კვირის ამბავი

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (25-31 მაისი)

საქართველო

 

საქართველომ შანხაიში, საერთაშორისო გამოფენის გახსნამდე, საზეიმო მიღება მოაწყო

25 მაისი

25 მაისს, შანხაიში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. საღამო მიეძღვნა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში “ITB China 2026“, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას.

ღონისძიებას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული სექტორისა და მედიის 700-ზე მეტი წამყვანი წარმომადგენელი დაესწრო.

საღამოს მთავარი აქცენტი ქართული კულტურისა და ტრადიციების პრეზენტაცია იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და სასმელები, ხოლო კულტურული პროგრამის კულმინაცია ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლრუსთავისგამოსვლა იყო.

„International Tourismus-Börse” (ITB) 1966 წელს დაარსდა და დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში ერთერთ ყველაზე გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს. მასში ტრადიციულად მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიები, საერთაშორისო ექსპერტები და სექტორის წამყვანი პირები. წელს საერთაშორისო გამოფენა შანხაიში 26-28 მაისს მიმდინარეობდა.

 

ჩინეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

26 მაისი

26 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ოფიციალურ გზავნილში ჩინეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომსარტყელისა და გზისინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ უკვე გამოიღო ნაყოფიერი შედეგები.

ლი ციანმა მზადყოფნა გამოთქვა, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდეს პეკინსა და თბილისს შორის არსებული კავშირები და ჩინეთსაქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. მისალოცი წერილის დასასრულს ჩინეთის პრემიერმა საქართველოს კეთილდღეობა, ხოლო ქართველ ხალხს ბედნიერება უსურვა.

 

შანხაიში ITB China 2026 ქართული სტენდით გაიხსნა

26 მაისი

აზიის წამყვან ტურისტულ ფორუმზე, ITB China-ზე, საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენა 26-28 მაისს მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული სტენდის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

საქართველოს საგამოფენო სივრცე 400 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და ვიზიტორებს საქართველოს ბუნებას, მდიდარ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს ერთიან კონტექსტში აცნობს. სპეციალურ პავილიონში 30-მდე ქართული კომპანია უკვე მართავს შეხვედრებს აზიელ პარტნიორებთან ახალი ბიზნესკავშირების დასამყარებლად.

გამოფენის სტუმრებისთვის მოწყობილია ინტერაქციული სივრცეები: იმართება მასტერკლასები ქართულ კალიგრაფიასა და რეწვაში, გამოიფინება მუზეუმებში დაცული უნიკალური კოლექციების ასლები, პარალელურად კი მიმდინარეობს ტრადიციული კერძების კულინარიული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია, რაც ჩინურ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას ემსახურება.

 

ქართული დელეგაციის შეხვედრები მსოფლიო ტურიზმის ლიდერებთან

27 მაისი

27 მაისს შანხაიში, გამოფენა ITB China- ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გამართა.

საქართველოს დელეგაცია შეხვდა კომპანია Trip.com-მარკეტინგის რეგიონულ დირექტორს სუმერ ვონგს, ასევე კომპანია Messe Berlin-ის უფროს ვიცეპრეზიდენტს დევიდ რუეთს.

შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა აზიისა და ჩინეთის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

შანხაიში ITB China 2026 დასრულდა

28 მაისი

28 მაისს შანხაიში გამართული აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა Shanghai-ში დასრულდა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგა ITB China 2026-ზე.

სამი დღის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაციები და B2B შეხვედრები, სადაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, კულტურა, გასტრონომია და ღვინო იყო წარმოდგენილი.

საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც საჯარო და კერძო სექტორის 30-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა, უცხოელ პარტნიორებთან ათასზე მეტი საქმიანი შეხვედრა გამართა.

 

Auto Import Georgia ჩინური პლატფორმა Guazi.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

29 მაისი

ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიამ Auto Import Georgia- ჩინეთის საავტომობილო პლატფორმა Guazi.com-თან ექსკლუზიური პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა და მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

შეთანხმების შედეგად, ქართულ მომხმარებლებს ჩინეთის მეორადი ავტომობილების ბაზარზე პირდაპირი წვდომა ექნებათ. კომპანიის ინფორმაციით, პარტნიორობა მნიშვნელოვნად გააფართოებს იმ ავტომობილების არჩევანს, რომლებიც საქართველოში ჩინეთიდან შემოვა.

ბოლო წლებში ჩინური ავტომობილების, განსაკუთრებით ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების, პოპულარობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბაზრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინურ პლატფორმასთან პირდაპირი თანამშრომლობა ქართულ ავტობაზარზე კონკურენციის ზრდასა და მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას შეუწყობს ხელს.

Guazi 2015 წელს დაარსდა და დღეს ჩინეთის მეორადი ავტომობილების ერთერთ წამყვან პლატფორმად ითვლება, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებს.

 

პროფესორი მარინე ჯიბლაძე მსოფლიო ჩინური ენის სწავლების ასოციაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრად აირჩიეს

30 მაისი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, სინოლოგი და პროფესორი მარინე ჯიბლაძე მსოფლიო ჩინური ენის სწავლების ასოციაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრად აირჩიეს.

გადაწყვეტილება 30 მაისს ჩინეთში გამართულ ასოციაციის ყრილობაზე მიიღეს. მარინე ჯიბლაძე საქართველოში ჩინური ენის სწავლების ერთერთ პიონერად ითვლება. მისი ხელმძღვანელობითა და ავტორობით შექმნილია არაერთი სახელმძღვანელო, რომლებიც სტუდენტებს ენის შესწავლაში ეხმარება.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, 2010 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

 

ვილა მოსავალიაზიის მიმართულებით ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

31 მაისი

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიავილა მოსავალიაზიის მიმართულებით, კერძოდ კი ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს და ამ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს. ამის შესახებ 31 მაისს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა.

BM.GE-სთან საუბარში ნიკოლოზ შეყრილაძემ აღნიშნა, რომ ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა და ექსპორტი მზარდია, რასაც ხელს უწყობს როგორც მიზანმიმართული მარკეტინგული კამპანიები, ისე წლევანდელი კარგი მოსავალი.

ვილა მოსავალი“ 2018 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო აქტიურ ექსპორტს 2021 წლიდან ახორციელებს. ბრენდი კახეთში, ქართლსა და იმერეთში 110 ჰექტარ ვენახს ფლობს და წლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

აზერბაიჯანი

 

ძინპინი: „ჩინეთი და აზერბაიჯანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან

25 მაისი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს 25 მაისს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა. ჩინეთის ლიდერმა აზერბაიჯანელ კოლეგასა და ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

თავის მიმართვაში სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს და აღნიშნა, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ. სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და გამოხატა მზადყოფნა, ილჰამ ალიევთან ერთად ძალისხმევა არ დაიშუროს მაღალი დონის კავშირების დინამიკის შესანარჩუნებლად, რაც ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება.

წერილის დასასრულს ჩინეთის ლიდერმა მეგობარ აზერბაიჯანს წინსვლა და გაძლიერება, ხოლო მის ხალხს ბედნიერება და მშვიდობა უსურვა.

 

პეკინში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

25 მაისი

25 მაისს, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი სუნ ლინძიანი, ოფიციალური მიწვევით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო და ჩინეთში აზერბაიჯანის ელჩს, ბუნიად ჰუსეინოვს შეხვდა.

შეხვედრაზე სუნ ლინძიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სტრატეგიის წყალობით, ჩინეთაზერბაიჯანის ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ შედეგებს აღწევს. მისივე თქმით, ჩინური მხარე მზად არის, ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

თავის მხრივ, ბუნიად ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და ჩინეთის პრეზიდენტების მეგობრობა და ურთიერთნდობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

ელჩმა ასევე დაადასტურა აზერბაიჯანის მზაობა, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობასარტყლისა და გზისინიციატივის ფარგლებში, რაც ორივე ქვეყნის ხალხს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

 

ვან ნიუიორკში ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

26 მაისი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან , 26 მაისს, ნიუიორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

ჩინური მხარის ცნობით, შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა დაერთი სარტყელი, ერთი გზისინიციატივის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განვითარებაზე.

ამავე კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს სავაჭროეკონომიკური კავშირების ზრდის ტენდენციები და ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო მიმართულებებით თანამშრომლობის პოტენციალი.

ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ორივე ქვეყანა პარტნიორობას ახასიათებს როგორც სტაბილურად მზარდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობასა და გრძელვადიან თანამშრომლობას.

სომხეთი

 

ჩინური ბიზნესდელეგაციის ვიზიტი ერევანში

25 მაისი

25 მაისს ერევანს ჩინეთის მსხვილი ბიზნესდელეგაცია ეწვია, რომელიცერთი სარტყელი, ერთი გზისპლატფორმების ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა სექტორის ლიდერებს აერთიანებს.

ჩინური დელეგაციასაერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების“ (IBRS) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ერთობლივი პროექტები, საინვესტიციო გარემო და ორმხრივი ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავება განიხილეს. IBRS-ში აცხადებენ, რომ ჩინეთი სომხეთისთვის სტრატეგიული ბაზარია, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ექსპორტის გაფართოებისა და გლობალურ არენაზე გასვლის დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

ეს ვიზიტი ემთხვევა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მკვეთრ გააქტიურებას: სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში სომხეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 19.6%-ით გაიზარდა და $701.7 მილიონს მიაღწია. ამ პერიოდში სომხური ექსპორტი 2.3-ჯერ გაიზარდა და $251.3 მილიონი შეადგინა, ხოლო იმპორტი 6.1%-ით შემცირდა. ჩინური ბიზნესის მიმდინარე მისია სწორედ ამ ახალი, მზარდი დინამიკის გამყარებას ისახავს მიზნად.

 

კონფუცის ინსტიტუტის დირექტორთა მოსამზადებელი პროგრამა წარმატებით დასრულდა

25 მაისი

ჩინეთის საერთაშორისო ჩინური განათლების ფონდისორგანიზებითა და სიამენის უნივერსიტეტის მასპინძლობით, 2026 წლის პირველი ნახევრის კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი დირექტორების მოსამზადებელი კურსი 25 მაისს დასრულდა.

12-დღიან ინტენსიურ პროგრამაში ჩინეთის 49 პარტნიორი უნივერსიტეტიდან 55 მომავალი დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც უახლოეს ხანში მსოფლიოს 38 ქვეყანაში დაიწყებენ მოღვაწეობას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ინსტიტუტის მართვის სპეციფიკა, კროსკულტურული კომუნიკაცია, ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლებაში და კრიზისების მართვა. გამოსაშვებ ცერემონიაზე ახალმა ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ კულტურულ დიალოგსა და საერთაშორისო ჩინური განათლების მაღალხარისხიან განვითარებას.

ფონდის გენერალურმა მდივანმა, ჟაო ლინგშანმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დირექტორების წამყვან როლს ორგანიზაციის განვითარებაში და აღნიშნა, რომ ახალ ეპოქაში მათგან მაქსიმალური ინიციატივა, ანალიტიკური აზროვნება და ეფექტური მართვაა საჭირო, რისთვისაც ფონდი მუდმივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

უზბეკეთი

 

ტაშკენტმა ჩინეთში 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო შეთანხმებები გააფორმა

28 მაისი

28 მაისს ტაშკენტის დელეგაციამ ჩინეთის ქალაქ სიანში გამართულ უზბეკურჩინურ ინტერრეგიონულ ფორუმზე პარტნიორებთან 3,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო შეთანხმებები გააფორმა.

მხარეებმა განიხილეს ურბანული ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, მშენებლობის, გარემოს დაცვისა და მრეწველობის პროექტები, განსაკუთრებული აქცენტით საზოგადოებრივი სივრცეების, სატრანსპორტო სისტემებისა და საინჟინრო გადაწყვეტილებების განვითარებაზე.

პარალელურად, გაფორმდა 130 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმებები ინდუსტრიული ზონაიანგი ავლოდისგანვითარების მიზნით, რომელშიც მონაწილეობენ კომპანიები Jwise, Zhongke Honghu, CAS Cloud და UMGG. პროექტი მიზნად ისახავს საწარმოოტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვას.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაფორმდა საექსპორტო ხელშეკრულებები, მათ შორის 150 მილიონი დოლარის ღირებულების უზბეკური საიუველირო ნაწარმის მიწოდებაზე, ხოლო დამატებით დაგეგმილია 5 მილიონი დოლარის ბამბის ძაფისა და 1 მილიონი დოლარის ვერცხლის კონცენტრატის ექსპორტი.

 

ტაშკენტისამარყანდის ახალი ავტომაგისტრალი $2.185 მილიარდის ინვესტიციით აშენდება

28 მაისი

28 მაისს უზბეკეთში დასრულდა ტენდერი ტაშკენტისა და სამარყანდის დამაკავშირებელი 282-კილომეტრიანი ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. გამარჯვებულად ჩინური კომპანია დასახელდა.

ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვის განცხადებით, პროექტის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დასრულებულია. კონტრაქტის გაფორმება ივნისში იგეგმება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება. ახალი ავტომაგისტრალი ოთხ რეგიონს გაივლის და მისი განხორციელება ოთხ ეტაპად არის დაგეგმილი. პროექტის პირველი მონაკვეთი, ტაშკენტისირდარიას მიმართულება, ექსპლუატაციაში ყველაზე ადრე შევა.

პროექტის საერთო ღირებულების 85% უცხოელი კრედიტორებისგან ფინანსდება, მათ შორის სამი ჩინური ბანკის მონაწილეობით,  China Development Bank-ის, Exim Bank of China-ისა და Bank of Communications-ისგან. დარჩენილ 15%- უზბეკეთის სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. გარდა ამისა, პროექტის შეუფერხებელი დაფინანსებისთვის განიხილება დაახლოებით $200 მილიონი მოცულობის ერთწლიანი სესხი.

პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის განკარგულებით, მშენებლობის ხარისხს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანია გააკონტროლებს. ასევე იგეგმება, რომ გზის გამოყენების ტარიფები მოსახლეობის გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით განისაზღვროს.

 

უზბეკეთის იმპორტში ჩინეთი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს

31 მაისი

უზბეკეთის საგარეო ვაჭრობაში 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ჩინეთმა იმპორტის უდიდესი წილი შეინარჩუნა, იუწყება Trend News Agency 31 მაისს უზბეკეთის ეროვნული სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით.

იანვარაპრილის პერიოდში ქვეყნის საერთო იმპორტმა 16.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ასახავს მზარდ მოთხოვნას სამრეწველო აღჭურვილობაზე, სამომხმარებლო საქონელზე, ნედლეულსა და ტექნოლოგიურ პროდუქციაზე. მონაცემების მიხედვით, ჩინეთი კვლავ რჩება უზბეკეთის იმპორტის მთავარ წყაროდ.

ანალიტიკოსების შეფასებით, იმპორტის ამგვარი განაწილება ასახავს უზბეკეთის ეკონომიკის მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესს და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე მის მზარდ დამოკიდებულებას, პარალელურად კი ქვეყნის მცდელობას, გააფართოოს სავაჭრო პარტნიორების წრე.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (25-31 მაისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (18-24 მაისი)

საქართველო

ტავ ჯორჯია“ Routes Europe 2026-ზე პირდაპირი ფრენების გაფართოებაზე მუშაობს

18 მაისი

საქართველო ჩინურ საავიაციო ბაზარზე ახალი მიმართულებების ათვისებას გეგმავს. იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე საერთაშორისო საავიაციო ფორუმზე Routes Europe 2026, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიატავ ჯორჯიაჩინურ ავიაკომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ 20-მდე შეხვედრას შორის, ჩინეთის მიმართულება ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ბაზრების დივერსიფიცირების სტრატეგიის ფარგლებში, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ტავ ჯორჯიასგენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტიდან ჩინეთის რამდენიმე მიმართულებით ფრენები უკვე ხორციელდება და ივლისიდან პირდაპირი რეისები შანხაის მიმართულებითაც ინიშნება. მისივე თქმით, ამ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, რის გამოც ჩინეთის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებენ.

ჩინური მხარის გარდა, ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს ევროპულ და ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიებთანაც მართავს. საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026, რომელშიც 65-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ავიაკომპანია და აეროპორტი მონაწილეობს, 20 მაისამდე გაგრძელდება.

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა

18 მაისი

18 მაისს შალვა პაპუაშვილი შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს და ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს ვანგ ჰიუნინგს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თბილისი და პეკინი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს და მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართლის განმტკიცებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის იდეას. ჩინურმა მხარემ კი დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოებას, ასევე ტურიზმის, განათლების, ინოვაციების, კულტურისა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ასევე განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური ტურბულენტობის ფონზე ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობას, მათ შორისსარტყლისა და გზისინიციატივასა და შუა დერეფნის პოტენციალს.

შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

პაპუაშვილის ვიზიტი ჩინეთში: შეხვედრა ჭაო ლეძისთან

18 მაისი

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებშიქართული ოცნებისპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18 მაისს ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.

მხარეებმა მოლაპარაკებების მთავარ მიმართულებად საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკური დიალოგის გაფართოება დაასახელეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კულტურის მიმართულებებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას უკვე აკავშირებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ეკონომიკური ჩარჩოები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, რაც ოფიციალური შეფასებით, სავაჭრო და ტურისტული ნაკადების ზრდას უწყობს ხელს.

მხარეებმა გლობალური არასტაბილურობის ფონზე საერთაშორისო სამართლის პრინციპების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საპარლამენტო დიპლომატიას, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის აქტიურად ვითარდება.

ჩინეთის ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ საქართველოჩინეთის ურთიერთობებიახალ ეტაპზეგადავიდა, ხოლო პეკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებსერთი ჩინეთის პრინციპისმხარდაჭერას და აქტიურად ჩაერთვება გლობალური განვითარების ინიციატივებში.

შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა

19 მაისი

19 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში (CFAU) მოხსენება გააკეთა.

პეკინში მდებარე უნივერსიტეტი, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული, „ჩინელი დიპლომატების აკვნადმიიჩნევა და დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს ამზადებს.

პაპუაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მისი თქმით, გლობალური ტრანსფორმაციების ფონზე საქართველო მშვიდობისა და განვითარებისკუნძულია“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით ხელისუფლების ძალისხმევაზე, საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და დაკავშირებადობის პოტენციალზე.

შეხვედრა ჩინეთში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შალვა პაპუაშვილის შეხვედრა შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარესთან

20 მაისი

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 20 მაისს შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანსა და შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოჩინეთის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შალვა პაპუაშვილმა შაანსის პროვინციის ისტორიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში უძველესი ცივილიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები წარმატებით ერწყმის ერთმანეთს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთის ქალაქებს შორის დაძმობილების პროცესის გააქტიურება და მზადყოფნა გამოთქვეს ინსტიტუციური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა

20 მაისი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა და 20 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებიისტორიულად მაღალ დონეზეა“.

ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში, რაც, მაღალჩინოსნის თქმით, ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო და ჩინეთი უკვე რამდენიმე წელია სტრატეგიული პარტნიორები არიან, მოქმედებს უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ვაჭრობის, ტურიზმისა და პირდაპირი ავიარეისების ზრდაზეც აისახება.

ქართული ოცნებისპარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, თბილისსა და პეკინსაბსოლუტურად იდენტური მიდგომააქვთ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მიმართულებით.

პაპუაშვილის ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩინეთი საქართველოს საგარეოპოლიტიკურ დღის წესრიგში ერთერთ აქტიურ მიმართულებად რჩება, რასაც ბოლო პერიოდში ქართველი მაღალჩინოსნებისა და საპარლამენტო დელეგაციების ჩინეთში გახშირებული ოფიციალური ვიზიტები ადასტურებს.

აზერბაიჯანი

ილჰამ ალიევმა ჩინეთის ვიცეპრემიერი ჟანგ გუოჩი მიიღო

18 მაისი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 მაისს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერი ჟანგ გუოჩი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ჩინეთის მხარემ პრეზიდენტ ალიევს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მისალმება გადასცა და აღნიშნა, რომ სი ძინპინი მას ჩინეთის მეგობრად მიიჩნევს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა მიღებული მისალმების გამო.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მსოფლიო ურბანული ფორუმის, World Urban Forum 13 საკითხსაც, რომელიც ბაქოში გაიმართა და გლობალური ურბანიზაციისა და ქალაქების განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ჩინურმა მხარემ აზერბაიჯანს ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ. ჟანგ გუოჩიმ აღნიშნა, რომ ჩინეთაზერბაიჯანის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და უკვე მიაღწია ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეს.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, როგორც ქვეყანა, რომელიც თავად დაზარალდა სეპარატიზმისგან, გმობს სეპარატიზმის ყველა ფორმასა და გამოვლინებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქომ არა მხოლოდ არ აღიარა ჩინეთის ტაივანის რეგიონში ჩატარებული არჩევნები, არამედ იყო ერთერთი იმ სახელმწიფოთაგან, რომლებმაც ამ არჩევნების შედეგები დაგმო.

ამ კონტექსტში, სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ურყევად უჭერს მხარსერთი ჩინეთისპოლიტიკას.

ბაქოში მიმდინარე ფორუმზე სინ ლიმ ურბანული განვითარების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

18 მაისი

ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიას (WUF13) შანხაის ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის ინსტიტუტის დირექტორი, სინ ლი დაესწრო.

18 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას სინ ლიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ურბანული ფორუმი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ქვეყნების გამოცდილების გაცვლისა და ურბანული დაგეგმარების გლობალური განვითარების ხელშეწყობისთვის.

ჩინეთი და აზერბაიჯანი ფლობენ პოტენციალს გააფართოონ თანამშრომლობა განათლების, ურბანული დაგეგმარებისა და ურბანული დიზაინის სფეროებში“, – განაცხადა სინ ლიმ.

მისი თქმით, მსოფლიო ურბანული ფორუმი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ქვეყნების გამოცდილების გაცვლისა და ურბანული დაგეგმარების გლობალური განვითარების ხელშეწყობისთვის.

სინ ლიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინური დელეგაციის ერთერთი მთავარი მიზანი ურბანული განვითარების სფეროში ჩინეთის გამოცდილების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაზიარებაა.

მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესია (WUF13), რომელიც 17-დან 22 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა, მდგრადი ურბანიზაციისა და ქალაქების განვითარების საკითხებში ერთერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო პლატფორმად მიიჩნევა. წლევანდელ ღონისძიებას 176 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

ლი ლიპინი WUF13-ის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

22 მაისი

22 მაისს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) სამშენებლო ინდუსტრიის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა ლი ლიპინმა მსოფლიო ურბანული ფორუმის (WUF13) ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ვიდეომიმართვა გააკეთა.

ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაში ლიპინმა აღნიშნა, რომ 21- საუკუნის დასაწყისიდან ჩინეთში ურბანიზაცია მნიშვნელოვნად დაჩქარდა, რამაც გარემოს ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია და ქვეყანას მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება შეუქმნა.

ჩინეთი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს მდგრადი ურბანული განვითარების სფეროში დაგროვილი გამოცდილება“, – განაცხადა ლი ლიპინმა.

მისი თქმით, ბოლო წლებში ჩინეთის სამშენებლო სექტორმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა ციფრული და ინტელექტუალური ტრანსფორმაციის, „ჭკვიანიქალაქების განვითარების, ურბანული განახლებისა და მწვანე, დაბალნახშირბადიანი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ლი ლიპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ურბანიზაციასთან და ქალაქების მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.

Xinhua ბაქოში გამართულ ფორუმზე ჩინეთის ურბანულ მიღწევებს მიმოიხილავს

22 მაისი

22 მაისს ჩინურმა სახელმწიფო სააგენტომ Xinhua News Agency ბაქოში გამართული მსოფლიო ურბანული ფორუმის, WUF13 შესახებ ღონისძიების შემაჯამებელი სტატია გამოაქვეყნა.

სტატიის მიხედვით, წლევანდელი ფორუმი, რომელიც ჩატარდა სახელწოდებითსამყაროს დაბინავება: უსაფრთხო და მდგრადი ქალაქები და თემები“, გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა მდგრადი და ინკლუზიური ურბანული გარემოს შესაქმნელად.

ღონისძიების ფარგლებში ჩინურმა მხარემ წარადგინა ეროვნული ანგარიშიახალი ურბანული დღის წესრიგისშესრულების შესახებ. დოკუმენტში ასახულია ქვეყნის პროგრესი ურბანული განვითარების პოლიტიკაში, მათ შორის ქალაქების დაგეგმარების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ეკოლოგიურად უფრო მდგრადი ურბანული სივრცეების შექმნა.

ფორუმის საგამოფენო სივრცეში ყურადღება მიიპყრო ჩინეთის პავილიონმა, სადაც Urban Planning Society of China-მა წარადგინა ექსპოზიცია და ვიზიტორებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გააცნო ქვეყნის ინოვაციური ქალაქგეგმარებითი გამოცდილება.

WUF13-ის მონაწილეთა საერთო შეფასებით, ბაქოს ფორუმი გახდა გარდამტეხი ეტაპი ურბანული განვითარების გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლის თვალსაზრისით.

სომხეთი

ევროპული დიპლომატია პეკინში: სომხეთისა და ევროკავშირის ინიციატივით ელჩებმა ჩინეთის გლობალური როლი განიხილეს

19 მაისი

ჩინეთში სომხეთის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი ინიციატივით, პეკინმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წევრი ქვეყნების ელჩების მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.

19 მაისს გამართული დიპლომატიური აუდიენციის მთავარ ფოკუსს ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პერსპექტივები და ამ პროცესებში ჩინეთის, როგორც გლობალური აქტორის როლის შეფასება წარმოადგენდა.

გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროპის სტრატეგიული მდგრადობის გაძლიერების აუცილებლობა. ამავდროულად, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პეკინთან პირდაპირი დიალოგისა და კომუნიკაციის არხების შენარჩუნება პრაგმატულ აუცილებლობას წარმოადგენს.

დისკუსია შეეხო როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში არსებულ გამოწვევებს, სადაც ჩინეთთან ურთიერთობა ერთდროულად მოიცავს როგორც პარტნიორობის, ისე სტრატეგიული კონკურენციის ელემენტებს.

შეხვედრა შედგა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ეგიდით, რომელიც 50-მდე ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს და წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგის პლატფორმას საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს ევროპის ერთიანი პოზიციების კოორდინაციას გლობალური გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინეთთან ურთიერთობები ერთდროულად თანამშრომლობისა და სტრატეგიული კონკურენციის ელემენტებს მოიცავს.

ყირგიზეთი

ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრი ყირგიზეთს ეწვია

19 მაისი

19 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, ვან სიოჰონის ხელმძღვანელობით დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბიშკეკში ჩავიდა. ინფორმაციას ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის მთავარ მოვლენას ვან სიოჰონისა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ულან ნიიაზბეკოვის შეხვედრა წარმოადგენს. მხარეებს შორის გამართული დისკუსიის ცენტრალური თემა ყირგიზეთსა და ჩინეთს შორის სამართალდაცვით სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაა.

დისკუსიები ასევე შეეხება უწყებათაშორისი კოორდიანაციის გაუმჯობესებასა და სამომავლო ოპერატიული თანამშრომლობის კონკრეტული პერსპექტივების დასახვას. ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას.

ჩინეთისა და ყირგიზეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები პეკინში შეხვდნენ

19 მაისი

19 მაისს ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუმგალბეკ შაბდანბეკოვმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, ვან სიოჰონგს უმასპინძლა.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმთან, რელიგიურ ექსტრემიზმთან, ეკონომიკურ დანაშაულებთან და კიბერთავდასხმებთან ბრძოლის მიმართულებით.

მოლაპარაკებების ერთერთი მთავარი თემა იყო სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ჩინეთიყირგიზეთიუზბეკეთის მშენებლობა, რომელსაც რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შაბდანბეკოვმა ასევე დაადასტურა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყირგიზეთში ჩინელი ინვესტორების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებაზე, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ყირგიზეთმა და ჩინეთმა 430 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს მოაწერეს ხელი

20 მაისი

20 მაისს ყირგიზეთსა და ჩინეთს შორის $430 მილიონიან ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტზე შეთანხმება გაფორმდა, იუწყება ყირგიზეთის საინფორმაციო სააგენტო Kabar.

პროექტი მიზნად ისახავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და სატრანსპორტოლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებას, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

ინიციატივა განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩინეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით.

მხარეთა შეფასებით, აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური სარგებლის მიღებით არ შემოიფარგლება. იგი ფუნდამენტურ როლს შეასრულებს ცენტრალური აზიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და სატრანზიტო პოტენციალის მასშტაბურ გაძლიერებაში.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (18-24 მაისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (11-17 მაისი)

საქართველო

თბილისში ჩინური ენის კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართება

15 მაისი

15 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართებაჩინური ენის ხიდის“ 25- საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ჩინურ ენას. ღონისძიება მოიცავს სამ ეტაპს: სიტყვით გამოსვლას, კითხვაპასუხის სესიას და მხატვრულ ნაწილს.

ჩინურმა მედიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი დააანონსა

16 მაისი

16 მაისს ჩინურმა მედია სააგენტო Xinhua- გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18-20 მაისს ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის, ჟაო ლეჯის მიწვევით ხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელ პირებთან. მხარეები განიხილავენ საქართველოჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით

აზერბაიჯანი

ჩინეთში აზერბაიჯანელი ხელოვანების გამოფენადიალოგი ხელოვნების საშუალებითგაიხსნება

16 მაისი

პეკინში მდებარე თანამედროვე ხელოვნების წამყვან მუზეუმში, Today Art Museum, აზერბაიჯანელი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-მა 16 მაისს გაავრცელა.

ექსპოზიცია სახელწოდებითდიალოგი ხელოვნების საშუალებით“ 20 მაისს გაიხსნება. ღონისძიება ჩინეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, ხელოვნებისა და მოგზაურობის ცენტრინოვაციასადა გალერეააიდანისთანთანამშრომლობით ტარდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 20 აზერბაიჯანელი ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც მოიცავს როგორც კლასიკურ სახვით ხელოვნებას, ასევე თანამედროვე ციფრულ არტს. ორგანიზატორების შეფასებით, პროექტის მიზანია აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის კულტურული დიპლომატიის გაძლიერება და შემოქმედებითი კავშირების გაფართოება.

ვანგ სინპინგი: WUF13-ის მასპინძლობა აზერბაიჯანის საერთაშორისო პასუხისმგებლობის დასტურია

16 მაისი

აზერბაიჯანის მიერ გაეროს მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიის, WUF13-ის, მასპინძლობა ქვეყნის მაღალ საერთაშორისო პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. ამის შესახებ სააგენტო AZERTAC- ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის სამხრეთაღმოსავლეთ უნივერსიტეტის პროფესორმა და ურბანული დაგეგმარების ექსპერტმა, ვანგ სინპინგმა 16 მაისს განუცხადა.

მისი შეფასებით, WUF13 წარმოადგენს უმაღლესი დონის საერთაშორისო პლატფორმას და მისი აზერბაიჯანში ჩატარება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ურბანული განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

ვანგ სინპინგმა ასევე აღნიშნა, რომ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის სამთავრობო, აკადემიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ჩინეთაზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავებას ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქების განვითარების სფეროში.

სომხეთი

ჩინეთში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება

13 მაისი

2026 წელს ჩინეთში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა გლობალური კონკურსისჩინური ხიდისსომხური ეტაპის გახსნისას, 13 მაისს განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კულტურული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

მარტიროსიანმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ერევანთან, ხოლო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში სტაბილურად ვითარდება.

მისივე განცხადებით, 2025 წლის აგვისტოში სომხეთმა და ჩინეთმა ოფიციალურად დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

ყაზახეთი

ყაზახეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

12 მაისი

12 მაისს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერმეკ კოშერბაევმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ყაზახეთში, ჰან ჩუნლინი მიიღო.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და იმსჯელეს მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წელს დაგეგმილ მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი და მრავალმხრივი ღონისძიებების დღის წესრიგს.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

 

ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ინვესტიციების შესახებ ახალი შეთანხმება რატიფიცირდა

14 მაისი

14 მაისს ყაზახეთის სენატმა ჩინეთთან ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ ახალი შეთანხმება რატიფიცირება მოახდინა.

სენატის დეპუტატ სერგეი ერშოვის განცხადებით, განახლებული შეთანხმება სამართლებრივად ამყარებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის 2025 წლის ივნისში ასტანაში ვიზიტის დროს იყო შეთანხმებული.

შეთანხმების მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ყაზახი და ჩინელი ინვესტორებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა, ასევე მაღალი ტექნოლოგიების, დასაქმებისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლებში ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს ჩინეთიდან ყაზახეთში პირდაპირი ინვესტიციები 2.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 135%-იანი ზრდაა.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (11-17 მაისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (4-10 მაისი)

საქართველო

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია შუა დერეფნისთვის

5 მაისი

5 მაისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზაში სრული განახლების პროექტი იწყება. პროექტი მოიცავს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, სარკინიგზო ხაზების განახლებასა და ტვირთბრუნვის შესაძლებლობების ზრდას.

პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბის, გაძლიერებაა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ განახლებული რკინიგზა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვას დააჩქარებს და განსაკუთრებით გაზრდის ჩინეთიდან მომავალი სატრანზიტო ნაკადების მოცულობას.

ბოლო წლებში შუა დერეფნის მიმართ ჩინეთის ინტერესიც გაიზარდა, რადგან მარშრუტი ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს რუსეთის გვერდის ავლით. თბილისში აცხადებენ, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია საქართველოს კონკურენტუნარიანობას რეგიონულ ლოგისტიკურ ქსელში მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

აზერბაიჯანი

ჩინეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ინიციატივას SCO განვითარების ბანკთან მიერთების შესახებ

5 მაისი

5 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მხარემ გამოთქვა ინტერესი აზერბაიჯანის შესაძლო გაწევრიანების მიმართ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) განვითარების ბანკში.

ინფორმაცია გავრცელდა აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროსა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, სამარყანდში გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯან–ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, მათ შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერება და ინდუსტრიულ ზონებში ჩინური კომპანიების ჩართულობის ზრდა.

ჩინეთის მხარის განცხადებით, აზერბაიჯანთან ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ქვეყნის მონაწილეობა მრავალმხრივ ფინანსურ ინსტიტუტებში, მათ შორის SCO განვითარების ბანკში, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აზერბაიჯანის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა ჩინეთთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოების მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

პეკინში ჰეიდარ ალიევის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

8 მაისი

8 მაისს პეკინში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო ინიციატივას მხარს უჭერდა ჰეიდარ ალიევის ფონდი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის ელჩმა ჩინეთში ხაზი გაუსვა ჰეიდარ ალიევის როლს თანამედროვე აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში და აღნიშნა მისი წვლილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განვითარებაში. მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა.

საელჩოს განცხადებით, ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო და ასახავდა ჰეიდარ ალიევის ფონდის ჰუმანიტარულ მიმართულებასა და აზერბაიჯან-ჩინეთის კულტურულ-დიპლომატიურ თანამშრომლობას.

ღონისძიება გაიმართა ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 103-ე წლისთავთან დაკავშირებით.

სომხეთი

სომხეთი ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალს უსვამს ხაზს

6 მაისი

სომხეთი აღნიშნავს, რომ ჩინეთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და ორმხრივ ურთიერთობებში ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი, გამოუყენებელი პოტენციალი.

ინფორმაცია გაჟღერდა „ერევანის დიალოგი 2026“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, სადაც სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ანუშიკ ავეტისიანმა განაცხადა, რომ მხარეები მუშაობენ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და ახალი საინვესტიციო პროექტების განვითარებაზე.

მისი თქმით, ჩინური კომპანიები უკვე აქტიურად მონაწილეობენ სომხეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და მდგრადობის გაძლიერებას.

სომხური მხარე ხაზს უსვამს, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და რეგიონული კავშირის მიმართულებით.

„ერევანის დიალოგი 2026“ ფორუმი 5-6 მაისს გაიმართა თემაზე: „ქარიშხლების გავლით გზის პოვნა“, სადაც მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებმაც განიხილეს გლობალური ცვლილებები და განვითარების გამოწვევები.

ტაჯიკეთი

CGTN-მა მოამზადა სიუჟეტი ჩინეთ-ტაჯიკეთის ინდუსტრიული თანამშრომლობის შესახებ

10 მაისი

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ, CGTN-მა, 10 მაისს გაავრცელა სიუჟეტი სახელწოდებით „China–Tajikistan industrial cooperation empowers Central Asia“, სადაც აღწერილია ჩინეთ-ტაჯიკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და მისი გავლენა ცენტრალური აზიის ინდუსტრიულ განვითარებაზე.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის შეფასებით, ტაჯიკეთში მიმდინარე ინდუსტრიული და ენერგეტიკული პროექტები „ღრმა ტრანსფორმაციის“ ეტაპზეა. სიუჟეტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჩინეთი ტაჯიკეთს აწვდის ტექნოლოგიებს, სრულ ინდუსტრიულ აღჭურვილობასა და საინჟინრო გამოცდილებას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის წარმოებითი სექტორის მოდერნიზაციას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.

CGTN-ის მასალაში გამოყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება: თანამედროვე ცემენტის ქარხნებში ავტომატიზებული წარმოების დანერგვა, ალუმინის ინდუსტრიის განახლება, ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მათ შორის როღუნის ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები.

მედია აღნიშნავს, რომ ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ტაჯიკეთის შიდა ინდუსტრიის გაძლიერებას ემსახურება, არამედ ფართო რეგიონულ მიზანს, ცენტრალური აზიის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის გაღრმავებას „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

სიუჟეტის მიხედვით, ჩინეთის ჩართულობა ქმნის პირობებს ახალი საექსპორტო არხების განვითარებისათვის და აძლიერებს რეგიონში „მწვანე ენერგიისა“ და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოებას, რაც გრძელვადიან ეკონომიკურ თანამშრომლობად არის წარმოდგენილი.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (4-10 მაისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (27 აპრილი – 3 მაისი)

საქართველო

აჭარა ჩინელი ტურისტების მოსაზიდად ციფრულ კამპანიას იწყებს

29 აპრილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჩინელი ვიზიტორების მოსაზიდად მასშტაბურ ციფრულ კამპანიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში, რეგიონის ტურისტული მიმართულებები ჩინეთის წამყვან ონლაინპლატფორმებზე განთავსდება.

კამპანიის მოსამზადებლად აჭარას Tongcheng Travel-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ეწვია. ვიზიტის მიზანი რეგიონის ტურისტული პროდუქტების ადგილზე გაცნობა და იმ მასალების მომზადება იყო, რომლებიც შემდგომ პლატფორმის ციფრულ არხებზე გავრცელდება. დეპარტამენტის შეფასებით, ეს აჭარის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტიდან ჩინურ ციფრულ პლატფორმებზე აჭარის პოპულარიზაციის ცხრათვიანი ონლაინკამპანია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში რეგიონის ტურისტული პროდუქტები Douyin-ზე, Red Note-სა და Weibo-ზეა წარმოდგენილი. ბათუმის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა საპრომოციო გვერდი – Visit Batumi, რომლის მეშვეობითაც ჩინელ მომხმარებლებს აჭარისა და საქართველოს ტურისტული შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.

კამპანიის მიზანია, ჩინურ აუდიტორიას აჭარის სამთოსათავგადასავლო, ეკოტურისტული და საზღვაო მიმართულებები გააცნოს და ბათუმი ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ქალაქად წარმოაჩინოს.

რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებზეც იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს რეგიონს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB China 2026, წარადგენს, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

კონფუცის ინსტიტუტმა ჩინური ენის საერთაშორისო დღე პრეზენტაციით აღნიშნა

2 მაისი

ჩინური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, 2 მაისს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების თემა იყოჩინური ენა ლიტერატურაშიცვლილების საწყისი და მაკავშირებელი რგოლი წარსულსა და აწმყოს შორის“.

პრეზენტაციაზე თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა და სინოლოგებმა, მარიამ ჩახაიამ და ანა გოგუაძემ, აუდიტორიას ჩინური ენის როლზე ძველი და თანამედროვე ლიტერატურის მაგალითებზე დაყრდნობით ესაუბრნენ.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო, როგორ შეასრულა ჩინურმა ენამ მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივ განვითარებაში და როგორ შეძლო, ენობრივი ცვლილებებისა და ეპოქათა მონაცვლეობის მიუხედავად, კავშირი შეენარჩუნებინა წარსულთან.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი და ჩინეთი სატვირთო გადაზიდვებში თანამშრომლობას აფართოებენ

27 აპრილი

აზერბაიჯანი და ჩინეთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობას აფართოებენ. მხარეებმა 2026 წლისთვის ნებართვების დამატებითი კვოტების გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ნებართვების საერთო რაოდენობა ხუთჯერ გაიზრდება.

AZERTAC-ის ინფორმაციით, შეთანხმება ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში გამართული აზერბაიჯანჩინეთის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის პირველი მოლაპარაკებების ფარგლებში შედგა.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაცია ხორგოსის სასაზღვროგამშვებ პუნქტსა და თავისუფალ სავაჭრო ზონაში მოქმედ ლოგისტიკურ ცენტრებსაც გაეცნო. მხარეებმა გადამზიდავებსა და ლოგისტიკურ კომპანიებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.

აზერბაიჯანმა ჩინეთში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

27 აპრილი

27 აპრილს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაციამ ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გამართულ მიწოდების ჯაჭვისა და საპორტო ლოგისტიკის მე-8 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

აზერბაიჯანის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ დოკუმენტებს, სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკასა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობას.

ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აზიაევროპის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების მე-10 კონფერენციაშიც. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის სატრანსპორტო სისტემა, ქვეყნის როლი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, მათ შორის შუა დერეფანში, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩინეთის სინძიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

28 აპრილი

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩინეთის სინძიანის უნივერსიტეტთან აკადემიურ თანამშრომლობას იწყებს. მხარეებმა ურუმჩიში გამართულ შეხვედრაზე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

AZERTAC-ის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე უნივერსიტეტები გეგმავენ თანამშრომლობას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ბიოტექნოლოგიის ერთობლივი ცენტრების დაფუძნებას.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ აბრეშუმის გზის კვლევითი ცენტრის შექმნაზე. ინიციატივა კვლევითი საქმიანობის გაფართოებას, აკადემიური გაცვლის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურუმჩისა და ნახიჩევანის დაძმობილებული ქალაქების ურთიერთობებსაც, როგორც კულტურული და აკადემიური თანამშრომლობის განვითარების დამატებით საფუძველს.

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ცენტრი შეიქმნება

1 მაისი

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პეკინის ქიმიური ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მხარეები ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარებას გეგმავენ.

AZERTAC-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთერთ მთავარ მიმართულებად ორ უნივერსიტეტს შორის ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ცენტრის შექმნა განისაზღვრა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს პეკინის ქიმიური ტექნოლოგიის უნივერსიტეტში აზერბაიჯანელი სტუდენტების საწარმოო და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობაზე.

მხარეების შეფასებით, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.

სომხეთი

სომხეთის დელეგაციამ ჩინეთში მწვანე და მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

29 აპრილი

სომხეთის დელეგაციამ 29 აპრილს ჩინეთის ქალაქ ნინგბოში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მწვანე და მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ერევანმა ჩინეთთან და SCO-სთან მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა.

სომხეთის დელეგაციაში შედიოდნენ ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის, COP17-ის, სომხეთის თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მჰერ მარგარიანი და სომხეთის ელჩი ჩინეთში ვაჰე გევორგიანი.

პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებითგლობალური ბიომრავალფეროვნების დაცვა მრავალმხრივი მმართველობის გზით“, მარგარიანმა COP17-ისთვის სომხეთის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ერევანში დაგეგმილი კონფერენციის ერთერთი მთავარი საკითხი კუნმინმონრეალის გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს შესრულების პროგრესის შეფასება იქნება.

ფორუმის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრ ხუანგ ჟუნციუს და ნინგბოს მერს, ტანგ ფეიფანსაც შეხვდა. დელეგაციამ ასევე გამართა მედიაბრიფინგი COP17-ის ბიომრავალფეროვნების კონფერენციის შესახებ.

უზბეკეთი

ჩინეთი უზბეკეთში ფარმაცევტული წარმოების გაფართოებას განიხილავს

27 აპრილი

უზბეკეთი და ჩინეთი ფარმაცევტულ სექტორში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ. მხარეებმა ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები ფარმაცევტული წარმოების, ბიოტექნოლოგიების, ვაქცინების, სისხლის პროდუქტებისა და ინოვაციური მედიკამენტების მიმართულებით განიხილეს.

Trend-ის ინფორმაციით, შეხვედრა უზბეკეთის ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების სააგენტოს დირექტორ აბდულა აზიზოვსა და ჩინეთის ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

უზბეკურმა მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყანას რეგიონულ ფარმაცევტულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს. მხარეებმა პრაქტიკული ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

უზბეკეთი და ჩინეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

27 აპრილი

რეგიონული გარემოსდაცვითი სამიტის ფარგლებში 27 აპრილს უზბეკეთის პრეზიდენტის მრჩეველი გარემოსდაცვით საკითხებში აზიზ აბდუხაკიმოვი ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრ ჰუანგ ჟუნციუს შეხვდა.

მხარეებმა მტვრისა და ქვიშის ქარების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებაზე, კლიმატის სატელიტურ მონიტორინგზე, ჰაერისა და წყლის ხარისხის ანალიტიკური მონიტორინგის ერთობლივი ლაბორატორიის შექმნასა და სამეცნიერო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე უზბეკურმა მხარემ ჩინეთის გამოცდილების პრაქტიკული გამოყენებისა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგების ინიციატივა დააყენა. ჩინურმა მხარემ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ერთერთი მიმართულებაა ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის პროექტებიც, რომლის ფარგლებშიც უზბეკეთში ჩინელი ინვესტორების მონაწილეობით 11 ასეთი ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს.

ტაშკენტი და პეკინი გაზსაცავების მშენებლობასა და მზისა და ქარის პროექტებზე შეთანხმდნენ

27 აპრილი

27 აპრილს ტაშკენტში უზბეკეთჩინეთის მთავრობათაშორისი თანამშრომლობის კომიტეტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის მე-8 სხდომა გაიმართა.

შეხვედრას უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრი ჯურაბეკ მირზამახმუდოვი და ჩინეთის ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვან ხუნჯი ხელმძღვანელობდნენ. მხარეებმა ნავთობისა და გაზის სექტორში, ელექტროენერგეტიკასა და განახლებად ენერგიებში ერთობლივი პროექტების განვითარებაზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნახშირწყალბადების საბადოების განვითარებას, მიწისქვეშა გაზსაცავების მშენებლობას, ძირითადი გაზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ასევე მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტებს ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით.

შეხვედრის შედეგად, მხარეები ენერგეტიკული ობიექტების დიგიტალიზაციის, დარგობრივი სტანდარტიზაციისა და ინფრასტრუქტურის მართვის თანამედროვე მიდგომების მიმართულებით გამოცდილების გაცვლის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ტაშკენტი ჩინეთთან AI-სა და ციფრული ინდუსტრიის პროექტებს აფართოებს

29 აპრილი

29 აპრილს უზბეკეთის საელჩოს წარმომადგენლები ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს, სიუნ ძიძიუნს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. უზბეკურმა დელეგაციამ ჩინურ მხარეს უზბეკეთის ინდუსტრიული განვითარების პრიორიტეტები დაციფრული უზბეკეთი 2030“-ის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება, ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სპეციალისტების გაცვლა განიხილეს. ყურადღება დაეთმო ასევე განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობას.

უზბეკეთისა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები პეკინში შეხვდნენ

29 აპრილი

უზბეკეთმა და ჩინეთმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. 29 აპრილს პეკინში უზბეკეთჩინეთის სოფლის მეურნეობის ქვეკომიტეტის მე-6 შეხვედრა გაიმართა.

უზბეკეთის დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალიშერ შუკუროვი ხელმძღვანელობდა, ჩინურ მხარეს კი სოფლის მეურნეობისა და სოფლის საკითხთა მინისტრის მოადგილე ჟანგ ჟილი.

შეხვედრაზე მხარეებმა თესლის წარმოების განვითარება, მაღალმოსავლიანი და კლიმატგამძლე კულტურების დანერგვა, სელექციური და გენეტიკური კვლევები, ვეტერინარული თანამშრომლობა, ნიადაგის ნაყოფიერების დაცვა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა განიხილეს.

ყურადღება დაეთმო აგრარულ სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების, რესურსდამზოგავი მეთოდებისა და ციფრული მონიტორინგის სისტემების დანერგვასაც. შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის პრაქტიკული განხორციელებისთვის საგზაო რუკას მოამზადებენ.

ილზატ კასიმოვმა ძიანსუს ვიცეგუბერნატორთან საინვესტიციო პროექტები განიხილა

1 მაისი

1 მაისს უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ილზატ კასიმოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია ნანკინში ძიანსუს პროვინციის ვიცეგუბერნატორ ჟაო იანს შეხვდა.

მხარეებმა რეგიონებს შორის საინვესტიციო კავშირების გაძლიერება, სამრეწველო თანამშრომლობა, მაღალტექნოლოგიური წარმოებების განვითარება და ახალი ერთობლივი საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ძიანსუს პროვინციის დელეგაციის მონაწილეობას უზბეკურჩინურ მესამე რეგიონთაშორის ფორუმშიც, რომელიც 20-22 მაისს ჩინეთის ქალაქ სიანში გაიმართება.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (27 აპრილი – 3 მაისი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (20 – 26 აპრილი)

საქართველო

თბილისი პეკინთან ციფრული თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს

21 აპრილი

21 აპრილს თბილისში ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორმა ჭუანგ ჟუნგვენმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის, როლის გაძლიერებას და მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობასაც, რაც ბოლო პერიოდში საქართველოჩინეთის ოფიციალური შეხვედრების ერთერთ აქტიურ თემად გამოიკვეთა.

21 აპრილს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორი საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასაც შეხვდა. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვასა და ციფრული პროექტების განვითარებას.

ჭუანგ ჟუნვენის ვიზიტი აჩვენებს, რომ ოფიციალური თბილისი ციფრულ სფეროში პეკინთან თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უწყება, რომლის წარმომადგენელსაც საქართველოს მინისტრები შეხვდნენ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო ცენზურისა და ციფრულ სივრცეზე ავტორიტარული კონტროლის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტია.

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებაზე შეთანხმდნენ

22 აპრილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 22 აპრილს პეკინში ჩინეთის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც თანამედროვე სავაჭრო გარემოსთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დაასახელა და ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის, ნავთობისა და გაზის განვითარების, ავტომობილების წარმოების, პორტის ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების ინტერესს.

პეკინი აღნიშნავს, რომ იგი მზად არის საქართველოსთან სავაჭროეკონომიკური და საინვესტიციო კავშირები გააღრმაოს.

ქვრივიშვილი NDRC-ის წარმომადგენელს შეხვდა: აქცენტი ინვესტიციებსა და შუა დერეფანზე

23 აპრილი

23 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის (NDRC) თავმჯდომარის მოადგილე ჭოუ ჰაიბინს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეები საქართველოჩინეთს შორის ინვესტიციების მოსაზიდად დიალოგის მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული მექანიზმი განსაკუთრებულ აქცენტს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ჩინურ ინვესტიციებზე გააკეთებს.

ამავე შეხვედრაზე განიხილეს შუა დერეფნის საკითხი და საქართველოს, როგორც ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ქვეყნის, როლი. ამ კონტექსტში ანაკლიის პორტი დასახელდა სტრატეგიულ პროექტად, რომელსაც მნიშვნელობა ექნება როგორც საქართველოჩინეთის თანამშრომლობისთვის, ისე შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

ანაკლიის პორტის საკითხს ოფოციალურ შეხვედრამდე საქართველოს პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა, როდესაც ჟურნალისტების მიერ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა:

ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც. ბუნებრივია, ესეც არის ამ ვიზიტის ერთერთი მიზანი. მოლაპარაკებები გრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ინფრასტრუქტურულ პროექტად მიიჩნევა. 2024 წელს პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში საბოლოო წინადადება ჩინურსინგაპურულმა კონსორციუმმა წარადგინა, თუმცა შეთანხმების შესახებ ოფიციალური განახლება ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ქვრივიშვილის ვიზიტი ჩინეთში: ავიაცია, ენერგეტიკა და ტექნოლოგიური თანამშრომლობა

25 აპრილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 21-25 აპრილს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ავიაციის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით გამართა.

ვიზიტის ერთერთი პრაქტიკული შედეგი ავიაციის სფეროში გამოიკვეთა. ქვრივიშვილსა და China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შედეგად, ავიაკომპანია 15 ივლისიდან შანხაითბილისიშანხაის პირდაპირ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

პარალელურად, ქართულმა დელეგაციამ China Southern Airlines-თან პეკინითბილისის და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყების შესაძლებლობა განიხილა. შეხვედრებზე ყურადღება სატვირთო გადაზიდვებსაც დაეთმო, მათ შორის შუა დერეფნის ფარგლებში რეგიონული სატვირთო ჰაბის განვითარებასა და China Southern Cargo-სთვის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე წვდომის შესაძლებლობას.

ვიზიტის ფარგლებში ქვრივიშვილი ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარე ვანგ იუტაოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, Geo-Jade Petroleum Corporation-თან გამართულ შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ კომპანიას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი ტექნოლოგიურ მიმართულებასაც დაეთმო. მარიამ ქვრივიშვილი Xiaomi Corporation-ის საერთაშორისო სამთავრობო ურთიერთობების დირექტორ საიმონ დუს შეხვდა და კომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში დაწყებული მოლაპარაკებები ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. პროცესის შემდგომი ეტაპი მხარეების მიერ განხილული ინიციატივების პრაქტიკულ იმპლემენტაციას გულისხმობს.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი და ჩინეთი WUF13-ის ფარგლებში თანამშრომლობაზე მსჯელობენ

21 აპრილი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის კომიტეტის თავმჯდომარე ანარ გულიევი 21 აპრილს ჩინეთის ელჩს აზერბაიჯანში, ლუ მეის შეხვდა.

მხარეებმა აზერბაიჯანჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ბაქოში დაგეგმილი ურბანული განვითარების მსოფლიო ფორუმის, WUF13-ის, ფარგლებში ჩინეთის მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

WUF13 ბაქოში 2026 წლის 17-22 მაისს გაიმართება, სახელწოდებითმსოფლიოს საცხოვრებლით უზრუნველყოფა: უსაფრთხო და მდგრადი ქალაქები და თემები“. ფორუმის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ურბანიზაციის, საცხოვრებლის კრიზისის, უსაფრთხო და მდგრადი ქალაქების, კლიმატური რისკებისა და ინკლუზიური ურბანული დაგეგმვის საკითხებზე.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ფორუმის ფარგლებში მოსალოდნელია მაღალი დონის დელეგაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ფართო მონაწილეობა.

შეხვედრა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების მცდელობას ასახავს ინფრაატურქტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით.

SOCAR-მა და ჩინურმა BGP Inc.-მა თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს

22 აპრილი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი 22 აპრილს ჩინური BGP Inc.-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს, რენ ვენძიუნს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტები, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესება და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე SOCAR-მა და BGP Inc.-მა ხაზი გაუსვეს კომპანიებს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა Caspian Geo-ზეც, SOCAR-ისა და BGP Inc.-ის ერთობლივ საწარმოზე, რომელიც კასპიის რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით სეისმური კვლევების ჩატარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აღნიშნული შეხვედრა აზერბაიჯანჩინეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

აზერბაიჯანში ჩინური კომპანიების მონაწილეობით ავტომობილების წარმოება იგეგმება

23 აპრილი

განჯის საქალაქო აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, ნიაზი ბაირამოვის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანული დელეგაცია ჩინეთს 23 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში განჯის საავტომობილო ქარხნის საწარმოო გაერთიანებამ ორ ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმა.

CLW Chengli Group-თან გაფორმებული შეთანხმება აზერბაიჯანში კომერციული ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. მეორე შეთანხმება კი Shaanxi Automobile Group Commercial Vehicle Co. Ltd.-თან, იგივე SAGMOTO-სთან, გაფორმდა და აზერბაიჯანში კომერციული ავტომობილების აწყობას მოიცავს.

დოკუმენტებს ხელი მოაწერეს განჯის საავტომობილო ქარხნის საწარმოო გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ხანლარ ფატიევმა, CLW Chengli Group-ის გენერალურმა მენეჯერმა და SAGMOTO- გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ხელმოწერის ცერემონიამდე გამართულ შეხვედრებზე ნიაზი ბაირამოვმა აზერბაიჯანში შექმნილ ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. შეხვედრებზე ასევე წარადგინეს ვიდეომასალები განჯის ქალაქისა და ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ.

აზერბაიჯანმა და ჩინეთმა ლოგისტიკისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა განიხილეს

23 აპრილი

აზერბაიჯანის ციფრული განვითარების და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი 23 აპრილს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჟუანგ ჟონგვენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს.

AZERTAC-ის ცნობით, მხარეებმა იმსჯელეს საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოებას, კვლევით თანამშრომლობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერებას.

აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უმასპინძლა

23 აპრილი

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა 23 აპრილს ჩინეთის სახელმწიფო ინტერნეტინფორმაციის ოფისის ხელმძღვანელს, ჟუანგ ჟონგვენს შეხვდა. მხარეებმა აზერბაიჯანჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა და ციფრული მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, ვაჭრობის, მწვანე ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობაზე.

გაფაროვამ ისაუბრა აზერბაიჯანში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ მილი მეჯლისი შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

ჩინური მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის აზერბაიჯანთან თანამშრომლობა გააფართოოს ინტერნეტის, კიბერუსაფრთხოების, ციფრული ეკონომიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

აზერბაიჯანმა და ჩინეთმა დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს

24 აპრილი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ჰიქმეთ ჰაჯიევი 24 აპრილს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის მინისტრს, ჟუანგ ჟონგვენს შეხვდა. მხარეებმა ციფრული განვითარების, სოციალური მედიისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს.

Trend-ის ცნობით, ჰაჯიევმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საკუთარ X-ის გვერდზე გაავრცელა. მისი განცხადებით, აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მხარეებმა ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრა აზერბაიჯანჩინეთის თანამშრომლობის ციფრული და საინფორმაციო უსაფრთხოების მიმართულებებს უსვამს ხაზს.

სომხეთი

ფაშინიანმა ჩინეთი სომხეთისდაბალანსებული საგარეო პოლიტიკისკონტექსტში ახსენა

20 აპრილი

20 აპრილს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“, საარჩევნო პროგრამის წარდგენისას ჩინეთი სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთმა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის, დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატები ჩამოაყალიბა. ამ კონტექსტში მან ჩინეთიც ახსენა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიდგომა სომხეთისდაბალანსებული და დამაბალანსებელისაგარეო პოლიტიკის ნაწილია.

პრემიერის გამოსვლაში ყურადღება დაეთმო რეგიონული კავშირების გაძლიერებასაც. პროგრამაში საუბარია სატრანზიტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის TRIPP-ის პროექტზე, ყარსიგიუმრის რკინიგზასა დამშვიდობის გზაჯვარედინისკონცეფციაზე.

ფაშინიანის გზავნილი მიუთითებს, რომ ერევანი ჩინეთთან ურთიერთობას განიხილავს არა მხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობის, არამედ უფრო ფართო საგარეოპოლიტიკური და სატრანზიტო დღის წესრიგის ნაწილად.

სომხეთის ვიცეპრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა

22 აპრილი

22 აპრილს სომხეთის ვიცეპრემიერმა, მჰერ გრიგორიანმა ჩინეთის ელჩი სომხეთში, ლი სინვეი მიიღო.

სომხეთის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სომხეთსა და ჩინეთს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს. გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებშიახალი ჰორიზონტებიგაიხსნა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სომხეთისმშვიდობის გზაჯვარედინისპროექტისა და ჩინეთისსარტყელი და გზისინიციატივის შესაძლო თანხვედრაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის ზრდას და ბიზნესკავშირების გააქტიურების საჭიროებას.

ყირგიზეთი

 

ყირგიზეთმა ჩინეთს ტორუგარტის გამშვები პუნქტის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა

21 აპრილი

21 აპრილს ყირგიზეთისა და ჩინეთის საბაჟო უწყებების წარმომადგენლებმა ყირგიზეთჩინეთის საზღვარზე გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვროგამშვები პუნქტების გამტარუნარიანობის გაზრდის გზები განიხილეს. ამ კონტექსტში, ყირგიზეთმა ჩინეთს ტორუგარტის გამშვები პუნქტის ჩინური მხარის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა, რაც ბიშკეკის შეფასებით, ტვირთნაკადების დაჩქარებასა და სავაჭროლოგისტიკური კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საბაჟო პროცედურების გამარტივება და სასაზღვრო პუნქტებზე საკოორდინაციო მექანიზმების გაუმჯობესება. საუბარი შეეხო დამატებითი მეკავშირე ოფიცრების ჩართვასაც, რაც ოპერატიულ კომუნიკაციასა და სასაზღვრო პროცესების უკეთ კოორდინაციას უნდა დაეხმაროს.

ყირგიზეთჩინეთის საზღვარზე გამტარუნარიანობის გაზრდა ბიშკეკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების ფონზე. ტორუგარტისა და ირკეშტამის მიმართულებები ყირგიზეთისთვის ჩინეთთან ვაჭრობისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირების ერთერთ ძირითად არხად რჩება.

ჩინელმა ინვესტორებმა ყირგიზეთში სამართლებრივი დაცვისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა მოითხოვეს

21 აპრილი

21 აპრილს ყირგიზეთის ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ჩინური კომპანიების, Guipai Holding Group-ის, Hunan Jingwei Real Estate Development Co.-ისა და Tengri Invest LLC-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამშენებლო, უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. ჩინელმა ინვესტორებმა ყურადღება გაამახვილეს საინვესტიციო გარემოს სტაბილურობაზე და ყირგიზეთის მხარეს სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა სთხოვეს.

ყირგიზეთისთვის ჩინური ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება.

ყირგიზეთმა და ჩინეთმა საავტომობილო გადაზიდვების საკითხები განიხილეს

22 აპრილი

22 აპრილს ბიშკეკში ყირგიზეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალმაზ ტურგუნბაევი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ლი იანგს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი საავტომობილო გადაზიდვების განვითარება და ახალი ლოგისტიკური მარშრუტების გაძლიერება განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყირგიზეთის შესაძლო მონაწილეობას ჩინეთირუსეთიმონღოლეთის აზიური საავტომობილო გზების სატრანსპორტო ჩარჩოში, ჩინეთის ტერიტორიაზე არაგაბარიტული ტვირთების გადაადგილებისთვის სპეციალურ ნებართვებს, ასევე ყირგიზული სამგზავრო ავტომობილების ჩინეთში შესვლისა და ყირგიზეთში ჩინური ტაქსების ოპერირების საკითხებს.

ბიშკეკისთვის ეს მიმართულებები მნიშვნელოვანია ჩინეთთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოებისა და რეგიონული ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერების კონტექსტში.

ყირგიზეთმა ჩინურ Gansu Feitian-თან საინვესტიციო თანამშრომლობა განიხილა

22 აპრილი

22 აპრილს ყირგიზეთის ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ჩინურ Gansu Feitian International Trading Company-სთან საინვესტიციო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაძლო პროექტებს სამთო მოპოვების, ტრანსპორტის, ურბანული ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლის რესურსების, მრეწველობისა და ლოგისტიკის მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საჯაროკერძო პარტნიორობის მექანიზმებზე, საგადასახადო შეღავათებსა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების გამოყენების შესაძლებლობაზე.

ბიშკეკისთვის მსგავსი მოლაპარაკებები ჩინური კაპიტალის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურულეკონომიკური პროექტების გაფართოების ნაწილია.

ჩინეთიყირგიზეთიუზბეკეთის რკინიგზის პროექტს ეკოლოგიური რისკების გამო აკრიტიკებენ

23 აპრილი

23 აპრილს რეგიონულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთიყირგიზეთიუზბეკეთის რკინიგზის პროექტი ეკოლოგიური რისკების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.

კრიტიკა განსაკუთრებით ეხება ყირგიზეთის მაღალმთიან რეგიონებში თოვლის ლეოპარდის ჰაბიტატზე შესაძლო ზემოქმედებას. გარემოსდამცველების შეფასებით, სარკინიგზო მარშრუტმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰაბიტატის ფრაგმენტაცია, ეკოსისტემის დარღვევა და ველური ბუნების გადაადგილების შეზღუდვა.

პროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნები აჩენს მოთხოვნას, რომ ინფრასტრუქტურული განვითარება უფრო მკაფიო გარემოსდაცვითი გარანტიებითა და დამატებითი დაცვის მექანიზმებით წარიმართოს.

ყირგიზეთმა და შანდონის პროვინციამ სამრეწველო თანამშრომლობა განიხილეს

24 აპრილი

24 აპრილს ყირგიზეთის ოფიციალური პირები ჩინეთის შანდონის პროვინციის დელეგაციას შეხვდნენ. მხარეებმა მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების, სამრეწველო მოდერნიზაციის, ერთობლივი ინდუსტრიული პარკების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

შეხვედრის შედეგად, მხარეებმა ორ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ერთი მათგანი ინდუსტრიალიზაციას, ახალი საწარმოო ხაზების შექმნასა და მაღალტექნოლოგიური კლასტერების განვითარებას ეხება, მეორე კი პროფესიულ მომზადებას, საინჟინრო კადრების გადამზადებასა და შანდონში სტაჟირების შესაძლებლობებს ითვალისწინებს.

ბიშკეკისთვის შანდონთან თანამშრომლობა ჩინური ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის გაძლიერების კიდევ ერთ მიმართულებად განიხილება.

ყირგიზეთმა PowerChina-სთან ჰიდროენერგეტიკის პროექტები განიხილა

24 აპრილი

24 აპრილს ყირგიზეთის ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ჩინური PowerChina- დელეგაციასთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვაზე. მხარეებმა ასევე იმსჯელეს მომავალ ერთობლივ პროექტებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

ბიშკეკისთვის ჩინურ კომპანიებთან ენერგეტიკული თანამშრომლობა ქვეყნის საინვესტიციო პორტფელის გაფართოებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების ერთერთ მიმართულებად რჩება.

ყირგიზეთმა ჩინეთის გავლით ყარაჩის პორტამდე სატრანსპორტო მარშრუტი გამოსცადა

25 აპრილი

25 აპრილს ყირგიზეთმა ახალი საპილოტე სატრანსპორტო მარშრუტი გამოსცადა, რომელიც ბიშკეკს ჩინეთისა და პაკისტანის გავლით ყარაჩის პორტთან აკავშირებს.

მარშრუტი მოიცავს მიმართულებას ბიშკეკიტორუგარტიქაშგარიხუნჯერაბიისლამაბადიყარაჩი და დაახლოებით 3 300 კილომეტრს შეადგენს. მისი მიზანია ყირგიზეთისთვის საზღვაო პორტებზე წვდომის გაფართოება და ჩინეთისა და პაკისტანის გავლით სავაჭროლოგისტიკური კავშირების გაძლიერება.

ბიშკეკისთვის მსგავსი სატრანსპორტო დერეფნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და რეგიონულ სავაჭრო ქსელებში უფრო აქტიური ჩართვისთვის.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (20 – 26 აპრილი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (23 – 29 მარტი)

საქართველო

საქართველოს ელჩმა გუანჯოუში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

24 მარტი

საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, გუანჯოუში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

კონფერენცია სახელწოდებით „New Cooperation Reaching out to Georgia, Mutual Journey of Cooperation & Exchange“ 20 მარტს გაიმართა, საქართველოს საელჩომ კი ამის შესახებ ინფორმაცია 24 მარტს გაავრცელა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო „სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ დამფუძნებელი და გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ბექა მიქაბერიძე. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და საინვესტიციო წრეების, ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ელჩის ინტერვიუ ჩინურ ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა

25 მარტი

ჩინურ გამოცემა People’s Daily-ში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საელჩომ 25 მარტს გაავრცელა.

ინტერვიუში ელჩმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების, ტურიზმისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავებას.

ინტერვიუში ასევე საუბარია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პაატა კალანდაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე.

საქართველოსა და ჩინეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

25 მარტი

25 მარტს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრს, გაო ჭიდანს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს და მოიცავს ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებას, საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში თანამშრომლობის გაძლიერებასა და სპორტულ ორგანიზაციებს შორის კავშირების შემდგომ განვითარებას.

სპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, ჩინეთისა და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

სპორტის მინისტრი ჩინეთში „თაიშან გრუპის“ წარმომადგენლებს შეხვდა

26 მარტი

26 მარტს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, სპორტული ინვენტარის მწარმოებელი ჩინური კომპანია „თაიშან გრუპის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციამ შეხვედრა გამართა კომპანიის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე პიენ ჭილიანგთან და ვიცე-პრეზიდენტ მან ფანგფანგთან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ასევე მოინახულა „თაიშან გრუპის“ მუზეუმი და ქარხნები, სადაც წარმოების პროცესს გაეცნო.

მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინვენტარითა და ინოვაციური დანადგარებით აღჭურვის საკითხს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, „თაიშან გრუპის“ სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, ასევე საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

2026 წლის დასაწყისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ ზრდა აჩვენა

27 მარტი

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა.

Business Insider Georgia-ს მიერ 27 მარტს გავრცელებული, საქსტატის მონაცემებზე დაფუძნებული სტატიის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტმა 147.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 289.1%-ით მეტია. ამავე დროს, ჩინეთიდან იმპორტი 310.7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურ ჭრილში 28.4%-იან ზრდას ასახავს.

საექსპორტო სტრუქტურის მიხედვით, ჩინეთის მიმართულებით საქართველოდან ყველაზე მეტი მოცულობით ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები გავიდა. უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტებს შორის ასევე დასახელებულია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სანელებლები, მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, ასევე ყურძნის ნატურალური ღვინოები.

იმპორტის ნაწილში ჩინეთიდან საქართველოში შემოსული ძირითადი პროდუქტები იყო დიოდები, ტრანზისტორები და სხვა ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები, ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები, მსუბუქი ავტომობილები, ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადი, ასევე შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები.

სტატია ხაზს უსვამს, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდ დინამიკას ინარჩუნებს და ჩინეთი საქართველოსთვის კვლავ მოწინავე  სავაჭრო პარტნიორად რჩება.

ქართული ღვინო ჩენდუში გამართულ გამოფენებზე წარადგინეს

27 მარტი

26-27 მარტს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინით წარდგნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო გამოფენებზე Fine Wineseer და Fine Wine Hotel Exhibition, ხოლო მიმდინარე კვირაში წარმოდგენილია ღონისძიებაში China Food & Drinks Fair.

Fine Wine Hotel Exhibition-ის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ღონისძიებას დაახლოებით 100 სტუმარი, მათ შორის ღვინის ექსპერტები, იმპორტიორები და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანიის ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას ემსახურება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.

სპორტის სამინისტროს სამუშაო ვიზიტი ჩინეთში

27 მარტი

23-27 მარტს საქართველოს სპორტის სამინისტროს დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ პეკინის სპორტის უნივერსიტეტი მოინახულა, სადაც მხარეებმა სპორტული განათლების, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სამწვრთნელო პროექტების პერსპექტივები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ტიანძინში მიმდინარე უშუს მე-10 ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატსაც დაესწრო. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ირაკლი დოლაბერიძე და ჩინეთში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდნენ.

ამასთან, გაიმართა შეხვედრა უშუს საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივან იუფინგ ჭანგთან, სადაც მხარეებმა საქართველოში უშუს პოპულარიზაციისა და ამ სპორტის სახეობის განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

აზერბაიჯანი

სი ძინპინი: ჩინეთი აზერბაიჯანთან პარტნიორობის გაღრმავებისთვის მზად არის

23 მარტი

23 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც იგი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ნოვრუზის დღესასწაულს ულოცავს.

წერილში სი ძინპინი აღნიშნავს, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები“ არიან. მისივე შეფასებით, ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა განმტკიცდა, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა თანმიმდევრულად ვითარდება.

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ილჰამ ალიევთან ერთად იმუშაოს იმისათვის, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს.

საჰიბა გაფაროვა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდა

25 მარტი

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა 25 მარტს პეკინში ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟაო ლეჯის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯან-ჩინეთის ურთიერთობები ბოლო წლებში სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე განვითარდა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ლიდერებს შორის აქტიურ კონტაქტებზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და ორმხრივი ვიზიტების ზრდაზე.

საჰიბა გაფაროვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის მიმართ, ხოლო ჩინურმა მხარემ აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, მათ შორის „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა, პირდაპირი ავიამიმოსვლა და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა.

მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაფართოებაზეც ციფრული განვითარების, ხელოვნური ინტელექტისა და მწვანე ენერგიის მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარლამენტებს შორის ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებასაც.

საჰიბა გაფაროვამ ბოაოს ფორუმზე აზერბაიჯან-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა

26 მარტი

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერი საჰიბა გაფაროვა 26 მარტს, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზიის ბოაოს ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ჩინეთის საერთაშორისო როლსა და აზერბაიჯან-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

გაფაროვამ აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე დიალოგი და თანამშრომლობა აუცილებლობად იქცა, ხოლო ბოაოს ფორუმი ასეთ პირობებში პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

მისი თქმით, ჩინეთი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვან და კონსტრუქციულ როლს ასრულებს, ხოლო პეკინის გლობალური განვითარების, უსაფრთხოების, ცივილიზაციისა და მმართველობის ინიციატივებს აზერბაიჯანი მხარს უჭერს.

სპიკერის განცხადებით, აზერბაიჯანი და ჩინეთი საერთო ხედვებს იზიარებენ, ხოლო ბოლო პერიოდში გამართული უმაღლესი დონის ვიზიტები და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტები ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგისა და ურთიერთნდობის გაღრმავებაზე მიუთითებს.

აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის დასაწყისში გაიზარდა

28 მარტი

2026 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 779.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მედია გამოცემა Trend აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ჩინეთი აზერბაიჯანის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 12.44 პროცენტს იკავებდა და ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზე იყო. ამავე დროს, ჩინეთი აზერბაიჯანის მთავარი საიმპორტო პარტნიორი გახდა.

იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანიდან ჩინეთში ექსპორტმა 21.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებულია. ჩინეთიდან იმპორტი კი 757.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 3.2-პროცენტიან მატებას ნიშნავს.

საერთო ჯამში, აზერბაიჯანის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მოცემულ პერიოდში 6.264 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან 3.66 მილიარდი დოლარი ექსპორტზე, ხოლო 2.59 მილიარდი დოლარი იმპორტზე მოდის. შედეგად, ქვეყანამ 1.06 მილიარდი დოლარის დადებითი სავაჭრო სალდო შეინარჩუნა.

დუნჰუანგის კონფერენციაზე აზერბაიჯან-ჩინეთის კულტურული ურთიერთობები განიხილეს

28 მარტი

პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის აზერბაიჯანული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი აქშინ ალიევი, 28 მარტს ჩინეთის ქალაქ დუნჰუანგში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

აქშინ ალიევმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2025 წლის აპრილში გაფორმებულმა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციამ ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

მისი შეფასებით, აბრეშუმის გზაზე მდებარე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ისტორიული კავშირები დიდი ხანია აზერბაიჯანელი მკვლევრების ყურადღების ცენტრშია. ალიევის თქმით, დუნჰუანგი, როგორც აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ცენტრი, ისტორიულად განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ამ სივრცეში კულტურული დიალოგის ჩამოყალიბებაში და ამ ფუნქციას დღესაც ინარჩუნებს.

ღონისძიება სახელწოდებით „დუნჰუანგის კულტურა, ბამბუკის ხელნაწერები და ჩინური კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაცია“ გაიმართა და მას ექვსი მონაწილე ქვეყნიდან 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

აბასოვი: ჩინეთი აზერბაიჯანის საიმედო პარტნიორია

29 მარტი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტთან არსებული კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის, რაფიგ აბასოვის განცხადებით, ჩინეთი აზერბაიჯანის საიმედო პარტნიორია. ამის შესახებ მან ჩინეთის სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა,

აბასოვის თქმით, აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში დინამიკურად ვითარდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქო და პეკინი აქტიურად აძლიერებენ თანამშრომლობას „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებშიც.

ჰუმანიტარული კავშირების შეფასებისას აბასოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანში ჩინური ენისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ისევე როგორც ჩინეთის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ცხოვრების მიმართ ყურადღება.

მისი ინფორმაციით, ბაქოში მოქმედმა კონფუცის ინსტიტუტმა ათი წლის განმავლობაში 13 ფილიალის, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სკოლის მეშვეობით ჩინური ენა უკვე 4,000-ზე მეტ სტუდენტს ასწავლა.

აბასოვის განცხადებით, სტუდენტური გაცვლები, ახალგაზრდული საგანმანათლებლო ღონისძიებები ინსტიტუტს აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლისა და ხალხთაშორისი დიპლომატიის მნიშვნელოვან პლატფორმად აქცევს.

სომხეთი

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩინეთის საელჩოს ეწვივნენ

27 მარტი

27 მარტს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოების წევრები სომხეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს აკადემიური ვიზიტით ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მათ სომხეთ-ჩინეთის თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკასა და სამომავლო მიმართულებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების მიერ წამოჭრილ საკითხებს, მათ შორის ჩინეთმცოდნეობის მიმართულებით მიღებულ გამოცდილებას, ორმხრივი საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების პერსპექტივებს, ასევე არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებს.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რის შედეგადაც საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი სპეციალისტები მათთვის საინტერესო პროფესიულ საკითხებზე დიპლომატებთან უშუალო დიალოგში ჩაერთვნენ.

ყირგიზეთი

ყირგიზეთი CSCEC-სთან ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავს

24 მარტი

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რავშანბეკ საბიროვმა, 24 მარტს China State Construction Engineering Corporation-ის (CSCEC) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ყირგიზეთსა და CSCEC-ს შორის თანამშრომლობა პეკინში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა.

მხარეებმა ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე, მათ შორის გზების, ხიდების, რკინიგზის, ენერგეტიკისა და ურბანული განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს „მწვანე“ და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გრძელვადიანი თანამშრომლობის გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავების მზადყოფნა დაადასტურეს.

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობაში 5 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული

24 მარტი

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის პროექტის სამშენებლო სამუშაოებში 5 ათასზე მეტი ადამიანი და 5.6 ათასზე მეტი ერთეული ტექნიკაა ჩართული. ამის შესახებ ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის მონაცემებზე დაყრდნობით 24.kg წერს.

24.kg-ის ინფორმაციით, 24 მარტს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ერლისტ აკუნბეკოვმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. ამ დროისთვის ძირითადი საპროექტო მასალები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან შეთანხმება მიმდინარეობს.

გამოცემის ცნობით, სამშენებლო უბნებზე უკვე შესრულებულია 3.5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მიწის სამუშაო. პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები გვირაბების გაყვანას, მიწის მასების გადაადგილებასა და ხიდების მშენებლობას მოიცავს.

ყირგიზეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფენ. აკუნბეკოვმა კი უსაფრთხოების ნორმებისა და ეკოლოგიური მოთხოვნების მკაცრი დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ჩინეთის ელჩი ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

25 მარტი

ჩინეთის ელჩი ყირგიზეთში, ლიუ ძიანპინი, ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრ კანატბეკ ჩინიებაევს შეხვდა. მხარეებმა 25 მარტის შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ პეკინსა და ბიშკეკს შორის თანამშრომლობამ სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მაღალ დონეს მიაღწია. მისივე თქმით, ჩინური მხარე მზად არის, ყირგიზეთთან ერთად დააჩქაროს შესაბამისი პროექტების განხორციელება, ასევე გააძლიეროს სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით თანამშრომლობა.

ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, კანატბეკ ჩინიებაევმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შედეგები დადებითად შეაფასა და ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყირგიზეთი სტიქიური უბედურებების პრევენციის, ზიანის შემცირებისა და საგანგებო მართვის სფეროში იღებს.

მინისტრის განცხადებით, ბიშკეკი მზად არის, პეკინთან მჭიდრო თანამშრომლობით უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს.

ყირგიზეთის ენერგეტიკის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

26 მარტი

ყირგიზეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ტაალაიბეკ იბრაევმა, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინურ ენერგეტიკულ და ტექნოლოგიურ კომპანიებთან შეხვედრები გამართა.

ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და ჩინურ კორპორაცია ShuiFa Group-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

დოკუმენტი დამტენი სადგურებისა და ენერგიის დაგროვების სისტემების განვითარებას ეხება. ყირგიზული მხარის შეფასებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზაციას და მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა კომპანია NUCL New Energy Tech-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, იულინ ლიანს. შეხვედრაზე განიხილეს ელექტრომობილებისთვის დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა.

გარდა ამისა, ყირგიზულმა დელეგაციამ მოლაპარაკებები გამართა კომპანია Zhejiang Anfu Energy-ს წარმომადგენლებთანაც. მხარეებმა განიხილეს ელექტროტრანსპორტისთვის განკუთვნილი დამტენი სადგურების აღჭურვილობის მიწოდებისა და ტექნოლოგიების ლოკალიზაციის შესაძლებლობები.

ჩინეთის ელჩი და ბიშკეკის მერი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

27 მარტი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ყირგიზეთში ლიუ ძიანპინი ბიშკეკის მერს, აიბეკ ჯუნუშალიევს შეხვდა. ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრა 27 მარტს გაიმართა და მხარეებმა ჩინეთ-ყირგიზეთის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ჩინური მხარის განცხადებით, ბოლო წლებში ბიშკეკთან თანამშრომლობამ ეკოლოგიის, ინფრასტრუქტურისა და ჰუმანიტარული მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. საელჩოს ცნობით, ამოქმედდა ბიშკეკის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, ასევე მიმდინარეობს საგზაო ქსელის რეკონსტრუქციისა და შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტები.

ელჩმა აღნიშნა, რომ პეკინი მზად არის, ბიშკეკსა და ჩინეთის ქალაქებსა და პროვინციებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას მომავალშიც შეუწყოს ხელი, მათ შორის ურბანული მართვის გამოცდილების გაზიარების გზით.

თავის მხრივ, აიბეკ ჯუნუშალიევმა ჩინურ მხარეს ყირგიზეთისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მზად არის ორმხრივად მომგებიანი პროექტების განხორციელებისთვის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს.

China Southern Airlines-მა გუანჯოუ–ბიშკეკის ახალი ავიარეისი შეასრულა

29 მარტი

29 მარტს ჩინურმა ავიაკომპანია China Southern Airlines-მა გუანჯოუ-ბიშკეკი-გუანჯოუს მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს ყირგიზეთის საავიაციო სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ახალი მარშრუტი ჩინურ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად ამოქმედდა.

ოფიციალური ცნობით, რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ყირგიზული მხარის შეფასებით, ახალი ავიამიმართულების ამოქმედება ხელს შეუწყობს როგორც სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების განვითარებას, ისე ყირგიზეთსა და ჩინეთს შორის სატრანსპორტო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებას.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (23 – 29 მარტი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (2 – 8 მარტი)

საქართველო

საქართველოს ელჩი ჩინეთის პარლამენტის წარმომადგენელს შეხვდა

2 მარტი

2026 წლის 27 თებერვალს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის გენერალური ოფისის საგარეო საქმეთა ბიუროს გენერალურ დირექტორთან, ვან ვენთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საელჩომ 2 მარტს გამოაქვეყნა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მიმართულებით კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას, რაც, მათი შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩინური კომპანიები საქართველოს ქარის ენერგეტიკის სექტორში გავლენას აძლიერებენ

3 მარტი

ჩინური კომპანიები საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში მონაწილეობას რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტში ჩართულობით აფართოებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 3 მარტს Xinhua-ს საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

გორის მახლობლად მდებარე 206 მეგავატიანი პროექტი ჩინური ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანიის, Goldwind-ის მონაწილეობით ხორციელდება. კომპანია პროექტისთვის ტურბინებს ამარაგებს და ასევე ჩართულია მშენებლობის, შემდგომი ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების პროცესში.

მკაცრი ზამთრისა და რთული სამშენებლო პირობების მიუხედავად, პროექტის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქარის ელექტროსადგური, სავარაუდოდ, ელექტროენერგიით დაახლოებით 200 000 ოჯახს უზრუნველყოფს და ყოველწლიურად დაახლოებით 400 000 ტონით შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას.

პროექტი ენერგეტიკის სფეროში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს, მაშინ როცა საქართველო მომდევნო წლებში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას გეგმავს.

პეკინში ჩინეთის „ორი სესიის“ გახსნის სხდომა გაიმართა

5 მარტი

2026 წლის 4-5 მარტს, პეკინში, სახალხო კრების დიდ დარბაზში, ჩინეთის „ორი სესიის“ გახსნის სხდომა გაიმართა. 4 მარტს ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ეროვნული კომიტეტის მე-14 მოწვევის მეოთხე სესია გაიხსნა, ხოლო 5 მარტს ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მე-14 მოწვევის მეოთხე სესიამ განაახლა მუშაობა.

„ორი სესია“ ჩინეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ყოველწლიურ პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენს. მის ფარგლებში იმართება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და უმაღლესი პოლიტიკური-საკონსულტაციო ორგანოს წლიური სხდომები, სადაც განიხილება სახელმწიფოს განვითარების ძირითადი მიმართულებები, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტები, სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე სხვა საკანონმდებლო და სამთავრობო საკითხები.

2026 წლის სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტებზეა გამახვილებული. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემაა 2026-2030 წლების ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმის მონახაზი.

გახსნის სხდომებს ჩინეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

საქართველოს ელჩის შეხვედრა China-CEEC-ის სამდივნოსთან

6 მარტი

6 მარტს, საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე შეხვდა ჩინეთი-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (China-CEEC) თანამშრომლობის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ ჩენ კუოიოს.

შეხვედრაზე მხარეებმა China-CEEC-ის ფორმატში საქართველოს აქტიური ჩართულობის პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის დინამიკას.

აზერბაიჯანი

ბაქოში ჩინეთის საელჩომ ირანიდან ევაკუირებული მოქალაქეები მიიღო

3 მარტი

აზერბაიჯანში ჩინეთის საელჩომ ირანიდან ევაკუირებული ჩინეთის მოქალაქეები მიიღო და მათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დახმარება გაუწია. Xinhua-ს ინფორმაციით, 3 მარტს ბაქოში მდებარე Caspian Business Hotel-ში 48 ჩინეთის მოქალაქე გადაიყვანეს, რომლებიც ირანიდან ევაკუაციის ფარგლებში აზერბაიჯანში ჩავიდნენ.

გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში ირანიდან აზერბაიჯანში სულ 260-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქე გადავიდა. პროცესს კოორდინაციას უწევდა ჩინეთის საელჩო აზერბაიჯანში.

Xinhua News Agency-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა პეკინს. ჩინეთის ელჩის შეფასებით, ეს თანამშრომლობა ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გამოხატულებაა.

AZERTAC-მა და Xinhua-მ ხანგრძლივი მედია პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს

6 მარტი

აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-მა და ჩინეთის Xinhua News Agency-მ მათი 23-წლიანი თანამშრომლობა ძლიერი მედია პარტნიორობის მაგალითად შეაფასეს.

6 მარტს, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, AZERTAC-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ვუგარ ალიევმა და Xinhua-ს ევრაზიის ბიუროს დირექტორის მოადგილემ ვეი კანგმა განიხილეს ხანგრძლივი თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო ურთიერთობები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათი პარტნიორობა ასახავს აზერბაიჯან-ჩინეთის ფართო ურთიერთობებს და ხაზი გაუსვეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ობიექტური გაშუქების მნიშვნელობას.

სომხეთი

სომხეთი ჩინეთის მოქალაქეების ირანიდან ევაკუაციის ერთ-ერთ მარშრუტად დასახელდა

4 მარტი

4 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გასვლის მსურველ ჩინეთის მოქალაქეებს ევაკუაცია მეზობელი ქვეყნების გავლით შეეძლოთ, მათ შორის სომხეთის გავლით, აგარაკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამოყენებით. პეკინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მოქალაქეებს სომხეთში პასპორტით უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. ევაკუაციის პროცესში დახმარების მიზნით, ჩინურმა დიპლომატიურმა მისიებმა სასაზღვრო პუნქტებზე სამუშაო ჯგუფები განათავსეს.

უზბეკეთი

ტაშკენტში ჩინეთ-უზბეკეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

3 მარტი

3 მარტს ტაშკენტში ჩინეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლებმა გამართეს ბიზნესფორუმი, რომლის მიზანიც ორმხრივი ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

უზბეკეთის საინვესტიციო სამინისტროს წინასწარი განცხადებით, ფორუმი გათვალისწინებული იყო როგორც პლატფორმა ჩინეთისა და უზბეკეთის ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი დიალოგისთვის. განხილვის ძირითად თემებს შორის იყო საინვესტიციო პოტენციალი, სამრეწველო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯები.

Eurasianet-ის ინფორმაციით, ჩინელმა მენეჯერებმა შეხვედრები გამართეს უზბეკეთის საინვესტიციო სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (2 – 8 მარტი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (9-15 თებერვალი)

საქართველო

საქართველო და ჩინეთი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავენ

9 თებერვალი

9 თებერვალს საქართველოს ელჩი ჩინეთში, პაატა კალანდაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისარს, ლი მინჯჟუ-ს შეხვდა. შეხვედრა ხაზს უსვამდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმდინარე ძალისხმევას.

პეკინში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. მხარეებმა განიხილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების გზები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული კოორდინაციის მექანიზმების განვითარებას.

პაატა კალანდაძემ და ლი მინჯჟუ-მ აღნიშნეს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს რეგულარული კომუნიკაციის მნიშვნელობას მიმდინარე და სამომავლო ინიციატივების ხელშეწყობისთვის. ასევე აღინიშნა საჯარო ჯანდაცვის გამოწვევებზე კოორდინირებული რეაგირების აუცილებლობა, გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენების გზით.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაღრმავებისა და ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების შესახებ.

საქართველო-ჩინეთს შორის სასოფლო-სამეურნეო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს

10 თებერვალი

10 თებერვალს საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის საქმეთა სამინისტროს (MARA) წარმომადგენლებთან, სადაც ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, MARA-ს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ვეი ჟენგლინთან გამართული საუბარი 2025 წელს ჩინეთის ბაზარზე ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის სტაბილურ ზრდას დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ტენდენცია ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას უკავშირდება.

მოლაპარაკებებისას ჩინურმა მხარემ დადებითად შეაფასა ქართული ღვინის, თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი და აღნიშნა, რომ ეს პროდუქცია ჩინელ მომხმარებლებს შორის მზარდ პოპულარობას იძენს. გაზრდილი მოთხოვნა, მათი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოებასა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას ასახავს.

მომავლის პერსპექტივაზე საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ 2026 წელი აგრარულ სექტორში თანამშრომლობის ახალ ეტაპს დაიწყებს, რაც საქართველოს საელჩოსა და MARA-ს შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციასა და კოორდინაციაზე იქნება დაფუძნებული.

შეხვედრა ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია.

პეკინში ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის ბიზნეს შეხვედრა გაიმართა

11 თებერვალი

2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში – ,,მაღალი დონის ბიზნეს დიალოგი ელჩებთან’’. ღონისძიება ორგანიზებული იყო კომპანია Beijing United Information Technology-ის მიერ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის ბიზნეს კონტაქტების გაძლიერებას და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვას, მათ შორის ციფრული კომერციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროებში. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ორმხრივი ვაჭრობის გაზრდისა და საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკური კავშირების გაღრმავების გზებზე.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად წარმოაჩენს.

Beijing United Information Technology 2002 წელს დაარსდა და წარმოადგენს კომერციული ინფორმაციის მომსახურების ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას ჩინეთში.

საქართველოს ელჩი ჰუავეის ცენტრალური აზიის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

13 თებერვალი

2026 წლის 13 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ჩინეთში, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა კომპანია Huawei-ის ცენტრალური აზიის რეგიონული პრეზიდენტის მოადგილესთან, სიუ ხაისთან.

მხარეებმა მიმოიხილეს კომპანიასთან თანამშრომლობით უკვე განხორციელებული პროექტები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ამ მხრივ მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩინეთთან სტრატეგიული კავშირების გაღრმავებაზე საუბრობს

16 თებერვალი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალშიც გაფართოვდება. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ჩინური გაზაფხულის ფესტივალის აღსანიშნავად გავრცელდა.

6 თებერვლით დათარიღებულ მისალოც წერილში, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გაეგზავნა, ალიევმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მდგრად განვითარებას და აღნიშნა, რომ იგი სტაბილურ პოლიტიკურ დიალოგსა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები და ,,ნაყოფიერი თანამშრომლობა’’ მომავალშიც გაგრძელდება. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობებს შორის მიმდინარე აქტიური კონტაქტები ორმხრივი კავშირების სწრაფი გაძლიერებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

აზერბაიჯანის ლიდერის გზავნილი ჩინურ ახალ წელს, ჩუნძიეს, შეეხო, რომელიც მისი შეფასებით მშვიდობის, ჰარმონიის, განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა. მან ჩინელ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.

ალიევმა ასევე პირადად მიულოცა სი ძინპინს, უსურვა წარმატება სახელმწიფო საქმიანობაში და ჩინეთისთვის ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობის სურვილი გამოთქვა.

სომხეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინსა და ლი ციანს ჩინური ახალი წელი მიულოცა

16 თებერვალი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინსა და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, პრემიერ ლი ქიანგს ჩინური ახალი წელი, იგივე გაზაფხულის ფესტივალი მიულოცა.

პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ფაშინიანმა ჩინეთის ხელმძღვანელობასა და ხალხს მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა და ხაზი გაუსვა დღესასწაულის კულტურულ და სიმბოლურ მნიშვნელობას.

სი ძინპინისთვის გაგზავნილ წერილში ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ტრადიციული დღესასწაული ჩინურ ოჯახებს ჯანმრთელობას, წარმატებასა და სიხარულს მოუტანს. მან გაზაფხულის ფესტივალი ფართოდ აღიარებულ ოჯახურ დღესასწაულად დაახასიათა და ,,მეგობარ ჩინელ ხალხს’’ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მრავალწლოვან მეგობრულ კავშირებსა და ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული. მან დაადასტურა ერევნის მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და აღნიშნა, რომ ურთიერთობების შემდგომი განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს ახალ ინიციატივებს შესძენს.

საბოლოოდ, ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მომავალშიც ახალ შედეგებს მოიტანს.

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთის პრეზიდენტი AIIB-ის ხელმძღვანელს შეხვდა

14 თებერვალი

14 თებერვალს, პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა დუშანბეში შეხვედრა გამართა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) პრეზიდენტთან, ცზოუ ძიაისთან. მოლაპარაკებები მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ფინანსური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს შეეხო.

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ცზოუ ძიაის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გასუვა მის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ქვეყანაში. შეხვედრის ძირითადი საკითხი ტაჯიკეთსა და პეკინში დაფუძნებულ აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს შორის თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა იყო. პრეზიდენტმა აღნიშნა AIIB-ის მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განხორციელებაში.

ტაჯიკური მხარის ინფორმაციით, AIIB ტაჯიკეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და მდგრადი განვითარების, მათ შორის ,,მწვანე ეკონომიკის’’ მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებს, კერძოდ, როგუნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ნურეკის ჰესის რეაბილიტაციას. ორივე პროექტი ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგიისა და საექსპორტო გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სატრანსპორტო და ურბანულ ინფრასტრუქტურაში, წყლის რესურსების მართვაში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ენერგოეფექტიანობის ზრდაში.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გრძელვადიანი დაფინანსებისა და პროექტების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობა აღნიშნეს და დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მათი თქმით, მიღწეული შეთანხმებები ტაჯიკეთსა და AIIB-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (9-15 თებერვალი) Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (02.02- 08.02)

საქართველო

საქართველოს ელჩის შეხვედრა North Star Sinogold-ის ხელმძღვანელთან

3 თებერვალი

3 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა კომპანიის North Star Sinogold გენერალურ დირექტორთან, მენ ჰაიძუნთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების განვითარებისა და პორტული ლოგისტიკის მიმართულებით. ასევე გამოთქვეს მზადყოფნა აღნიშნულ საკითხებზე მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელების შესახებ.

North Star Sinogold სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო

გამოფენებსა და კონფერენციებს ორგანიზებს ლოგისტიკის, ვაჭრობისა და მიწოდების

ჯაჭვების განვითარების სფეროში.

წყარო: Embassy of Georgia to the People`s Republic of China

ჩინელი ტურისტების ინტერესი სამედიცინო სერვისების მიმართ იზრდება

5 თებერვალი

Bm.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში ჩინელი ტურისტების მხრიდან რეპროდუქციული სამედიცინო მომსახურების მიმართ მზარდი ინტერესი ფიქსირდება. ამის შესახებ განაცხადა თათია მამრიკიშვილმა, საინვესტიციო კომპანიის Galt & Taggart კვლევითი დეპარტამენტის სექტორის ხელმძღვანელმა.

მამრიკიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ჩინეთიდან ჩამოსული ვიზიტორების ნაწილი საქართველოს არა მხოლოდ ტურისტული მიზნებით, არამედ სამედიცინო მომსახურების, მათ შორის რეპროდუქციული და ფერტილობის სერვისების მისაღებადაც ირჩევს. ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის ახალი მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს.

მამრიკიშვილის განცხადებით, აზიური ბაზრების, განსაკუთრებით ჩინეთის გააქტიურება, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის სექტორის დივერსიფიკაციას, ხოლო თანამედროვე

სამედიცინო ინფრასტრუქტურა და შედარებით ხელმისაწვდომი მომსახურება საქართველოს ამ მიმართულებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

წყარო: bm.ge

აზერბაიჯანი

ბაქო ჩინეთ-ტაივანის საკითხში პეკინის პოზიციას უჭერს მხარს

4 თებერვალი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა 4 თებერვალს ჩინურ გამოცემა Global Times-თან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.

ინტერვიუში ბაირამოვმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთ-ტაივანის საკითხზეც და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ცალსახად უჭერს მხარს პრინციპს ,,ერთი ჩინეთი’’.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის პოზიცია ტაივანის საკითხზე მკაფიო, თანმიმდევრული და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზეა დაფუძნებული.

,,აზერბაიჯანი არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას. ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გააკრიტიკა ტაივანში 2024 წლის იანვარში ჩატარებული არჩევნები’’, – აღნიშნა ბაირამოვმა.

მინისტრის შეფასებით, სტატუს-კვოს ცვლილებისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის პროვოკაციული ქმედებები და თვითნებური საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები, ზრდის რეგიონული დაძაბულობისა და კონფლიქტის რისკებს და არღვევს საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობას.

ბაირამოვის განცხადებით, ტაივანის საკითხში ჩინეთის მხარდაჭერა გამოხატავს აზერბაიჯანის ერთგულებას სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი, რაც ბაქოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტად რჩება.

ინტერვიუში მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჩინეთთან ურთიერთობებს გრძელვადიან და სტრატეგიულ ჭრილში განიხილავს. მისი თქმით, ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეფუძნება მაღალი დონის პოლიტიკურ ნდობასა და ლიდერებს შორის ჩამოყალიბებულ სტაბილურ დიალოგს. აღნიშნული განცხადებები უკავშირდება ბაირამოვის 28-29 იანვარს პეკინში გამართულ შეხვედრას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ი-თან.

მინისტრის შეფასებით, ბაქო-პეკინის პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, თუმცა პარალელურად ყურადღება ეთმობა კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ გაცვლებსაც, რაც ორმხრივ ურთიერთობებს დამატებით სიღრმეს სძენს.

წყარო: Global Times

სომხეთი

ჩინეთის ელჩი სომხეთში სომხეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობს

6 თებერვალი

ჩინეთის ელჩი სომხეთში, ლი სინვეი, 6 თებერვალს ერევანში, ჩინეთის საელჩოში გამართულ ჩინური ახალი წლის – გაზაფხულის ფესტივალისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.

ელჩმა სომხეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ,,განვითარების ახალ ეტაპზე’’ გადავიდა.

,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში სომხეთმა და ჩინეთმა პრაქტიკულ მიმართულებებში თანამშრომლობა საგრძნობლად გააღრმავეს,’’- აღნიშნა მან და დასძინა, რომ ორმხრივი ურთიერთობები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დიპლომატიური კონტაქტებით და მოიცავს ინფრასტრუქტურულ, ბიზნესსა და სოციალურ პროექტებსაც.

სიტყვით გამოსვლისას ლი სინვეიმ ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გასულ წელს ჩინეთში ვიზიტს და განაცხადა, რომ თიენძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში სი ძინპინთან შეხვედრის შედეგად სომხეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდა.

ჩინეთის ელჩმა ასევე ისაუბრა ერთობლივ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალსა და მზის ენერგეტიკულ სადგურებზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პავილიონის მშენებლობაზე.

მისი თქმით, გაიზარდა ფრენების სიხშირე ურუმჩი-ერევნის მიმართულებით, ხოლო ჩინეთიდან სომხეთში ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 40 პროცენტით გაიზარდა.

ღონისძიება ჩინური ახალი წლისადმი მიძღვნილი კულტურული პროგრამით დასრულდა.

წყარო: Armenpress.am

უზბეკეთი

უზბეკეთი და ჩინეთი შახრიხანის ჰესების კასკადის მოდერნიზაციაზე შეთანხმდნენ

5 თებერვალი

უზბეკეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს შახრიხანის ჰესების კასკადის მოდერნიზაციის შესახებ. დოკუმენტები 5 თებერვალს გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში, უზბეკეთის სახელმწიფო კომპანია Uzbekhydroenergo და ჩინური საინჟინრო კომპანია Sinohydro განახორციელებენ რეკონსტრუქციასა და ტექნიკურ განახლებას, რაც პროექტირებას, მშენებლობას, აღჭურვილობის მიწოდებასა და ექსპლუატაციაში გაშვებას მოიცავს.

პროექტის დასრულების შემდეგ, რეკონსტრუირებული ორი სადგურის ჯამური სიმძლავრე გაიზრდება, ხოლო წლიური ელექტროენერგიის გამომუშავება 13 ათასზე მეტი ოჯახის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.

მოდერნიზაცია წლიურად დაახლოებით 11 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირისა და 27.5 ათასი ტონა ქვანახშირის დაზოგვას უზრუნველყოფს და მიზნად ისახავს ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოების ზრდას.

უზბეკეთის ოფიციალური უწყებების შეფასებით, ინიციატივა გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააღრმავებს უზბეკეთ-ჩინეთის თანამშრომლობას სტრატეგიულ სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

წყარო: Yuz.uz

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (02.02- 08.02) Read More »

Scroll to Top