გაიგე მეტი ან იქნები შემდეგი
ქალაქ ბათუმში ჩატარდა „სამოქალაქო იდეას“ მიერ ორგანიზებული საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ღია წყაროებით კვლევის კურსი „გაიგე მეტი ან იქნები შემდეგი“.
ბათუმი1-1 აჭარა2-1
გაიგე მეტი ან იქნები შემდეგი Read More »
ქალაქ ბათუმში ჩატარდა „სამოქალაქო იდეას“ მიერ ორგანიზებული საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ღია წყაროებით კვლევის კურსი „გაიგე მეტი ან იქნები შემდეგი“.
ბათუმი1-1 აჭარა2-1
გაიგე მეტი ან იქნები შემდეგი Read More »
ქართული არასამთავრობო, ანალიტიკური ორგანიზაცია, სამოქალაქო იდეა, ბოლო სამი წელია იკვლევს და აკვირდება ჩინეთის საქმიანობას საქართველოში. მისი ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალის არაკონტროლირებადი და გაუწონასწორებელი ზრდა, საფრთხეს უქმნის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას. დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ კვლევას:
„ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს?
ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა & არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი“
2020 წლის შემოდგომაზე, ჩვენ კიდევ რამდენიმე ანგარიშს გამოვაქვეყნებთ ჩინეთის გავლენებსა და ძალაზე, ასევე განვიხილავთ კორუფციად საშიშ საქმეებს, სადაც ერთმნიშვნელოვნად ჩანს ქართული სახელმწიფოს სისუსტე და მყიფე ხასიათი. მეტიც,
მომდევნო ანგარიშებში დავინახავთ, რომ სახელისუფლებო წრეების მრავლობითი წარმომადგენლები ჩვეულებრივ კორუფციულ გარიგებებსა და სქემებში მონაწილეობენ, ზოგჯერ პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ზოგჯერ კი უნებურად ინსტიტუციური სიმყარის არარსებობისა და კანონის უზენაესობის ნაკლებობის გამო.
წინამდებარე ანგარიშში გთავაზობთ აკადემიურ სფეროში, მედიასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, და შესაბამისად ჩინეთის კომუნისტური პარტიის, პოლიტიკური გავლენების საკითხის კვლევას.
ანგარიშში თქვენ ნახავთ ფაქტებს და მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები 2018 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობენ ჩინეთის ისეთ სასწავლო დაწესებულებებთან, რომლებიც უსაფრთხოების მაღალი რისკების გათვალისწინებით ყველაზე უფრო მაღალი რისკის მატარებელ ინსტიტუტებად არიან მიჩნეული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და მაგალითად აშშ-ს კომერციის დეპარტამენტს შავ სიაში ყავს შეყვანილი. თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყანა ერთი მხრივ ნატოსკენ მიდის, ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან აფელირებულ მაღალი რისკის ინსტიტუტებთან არის დაკავშირებული, სერიოზული რისკის მატარებელია.
ანგარიშში ნახავთ მრავლობით ფაქტებსა და მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ არ არსებობს არავითარი წინასწარი შესწავლის დოკუმენტები, სუსის ანგარიში ან რაიმე სხვა, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიერ ან შავ სიაში შეყვანილი, ან მაღალი რისკის მატარებელი დაწესებულებებისა და კომპანიების თაობაზე, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის მაინც იქნებოდა საქართველოს ფიზიკური, თუ იურიდიული პირებისთვის, ჩინეთში პარტნიორების ძიების პროცესში. შესაბამისად, სახელმწიფოს პრაქტიკულად სრულად აქვს მოხსნილი პასუხისმგებლობა უსაფრთხოების იმ რისკების მიმართ, რომელზეც დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმებულია.
ამის კარგი მაგალითია კონფუცის ინსტიტუტები, რომლებიც ევროპის და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში ერთმანეთის მიყოლებით იხურება, ხოლო ჩვენთან აღმავლობის ფაზაშია, ასევე ჰუავეისა და სხვა ჩინური გიგანტი ტექნოლოგიების კომპანიების საქმიანობა, ტიკტოკი რომელის თაობაზეც საზოგადოების გაფრთხილებისა და ინფორმირების ნაცვლად ყოფილი პრემიერის, მისი ოჯახის წევრებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების აქტივობებს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.
დღეს ჩინეთის საქმიანობა საქართველოში პირდაპირი, ხილული და მყისიერი საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა რესპექტაბელური და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების, ევროკავშირის მრავლობითი ორგანიზაციების კვლევების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების იგნორირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მყარი საგარეო ორიენტირების მოშლისა და ქვეყნის განვითარების და გრძელვადიანი წარმატების შესახებ ბუნდოვანი ხედვის თაობაზე.
თინათინ ხიდაშელის ბრიფინგი – ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოში: https://bit.ly/2Z3sbDr
20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში გიორგი მასალკინის წიგნის – „საქართველოს პოლიეთნიკურობა და პოლირელიგიურობა: საფრთხე თუ გასაფრთხილებელი მონაპოვარი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“-ს დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის ბიბლიოთეკის მიერ.
იხილეთ პრეზენტაციის სრული ვიდეო და წიგნის ელ. ვერსია ?
გიორგი მასალკინის წიგნის ელ. ვერსია ?
საქართველოს-პოლიეთნიკურობა-და-პოლირელიგიურობა-საფრთხე-თუ-გასაფრთხილებელი-მონაპოვარიგიორგი მასალკინის წიგნის პრეზენტაციის სრული ვიდეო ?
26 წელია, რაც ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტია. 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებშიც, სწორედ მან გაიმარჯვა, ხმათა „სულ რაღაც“ 80 პროცენტით. თუმცა, არჩევნებს, ამჯერად დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა: არნახული მასშტაბის მიტინგები, დარბევები, რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო (არის ერთი გარდაცვლილიც), 5-დან 7 ათასამდე პროტესტანტი დაკავებულია, ხოლო ოპოზიციის ლიდერი – სვეტლანა ტიხონოვსკაია, ძალოვნებმა ლიტვაში გააძევეს.
ამ ეტაპზე, თითქმის შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა მოხდება ხვალ; მაგრამ არეულობის ოთხი დღის თავზე, საპროტესტო მუხტმა მოიკლო და იქმნება განცდა, რომ ის რაც მოხდა თუნდაც სომხეთში შეუძლებელია ბელარუსში. ამ მცირე ტექსტში, ვცდი ავხსნა, თუ რატომაა ლუკაშენკო დღემდე „უძლეველი“.
იხილეთ სრული ტექსტი ?
ლუკაშენკო Forever ?! Read More »
8 ივლისს, სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა ბოლო ვებინარს სახელწოდებით „ლიბერალური შეხედულებები და პასუხები COVID-19-ის კრიზისზე: იყავი ყურადღებით, ან იქნები შემდეგი.” ვებინარის სპიკერები იყვნენ: ტაუნო ტოკი – სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში (EEAS); მარტინა ჰრვოლოვა – ევროპა/ევრაზიის პროგრამის ოფიცერი საერთაშორისო კერძო ექსპერტიზის ცენტრში (CIPE); ანი კინწურაშვილი – სამოქალაქო იდეას წამყვანი მკვლევარი, საქართველო.
ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.
დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/2DLP06V
17 ივნისს, სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მეცხრე ვებინარს სახელწოდებით „ლიბერალური შეხედულებები და პასუხები COVID-19-ის კრიზისზე: ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია.” ვებინარის სპიკერები იყვნენ: ფარხოდ ტოლიპოვი – არასამთავრობო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის “Bilim Karvoni” დირექტორი, ტაშკენტი; ტატიანა სედოვა – EITI ეროვნული წრეთა საბჭოს წევრი, ყაზახეთი; Zertteu კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის წევრი; მუსლიმბეკ ბურიევი – CABAR – აზიის მედია პლატფორმის ანალიტიკური მასალების მკვლევარი და რედაქტორი, ტაჯიკეთი; ბაკიტბეკ სატიბეკოვი – ყირგიზეთის რესპუბლიკაში ეროვნული ღია მთავრობის ფორუმის თანათავმჯდომარე; სტეფან გრიგორიანი – ერევანში დაფუძნებული გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე; ანი კინწურაშვილი – სამოქალაქო იდეას წამყვანი მკვლევარი, საქართველო.
ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.
დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/3dwAHiR
3 ივნისს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მერვე ვებინარს სახელწოდებით „ლიბერალური შეხედულებები და დემოკრატიული ქვეყნების პასუხი COVID19 -ის კრიზისზე- აზია“. ვებინარის სპიკერები იყვნენ: მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის ელჩი საქართველოში; ბატონი ჰენრიკ ბახ მორტენსენი – ALDE-ს ვიცე პრეზიდენტი; ნაჩიეკეტ მორი – ინდოელი ექსპერტი; დოქტორი გო მიონგ-ჰიუნი, Asian Institute for Policy Studies მკვლევარი.
ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.
დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/3dZmM5U
27 მაისს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მეშვიდე ვებინარს სახელწოდებით „კოვიდ19: როგორ შეხვდა ქართული დემოკრატია პანდემიის გამოწვევებს?“ ვებინარის სპიკერები იყვნენ: დავით უსუფაშვილი – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე – ლელო საქართველოსთვის; ანა დოლიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი; ელენე ხოშტარია – საქართველოს პარლამენტის წევრი – ევროპული საქართველო; სანდრო ბარამიძე – იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე – თავისუფალი დემოკრატები; თამარ კორძაია – პარლამენტის ყოფილი წევრი, რესპუბლიკური პარტია; შამილ შუგაევი – ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის, პროექტების მთავარი კოორდინატორი.
ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.
დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/3fNlSKj
VII ვებინარი – კოვიდ19: როგორ შეხვდა ქართული დემოკრატია პანდემიის გამოწვევებს?“ Read More »
20 მაისს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მეექვსე ვებინარს სახელწოდებით „ლიბერალური შეხედულებები და პასუხები COVID-19 -ის კრიზისზე. 27 განსხვავებული პოლიტიკური მიდგომა, თუ ერთიანი ევროპული ფრონტი?“ ვებინარის სპიკერები იყვნენ: დავით უსუფაშვილი – ლელო საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი; ტორსტენ ჰერბსტი– გერმანიის ფედერალური პარლამენტის (ბუნდესტაგის) წევრი, FDP; ნადია კოვალჩიკოვა – დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის (ASD) პროგრამის მენეჯერი, GMF, ბრიუსელი; ფატმა კარენ იაზგანი – თურქეთის ელჩი საქართველოში; ჰანს ვან ბაალენი – ALDE- ს პრეზიდენტი.
ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.
დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/2B6iZFx
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამოცანა არ არის ჩავერთოთ ვიწრო პარტიული ინტერესებისა და დავალებების გარკვევა-განხილვაში, რომელიც პოსტ TV-ის ეთერიდან მომდინარეობს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დამაჯერებელი და ავტორიტეტულია ჩვენთვის ამა თუ იმ ტელევიზიის მიერ მომზადებული საინფორმაციო შეტევები, თავს ვალდებულად ვთვლით მათი მაყურებლის წინაშე ნათელი გავხადოთ ფაქტები, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი და რომელზეც ორგანიზაცია სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე საუბრობს სიუჟეტში. იმედს ვიტოვებთ, სიმართლის ძიებაში მყოფი ტელევიზია პოსტ TV სათანადოდ გააშუქებს ჩვენს მიმართვას.
აქვე, ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვთავაზობთ თანამშრომლობას, ვინაიდან შემდეგი კვირების განმავლობაში, სამოქალაქო იდეა კიდევ ძალიან ბევრ ამბავს ახდის ფარდას იმ ჩინური კომპანიების შესახებ, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ და მუდმივად თავის მართლება რომ არ მოუწიოთ მზად ვართ ყველა დოკუმენტი გავუზიაროთ.
თქვენ დოკუმენტებს ითხოვთ.
ვრცლად იხილეთ აქ ?