. ეს პოსტი მან 2016 წლის აგვისტოში დატოვა, არა იმიტომ, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ მისი პარტია მმართველი კოალიციიდან გავიდა.

გენერლებთან კი მას არავითარი პრობლემები არ ჰქონდა, იმიტომ რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების არ ეშინოდა და ისევე, როგორც სამხედროები, აშშ-სთან და ნატოსთან დაახლოების მომხრეა.

პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, სულის სიღრმეში ის კვლავ პოლიტიკოსად რჩება. ის მიიჩნევს, რომ დღეს საქართველო ბევრ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ევროპულია და ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, მისი ქვეყნის დასავლურ ალიანსებში მიღების შანსები ძალიან მცირეა, რადგან ევროპელებს მოსკოვის გაბრაზების პანიკურად ეშინიათ.

„მესმის ევროპელების, მაგრამ დღეს ისინი თავისივე ხელებით ახალ რკინის ფარდას იშენებენ“, – თვლის ხიდაშელი.

https://commersant.ge/ge/post/neue-zrcher-zeitung-saqartvelo-qalebis-gargveva-mamakacebis-samyaroshi

Neue Zürcher Zeitung: საქართველო – ქალების მიღწევები მამაკაცების სამყაროში Read More »

Scroll to Top