Nuctech Company Ltd. საქართველოში ანგარიში #6
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ China Watch-ის მეექვსე ანგარიში ეფუძნება ჩინეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი „Nuctech company limited“-ის კვლევას და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა – კომპანიის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, მის სახელთან ასოცირებული დარღვევები, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების სატენდერო პროცედურებში, მის მიერ მოწოდებული უსაფრთხოების მოწყობილობების გაუმართაობა და კორუფციული სკანდალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კერძოდ, ანგარიში მიმოიხილავს კომპანია “Nuctech”-ის გადაცდომებს საქართველოს, ნამიბიას, ტაივანის და ევროპის მაგალითებზე, რომელიც შეეხება მის ერთობლივ სამხედრო მიზნებზე დაფუძნებულ კავშირებს რუსეთთან და აშშ-ს მიერ გაწეულ წინააღმდეგობრივ პოლიტიკას მის მიმართ.
კომპანია „Nuctech“ ქართულ ბაზარზე პირველად 2008 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწერა „საქართველოს მთავრობისათვის საინსპექციო-შემოწმებითი კომპლექსების მიწოდების პროექტის რეალიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებას კომპანია „Nuctech Company Limited“-თან. აუდიტის სამსახურის 2014 წლის დასკვნის მიხედვით, 2012 წელს შემოსავლების სამსახურმა ყაზბეგისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე რენტგენული შემოწმების სისტემების შესყიდვები საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განახორციელა. ამ უკანასკნელმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კონკურსის გარეშე შეისყიდა საქონელი კომპანია „Nuctech Company Limited”-ისგან, რის გამოც, საბოლოო ჯამში, 215 368 აშშ დოლარით მეტი თანხა გადაიხადა.
2011-2013 წლებში შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში მონაწილე მიმწოდებლებმა განაცხადეს დასაბუთებული პრეტენზიები სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, იმასთან დაკავშირებით, რომ შესყიდვების ობიექტზე ტექნიკური დავალების მახასიათებლები მორგებული იყო „Nuctech Company Limited“-ზე და იმდენად იყო გართულებული რომ, ბევრ მომწოდებელს შეეზღუდა მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მხოლოდ 2018-2020 წლებში შემოსავლების სამსახურმა, გამარტივებული შესყიდვების გზით, „Nuctech Company Limited“-სგან ჯამში 5 870 722.48 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა, რომლის მიზანიც, შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში უკვე არსებული Nuctech-ის ფირმის პროდუქციის ტექნიკური მომსახურება და სათადარიგო ნაწილების მიწოდება იყო.
ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც Nuctech-ს სათანადო წინააღმდეგობას უწევს და შიდა კრიტიკულ ინდუსტრიებზე წვდომას უზღუდავს, ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ Nuctech–ის დანადგარები 2014 წელს აკრძალა და კომპანიის გადაცდომების დეტალური მიმოხილვა საიდუმლო დოკუმენტის სახით წარმოადგინა, რაც მის საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნებოდა. უფრო მეტიც, აშშ-ს მთავრობა მოუწოდებს თავის ევროპელ მოკავშირეებს, რომ Nuctech-ს სახელმწიფო ტენდერებთან წვდომა შეუზღუდონ და მის მიერ მოწოდებული ბარგის სკრინინგის ტექნიკა უგულებელყონ. თუმცა, დღესდღეობით ევროპის სახელმწიფოები ინდივიდუალურად რეაგირებენ Nuctech-ის და მისი საქმიანობის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე. მაგალითად, მაშინ როცა Nuctech წარმატებით იგებს ტენდერებს ესტონეთში, ფინეთსა და ხორვატიაში, ლიატუვის მთავრობა ოფიციალურად კრძალავს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ მოწყობილობებს.
ძალიან ხშირად გვეკითხებიან კონკრეტულ ზიანზე, რომელიც შეიძლება ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობით ქვეყანას მიადგეს. მაგალითად, უკრაინაში Nuctech-მა არამარტო არასრული და დეფექტური მოწყობილობები მიაწოდა უკრაინის საბაჟოებს, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების ბიუროს საქმეც კი მოუგო სასამართლოში. სამწუხარო გამოცდილება აქვს ნამიბიასაც, რომელიც პეკინმა ჩინეთის ინტერნეტ საძიებო სივრციდან ამოიღო და ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე მასთან დაკავშირებული ყველა სახის მედია ცენზურა დაამყარა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა Nuctech-თან ასოცირებული ანტიკორუფციული სკანდალის გამოძიება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო, რომ ნამიბიის კორუფციის სკანდალში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, ჰუ ძინტაოს ვაჟი, ჰუ ჰაიფენგი მონაწილეობდა. გლობალური ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ჩინეთი დღემდე ეფექტურად ახერხებს მოსახლეობისთვის მისთვის არასასურველი ინტერნეტ პორტალებისა და საძიებო წყაროNuctech Company Ltd წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას, რომელიც 1997 წელს დაარსდა, როგორც ცინხუას უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია. ის დააფუძნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის, ჰუ ძინტაოს ვაჟმა და მას შემდეგ, თავის საქმიანობას მსოფლიოს 160 ქვეყანაში ეწევა. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ის პასუხისმგებელია ების აკრძალვას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური გავლენების გაფართოებისა და კორუფციულ და თაღლითურ გარიგებებში მონაწილეობის გარდა, Nuctech და მისი მფლობელი ცინხუას უნივერსიტეტი გავლენების გავრცელებას აკადემიური სფეროს გამოყენებითაც ცდილობენ. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სანკტ პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მაღალენერგეტიკული რენტგენის აპარატურის, ანტიტერორისტული აღჭურვილობისა და სხვა ტექნოლოგიების შექმნის საკითხებში, რომელთა სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების პოტენციალიც არსებობს.
ლინკი ?
6-ანგარიშიNuctech Company Ltd. საქართველოში ანგარიში #6 Read More »