ამბები

არალეგიტიმური პარლამენტი პრეზიდენტის არჩევას ასევე უკანონოდ, ვადების დარღვევით აპირებს.

უხილავმა ხელმამორიგ ჯერზე, ზუსტად ისევე უკანონოდ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საკონსტიტუციოგადაწყვეტილებამდე პარლამენტის სხდომა.

14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა არის არაკონსტიტუციური და უკანონო!  

პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ მას არალეგიტიმური პარლამენტი ირჩევს, მას ამძიმებს თავად არჩევნების ჩატარების კანონსაწინააღმდეგო პროცედურა და ვადები.

საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 50) ადგენს, რომ „საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ხოლო „პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“. ორგანული კანონის ქვეშ, იგულისხმება „საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.  პრეზიდენტის არჩევის წესს განსაზღვრავს კოდექსის XI თავი: “საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები“. კერძოდ, კანონი ადგენს, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებიდან 45 დღის ვადაში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, პრეზიდენტის არჩევის კონსტიტუციური ვადა იყო 2025 წლის 9 იანვარი. ამ ვადის გადაცილება არ შეიძლება. პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა.

დიახ, არჩევის ვადების შემცირება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაირღვეს საარჩევნო კოდექსით დადგენილი არჩევნების პროცედურები და ვადები. მაგალითად, საარჩევნო კოდექსი ადგენს, რომ „პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს(მუხლი 97), და „პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30- დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს“ (მუხლი 97). ანუ მხოლოდ „კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ“, კოლეგიის 30 წევრს შეუძლია კანდიდატის წარდგენა.

რა მოხდა სინამდვილეში:

1. უკანონობა რომელსაც 14 დეკემბერს საქართველოს პარლემენტი ჩაიდენს კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ არის არჩევნების დანიშვნის ვადის დარღვევა – პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დასაშვებია არჩევნებამდე არაუგვიანეს 30- დღისა, ერთმნიშვნელოვნად ამბობს კანონი.

14 დეკემბრიდან უკან რომ გადმოვთვალოთ, კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადა 15 ნოემბერს გამოდის, ანუ მაშინ როდესაც. პარლამენტის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ გამოქვეყნებულიც არ აქვს ცესკოს! (16 ნოემბერს გამოქვეყნეს)

აქვე უნდა განიმარტოს, რომ საარჩევნო კოდექსი იცნობს გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა,” ცესკოს უფლებას “დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები”. (მუხლი 14.1.გ)

თუმცა მნიშვნელოვანია პირობა რომელსაც კანონი აყენებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშიდა რაც მთავარია, თუშეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა“. შესაბამისად, კანონის ასეთი ჩანაწერი აუცილებლად გულისხმობს ამ გარემოებების აღწერას და დასაბუთებას. ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება დეტალურად უნდა ხსნიდეს და განმარტავდეს გარემოებას, რაც ვადების დაცვას შეუძლებელს გახდიდა. ბუნებრივია, მსგავსი ახსნა და გარემოებების განმარტება დოკუმენტებში არ არსებობს.

2. ცესკომ საარჩევნო კოლეგია დაამტკიცა განკარგულებით 2024 წლის 2 დეკემბერს. ანუ, მხოლოდ 2 დეკემბრის შემდეგ იყო შესაძლებელი პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა და არა 27 ნოემბერს, როგორც ეს მოხდა.  მეტიც, ცესკოს გვერდზე წარდგინების ტექსტი საერთოდ არ იძებნება. გამოქვეყნებულია „ცნობა“ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებული პირის შესახებ“ და ეს ცნობა არ შეიცავს არავითარ რეკვიზიტს, „ბლანკს“, ან წარმდგენი 30 პირის ხელმოწერებს.

რეალურად, “უხილავმა ხელმა” მორიგ ჯერზე, ზუსტად ისევე უკანონოდ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტის სხდომა.

არალეგიტიმური პარლამენტი პრეზიდენტის არჩევას ასევე უკანონოდ, ვადების დარღვევით აპირებს. Read More »

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელის, პირდაპირი ჩართვა SKYNEWS- თან. #პროტესტი

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელის, პირდაპირი ჩართვა SKYNEWS- თან. #პროტესტი Read More »

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელის, პირდაპირი ჩართვა BBC-სთან.

📣 ყველა გადაწყვეტილება, რაც ამ ხალხმა მიიღო, რომლებიც საკუთარ თავს “პარლამენტის წევრებად” მოიხსენიებენ, სრულიად არალეგიტიმურია. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ან მონიტორინგის ანგარიში, რომელიც განაცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი იყო.
 
🎥 სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელის, პირდაპირი ჩართვა BBC-სთან.

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელის, პირდაპირი ჩართვა BBC-სთან. Read More »

„გაკვეთილები ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივისგან“: Civic IDEA-ს პანელური დისკუსია CITW 2024-ზე

2024 წლის 24 ნოემბერს, იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ China In The World (CITW) 2024 სამიტზე, სამოქალაქო იდეას უფროსმა მკვლევარმა, ანი კინწურაშვილმა, და ორგანიზაციის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა, გამართეს პანელური დისკუსია: „გაკვეთილები ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივისგან: გარემოსდაცვითი საფრთხეები და საკანონმდებლო ხარვეზები“.

დისკუსიაზე განიხილეს ჩინეთის “ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის” პროექტების ეკოლოგიური და სოციალური გამოწვევები აფრიკასა და სამხრეთ კავკასიაში. მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინიციატივის წარდგენის შემდეგ, ჩინური ინვესტიციები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. მას აქვს მზარდი ზეწოლა უამრავ განვითარებად ქვეყანაზე და იწვევს უთანხმოებებს, რომლებიც დაკავშირებულია როგორც გარემოსდაცვით პრობლემებთან, ასევე ვალების მდგრადობის საკითხებთან.

სესიაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ რისკებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ საზოგადოებებს, ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებას. გამოიკვეთა მონიტორინგის გაძლიერების, რეგულაციების გაუმჯობესების, ე.წ. “დიუ დილიჯენსის” და ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობა, რათა შემცირდეს შესაძლო ნეგატიური გავლენების გავრცელება.

შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაცია:

„გაკვეთილები ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივისგან“: Civic IDEA-ს პანელური დისკუსია CITW 2024-ზე Read More »

სამოქალაქო იდეას უფროსი მკვლევარი, ანი კინწურაშვილი, კონფერენციაზე „Mapping Spheres of Influence“ სამარყანდში

21-22 ნოემბერს „სამოქალაქო იდეას“ უფროსი მკვლევარი, ანი კინწურაშვილი, მონაწილეობდა კონფერენციაში „Mapping Spheres of Influence“, რომელიც ორგანიზებული იყო Anhor.uz-ის მიერ და გაიმართა სამარყანდში, უზბეკეთში.

ღონისძიებამ გააერთიანა ექსპერტები და პრაქტიკოსები მონაცემთა ჟურნალისტიკის ძირითადი საკითხების განსახილველად. მათ ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ცენტრალური აზიის მოვლენების გაშუქების მნიშვნელობაზე. ამავდროულად- რეგიონის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. 

ანი იყო მომხსენებელი პანელზე : „გამოწვევები ახალი ცივი ომის ეპოქაში“, სადაც მან საქართველოს საგარეო პოლიტიკის კომპლექსური დინამიკის შესახებ საკუთარი ხედვები წარმოადგინა.

მან ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო აწყდება საგარეო პოლიტიკის ცვლილების პროცესში, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა მმართველი პარტია სულ უფრო მეტად უახლოვდება რუსეთსა და ჩინეთს. მან ასევე შეადარა საქართველოს მდგომარეობა ცენტრალური აზიის ქვეყნების ვითარებასთან, რაც უფრო ფართო რეგიონულ პერსპექ ტივას სძენს ცვალებად გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს.

სამოქალაქო იდეას უფროსი მკვლევარი, ანი კინწურაშვილი, კონფერენციაზე „Mapping Spheres of Influence“ სამარყანდში Read More »

ცესკოს კონტრაქტორი კომპანიის „სმარტმატიკის“ საერთაშორისო სკანდალები

ქრთამის აღების შემთხვევებიდან დაწყებული ხმების გაყალბებამდე: რა ბრალდებებს უყენებენ ქვეყნები საარჩევნო ტექნოლოგიის დამამზადებელ კომპანიას „SMARTMATIC“?

სრულად:

ცესკოს კონტრაქტორი კომპანიის „სმარტმატიკის“ საერთაშორისო სკანდალები Read More »

სამოქალაქო იდეა საერთაშორისო მედიაში – #არჩევნები

გიზიარებთ საქართველოს არჩევნებზე დაწერილ სტატიებს, რომლებშიც იხილავთ სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინა ხიდაშელის კომენტარებს

DE GROENE AMSTERDAMMER

“რატომ არის „ქართული ოცნების“ სამიზნე „სამოქალაქო იდეა“, ძნელი მისახვედრი არ არის. არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა საკითხებთან ერთად, იძიებს ოლიგარქებისა და რუსული & ჩინური ფულის როლს ქართულ პოლიტიკაში. მათ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს ანაგარიში  „ქართული ოცნების“ მთავარი დონორების შესახებ: ივანიშვილის მეგობრები, ძმები და ბიძაშვილები რომელთაგან ყველას აქვთ ბიზნეს კავშირები რუსეთთან”  სტატიის ლინკი

la sentienella

DCNews

„ჩვენ იმ უნიკალურ მომენტში ვართ, როდესაც ხელისუფლება გარდაქმნის ერის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას და დნმ-ს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა”

სტატიის ლინკი

Dagospia

 „საქართველოს პროდასავლური კურსი ყოველთვის იყო გამონაკლისი რეგიონში“, – განაცხადა      არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა. რა თქმა უნდა, ეს იქნება რუსეთის  და ასევე ყველა სხვა ავტორიტარული სახელმწიფოს გამარჯვება, რომლებიც ჩვენს გვესაზღვრება”

სტატიის ლინკი

Lapsi

„ჩვენ იმ უნიკალურ მომენტში ვართ, როდესაც ხელისუფლება გარდაქმნის ერის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას და დნმ-ს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.”

სტატიის ლინკი

The guardian

„მთავრობა ღიად დებს პირობას, რომ საქართველო გარდაიქმნება ერთპარტიულ სახელმწიფოდ – ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.”

სტატიის ლინკი

სამოქალაქო იდეა საერთაშორისო მედიაში – #არჩევნები Read More »

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, BBC World News- თან არჩევნების დღეს პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, BBC World News- თან არჩევნების დღეს პირდაპირ ეთერში ჩაერთო. Read More »

“The wall street journal”-მა თავის სტატიაში სამოქალაქო იდეა ახსენა

💬 “The wall street journal”-მა თავის სტატიაში, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ხელისშემშლელ პოლიტიკას ეხება, სამოქალაქო იდეა ახსენა:
 
🖇 “პროდასავლურმა ქართულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეამ” გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც აღწერილია მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დონორების ვრცელი რუსული ფინანსური კავშირები.”
 

“The wall street journal”-მა თავის სტატიაში სამოქალაქო იდეა ახსენა Read More »

“ქართული ოცნების შემომწირველების რუსული ბიზნესები” ნაწილი II

  ორგანიზაცია, სამოქალაქო იდეამ, ამა წლის 16 ოქტომბერს წარმოგიდგინათ ფაქტები მმართველი პარტიის, რუსული ხაზინის შესახებ. კერძოდ, ჩვენს ანგარიშში ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველების უმრავლესობის უკან რუსეთის ბაზარი და რუსული ფული დგას. მათი ინტერესები ორგანულად არის დაკავშირებული მოსკოვთან და შესაბამისად, მეტი სარგებლის მიღებისთვის სწორედ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას და გაძლიერებას უჭერენ მხარს. ჩვენ ფაქტებით გაჩვენეთ თუ რამ გამოიწვია ქართული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების 73,5 პროცენტამდე ზრდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ისეთი სახიფათო ზღვარია, რომელიც კრემლის მხრიდან ბაზრის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოყენების ნებისმიერი შემდეგი რაუნდის დროს, ქართულ ეკონომიკას მორიგი კრიზისითა და ჩამოშლით ემუქრება.

  მთავარი მავნებლობა, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში განხორციელდა, ბაზრების დივერსიფიცირების ნაცვლად, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მუდმივი ზრდაა რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების (ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი და სხვები) და მათი ბიზნეს პარტნიორი შემომწირველების ხელით კეთდებოდა.

  დღეს, ამ კვლევის მეორე ნაწილი უნდა წარმოგიდგინოთ, სადაც კიდევ უფრო ტრაგიკულ შემთხვევებზე მოგიყვებით. კერძოდ, ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით იხილავთ ოცნების იმ შემომწირველების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც არა უბრალოდ ვაჭრობენ ან სხვაგვარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ კავშირებში არიან რუსეთთან, არამედ უკრაინაში „ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში“ მოხვდნენ და შესაბამისად სანქციების ქვეშ არიან.

იხილეთ კვლევის მეორე ნაწილი სრულად:

“ქართული ოცნების შემომწირველების რუსული ბიზნესები” ნაწილი II Read More »

Scroll to Top