კვლევა

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მესამე ანგარიში

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მესამე ანგარიში მოიცავს სინოჰიდროსა და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან დაკავშირებულ გადაცდომებს. კვლევა ეთმობა ორ ჩინურ კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მიმდინარე მრავლობით ინფრასტრუქტურულ პროექტზე და ამავდროულად, გამოირჩევიან განსაკუთრებული შელახული რეპუტაციით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში არსებულ დარღვევებს. კერძოდ:

? გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევას;

? შრომითი უფლებების დარღვევას;

? სახელშეკრულებო პირობების და წესების დარღვევას.
ასევე, გთავაზობთ ამავე კომპანიებთან უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებას მაგალითების სახით, რათა ხაზი გავუსვათ კომპანიისთვის კონტრაქტების გაცემისას საქართველოს მთავრობაში გამოვლენილი არაკეთილსინდისიერების (Due Diligence) პრობლემას, კომპანიის შელახული რეპუტაციის იგნორირებასა და არასათანადო კვლევას

ANGARISHI-N3-geo-final

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მესამე ანგარიში Read More »

ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს? ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა & არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი

ქართული არასამთავრობო, ანალიტიკური ორგანიზაცია, სამოქალაქო იდეა, ბოლო სამი წელია იკვლევს და აკვირდება ჩინეთის საქმიანობას საქართველოში. მისი ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალის არაკონტროლირებადი და გაუწონასწორებელი ზრდა, საფრთხეს უქმნის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას. დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ კვლევას:

„ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს?

ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა & არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი“

2020 წლის შემოდგომაზე, ჩვენ კიდევ რამდენიმე ანგარიშს გამოვაქვეყნებთ ჩინეთის გავლენებსა და ძალაზე, ასევე განვიხილავთ კორუფციად საშიშ საქმეებს, სადაც ერთმნიშვნელოვნად ჩანს ქართული სახელმწიფოს სისუსტე და მყიფე ხასიათი. მეტიც, 

მომდევნო ანგარიშებში დავინახავთ, რომ სახელისუფლებო წრეების მრავლობითი წარმომადგენლები ჩვეულებრივ კორუფციულ გარიგებებსა და სქემებში მონაწილეობენ, ზოგჯერ პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ზოგჯერ კი უნებურად ინსტიტუციური სიმყარის არარსებობისა და კანონის უზენაესობის ნაკლებობის გამო.

წინამდებარე ანგარიშში გთავაზობთ აკადემიურ სფეროში, მედიასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, და შესაბამისად ჩინეთის კომუნისტური პარტიის, პოლიტიკური გავლენების საკითხის კვლევას.

ანგარიშში თქვენ ნახავთ ფაქტებს და მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები 2018 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობენ ჩინეთის ისეთ სასწავლო დაწესებულებებთან, რომლებიც უსაფრთხოების მაღალი რისკების გათვალისწინებით ყველაზე უფრო მაღალი რისკის მატარებელ ინსტიტუტებად არიან მიჩნეული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და მაგალითად აშშ-ს კომერციის დეპარტამენტს შავ სიაში ყავს შეყვანილი. თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყანა ერთი მხრივ ნატოსკენ მიდის, ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან აფელირებულ მაღალი რისკის ინსტიტუტებთან არის დაკავშირებული, სერიოზული რისკის მატარებელია. 

ანგარიშში ნახავთ მრავლობით ფაქტებსა და მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ არ არსებობს არავითარი წინასწარი შესწავლის დოკუმენტები, სუსის ანგარიში ან რაიმე სხვა, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიერ ან შავ სიაში შეყვანილი, ან მაღალი რისკის მატარებელი დაწესებულებებისა და კომპანიების თაობაზე, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის მაინც იქნებოდა საქართველოს ფიზიკური, თუ იურიდიული პირებისთვის, ჩინეთში პარტნიორების ძიების პროცესში. შესაბამისად, სახელმწიფოს პრაქტიკულად სრულად აქვს მოხსნილი პასუხისმგებლობა უსაფრთხოების იმ რისკების მიმართ, რომელზეც დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმებულია.

ამის კარგი მაგალითია კონფუცის ინსტიტუტები, რომლებიც ევროპის და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში ერთმანეთის მიყოლებით იხურება, ხოლო ჩვენთან აღმავლობის ფაზაშია, ასევე ჰუავეისა და სხვა ჩინური გიგანტი ტექნოლოგიების კომპანიების საქმიანობა, ტიკტოკი რომელის თაობაზეც საზოგადოების გაფრთხილებისა და ინფორმირების ნაცვლად ყოფილი პრემიერის, მისი ოჯახის წევრებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების აქტივობებს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.

დღეს ჩინეთის საქმიანობა საქართველოში პირდაპირი, ხილული და მყისიერი საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა რესპექტაბელური და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების, ევროკავშირის მრავლობითი ორგანიზაციების კვლევების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების იგნორირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მყარი საგარეო ორიენტირების მოშლისა და ქვეყნის განვითარების და გრძელვადიანი წარმატების შესახებ ბუნდოვანი ხედვის თაობაზე.

თინათინ ხიდაშელის ბრიფინგი – ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოში: https://bit.ly/2Z3sbDr

ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს? ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა & არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი Read More »

აგვისტოს ნანგრევებში

“აგვისტოს ნანგრევებში” რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მრავალთვიანი ინტერვიუებისა და გამოკითხვების შედეგად დაიწერა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარის თინათინ ხიდაშელის მიერ.

“აგვისტოს ნანგრევები” ეფუძნება დაახლოებით 6000 მტკიდებულებას რომლის მოპოვებაც შესაძლებელი გახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ანგარიში მტკიცებულებებთან ერთად თინათინ ხიდაშელმა 2009 წელს წარადგინა ჰააგის სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოში მაშინდელ პროკურორ ოკამპოსთან.

“აგვისტოს ნანგრევებში” დღემდე რჩება ერთდერთ დოკუმენტად რომელშიც ერთად არის თავმოყრილი მრავლობითი მტკიცებულებები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩდენილი დანაშაულებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ.


ავტორი

თინათინ ხიდაშელი

აგვისტოს ნანგრევებში Read More »

დეოკუპაციის ერთიანი ეროვნული სტრატეგია – თინათინ ხიდაშელი

დეოკუპაციის ერთიანი ეროვნული სტრატეგია, როგორც ქართული სახელმწიფოს გამაერთიანებელი ინსტრუმენტი

თინათინ ხიდაშელი

დეოკუპაციის ერთიანი ეროვნული სტრატეგია – თინათინ ხიდაშელი Read More »

მეორე მსოფლიო ომიდან კიბერომამდე – თინათინ ხიდაშელი

მეორე მსოფლიო ომიდან კიბერომამდე – როგორ მოვიგოთ საინფორმაციო ომი?

თინათინ ხიდაშელი

მეორე მსოფლიო ომიდან კიბერომამდე – თინათინ ხიდაშელი Read More »

Scroll to Top