ყველა ქართველისა და, დარწმუნებული ვარ, დედამიწის ყოველი მცხოვრების ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა COVID 19-ის რუკის რეგულარული შემოწმება, ახალი დაავადებულების რაოდენობის გაცნობა და გარდაცვლილებზე დარდი. ეს ჩვენი ახალი რეალობაა, ყოფასთან შეგუების ახალი ნორმა, თუმცა, გარდა სრულიად გასაგები, ნორმალური ადამიანური ემოციისა, რომელიც ამ რიცხვების გაცნობას ახლავს თან, რას ამბობენ ეს რიცხვები? რას გვაჩვენებენ? როგორი იქნება მათი დამახსოვრების გრძლევადიანი შედეგები?
“COVID-19”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები სანიმუშოა და საუკეთესო გამოცდილებას გვძენს, არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან კრიზისებზე რეაგირების სისტემაში არსებული პრობლემების უკეთ დასანახად და გასაანალიზებლად, ან უკეთესი ხვალინდელი დღის დასაგეგმად, არამედ დეზინფორმაციასთან, უფრო ზუსტად კი, ინფორმაციით მანიპულაციასთან ბრძოლისთვის. თუკი ვთანხმდებით, რომ დღეს მსოფლიო ომშია, უნდა დავინახოთ, რომ ეს ომიც, ისევე როგორც ყველა სხვა თანამედროვე ომი, მრავალკომპონენტიანი და ჰიბრიდულია, სადაც უხილავ ბიოლოგიურ საფრთხესთან ერთად საბრძოლო თეატრი საინფორმაციო ველზეა გაშლილი. ყოველ გზავნილს თავისი ადრესატი ჰყავს და კონკრეტული ამოცანა აქვს, მიზანი კი შორსმიმავალი და სტრატეგიულია:
დაასუსტოს დემოკრატია!
წარმოაჩინოს ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის უპირატესობა!
დაგვარწმუნოს, რომ იქ,სადაც უძლური აღმოჩნდა დემოკრატია, გაიმარჯვა მკაცრი, ძლიერი ხელის, ერთი კაცის მმართველობამ!
დღეს უკვე სრულიად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-ჩინეთის დეზინფორმაციის მანქანა თანდათან იკრებს ძალას და ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მისაყენებლად ემზადება, დემოკრატიული სამყაროს ლიდერების მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებები კი (მაგალთად, აშშ პრეზიდენტისა და ვაშინგტონის განცხადებები ჩინეთის მიერ ვირუსის სირთულისა და გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვასა და მანიპულაციაზე) ვერ შეაჩერებს იმ დეზინფორმაციულ ნიაღვარს, რომელიც უკვე სისტემურად, კამპანიურად და მრავალფეროვანი შეიარაღებით მოქმედებს სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა პოპულარული ინტერნეტრესურსების გამოყენებით.
უნდა გვახსოვდეს!
ყოველ ჯერზე, როდესაც ეპიდემიის რუკაზე მოცემულ მონაცემებს კონტექსტის გარეშე გამოვიყენებთ და გავრცელების დინამიკის, ქვეყნის მოსახლეობასთან პროპორციისა თუ სხვა მახასიათებლების ანალიზის გარეშე სახელმწიფოების შედარებას მოვახდენთ, ჩვენც სწორედ რუსულ-ჩინური დეზინფორმაციის მანქანის სასარგებლო რესურსად ვიქცევით და, ჩვენდაუნებურად, სწორედ მათ მიერ განსაზღვრულ ამოცანას ვასრულებთ.
რიცხვები იტყუებიან ყოველთვის, როდესაც არ ვიცით კონტექსტი და არ გვაინტერესებს, რა დგას ამ რიცხვების უკან. სტატისტიკა დეზინფორმაციის ყველაზე სანიმუშო და იდეალური მსახური ხდება, თუკი უარს ვამბობთ ანალიზზე და შიშველი რიცხვებით ვხელმძღვანელობთ.
უმარტივესი მაგალითი: რას ნიშნავს 25 პროცენტი? ბევრია თუ ცოტა? ერთადერთი რამ, რაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ 25 პროცენტი ასის მეოთხედია. მორჩა. სხვა აბსოლუტურად არაფრის მთქმელია, თუკი არ ვიცით, რისი 25 პროცენტია, რასთან ვადარებთ მას სიდიდის ან სიმცირის გასარკვევად, ან საიდან წარმოიშვა. COVID 19-თან ბრძოლის ველზე ყოველდღიურად ზუსტად ასეთი 25, 31, 19 პროცენტები წარმოიშობა, რომელიც მხოლოდ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზეა გათვლილი და პანიკას აძლიერებს, თუმცა რეალობაში არაფერს გვეუბნება პრევენციის ან განვითარების დინამიკისთვის, ამ საკითხის მკვლევარებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის კი ყოველდღიურად ინფორმაციით მანიპულაციის ასეულობით მაგალითს ქმნის.
მივყვეთ მოვლენებს და გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია გვახსოვდეს მოვლენების ანალიზის დროს.
ფაქტი #1:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ყველა მონაცემი, რომელიც თავს იყრის მათ სისტემაში და შემდეგ ინტერნეტით უსწრაფესად ვრცელდება, ეყრდნობა სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ არსებობს მათი მყისიერად გადამოწმების არავითარი სტანდარტული ფორმატი ან შესაძლებლობა.
მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემები, რომელსაც დღის მანძილზე ყოველი ჩვენგანი შევყურებთ იმედით, რომ დაიკლებს, შემცირდება, ვირუსი უკან დახევას დაიწყებს და სხვა, მთლიანად კონკრეტული სახელმწიფოების მიერ კონტროლდება და ვრცელდება. შესაბამისად, ზუსტად ისეთია, როგორიცაა მათი სისტემა და მმართველობის კულტურა.
ფაქტი #2:
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორი (ICD), რომლითაც დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს, 1992 წელს არის მიღებული და მისი კრიტიკოსების უმთავრესი არგუმენტი წლების მანძილზე სწორედ ის იყო, რომ “დიაგნოსტიკის, კოდირების სისტემისა და კლასიფიკიკაციის ერთიანი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში” რთულია ან თითქმის შეუძლებელია სახელმწფოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თავსებადობის შემოწმება და მონაცემთა შედარება.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობს ერთიანი სტანდარტი დიაგნოსტიკის, დაავადებათა კოდირების ან მონაცემების გავრცელება/მიწოდების სფეროში. შესაბამისად, ვითარების მიხედვით, მთლიანად კონკრეტული ქვეყნის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დაავადებების გავრცელების მასშტაბის დოკუმენტირება და გადაცემა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
კიდევ ერთხელ, ერთიანი სტანდარტის არარსებობის და, მით უფრო, მიწოდებული მონაცემების კონტროლის შეუძლებლობის პირობებში, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის აღრიცხვის თავსებადობა მინიმალურია, ხოლო ამ მონაცემების შედარება ძალიან აბსტრაქტული.
ფაქტი #3:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ ქვეყნებში აღრიცხვიანობის წესისა და სტანდარტის კონტროლის შეუძლებლობა არ არის ერთადერთი პრობლემა. მეორე პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციის გავრცელების მთავარი ამოსავალი გახდა კალენდარული დღე, რაც ასევე ინფორმაციის მანიპულაციას ახდენს. მაგალითად, ერთმანეთს დარდება ევროპის ქვეყნებისა და ჩინეთის მონაცემები 29 მარტს, იმის მიუხედავად, რომ ერთ შემთხვევში 2-თვიანი, ხოლო მეორე შემთხვევაში 4-თვიანი დინამიკა გვაქვს. სწორედ იმიტომ, რომ ამ რიცხვებში დინამიკა დაკარგულია, ვიღებთ უდიდეს განსხვავებას და შესაბამის რეაქციას დემოკრატიების უუნარობის შესახებ, ეფექტურად ებრძოლოს კრიზისებს.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ინფორმაციით მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითია 29 მარტის იტალიის და იმავე დღის საქართველოსა და ჩინეთის შედარება, ვინაიდან რიცხვების ამგვარი შედარება მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: რამდენი დაინფიცირებული ან გარდაცვლილია იმ დღეს კონკრეტულ ქვეყანაში, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს ამბობს ამ ქვეყნებში გავრცელების დინამიკის ან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტურობა-არაეფექტურობის და, მით უფრო, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
კიდევ ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება – მაგალითად, მოცემული რიცხვების პროპორციულობა მოსახლეობის რაოდენობასთან (კარგად ჩანს აშშ-ს მაგალითზე), ტურიზმის ფაქტორი (საუკეთესოდ იტალიის მაგალითზე გამოჩნდა), ეფექტური და დინამიკური ბიზნესგარემო (ყველაზე კარგად ნიუ იორკის მაგალითზე გამოჩნდა) და სხვა, თუმცა მხოლოდ ამ სამ ფაქტზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მარტივი ანალიზის გაკეთება.
რიცხვებით მანიპულაციის მარათონში, არ დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის იანვარსა და თებერვლის დასაწყისში ვირუსის გავრცელების პოტენციალის შესახებ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები, მრავლობით წყაროებსა და თვითმხილველთა მონათხრობზე დაყრდნობით, იუწყებოდნენ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია აქტიურად დევნიდა ყველას, ვინც ვირუსის შესახებ წერდა და განგაშის ზარებს სცემდა.
როგორი ემოციური სურათი გვაქვს დღეს სწორად ამ სამი ფაქტორის გაუთვალისწინებლობის გამო: უკიდურესად და, რაც მთავარია, შეუდარებლად მძიმე მდგომარეობაა დასავლურ დემოკრატიებში – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, მაშინ როცა ავტორიტარული ან ე.წ. ნახევრად თავისუფალი ქვეყნები ეფექტურად უმკლავდებიან საფრთხეს.
დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ინფორმაცია ბრძოლის იარაღად არის ქცეული, სიმართლის გაგება არასოდეს არის ისე მარტივი, როგორც ეს ერთი პანდემიის გავრცელების ყოველდღიურ რუკაზე ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად უდიდესი ადამიანური ტრაგედიებისა და უმძიმესი ემოციური ფონისა, რომელმაც დღეს კაცობრიობა მოიცვა, მაინც უნდა შევეცადოთ და მოვახერხოთ არ დავკარგოთ საღი აზრი და მსჯელობა – განზოგადების უნარი, იმისათვის რომ ხვალ, როდესაც ვირუსი ისტორიის კუთვნილება გახდება, იმავე ისტორიას არ მივაბაროთ ჩვენი თავისუფლება, არ გავცვალოთ ის დიქტატურასა და ერთი კაცის ძალაუფლებაზე.
_____________________________
თინათინ ხიდაშელი ორგანიზიაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. “სამოქალაქო იდეა” უსაფრთხოების საკთხებზე მუშაობს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ფოკუსი რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ოპერაციების კვლევაა.
COVID-19-ის პანდემიის დროს კიდევ ერთხელ გამოვლინდა ის, რასაც ჯანდაცვის სპეციალისტები გამუდმებით ამბობენ: ლუგარის ლაბორატორიას — რომელიც არაერთი წელია, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნეა, თითქოს „ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ“, „ვირუსებს ქმნიან“ და ა.შ. — უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვითი უსაფრთხოებისთვის.
შეიძლება თუ არა, ეს შემთხვევა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში მომავალი წარმატების საწინდარი გახდეს? „ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე ესაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელ თინა ხიდაშელს:
არაერთი წელია, რუსეთის ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, სულ ახლახან, 24 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც წერენ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ლუგარის ლაბორატორიით ბაქტეროლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. წარსულში უშუალოდ რუსეთის მაღალი დონის პირებისგან გვინახავს ამ ცენტრზე განცხადებები, მათ შორის თავად პუტინისგან. რა იყო/რა არის ამის მიზანი?
ეს ყველაფერი რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის იმის მტკიცება, რომ თითქოს დასავლეთი მავნე და საზიანოა ჩვენთვის. ის მითოლოგია, რაც თქვენ ახსენეთ, — თითქოს „ამერიკა ვირუსებს ავრცელებდა ქართველების გასანადგურებლად“, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ საზოგადოებაში გამყარებულიყო რწმენა, რომ ზოგადად დასავლეთი მომართულია, რამე გვავნოს [მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის დახმარებით აშენდა, ის სრულად საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებაშია].
მეორე: შეიქმნას ფონი, რომელიც რუსეთს კვლავაც წარმოაჩენს, როგორც ერთადერთ შესაძლო ალტერნატივას. ჩვენ შეიძლება სსრკ-ის ნოსტალგია არ გვაქვს, არ მოგვწონს, არც დღევანდელი რუსეთი მოგვწონს, მაგრამ, კუთხეში მიყენებულებს, ერთადერთი ემოცია დაგვრჩეს, რომ „რუსეთს იქით გზა არა გვაქვს და ამიტომ, მოდით, ამაზე ვიფიქროთ“…
თუ დავაკვირდებით, თავის გზავნილებში რუსეთი ორ რამეს არ ამბობს: 1) არასდროს ამბობს, რომ რუსეთი ძლიერი, წარმატებული, ბედნიერი სახელმწიფოა, 2) არასდროს ამბობს, რომ ევროკავშირი არ არის ძლიერი, მდიდარი, სოციალურად უზრუნველყოფილი კავშირი. ეს იმიტომ, რომ კარგად იციან, ეს ტყუილი იმდენად არადამაჯერებელია, შეუძლებელია, იმუშაოს.
მათი გზავნილები სასოწარკვეთაზეა მიმართული. გზავნილმა უნდა გააჩინოს იმ ტიპის სასოწარკვეთა, რომელიც რუსეთს ალტერნატივად დასახავს: „ევროკავშირი ძალიან კარგია, მდიდარიც არის, ძლიერიც, იქ მშვიდობაც არის, მაგრამ თქვენთვის არ არის, თქვენ იქ არავინ არ გელოდებათ და არავინ არ მიგიღებთ; რუსეთი, მართალია, არ არის ეგეთი, მაგრამ ის არის ერთადერთი ალტერნატივა“.
სვამენ ხოლმე ძალიან სახიფათო, ბოროტ კითხვას — „ხართ თუ არა მომხრე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის“?; ეს იმიტომ კი არ არის ცუდი კითხვა, რომ ვინმესთან კეთილმეზობლობა არ უნდა გვინდოდეს, არამედ იმიტომ, რომ ის ცარიელია, უსაფუძვლოა, არაფერს ემყარება.
საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ორი რუსული სამხედრო ბაზაა, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი ადამიანებს იტაცებს და კლავს. ამიტომ, მე რატომ მეკითხები, მასთან კეთილმეზობლობა მინდა თუ არა? ამ კითხვას იმიტომ სვამენ, რომ სასოწარკვეთის ფონზე გვიბიძგონ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ამაში [რუსეთთან ცუდ ურთიერთობაში] დამნაშავენი…
ერთი სიტყვით, ამ ყველაფრის მიზანია, რუსეთის ორბიტაზე დაგვაბრუნოს დასუსტებულები და სასოწარკვეთილები…
ამ პერიოდში ნათლად გამოვლინდა ლაბორატორიის მნიშვნელობა ქვეყნის ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვითი უსაფრთხოებისთვის… როგორ შეიძლება ამ შემთხვევის — პანდემიისას ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ცხადად გამოჩენის — გამოყენება პროპაგანდასთან საბრძოლველად? შეიძლება თუ არა, ეს მაგალითი გახდეს საწინდარი, საბოლოოდ დაინგრეს რუსეთის პროპაგანდა საქართველოში?
„საბოლოოდ დაინგრეს“ ცოტათი ოპტიმისტური ნათქვამი იქნება, რადგან პროპაგანდის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად ახლდება — ისინიც ხომ არ არიან გაჩერებული, ისინიც მიჰყვებიან მოვლენებს და როდესაც ხედავენ, რომ სადღაც ძალიან გაუჭირდებათ, იწყებენ ახალი მითების შექმნას, ახალი ჯგუფების აღმოჩენას, რომელიც შეიძლება შემდგომი ინფორმაციული ვირუსის გამავრცელებელი გამოდგეს…
დღეს ლუგარის ლაბორატორიამ, მხოლოდ ამ მითებთან ბრძოლაში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც აჩვენა საკუთარი შესაძლებლობების სიძლიერე, რწმენა დაუბრუნა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. რწმენა იმისა, რომ ვიღაცის და რაღაცის იმედი შეიძლება გქონდეს, იცი, რომ სწორი ინფორმაცია გექნება და ა.შ.
ეს მომენტი, ბუნებრივია, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უნდა გახდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს გზავნილების აუცილებელი შემადგენელი.
შეგიძლიათ, მოიყვანოთ მაგალითი, როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
მაგალითად, როდესაც 21 მარტს ბატონმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, პრაქტიკულად, ჩემთვის ის ბრიფინგი იდეალური იყო, ლუგარის ლაბორატორიაც რომ ეხსენებინა.
ერთადერთი დანაკლისი, რაც მქონდა, ეს იყო — მან არ ახსენა ლუგარის ლაბორატორია, კითხვებზე პასუხშიც კი. არადა, ეს უნდა გახდეს ჩვენი საკომუნიკაციო გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი.
იმიტომ არა, რომ „ლუგარის ცენტრი“ ამერიკელების გაკეთებულია და მათი დახმარების ნაწილია — ის ჩვენია, ქართულია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ასეთი ძლიერი ფაქტორი მუშაობს, ეს ფაქტორი მუდმივად იყოს არტიკულირებული.
რა შედეგი დადგებოდა ამით?
როცა საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი, რაღაცის იმედი უნდა ჰქონდეს. ამ პერიოდში მადლობას ვეუბნებით ბატონ ამირან გამყრელიძეს, — სრულიად დამსახურებლად, რადგან ის იქცა საყრდენად საზოგადოებაში; ის არის ადამიანი, რომელმაც საქმე იცის და როცა ლაპარაკობს, ეიმედებათ, ენდობიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პირობებში.
ზუსტად ასეთივე მადლობას იმსახურებს ლუგარის ლაბორატორია. ბატონი ამირან გამყრელიძე ასე მყარად იმიტომ დგას, რომ ლუგარის ლაბორატორია არსებობს. თუმცა, თუნდაც ფეისბუკზე რომ ჩავსქროლოთ, ვნახავთ, რომ პროპორცია არათანაბარია.
ეს იმიტომ, რომ ლუგარის ლაბორატორია არ არის ჩვენი კომუნიკაციის ნაწილი და უნდა გახდეს ისევე, როგორც „მადლობა ამირან გამყრელიძეს“. ამ დროს შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ თემა დახურულია.
და, რაც მთავარია, ლუგარის ლაბორატორია უნდა გახდეს ყოფის ნაწილი. ყოფის ნაწილად გახდომა ნიშნავს, რომ ვინც რა დეზინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს, მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან პირველ რიგში სულ გაგვახსენდება, რომ ყველაზე მეტად როდესაც გაგვიჭირდა, მაშინ ეს ლაბორატორია იყო, რამაც გადაგვარჩინა. [ხოლო თუკი ლუგარის ცენტრის სიკეთეებზეა საუბარი] სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილი არ გახდა, მაშინ ის ყოფის ნაწილი ვერ გახდება…
კიდევ ერთი პროპაგანდისტული მესიჯი ყარსის ხელშეკრულებას უკავშირდება — თითქოს 2021 წლიდან თურქეთი აჭარაზე ტერიტორიულ პრეტენზიებს აცხადებს. თუმცა 2021 წლის დადგომასთან ერთად, შეიძლება ითქვას, ეს მესიჯიც ჩავარდნისთვისაა განწირული… შეიძლება სტრატეგიული კომუნიკაციისთვის როგორმე გამოყენებული იქნას ასეთი შემთხვევები?
სავარაუდოდ, როდესაც ის იგეგმებოდა, ყარსის ხელშეკრულების მითოლოგიის ამოცანა, 2021 წელი არ იყო. მისი ამოცანა 2020 წლის არჩევნები იყო, არჩევნებზე მოსახლეობის პროვოცირების და პროპაგანდის მუშაობის ამ კონკრეტული ხაზის გავლება.
არჩევნებთან რა კუთხით იყო კავშირში?
როგორც ვნახეთ, 2016 წლის საპარლამენტო და შემდეგ ადგილობრივი არჩევნები, რომელიც პირდაპირ ანტითურქული პროპაგანდით წავიდა და, მათ შორის, ამ პროპაგანდის დამსახურებითაც მოხვდა „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში. შესაბამისად, ამ ტიპის ძალების მოძლიერებისთვის შეიქმნა ეს მითი.
ერთი მხრივ, უნდა გვეძახონ: „რუსეთი ოკუპანტია და თურქეთი არ არის ოკუპანტი? მოდი, ისტორიას გადავხედოთ, ვნახოთ ყარსის ხელშეკრულება“ და იქ სხვადასხვა ჩანართებია, რაც მოჰყვება ანტითურქულ კამპანიას საქართველოში.
მეორე მხრივ, შესაძლოა, საქართველოში ვერასდროს მოიგოს იმ ტიპის პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ღიად შესაძლოა ვერ ამბობს, რომ „რუსეთი ოკუპანტი არ არის“, მაგრამ „ევროპა რომ სუსტია, არაფერი შეუძლია და ჩვენი ხსნა რუსეთშია“, ამ მესიჯს დღეს სერიოზული გაძლიერების შანსი აქვს.
რა მხრივ?
კორონავირუსის გადავლის შემდეგ შეცვლილ ვითარებაში შანსებზე თუ ვსაუბრობთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორც კი ეს პროპაგანდისტული მანქანა ბოლომდე გააქტიურდება. მთავარი გზავნილი, ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნება:
„აი, როგორი სუსტი აღმოჩნდა ევროკავშირი, პირველივე საფრთხეს გამკლავებოდა და რა ძლიერია კომუნისტური პარტიით მართული ჩინეთი, როგორი ძლიერია რუსეთი, სადაც ძალიან მცირეა შემთხვევათა რაოდენობა“.
რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ თავისთავად ეს მთელი სტატისტიკით მანიპულაცია ამაზეა აწყობილი, რომ ხვალ-ზეგ მითების მთელი კასკადი უნდა გაჩნდეს.
თქვენ მეკითხებით, როგორ გამოვიყენებთ პროპაგანდასთან ბრძოლაში ლუგარის ლაბორატორიის მაგალითს… ზოგადად, მე არ მჯერა იმის, რომ პროპაგანდას უფრო მეტი პროპაგანდით დავთრგუნავთ. ეს თეორია ლეგიტიმურია, მაგრამ მე მისი მიმდევარი არ ვარ.
მაგრამ მჯერა გაკეთებული სიკეთით მოგებული პროპაგანდისა. ლუგარის ლაბორატორია ამ წუთას ამ ომს იგებს და, ვფიქრობ, ამ კონკრეტულ ომში რუსული პროპაგანდა დამარცხდება.
თუმცა ჩვენ მუდმივად მზად უნდა ვიყოთ ახალი მითებისთვის. აი, აქ გვაქვს ყველაზე დიდი ჩავარდნა. პრევენციაში გვიჭირს…
✔ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მეგობრებს, კოლეგებს, ნაცნობებს და ისარგებლეთ პირველი ქართული უფასო ონლაინ ტესტების პროგრამით!
? “სამოქალაქო იდეა” საყოველთაო ძნელბედობის ჟამს აგრძელებს საკუთარი რესურსების ისეთ საჭიროებებზე მიმართვას, რომელიც ყველას ერთად გაგვიადვილებს ვირუსით გამოწვეული დაბრკოლებების გადალახვას. ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ – https://bit.ly/2vSA43j
ამ
ძნელბედობის ჟამს, დარწმუნებული ვარ ყველა ვფიქრობთ როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, დავეხმაროთ
საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.
ჩვენ
ვიწყებთ კამპანიას —
? #გადავარჩინოთსამუშაოადგილები
ჩვენი
წვლილი შევიტანოთ ბიზნესის დახმარებაში, დავეხმაროთ ადამიანებს არ დაკარგონ სამსახური!
როგორ?
მაგალითად,
წლის მანძილზე უამრავი ღონისძიება იყო დაგეგმილი რომელიც გაუქმებული ან გადადებულია.
✅ბიზნესის შემხვედრი ნაბიჯების
და თანხმობის პირობებში,
✅გთავაზობთ ყველამ, ე.წ სასაჩუქრე
სერთიფიკატის პრინციპით წინასწარ შევიძინოთ საკონფერენციო, სასტუმროსა და რესტორნების
მომსახურება, რასაც ჩვეულებრივ პირობებში გავაკეთებდით 12 თვიანი გამოყენების შესაძლებლობით.
✅ეს ყველას შეგვიძლია, ხელისუფლებას,
არა-სამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა.
?ჩვენ მზად ვართ ამისთვის!
?შემოუერთდით კამპანიას და #გადავარჩინოთსამუშაოადგილები
“აგვისტოს ნანგრევებში” რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მრავალთვიანი ინტერვიუებისა და გამოკითხვების შედეგად დაიწერა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარის თინათინ ხიდაშელის მიერ.
“აგვისტოს ნანგრევები” ეფუძნება დაახლოებით 6000 მტკიდებულებას რომლის მოპოვებაც შესაძლებელი გახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ანგარიში მტკიცებულებებთან ერთად თინათინ ხიდაშელმა 2009 წელს წარადგინა ჰააგის სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოში მაშინდელ პროკურორ ოკამპოსთან.
“აგვისტოს ნანგრევებში” დღემდე რჩება ერთდერთ დოკუმენტად რომელშიც ერთად არის თავმოყრილი მრავლობითი მტკიცებულებები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩდენილი დანაშაულებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ.
„სამოქალაქო იდეის” და ეუთო-ს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის ჩართულობით “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ ფორუმი გაიმართა. ექსპერტების პანელი: ქეთევან ციხელაშვილი -საქართელოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
დავით შერვაშიძე – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი;
დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;
გიორგი კანაშვილი – მშვიდობის, მშენებლობის და კონფლიქტების მართვის ექსპერტი;
მანანა ქოჩლაძე – მწვანე ალტერნატივა;
პროფესორი ბესიკ ლოლაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
„სამოქალაქო იდეის” და ეუთო-ს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის ჩართულობით “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ ფორუმი გაიმართა. სესია 2:
ახალგაზრდების გამოწვევები: ახალგაზრდების იდენტობა და ღირებულებები – ხედვა საქართველოდან. ახალგაზრდა ლიდერების პანელი: ირაკლი კუპრაძე- ლელო საქართველოსთვის; კონსტანტინე შუბითიძე – ევროპული საქართველო; სალომე მგელაძე – შენების მოძრაობა; გიორგი მელაშვილი – ევროპულ-ქართული ინსტიტუტი; შოთა დიღმელაშილი – მოძრაობა “სირცხვილია”.
„სამოქალაქო იდეის” და ეუთო-ს ერთობლივი ახალგაზრდული ფორუმი “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“. პირველი სესია. „20-30 პერსპექტივები“: ახალგაზრდების ჩართულობა უსაფრთხო მომავლისთვის. მომხსენებლები: ფელიქს ჰეტი – დირექტორი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, სამხრეთ კავკასია; თინათინ ხიდაშელი – თავმჯდომარე, სამოქალაქო იდეა. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი;
ალბა ბროჟკა – ეუთოს ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების სპეციალური წარმომადგენელი, 2020 ალბანეთის თავმჯდომარეობის ოფისი; რევაზ ჩარკვიანი – საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი; სამუელ გოდა – ეუთოს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი აზალგაზრდობისა და უსაფრთხოების საკითხებში 2018-2019; ვიცე-დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ეკონომიკის უნივერსიტეტი, ბრატისლავა; ანა-კატერინა დაინინგერი – ეუთოს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების საკითხებში 2015-2016; ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების კოორდინატორი, ეუთოს სამდივნო; ნიკო შერნბეკი – ეუთოს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების საკითხებში 2017; უფროსი მრჩეველი, ეუთოს 2020 ალბანეთის თავმჯდომარის ოფისი.
“სამოქალაქო
იდეა”
(თავმჯდომარე
თინათინ
ხიდაშელი)
ეუთო-ს ახალგაზრდებისა
და
უსაფრთხოების
საკითხებში
სპეციალურ
წარმომადგენელის
ჩართულობით
6 თებერვალს
გამართავს ახალგაზრდულ
ფორუმს
– “ახალგაზრდები
მშვიდობისა
და
დემოკრატიისთვის“.
ფორუმის
მიზანია
ეუთო-ს ახალი ინიციატივის
– „პერსპექტივები
20-30“ პრეზენტაცია.
ეს
უნიკალური
პლატფორმაა
საქართველოსათვის
აქტუალური
საკითხების
განსახილველად,
როგორც
ახალგაზრდებსა
და
გადაწყვეტილების
მიმღებს
შორის,
ასევე
საერთაშორისო
ორგანიზაციებისთვის
– როგორიცაა
ეუთო,
OSCE/ODIHR, გაერო,
ევროკავშირი
და
მედია
საზოგადოებას
შორის.
შეხვედრას
გახსნიან
ფრიდრიხ
ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი
ფელიქს
ჰეტი და ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სახელმწიფო
მინისტრი
შერიგებისა
და
სამოქალაქო
თანასწორობის
საკითხებში.
ფორუმში
მონაწილეობენ
ეუთო-ს მოქმედი
სპეციალური
წარმომადგენელი
ახალგაზრდობისა
და
უსაფრთხოების
საკითხებში
ალბა
ბროჟკა, და 2015-2019 წლებში ეუთოს ახალგაზრდობის
საკითხებში
სპეციალური
წარმომადგენლები
სამუელ
გოდა, ანა-კატერინა დაინინგი
და
ნიკო
შერნბეკ.
ქართველი
სპიკერები:
გიორგი
კანაშვილი – მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მართვის ექსპერტი;
დავით
უსუფაშვილი
– საქართველოს
პარლამენტის
ყოფილი
თავჯდომარე;
მანანა
ქოჩლაძე
– მწვანე
ალტერნატივა;
პროფ.ბესიკ ლოლაძე
– საკონსტიტუციო
სასამართლოს
ყოფილი
მოსამართლე,
ახალგაზრდა
მომხსენებლებთან ერთად წარმოადგენენ კონფლიქტების ანალიზს,
ისაუბრებენ
სამოქალაქო
ინტეგრაციასა
და
ახალგაზრდების
მონაწილეობით
მშვიდობის
მშენებლობის
საუკეთესო
პრაქტიკაზე.
ფორუმის
ფარგლებში
მოხდება
რეკომენდაციების
შემუშავება
ეუთო-ს დოკუმენტის
“პერსპექტივა
20-30”-ის
ადგილობრივ
და
საერთაშორისო
დონეზე
იმპლემენტაციისთვის.
ფორუმი
– “ახალგაზრდები
მშვიდობისა
და
დემოკრატიისთვის“,
სამოქალაქო
იდეას
ეგიდით
და
ფრიდრიხ
ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.
მაგიდის ბოლოში, მარჯვენა კუთხეში მამაკაცი რომ ჩანს, ეს ვანო ჩხარტიშვილია, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი.
როგორც ქართული მედია წერდა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართლიანობა, როგორც ჩანს, პირველ რიგში ვანო ჩხარტიშვილისთვის „აღსდგა“. პირველად ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე, როდესაც არც მეტი არც ნაკლები ქალბატონმა მადლენ ოლბრაიტმა მკითხა “თქვენთან სასამართლოს ბიზნესმენები მართლა აკონტროლებენო?” და შემდეგ სწორედ ბატონ ჩხარტიშვილთან დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის შესახებ მიამბო, რომელშიც ამერიკელებიც იყვნენ მეორე მხარეს. ეს ძველი ისტორია და ამ ამბის შესახებ ფრაგმენტულად ჩვენშიც იწერებოდა. ამ საქმის დეტალებით არ გადაგტვირთვათ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა – ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მასზე ბევრი არაფერი მსმენოდა და ჩემი ქვეყნის ცუდი ამბების ერთ-ერთი სერიის გმირი ჩემს მეხსიერებას ისტორიაში ყავდა გადასროლილი.
ამ დღეებში კვლავ დამისვეს იგივე კითხვები, ახლა უკვე ჩეხებმა. ზოგიერთებმა იცით, რომ რაღაც პერიოდით პრაღაში ვცხოვრობ, ვასწავლი, ვსწავლობ, ვიკვლევ, წიგნზე ვმუშაობ. ბევრი საინტერესო საქმე და საკეთებელი მაქვს, მაგრამ როდესაც ჩემი რიგით მესამე ჩეხი კოლეგა ბატონი ივანე ჩხარტიშვილის ვინაობით დაინტერესდა, სიმართლე გითხრათ, კეთილი ვინებე და ჩემს მეგობარ გუგლსმივაშურე მისი დღევანდელი საქმიანობით დაინტერესებულმა. ვინაიდან ჩეხეთში ჩინური კომპანიების ბიზნეს საქმიანობა აქტუალური თემაა და ჩემმა კოლეგებმაც სწორედ ამ კონტექსტში მკითხეს ჩხარტიშვილზე, მეც „ჩხარტიშვილის ჩინურ გატაცებებს“ ჩავუღრმავდი…
სწორედ მაშინ ვნახე ეს სურათიც. ფოტოზე აღბეჭდილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ს წარმომადგენლებთან 2016 წლის ივნისში. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად “კომპანია CEFC-ი საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მათ შორის ენერგეტიკის, საფინანსო და ტურიზმის სექტორში. საუბარი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებსაც შეეხო.” სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ შანხაიში საინვესტიციო ფორუმის გამართვაზე. შეხვედრას თავად კომპანია CEFC-ის ჯგუფის თავმჯდომარე იე ჟიანმინგი ესწრებოდა. ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერი, მთავრობის წევრები და მხოლოდ ერთი ბიზნესმენი, სავარაუდოდ, როგორც “მიმზიდველი და წარმატებული ქართული ბიზნესის სახე და სიმბოლო” ივანე ჩხარტიშვილი.
ამ სურათს გავყევი. კიდევ ბევრი სხვა სურათი და ამბავიც ვნახე, ძირითადად ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებულ – მომხდარი „სამართლიანობა აღდგენილი“ ბიზნესმენის ექსკლუზიური სახელისუფლებო მხარდაჭერისა და ჩინური “ინვესტიციების” შესახებ.
CEFC-ი უკვე 2 წელიწადზე მეტია მრავალი ასეული მილიონის ინვესტიციის პირობას დებს საქართველოში. ეს დაპირება ხან ზეპირია და ხშირად კი სხვადასხვა ურთერითგაგების მემორანდუმებით გაფორმებული, თუმცა რეალური შედეგი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ჯერ არნახული ინვეესტიციების შესახებ არავის უნახავს, ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის გარდა. შეგახსენებთ ბოლო ორ ყველაზე გახმარეურებულ პირობას: 1 მილიარდის ინვესტიცია საქართველოში ჩინური კომერციული ბანკის შექმნის შესახებ, რომელიც დღემდე არავის უნახავს და არც მისი რეალურად შექმნის შესაძლებლობა ჩანს თუკი CEFC-ის დღევანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ამბიციური პროექტი, რომლის შესახებაც საპარტნიორო ფონდმა და CEFC-მა წელიწადნახევრის წინ გვამცნეს – „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი”, რომელიც, როგორც სახელშია მითითებული, ქვეყნის აღმშენებლობის მთავარი ბურჯი და მამოძრავებელი უნდა გამხდარიყო. ფონდი 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედებულიყო და საქართველოს საპარტნიორო ფონდმა მის საწესდებო კაპიტალში 25 მილიონი ჩარიცხა.
არც ბანკი, როგორც მთავარი საინვესტიციო ინსტრუმენტი და არც აღმშენებლობის ფონდი, როგორც ქართულ-ჩინური ურთიერთობის წარმატების გენერატორი არავის უნახავს. არც იმის საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ რომ ამ თვალსაზრისით რაიმე პოზიტიური შედეგი მოსალოდნელია, თუმცა ბრჭყვიალა პრეზენტაციებისა და გაცემული დაპირებების ჩაშლის შესახებ დღეს არავინ საუბრობს. სამაგიეროდ, მთავრობის მიერ შექმნილი სასათბურე პირობებისა და ქართულ-ჩინურ ექსკლუზიური ბიზნეს ურთიერთობების წყალობით, ერთადერთი მოგებული დღეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია.
ელიტური კორუფცია საქართველოში
კორუფცია ძალიან ფართო მნიშვნელობის და უამრავი კომპონენტის მომცველი ფენომენია. ის არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება ხალათზე დაკერებული დიდი ჯიბით, რომელშიც პერიოდულად უკანონო შემოსავლები უკანონოდ ხვდება. საბოლოოდ კორუფციის შედეგი რაღა თქმა უნდა სარგებლის მიღებაა, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ განვითარების პრიმიტიულ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში ხასიათდება პირდაპირი აღებ-მიცემობით, აი, დაახლოებით ისე, იმ მთავრობის დროს რომ იყო, სადაც ბატონი ვანო ეკონომიკის მინისტრი იყო.
ცოტა უფრო განვითარებულ სისტემებში კორუფცია ფავორიტიზმით, უპირატესობის მინიჭებით, არათანაბარი, არაკონკურენტული, ან მონოპოლიური პირობების შექმნით, კანონის უზენაესობის მოსპობით, ნეპოტიზმით და კიდევ ბევრი სხვა ფორმით ვლინდება.
ამ ფოტოზე სწორედ ამგვარი ისტორიის ერთი ეპიზოდია აღბეჭდილი. საქართველოს პრემიერ მინისტრი, მინისტრები, ოფიციალური პირები და მხოლოდ ერთი ბიზნესმენი რომელიც მთავრობის მიერ “ყველაზე დიდ, შეუდარებელ, ჯერ არნახულ” ჩინურ ბიზნეს კომპანიას CEFC-სთან შეხვედრას ესწრება. ცოტა მეტ დროს თუ დაკარგავთ და ამ კვლევას ბოლომდე ჩაიკითხავთ, ამგვარი ექსკლუზიური მოპყრობის შედეგებსაც დაინახავთ.
2016 წლის შანხაის ბიზნეს ფორუმი და კომპანია “შილდას” მონაგარი
როგორც ზემოთ ნახსენებ შეხვედრაზე დაიგეგმა, 2016 წლის ივლისში, შანხაიში ბიზნეს ფორუმი ნამდვილად გაიმართა. ფორმუზე საქართველოს ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი, მთავრობის წევრები და კვლავაც ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, რადგან ფორუმი იყო მასში რამდენიმე სხვა ქართველ ბიზნესმენსაც უნდა მიეღო მონაწილეობ, თუმცა ოფიციალურ ინფორმაციასა და ფოტომასალაში, ოფიციალურ შეხვედრებზე რომელსაც ვიცე-პრემიერი მართავდა კვლავაც მხოლოდ ბატონი ჩხარტიშვილი ჩანს.
შეხვედრაზე “საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებელობებზე ისაუბრა” ბატონმა ქუმსიშვილმა, სამაგალითოდ კი ბატონი ჩხარტიშვილი და მისი შილდაში არსებული კომპანიები იყო წარმოდგენილი. მედიის ინფორმაციით, შედეგად სწორედ “შილდა თრეიდმა გააფორმა “მსხვილ ჩინურ კომპანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი”. “შილდა” სწორედ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიაა. კომპანიის პარტნიორები ნათია და მიხეილ ჩხარტიშვილები ბატონი ვანოს შვილები არიან.
2017 წლის იანვარში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ: “მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილების მიერ დაფუძნებული კომპანია “შილდას” მიერ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შემდგარი ეს გარიგება უპრეცედენტოდ მასშტაბურია, რამდენადაც თითქმის უტოლდება 2016 წელს საქართველოდან ჩინეთის ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მთლიან მოცულობას”. კომპანია „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის ივლისში ქართულ-ჩინური ბიზნესფორუმის მსვლელობისას გააფორმა, რომელსაც წინ საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და მსხვილი ჩინური კორპორაციის პრეზიდენტის შეხვედრა უძღვოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი. თუმცა მსხვილ ინვესტორებთან შეხვერდებში მონაწილეობის ჩხარტიშვილის ექსკლუზივი თქვენ უკვე იცით. ხელშეკრულება 5 მილიონ ბოთლ ქართულ ღვინოზე გაფორმდა.
ქართული გალობა, ჩინეთი და პრემიერი ბახტაძე
2017 წლის ზაფხულში, პეკინში საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის საიუბილეო დღეები გაიმართა, რომელიც ასევე ექსკლუზიურად სწორედ ბატონი ვანო ჩხარტიშვილის აკომპანიმენტით წარიმართა. საიუბილეო დღეები საუკეთესო შესაძლებელობა იყო საქართველოს, მისი პროდუქტების, ტურიზმისა და ზოგადად ბიზნესის პოტენციალის დემონსტრირებისთვის, რასაც ბატონმა ვანომ როგორც ჩანს “წარმატებით” გაართვა თავი. პეკინში ვანო ჩხარტიშვილი მისი საქველმოქმედო ფონდის “ქართული გალობის” სახით იყო წარმოდგენილი, ღონისძიების სპონსორები სწორედ CEFC და ჩხარტიშვილის “ქართული გალობა” იყვნენ.
შემედავებით, ადამიანი სპონსორი იყო და იქით თავისი ფული გადაიხადა, რა პრეტენზია გაქვთო და მართალიც იქნებოდით რომ არა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში ბატონი ვანო იმ ორგანიზაციით ოპერირებდა, რომელსაც სულ ახლახანს, 2018 წლის 11 ივლისს მე და თქვენ 134,484 ლარი შევუგროვეთ და ვაჩუქეთ, რომ პრობლემები არ ქონდეს მომავალში. დიახ, ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადებით, ქვეყნის პრემიერმა ბახტაძემ სწორედ ივანე ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაცია დააფინანსა 2018 წლის 11 ივლისს სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ ეს ბიუჯეტიდან ამ ორგანიზაციისთვის გადახდილი პირველი ხარკი არ არის, თუმცა შემდგომი კვლევა თქვენთვის მომინდია.
ვინ არის CEFC
ქართველი ექს-პრემიერების, ექს-მინისტრების და „სასახლის კარის ბიზნესმენების“ ჩინეთით გატაცების კვლევამ თავად ჩინური მხარის არანაკლებ საინტერესო დეტალები ამოატივტივა. დავინტერესდი, თუ რას წარმოადგენს ჩინური კომპანია CEFC, რომელსაც ჩვენში სრულიად ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იმიჯი აქვს, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცით რომ 2014-16 წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჩინური კომპანია იყო, რომელიც საერთაშორისო ბიზნეს სცენაზე უცბად ამოიზარდა და სულ რამდენიმე წელიწადში თავისი საქმიანობის პორტფელი როგორც გეოგრაფიულად, ასევე ფინანსურად ელვისებური სისწრაფით გაზარდა. სხვადასხვა კომპანიებისა და ექსპერტების მიერ, მისი ქონება ორიოდე წლის წინ 41 მილიარდ დოლარადაც კი იყო შეფასებული.
CEFC საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გამოჩნდა და სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და საინფორმაციო კამპანიების დროს უამრავი დაპირება გაიცა ქართული ეკონომიკის გადარჩენის მისიის შესახებ.
სხვათა შორის, მიმდინარე წლის თებერვალში, ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი სწორედ ამ კომპანიის მრჩევლად დაინიშნა რეგიონალური პროექტების განხორციელების მიმართულებით.
ვითარების დრამატულობის უკეთ გაგებისთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დღესაც, როდესაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური განცხადებების, მედია რეპორტაჟების, ქართული ბიზნეს წრეების ინფორმაციების მიხედვით, CEFC კვლავაც წარმატებულ, მზარდ და საიმედო პარტნიორად მიიჩნევა. ამასობაში, რეალობა და სიმართლე ფუნდამეტურად განსხვავებულია.
აშშ-ში კორუფციის საქმეზე ფარდა აეხადა იდუმალებით მოცულ ჩინურ კომპანიას
სწორედ ამ სათაურით გამოვიდა New York Times (NYT)წამყვანი სტატია 2017 წლის 21 ნოემბერს, რომელიც CEFC-ის ერთ ერთი ხელმძღვანელი პირის პატრიკ ჰოს ნიუ იორკში დაპატიმრების, მის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ქსელისა და კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლოს საქმეზე გვიამბობს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ: “2014 წლის შემოდგომაზე პატრიკ ჰო ნიუ იორკში გაემგზავრა. აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, მისი მიზანი ჩინური კერძო კომპანიის სასარგებლოდ აფრიკელი მაღალი თანამდებობის პირების მოქრთამვა იყო.” გაზეთის გამოძიება, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა და რომლის მასალებიც, დღეს, ნიუ იორკის სასამართლოში პროკურორების მიერ წარდგენილი ბრალით არის დადასტურებული, დასაწყისში, ბატონი ჰოს მიერ ჩადის პრეზიდენტისა და უგანდას საგარეო საქმეთა მინისტრის მოსყიდვის მრავალმილიონიან სკანდალს შეეხებოდა.
ფედერალური პროკურორების მიხედვით, მიზანი ორივე ქვეყანაში ნავთობზე უფლებების მიღება იყო.
ბატონო ჰო წელიწადზე მეტია პატიმრობაშია და მანჰეტენზე სასამართლოს ელოდება, ფულის გათეთრების საერთაშორისო აქტებისა და უცხოელების კორუფციული მოქმედებების კანონის დარღვევისთვის, გირაოს უფლების გარეშე.
ამერიკის ფედერალური პროკურორების მიერ წაყენებული ბრალის მიხედვით, სქემა მარტივად მუშაობდა. CEFC China Energy Company/ ჩინეთის ენერგეტიკული კომპანია, ჰონგ კონგში რეგისტრირებული მისი არამომგებიანი ორგანიზაციით ცდილობდა ჩადსა და უგანდაში ნავთობზე უფლებების მოპოვებას. ბატონო ჰო სწორედ CEFC-ის ამ არა-მომგებიანი შვილობილი ორგანიზაციის დირექტორი იყო.
ჩინეთის ნავთობკომპანიის მაღალი თანამდებობის პირები იარაღით ვაჭრობაზე და ირანის სანქციების აცილების სქემაში
დაპატიმრებული დამფუძნებელი და გამოძიება ჩინეთში
მრავლობითი მედია საშუალებების ინფორმაციით, ბატონი ჰო არ არის კომპანიის ერთადერთი ხელმძღვანელი რომელიც პატიმრობაში იმყოფება. კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი იუ ჟიანმინგი (კომპანიის მთავარი მოქმედი გმირი, რომელიც საქართველოშიც იმყოფებოდა და ფოტოზე არის აღბეჭდილი) გასულ წელს გაუჩინარდა და მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. როგორც NYTჩინეთის ბიზნეს ჟურნალ Caixin-ზე დაყრდნობით იუწყება, ბატონი იუ გაუხმაურებელი მიზეზების გამო გამოძიების ინტერესს წარმოადგენს და სავარაუდოდ პატიმრობაშია. იმავე წყაროს ცნობით, გამოძიება CEFC-ის კიდევ მრავალი სხვა დირექტორითა და აღამსრულებლით არის დაინტერსებული და მათ ქვეყნის დატოვება ეკრძლებათ.
გაყინული ქონება, რომელსაც ახალი პატრონი ყავს სახელმწიფოს სახით
2018 წლის 27 მარტს Bloomberg-ი უწყება, რომ “პრობლემებში მყოფი ჩინური კონგლომერატის” მთელი ქონება დაბლოკილი, მისი თავმჯდომარე სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, ხოლო თავად კომპანია სახელმწიფოს მმართველობაში გადასვლის მოლოდინშია. 14 მარტს ნიუ იორკ თაიმსი კი იუწყებოდა რომ სახელმწიფოს კუთვნილმა ჩინურმა კონგლომერატმა, Citic-მა CEFC-ის საერთაშორისო ქონება გადაიბარა.
CEFC-ის ყველაზე დიდი პროექტები და ერთობლივი უარი საერთაშორისო საბანკო სისტემისგან
CEFC-ის ორი ყველაზე დიდი პროექტი, რომლის გამოც იგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა Rosneft-ის წილის შესყიდვა რომელიც სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით 8-დან 9 მილიარდ დოლარამდე ღირებულების ტრანზაქცია და შედარებით მცირე, თუმცა ევროპულ ბაზარზე ყველაზე დიდი, ჰოლანდიური KMG International-ის 51 პროცენტიანი წილის შესყიდვის განაცხადი იყო. ეს უკანასკნელი ჩვენთვის კარგად ცნობილი Rompetrol-ის სამართალმემკვიდრეა. დაახლოებით იმავე პერიოდში, CEFC-მა კიდევ ერთი ნავთობის გიგანტში პორტუგალიურ Partex-ში წილის შესყიდვაზეც გააკეთა განაცხადი. ჰოლანდიური და პორტუგალიური კომპანიების შესყიდვის ბედზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით.
რაც შეეხება Rosneft-ის წილის შესყიდვას, ეს უკანასკნელი ზუსტად იმ დროს განხორციელდა, როდესაც რუსეთი მკაცრი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, თავად კომპანია ინდივიდუალურადაც სანქცირებული იყო. “რუსული კომპანიებისთვის საერთაშორისო ინვესტიციების შენარჩუნება შეუძლებელი ამოცანა გახდა” და სწორედ ამ დროს მხსნელად გამოცხადდა CEFC. რუსეთს ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მსგავსი საერთაშორისო ოპერაცია როგორც ფინანსური, ასევე ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. “შეთანხმებად გაარღვია ჩაკეტილი წრე” – წერდა Financial Times.
New York Times-ის მიხედვით CEFC-ის Rosneft-ის კონტრაქტს პრობლემები აქვს ვინაიდან კომპანია ვერ ასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებებს. მ/წ იანვარში VTB-ი ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა მზადყოფნა CEFC-ს შესყიდვის დასრულებისთვის ასესხონ 5 მილიარდი, თუმცა როგორც ბანკმა ასევე Rosneft-მა უარი განაცხადეს შემდგომი დეტალების გამხელისგან, მათ შორის საიდუმლოდ დარჩა ვალის გარანტიის საკითხიც. ამასობაში, ფაქტია რომ კომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს. გარდა იმისა, რომ მისი ქონება სახელმწიფო კომპანიამ გადაიბარა, თავად CEFC-ის სექტემბრის დეკლარაცია ადასტურებს რომ 20 მილიარდი ვალი აქვთ და გასტუმრების პოტენციალი არ ჩანს.
აქვე უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ მიუხედავად კომპანიის სამწლიანი სწრაფი ზრდისა და თავბრუდამხვევი წარმატებისა, ვერც კომპანიამ და ვერც მისმა დამფუძნებელმა ვერ შეძლეს საერთაშორისო ბანკირების ყურადღების მიპყრობა და ნდობის მოპოვება. როგორც Financial Times იუწყება 2012 წლიდან განხორციელებული 21 მსხვილი საერთაშორისო შესყიდვის მიუხედავად მხოლოდ ერთი დასავლური ბანკის Lazard-ის დაინტერესება მოახერხეს და ისიც მხოლოდ ერთ ტრანზაქციაზე ამერიკაში. ყველა დანარჩენი CEFC-ის შიდა რესურსებით გაკეთდა. ბანკირებმა ჰონგ-კონგში, ვისთანაც CEFC მოლაპარაკებებს აწარმოებდა FT-ის უთხრეს რომ “ჩვენ წინ ვერ წავიწიეთ მოლაპარაკებებში და ვერც ვერავინ სხვამ. არავინაა თავგადასავლების ხასიათზე დღეს”. ეს ფაქტიც არის VTB-ის შეთავაზების მიმართ უდიდესი ინტერესის მიზეზი.
შესყიდვის ბედი პორტუგალიასა და ჰოლანდიაში
Portugal Press-ის 2018 წლის 13 აპრილის მასალის მიხედვით, ნავთობისა და გაზის პორტუგალიურ გიგანტ Partex-ში წილის გაყიდვის ხელშეკრულება, ჩინელებთან რომელიც 500 მილიონი ევროს ღირებულების იყო, დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიუხედავად პრაქტიკულად დასრულებული მოლაპარაკებებისა. პორტუგალიური კომპანიის პრესრელიზში კი ეწერა, რომ ხელშეკრულების ჩაშლა გამოწვეულია “ბოლო პერიოდში საჯაროდ ცნობილი გარემოებებით” რომლის “სრულყოფილად ახსნა ჩინურმა მხარემ ვერ შეძლო”. შესაბამისად დაასკვნეს, რომ “აღარ არსებობდა პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად”.
ასევე საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციებს უკავშირდება CEFC-ის მოლაპარაკებების ჩაშლა ჰოლანდიაში.
ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ არა ცალკეული ჩინოვნიკების, „სასახლის კარის ბიზნესმენებისა“ თუ საეჭვო რეპუტაციის კომპანიების საკეთილდღეოდ”,- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.