“სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მქონე მოძრაობა და რევოლუცია. ცენტრალურ აზიაში ასეთი, დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე ძალები ან უბრალოდ არ არიან, ან უკიდურესად მცირე და ფრაგმენტირებულნი არიან. თუკი რამე გვასწავლა ყირგიზეთის განგრძობითმა რევოლუციურმა მოძრაობამ 2000-იანების დასაწყისში, ყირგიზეთში, სადაც მაშინ ამერიკული ბაზაც იყო და დემოკრატიული რესურსის შექმნისთვის ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდებოდა, არის პირველ რიგში სწორედ ამ რესურსის სიმწირე.
დიახ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი არსით და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები არის პოლიტიკური და ვერ ეტევა სოციალური მღელვარების ფარგლებში. თუმცა პრობლემაც სწორედ აქ არის – როდესაც თავისი არსით პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს თან, როდესაც დღის წესრიგი ქაოსურია და ძალადობაც არის, ხელისუფლების, უფრო კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
დღეს რუსეთისთვის დახმარებისთვის მიმართვა და ე.წ. “მშვიდობისმყოფელების” შეყვანა ყაზახეთის ქალაქებში კი უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია, პირველ რიგში, თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის, რომელიც თითქმის 30 წლის მანძილზე მუდმივად აბალანსებდა ქვეყანაში დომინანტ ინტერესებს და ინარჩუნებდა ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას.
ყაზახეთში ჩემი უკვე თითქმის 6-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ერთი რამ, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, ის არის, რომ რიგითი ადამიანებისთვის სწორედ ეს მშვიდობა იყო ყველაზე ძვირფასი, რის გამოც ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს.
გამოცდილება ადასტურებს რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.
არც ის არის სიახლე ვინმესთვის, რომ რუსეთს საკუთარი ანგარიშები აქვს ყაზახეთთან და ეს ანგარიშები არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ, დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული და არაეფექტურია.
ამ ყველაფერში ერთადერთი საინტერესო ამბავი რჩება ის, თუ როგორ მოიქცევა ჩინეთი? ჩინეთი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას ეხება.
რუსეთთან გავლენის სფეროებზე ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკა დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და, შესაბამისად, რისკის ქვეშ იქნება აქამდე არსებული რიგი დაწერილი თუ დაუწერელი შეთანხმებები.
პარალელები საქართველოსთან უსაგნოა. ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. აქ სრულიად ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს. თუკი რამე გვამსგავსებს, არის ის, რომ ბატონი ივანიშვილი ქვეყნის სწორედ ნაზარბაევიზაციას ცდილობდა. როდესაც დასავლეთის ხმა აღარ ისმის, როდესაც ქვეყანაში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან, ჩვენს შემთხვევაში ირანიც შეგვიძლია დავამატოთ ამ ჩამონათვალს, როდესაც ქვეყნის მმართველობა მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან და მართვის ბერკეტი მთლიანად და სრულად ოლიგარქისა და მისი ხელის ბიჭების ხელშია.
შედეგად კი სწორედ ის დგება, რასაც დღეს ყაზახეთში ვუყურებთ – შესაძლოა, ერთ დღეს ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს, რომელიც მას ხელში აიღებს და ეფექტურად, ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავს. აქედან რუსეთისთვის “დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ” თხოვნამდე კი ნახევარი ნაბიჯია.
მოკლედ, ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზე.“ – თინათინ ხიდაშელი
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა, მონაწილეობა მიიღო, მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – “30 წლის შემდეგ: ისევ არსებობს თუ არა პოსტ-საბჭოთა სივრცე?”. გამოქვეყნდა კონფერენციის ანგარიში, რომელშიც მოცემულია თინათინ ხიდაშელის სტატიაც:
„ქართული პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ პოლიტიკური და გეოგრაფიული ევროპა. თავად საქართველო საკუთარ თავს პოლიტიკური ევროპის ნაწილად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ის კავკასიაში მდებარეობს. საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც რუსეთი დასავლეთს ებრძვის გავლენისთვის და ცდილობს იმის ჩვენებას, რომ საქართველო მუდმივად მის მიერ დომინირებული სამეზობლოს ნაწილი იქნება. ქართველებისთვის იქმნება განცდა, რომ ევროკავშირი და ნატო „რკინის ფარდას“ აშენებს, და ქვეყნები, რომლებიც ამ ფარდის მიღმა ექცევიან, მათ საზრუნავს აღარ წარმოადგენს“.
2021 წლის 16 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო Hilton Garden-ში, სამოქალაქო იდეამ საქართველოს რეფორმების ასოციაციასა და მედიის განვითარების ფონდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მედიაწიგნიერების პროექტის დახურვის ღონისძიებაში, რომელსაც მასპინძლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “People in Need” ჩეხეთის მთავრობისა და USAID / საქართველოს მხარდაჭერით.
გახსნითი სიტყვა ეკუთვნოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას, USAID/GEORGIA-ს მისიის ხელმძღვანელს, პეტერ ვიბლერსა და „People in Need Georgia”-ს აღმასრულებელ დირექტორს დიონ ბატერსბს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ჩინეთისა და რუსეთის მავნე გავლენები, როგორც საფრთხე დემოკრატიული პროცესისთვის საქართველოში, დეზინფორმაციის მასშტაბები, უცხოური ყალბი ამბები და პროპაგანდისტული კამპანიები Covid-19-ის პანდემიის დროს.
ჩვენთვის დიდი პატივია გაგიზიაროთ “სამოქალაქო იდეა”-ს მიერ ინიცირებული და პარტნიორებთან ერთად მომზადებული პუბლიკაციის პირველი ნაწილი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უცხო ქვეყნების მზარდი გავლენების შესახებ მოგვითხრობს. ამ გამოცემის მეორე ნაწილის მომზადება 2022 წელს იგეგმება.
ეს პუბლიკაცია წარმოადგენს 8 ანალიტიკურ სტატიას, რომელიც ძირითადად ასახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების, სესხებისა და ვალების დინამიკას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) როლის ზრდასა და გაფართოებას, არსებულ საფრთხეებსა და ყველაზე თვალსაჩინო მოვლენებს მოცემულ რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრს წერენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციების შესახებ, ძალიან ცოტაა ნათქვამი ჩვენი ინტერესის რეგიონის შესახებ და კიდევ უფრო ნაკლები დინამიკაზე, რომელიც ცალსახად ჩანს ამ სახელმწიფოებში.
სამოქალაქო იდეა სამ წელზე მეტია სწავლობს ჩინეთის გავლენის ოპერაციებს ჩვენს რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩინეთის სახელმწიფოს, მისი უნივერსიტეტების და სხვა საგანმანათლებლო ცენტრების, კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების პოლიტიკით. შესაბამისად, ჩვენს წინა პუბლიკაციებში იხილავთ მასალებს კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობის, სტუდენტური და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების, ე.წ. „ვალის ხაფანგის“ პრაქტიკის, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების რისკების შესახებ და ა.შ.
ამ კვლევაში თქვენ მიიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას და ცოდნას შვიდი ქვეყნის შესახებ: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მრავალი მცდელობისა, ვერ მოვახერხეთ თურქმენეთში შესაფერისი პარტნიორის პოვნა, რომელიც დათანხმდებოდა ერთობლივ კვლევაში მონაწილეობას.
ნაშრომი საქართველოს შესახებ ეკუთვნის სამოქალაქო იდეას უფროს მკვლევარს ანიკინწურაშვილს. ნაშრომი აჯამებს სამოქალაქო იდეას China Watch-ის ანგარიშებს და მიმოიხილავს ჩინეთის მზარდ გავლენას ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და თავდაცვის სექტორებში, საქართველოში “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში, რეპუტაციაშელახულ და შავ სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიებთან (CEFC, Sinohydro, Motor Sich, Nuctech, CRBC) დაკავშირებული გადაცდომების მიმოხილვით. უფრო მეტიც, კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეს ჩინური კომპანიები, როგორც წესი, შუამავლობენ ჩინეთის სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების მიერ ორგანიზებულ მასიურ კორუფციულ სქემებში. ეს გარემოება ხსნის საქართველოს მთავრობის უუნარობას გამოიძიოს იმ კომპანიის რეპუტაცია, რომელთანაც ხელს აწერს მემორანდუმებს და რომელსაც გადასცემს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.
არტაკკიურუმიანი, დამოუკიდებელი ექსპერტი და ფონდ ღია საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, განიხილავს ჩინეთ-სომხეთის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სომხურ ინვესტიციებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.ნაშრომი ხაზს უსვამს ექსპერტთა საზოგადოებაში აზრთა მრავალფეროვნებას, რადგან ზოგი მიიჩნევს, რომ სომხეთს აქვს ჩამოყალიბებული სამუშაო ურთიერთობები ჩინეთთან, ზოგი კი ფიქრობს, რომ სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობები სტაგნაციაშია. სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს ხედვა ან სტრატეგია, თუ როგორ უნდა დაამყაროს კავშირები ჩინეთთან. რუსეთს ჰქონდა და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე და აქვს ბერკეტები მათზე გავლენის მოხდენისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთის სხვადასხვა მთავრობა ოპტიმისტურად იყო განწყობილი სომხურ-ჩინური ერთობლივი საწარმო „Shanxi-Nairit“-ის მიმართ. Shanxi-Nairit არ მუშაობს სრული სიმძლავრით და ვერ ფარავს ხარჯებს, რაც სომხეთისთვის დიდი ზარალის მომტანია. 2018 წლის შემდეგ რევოლუციური ხელისუფლების წარმომადგენლები Shanxi-Nairit-ის საბჭოშიც იყვნენ წარმოდგენილნი და ირწმუნებოდნენ, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. თუმცა, სომხური საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობებს მოგზაურობისთვის იყენებს და რეალურად, არ ქმნის რაიმე მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას.
გუბადიბადოღლუ, ეკონომიკური კვლევითი ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი, ნაშრომში განიხილავს ჩინეთის მზარდ ინტერესებსა და გავლენას აზერბაიჯანში. იგი ხაზს უსვამს გაძლიერებულ სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთსა და აზერბაიჯანს და ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც წარმოადგენს ერთი სარტყელი და ერთი გზა ინიციატივის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელოვან კომპონენტს. სწორედ ეს რკინიგზა აკავშირებს ევრაზიის აღმოსავლეთ ნაწილს და დასავლეთ ნაწილთან. გარდა ამისა, აზერბაიჯანი გეგმავს ახალი დერეფნის მშენებლობას ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისთვის, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის, რათა შეუერთდეს აზერბაიჯანის მატერიკს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. ჩინეთისთვის ეს დერეფანი წარმოადგენს მეორე მარშრუტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის, სომხეთის, ნახიჩევანისა და თურქეთის გავლით ევროპისკენ მიემართება. აზერბაიჯანის ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკა და ჩინეთის მზადყოფნა გადასცეს სამრეწველო შესაძლებლობები, ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, ჩინეთმა ვერ გააუქმასამთავრობო დონეზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმება აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. თუმცა, ამჟამად ორ ქვეყანას შორის არ არსებობს შეთანხმებები ვალუტის გაცვლის, ინდუსტრიული ტრანსფერის ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ყაზახეთის მოპოვებით სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ ყაზახეთის მოსახლეობის ინფორმირების დონის კვლევა ეკუთვნის პოლიტოლოგს და ყაზახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ექსპერტიზის” დირექტორს დანილბექტურგანოვს, რომელიც აანალიზებს ექსტრაქციულ სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის ადგილობრივი მედიის მიერ გაშუქებას. მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაანალიზების გარდა, ის იკვლევს ყაზახეთის მთავრობის მიერ გაცემული განცხადებებისა და სხვა დოკუმენტების ხელმისაწვდომობას, რომლებიც დაკავშირებულია ჩინურ ინვესტიციებთან და “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივასთან. კვლევა განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ თემებზე ჩინური მომპოვებლური კომპანიების ზემოქმედებასთან და ამ საქმიანობის სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებთან. ბ-ნი ბექტურგანოვი ამტკიცებს, რომ ყაზახეთი “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ადგილია. ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირებენ მსხვილი ჩინური სამრეწველო და სამშენებლო კომპანიები, ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტები, მათ შორის „დასავლეთ ევროპა – დასავლეთ ჩინეთის“ დერეფანი. ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ყაზახეთის მოქალაქეების ინფორმირება ბიზნესისა და ადგილობრივი თემებისთვის მიწოდებული შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაციის არარსებობა ან ნაკლებობა წარმოშობს მითებისა და ფობიების დიდ რაოდენობას და არ უწყობს ხელს საზოგადოების ჩინური ბიზნესისადმი ნდობის გაზრდას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ჩინური პროექტების გარემოზე ზემოქმედება, რომელიც ობიექტურად და საჯაროდ უნდა შეფასდეს.
ბაკიტბეკსატიბეკოვი, ექსპერტი და ყირგიზეთის რესპუბლიკის ღია მმართველობის ეროვნული ფორუმის თანათავმჯდომარე მიმოიხილავს ჩინეთის “ვალების ხაფანგის” დიპლომატიას ყირგიზეთში, ქვეყანაში არსებული მსგავსი პოლიტიკის არსებობის აშკარა ნიშნების ხაზგასმით. ავტორი იწყებს სხვა ქვეყნების მაგალითზე ტერმინ “ვალის ხაფანგის“ განმარტებას. ამის შემდეგ ბატონი სატიბეკოვი აღწერს ყირგიზეთის მიერ ჩინეთისგან აღებული სესხების დეტალურ ისტორიას, მათ მიზნობრიობას, ფინანსურ და სხვა პირობებს და მოგვიანებით ხაზს უსვამს ყირგიზეთის ვალის მართვის სტრატეგიის ევოლუციას და განსაკუთრებულ ყურადღებას კრედიტორის წილის შეზღუდვაზე ამახვილებს. საბოლოოდ, ის გვთავაზობს იმ შედეგების ანალიზს, რომელიც ჩინურმა „ვალების ხაფანგმა“ შეიძლება გამოიწვიოს ყირგიზეთში.
უმედჯონმაჯიდი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და სასექსის უნივერსიტეტის ასპირანტი, განიხილავს კოროზიული კაპიტალის შემოდინებას ტაჯიკეთის რესპუბლიკაში და თუ როგორ უთხრის ძირს ჩინური ინვესტიციები კარგ მმართველობასა და გამჭვირვალობას ცენტრალური აზიის რეგიონში. ორგანიზაცია “საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრის”(CIPE) მიერ შემუშავებული ტერმინი “კოროზიული კაპიტალი” გულისხმობს დაფინანსების ისეთ წყაროს, რომელსაც აკლია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ბაზარზე ორიენტაცია, რომელიც მოედინება ავტორიტარული რეჟიმებიდან ახალი ან გარდამავალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებში. კოროზიული კაპიტალი პირდაპირ კავშირშია დიდ ავტორიტარულ ქვეყნებთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი რუსეთთან და ჩინეთთან, რომლებსაც არ გააჩნიათ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კარგი მმართველობის ნიშნები კაპიტალის მინიჭების სქემებში. ეს ნაშრომი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ენაზე არსებულ მრავალფეროვან პუბლიკაციებზე, აანალიზებს კონკრეტულად იმას, თუ როგორ ახორციელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა “ერთი სარტყელი და ერთი გზა” ინიციატივის სტრატეგიის ფარგლებში, ტაჯიკეთში ე.წ. “ცუდი მმართველობის” სქემებს ტაჯიკეთის ადგილობრივ და ეროვნულ მმართველობის ინსტიტუტებში, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან, სადაც კაპიტალი და ფინანსური სახსრები, როგორც წესი, ადგილობრივი მმართველობის რეფორმაციის პირობით მოედინება.
ფარხოდ ტოლიპოვი, არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტის „Bilim Karvoni“-ის („ცოდნის ქარავანი“) დირექტორი, ასრულებს სტატიების კრებულს ნაშრომით, „ჩინეთის ძალაუფლების პროექცია ცენტრალურ აზიაში და მისი გეოპოლიტიკური შედეგები: უზბეკეთის მაგალითი“. იგი განმარტავს სახელმწიფოს ძალაუფლების პროექციის შესაძლებლობას, როგორც მის უნარს მოახდინოს გავლენა სხვა სახელმწიფოზე მისი ნამდვილი ძალის გამოყენებით. ძალაუფლების ამ გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმები, დიპლომატიური კომუნიკაციებიდან დაწყებული პოლიტიკური ზეწოლის ღია დემონსტრაციით დამთავრებული, რბილი და მყარი ძალის ელემენტების ცალ-ცალკე ან მათი კომბინაციის გამოყენებით. მოცემული ნაშრომი აგებულია მთავარი კითხვის გარშემო, თუ რა ვიცით ჩინეთის ძალის პროექციის შესახებ ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა ძირითადი ყურადღება უზბეკეთის მაგალითზეა გამახვილებული. ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინეთის გავლენის შესახებ საზოგადოებისა და ექსპერტების მოსაზრებები საკმაოდ ბუნდოვანია; სინოფობია და სინოფილია თანაარსებობს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებსა და ექსპერტებს შორის. კერძოდ, სინძიანის პროვინციაში პეკინის რეპრესიულმა დამოკიდებულებამ უიღურების მიმართ ასევე მოახდინა გავლენა ცენტრალური აზიელების მიერ ჩინეთის აღქმაზე. ჩინეთი, ახორციელებს დიდი ძალის პოლიტიკას, რომელსაც თავისთავად მოაქვს შესაძლებლობები და გამოწვევები მეზობელ ტერიტორიებზე, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. უფრო მეტიც, ყველა დიდი სახელმწიფო ისტორიულად ყოველთვის ეჯიბრებოდა ერთმანეთს და ეს კონკურენცია, თავის მხრივ, ყოველთვის იწვევდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ შედეგებს.
2 დეკემბერს, სამოქალაქო იდეამ, პოლონეთის საელჩოსთან ერთად, გამართა კონფერენცია სახელწოდებით, „ჩინეთი: საფრთხე, თუ სტრატეგიული ალტერნატივა“. ღონისძიება გაიმართა პოლონეთის საელჩოში, საქართველოში. დისკუსიების დროს მომხსენებლებმა მიმოიხილეს პეკინის ჩართულობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მისი ეკონომიკური ექსპანსია, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი ჩინეთის დიდ სტრატეგიაში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენციის დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში. სამოქალაქო იდეა, უკვე მეოთხე წელია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ჩინეთის გავლენის ოპერაციებს იკვლევს.
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარემ თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო Yabloko – ALDE-ს ონლაინ კონფერენციაში “რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები ახალ პირობებში. ლიბერალური ხედვა”.
23 სექტემბერს, „სამოქალაქო იდეის“ ანგარიში „ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს? ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი“ წარმოდგენილი იყო სტატიაში “ჩინეთის კვალი საქართველოში მღელვარებას იწვევს“, გამოქვეყნებული „ევრაზიანეტის“ მიერ.
თბილისში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის „სამოქალაქო იდის“ შარშანდელ მოხსენებაში, აღწერილი იყო ჩინურ-ქართული საგანმანათლებლო კავშირები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. დეტალურად იყო ჩამოთვლილი ის მრავალი ჩინურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და შესაძლებლობა, რომელსაც ჩინეთი გულუხვი ფინანსური მხარდაჭერით სთავაზობს ქართველ სტუდენტებს, ჩინეთში ცხოვრების სანაცვლოდ.
„ყოველწლიურად იზრდება ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ და ასევე, იზრდება შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა და თანამშრომლობის მასშტაბი აკადემიაში“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის ავტორია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი. მან ამ ნაწილს უწოდა “ჩინეთის კომუნისტური პარტიის სრულმასშტაბიანი იდეოლოგიური ოპერაცია”, რომელიც გავლენას ახდენს მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და ბიზნესზე.
ქალბატონმა თინამ, „ევრაზიანეტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო დგას დიდი საფრთხის წინაშე, რომ გახდება ეკონომიკურად დამოკიდებული ჩინეთზე და იქნება პაიკი დასავლეთსა და ჩინეთს შორის წარმოებულ ძალთა კონკურენციაში. ქვეყანაში ჩინური კომპანიები უკვე არღვევენ ადგილობრივ შრომისა და გარემოსდაცვით კანონმდებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, ქართველმა დარგის ექსპერტების უმეტესობამ, არ იცის ჩინეთის შემოტევების შესახებ – აღნიშნა თინათინმა, რადგან ისინი „ძალიან შეშფოთებულნი” არიან ამ საკითხზე, ისევე როგორც რუსეთზე.
? სამოქალაქო იდეა უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას მმართველი პარტიის მიერ საქართველოს დასავლელ პარტნიორებზე განხორციელებული თავდასხმების შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებ. ამგვარი განცხადებები ერთმნიშვნელოვნად ცალსახად ემსახურება ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას.
? „საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება იყო და არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით და განცხადებებით სულ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ არჩევანს“.
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი Axios-თან ინტერვიუში განიხილავს ქართული პოლიტიკური ელიტის კორუფციულ გარიგებებს შელახული რეპუტაციის მქონე ჩინურ კომპანიებთან. მას მოჰყავს მაგალითები და მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც დაკავშირებულია ჩინური ფირმების საერთაშორისო რეპუტაციასთან, მათი შავ სიაში შეყვანის ისტორიასთან და იმ საფრთხეებთან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ადგილობრივი პერსონალის უფლებების შელახვასა და საქართველოს გარემოს დაზიანებას ეხება.
Civic IDEA-ს კვლევები ასახულია Carnegie Endowment for International Peace-ის 2021 წლის პუბლიკაციაში სახელწოდებით „ჩინეთის გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მოწყვლადობასა და მედეგობაზე ოთხ ქვეყანაში“. კვლევის ნაწილი ეხება ჩინეთის გავლენებს და ცნობილი ჩინური კომპანიების საქმიანობას საქართველოში, ასევე, ჩინეთის სახელმწიფოს აკადემიურ ინიციატივებსა და მის კოვიდ-19 დიპლომატიას ქვეყანაში. სამოქალაქო იდეას გამოყენებული კვლევა ეხება მრავლად გამოვლენილ გადაცდომებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან. ქვემოთ გთავაზობთ ნაწყვეტს კარნეგის კვლევიდან, სადაც სამოქალაქო იდეაა ნახსენები:
“Georgian civil society organizations and experts—such as former defense minister Tinatin Khidasheli, now of Civic IDEA and Transparency International Georgia—enumerate multiple concerns about Sinohydro’s reputation, lack of transparency, and close relations with some government officials. The company has been blacklisted by the African Development Bank. The Georgian government’s transparency portal offered no record of how Sinohydro’s qualifications were assessed. The China Railway 23rd Bureau Group is also controversial. The company has powerful backers in China. Initially the railway troops of the PLA, it became part of China’s Ministry of Railways. In 1989, the China Railway Construction Corporation was established as a stateowned enterprise. In June 2019, the World Bank announced “the nine-month debarment of China Railway Construction Corporation Ltd. (CRCC), a Chinese, state-owned construction and engineering company, and its wholly-owned subsidiaries, China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd. (CR23) and China Railway Construction Corporation (International) Limited (CRCC International), in connection with misconduct under the East-West Highway Corridor Improvement Project in Georgia.”This did not prevent the company from winning the contract for the new north-south bypass road shortly afterward.”
ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?