ამბები

ზღვაში წვეთი ჩინური ინვესტიციები საქართველოში

ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განაცხადის გავრცელების შემდეგ, დოკუმენტის ავკარგიანობაზე დისკუსიები პერიოდულად ქართული მედიის წამყვანი თემა ხდება. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან საკითხი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ამბიციურ სახელმწიფოს ეხება და მისი საგარეო პოლიტიკური სვლები მუდმივად ყურადღების ცენტრშია. რუსული აგრესიისა და ტაივანის გარშემო მზარდი დაძაბულობის გათვალისწინებით, ამბები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ქართული აუდიტორიისთვის მუდმივად საინტერესოა.

თუმცა, მედიისთვის თვალის ერთი შევლებითაც კი უმალვე მიხვდებით, რომ  ქართული შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის ხაზი, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩინეთის ამბებშიც გავლებულია და მედია საშუალების პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, ერთი და იმავე ამბის თხრობისას გვიყვებიან რომ იზრდება ჩინეთის ეკონომიკური ძალაუფლება, ან სრული ეკონომიკური კრიზისი და დაღმასვლაა. სიმართლე, როგორც წესი, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ვინაიდან ქართულენოვანი ინფორმაცია არც ისე ადვილად ხელმისაწვდომია ადამიანები ჩინეთის შესახებ იგებენ ზუსტად და მხოლოდ იმას, რასაც ის მედია საშუალება უყვებათ რომლის მაყურებლებიც არიან.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის წიაღში დაგეგმილი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად სხვადასხვა არხებზე პერიოდულად სპეციალური გადაცემებიც ჩნდება, რომელიც ექსკლუზიურად გვიყვება ამბებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ. არც ისე დიდი ხნის წინ ამ გადაცემების შემადგენელი გახდა ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიური ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ გადმოგვცემს პროპაგანდის დღის წესრიგს. არანაკლები სიზუსტით იმეორებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნარატივებს ქართული ოცნების დეპუტატები და პროპაგანდისტები. „ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მომხიბვლელობა“ მათი საყვარელი სასაუბროდანაა და აბსოლუტური დამაჯერებლობით აცხადებენ, რომ მხოლოდ „ბრიყვები ამბობენ უარს“ ჩინეთიდან ინვესიტიციებზე, რისთვისაც საქართველოს მთავრობა თავდაუზოგავად მუშაობს.

აქვე აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ რომელიმე ქვეყანასთან წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც პირდაპირი ინვესტიციები იზრდება და მეტი კომპანია შემოდის ქვეყანაში. შესაბამისად, გარედან შემოტანილი ფულით იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და შემოსავლები იზრდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანიების შემთხვევაში კი, უდიდესი ნაწილი იმის, რასაც საქართველოს გზებზე, ხიდებსა და გვირაბებში ხედავთ, თქვენი, ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულია. ეს ჩინური კომპანიები ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჩვენი დაკვეთით ახორციელებენ პროექტებს. შესაბამისად, მათ არაფერი აქვთ საერთო მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მთავრობის წარმატებული საქმიანობით დამდგარ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასთან.

სიმართლეს ყველაზე უკეთ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს და არაფერია მასზე უფრო ზუსტი და საიმედო. ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტებისა და ინტეპრეტაციების გარეშე, გთავაზობთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ მონაცემებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, სადაც სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე გვესაუბრებიან.

როგორც წინამდებარე ცხრილშიც კარგად ჩანს ქვეყანაში ჩინეთის ინვესტიციები იმდენად მინიმალური და არაფრისმთქმელია, რომ მისი სერიოზულად განხილვაც კი შეუძლებელია. ამასობაში მთავრობის „ქმედითი ნაბიჯების კვალდაკვალ“ ინვესტიციები იკლებს და ახალი რესურსის წყაროც არ ჩანს. მაგალითად, ბოლო წლებში თითქმის ორჯერ იკლო ინვესტიციებმა 2018 წელთან შედარებით, 2020 და 2021 წლების ნიშნული კი უბრალოდ ნეგატიურია. ბუნებრივია, ოპონენტების მთავარი არგუმენტი 2020 და 2021 წლებთან მიმართებაში „კოვიდ 19“ პანდემიაა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიას ხელი არ შეუშლია საქართველოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის რომ ქვეყანაში ინვესტიციები განეხორციელებინათ. მეტი ინფორმაცია იხილეთ ცხრილში:

 „ყველაზე წარმატებული“ ეკონომიკის ქვეყნის წილი საქართველოს საინვესტიციო კალათაში უკიდურესად მოკრძალებულია და მთავრობის პოლიტიკას, რომელიც უზარმაზარ შედეგებს გვპირდება 2016 წლიდან მოყოლებული, არსაით მივყავართ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან განხორციელებული ინვესტიციები ნამდვილად ხასიათდებოდა ზრდით როდესაც, 2013 წელს 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მომდევნო, 2014 წელს გაორმაგდა და 221 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, ამის შემდეგ მკვეთრი შემცირება იწყება და სრულიად სიმბოლურ ნიშნულზეა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში კარგად ჩანს 2011-2022 წლების დინამიკა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების წილი (2011-2022)

სიმართლე ის არის, რომ 2015 წლიდან ჩინეთი საქართველოს 10 მთავარი ინვესტორის სიაში საერთოდ არ არის.

მათემატიკა ჭეშმარიტების დადგენისთვის საუკეთესო მეგობარია. რიცხვები არ იტყუებიან და იდეალურად აღწერენ პარტნიორობას, ინტერესებსა და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს.

ზღვაში წვეთი ჩინური ინვესტიციები საქართველოში Read More »

სამოქალაქო იდეას წარმომადგენლები China in the World Summit (CITW) 2023-ზე

5-7 დეკემბერს, ტაიპეიში, ტაივანში, „სამოქალაქო იდეას“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 2023 წლის „China In The World Summit“-ში, რომელიც ორგანიზებულია ტაივანის არასამთავრობო ორგანიზაცია „Doublethink Lab“-ის მიერ.

„სამოქალაქო იდეას“ უფროსმა მკვლევარმა – ანი კინწურაშვილმა და აღმასრულებელმა ასისტენტმა – სალომე სვანიძემ, ყაზახეთის “სამოქალაქო ექსპერტიზის” აღმასრულებელ დირექტორთან – დანილ ბექტურგანოვთან ერთად, გამართეს ვორქშოპი თემაზე – „გავლენებისა და ძალაუფლების გადანაწილება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე: შესაძლებელია თუ არა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დომინირება ცენტრალურ აზიაში?”.

სესია შეეხო რუსეთ-უკრაინის ომში, ჩინეთის, როგორც „მედიატორის“ და „მშვიდობისმყოფელის“ როლს. მომხსენებლებმა ისაუბრეს თუ რა ფორმით ცდილობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ორმაგი თამაშის თამაშს და პარალელურად, რუსეთის ირიბ მხარდაჭერას. ჩინეთის ორსახოვანმა როლმა კიდევ უფრო გაართულა მისი გლობალური დიპლომატიის მანიპულაციური ტექნიკები და დიდ გავლენას ახდენს ევრაზიის გეოპოლიტიკურ დინამიკაზე. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა, რომლებიც სიფრთხილით ცდილობდნენ დაეცვათ ბალანსი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ომის ფონზე, გადააფასეს მოსკოვზე დამოკიდებულება, რაც ზრდის რეგიონში როგორც ჩინეთის, ისე დასავლეთის გავლენებს. სესიაზე ასევე განიხილებოდა ყაზახეთის გამორჩეული, ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოებისაგან განსხვავებული, პრინციპული პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ, მისი განმაპირობებელი ფაქტორები და რეგიონის სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურა.

სამოქალაქო იდეას წარმომადგენლები China in the World Summit (CITW) 2023-ზე Read More »

რა რისკებს შეიცავს ჩინეთის კომპარტიის ტელევიზიასთან თანამშრომლობა

მსგავსი პროპაგანდისტული ნარატივები კოვიდ-19 პანდემიის დროსაც ვრცელდებოდა. CCTV-ის ვებსაიტმა 2020 წელს გამოაქვეყნა, რომ აშშ-ს სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც ფარულად ახორციელებენ ბიოლოგიური იარაღის წარმოებას, მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში და 27 პოსტ კომუნისტურ რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში. უფრო ზუსტად, მათი ვებსაიტის მიხედვით, აშშ ფლობს კვლევით ქსელს, რომელიც მოიცავს 15 ბიოლოგიურ ლაბორატორიას უკრაინაში, 3 ლაბორატორიასა და 11 მცირე ინსტიტუტს საქართველოში.

ძალიან სამწუხაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ტელე მედია ორგანზიაციები CCTV-ისთან თანამშრომლობას იწყებენ. ამგვარი თანამშრომლობა სრულიად გაუგებარი და დამაზიანებელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მედია საშუალებები აცნობიერებენ რომ თანამშრომლობას იწყებენ არა რომელიმე დიდი ტელემედიასთან, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარ პროპაგანდისტულ იარაღთან, ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან. არსებობს სერიოზულო საფრთხე რომ, ისინი მარტივად გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი, გაუთვითცნობიერებლად მიიღონ მონაწილეობა ყალბი ამბების გავრცელებაში და ამით ქვეყნის, არა მარტო ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე, არამედ საგარეო პოლიტიკურ კურსსაც, რომელიც მიმართულია დასავლურ ალიანსებში გაწევრიანებისკენ.

რა რისკებს შეიცავს ჩინეთის კომპარტიის ტელევიზიასთან თანამშრომლობა Read More »

საქართველოს გზა ევროპისკენ

ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის ორგანიზებით, 1 დეკემბერს გაიმართება ღონისძიება, “საქართველოს გზა ევროპისკენ”.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო იდეას” თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, ღონისძიებაში მონაწილეობს, პანელზე ერთ-ერთი მომხსენებელად.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ევროკომისიის ნოემბრის რეკომენდაცია, იმ რთულად მოპოვებულ გამარჯვებათა შორის ერთ-ერთია, რომელსაც ქართველმა ხალხმა ბოლო თვეების განმავლობაში მიაღწია. მარტში, ასიათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა და აიძულა მთავრობ,ა უარი ეთქვა არასამთავრობოების შესახებ, რუსული ტიპის ,,დრაკონული’’ კანონის მიღებაზე. ოქტომბერში, იმის შემდგომ, რაც პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის, იმპიჩმენტის პროცესს ხმამაღალი წინააღმდეგობა მოჰყვა, ეს გეგმაც კრახით დასრულდა. დემოკრატიის კრახის წინააღმდეგ ქვეყანაში აქტიურად იბრძვიან ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება და ისეთი პარლამენტარები, როგორებიც არიან ამ პანელში მონაწილე ქალბატონები. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი ქალები, ერთად შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვან პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისა და ევროინტეგრაციის ერის უმთავრეს პრიორიტეტად შენარჩუნების მნიშვნელობას.

საქართველოს გზა ევროპისკენ Read More »

დისკუსია ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. 

24 ნოემბერს „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო ტალინში ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიაში. 

ამჟამად ნატოს საზღვრები ფართოვდება და იგი ხდება უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე. დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც ფინეთმა და შვედეთმა 2022 წლის 18 მაისს, ნატოს გენერალურ მდივანს –  იენს სტოლტენბერგს, ერთდროულად გადასცეს თავიანთი ოფიციალური განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ, რა გავლენას მოახდენს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ორგანიზაციასა და რეგიონზე? რა გავლენას მოახდენს აღნიშნული წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაზე?
კონფერენციის პარალელურად თინათინ ხიდაშელი ესტონეთის დედაქალაქში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

დისკუსია ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.  Read More »

რა გვიჯდება გარემოს დაცვითი საკითხების უგულვებელყოფა და სასათბურე პირობები ჩინეთის სამშენებლო კომპანიისთვის

“სამოქალაქო იდეამ” შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან უკვე გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე, რომელთა პასუხებს აუცილებლად მიაწვდის საზოგადეობას:

  1. ჩაერიცხა თუ კონტრაქტორს პროექტით გათვალისწინებული თანხის სრული მოცულობა? და თუ ჩაერიცხა, რატომ არ შეასრულა მან პროექტით გათვალისწინებული ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოები, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, პროექტის ნაწილი უნდა ყოფილიყო?
  2. რა დამატებითი გარემოებები გახდა ცნობილი დღეს საქართველოს მთავრობისთვის, სამუშაოების დასრულებულად გამოცხადების პომპეზური ღონისძიებისა და გზის ოფიციალურად გახსნის შემდეგ?
  3. ეფუძნება თუ არა ახლად გამოცხადებული ტენდერი, შესაბამისი კვლევისა და მონიტორინგის შედეგებს? ჩატარდა თუ არა ყველა სათანადო, მათ შორის,  გარემოზე ზემოქმედების კვლევა მიმდინარე ტენდერის ტექნიკური მოთხოვნების ჩამოსაყალიბებლად?
  4. დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს მთავრობამ, აღნიშნული ტენდერის საჭიროების, როგორც გარემოზე ზემოქმედების, ისე ფინანსური მიზანშეწონილობის შეფასება.

რა გვიჯდება გარემოს დაცვითი საკითხების უგულვებელყოფა და სასათბურე პირობები ჩინეთის სამშენებლო კომპანიისთვის Read More »

ანი კინწურაშვილის ინტერვიუ სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრისთვის

სამოქალაქო იდეას უფროსი მკვლევარი, ანი კინწურაშვილი სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრთან ინტერვიუში, განიხილავს ცუდი რეპუტაციის მქონე ჩინური კომპანიების ოპერირებას საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში და მათ კორუფციულ გარიგებებს საქართველოს ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტებთან. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნისთვის. „თუ არსებული ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ჩინური კომპანიები გააგრძელებენ კონტრაქტების მოგებას“.

იხილეთ ინტერვიუ ?

https://www.cuej.info/dossiers-multimedias/la-georgie-sur-le-fil/georgie-quand-un-pays-du-caucase-devient-un-hub-du?fbclid=IwAR2HlgXsHVTMQk01gdBlLGTIwqah_7AkUKOBhL2k2Nsezh6Txa4ulCE7WyE

ანი კინწურაშვილის ინტერვიუ სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრისთვის Read More »

ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს

ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად  აზიანებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia)
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  5. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  6. უფლებები საქართველო
  7. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  9. სასამართლოს გუშაგი
  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  11. საფარი
  12. სამოქალაქო იდეა
  13. ევროპულ – ქართული ინსტიტუტი (EGI)
  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  15. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  16. საზოგადოება და ბანკები
  17. მწვანე ალტერნატივა
  18. თანასწორობის მოძრაობა
  19. თბილისი პრაიდი
  20. GrlzWave
  21. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  22. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  23. დემოკრატიის მცველები
  24. ფრანკლინის კლუბი
  25. საქართველოს მომავლის აკადემია
  26. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  27. ჭავჭავაძის ცენტრი
  28. დემოკრატიის ინსტიტუტი
  29. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
  30. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  31. წერტილი
  32. Promote Georgia
  33. ქვემო ქართლის მედია
  34. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“
  35. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  36. მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“
  37. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
  38. აფხაზური ამბები
  39. თაობათა გაძლიერების ქსელი
  40. ქალთა ფონდი „სოხუმი“
  41. მაისის მოძრაობა
  42. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  43. ჯიუტი
  44. დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი
  45. საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“
  46. კომლი
  47. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი – ლაკმუსი
  48. ქალთა ფონდი საქართველოში (WFG)
  49. ყვარლის ევროკლუბი
  50. ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის
  51. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო

ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს Read More »

ინტერვიუ დეიმონ უილსონთან რუსეთზე, საქართველოზე და უკრაინაზე – რადიო თავისუფლება

NED-ის პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი საქართველოზე, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და საქართველოსთვის მრავალ სხვა მნიშვნელოვან თემაზე.

„იმის ნაცვლად რომ ფოკუსირება მოეხდინათ იმაზე თუ როგორ მიიღონ დადებითი პასუხი ევროპისაგან [კანდიდატის სტატუსის თაობაზე], საქართველოს მთავრობის ენერგია მიმართულია ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ჩინეთთან, რომელმაც დაადასტურა შეუზღუდავი პარტნიორობა რუსეთთან, ჩინეთთან, რომელიც როგორც ბევრმა გაიგო მსოფლიოში არ არის დადებითი საინვესტიციო რეჟიმი.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ იმის შესახებ თუ როგორ უთხრის მთელი მსოფლიოს ქვეყნებში დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას ჩინეთთან დაახლოება, რასაც ჩვენ ბასრი ძალის ჩართულობას ვუწოდებთ. ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცოტა დაბნეული ვარ, რა არის პრიორიტეტი… საქართველო ახლა ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, როგორ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.“ – დეიმონ ვილსონი, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი

ინტერვიუ დეიმონ უილსონთან რუსეთზე, საქართველოზე და უკრაინაზე – რადიო თავისუფლება Read More »

გიორგი შაიშმელაშვილის ინტერვიუ “აქცენტთან“

“სამოქალაქო იდეას“ ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი შაიშმელაშვილის ინტერვიუ აქცენტთან

ფარცხალაძე ღიად მოქმედებდა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტმა ფაქტობრივად, თქვა ის რის შესახებაც ქართული მედიაც საუბრობდა: საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, დააგროვა ქონება: და ამ ყველაფრის საფასური რა არის? რუსებისთვის გასაგებია რასაც მოსთხოვდნენ – ამ ქვეყანაში რუსული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისება. და ეს არ არის „ალტ–ინფოსთვის“ ფულის „ქეშად“ ჩამოტანა. მსგავს საქმეს ფარცხალაძეზე დაბალი მასშტაბის ხალხი აკეთებს;

მეორე – როგორ წარმოგიდგენიათ, აშშ–ის სანქციებს რა ეფექტი ექნებოდა, ყველა ქვეყანას, მათ შორის პარტნიორებს რომ გასჩენოდათ კითხვები სანდოობასთან დაკავშირებით?! დიახ, საერთაშორისო გლობალურ წესრიგში აშშ–ის გავლენა დგას, მათ შორის, ამ ნდობაზეც. შემხვედრ კითხვებს არ უსვამენ პირველ რიგში იმის გამო, რომ თუ ეს სისტემა მოიშალა და ნდობის პრობლემა დადგა, შემდეგ ბევრად დიდი პრობლემები თავად ამ სახელმწიფოებს შეექმნებათ. ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში შეიძლება იყოს დასანქცირებული პირი, რომელზეც შესაძლოა, გული ძალიანაც შესტკივათ იქაურ მოქალაქეებს, სასამართლოს და ა.შ. მაგრამ კითხვები არ დასმულა, რადგან არსებობს ასეთი დაუწერელი წესი. მისი ალტერნატივაა სრულიად ჩამოქცეული გლობალური საერთაშორისო წესრიგი, ხოლო შედეგი – „აფეთქებული“ ახლო აღმოსავლეთი, დანგრეული უკრაინა, დაპყრობილი ტაივანი და ა.შ. თუ ვინმეს ასეთ მსოფლიოში ცხოვრება სურს, სხვა ამბავია, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, სისულელეა, მოსთხოვო მტკიცებულება, რომელსაც მას [აშშ–ს] ზოგადად არ სთხოვენ!“.

შაიშმელაშვილის დაკვირვებით, ლილუაშვილი საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულირებს, ესმის რა, რომ მტკიცებულებებზე მითითებით იწვევს უარყოფით ემოციებს საზოგადოებაში აშშ–ს მიმართ: „თუ მეგობრები არიან, რატომ არ გვიზიარებენო“ – ასე „ლაგდება“ საშუალო სტატისტიკური ქართველის თავში, ხოლო „ოცნების“ ამომრჩევლის გონებაში – „ცალ ფეხზე არ ვიდგებით, მაღალი სუვერენიტეტი გვაქვს, გარედან ვერ მოგვახვევენ თავს, ჩვენ გადავწყვეტთ (რაზეც ხშირად ლაპარაკობენ ბოლო პერიოდში)…“.

ამრიგად, შაიშმელაშვილის დასკვნით, ლილუაშვილი ერთის მხრივ, აცნობიერებს, რომ პოლიტიკური გზავნილების თვალსაზრისით „მომგებიან სიტუაციაშია“, ხოლო მეორეს მხრივ, იცის, პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ხდება:

„და საერთოდაც, მეეჭვება, ასეთი წერილი სადმე გაეგზავნათ, დაიცინებოდნენ!“,– დასძენს მკვლევარი.

შაიშმელაშვილი იზიარებს შეფასებებს ერთის მხრივ, საგამოძიებო მოქმედებების დაგვიანების, მეორეს მხრივ, გამოძიების ფორმალურად წარმართვის თაობაზე, დარწმუნებულია რა, რომ „მფარველის არარსებობის“ პირობებში, რამდენიმე გარემოება აუცილებლად მიიქცევდა შესაბამისი უწყებების ყურადღებას, მათ შორისაა ტოტალური ფარული მიყურადება, რის გამოც ხშირად არის სუს–ი კრიტიკის სამიზე:

„თავდაცვის სამინისტროში უამრავი თანამშრომელი მყავდა, დეკლარაციის შევსებისას ლარის ცდომილების გამო რომ დაჯარიმდნენ. იმის თქმა მინდა, რომ თავად სისტემა კორუფციასთან მიმართებით, თუ ეს არ არის გამონაკლისი „ზემოდან“ დაშვებული, ფხიზელია. ბევრი მექანიზმი აქვთ, ფარცხალაძის აქტივობები არ გამოპარვოდათ;

გარდა ამისა, აქ არის საზღვრის კვეთის, ოპერატიული თვალთვალის საკითხები… იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში რუსეთი საფრთხეა, რუსეთის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის ფიგურის გადაადგილება, გარკვეული ტიპის ალარმს აანთებდა. სუს–ს ყველა უწყებაში უზის თავისი კადრი უსაფრთხოების ოფიცრის სახით და ისინი ამას აუცილებლად ჩაინიშნავდნენ. მას არ ექნებოდა ფუფუნება, ევლო თავისუფლად, ბიზნესი წამოეწყო, მაღალი დონის შეხვედრები გაემართა, აქ ინვესტიციები ჩამოეტანა, რომ არა მფარველობა“.

მისთვის სადღეისოდ საკითხი ამგვარად დგას: „რუსები ფარცხალაძეზე დამოუკიდებლად გავიდნენ და კიდევ ერთი აქტორი გააჩინეს მისი სახით? რისი ალბათობაც დაბალი მგონია, რადგან ის მჭიდროდ იყო მიბმული ივანიშვილზე; მეორე – როგორც ჩანს საქართველო რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების ადგილი ხდება. როგორც ჩანს, რუსებისგან იყო მოთხოვნა და ივანიშვილმა გამოყო ფარცხალაძე, როგორც ყველაზე ერთგული, რომელიც ამ საქმეს შეასრულებდა. ეს ალბათობა უფრო მაღალი მგონია“.

შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძის „ქეისი“ ძალიან ბევრი რამის ინდიკატორია და განსაკუთრებით ორი რამის გამოა საგანგაშო:

„მანამდე ჩვენ ვვარაუდობდით, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ზედმეტად შემოჟონა ქართულ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ სხეულში, მაგრამ ამ მასშტაბით სახელმწიფო ინსტიტუტებში ასეთი არაფორმალური გავლენების მქონე პირებზე თუ გავიდოდნენ და ასე იქნებოდნენ ჩანერგილები, ვერ ვუშვებდი;

საგანგაშოა იმიტომ, რომ ნებისმიერი სხვა მოქმედება, მათ შორის, პარლამენტში სუს–ის ანგარიშების წარდგენა უბრალოდ აზრს კარგავს. ჩვენ ფაქტობრივად ვართ ვითარებაში, როდესაც იმას, რასაც რუსეთი მაგალითად, უკრაინაში ისახავდა მიზნად – დემილიტარიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა – აქ ტყვიის გასროლის გარეშე ახორციელებს, რადგან ჩვენი არც ერთი კუნთი, არც ჯარის, არც სპეცსამსახურების სახით, უბრალოდ აღარ მუშაობს! თან სპეცსამსახურების თეატრი უხილავია, სადაც ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს“.

შაიშმელაშვილის ანალიზის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ საქართველო „გადარჩა“ იმის წყალობით, რომ მათ შორის, ახალმა ხელისუფლებამ „რაღაც ეტაპამდე“ არ დაუშვა რუსული გავლენის „შეჟონვა“ სახელმწიფო ინსტიტუტებში. ეს კი თავისთავად ორ რამეს გულისხმობდა: კორუფციის და პირდაპირი მნიშვნელობით სპეცსამსახურების არშეშვებას, რადგან „თუ შედის კორუფცია, იქვე აუცილებლად ჩნდება რუსული სპეცსამსახურიც“.

„არ ვიცი, ამათ პირველი რომელი დაემართათ – სიხარბით ფულს მოკიდეს ხელი და შემდეგ რუსები შემოუშვეს, თუ პირიქით, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ვინაიდან ამ ფრონტზე ვაგებთ, ეს ნიშნავს, რომ ერთ დღესაც რუსეთმა აქ კონვენციური ოპერაციის ჩატარება რომ გადაწყვიტოს… მაგალითად, რატომ ვეჭვობდით, რომ 190 000–იანი დაჯგუფებით ომი არ დაიწყებოდა [უკრაინაში] ? რუსებს მანამდე ჰქონდათ დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც ჩაუვარდათ. ეს გულისხმობდა ადგილობრივი ელიტების მოსყიდვას. ეს ეტაპი, რომელსაც მაფორმირებელი, გნებავთ ჰიბრიდული ომის ერთი ფაზა შეიძლება ვუწოდოთ, რუსეთს საქართველოში წარმატებით აქვს დასრულებული!“

ინტერვიუ სრულად ?

https://accentnews.ge/ka/article/98517-mapormirebeli-paza-carmatebit-dasrulda-ras-gve?fbclid=IwAR2gc1XXEGIABR2KhqhlZqcUlC4MkiWp7cOO3p9C1CdrUBAFOoJyuAxhwuA

გიორგი შაიშმელაშვილის ინტერვიუ “აქცენტთან“ Read More »

Scroll to Top