ამბები

სამუშაო ვიზიტი სლოვაკეთში

18-19 ოქტომბერს სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამოქალაქო იდეას უფროსმა მკვლევარმა, ანი კინწურაშვილმა სამოქალაქო იდეას კვლევის შედეგები გააცნო სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს, აზიის კვლევების ცენტრალური ევროპის ინსტიტუტს, კემპელენის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტს და სლოვაკეთის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ანი კინწურაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჩინეთის გავლენებსა და კორუფციულ სქემებზე ისაუბრა და ამ კუთხით ორგანიზაციის გამოცდილება სლოვაკ კოლეგებს გაუზიარა.

სამუშაო ვიზიტი სლოვაკეთში Read More »

პანდორას ყუთი გაიხსნა ივანიშვილის კავშირები ჩინურ კომპანიებთან N8 ანგარიში

სამოქალაქო იდეას მიერ გამოცემული მე-8 ანგარიში ეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია CEFC China Energy-სა და ყოფილი-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ივანე ჩხარტიშვილის კავშირებს. ჩვენ მოგიყვებით, როგორ გადასცა ხელისუფლების ორმა შტომ: სასამართლომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, კრიმინალურ სკანდალებში გახვეულ, გაკოტრების პირას მყოფ ჩინურ კომპანია CEFC China Energy-ს და ამ უკანასკნელის გაკოტრების შემდეგ კი, კანონის გვერდის ავლით, როგორ მოაქცია იგი ბიძინა ივანიშვილისა და ივანე ჩხარტიშვილის შეუზღუდავი კონტროლის ქვეშ.

წინამდებარე ანგარიშის ფარგლებში ჩვენს მიერ გამოტანილი დასკვნები საბოლოოდ დადასტურდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული პანდორას დოკუმენტებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Brightstone Finance Limited-ის კავშირები დოკუმენტალურადაა დადასტურებული.

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?

თინათინ ხიდაშელის კომენტარი ?

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/209319291288503

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2362796507187165

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/200362635500407

პანდორას ყუთი გაიხსნა ივანიშვილის კავშირები ჩინურ კომპანიებთან N8 ანგარიში Read More »

CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION საქართველოში ანგარიში N7

სამოქალაქო იდეას China Watch-ის მეშვიდე ანგარიში ეხება ჩინეთის ხიდებისა და გზების კორპორაციის (China Road and Bridge Corporation) საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაცდომებს საქართველოში, კანონის დარღვევით მოგებულ ტენდერებს, შრომითი უფლებების დარღვევებსა და სკანდალურ პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ორი უმსხვილესი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს და სხვა საქართველოში არსებული ჩინური კომპანიების მსგავსად, ისიც 2009 წელს, ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამის (NRIMP 1) პირველი ფაზის ტენდერში გამოვლენილი თაღლითური საქმიანობის გამო მსოფლიო ბანკმა შავ სიაში შეიყვანა. მას რვა წლით აეკრძალა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობა.
საქართველოში ჩინური კომპანიის გადაცდომები ძირითადად უკავშირდება შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას. კერძოდ, China Road and Bridge Corporation სამუშაო ადგილზე არ იცავდა მინიმალურ სანიტარულ ნორმებს, დასაქმებულებს აიძულებდნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს და რაც ყველაზე მთავარია, ტერიტორიაზე არ იყო შექმნილი შრომის უსაფრთხოების პირობები, რამაც ადგილობრივი მუშების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. შრომის ინსპექციამ „China Road and Bridge Corporation“-ს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია მისცა და რეალურად, კომპანიის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქცია არ განხორციელებულა. China Road and Bridge Corporation-ის სადავო საქმიანობა ასევე შეინიშნება კენიაში, უგანდაში, ყირგიზეთში, ხორვატიასა და უკრაინაში. თუმცა, მიუხედავად სხვა ქვეყნებში არსებული გადაცდომებისა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან და მათთან ახალ კონტრაქტებს აფორმებს.

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?

Annual-Report-GEO-1

CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION საქართველოში ანგარიში N7 Read More »

სამოქალაქო იდეა აცხადებს ვაკანსიას თავმჯდომარის აღმასრულებელი ასისტენტის თანამდებობაზე.

??ჩვენთან მუშაობა საინტერესოა!!!
სამოქალაქო იდეა აცხადებს #ვაკანსიას თავმჯდომარის აღმასრულებელი ასისტენტის თანამდებობაზე.
⏱?აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი, 2021 წელი.
მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგვიგზავნეთ:?? info@virtualdemacademy.com

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ?

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSedp7xfcoJRqQjJIYd4WuS4yFRCSwtmh7d_1ZYIDpelr8vGOQ/viewform?fbclid=IwAR0n2XX88i_DciFrVUovEFYEkyUQ3FSJu62-FG7zfPyYJSCq_rRECPJB–Q

სამოქალაქო იდეა აცხადებს ვაკანსიას თავმჯდომარის აღმასრულებელი ასისტენტის თანამდებობაზე. Read More »

არეული ფიქრები ნამახვანზე და უფრო მეტად კი სოციალურ პროტესტზე

“როგორც მოსალოდნელიც იყო, ყველა მხრიდან ენით აუწერელ ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე: ხელისუფლებას დემოკრატია ის გონია ქუჩაში გამოსულ ხალხს რომ არ ესვრის, თორემ მოსმენა, ანგარიშვალდებულება, თანამონაწილეობა არც კი სმენია; მეორენი, მხოლოდ კრემლის და რუსეთის ძახილით ცდილობენ პრობლემების გადაგორებას; მესამენი, უბრალოდ არ იმჩნევენ, და სხვა. არც ერთი, არც ერთი მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა არც კი ცდილობს არათუ ამ კონკრეტულ პროტესტზე კაპიტალიზაციას, არამედ თუნდაც მისი თანმდევი ეფექტის გამოყენებას.

ანალოგიურად, ენითაუწერელია თავად პროტესტის ორგანიზატორების ინფანტილიზმიც, რომლებიც მუდმივად, ჯიუტად აცხადებენ რომ მათი კარი დახურულია პოლიტიკური პარტიებისათვის. ამგვარი განცხადების უკიდურესი უგუნურობა უქმნის სწორედ ლეგიტიმაციას, მომეტებულ სპეკულაციებს შავი ფულის, კრემლთან კავშირის და სხვა მსგავსი კონსპირაციული შემადგენლის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ტელე-ეთერიდან გვესმის” – წაიკითხეთ თინა ხიდაშელის ბლოგი ნამახვანის და სოციალური პროტესტის შესახებ. ?

https://publika.ge/blog/areuli-fiqrebi-namakhvanze-da-ufro-metad-ki-socialur-protestze/

არეული ფიქრები ნამახვანზე და უფრო მეტად კი სოციალურ პროტესტზე Read More »

საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის “ევროპული, სამოქალაქო ერის შენება – დიდი გამოწვევა საქართველოსთვის”

?? მოგესალმებით ყველას,

პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ სარგებლობთ დემოკრატიის ვირტუალური აკადემიით.
ძალიან სასიამოვნოა, რომ ერთ წლის განმავლობაში, თითქმის 3,000-მა სტუდენტმა ისარგებლა ჩვენი კურსებით. მიიღო დამატებითი ცოდნა და ინფორმაცია, მათთვის საინტერესო თემებზე.

გვინდა შემოგთავაზოთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს მიერ გამოცხადებული საზაფხულო სკოლის კონკურსში, რომელიც გაიმართება ივლისის თვეში.

ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიმდინარე მოვლენებს, და ყველა ღონისძიებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად ვგეგმავთ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, დაგეგმილი გვაქვს 5 დღიანი სასწავლო პროგრამა 26 ივლისის კვირაში, კახეთში.

პროგრამა ითვალისწინებს, დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის პორტალზე, გიორგი კანაშვილის, თამარ ავალიანისა და გიორგი მასალკინის კურსებზე გავლილი თემატიკის შესაბამის სიღრმისეულ, 5 დღიან კურსს:

– კონფლიქტების ტრანსფორმაციის;

– უმცირესობების უფლებებისა და მრავალფეროვნებით გამოწვეული შესაძლებლობების;

– საქართველოში ევროპული, სამოქალაქო ერის განვითარების შესახებ.

ტრენინგზე შემოგთავაზებთ სპიკერების ფართო სპექტრს, ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიდან და ბერლინში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “Corridors -Dialogue through Cooperation”-დან.

??დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა 31 მაისამდე.

? https://forms.gle/BGg7dy3BXUcp6ofc8

აქვე, გიგზავნით კიდევ ერთი შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას: საზაფხულო სკოლა ბერლინში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ანალოგიურ თემატიკაზე.  https://www.facebook.com/GeorgianCivicIDEA/posts/512650426770843

საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის “ევროპული, სამოქალაქო ერის შენება – დიდი გამოწვევა საქართველოსთვის” Read More »

ერთი კვირა ბერლინში, საინტერესო პროგრამით და საინტერესო ხალხთან ერთად!

ერთი კვირა ბერლინში, საინტერესო პროგრამით და საინტერესო ხალხთან ერთად!

?? საინტერესო შემოთავაზება ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ვინც დაინტერესებული ხართ კონფლიქტების მენეჯმენტის, მშვიდობის შენებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების კვლევებით!
✅სამოქალაქო იდეა ??გერმანელ პარტნიორებთან ერთად გიწვევთ ერთკვირიან საზაფხულო პროგრამაზე ბერლინში, აგვისტოში. პროგრამა ??ინგლისურ ენაზე წარიმართება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 6 ივნისი.

ერთი კვირა ბერლინში, საინტერესო პროგრამით და საინტერესო ხალხთან ერთად! Read More »

Nuctech Company Ltd. საქართველოში ანგარიში #6

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ China Watch-ის მეექვსე ანგარიში ეფუძნება ჩინეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი „Nuctech company limited“-ის კვლევას და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა – კომპანიის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, მის სახელთან ასოცირებული დარღვევები, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების სატენდერო პროცედურებში, მის მიერ მოწოდებული უსაფრთხოების მოწყობილობების გაუმართაობა და კორუფციული სკანდალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კერძოდ, ანგარიში მიმოიხილავს კომპანია “Nuctech”-ის გადაცდომებს საქართველოს, ნამიბიას, ტაივანის და ევროპის მაგალითებზე, რომელიც შეეხება მის ერთობლივ სამხედრო მიზნებზე დაფუძნებულ კავშირებს რუსეთთან და აშშ-ს მიერ გაწეულ წინააღმდეგობრივ პოლიტიკას მის მიმართ.

კომპანია „Nuctech“ ქართულ ბაზარზე პირველად 2008 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწერა „საქართველოს მთავრობისათვის საინსპექციო-შემოწმებითი კომპლექსების მიწოდების პროექტის რეალიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებას კომპანია „Nuctech Company Limited“-თან. აუდიტის სამსახურის 2014 წლის დასკვნის მიხედვით, 2012 წელს შემოსავლების სამსახურმა ყაზბეგისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე რენტგენული შემოწმების სისტემების შესყიდვები საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განახორციელა. ამ უკანასკნელმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კონკურსის გარეშე შეისყიდა საქონელი კომპანია „Nuctech Company Limited”-ისგან, რის გამოც, საბოლოო ჯამში, 215 368 აშშ დოლარით მეტი თანხა გადაიხადა.

2011-2013 წლებში შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში მონაწილე მიმწოდებლებმა განაცხადეს დასაბუთებული პრეტენზიები სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, იმასთან დაკავშირებით, რომ შესყიდვების ობიექტზე ტექნიკური დავალების მახასიათებლები მორგებული იყო „Nuctech Company Limited“-ზე და იმდენად იყო გართულებული რომ, ბევრ მომწოდებელს შეეზღუდა მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მხოლოდ 2018-2020 წლებში შემოსავლების სამსახურმა, გამარტივებული შესყიდვების გზით, „Nuctech Company Limited“-სგან ჯამში 5 870 722.48 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა, რომლის მიზანიც, შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში უკვე არსებული Nuctech-ის ფირმის პროდუქციის ტექნიკური მომსახურება და სათადარიგო ნაწილების მიწოდება იყო.

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც Nuctech-ს სათანადო წინააღმდეგობას უწევს და შიდა კრიტიკულ ინდუსტრიებზე წვდომას უზღუდავს, ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ Nuctech–ის დანადგარები 2014 წელს აკრძალა და კომპანიის გადაცდომების დეტალური მიმოხილვა საიდუმლო დოკუმენტის სახით წარმოადგინა, რაც მის საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნებოდა. უფრო მეტიც, აშშ-ს მთავრობა მოუწოდებს თავის ევროპელ მოკავშირეებს, რომ Nuctech-ს სახელმწიფო ტენდერებთან წვდომა შეუზღუდონ და მის მიერ მოწოდებული ბარგის სკრინინგის ტექნიკა უგულებელყონ. თუმცა, დღესდღეობით ევროპის სახელმწიფოები ინდივიდუალურად რეაგირებენ Nuctech-ის და მისი საქმიანობის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე. მაგალითად, მაშინ როცა Nuctech წარმატებით იგებს ტენდერებს ესტონეთში, ფინეთსა და ხორვატიაში, ლიატუვის მთავრობა ოფიციალურად კრძალავს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ მოწყობილობებს.

ძალიან ხშირად გვეკითხებიან კონკრეტულ ზიანზე, რომელიც შეიძლება ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობით ქვეყანას მიადგეს. მაგალითად, უკრაინაში Nuctech-მა არამარტო არასრული და დეფექტური მოწყობილობები მიაწოდა უკრაინის საბაჟოებს, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების ბიუროს საქმეც კი მოუგო სასამართლოში. სამწუხარო გამოცდილება აქვს ნამიბიასაც, რომელიც პეკინმა ჩინეთის ინტერნეტ საძიებო სივრციდან ამოიღო და ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე მასთან დაკავშირებული ყველა სახის მედია ცენზურა დაამყარა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა Nuctech-თან ასოცირებული ანტიკორუფციული სკანდალის გამოძიება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო, რომ ნამიბიის კორუფციის სკანდალში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, ჰუ ძინტაოს ვაჟი, ჰუ ჰაიფენგი მონაწილეობდა. გლობალური ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ჩინეთი დღემდე ეფექტურად ახერხებს მოსახლეობისთვის მისთვის არასასურველი ინტერნეტ პორტალებისა და საძიებო წყაროNuctech Company Ltd წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას, რომელიც 1997 წელს დაარსდა, როგორც ცინხუას უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია. ის დააფუძნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის, ჰუ ძინტაოს ვაჟმა და მას შემდეგ, თავის საქმიანობას მსოფლიოს 160 ქვეყანაში ეწევა. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ის პასუხისმგებელია ების აკრძალვას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური გავლენების გაფართოებისა და კორუფციულ და თაღლითურ გარიგებებში მონაწილეობის გარდა, Nuctech და მისი მფლობელი ცინხუას უნივერსიტეტი გავლენების გავრცელებას აკადემიური სფეროს გამოყენებითაც ცდილობენ. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სანკტ პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მაღალენერგეტიკული რენტგენის აპარატურის, ანტიტერორისტული აღჭურვილობისა და სხვა ტექნოლოგიების შექმნის საკითხებში, რომელთა სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების პოტენციალიც არსებობს.

ლინკი ?

6-ანგარიში

Nuctech Company Ltd. საქართველოში ანგარიში #6 Read More »

სარაკეტო აფიორის ექო საქართველოში: თავდაცვის მემორანდუმი “მოტორ სიჩთან“

2021 წლის 23 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის თავდაცვის უწყების თაოსნობით, „მოტორ სიჩმა“ საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „DELTA“- სა და თბილისის საავიაციო ქარხანა (TAM) “თბილავიამშენთან“ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თანამშრომლობა და შესაბამისად, მემორანდუმი „სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად“. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს“, თუმცა „თბილავიამშენსა“ და აღნიშნულ კომპანიას შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების რაიმე მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, მანამდე ცნობილი არ ყოფილა.

მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, თავდაცვის უწყებამ მოგვიანებით, 2021 წლის 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშიც დაადასტურა: „საბრძოლო შვეულმფრენის მი-24-ის ძრავებსა და რედუქტორებზე, კომპანია ““მოტორ სიჩსა” და სს „თბილავიამშენს“ შორის ხელშეკრულება უკვე გა-ფორმებულია, რაც გულისხმობს საბრძოლო მი-24-ის ძრავების მოდერნიზაციასა და რემონტს.“ 

საინტერესოა, როდის მოხდა „თბილავიამშენსა“ და “მოტორ სიჩს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან 2017 წლიდან მოყოლებული აღნიშნული კომპანია მუდმივად გამოძიების, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან შესწავლისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ობიექტია. სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაცია საჯარო სივრცეში არ იძებნება, რაც გვაფიქრებინებს რომ ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გამოძიების ინტერესისა და შელახული რეპუტაციის მქონე კომპანიასთან იწყებდა ურთიერთობას და შესაბამისად, ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ არ გაასაჯაროვა.

2020 წლის ივნისში, პარლამენტში მინისტრის ანგარიშის წარდგენის დროს, საქართველოს იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, ავიაციის განვითარებაზეც ისაუბრა. გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „DELTA“- სა და თბილისის საავიაციო ქარხანა (TAM) “თბილავიამშენთან“ ერთად დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებზე.

„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, დელტას ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ სუ-25-ისა და მოიერიშე შვეულმფრენის მი-24-ების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სწორედ მი-24-ების რეაბილიტაციის ხელშეკრულებაზე საუბრობდა სამინისტრო 2021 წლის 31 იანვრის განცხადებაშიც, როგორც უკვე მიმდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებაზე “მოტორ სიჩსა“ და „თბილავიამშენს“ შორის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის ივნისში ეს თანამშრომლობა უკვე შემდგარი ფაქტი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ, 2019 წელს საერთაშორისო მედია უკვე წერდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ კიევისთვის ჩატანილი გაფრთხილების შესახებ – თავიდან აიცილონ ჩინეთის „ვალის მახეში“ აღმოჩენის საფრთხე. ბოლტონის გზავნილები სწორედ, კომპანია „მოტორ სიჩსა“ და მის ახალ ჩინელ მესაკუთრეებს ეხებოდათ.

2020 წელს კი, საერთაშორისო მედია „ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების“ საქმეზე, “მოტორ სიჩის” წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ იუწყებოდა. საერთაშორისო მედია, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნების განცხადებები სავსეა აღნიშნული კომპანიის წინაშე არსებული პრეტენზიებით, ბრალდებებითა და ეჭვებით.

სპეციალურ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ “მოტორ სიჩის” გარშემო არსებული ბუნდოვანებისა და პრობლემების შესახებ, ჯერ კიდევ 2014 წელს იყო ცნობილი. მიუხედავად რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისა, “მოტორ სიჩი” სხვა უკრაინულ კომპანიებთან ერთად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან აგრძელებდა თანამშრომლობასა და მათი სამხედრო საჭიროებებით უზრუნველყოფას. ამ ფაქტის შესახებ 2014 წელს Washington Post-ის გამოძიება იუწყებოდა.

5-ანგარიში


სარაკეტო აფიორის ექო საქართველოში: თავდაცვის მემორანდუმი “მოტორ სიჩთან“ Read More »

პოლიტიკური კრიზისიდან – პოლიტიკური ხანძრისკენ

ხელისუფლებას ეშინია სიტყვა კრიზისის.

რატომ არის დღენიადაგ იმის მტკიცებაში, რომ ქვეყანაში არ არის კრიზისი? რატომ ეძებს და იგონებს ახალ სიტყვებს იმის სათქმელად, რაც უმარტივესია და ზედაპირზე დევს?

მთელი ევროპის, ყველა, 27-ვე ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოში რამდენიმესაათიანი ყოფნისთანავე აღმოაჩინა, რომ ეს ევროკავშირის სამეზობლოს პატარა ქვეყანა ისეთ ღრმა კრიზისშია, რომ მის მიერ უბრალოდ პრესკონფერენციაზე ან შეხვედრების დროს მოწოდებები ვეღარაფერს უშველიდა და პირდაპირ თავად 27 ქვეყნის პრეზიდენტი დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან.

ამ პროცესში სატირალი დიდი გვაქვს. 30-წლიანი სახელმწიფოებრიობანას ხლაფორთის ფონზე, ისევ სამოქალაქო შესკდომის რეჟიმში ვართ და პალესტინა–ისრაელის მსგავსი რაუნდები გვჭირდება მედიატორ–ფასილიტატორებით ერთ ოთახში, მაგიდასთან აღმოსაჩენად.

რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ ღრმად არაკომპეტენტურია. ეშინია იმიტომ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა პოლიტიკურ ველზე. ეშინია იმიტომ, რომ კორუმპირებულია და ძალაუფლების დაკარგვას თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს. ეშინია იმიტომ, რომ სრულიად ამორალურია.

საქართველოს ხელისუფლების სათავეშია პირი, რომელსაც პატარა ბიჭების დაჩაგვრა სანიმუშო საქციელი ჰგონია. ეს ახალისებს და აღაფრთოვანებს. მორალსა და ზნეობასთან ზურგშექცეული მთელ ამ ტრაგედიაში დაზარალებულის სტატუსს ეძებს. ეშინია იმიტომ, რომ კორუმპირებულია და ძალაუფლების დაკარგვას თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს.

სწორედ ამ და სხვა შიშების გამო, არ აღიარებს კრიზისს და თავადაც იჯერებს, რომ ის, უბრალოდ, არ არსებობს. ვინაიდან არ აღიარებს, მას წარმოდგენა არ აქვს არც იმაზე, ხვალინდელი დილა როგორი გაუთენდება და არც იმაზე, შემდეგი ნაბიჯი რა უნდა გადადგას. ასეთი ხელისუფლება კი საშიშია ქვეყნის შიგნით და ვერავის გამოადგება პარტნიორად ქვეყნის გარეთ.

გემახსოვრებათ, 90-იანები ბეიკერის ფორმულით დავიწყეთ და 30 წლის შემდეგაც ზუსტად იქ ვართ, უდრტვინველად და უკომპრომისოდ ვდგავართ გადასაჩეხ ნაპრალთან.

სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლებაში ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი მაინც რომ იყოს სახელმწიფოს მართვის მინიმალური ცოდნით ან გამოცდილებით, აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ კრიზისი სახელმწიფოს განვითარების ნორმალური, არა უბრალოდ ნორმალური, ვიტყოდი უფრო ბუნებრივი, ხანდახან სასურველი და აბსოლუტურად აუცილებელი პროცესიც კია. კრიზისი არ უნდა გვაშინებდეს. კრიზისი უნდა დაინახო, როგორც გამოწვევა, შანსი, გვერდიდან შეხედო, ეიფორიიდან გამოხვიდე, ჩვეულებრივ ვითარებაში დაშვებული ფარგლებისა და წინასწარ დადგენილი ჩარჩოების მიღმა იფიქრო და იმოქმედო. კრიზისი ექსტრაორდინარულ რეჟიმში გადასვლას მოითხოვს, რაც, როგორც წესი, პროგრესისა და განვითარების ახალი სუნთქვის დასაწყისია. სწორედ აქ არის ჩვენი შანსიც. და სწორედ ამ შანსის გამოყენების არც უნარი, არც ცოდნა და, როგორც გაირკვა, არც სურვილი აქვს ქვეყნის ხელისუფლებას.

არადა, სწორედ და მხოლოდ კრიზისების დროს ქმნის და შობს ქვეყანა შემდეგ ახალ დიდ იდეას და ახალ ლიდერებს. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ კრიზისი ტრაგედიაა მხოლოდ იქ და მაშინ, როცა ქვეყანა, ერი ვერ არის შემძლე, სათავე დაუდოს ახალ დიდ იდეას, შვას ახალი ლიდერი.

ანუ თავისთავად კრიზისში კი არა, ერის მიერ სიახლის წარმოშობის ვერ შემძლეობაშია საქმე.

როდის ვერ დგება კონსენსუსი და ვერ ახერხებენ მოთამაშეები გადატვირთვას? ზუსტად იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტაა, და ამ შემთხვევაში ყველა ერთად.  მიმდინარე პროცესებში კი მთლიანად პოლიტიკური ელიტის ტრაგედია კარგად გამოჩნდა.

ოპოზიციას უნდა დავუფასოთ თემატური ერთიანობა, რომელიც ამ პროცესში ყველასთვის მოულოდნელად გამოვლინდეს, თუმცა აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ერთიანობა მხოლოდ შედეგის მიღწევის ინსტრუმენტია და როგორც კი რამე სხვა ფუნქციას აკიდებ აუცილებლად ხელში შემოგადნება, მისი ობიექტურად არარსებობის გამო.

ამგვარი ერთობა არათუ ინტერპარტიული, აღმოჩნდა, რომ შიდაპარტიული მოცემულობაც კი არ არის, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესში ხშირად ვხედავდით სწორედ ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ყველა ნიშანსა და მახასიათებელს. ერთიანობის გაუგონარი, ხშირად მომაბეზრებელი რიტორიკით მოქმედი პარტიები არათუ ერთიან მომლაპარაკებლებზე ვერ შეთანხმდნენ, საკუთარი შიდაპარტიული წარმომადგენლობის საკითხიც კი ვერ მოაგვარეს და დაჰყვებოდა ევროკავშირში თავის ყოფილ ელჩს, სამადაშვილს ქუჩის სამოქალაქო აქტივისტი, რაღა თქმა უნდა, ყოფილ საგარეო მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძეს, მისი საკუთარი სუპერ კონფრონტაციული მაკონტროლებელი…

ახალი იდეისა და ახალი ლიდერების მომლოდინე ქვეყანაში ხშირად არასწორად გაგებული ერთიანობისა თუ ერთობის მძევლად ყოფნა სწორედ ახალი იდეებისა და ახალი ლიდერების წარმოშობის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროცესს აფერხებს და ამის დიდი ხნით გაგრძელება, უბრალოდ, დაუშვებელია.

მე იმ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრ სხვა მაგიდასთან და დარბაზში ვყოფილვარ. მთავარი გმირებიც დიდწილად იგივენი არიან. უცვლელია სულისკვეთებაც. „კონსენსუსი“, „დათმობა“, „კოაბიტაცია“ ჯერ ისევ უცხო და პოლიტიკურად არაკორექტული სიტყვებია საქართველოში. მოლაპარაკების მაგიდასთან მთავარ მიღწევად ისევ უკომპრომისობა მიიჩნევა.

აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია დავინახო, რომ მონაწილეების დიდი ნაწილისთვის მთავარი ამოცანა მოსწრებული სიტყვის მოსწრებულად გასროლა, მეორე მხარის 9-9 წლის დანაშაულების წამოსაძახებლად იყო მთავარი სიამოვნება და მიღწევა, რომლისკენაც ისწრაფოდნენ და ალბათ აღწევდნენ კიდეც, სანამ დატოვებდნენ ოთახს. აკი, პარლამენტის კიდევ ერთმა ყოფილმა თავმჯდომარემ, ბატონმა კობახიძემ გაუგონარი ზიზღის, სწორედ ამგვარი მოსწრებული სიტყვის ზეიმის დემონსტრირება გვაჩვენა ცნობილ პრესკონფერენციაზე მხოლოდ მას რომ ეგონა, ყველაფერი დასრულდა და აღარავისთვის ანგარიშგასაწევი არაფერი ჰქონდა. არადა, ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. იმ პარტიის, სადაც რიგგარეშე არჩევნები, როგორც ასეთი, ბოროტება ჰგონიათ, ხოლო პოლიტიკური პატიმრის ყოლა ნორმალური ამბავი. სამართლიანობისთვის, ეს ორი ამბავი ყოველთვის ყველა პირველ პირს სწორედ ასე ესმოდა.

კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველო ამ კრიზისს, რა თქმა უნდა, არ გადაჰყვება. ის, როგორც ქვეყანა, იარსებებს და კიდევ ბევრი საუკუნე იქნება რუკაზე. უფრო მეტიც, შეიძლება, კიდევ უფრო კარგი ღვინის დამზადება ვისწავლოთ, ვიდრე დღეს გვაქვს და სუხიშვილებიც ალბათ ისევე კარგად იცეკვებენ, როგორც აქამდე. ალბათ, არც ბორჯომის წყლის სათავეები დაშრება.  ზუსტად ისე, როგორც 1989 წელს ერთ-ერთ მიტინგზე გვითხრა ორატორმა, რომ სამი რამ გადაგვარჩენდა – ქართული ღვინო, ქართული ცეკვა და ქართული ბორჯომი, მგონი, ზუსტად იქ ჩავრჩით.

თუმცა ის, რაც არასოდეს მოხდება, არის ის, რომ ასეთი ქვეყანა ვერასოდეს გახდება ვერც ნატოს და  ვერც ევროკავშირის წევრი, ვინაიდან მას აკლია ყველაზე მთავარი – პოლიტიკური სიმწიფე, უსაფრთხოებისა და თავისი მოქალაქეების ბედნიერებისკენ სწრაფვა.

შესაბამისად, ის ვერ იქნება ვერც სანდო და ვერც პარტნიორი.

ვისი ბრალია? პასუხი ბანალურია – ყველა დამნაშავეა. მაგრამ პირველ რიგში იმ ადამიანების ბრალია, ვისაც შეუძლია, დიახ, შეუძლია, ხმის სანაცვლოდ 2 კილო კარტოფილის ფასის შეთავაზება და ვისაც შეუძლია ამაზე თანხმობა. მაშინ აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ ის, ვინც ხმის მიყიდვა შემოგთავაზა, შემდეგ შენი მინისტრი გახდება და ტელევიზორში 2 „ტრუპს“ მოითხოვს ან კრიმინალის კარგად ყოფნაში დაგარწმუნებს თალიბანის კაიკაცობით აღფრთოვანებული, ხოლო ჯანდაცვის მინისტრად ქალს დაგინიშნავენ, რომელიც 2 არა, ათასების „ტრუპებს“ ითხოვს, ვინაიდან, უბრალოდ, ჩვეულებრივი  საშიში ბნელია და ზემოთ რომ შიშებზე ვსაუბრობდით, რა მოსატანია, აცრის გაკეთების ეშინია.

ერთი ძალიან კარგი კაცი და ჩემი მეგობარი ხშირად მიმეორებდა ხოლმე „ესაა შენი სამშობლო ბალღო, საშველი არ არის, არ არისო“. ალბათ, ასეცაა, მაგრამ მაინც არ უნდა დავიჯეროთ და როგორი უიმედოც არ უნდა ჩანდეს მომავალი, უნდა გავაჩინოთ საშველი – მე, შენ, ჩვენ, ყველამ ერთად. 

ეს საშველი კი მხოლოდ ერთია, ერთ სახელი ჰქვია – ახალი, დიდი იდეა, რომელსაც ახალი ლიდერები ქმნიან. ქვეყანამ უნდა შეძლოს ახალი იდეის, ახალი ლიდერის წარმოშობა.

თინათინ ხიდაშელი

ლინკი: ?
https://publika.ge/blog/politikuri-krizisidan-politikuri-khandzrisken/?fbclid=IwAR1frzXGhx2rJJgVo85ec51ukMT_TlHjfilE4ZXp8l_QQQN_p8T8GAyHiVQ

პოლიტიკური კრიზისიდან – პოლიტიკური ხანძრისკენ Read More »

Scroll to Top