ამბები

სამოქალაქო იდეა ციტირებულია Table Briefings-ის სტატიაში

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, ციტირებულია ლიზა მარტინა კლეინის სტატიაში – „გეოპოლიტიკა: როგორ ხდება საქართველო ჩინეთზე დამოკიდებული“ (“Geopolitics: How Georgia is Making Itself Dependent on China”). სტატია გამოქვეყნდა Table Briefings-ში.

სტატია განიხილავს „ქართული ოცნების“ ახალ საგარეო პოლიტიკურ კურსს, პროჩინურ პოლიტიკას. სტატიაში მიმოხილულია ჩინური კომპანიების ჩართულობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში და ხაზგასმულია ჩინეთის ეკონომიკური ჩართულობით გამოწვეული პრობლემები.

სტატიის დასკვნით ნაწილში ციტირებულია თინათინ ხიდაშელის მოსაზრება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. სტატიის მიხედვით, ხიდაშელი ჩინეთთან კავშირებს „პეკინის მონობად“ აფასებს.

თინათინ ხიდაშელის შეფასებით, „პრობლემა, რომელიც გვაქვს ჩინეთთან და რომელიც, სანამ ეს მთავრობა იქნება ხელისუფლებაში, გაგრძელდება, არის ჩინური კომპანიების დომინაცია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე“.  

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: How Georgia is Making Itself Dependent on China.

სამოქალაქო იდეა ციტირებულია Table Briefings-ის სტატიაში Read More »

თინათინ ხიდაშელი ციტირებულია Springer-ის სტატიაში

„სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, ციტირებულია სტატიაში: „ცხელი წერტილის გეოპოლიტიკა: სამხრეთ კავკასიაში „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის პოლიტიკური ეკონომიკა“ („Hotspot Geopolitics: Political Economy of the Belt and Road Initiative in South Caucasus“). სტატია გამოქვეყნდა Springer-ის Chinese Political Science Review ჟურნალში.

სტატიის ავტორები, საჰაკიანი და კევინ ლო, განიხილავენ ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის შედეგად სამხრეთ კავკასიის რეგიონში წარმოქმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. ნაშრომში შესწავლილია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობები ჩინეთთან.

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ანალიზის დროს, სტატიაში ციტირებულია თინათინ ხიდაშელის შეფასებები სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: “Hotspot Geopolitics: Political Economy of the Belt and Road Initiative in South Caucasus”.

თინათინ ხიდაშელი ციტირებულია Springer-ის სტატიაში Read More »

„ოცნება“ აქციის მონაწილეებს ჩინური კამერებით აკონტროლებს

სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში ეხება “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, პარლამენტის შენობასთან, ჩინური სათვალთვალო კამერების გამოყენების მზარდ ტენდენციას.

2025 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ ჩინური სათვალთვალო კამერების შესყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” მიერ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე მოქალაქეების დაშინების და მონიტორინგის გაძლიერებულ მცდელობებს.

ანგარიში, ასევე, მიმოიხილავს ჩინურ სათვალთვალო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებისთვის შექმნილ გამოწვევებს.

იხილეთ სამოქალაქო იდეას ანგარიში სრულად აქ: 👇

„ოცნება“ აქციის მონაწილეებს ჩინური კამერებით აკონტროლებს Read More »

თინათინ ხიდაშელი პარიზის “უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ფორუმზე”

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა პარიზის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ფორუმზე მონაწილეობა მიიღო პანელში „შავი ზღვა: კონფლიქტებსა და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს შორის“. მისი გამოსვლა შეეხებოდა საქართველოს როლს რეგიონში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ფლოტის ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში გადატანას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციურ ჩინურ მფლობელთან დაკავშირებულ საფრთხეებს. თინათინმა, ასევე,  ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ მთავრობის მზარდი პრორუსული კურსის საფრთხეებზე, რომელმაც,  შესაძლოა, თბილისი რუსეთის მარიონეტულ რეჟიმად გადააქციოს.

თინათინ ხიდაშელი პარიზის “უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ფორუმზე” Read More »

თინათინ ხიდაშელი ლიდერობის საერთაშორისო ფორუმზე აბიჯანში

22 თებერვალს, სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა, მონაწილეობა მიიღო აფრიკაში, ქალაქ აბიჯანში გამართულ ფორუმში:   „ხელოვნური ინტელექტი: აფრიკის მომავლის გარდაქმნა გლობალური გამოწვევების ფონზე“. ფორუმმა მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, ლიდერები და გავლენიანი ფიგურები შეკრიბა, რათა განეხილათ AI-ის როლი აფრიკის უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებულ და მდგრად მომავალში. თინათინ ხიდაშელი II პანელის – „ხელოვნური ინტელექტი და გეოპოლიტიკა: უსაფრთხოება, ძალაუფლება და მონაცემთა დიპლომატია“ – სპიკერი იყო, სადაც ხელოვნური ინტელექტის, მმართველობისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გავლენაზე ისაუბრა თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე.

ფორუმი ორგანიზებული იყო Centre d’Études Prospectives (CEP) -ის მიერ და მისი მთავარი მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე დიალოგის ხელშეწყობა. 

თინათინ ხიდაშელი ლიდერობის საერთაშორისო ფორუმზე აბიჯანში Read More »

ჩინური ბანკების საქართველოში შემოსვლის რისკები

სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში ეხმაურება სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ მოსალოდნელ შედეგს, ქართულ ბაზარზე ჩინური ბანკების შემოსვლას.

ანგარიშში წარმოდგენილია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკებს შორის გამართული შეხვედრები, რომლებზეც ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი ჩინური სამთავრობო ბანკების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესახებ.

ანგარიშში ასევე განხილულია ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც ჩინური ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას უკავშირდება. მათ შორის, წარმოდგენილია „ვალის მახის დიპლომატიის“ შემთხვევები შრი-ლანკაში, ტაჯიკეთსა და მონტენეგროში.

ჩინური ბანკების საქართველოში შემოსვლის რისკები Read More »

ახალი გამოწვევა ჩინური სათვალთვალო კამერები საქართველოში

“სამოქალაქო იდეას“ ახალი ანგარიში იკვლევს ჩინეთ-საქართველოს სამართალდაცვითი თანამშრომლობის ახალ ასპექტს: ქართული სამთავრობო ინსტიტუტების მიერ ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიების შესყიდვას.

სამოქალაქო იდეამ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვლია 2019-2024 წლებში ჩინური სათვალთვალო კამერების შესაძენად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევები. აღნიშნული მონაცემების ანალიზმა აჩვენა ჩინური ტექნოლოგიების შეძენის მზარდი ტენდენცია.

ანგარიშის ბოლო ნაწილში მიმოხილულია ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი გამოწვევები, როგორებიცაა მონაცემების დაუცველობა, კიბერ-თავდასხმის რისკები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ახლო კავშირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. აღნიშნული გამოწვევების გამო, ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიები არაერთი დასავლური სახელმწიფოს მიერაა აკრძალული.

 

ახალი გამოწვევა ჩინური სათვალთვალო კამერები საქართველოში Read More »

ნაშრომის, “HYBRID THREATSAND RESILIENCE’, პრეზენტაცია

12 დეკემბერს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია, სადაც „სამოქალაქო იდეას“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა საკუთარი ნაშრომი წარადგინა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული საფრთხეების სხვადასხვა ასპექტზე და ისაუბრა იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო. 

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თინათინმა განიხილა დეზინფორმაციის გავრცელების, უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინაშე არსებული საფრთხეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ მთავარ საკითხს:

1. როგორ ხდება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული ქმედებების გამოვლენა;

2. როგორ გამოიყენება ავტორიტარული ძალების მიერ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ბერკეტები, მათ შორის სავაჭრო ზეწოლა და სტრატეგიულ სფეროებში განხორციელებული ინვესტიციები, მავნე გავლენების გავრცელების მიზნით.

 

ნაშრომი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ნაშრომის, “HYBRID THREATSAND RESILIENCE’, პრეზენტაცია Read More »

რა გამოტოვა სუსმა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 დეკემბერს გამოაქვეყნა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე „კონტრტერორიზმის საკითხებში 2023 წლის საქმიანობის შეჯამება“. სუს-ის განცხადების მიხედვით, ამ სფეროში ქართული მხარის საქმიანობა შეფასდა, როგორც პროდუქტიული და მრავალმხრივ ეფექტური.

თუმცა, სუს-ს გამორჩა საზოგადოებისთვის ეცნობებინა იმ სერიოზული პრობლემებისა და ხარვეზების შესახებ, რომელზეც ამ ანგარიშშია საუბარი, განსაკუთრებით რუსეთთან საზღვრის მონაკვეთზე. ასევე, არ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ მხოლოდ აშშ-სთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით არის შესაძლებელი ამ პრობლემების გამოსწორება და ქვეყნის საზღვრების ეფექტური დაცვა.

  1. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგარიში 2023 წლის საქმიანობის შეჯამებას შეეხება და არაფერი აქვს საერთო ქვეყანაში 2024 წლის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისთან ან სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიასთან.
  2. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ წარმატებით შესრულებული ცალკეული ამოცანების პარალელურად, ხაზი გაუსვა ქვეყნის საზღვრებზე რესურსების ნაკლებობას, რომელთა აღმოსაფხვრელად დახმარებისთვის საქართველომ სწორედ აშშ-ს მიმართა.
  3. პრობლემები, რომელიც 2023 წლის ანგარიშშია ასახული ფუნდამენტური ხასიათისაა, საზღვრების ეფექტურ კონტროლს ეხება და პარტნიორების მხარდაჭერასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კერძოდ,
    a. აეროპორტებისათვის თვალის სკანერები;
    b. საპატრულო ნავებისთვის ძრავები;
    c. სწრაფი რეაგირების ჯგუფებისთვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა.
  4. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს საზღვრების 10 ფორპოსტის სავალალო მდგომარეობა, რომლის პერსონალს უმძიმესი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აქვთ.
  5. განსაკუთრებით საგანგაშოა ანგარიშის ის ნაწილები, სადაც საუბარია რუსეთთან საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე. მაღალმთიან ადგილებზე არსებულ სასაზღვრო პუნქტებზე ზამთრის თვეების განმავლობაში პერსონალი რთული პირობების გამო ვერ მუშაობს. შესაბამისად, აღნიშნული სექციების მონიტორინგისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პატრულირებისთვის დაბლობში არსებულ პოსტებს იყენებს და ეყრდნობა მხოლოდ დაზვერვის მონაცემებს.
  6. ანგარიშის მიხედვით, იგეგმება ახალი ფორპოსტების შექმნა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციის ოპერაციულ შესაძლებლობებს მთელი წლის განმავლობაში საგრძნობლად გააუმჯობესებს, რაც აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

რა გამოტოვა სუსმა Read More »

Scroll to Top